forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მუსიკის მასწავლებელი
basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29911
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 5 May 2007, 14:40  #5516583      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მუსიკის მასწავლებელმა ბავშვს მუსიკის მშვენიერი სამყარო უნდა გააცნოს... კლასიკური მუსიკა ეს არის კაცობრიობის განძი, საუკეთესო რამ რაც კი ცივილიზაციას შეუქმნია. მუსიკის მასწავლებლის უპირველესი მოვალეობაა ბავშვი შეიყვანოს ამ სამყაროში და აგრძნობინოს ჩაიკოვსკის თუ ვივალდის მშვენიერი მუსიკის განცდა.
რა ხდება რეალურად?
მუსიკის მასწავლებლების უმრავლესობა ქალია.
მათი აბსოლუტური უმრავლესობა ნევროზითაა დაავადებული და მუსიკის გაკვეთილებზე ლამის თითებში ურტყამენ ბავშვებს.
რა მშვენიერებაზე და სილამაზეზეა საუბარი - მე-7 კლასამდე ცოტა ვინმე თუ აღწევს და მერე კლასიკური მუსიკის გაგონებაც არ უნდათ.
ვინც ამთავრებს - მერე საერთოდ არ ეკარებიან პიანინოს.
ერთი შემთხვევა მომიყვეს ამ დღეებში - ერთი ახლობლის ბავშვმა ბრწყინვალედ ჩააბარა 7-წლედი მუსიკაში და ბოლო გამოცდიდან მოსულმა ეზოში გაიტანა ნოტები და დაწვა.
უკვე მესამე მასწავლებელს ვიცვლით - ეგება მასწავლოთ ვინაა ნორმალური მუსიკის მასწავლებელი თბილისში, რომელიც პირველ რიგში პედაგოგი იქნება და ბავშვს არ შეაძულებს კლასიკურ მუსიკას.. დავიღალე უკვე...

This post has been edited by basa-ttt on 5 May 2007, 14:51


--------------------
საყდრისი საქართველოა - საქართველოს ვერ მოკლავთ!

უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში...
[IMG]http://a.pix.ge/l/p0tzt.jpg[/IMG]
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 56718
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 5 May 2007, 15:39  #5516998      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე შვიდწლედი დავამთავრე და რამდენიმე წელია,ა რც მივკარებივარ ინსტრუმენტს..ჩემს შემთხვევაში მასწავლებლის ხასიათი ნაკლებად იყო გულაცრუებაში დამნაშავე, მაგრამ ჩემი ნაცნობების უემტესობამ სწორედ ამის გამო მიატოვა სწავლა.

QUOTE
კლასიკური მუსიკა ეს არის კაცობრიობის განძი, საუკეთესო რამ რაც კი ცივილიზაციას შეუქმნია. მუსიკის მასწავლებლის უპირველესი მოვალეობაა ბავშვი შეიყვანოს ამ სამყაროში და აგრძნობინოს ჩაიკოვსკის თუ ვივალდის მშვენიერი მუსიკის განცდა.

კი,ეგრეა, მაგრამ-შევხედოთ სიმართლეს თვალებში- კლასიკის აღქმის უნარი ყველას არ აქვს. ეს ნაკლი არაა..უბრალოდ ეგეთია ადამიანი და რა ქნას? მშობელი აძალებს, მასწავლებელი თითებში უკაკუნებს და ბავშვია ისევ ცოდვა..ჩემს დროს ლამის მოდად იყო ქცეული, რომ ბავშვს აუცილებლად უნდა ევლო მუსიკაზე. გასაგებია, რომ ბავშვს ბევრი რამ არ ესმის და ხშირად თვითონაც არ იცის, რა უნდა, მაგრამ მუსიკის ნიჭი თავიდანვე ეტყობათ ხოლმე და თუ ბავშვს უჭირს, სჯობს მშობელმა აღარ დააძალოს. ფორტეპიანოზე უხეიროდ ნაწვალებ მელოდიას მშვენიერებასთან არაფერი აქვს საერთო..
არის ისეთი შემტხვევებიც, როცა ბავშვს შეუძლია სწავლა, აქვს მუსიკის აღქმის უნარი, მაგრამ სხვა ინტერესებიც აქვს და აქ კი მართლა საჭიროა კარგი მასწავლებელი..მაგრამ ასეთი შემთხვევები უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩემს მიერ აღწერილი.

მე მაგალითად, ვიოლინოზე დაკვრის სწავლა მინდოდა, მაგრამ-მაგის წრიპინის თავი ვის აქვსო და, ფორტეპიანოზე მიმიყვანეს. ახლა ვფიქრობ-რომ შევეყვანე ვიოლინოზე, იქნებ ასე აღარ მოვქცეულიყავი? ჩემს მუსიკის მასწავლებელს რას ვერჩი. ყველაფერში მართალი იყო ჩემთან. ახლა ჩემს ქუჩაზე გადმოსახლდა და როცა მხვდება, დიდი სიყვარულით მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს smile.gif

თუმცა მაინც ვთვლი, რომ იმ შვიდწლედმა მაინც მომცა რაღაც. ბოლოს და ბოლოს, შემსრულებელი თუ არა, მსმენელი მაინც ვარ. ეგეც რაღაცად ღირს. სოლფეჯიოში ნაწერმა კარნახებმა კი მეხსიერება ძალიან გამივარჯიშა. თავიდან მიჭირდა, მერე-აღარ, მეიოლებოდა კიდეც.

This post has been edited by Solveig on 5 May 2007, 15:45


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29911
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 5 May 2007, 15:49  #5517060      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კი,ეგრეა, მაგრამ-შევხედოთ სიმართლეს თვალებში- კლასიკის აღქმის უნარი ყველას არ აქვს. ეს ნაკლი არაა..

არა მგონია - ლამაზი მუსიკა ცხოველსაც კი სიამოვნებს - მთავარია ეს მუსიკა შესაბამისად მოგაწოდონ და ფსიქოლოგიურად განგაწყონ მის მიმართ.

თუ მასწავლებელი წივის და კივის - დადებით ემოციას ბავშვი ვერ მიიღებს.

ჩემს გოგონას არ უნდოდა კლასიკურ გიტარაზე სიარული - მასწავლებელმა ისეთი სახით აუხსნა მუსიკის საიდუმლოებანი - ბავშვი ადრე თუ არ ეკარებოდა საერთოდ მაგნიტოფონს - დღე არ გავა მუსიკას არ მოუსმინოს.
სულ ფერება ფერებით დაუყენა ხელი და ერთი განახათ როგორ თამაშ თამაშით შეაყვარა გიტარა.
აი ფორტეპიანოს მასწავლებელზე კი ვერ ვიპოვე ასეთი ჯადოქარი, რომელიც გიტარაზე გვყავს.
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 56718
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 5 May 2007, 15:55  #5517097      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
სულ ფერება ფერებით დაუყენა ხელი და ერთი განახათ როგორ თამაშ თამაშით შეაყვარა გიტარა.

ჰო, მაგაზე მეც დავწერე ზემოთ..ესე იგი, შენს ბავშვს ჰქონდა მუსიკის აღქმის უნარი და მასწავლებელმა შეამჩნია და განავიტარა.
QUOTE
არა მგონია - ლამაზი მუსიკა ცხოველსაც კი სიამოვნებს - მთავარია ეს მუსიკა შესაბამისად მოგაწოდონ და ფსიქოლოგიურად განგაწყონ მის მიმართ

სმენა ერთია და ისე განწყობა, რომ დაკვრა მოგანდომოს-მეორე..კლასიკის მსმენელებიც არ არიან ბევრნი, რომ იცოდე..

და კიდევ-გრიგის და რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტებს ერთბაშად ვერ დააგუგუნებ და მანამდე მიღწევა....ოოოოოოოო biggrin.gif
დაკვრა-მარტო ის არ არის, რომ თიტები აკაკუნო კლავიატურაზე. აგერ ვაკაკუნებ მეც-ცალკე სახლში და ცალკე სამსახურში, მაგრამ მერე რა? biggrin.gif დაკვრის დროს მთავარია ემოცია, მუსიკის აღქმა, გააზრება და მერე შენი ემოციის კლავიატურაზე (ან სიმებზე) გადატანა. ამის შესაძლებლობა ნამდვილად არ აქვს ბევრს.

This post has been edited by Solveig on 5 May 2007, 15:57
basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29911
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 5 May 2007, 19:12  #5518380      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დაკვრის დროს მთავარია ემოცია, მუსიკის აღქმა, გააზრება და მერე შენი ემოციის კლავიატურაზე (ან სიმებზე) გადატანა. ამის შესაძლებლობა ნამდვილად არ აქვს ბევრს.

თუ ადამიანს სილამაზეს აჩვენებ - პრაქტიკულად ნებისმიერს შეგიძლია ასწავლო სილამაზის განცდა...
შეიძლება რახმანინოვი არ გამოვიდეს - მაგრამ იმას მაინც მიხვდება რა განსხვავებაა ბახის ფუგას და მძიმე როკს შორის...

მეც მაგას ვჩივი - დღეს მუსიკის მასწავლებლების უმრავლესობას საერთოდ არ აღელვებთ რას განიცდის ბავშვი - როცა თავზე დასჩხავიან....
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 56718
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 5 May 2007, 22:06  #5519574      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (basa-ttt @ 5 May 2007, 18:12 )
შეიძლება რახმანინოვი არ გამოვიდეს - მაგრამ იმას მაინც მიხვდება რა განსხვავებაა ბახის ფუგას და მძიმე როკს შორის...

განსხვავება ნამდვილად არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მძიმე როკი ცუდია და არ უდნა უსმინო..

და საერთოდ, სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის შედარება სწორი იყოს..ჩემთვის კლასიკას, ჰარდ როკს, ქარტულ ხალხურ მუსიკას თავ-თავისი ადგილი აქვს..

basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29911
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 5 May 2007, 22:58  #5520043      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
განსხვავება ნამდვილად არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მძიმე როკი ცუდია და არ უდნა უსმინო..

აბა რა გითხრათ- მუსიკა რომელიც თვითმკვლელობის სურვილს აღძრავს (აღწერილია ასეთი შემთხვევები) - ნამდვილად არაა "კარგი".
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 56718
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 6 May 2007, 00:50  #5521124      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
basa-ttt
ჩემოი ბასა, ვაგნერის მუსიკის აკომპანიმენტის ფონზე მოიერიშე ბრიგადები ებრაელების დასარბევად მიდიოდნენ ხოლმე და ისიც ცნობილია, რომ საკონცენტრაციო ბანაკებში ეგზეკუციების წინ რამე მელოდიას ასრულებდნენ..მაგალითად მაუტჰაუზენში ჰქონდათ აჩემებული გერმანული სენტიმენტური რომანსი: "სატრფოვ, ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს.." ორკესტრებიც ჰყავდათ ტყვე მუსიკოსებისაგან შემდგარი და მერე ყველანი სიკვდილით დასაჯეს..

ასე რომ, "აღწერილია შემთხვევები" არაფერს ნიშნავს..
nick_el_son
Fake Hero


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15852
წევრი No.: 19911
რეგისტრ.: 25-May 06

გამოგზავნილია: 6 May 2007, 01:13  #5521395      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
basa-ttt
როკს თავი დაანებეთ ვახ! vis.gif

რამდენჯერ ყოფილა როკჯგუფისა და კალსიკური მუსიკის შემსრულებლების ერთობლივი კონცერტები.....
იგივე ფრედი მერკური, მეტალიკა, დიფ ფარფლი და ა.შ. yes.gif


ხოდა ეს ზედმეტი "უი უი სატანის მუსიკას ნუ უსმენ" არ გვინდა.... biggrin.gif



ზედმეტი გაფანატებისგან კი შეიძლება მკვლელობაც ჩაიდინოს ადამიანმა და არა აქვს მნიშვნელობა ამ გაფანატების საგანს....

smile.gif



--------------------
Paint it Black!

**
Forgive me father, for I know what I do but I want to hear the last poem of the last poet.
J.M
basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29911
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 6 May 2007, 01:22  #5521486      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
როკს თავი დაანებეთ ვახ

როკი მეც მიყვარს - მძიმე მეტალიკაზეა საუბარი - ერთი პერიოდი გატაცებული ვიყავი - კინაღამ გამაგიჟა..
nick_el_son
Fake Hero


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15852
წევრი No.: 19911
რეგისტრ.: 25-May 06

გამოგზავნილია: 6 May 2007, 01:26  #5521534      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
basa-ttt
ააა... მაშინ ოკ.. smile.gif

მაგრამ ბავშვი როდესაც ბითლებზე და როლინგებზე იზრდება (ნუ + კლასიკა სამო ს საბოი), მერე თითონვე გააკეთებს არჩევანს... არაფრის "დაშლა" არაა საჭირო...

yes.gif

basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29911
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 6 May 2007, 01:30  #5521568      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თემა დაშლაზე არაა - საუბარია იმაზე როგორ უნდა გააცნოს მასწალებელმა კლასიკური მუსიკის სამყარო.
როკს სწავლა არ სჭირდება - მის რიტმებზე ყველა აცეკვდება - მაგრამ კლასიკურ მუსიკასთან შედარებით ის პრიმიტივია.
პრიმიტივამდე დასული გემოვნება კი მერე მშვენიერს ვეღარ აღიქვამს.
დღეს ახალგაზრდობას ეს სჭირს - პრიმიტიულობა.
ყველას ეზარება ჰიუგოს წაკითხვა - ურჩევნიათ ამისათვის განკუთვნილი დრო სერიალების ყურებაში გაატარონ.
კლასიკურ მუსიკაზე აღარაა საუბარი.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ყველაფრისა ოპერაში და კონსერვატორიაში კონცერტებზე მაინც ბევრი ახალგაზრდა დადის.
Grego
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 667
წევრი No.: 23748
რეგისტრ.: 27-September 06

გამოგზავნილია: 6 May 2007, 02:45  #5522145      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (basa-ttt @ 6 May 2007, 01:30 )

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ყველაფრისა ოპერაში და კონსერვატორიაში კონცერტებზე მაინც ბევრი ახალგაზრდა დადის.

არ ხარ მართალი ...შეიძლება დადის საფორტეპიანოზე და სავიოლინე კონცერტბზე,მაგრამ გიტარაზე რა მოგახსენო.

1 თვის წინ იყვენ ძმები კვარაცხელიები გერმანიიდან ჩამოსულები.უკრავდნენ კონსერვატორიაში.შენ გგონია ვინმე მოვიდა ? ნახევარი დარბაზი ძლივს შეივსო.ამ დროს კვარაცხელიები ერთ-ერთი წარმატებული გიტარისტები არიან გერმნიაში.მრავალგზის ლაურეატები და გამარჯვებულები სხვადასხვა კონკურსებში.

საქმე იმაშია, რომ კლასიკურ მუსიკას იმდენი აღარ სწავლობს რამდენიც ადრე სწავლობდა...ადრე სხვა სწავლა იყო და ეხლა სხვა სწავლაა.ეხლა ელექტრონიკის,როკის და რეპის დრო დგას.ეხლა ეს ჟანრები უფრო ვითარდება.

რათქმაუნდა უდიდესიმნიშვნელობა აქვს მასწავლებელს.მასწავლებელი ბავშვობიდანვე უნდა აკვირდებოდეს ბავშვს და უნდა ხედავდეს მის პერსპექტივას.უნდა ჰქონდეს უნდარი გადმოსცეს მუსიკის შინაარსი თუკი ბავშვა ვერ გაიგო.ნორმალურად და ყვირილის გარეში აუხსნას ან მიუთითოს, რომ ბავშვი მიხვდეს.პედაგოგი უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი. ბავშვს უნდა სიამოვნებდეს გაკვეთილზე მისვლა და მასწავლებლის დანახვა.მხოლოდ ამის შემდეგ მასში ჩამოყალიბდება მუსიკოსი/შემსრულებელი. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ნიჭს.მშობლებს(თავიდან საჭიროა მშობლის აქტიურობა და დაკვირვება)


მე დიდი ხანია რაც მუსიკაზე დავდივარ
ვუკრავ გიტარაზე და ვთვლი,რომ მასწავლებელი - მთავარია

This post has been edited by grego_88 on 6 May 2007, 02:47
basa-ttt
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 29911
წევრი No.: 27414
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 6 May 2007, 09:52  #5522874      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
1 თვის წინ იყვენ ძმები კვარაცხელიები გერმანიიდან ჩამოსულები.უკრავდნენ კონსერვატორიაში.შენ გგონია ვინმე მოვიდა ?

მე რომ მცოდნოდა აუცილებლად მოვიდოდი.
ცუდადაა რეკლამის საქმე დაყენებული.
Grego
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 667
წევრი No.: 23748
რეგისტრ.: 27-September 06

გამოგზავნილია: 7 May 2007, 01:48  #5530380      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (basa-ttt @ 6 May 2007, 09:52 )
QUOTE
1 თვის წინ იყვენ ძმები კვარაცხელიები გერმანიიდან ჩამოსულები.უკრავდნენ კონსერვატორიაში.შენ გგონია ვინმე მოვიდა ?

მე რომ მცოდნოდა აუცილებლად მოვიდოდი.
ცუდადაა რეკლამის საქმე დაყენებული.

ჰმ
ყველა არხზე ანახეს რომ იქნება კონცერტი smile.gif


ეს კონცერტი იყო ფესტივალი რომ ტარდებოდა აღდგომიდან ამაღლებამდე...



დილის პროგრამა რომ არის რუსთავი 2-ზე იქაც იყვნენ.... რეავიცი აბა


war.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0187 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]