გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს უკვე მერვე ნაკადი ჰყავს. ლეგიონში ის ქართველი ახალგაზრდები არიან გაწევრიანებულები, ვინც სამხედრო საქმითაა გატაცებული.
ლეგიონი 2013 წლის 23 სექტემბერს შეიქმნა და მისი მისია სალაშქრო და სამხედრო საქმის პოპულარიზაცია, მოზარდების პატრიოტული აღზრდა, სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივება და ფიზიკურად და მენტალურად ჯანსაღი თაობის აღზრდაა.
საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში ლეგიონში გოგონების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა და ბიჭების რაოდენობას გადააჭარბა.
საქართველოში, საყოველთაო-სავალდებულო გაწვევის თემაზე საუბრისას, ხშირად ამბობენ-ხოლმე, რომ თუ მსგავსი გაწვევა იარსებებს, მაშინ მამაკაცებთან ერთად ქალებიც უნდა გაიწვიონ.
როგორც ჩანს, საქართველოში გოგონებს, ჯარში წასვლაზე დიდი ხვეწნა არ სჭირდებათ და თუ ამ ლეგიონის მიხედვითაც ვიმსჯელებთ, არც ისაა გამორიცხული, რომ საყოველთაო გაწვევის შემთხვევაში, სამხედრო სფეროშიც საქართველოში ქალთა რაოდენობამ რეკორდი მოხსნას.
ზოგადად კი, მსოფლიოში არ წყდება კამათი სამხედრო სამსახურში ქალის ადგილისა და ფუნქციების შესახებ. მოკამათეების სპექტრი მოიცავს როგორც დაბეჯითებით მომხრეებს, ასევე კატეგორიულად მოწინააღმდეგეებს.
თუმცა, ფაქტია, რომ მსოფლიოს, მისი ისტორიის მანძილზე და დღევანდელობაშიც, უამრავი უძლიერესი სამხედრო - სტრატეგი და მებრძოლი ჰყავს.
თანამედროვე პირობებში, ნატო-ს და სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში ქალთა რაოდენობის ზრდის მდგრადი ტენდენცია შეიმჩნევა. "ნატოს ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში ქალთა საკითხთა ორგანიზაციის” ინფორმაციით, ალიანსის არმიების რიგებში ქალთა რაოდენობა ბოლო 5 წლის მანძილზე გაიზარდა 10-ჯერ და დღესდღეისობით 300 000-ს აღწევს: აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო თანამდებობების 14 % ქალებს უკავიათ.
მათგან 11 200 ნატო-ს სამშვიდობო, ხოლო 37 000 ”უდაბნოს ქარიშხალში” მონაწილეობდა (21 ქალი გენერლის თანამდებობაზეა). აღნიშნული მონაცემები კანადაში 9 %-ს, დიდ ბრიტანეთში 5 %-ს შეადგენს.
ნორვეგიაში ქალი შესაძლებელია იყოს წყალქვეშა ნავის კაპიტანი, კანადაში არ შეუძლიათ იმსახურონ ფლოტში, მაგრამ წყალქვეშა ნავზე კი. პორტუგალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, თურქეთში მათთვის ნებადართულია ნებისმიერი სამხედრო თანამდებობა საბრძოლოს გარდა.
რაც შეეხება ისრაელს, ამ ქვეყანაში ქალებიც ექვემდებარებიან საყოველთაო სამხედრო გაწვევას. 21 თვით სპეციალურ ქალთა დანაყოფებში მიიზიდებიან 18-24 წლის ქალები. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავისუფლდებიან მხოლოდ ორსულობის, დაქორწინების, ჯანმრთელობის ან რელიგიური მიზეზებით.
სამსახურის დამთავრების შემდეგ მათი უმეტესობა თავისუფლდება ყოველწლიური სამხედრო გადასახადიდან. უდიდესი უმრავლესობა გაიწვევა არასაბრძოლო ნაწილებში, თუმცა ქალები გვხვდებიან საარტილერიო და სასაზღვრო დანაყოფებშიც. არსებობს ქალთა და მამაკაცთა შერეული ოცეულებიც (მაგ. ბატალიონი ”კარაკალი”).
სამხედრო ექსპერტების თქმით, ქალები უფრო ყურადღებიანები არიან და შეუძლიათ ერთ ადგილზე მეტი ხნით ყოფნა.
აღნიშნული თვისებებისა და ფიზიოლოგიურად განპირობებული სუთქვის განსხვავებული ტიპის წყალობით, ქალებისგან კარგი სნაიპერები დგება (მე-2 მსოფლიო ომის სახელგანთქმულმა ქალმა-სნაიპერმა ლუდმილა პავლიჩენკომ 309 მოწინააღმდეგე, თითქმის ერთი ბატალიონი, გამოასალმა სიცოცხლეს.
აფხაზეთში მდინარე გუმისთასთან ქართველების ტყვიით სიცოცხლეს იქნა გამოსალმებული აფხაზების მხარეს მებრძოლი ქართული წარმოშობის ქალი სნაიპერი. ჩეჩნეთის პირველი ომის დროს რუსი ჯარისკაცები ლეგენდებს ჰყვებოდნენ ბალტიისპირელი ქალი სნაიპერების, ე.წ. ”თეთრი კოლგოტების” შესახებ)...
ჩვენი ამაზონკები... მაია წყნეთელის შთამომავლები...
"გირჩები" და მისთანანი ვერ ჩაკლავენ ჩვენში მებრძოლ სულს... ყოველთვის მწამდა ამის...