ElGeorgiaშენ მოწოდებულ ინფორმაციას დავამატებ, რომ ინფრაწითელი ტექნოლოგიით გადაღება
კოსმოსიდან იმითაა აღსანიშნავი, რომ იძლევა მიწისქვეშ დაფარული ობიექტების
იდენტიფიცერების საშუალებას. ასეთი ფოტოგადაღების დახმარებით მეცნიერებმა
შესძლეს ეგვიპტის ტერიტორიაზე ათასზე მეტი სამარხისა და 3000-ზე მეტი უძველესი
დასახლების აღმოჩენა.
არქეოლოგებმა უკვე დაიწყეს კვლევითი სამუშაოები ''კოსმოსური აღმოჩენის'' ადგილზე.
წინასწარი მონაცემებით დასტურდება ორი მანამდე უცნობი პირამიდის არსებობის
ფაქტი.მეცნიერები გაკვირვებას ვერ მალავენ ინფრაწითელი სხივების დახმარებით ასეთი მდიდარი შედეგის მიღებით.
ამერიკელმა ექსპერტებმა შეისწავლეს თანამგზავრის მიერ გადაღებული სურათები.
ისინი ისეთი ძლიერი კამერებითაა გადაღებული, რომლებსაც შეუძლია დედამიწის
ზედაპირზე ერთ მეტრზე უფრო მომცრო ობიექტის იდენტიფიცირება. ამასთან
ინფრაწითელი გადაღება გამოიყენეს მიწისქვეშ არსებული მასალის გასარჩევად.
რაზედაც ახლა ვისაუბრებ მთლად ახალი აღმოჩენა არ გახლავთ, მაგრამ ბევრისთვის
ის შესაძლოა ახალი იყოს, ვინაიდან ჩვენთან მასზე არაფერი დაწერილა. საქმე ეხება ერთობ მნიშვნელივან არქეოლოგიურ აღმოჩენას.
70-იან წლებში ჩინეთის არქეოლოგები შეუდგნენ ნდინარე ტარიმის სამხრეთ ნაწილის
გამოკვლევას. ესაა უდაბნო, რომლის საზღვარზე გადიოდა დიდი აბრეშუმის გზა.
გათხრების შედეგად მიაკვლიეს სამარხებს, რომლებიც განეკუთვნებოდა ჩვ.წ.-მდე მე-2ათასწლეულს.
მუმიფიცირებული სხეულები აღმოაჩინეს ჩინეთის ტერიტორიაზე არსებულ
თურქმენეთის ტერიტორიაზე, სადაც გარდა იმისა, რომ უდაბნოა, ნიადაგი მარილიანია.
სხეულები ეგვიპტის მუმიებზე უფრო უკეთ იყო შემონახული მშრალი კლიმატისა და
მარილიანი ნიადაგის წყალობით.
ჩინეთის ტერიტორიაზე ორი უდაბნოა-ტაკლა-მაკანი და სიცზიანის ავტონომიურ რაიონში მდებარე უდაბნო.
ორივე უდაბნოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს აღმოჩენილია უამრავი მუმია. მუმიფიცირება ურუმჩასთან(სიცზიანის რაიონი) შემთხვევით მოხდა 4 ათასი წლის წინ.
ზამთარში დაკრძალული სხეულები იყინებოდა, ხოლო შემდეგ ხმებოდა გახრწნის
დაწყებამდე. 1978 წელს ჩინელმა ვენგ ბინხუამ აღმოაჩინა 113 მუმიფიცირებული
სხეული. ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩინელმა და შუა აზიის არქეოლოგებმა ჩაატარეს
მასშტაბური კვლევები, შედეგად აღმოჩენილია 300-მდე მუმია. საფლავებში
ნახულობდნენ ყოველდღიური მოხმარების ნივთებს-პატარა დანები, თიხის ნაწარმი.
საფლავებში არ აყოლებდნენ იარაღს.
უძველესი ქალის მუმია აღმოჩნდა უდაბნო ტაკ-მაკანის აღმოსავლეთ მხარეს. ქალი
გარდაიცვალა 40 წლის ასაკში 4800 წლის წინ. აღმოჩენილი ყველა მუმია თეთრკანიანი
იყო. მათ თოხარებს უწოდებენ.
ვინაიდან სამარხებთან ერთად აღმოჩენილია დასახლებების ნაშთებიც.ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ აბრეშუმის გზა, რომლის გასწვრივ ეს ნაშთებია აღმოჩენილი
სწორედ თოხართა სახელს უნდა უკავშრდებოდეს.
პენსილვანიის უნივერსიტეტის ჩინური და ირანული რელიგიისა და ლიტერატურის
პროფესორმა ვიქტორ მეირმა გამოთქვა აზრი, რომ მუმიებზე აღმოჩენილი ქსოვილების ტექნოლოგიური დამუშავების ტრადიცია დამახასიათებელი იყო ევროპელებისა და
კავკასიელებისთვის. ყველაზე ადრეული მუმია დაკრძალულია 4000 წლის წინ,
ხოლო ყველაზე გვიანი-2000წლის წინ.
ინფრაწითელი სხივების საშუალებით მამაკაცის მუმიაზე შესამჩნევი გახდა კანზე
წაშლილი ტატუირება, რომლითაც დაფარული იყი მიცვალებულის სახე, ხელები,
თითები და ზურგი. ლოყებზე შეიჩნეოდა ''მზის ხვეულები''-''ნახევარსპირალური''
(დაკრძალეს 3 ათასი წლის წინ). ზოგიერთი მკვლევარი მზის ნიშანს უკავშირებს
მითრას კულტს.
გავაგრძელებ...