#50721003 · 7 Jun 2017, 22:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით,
ძალიან მჭირდება კომპეტენტური რჩევა და დახმარება ვისაც გქონიათ ან გსმენიათ მსგავსი შემთხვევის შესახებ
ესეიგი:
ტაილანდიდან ვიყიდე საქონელი CIF ით ფოთამდე, ნუ დაიტვირთა გემზე შერეული კონტეინერი იყო წამოვიდა პორტიდან მომივიდა საბუთებიც და დღეს მწერს ტრანსპორტიორი კომპანია შენი ტვირთი გზაშია და რამოდენიმე დღეში მივა ჰამბურგის პორტშიო, ამ პორტში ჩამოიცლება ნაწილობრივ შენი კონტეინერი და დარჩება მხოლოდ შენი ტვირთიო რომელიც 2,5 ტონაა, ამასთან დამატებით გადაიხადე 1500 დოლარი კონტეინერის ქირისო რომელიც დაგიბრუნდება უკან როცა ჩამოცლი საქონელს შენს პორტშიო
დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ როდესაც CIF პირობით და ფასით ვყიდულობ საქონელს და თავიდანვე შეთანხმებული ვარ ჩემს პორტამდე დამატებითი გადასახადის გარეშე მოწოდებას აფიორის შთაბეჭდილება მრჩება, რას ქვია დამატებითი გადასახადი გაჩნდა და მითუმეტეს გზაში
თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ან გაქვთ რამე ინფორმაცია გთხოვთ დამეხმაროთ
|