#49982104 · 21 Feb 2017, 14:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით,
მესაჭიროება ადამიანი რომელსაც შეუძლია ინგლისურ ენაზე გამართულად წეროს სტატიები/თემები.
პროცესი ასეთია: გაძლევთ თემის სათაურს (რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერ თემაზე). თქვენ მოიძიებთ ამ თემაზე ინფორმაციას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ინგლისურ ენაზეა ვებ საიტებზე ან მე მოგაწვდით ინფორმაციას და ვებ გვერდებს რომ გაგიადვილოთ კვლევის პროცესი. შემდეგ ჩამოაყალიბებთ სტატიის შემადგენელ ნაწილებს და დაწერთ სტატიას.
ამ სტატიების ზომა შეიძლება იყოს 500 დან 2500 სიტყვამდე, გააჩნია თემას. სტატიები უნდა იყოს დაწერილი გრამატუკულად გამართულად. სტატიები შეიძლება დაწერილი იყოს ნებისმიერ თემაზე, მაგალითად: დაზღვევა, ბიზნესი, ტრადიციები, სამედიცინო და ა.შ. დიდი მნიშვნელობა აქვს ნაწერის ხარისხს და უნდა იყოს თქვენს მიერ დაწერილი და არა გადაწერილი ონლაინ.
ანაზღაურება შეთანხმებით და გამომუშავებით: თითოეულ სტატიაში გადავიხდი თანხას.
დამატებითი ინფორმაციისთვის პირადში მომწერეთ თქვენი იმეილი და ინგლისურად მომწერეთ ერთი აბზაცი თქვენი შესაძლებლობების შესახებ.
|