#57178650 · 17 Nov 2020, 10:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე პირადად ვიცნობდი ერთ პროფესორს, რომელიც სსრკ-ს პერიოდში წლობით მუშაობდა მათ შორის საიდუმლო არქივებში და იფიცებოდა, რომ საკუთარი თვალით აქვს ნანახი ნარიშკინას წერილი კახეთის მეფე ერეკლე პერველისადმი, სადაც ის ერეკლეს წერს, რომ ჩვენი შვილი სულ შენ გგავსო და თან ამის დასამტკიცებლად სურათს უგზავნის. ისე ისტორიას რომ გადახედოთ, ძალიან ბევრ ნიშანს ნახავთ, რომელიც მაგას ადასტურებს. პირველ რიგში პეტრეს გარეგნობა და ხასიათი. შემდეგ, მისი დამოკიდებვულება ქართველების და კონკრეტულად ბაგრატიონების მიმართ. მათ შორის მისი ცნობილი განცხადება, რომ მოგვარეებზე არ ვიქორწინებო, როცა ბაგრატიონის ქალს სთავაზობდნენ ცოლად. ასევე ქართველი მეფეების დამოკიდებულება და ძალიან უცნაური ნდობა პეტრეს მიმართ. თუნდაც ვახტანგ მეექვსის ცნობილ ლაშქრობას გავიხსენებ, როდესაც პეტრეს ასე უცნაურად ენდო, დიდ ხანს ელოდა ჯარით, მის შემოერთებას და საბოლოო ჯამში შარში გაეხვა.
This post has been edited by mmb on 17 Nov 2020, 10:28
|