საერთო ჯამში ალბომი არის ძალიან მაგარი
Dead Inside – 8.5/10 (მარა მაინც უნდა ითქვას, რომ Madness ვერ აჯობებს ვერასოდეს, გაცილებით კარგი სინგლი დაიდო 2012-ში)
Psycho – 9/10 (პრინციპში, განსაკუთრებული და ახალი არაფერი, მარა მაინც ძალიან მომეწონა პირველივე ნახვიდან)
Mercy – 7.5/10 (ჩემი სტილი არ არის და დიდი სიამოვნებით ვერ ვუსმენ, თუმცა სიმღერა მაინც ძალიან კარგია
და ზოგიერთი ვაი-ბენდის მთელ დისკოგრაფიას ჯობია, ვოტ ტაკ
)
Reapers – 9.5/10 (ერთ-ერთი უძლიერესი სიმღერა ალბომში, სოლო გიტარა წარმოუდგენლად მაგარია, განსაკუთრებით კულმინაცია და outro
)
The Handler – 9.5/10 (სიმართლე რომ ვთქვა, მომენტებში Reapers-ზე უფრო დიდი სიამოვნებითაც კი ვუსმენ, მაგრამ, მაინვ ვერ გადავწყვიტე, რომელი მირჩევნია, ორივე ძალიან ძალიან მაგარია. The Handler-ით ფაქტობრივად მთელი Absolution ერთ სიმღერაში ჩატენეს და ალბომი მთლიანად გააცოცხლეს, ძალიან კარგად გამოუვიდათ)
Defector – 8/10 (ჯერ სრულად ვერ დავუმუღამე. too much „Queen“, ისე ფრედის შესრულებით ძალიან მაგარი რამე იქნებოდა. ბოლოსკენ ცოტა მიმაძინა, ისეთი სტილია, ცოტა თავისი ხასიათი სჭირდება, თორე ვერ დაუმუღამებ)
Revolt – 7.5/10 აბსოლუტური პაპსააა, მარა ხარისხიანი
მაინც სასიამოვნო სიმღერაა. ასეთებიც საჭიროა, მიუზი ძალიან ბევრი კატეგორიის მსმენელებს აერთიანებს და ასეთები უბრალოდ აუცილებელია, განსაკუთრებით 2008 წლის მერე, რაც ბალღობა დაგვემატა
Aftermath – 9.5/10 ძალიან ძალიან კარგი სიმღერაა, სიამოვნებით ვუსმენ, მომენტებში ფლოიდს წააგავს
The Globalist – 10/10 ეს არიიიის შედევრი!! პირველად რომ მოვუსმინე, ასტრალში გამიშვა პირდაპირი რეისით. გენიალური ნაწარმოებია, მთელი მიუზი დევს კონკრეტულად ამ სიმღერაში, სამი სრულიად განსხვავებული და სამივე აბსოლუტურად მხოლოდ და მხოლოდ მიუზისთვის დამახასიათებელი ნაწილი. მარტო ამისთვის ღირდა მთელი ალბომი, ძალიან გამიმართლა მოლოდინი, მართალია Citizen Erased 2 ნამდვილად არ არის, რასაც გვპირდებოდნენ, მაგრამ Exogenesis Symphony-ს სამივე ნაწილს ტოლს არ უდებს
Drones 8.5/10 – მე ზუსტად ასეთ რამეს ველოდი ამ სიმღერისგან. ძალიან დიდი აზრი ჩაიდო კონკრეტულად ამ სიმღერაში, Now you can kill from the safety of your home with drones, amen! – და ეს ყველაფერი გალობით, აბსოლუტური სარკაზმია
This post has been edited by Bellamy92 on 10 Jun 2015, 14:42