Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > WWW > YOUTUBE ვიდეოს ხარისხი იკარგება


Posted by: GeorgianLORD 1 Aug 2019, 20:19
სალამი ყველას. მაქვს ასეთი პრობლემა როცა იუთუბზე ვტვირთავ ვიდეოს ატვირთვის შემდეგ და პროცესის დამთავრების შემდეგ ვიდეოს ეკარგება ხარისხი ემართება პიქსელაცია რასაც ქვია. ზოგიერთ მონაკვეთში პიქსელ პიქსელ იშლება კადრი. არადა ძალიან მაღალი ხარისხის იყო ატვირთვამდე ვიდეო 1080p რეზოლუციაში არის გადაღებული ქვემოთ სქრინშოთი და ნახეთ რა ემართება. თუ ვინმემ იცის რატო ხდება ასე და როგორ გამოვასწორო იქნებ დამეხმაროთ.

user posted image

Posted by: nimfo 9 Aug 2019, 15:16
ატვირთვიდან დაახლოებით რამოდენიმე საათი ეკარგება ხარისხი ვიდეოს და ბოლოს სწორდება

Posted by: zukak0 18 Aug 2019, 01:38
QUOTE (GeorgianLORD @ 1 Aug 2019, 20:19 )
სალამი ყველას. მაქვს ასეთი პრობლემა როცა იუთუბზე ვტვირთავ ვიდეოს ატვირთვის შემდეგ და პროცესის დამთავრების შემდეგ ვიდეოს ეკარგება ხარისხი ემართება პიქსელაცია რასაც ქვია. ზოგიერთ მონაკვეთში პიქსელ პიქსელ იშლება კადრი. არადა ძალიან მაღალი ხარისხის იყო ატვირთვამდე ვიდეო 1080p რეზოლუციაში არის გადაღებული ქვემოთ სქრინშოთი და ნახეთ რა ემართება. თუ ვინმემ იცის რატო ხდება ასე და როგორ გამოვასწორო იქნებ დამეხმაროთ.

user posted image

დრო უნდა რო ხარისხი და ხმა გაასწოროს იუთუბმა, ან პარამეტრებში გაქ შეუზღუდვა...

Posted by: AraGviani 4 Sep 2019, 14:34
იუტუბზე ვიდეოს რომ ტვირთავ, ხელახლა აკეთებს რენდერს თავისი პლატფორმისთვის საჭირო პარამეტრებით იმისთვის, რომ ვიდეომ იუტუბის სერვერებზე არ დაიკავოს დიდი ადგილი და სტრიმინგიც ადვილად წავიდეს. თან ერთი ვიდეო რენდერდება სხვადასხვა რეზოლუციებში იმისთვის, რომ მაყურებლებიდან ვისაც როგორი ინტერნეტი აქვს, იმის მიხედვით შეუფერხებლად დაუსტრიმოს და არ გაუჭედოს. ეგ კი არა, სხვადასხვა ქვეყნების პროვაიდერებთან ხელშეკრულება აქვთ და ლოკალურ სერვერებზე ყველაზე ხშირად ყურებადი ვიდეოების კეშირებაც ხდება იმისთვის, რომ სწრაფად და იოლად მოხდეს ვიდეოს მაყურებლამდე მიტანა, თან განიტვირთოს იუტუბის სერვერები. wink.gif
ხოდა ვიდეოს რომ ატვირთავ, ჯერ რენდერდება 144p რეზოლუციაში, მერე 240, 360, 480... ამ ოთხ რეზოლუციაში რენდერი ძალიან სწრაფად ხდება და უმეტესად ვიდეოს ატვირთვის პარალელურად. იმიტომაც უნდება ატვირთვის მერე პროცესინგს ძალიან ცოტა ხანი. მაგ დროს ფლეიერის კბილანას რომ დააწკაპო, მაქსიმუმ 360 ან 480 p რეზოლუცია გიჩვენოს fhd-ს ნაცვლად. 720 და 1080 p რეზოლუციაზე რენდერს უკვე ცოტა დიდ ხანს ანდომებს და თუ ვიდეო ერთსაათიანია ან მეტია ქრონომეტრაჟით, მაშინ შეიძლება 3-4 საათიდან 1-2 დღემდეც გაწელოს. იუტუბის ჰელპში ცალკე პუნქტი აქვთ დათმობილი იმას, თუ რა პარამეტრებით უნდა დავარენდეროთ HD და FHD ვიდეო იმისთვის, რომ იუტუბმა დროულად მოინელოს და ნახვის დროსაც ხმა და გამოსახულების აცდენა და კიდევ ათასი უსიამოვნო სიურპრიზი არ გაიჩითოს იმიტომ, რომ FHD მხოლოდ ვიდეოს რეზოლუციაა ანუ ეკრანზე რა ზომაზე იშლება, აი ეგ. დანარჩენი დამოკიდებულია უკვე რომელი კოდეკით მიდის რენდერი, რა პარამეტრებია მითითებული, რამდენად ემთხვევა ერთმანეთს დედნების და დამონტაჟებული ვიდეოს პარამეტრები, რა ბიტრეიტია და ასე შემდეგ. სამონტაჟო პროგრამების პრესეთებშიც იმიტომაა FHD (1080p) ვიდეოს პრესეთები ბევრი, სხვადასხვა შემთხვევებისთვის და საჭიროებისთვის.

Posted by: sha 5 Sep 2019, 15:17
ჯერ 10 წლის წინ შევატყვე ყოუტუბს, რომ motion კადრებს სერიოზულად ურხევს ხარისხში, ანუ მოძრავ კადრებს, განსაკუთრებით "ბნელ" ადგილებში. ხელახლა რენდერს უკეთებს და მეგონა გავიდოდა დრო და გამოასწორებდნენ. ნურას უკაცრავად. ბოლო 5 ვიდეო უბრალოდ private გავხადე, იმიტომ რომ ხარისხში დეიდა აღარ ყავს (მანქანიდან გადაღებული ვიდეოები). ფეისბუკ/ვიმეოზე იდეალური ხარისხით იტვირთება, იუტუბზე რაც შენ დადე სკრინი. გინდა 50ბიტრეიტით დააკოდირე გინდა ყოუტუბის პრისეტი აირჩიე პრემიერიდან. მოკლედ ყოუტუბი უალტერნატივობის გამო საერთოდ ***-ზე იკიდებს ბევრ რამეს.
დაგუგლე - ცნობილი თემაა. თუმცა ყველა იუზერს არ აქ მსგავსი პრობლემები. არსებობს აზრი, რომ ზოგიერთი იუზერი "კარგ სერვერებზე" ზის, სხვა კი იჩაგრება ))


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)