Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > სამეწარმეო რეესტრი


Posted by: Did_Giorgi 24 Jan 2010, 15:16
QUOTE
2010 წლის 1 იანვრიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრს, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის ნაცვლად, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
აღნიშნული სიახლე საინფორმაციო ბაზის მნიშვნელოვან დახვეწას, სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებას, ინფორმაციის საჯაროობას და „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვას  ემსახურება.


საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ამოქმედდება  ასევე მომსახურების ახალი ვადები და საფასური. თუკი აქამდე სარეგისტრაციო მომსახურების საფასური  360 ლარამდე მერყეობდა,  1 იანვრიდან  ეს გადასახადი შეადგენს 100 ლარს (მომსახურების მიღება განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღეში).  ასევე ამოქმედება დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურება (ანუ რეგისტრაცია განცხადების წარდგენისთანავე და მისი ღირებულება შეადგენს 200 ლარს ). 


საკანონმდებლო ცვლილებებით აღდგება ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებში პარტნიორთა წილების რეგისტრაცია, რაც  აისახება  სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერში და უზრუნველყოფს შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებში წილების მიმოქცევის გამჭვირვალობას.


წყარო: http://napr.gov.ge/index.php?m=8&newsid=462


მოკლედ ასე თუ ისე გამარტივდა და უფრო ხელმისაწვდომი გახდა მეწარმეთა რეგისტრაცია/ინფორმაციის მოპოვება

მონაცემები ნებისმიერი რეგისტრირებული მეწარმის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ აქ >> https://public.reestri.gov.ge/enreg/main.php

მოკლედ ამ თემაში ვისაუბროთ სამეწარმეო რეესტრზე: ფასები, შენიშვნები, პრეტენზიები და ა.შ.

Posted by: vimpel 24 Jan 2010, 19:53

ძალიან კარგი რაღაც გააკეთეს, მაგრამ წესდებებს და სხვა დასკანარებულ დოკუმენტებს DJVU ფაილში რატომ ინახავენ, ან როგორ გავხსნათ ეგ მაინც გვითხრან biggrin.gif

Posted by: gogilord 24 Jan 2010, 20:28
Did_Giorgi

არაფერი არ გამარტივებულა
პირიქით:
1. 1 იანვრამდე, შპს-ს რეგისტრაციას ჭირდებოდა 30 წუთი. ეხლა მინიმუმ 1 სამუშაო დღე, ისიც მინიმუმ თორემ რეალურად 2 დღე მაინც უნდა.
5. 1 იანვრამდე მომსახურება ოპერატიულობის და მომსახურე პერსონლი კვალიფიციურობის დონით ზალიან მაღალი იყო. ეხლა არის ქაოსი და გაურკვევლობა. ვერც პერსონალი დაიკვეხნის კვალიფიციურობით.

რა გახდა უკეთესი????
თუ გულისხმობთ წილების განაწილებას და ა.შ. მაშინ ესეც იყო ადრე საგადასახადოში და ამოიღეს უბრალოდ.
მე მგონია რომ უფრო აქ არის მცდელობა საჯარო რესტრი გახადონ ისეთივე თავკომბალა როგორიც დღეს შსს-ა. ანუ შეითავსოს ყველას და ყველანაირი ფუნქცია ქვეყანაში.

პ.ს. პირადად ჩემთვის ეს ცვლილება დადაებითია ბიზნესის თვალსაზრისით

ვისაც შპს-ს რეგისტრაცია გინდათ, "ფლიზ" PM-ში და პრობლემები არ გექნებათ.




* * *
წაიშალა

2.
3.
4.
პუნქტები
იყო

2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან კეთდებოდა 30 წუთში, იყო უფას, ეხლა 1 კალენდარული დღე უნდა და თან ფასიანია.
3. რაც შეეხება მომსახურების გაიაფებას, ეგეც ბლეფია იყო 160 ლარი და ამოვარდნილი იყო ნოტარიუსი, ეხლა 100 ლარი+ნოტარიუსი და მასთან დაკარგული დრო.
4. რაც შეეხება წილების განაწილებას და დამფუძნებლების შესახებ ინფორმაციას, ადრე ეგეც იყო საგადასახადოსიდა ეგეც საჯარო იყო. უბრალოდ მერე გააუქმეს და ეხლა ისევ აღადგინეს

Posted by: sofo-fofo 24 Jan 2010, 21:05
gogilord
QUOTE
ვერც პერსონალი დაიკვეხნის კვალიფიციურობით.


არადა იგივე კადრებია

QUOTE
2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან კეთდებოდა 30 წუთში, იყო უფას, ეხლა 1 კალენდარული დღე უნდა და თან ფასიანია.

და ასეთი ამონაწერის შემთხვევაში სხვა ყველა სახის ინფორმაციას რაც ახლანდელ ამონაწერში არის ასახული ცალ-ცალკე ცნობების სახით იღებდა
QUOTE
3. რაც შეეხება მომსახურების გაიაფებას, ეგეც ბლეფია იყო 160 ლარი და ამოვარდნილი იყო ნოტარიუსი, ეხლა 100 ლარი+ნოტარიუსი და მასთან დაკარგული დრო.

მარეგისტრირებელი ორგანოსთვის არ იყო აუცილებელი წესდების წარდგენა თუმცა რეგისტრაციის შემდეგ აუცილებლად ყველა რეგისტრირებული სუბიექტი რა თქმა უნდა ინდ.მეწარმის გარდა მიმართავდა ნოტარიუსს წესდებისა და ხელმოწერის დასამოწმებლადsmile.gif)))



Posted by: gogilord 24 Jan 2010, 21:49
sofo-fofo
QUOTE
რეგისტრაციის შემდეგ აუცილებლად ყველა რეგისტრირებული სუბიექტი რა თქმა უნდა ინდ.მეწარმის გარდა მიმართავდა ნოტარიუსს წესდებისა და ხელმოწერის დასამოწმებლად


ეს იყო საკუთარ ნება სურვილზე დამოკიდებული და არ იყო სავალდებულო.

ბანკში წესების წარდგენა არ იყო საწირო და ხელმოწერის დადასტურება პირდაპირ საგადასახადოსი ხდებოდა.

QUOTE
და ასეთი ამონაწერის შემთხვევაში სხვა ყველა სახის ინფორმაციას რაც ახლანდელ ამონაწერში არის ასახული ცალ-ცალკე ცნობების სახით იღებდა


მაგრამ 30 წუთში და უფასოდ. და არა 1 კალენდარულ დღეში დაისიც ფასიანს.
არა???

Posted by: sofo-fofo 24 Jan 2010, 22:40
gogilord
QUOTE
მაგრამ 30 წუთში და უფასოდ. და არა 1 კალენდარულ დღეში დაისიც ფასიანს. არა???


ყოველდღე სჭირდებოდა ახალი რიცხვით smile.gif და პლიუს ყოველდღე ყადაღის და სხვა ფასიანი ცნობები smile.gif

ახლა ამონაწერი გაიცემა უვადოდ და სახლიდან გაუსვლელად ან ნებისმიერი ადგილიდან სადაც ნეტია მომენტალურად შეუძლია აიღოს იმ ერთხელ გადახდილი თანხის (15 ლარი) ფასად smile.gif

Posted by: Did_Giorgi 24 Jan 2010, 23:21
ერთ-ერთი ყველაზე დადებითი რაცაა მგონია რომ სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწეროს ვადაა
ანუ
ადრე გაიცემოდა 5 დღიანები და ერთი ცნობა არ ყოფნიდა ადამიანს სესხის ასაღებად თუნდაც yes.gif
ეხლა აღარაა ასე.

თუმცა


მეორე საკითხია საჯარო რეესტრის ზოზინი
აი ძალიან ცუდად მუშაობენ რა
შესაბამისი თემა ალბათ სამართალის განყოფილებაში იქნება, თუ არა და აქ გავხსნათ და ვისაუბროთ მაგათ ხარვეზებზე mad.gif

Posted by: sofo-fofo 24 Jan 2010, 23:32
QUOTE
აი ძალიან ცუდად მუშაობენ რა შესაბამისი თემა ალბათ სამართალის განყოფილებაში იქნება, თუ არა და აქ გავხსნათ და ვისაუბროთ მაგათ ხარვეზებზე mad.gif


არა, ეგ არ არის ზოზინი ეგ არის კანონით დადგენილი ვადები

თუმცა პირველ ეტაპზე რამე ხარვეზებიც არ არის გამორიცხული ჯერ ორი კვირაა რაც საჯაროშია სამეწარმეო რეესტრი და სულ თოთოაsmile.gif თუმცა უკვე კმაყოფილი მოქალაქეც ბევრია

Posted by: Did_Giorgi 24 Jan 2010, 23:45
sofo-fofo
QUOTE
ეგ არ არის ზოზინი ეგ არის კანონით დადგენილი ვადები

არა
ეგაა მიზეზობა
სამეწარმეოზე არ ვიძახი
უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციაზე
თიტქმის ყოველ მეორე ჯერზე აჩერებენ წარმოებას. მიზეზი უცვლელია: წარმოდგენილი დოკუმენტაციის ასლები ბუნდოვანია/არამკვეთრია
და რა ხდება მერე?
კლიენტი თავიდან იხდის იმ წყეულ 51 ლარს mo.gif
მე კიდე 4 დრეს ვკარგავ mo.gif

Posted by: M-N 26 Jan 2010, 12:01
შპს-ს ამონაწერი ერთხელ უკვე განვაახლეთ ამ თვეში და რომ დაგვჭირდა ამოვბეჭდეთ საიტიდან. ახლა რომ დაგვჭირდება კიდევ უნდა მივიდეთ და განვაახლოთ? თუ იგივე ამოვბეჭდოთ? ანუ ისევ 10 დღიანი ვადა აქვს თუ უვადოა?
P.S. ტენდერებისათვის მჭირდება ხოლმე.

Posted by: Did_Giorgi 26 Jan 2010, 12:03
M-N
აწი უვადოა
იმიტომ რომ ნებისმიერი ცვლილება უკვე ელექტრონულ ბაზაში აისახება yes.gif
ძირიტადი პლიუსი ესაა ამ საკითხის ჩემი აზრით yes.gif

Posted by: M-N 26 Jan 2010, 12:09
Did_Giorgi
QUOTE
აწი უვადოა იმიტომ რომ ნებისმიერი ცვლილება უკვე ელექტრონულ ბაზაში აისახებაძირიტადი პლიუსი ესაა ამ საკითხის ჩემი აზრით

დიდი მადლობა. ე.ი. აღარ დამჭირდება ყოველ ჯერზე 15 ლარის გადახდა.
თუ შეგიძლია მიპასუხო ,,რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის,, ცნობაზე როგორაა? ეგ ჯერ არ გამიკეთებია. ეგეც ფასიანი გამხდარა. ყოველ გაკეთებაზე უნდა გადავიხადო თანხა? rolleyes.gif

Posted by: Did_Giorgi 26 Jan 2010, 12:35
M-N

ეგ ზუსტად არ ვიცი, თუმცა სამეწარმეოს საიტზე >> https://public.reestri.gov.ge/enreg/main.php მომსახურების სახეში მითითებულია პუნქტები:
ლიკვიდაციის პროცესის დაწყება
სუბიექტის რეორგანიზაცია
ჰოდა სავარაუდოდ ეგეც აღარ უნდა დაგჭირდეთ, თუ რამეა ცვლილება ავტომატურად გავრცელდება სამეწარმეოს ამონაწერზეც IMHO

Posted by: goga_g 30 Jan 2010, 01:11
M-N
QUOTE
რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის,, ცნობაზე როგორაა?

4 სამუშაო დღის ვადაში - 10 ლარი
1 სამუშაო დღის ვადაში 20 ლარი
QUOTE
ყოველ გაკეთებაზე უნდა გადავიხადო თანხა?

სავარაუდოდ კი.

Posted by: merabk 30 Jan 2010, 11:11
QUOTE
აღნიშნული სიახლე საინფორმაციო ბაზის მნიშვნელოვან დახვეწას, სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებას, ინფორმაციის საჯაროობას და „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვას  ემსახურება.
და კიდევ იმას რომ საგადასახადომ რამდენიმე დღის დაგვიანებით გაიგოს რეგისტრაციის შესახებ smile.gif
რამდენიმე შემთხვევა ვიცი როდესაც მეწარმემ ბანკში ანგარიშის გახნის შემდეგ, ანგარიში რამდენიმე დღე ვერ გამოიყენა იმის გამო, რომ საგადასახადომ არ იცოდა ასეთი მეწარმის არსებობის შესახებ.
იმედია ამ საკითხსაც მოაგვარებენ

Posted by: Did_Giorgi 30 Jan 2010, 17:34
merabk
QUOTE
რამდენიმე შემთხვევა ვიცი როდესაც მეწარმემ ბანკში ანგარიშის გახნის შემდეგ, ანგარიში რამდენიმე დღე ვერ გამოიყენა იმის გამო, რომ საგადასახადომ არ იცოდა ასეთი მეწარმის არსებობის შესახებ.

რამდენიმე?
ეგ სულ მასეა
ი/მ-ს ან შპს- ს ანგარიში რომ ეხსნებოდა, შეტყობინება იგზავნება საგადასახადოში და სანამ იქიდან პასუხი არ მოვა ან 3 დღე არ გავა ოპერაციები ვერ განხორციელდება.
QUOTE
იმედია ამ საკითხსაც მოაგვარებენ

იმედია...

Posted by: merabk 31 Jan 2010, 10:57
QUOTE
ი/მ-ს ან შპს- ს ანგარიში რომ ეხსნებოდა, შეტყობინება იგზავნება საგადასახადოში და სანამ იქიდან პასუხი არ მოვა ან 3 დღე არ გავა ოპერაციები ვერ განხორციელდება.
ეგ ეგრეა. მაგრამ იმის გამო რომ საგადასახადოში საერთოდ არ იყო ინფორმაცია ასეთი იურიდიული პირის არსებობის შესახებ, პასუხსაც ვერ იძლეოდნენ.
თან საგადასახადოს ბანკებთან (ჯერ ყველასთან არა) ხელშეკრულება აქვს დადებული. თუ შეტყობინება შევიდა 12 საათამდე, პასუხი უნდა გაეცეს სამუშაო დღის ბოლომდე, თუ 12-ის შემდეგ - მაშინ შემდეგი სამუშაო დღის 12 საათამდე.
და პასუხს იძლევა იდეც. ეგეთი მეწარმე არ არსებობსო smile.gif

Posted by: Vario 15 Jul 2014, 11:22
სალამი ნაროდს.

მოლედ რჩევა მჭირდება.

კომერცილი ფართის ქირაობა მინდა. უკვე ვნახე ჩემთვის იდეალური ვარიანტი. პრობლემა ის არის რომ, ზედ ტელეფონის ნომერი არ აწერია (უფრო სწორედ ეწერა ფურცელზა, მაგრამ ის მოძვრა ფანჯრიდან და იატაკზე დაეცა. )მოკლედ არ ვიცი მფლობელის ტელეფონი არც მე და არც მეზობლებმა. ვიცი მხოლოდ ინდ. მეწარმის სახელი და გვარი (გაზის გადასახადი ქვითრიდან).
არსებობს რაიმე ბაზა ან საშუალება იმისა რომ, ამ ინფორმაციის საფუძველზე საკონტაქტო ნომერი მოვძებნო?

ბოდიში, თუ არასწორ თრედში მოგწერეთ...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)