დაარსების დღიდან ჩვენი ორგანიზაცია ა.ა.ი.პ. "საქართველო არ იყიდება" მოექცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში... მის დამზადებულ კლიპებს ეხმაურება საია, საერთაშორისო გამჭვირვალეობა, ქუჩაში, ფორუმზე, ფეისბუქზე ეს მუდმივი განხილვის თემაა... თავად ბ-ნი ბიძინა კი ყოველ მსხვილ (მისი პიროვნების გათვალისწინებით მსხვილ) შეკრებასა თუ მიტინგზე ჰპასუხობს ჩვენს კლიპებს, უწინ ნათქვამი სიტყვებისა და ფრაზების ახლებული ინტერპრეტაციით ცდილობს თავი იმართლოს...
ბუნებრივია ბიძინას მომხრეები მარტო თავდაცვას და თავის მართლებას არ დასჯერდნენ და კონტრშეტევების წამოწყებასაც ლამობენ... თან ცდილობენ იხელმძღვანელონ პრინციპით "გაღმა შეედავე, გამოღმა დაგრჩებაო" ... გვიპირისპირდებიან სარკისებურად, იგივე თემებით, იგივე იარაღით და არგუმენტაციით....
აგერ უკვე მერამდენე თემა გაიხსნა ჩვენი ორგანიზაციის ბანერზე რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა (სამწუხაროდ საქართველოში პოპულარულ) რუსულ ინტერნეტ რესურსზე mail.ru-ზე...
ბიძინამ ჩათვალა რომ ეს განსაკუთრებით მომგებიანი პლაცდარმია ჩვენზე შეტევის განსახორციელებლად...
აქ იბადება ერთი კითხვა:
ა.ა.ი.პ. "საქართველო არ იყიდება"-ს mail.ru-ზე (მათ შორის mail.ru-ზე ვინაიდან ის კიდევ ბევრ საიტზეა განთავსებული) განთავსებული ბანერისადმი მიძღვნილი თემები რა მიზანს ემსახურება?
ემსახურება ის მხოლოდ ა.ა.ი.პ. "საქართველო არ იყიდება"-ს წინააღმდეგ მიმართულ ანტიპიარს თუ ეს არის მცდელობა მოგვახსნევინოთ ბანერი იმ ეფექტური რესურსიდან სადაც მას მიზნობრივი აუდიტორია ხედავს და შესაბამისი ნეგატიური განწყობა ექმნება ბიძინას და მისი ეკლექტური ფულის გარშემო გაერთიანებული ორგანიზაციის მიმართ?
ვინაიდან პირველ შემთხვევაში განსაკუთრებით დიდი წარმატების იმედი (რბილად რომ ვთქვათ) არ უნდა ჰქონდეს, ვასკვნი, რომ მისი მომხრეების ამ თემაზე პერმანენტული პედალირების მიზანია რამენაირად გვაიძულონ მოგვახსნევინონ ეფექტურად მომუშავე ბანერი თან ისე, რომ უშუალოდ ბიძინას უკან მდგარი მფარველი ანუ კრემლი/ლუბიანკა ღიად არ გამოჩნდეს...
გაეპარათ ლუბიანკაზე ჩვენი მათი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ბანერი და ცდილობენ ფორუმის მეშვეობით უარი გვათქმევინონ მასზე...
ვერ მოგართვით...
ფული უკვე გადახდილია...გადახდილია ქართული ფირმისათვის რომელსაც ეს ბანერი კააარგა ხნით ადრე აქვს შეძენილი კომერციული არაპოლიტიკური მიზნებისათვის...
მოხარული ვარ თუ ის იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ თქვენ ასე წამდაუწუმ გიწევთ მასზე თემების ხსნა...
პ.ს. საქართველო არ იყიდება...
This post has been edited by 098 on 26 Aug 2012, 18:07