საფეხბურთო კლუბი ''შევარდენი 1906'' მეორე ლიგაში ასპარეზობას გეგმავს.
საკონტაქტო ინფორმაცია სელექციაში მონაწილეობის მსურველი ფეხბურთელებისთვის
kikabidze_gegi@yahoo.com
571 42 42 12
593 23 51 58
599 03 82 74
მცირე ისტორია კლუბის შესახებ
შევარდენი-1906 იყო საქართველოს საფეხბურთო კლუბი, თამაშობდა უმაღლეს ლიგაში 1996 წლამდე, შემდეგ შეუერთდა პირველი ლიგის თბილისის უნივერსიტეტს, რომელმაც შემდეგ სახელი გადაირქვა – თსუ თბილისი.
კლუბის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი და დამსახურება მიუძღვის ჩეხ საზოგადოებრივ მოღვაწესა და პედაგოგს იაროსლავ იოსების-ძე სვატოშს (Jaroslav Svatoš ). XIX საუკუნის ბოლოს პრაღის სპორტსაზოგადოება სოკოლიდან საქართველოში დაპატიჟა ტანვარჯიშის მწვრთნელები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს სპორტული სექცია სოკოლი. 1906 წლიდან შევარდენი. სპორტსაზოგადოებას ხელმძღვანელოდნენ ა.ლუკეში, ი.ნოვაკი, გ. ეგნატაშვილი.
ლუბი შევარდენი (ტფილისი) ჩამოყალიბდა 1906 წელს. 1911 წლის 23 ოქტომბერს შევარდნელებმა გამართეს თამაში სხვადასხვა სპორტული წრეებისგან გაერთიანებულ ნაკრებ გუნდთან და იმარჯვეს 1:0. 1986 წლამდე მონაწილეობდა ლოკალურ შეჯიბრებებში, ხოლო 1987 წელს გუნდმა ითამაშა სსრკ-ს პირველობაზე, II ლიგის IXX ზონაში.
1990 წელს კლუბმა შეიცვალა სახელი და მას ოფიციალურად ეწოდა შევარდენი 1906 (Shevardeni 1906). ამავე წელს გუნდმა იასპარეზა საქართველოს პირველ ჩემპიონატზე.
http://goal.ge/mtavari-ambebi/46744-shevar...ess-iwyebs.html