forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> YOUTUBE ვიდეოს ხარისხი იკარგება, ატვირთვის შემდეგ იკარგება ხარისხი
GeorgianLORD
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 72
წევრი No.: 202382
რეგისტრ.: 14-May 15

გამოგზავნილია: 1 Aug 2019, 20:19  #55056979      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
სალამი ყველას. მაქვს ასეთი პრობლემა როცა იუთუბზე ვტვირთავ ვიდეოს ატვირთვის შემდეგ და პროცესის დამთავრების შემდეგ ვიდეოს ეკარგება ხარისხი ემართება პიქსელაცია რასაც ქვია. ზოგიერთ მონაკვეთში პიქსელ პიქსელ იშლება კადრი. არადა ძალიან მაღალი ხარისხის იყო ატვირთვამდე ვიდეო 1080p რეზოლუციაში არის გადაღებული ქვემოთ სქრინშოთი და ნახეთ რა ემართება. თუ ვინმემ იცის რატო ხდება ასე და როგორ გამოვასწორო იქნებ დამეხმაროთ.

user posted image
nimfo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 104
წევრი No.: 247341
რეგისტრ.: 18-December 18

გამოგზავნილია: 9 Aug 2019, 15:16  #55089801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ატვირთვიდან დაახლოებით რამოდენიმე საათი ეკარგება ხარისხი ვიდეოს და ბოლოს სწორდება
zukak0
კომპს ვაწვალებ ☺☻☺○•


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 266
წევრი No.: 151885
რეგისტრ.: 1-July 12

გამოგზავნილია: 18 Aug 2019, 01:38  #55124872      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (GeorgianLORD @ 1 Aug 2019, 20:19 )
სალამი ყველას. მაქვს ასეთი პრობლემა როცა იუთუბზე ვტვირთავ ვიდეოს ატვირთვის შემდეგ და პროცესის დამთავრების შემდეგ ვიდეოს ეკარგება ხარისხი ემართება პიქსელაცია რასაც ქვია. ზოგიერთ მონაკვეთში პიქსელ პიქსელ იშლება კადრი. არადა ძალიან მაღალი ხარისხის იყო ატვირთვამდე ვიდეო 1080p რეზოლუციაში არის გადაღებული ქვემოთ სქრინშოთი და ნახეთ რა ემართება. თუ ვინმემ იცის რატო ხდება ასე და როგორ გამოვასწორო იქნებ დამეხმაროთ.

user posted image

დრო უნდა რო ხარისხი და ხმა გაასწოროს იუთუბმა, ან პარამეტრებში გაქ შეუზღუდვა...


--------------------
მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონაქროლი ამოების ქარი...
AraGviani
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 629
წევრი No.: 153908
რეგისტრ.: 10-September 12

გამოგზავნილია: 4 Sep 2019, 14:34  #55201619      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
იუტუბზე ვიდეოს რომ ტვირთავ, ხელახლა აკეთებს რენდერს თავისი პლატფორმისთვის საჭირო პარამეტრებით იმისთვის, რომ ვიდეომ იუტუბის სერვერებზე არ დაიკავოს დიდი ადგილი და სტრიმინგიც ადვილად წავიდეს. თან ერთი ვიდეო რენდერდება სხვადასხვა რეზოლუციებში იმისთვის, რომ მაყურებლებიდან ვისაც როგორი ინტერნეტი აქვს, იმის მიხედვით შეუფერხებლად დაუსტრიმოს და არ გაუჭედოს. ეგ კი არა, სხვადასხვა ქვეყნების პროვაიდერებთან ხელშეკრულება აქვთ და ლოკალურ სერვერებზე ყველაზე ხშირად ყურებადი ვიდეოების კეშირებაც ხდება იმისთვის, რომ სწრაფად და იოლად მოხდეს ვიდეოს მაყურებლამდე მიტანა, თან განიტვირთოს იუტუბის სერვერები. wink.gif
ხოდა ვიდეოს რომ ატვირთავ, ჯერ რენდერდება 144p რეზოლუციაში, მერე 240, 360, 480... ამ ოთხ რეზოლუციაში რენდერი ძალიან სწრაფად ხდება და უმეტესად ვიდეოს ატვირთვის პარალელურად. იმიტომაც უნდება ატვირთვის მერე პროცესინგს ძალიან ცოტა ხანი. მაგ დროს ფლეიერის კბილანას რომ დააწკაპო, მაქსიმუმ 360 ან 480 p რეზოლუცია გიჩვენოს fhd-ს ნაცვლად. 720 და 1080 p რეზოლუციაზე რენდერს უკვე ცოტა დიდ ხანს ანდომებს და თუ ვიდეო ერთსაათიანია ან მეტია ქრონომეტრაჟით, მაშინ შეიძლება 3-4 საათიდან 1-2 დღემდეც გაწელოს. იუტუბის ჰელპში ცალკე პუნქტი აქვთ დათმობილი იმას, თუ რა პარამეტრებით უნდა დავარენდეროთ HD და FHD ვიდეო იმისთვის, რომ იუტუბმა დროულად მოინელოს და ნახვის დროსაც ხმა და გამოსახულების აცდენა და კიდევ ათასი უსიამოვნო სიურპრიზი არ გაიჩითოს იმიტომ, რომ FHD მხოლოდ ვიდეოს რეზოლუციაა ანუ ეკრანზე რა ზომაზე იშლება, აი ეგ. დანარჩენი დამოკიდებულია უკვე რომელი კოდეკით მიდის რენდერი, რა პარამეტრებია მითითებული, რამდენად ემთხვევა ერთმანეთს დედნების და დამონტაჟებული ვიდეოს პარამეტრები, რა ბიტრეიტია და ასე შემდეგ. სამონტაჟო პროგრამების პრესეთებშიც იმიტომაა FHD (1080p) ვიდეოს პრესეთები ბევრი, სხვადასხვა შემთხვევებისთვის და საჭიროებისთვის.


--------------------
https://mobilisinmobilige.blogspot.com/
http://www.youtube.com/user/AraGviani/videos
sha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3739
წევრი No.: 19626
რეგისტრ.: 7-May 06

გამოგზავნილია: 5 Sep 2019, 15:17  #55206385      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯერ 10 წლის წინ შევატყვე ყოუტუბს, რომ motion კადრებს სერიოზულად ურხევს ხარისხში, ანუ მოძრავ კადრებს, განსაკუთრებით "ბნელ" ადგილებში. ხელახლა რენდერს უკეთებს და მეგონა გავიდოდა დრო და გამოასწორებდნენ. ნურას უკაცრავად. ბოლო 5 ვიდეო უბრალოდ private გავხადე, იმიტომ რომ ხარისხში დეიდა აღარ ყავს (მანქანიდან გადაღებული ვიდეოები). ფეისბუკ/ვიმეოზე იდეალური ხარისხით იტვირთება, იუტუბზე რაც შენ დადე სკრინი. გინდა 50ბიტრეიტით დააკოდირე გინდა ყოუტუბის პრისეტი აირჩიე პრემიერიდან. მოკლედ ყოუტუბი უალტერნატივობის გამო საერთოდ ***-ზე იკიდებს ბევრ რამეს.
დაგუგლე - ცნობილი თემაა. თუმცა ყველა იუზერს არ აქ მსგავსი პრობლემები. არსებობს აზრი, რომ ზოგიერთი იუზერი "კარგ სერვერებზე" ზის, სხვა კი იჩაგრება ))



--------------------
Shaman
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0165 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]