ხო, დაახლოებით მივხვდი რომელი გაინტერესებდა, მარა არ მინდოდა ტყუილად მეწერა :დ
ანუ გაინტერესებს დეპრესია
როგორც ხალხური ზეპირსიტყვიერებაც ამბობს, ბევრი სიცილის მერე ტირილი იცისო, ეგრეც არის სინამდვილეში
ანუ როცა ადამიანი არის დიდი ხნის განმავლობაში ბედნიერი, რეალურად, ოცნებებში, ნარკოტიკების საშუალებით თუ ვთქვათ, შემოქმედია და შემოქმედებით ორგაზმებს განიცდის, ის ზედმეტად ამუშავებს თავის ტვინში ამ ბედნიერების იმპულსების გადამცემ ნეირონებს, ანუ ნერვებს. მერე ეს ნერვი ასე ვთქვათ გაჭედავს და აღარ აბრუნებს ამ იმპულსების საპასუხოდ ბედნიერების ჰორმონებს(თუ რაც ქვია)
ეს ნეირონი ისეა მაგ დროს, როგორც მაგალითად გადაყვლეფილი მუხლი, რომელიც უნდა მორჩეს და მერე ისევ გესიამოვნება სირბილი
მაგრამ საქმე ისაა, რომ მუხლივით კი არ გტკივა, არამედ განიცდი სევდას, სასოწარკვეთილებას, ან აპათიაში ხარ და ამის ახსნას ეძებ. ამ მიზეზებს "პოულობ" და გგონია, მართლა არაფერს აღარ აქვს აზრი
პოულობ იმიტომ დავწერე ბრჭყალებში, რომ როცა დეპრესია არ გქონდა, ეს მიზეზები მაშინაც არსებობდნენ, მაგრამ შენ ამის მიუხედავად იყავი ნორმალურად და შეგეძლო ბედნიერება განგეცადა სხვა რაღაცეების გამო
ეხლა, როცა ამ სევდას და აპათიას შეიგრძნობ, ლოგიკურად ფიქრობ, რომ იმ სხვა რაღაცეებს მნიშვნელობა რომ ჰქონოდა, ესე არ იქნებოდი.
მაგრამ გადის დრო, ეს ნერვული სისტება მწყობრში დგება და შენც ისევ შენსას უბერავ ბედნიერი ხარ
ამ ექიმის შემთხვევაში, როცა მართლა ძალიან ცუდი ამბავი მოხდა და გულშიც ვერ გაივლებს, რომ დავიკიდოო, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი