პირველი ლიგა:
წელს პირველი ლიგის ფინიშზე „ნამდვილი“ ფინალი შედგა!
პატარძეულში ადგილობრივი ვეფხვები შარშან დიდი_10 დან დაქვეითებულ, ბოლნისში გადაბარგებულ ყოჩებს დაუხვდნენ.
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Pirveli/ ფინალში გარე-კახელებმა იმარჯვეს ვინც ამ მიზნის მიღწევას აგერ უკვე სამი წელია აქტიურად ცდილობდნენ. ელიტას უკვე კახეთიდანაც ეყოლება გუნდი და რაც მთავარია არსაიდან გადაბარგ-გადმობარგებული - არამედ მკვიდრი.
დინამო 14:15 იუნკერები
ივერია 15:14 არწივები
ვეფხვები 26:16 ყოჩები
არესი 43: 5 ხულიგანა
ბოლო ტურშიც არაერთი დეტალი უნდა „დაზუსტდეს“: მაგალითად
მეორე ადგილოსნის ბედი - ამ მდგომარეობით დიდი_10 _ში აღსაზევებლად მეორე საგზურისთვის ბრძოლის უფლებას ყოჩები იტოვებენ, მაგრამ თუ ვინიცობაა და ბოლნისელებს ბოლო ტურში ივერიასთან ფეხი დაუცდებათ, ხოლო არესი არწივებთან იმარჯვებს სწორედ ქუთაისელები იბრძოლებენ ელიტისთვის. ასევე საკუთარ მეტოქეს ელის პირველი ლიგის ბინადრები - გადათამაშებაში შეიძლება აღმოჩნდეს ოზურგეთის არწივები ან თბილისის ივერია. პირველ ლიგაში მხოლოდ ორი რამ არის ნათელი: გამარჯვებული (პატარძეული) - ვინც ელიტის საგზური მოიპოვა და რეგიონულ ლიგაში დასაქვეითებელი გათამაშების ბოლო ადგილოსანი ხულიგანა. დასკვნითი ტური 14/15 აპრილს შედგება:
არწივები - არესი
ყოჩები - ივერია
იუნკერები - ვეფხვები
ხულიგანა - დინამო
პირველი ლიგის წლევანდელი გათამაშებაში საინტერესო იყო ისიც, რომ ახალბედა და ახალგაზრდულმა იუნკერებმა ადგილი შეინარჩუნეს;
ადგილის შენარჩუნების შანსი ჯერ კიდევ აქვთ ასევე პირველ ლიგაში გასული წლის შედეგებით დაწინაურებულმა ოზურგეთის არწივებმა;
შარშანდელივით ერთი ამოსუნთქვით და „რიხით“ ვერ განვლეს ესტაფეტა ელიტიდან დაქვეითებულმა ბოლნისელებმა;
სამომავალწლოდ პირველ ლიგაში თბილისს მინიმუმ ერთით (თუ ორით არა) ნაკლები წარმომადგენელი ეყოლება და ეს „შემცირება“ „გეოგრაფიის გაზრდის“ ხარჯზე მოხდება.
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
PNN#GiorgiG83
...კონფუციანელი...