ეს და ამგვარი სხვა სისტემები მიუღწეველი ოცნება იქნება ალბათ ჩვენთვის წლების მანძილზე.
და თუ დავუბრუნდებით საველე არტილერიას, მე ვფიქრობ რომ ეს სტატია ყველა დაინტერესებულმა ამ საკითხებით უნდა წაიკითხოს.
მიუხედავად იმისა რა ძველ ხანაშიც (2002 ჭი !!!!!!!!!!!!!!, ძველია?) არ არის იგი დაწერილი.
მანდ შესავალში მაგალითად წერია, რომ ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა (და ამერიკელებს ასეთი მაგალითად საარტილერიო Excalibur აქვთ) სულ არ არის უნივერსალური იარაღი.
და ჩვეულებრივი საბრძოლო მასალა ისევ აქტუალურია.
ეს პასუხია აქ გამოთქმული ბატონი 122=ის აზრისა (ადამიანის, რომელიც ყველაზე მეტს მეკამათებოდა თბოვიზორებზე და არის პროფესიონალი არტილერისტი), რომ ჩვენ მხოლოდ ზუსტი დამიზნების ჭურვები გვჭირდება რომ შევამციროთ სატრანსპორტო ნაკადები.
ეს ასე არ არის.
ავტორიტეტები თუ გვინდა და ჩემი არ სჯერავს აქ ჩვენს სამხედროებს მოქმედს თუ გადამდგარს, წავიკითხოთ ამ სტატიაში რომ ეს აზრი გამოთქვა ლეიტენატ პოლკოვნიკმა კრისტოფერ ბენტლიმ, რომელიც fire support coordinator FSCOORD იყო ოპერაცია ანაკონდაში აფღანეთში.
მეტიც
აფღანეთში მაინც არმია ებრძვოდა არარეგულარულ ძალებს
და არმია არმიაზე რომ მიდის ასეთ კონფლიქტშიც მასეთ საბრძოლო მასალას რა საკვირველია თავისი ადგილი ექნება წერტილოვანი სამიზნეების წინააღმდეგ ერთი ან რამდენიმე ჭურვი რომ გამოიყენო მხოლოდ.
მაგრამ ჯგუფურ სამიზნეებზე, რომლებიც იმ კონფლიქტში რომელიც ჩვენ გვემუქრება, იქნება უმრავლესობაში, ალბათ უმართავი ჭურვების გამოყენება აჯობებს.
მერე
აქ ტანკსაწინააღმდეგო იარაღის თემაში კითხვა დაისვა როგორ უნდა გავანადგუროთ ტანკები თუ მათ დაუდგეს აქტიური დაცვის სისტემები?
თუ ეს ტანკები მანამ სანამ უშუალო შეხებაში მოვლენ ჩვენს ძალებთან იქნენ დამუშავებული არტილერიით ჰაერში დაყენებული ამფეთქებით, მათი გარეშე მყოფი მოწყობილობა დიდი ალბათობით გამოდის მრწყობრიდან.
რაც უფრო მეტ ჭურვს დახარჯავ ამისთვის, მით მეტი ალბათობით გამოვა მწყობრიდან.
3000 ჭურვი რომ დახარჯო ერთი სატანკო ასეულის წინააღმდეგ იგი დროებით მაგრამ 100%-ით კარგავს თავის ბრძოლისუნარიანობას.
რა საკვირველია, 3000 ჭურვის დახარჯვა ყოველ ასეულზე პრობლემატური იქნება, მაგრამ ნაკლები დახარჯე - რაღაც პროცენტით შეუმცირე საბრძოლო პოტენციალი.
პრინციპი უნდა გქონდეს რომ შენი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა ვერ უნდა უახლოვდებოდეს შენს ძალებს საარტილერიო ცეცხლის დამუშავებაში რომ არ მოხვდეს ისე.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)