დავწერ ალბათ ჩემს პირველ შთამბეჭდილებას
დაახლოებით 10 საათი ვითამაშე უკვე და დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა რომ Remedy ჯერ კიდევ ფორმაშია და შეუძლია საინტერესო თამაშების კეთება. ასეთი უცნაური დონის სიუჟეტი რავი, ფაქტია კაიფში იყვნენ სცენარისტები
ალან ვეიკი ვისაც მოეწონა არა მგონია ამით დარჩეს უკმაყოფილო.
პირველი რამოდენიმე საათი რასაც ჰქვია თავი ამტკივდა მარა რაც უფრო პროგრესს აკეთებ და ეცნობი სხვადასხვა პერსონაჟებს და მათ ისტორიას, კითხულობ ჩანაწერებს, და შეისწავლი გარემოს მით უფრო ნათელი ხდება ბევრი დეტალი და თამაშიც ნელ-ნელა გაყენებს მოვლენების კურსში. გეიმფლეი დასაწყისში ძალიან ბანალურია, იმ მომენტამდე სანამ არ გახსნი პირველ სქილებს მათ შორის ტელეკინეზს რომელიც ბრძოლის სისტემას ძალიან საინტერესოს და ეფექტურს ხდის. იარაღები (უფრო სწორად იარაღი, რომელიც ტრანფორმირდება
) ძალიან ორიგინალურადაა გაკეთებული და ერთი სიამოვნებაა სხვა სქილებთან კომბინირება. გრაფიკა და ლეველ დიზაინი დონეა, ატმოსფერო პირდაპირი მნიშვნელობით გადმოდის ეკრანიდან
ასევე აღსანიშნავია ფიზიკა, თამაშში რასაც ჰქვია ყველაფერი რეაგირებს მოთამაშის ქმედებაზე, სროლისას ყველაფერი იმტვრევა და ტელეკინეზით თითქმის მთლიანად არის შესაძლებელი ლეველის დასუფთავება
რაც უდავოდ ძალიან სანახაობრივია.
მინუსებს რაც შეეხება ჯერჯერობით გამოვყოფდი ოპტიმიზაციას. პს4-ზე ვთამაშობ და ფრეიმრეიტი საშინელებაა, განსაკუთრებით დიდ ბრძოლებში სადაც ფპს 10-მდეც ვარდება ისე ჭედავს. პც-ზეც პრობლემებია ამ მხრივ როგორც ვიცი ასე რომ იმედია მომავალში პაჩებით გამოასწორებენ. დიდი პრობლემაა ასევე კოორდინაცია, მომენტებში უბრალოდ იკარგები და თამაში არაფერს აკეთებს რომ მიგახვედროს სად წახვიდე (შეიძლება ჩანაფიქრია ასეთი მარა მეეჭვება).
საერთო ჯამში ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან კარგია და იმედი მაქვს ბოლომდე შეინარჩუნებს თამაში ინტრიგას.
პ.ს Digital Foundry-ის დაუდია ვიდეო კონსოლებზე
This post has been edited by Levson on 28 Aug 2019, 23:10