Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > სისხლიანი ნახველი.


Posted by: ditosdeda 18 Sep 2012, 22:57
cry.gif ჩემს ახლობელს 1 კვირა აქვს დრო და დრო სისხლიანი ნახველი,არის მწეველი და ახველებს ისედაც ბევრს.გადაიღო ფილტვზე რენდგენი და საეჭვო არაფერიაო,სიცხე არ აქვს თავს კარგათ ვგრძნოფო საქართველოში არ იმყოფება. მე ძალიან ვნერვიულოფ, მამა ფილტვის კიბოთი დამეღუპა და ძალიან გავს ამ სიმპტომებს მაგრამ ფილტვებში არაფერი არ უჩანს ცუდი .სხვა რის მიზეზის გამო შეიძლება იყოს ეს სისხლიანი ნახველი?

Posted by: Natuka NGN 18 Sep 2012, 23:45
ditosdeda
იცით, ბრონქოსკოპია და მაგნიტორეზონანსული კვლევა არის ცასატარებელი, აგრეთვე შესამოწმებელია ტუბზე. თუმცა ტუბერები რემტგენზე ჩანს. აუცილებლად ჩასატარებელი უფრო დეტალური კვლევა.

Posted by: ditosdeda 19 Sep 2012, 01:12
Natuka NGN ფილტვებში რენდგენზე ცუდი არაფერი გამოჩნდა სისხლის საერთო ანალიზიც კარგი აქვს სხვა რა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სიხლიანი დახველი .ტუბერკულიოზი გამორიცხულია .ქრონიკული გაიმორიტი აქვს და შეიძლება ამასთან რამე კონტაკტში იყოს

Posted by: Solveig 19 Sep 2012, 05:42
Ragefinder(overthehill)
პოსტი წაიშალა.
* * *
ditosdeda
QUOTE
ქრონიკული გაიმორიტი

ფილტვთან რა შუაშია? არაფერში.

სისხლი ნახველში როგორი სახითაა? შერეულია ლორწოსთან, კოლტებია, წითელია, მოშავო თუ...?
თუ ხშირად ახველებდა აქამდეც და თან აქტიური მწეველია, შეიძლება, ბრონქიტის გამო ჰქონდეს.

მაგრამ ასე ზეპირად რაიმეს დადგენა შეუძლებელია. ნატუკამ კარგი რჩევა მოგცათ-აუცილებლად ესაჭიროება უფრო დეტალური გამოკვლევა.



Posted by: ditosdeda 19 Sep 2012, 13:18
მადლობაNatuka NGN
Solveig

Posted by: Jo0ey 28 Sep 2014, 17:41
გამარჯობათ.

წეღან საკუთარ ნახველში სისხლი შევამჩნიე და ძალიან შემეშინდა ,ვარ მწეველი, და იცით ალბათ რას ნიშნავს როცა მწეველი სისხლს ამოაყოლებს ნახველს, ჯერ 19 ის ვარ და არ მინდა რა :/
თან საკუთარ ოთახშიც არ ვერიდები წევას , მაგრამ დიდი ხანი არ არის რაც ვეწევი
ასე 1 წელი იქნება დაახლოებით. ნახველშიც ძაან არ ეტყობოდა სისხლი, არვიცი ზუსტად შეიძლება არც იყო
მე სისხლი მეგონა ყოველშემთხვევაში. თან ეს 4 დღეა ყელი მაქ დაჩირქებული თუ რაღაც, ნერწყვს ვერ ვყლაპამდი წესიერად , რაღაც მფხაჭნიდა და ნუ მოკლედ ზაან გავცივდი და ეს ყველაფერი ხომ არ არის რამე კავშირში ამასთან? + მეტი ინფოსთვის დავამატებ რომ გლანდებიც ამოსაჭრელი მაქვს მგონი და გადიდებულიც და დასიებული მაქვს ეს 4 დღეა. ცხოვრებაა პრობლემა მაქ ყელზე , მალე მიცივდება. ერთი 2 ჯერ ბავშვობაში ანგინაც მაქვს გადატანილი. გთხოვთ გამცეთ რეალური პასუხები სახუმარო თემა არ არის, მადლობა.

P.S ხშირი ხველა არ მაწუხებდს. ნუ როგორც მწეველი ხანდახან ვახველებ რათქმაუნდა.

გთხოვთ ნუ დაიზარებთ პასუხს

Posted by: aqvsenti777 28 Sep 2014, 23:37
QUOTE
თან ეს 4 დღეა ყელი მაქ დაჩირქებული თუ რაღაც, ნერწყვს ვერ ვყლაპამდი წესიერად , რაღაც მფხაჭნიდა და ნუ მოკლედ ზაან გავცივდი და ეს ყველაფერი ხომ არ არის რამე კავშირში ამასთან?

ეგაა ყველაფრის თავი და თავი, ნუ გეშინია ყელი ფაქიზია ბევრი კაპილარებია და იცის მაგ დროს ეგეთი სინდრომები smile.gif

Posted by: Jo0ey 29 Sep 2014, 18:32
QUOTE (aqvsenti777 @ 28 Sep 2014, 23:37 )
QUOTE
თან ეს 4 დღეა ყელი მაქ დაჩირქებული თუ რაღაც, ნერწყვს ვერ ვყლაპამდი წესიერად , რაღაც მფხაჭნიდა და ნუ მოკლედ ზაან გავცივდი და ეს ყველაფერი ხომ არ არის რამე კავშირში ამასთან?

ეგაა ყველაფრის თავი და თავი, ნუ გეშინია ყელი ფაქიზია ბევრი კაპილარებია და იცის მაგ დროს ეგეთი სინდრომები smile.gif

მადლობა დიდი.












|||||||

Posted by: zrzbrb 10 Oct 2014, 18:17
ესე იგი გავიღვიძე და შევედი კბილების გასახეხად და გახეხვის პროცესში გულის რევის შეგრძნება მქონდა და ერთი ორჯერ წამომახველა კიდეც, თუმცა დილაობით როცა ვიხეხავ, ესე იცის ხოლმე ხანდახან. ანუ შეიძლება ითქვას უჩვეულო არაფერი ყოფილა, თUმცა როცა კბილის პასტა გადმოვაფურთხე ბოლოს ცოტა სისხლი მოყვა და არა მგონია კბილების ბრალი ყოფილიყოს, იმიტომ რომ მეტი სისხლი აღარ ყოფილა. + ამას ცოტა მუცლის ტკივილი მაწუხებს ერთი 2 კვირაა, შეიძლება მეტიც, თუმცა უმნიშვნელოდ და ამიტომ აღარ მივაქციე ყურადღება.

ვიცი რომ სისხლიანი ნახველი ცუდის მანიშნებელია, თუმცა ეს ერთჯერადი შემთხვევა იყო და ზოგადად არც მახველებს და საერთოდაც შეიძლება ითქვას კარგად ვგრძნობ თავს. ხოდა შემოვკრა განგაშის ზარები? givi.gif

Posted by: guti14 11 Oct 2014, 03:13
გრიპის დროს ნორმალურია იცის ხოლმე? ებოლის დროს რა ხდება მაშინაც ნორმაა?

Posted by: Sento555777 11 Oct 2014, 23:56
Warning:
სხვაგან გაერთე



------------------------

Posted by: Solveig 12 Oct 2014, 12:32
Sento555777

პოსტი წაიშალა,

გამეორების შემთხვევაში ვორნი არ დააყოვნებს.

Posted by: ashley_tko 13 Oct 2014, 11:07
guti14
ებოლა რა შუაშია ??

Posted by: guti14 15 Oct 2014, 20:50
ashley_tko
აბა რავიცი ებოლა გავს გრიპსო და თუ გრიპის დროს ნორმალურია ებლოას დროსაც იქნება და როგორ გაარჩევ?

Posted by: tujji 15 Oct 2014, 20:53
კრუპოზული პნევმონია .................................................სისხლი ნახველში
ან უბრალოთ მექანიკური დაზიანებაა კაპილარის
QUOTE
პასტა გადმოვაფურთხე ბოლოს ცოტა სისხლი მოყვა და არა მგონია კბილების ბრალი ყოფილიყოს, იმიტომ რომ მეტი სისხლი აღარ ყოფილა. + ამას ცოტა მუცლის

არა მგონია კბილების ბრალი ყოფილიყოს...ღძილების ბრალია პარადონტოზი შეიძლება იყოს.

Posted by: Vangoga 11 Apr 2017, 03:28
გამარჯობა, პირველ რიგში ბოდიში ახალი თემის გახსნისთვის, რადგან არ ვიცი პასუხი სად მოვიძიო, რომელ განყოფილებაში.

მოკლედ ძალიან ძლიერად და ცუდად ვახველებ, ხველებისას სისხლი მოყვება ნახველს და ამ დროს გულის ტკივილი მეწყება, ხოლო როცა მოვრჩები ხველებას მივლის ტკივილი.
გთხოვთ მირჩიოთ რა ვქნა, რა დაავადება შეიძლება იყოს ან ვის მივმართო?

Posted by: Solveig 11 Apr 2017, 16:56
Vangoga
QUOTE
ვის მივმართო?

პულმონოლოგს. თან, რაც შეიძლება მალე.


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)