გაგიკვირდება და რაც ჩამოთვალე დასავლური ცივილიზაციისთვის უცხო არ არი. უფრო კურიოზული რაღაცეების თქმაც შეიძლება. მაგ, ინგლისში არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც ცოლის ცემა საღამოს ათი საათის მერე არ შეიძლებოდა. ამ კანონის მიზანი იყო მეზობლები რომ არ შეწუხებულიყვნენ
ჩვენს და ევროპას შორის მაგ ამბავში ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ევროპამ 20-30 წლით დაიწყო პრობლემის გამოსწორება. ჩვენ უფრო გვიან. ამას ქონდა ობიექტური მიზეზი: საკუთარი სახელმწიფოს არქონა და იძულებითი იზოლაცია პროგრესული სამყაროსგან.
შესაბამისად, თურქეთთან პარალელების გავლება დიდ სურათში სრული უაზრობაა
თურქების შემთხვევაში ადგილი აქვს რელიგიურ-კულტურულ პრობლემას. ჩვენ შემთხვევაში ამისი მიზეზია ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ცივილიზებული სამყაროსგან მოწყვეტა. იქედან გამომდინარე, რომ ეს პრობლემა აღარ არის და არც რელიგიურ-კულტურული დაბრკოლება არ არსებობს (ირან-თურქეთისგან განსხვავებით), ჩვენ ბევრად სწრაფად შეგვიძლია "ამოვქაჩოთ" და ახალი თაობა ამისი ნათელი მაგალითია