მე ჩემს აზრს ვიტყვი მხოლოდ,რომელიც ვერ იქნება ავტორიტეტული.ყველაზე ავტორიტეტული ტვინი (ქართველი) ამ სფეროში მიწაში ჩავდეთ ისე,რომ არც მისი ცოდნის გამოყენება გვიცდია,არც მიღება და არც გამოყენება.რა თმქა უნდა ცხონებულ(ღმერთმა განათლოს) ადმირალ ჯავახიშვილზე მაქვს საუბარი.კაცი,რომელმაც ბრწყინვალედ იცოდა ჩვენი ახლანდელი მტრებისა და "მოკავშირეების" სამხედრო-საზღვაო ძალები.
"გუშინ":სანაპირო ინფრასტრუქტურა ფლოტის უზრუნველყოფისათვის,იქნება ეს საიარაღო მეურნეობა და საწყობი,საწვავ-საპოხი მასალების საწყობი,ნავმისადგომი,სარემონტო სიმძლავრეები(სარემონტო საამქრო,მცურავი და მშრალი დოკი და ა.შ.),საწვრთნელი ბაზა და ა.შ.რასაც მოიცავს სამხედრო-საზღვაო ბაზა.აქ რა თმა უნდა თავიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული "დღეც","ხვალეც" და "ზეგეც".
"დღეს":ჰიდროგრაფიული კატარღა,ნაღმსაჭრი გემი,სარეიდო და საზღვაო საჭაპანო გემი,ორი ცალი მაინც კარგად გამართული შვეულმფრენი დაზვევრისა და სამაშველო ოპერაციებისათვის,საწვრთნელი ხომალდი და ასჯერ უკეთესი თუ გვეყოლებოდა იალქნიანი ნავი "იოლის",ანდა ბოლო ბოლო "მასტეჰედის",ან "ფრაქციონალის" ტიპის ე.წ."საკრუიზო" იალქნიანი ნავი მეზღვაურების მეზღვაურებას აღსაზრდელად.ეს ძალიან მნიშვნელოვანია.რა თმქა უნდა სახანძრო გემი,მყვინთავთა საწვრთნელი და უზრუნვეყოფის,ასევე დივერსანტთასაწინააღმდეგო კატარღები.ბარემ სურათებსაც დავდებ მაგალითისათვის:
ჰიდროგრაფიული კატარღა
ნაღმსაჭერი გემი
საზღვაო საჭაპანო
"ბრიგი"
* * *
ვაგრძელებ:
"იოლი"
ასეთები "თბილისის ზღვაზეც" დაცურავენ და ეცოდინება ყველას.
ესეიგი პირველ რიგში დგება აკვატორიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და უსაფრთხო ნაოსნობის და კადრების მომზადების.ვინაიდან შეზღუდული ფინანსური რესურსები გვაქვს,ამ რიგით დავალაგე ეს ყველაფერი.საჭაპანო გემები,ნაღმსაჭერები და ა.შ. შეიძლება საერთოდ გვაჩუქონ კიდეც თუ მოვინდომებთ.ანუ არასაბრძოლო ერთეულებს.ცალკე საკითხია მყვინთავებისა და მენაღმეების მომზადების საკითხიც.ნაღმები დარწმუნებული ვარ,სერიოზულ როლს ითამაშებენ ჩვენს მწირ რესურსების პირობებში მათი სწორად გამოყენების შემთხვევაში.
აი შემდეგ კი დგება საკითხი ჩვენი ეკონომიკური ზონის,ანუ საზღვრებს მიღმა ჩვენს იურისდიქციაში შემავალი საზღვაო ტერიტორიის დაცვა-პატრულირება,რომელზეც ჩვენი კანონიერი ინტერესები ვრცელდება.სანაპირო დაცვის იურისდიქცია საზღვრებზე მთავრდება და მორჩა.ამისათვის გვჭირდება მინიმუმ ორი და სასურველია ოთხი
ვთქვათ "ხამინას" ან "გოვინდის" კლასის ხომალდები
"ხამინა"
"გოვინდი"
"გოვინდი" გამოდის სხვა და სხვა დანიშნულებითა და შესაბამისი შეიარაღებით.
არ უნდა ვიაზროვნოთ ეგრე "შუბლით" მიწოლის პრინციპით რომ აქაოდა და უნდა გავანადგუროთ რუსული ფლოტი,თორე ისე არ გვინდა საზღვაო ფლოტი.არაა ასე მარტივად საქმე,მაგრამ ამ მხრივ განათლება უაღრესად მწირია ჩვენში.არაპროფესიონალიზმის დოღი მოკლედ.საერთოდ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განადგურება რომც შევძლოთ,ამაზე რუსეთს რა პასუხი ექნება გაქვთ წარმოდგენილი?!მაგრამ ეს ყველაფერი ცალკე მსჯელობის საგანია.
"ხვალ":
პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი,რომელიც უკვე "დღესვე" უნდა გადაგვედგა,მაგრამ მატერიალური რესურსებისა და კადრების არ ყოლის გამო გადავდებ "ხვალ" გახლავთ...რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებები!ესეიგი საუბარი მაქვს გემზე,რომელიც იქნება აღჭურვილი რადიოელექტორნული დაზვერვის საშუალებებით რაცაა,იქნება ეს პასიური რადარი თუ კიდევ რეები.არ ვიძახი მაინც და აინც რუსული CCB Урал-ის ატომური ხომალდის,ან ვთქვათ შვედური "ორიონის" დონის იყოს მეთქი.როგორცაა აუცილებელი ხმელეთზე რადიოელექტრონული დაზვერვა,ისევეა აუცილებელი ზღვაზეც.უნდა შეგევძლოს მტრის წვრთნებზე თვალთვალიც.აქ იგულისხმება ჰიდროაკუსტიკური დაზვერვაც და ა.შ. ეს ყველაფერი გრძელი ისტორიაა.უამისოდ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ და ვერ გავხდებით.
"ხვალინდელ" დღეს ვიფიქრებდი სერიოზულად წყალქვეშა ნავებზეც.არა მგონია ისეთი ინტერესები გაგვიჩნდეს და შესაბამისი ეკონომიკური რესურსები,რომ ფრეგატები და საესკადრო ნაღმოსნები ვიყოლიოთ.არცაა მგონი საჭირო შავ ზღვაზე.
ამას იქეთ:რახან
xDavid_S-მა ჩამომაწოდა პასი,ვიტყვი კიდევ ერთ აზრსაც,რომელიც დიდი ხანია მიტრიალებს თავში.ეს გახლავთ ხომალდსაწინააღმდეგო შეიარაღების საკითხი და რაკეტები ზღვიდან სახმელეთო სამიზნეების განადგურების უნარით.რუსეთი,სიტყვებით მაინც,მონდომებით მუშაობს ამ საკითხზე და როგორც თავად აცხადებენ ცდილობენ კორვეტების საცეცხლე ძალის გაზრდას.ხოლო დასავლეთში რაიმე აქტიურ მოძრაობებს ვერ ვხედავ თითქოს ამ მხრივ.საერთოდ როცა გაქვს რაღაც ცნობილი საშუალებები და მეთოდები მტერთან ბრძოლის,განწირული ხარ დასამარცხებლად თუ მტერი დებილი არაა მართლა.სიტყვაზე რუსეთში მთელი ინსტიტუტი მუშაობს ჯერ კიდევ როდის შემქნილი საზღვაო ბრძოლის ტაქტიკაზე.ჩვენთან დაჯდება ალბათ ჩაჩიბაია და ვაი მას,ვინც დაუპირსპირდება...
This post has been edited by mamukasokhumeli on 7 Oct 2018, 19:40