ჟურნალისტი ხათუნა ნოზაძე დახმარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურესი ზომის გამოყენებას, თავის დაწვას აპირებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, რომლიდანაც ირკვევა, რომ პრობლემა საქართველოს ბანკში არსებულ კრედიტს უკავშირდება.
გაგიკვირდებათ და მეტყვით,მაშინ ხომ კარგი იყო კრედიტს რომ გაძლევდა ბანკიო, კი ბატონებო, გამიხარდა ძალიან.. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ მაშინ ბინა ვიყიდე დოლარი როცა იყო 1.75-ზე და ახლა? ავიდა სამზე ხომ? და 4-ზე, 5-ზე რომ ავიდეს მაინც უნდა გიხადოთ???!! სად არის სამართალი??? ვერ ვიტან როდესაც უსამართლოდ მექცევიან!!! ვითხოვ გილაურთან შეხვედრას!!! გამიჩერონ პროცენტი, უკვე გადახდილი მაქვს 24.000 აშშ დოლარი და იკმარეთ, ან დამიწიეთ პროცენტი, ისე რომ შევძლო გადახდა!! ნანა ფიფია არ გეგონოთ მე, საცოდავი ლტოლვილი ქალი თავი რომ დაიწყვა და მიიფარცხა ეს საქმე!!!! ნუ გამომიყვანთ წყობილებიდან და დროულად გადახედეთ ჩემს საკრედიტო ისტორიას, თორემ „საქართველოს ბანკის“ წინ დავიწყებ შიმშილობას და ძალინ ბევრს ჩემნაირ ადამიანს მოვიყვან მანდ!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ცხვრად ყოფნას სიკვდილი მირჩევნია!!
ბრძოლას ყოეველთვის აქვს აზრი, როცა მართალი ხარ საკუთარ თავთან და უფალთან და როცა უსამართლობას ებრძვი განსაკუთრებით მაშინ!! და ვინც არ იცის რა არის გაჭირვება, ნუ გამომეხმაურებით, უმორჩილესად გთხოვთ..
რა ქარბორბალა არ დატრიალებულა ჩემს თავს, მიწაში ჩავდე 25 წლის ძმა, გიორგი ნოზაძე, უმაგრესი ვაჟკაცი, მერე მიყვა დედა,რომელმაც ფაქტიურად თავი მოიკლა და ერთი წლის წინ მამა!! მხოლოდ ამათი დაკარგვის მეშინოდა ყოველთვის, ახლა არაფრის არ მეშინია!!!
მიშო 15 წლისაა და სანდრო მიხედავს!! თქვენ მე ვერაფრით გამაკვირვებთ და ვერ შემაშინებთ, მითუმეტეს და გთხოვთ ნუ იმეორებთ, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი..! ჩვენ ქართველები ვართ და სულ ვიბრძვით, ეს ნუ დაგვავიწყდებათ!! არ ვართ ცხვრები, გვყავდა თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი, 9 ძმა ხერხეულიძის გამზრდელი დედა და ნუ გგონიათ, რომ ქალი ვარ და რამის ან ვინმის შემეშინდება!!
მე ვებრძოდი ბოლომდე მიშას რეჟიმს… ძალიან ბევრი რამე გადავიტანე , ვარ 90-იანელი, მოვესწარი 9 აპრილს და ძმათა სისიხლისმღვრელ ომს, თბილისის ომს და კიდევ რამდენ რამეს..! რა არ არქვს ბრძოლას აზრი? აქვს ბატონებო, რადგან თქვენი იმედი იმედი მაქვს ყველასი!! არ უნდა შერჩეთ ამ გაქსუებულ ბანკირებს ქართველი ხალხის ყვლეფა-ძარცვა … ვიმეორებ, დასაკარგი არაფერი მაქვს, გოდა მოდით აზრზე და ჭკუით იყავით და ნუ მაიძულებთ უცებ მაია წყნეთელად მოგევლინოთ!!! არ ვაპირებ გაჩერებას! და სანამ იმ ლტოლვილი ქალივით თავი დავიწვი,რომ იმუქრებოდა დავიწვამ დავიწვამო და არავინ არ შეიმჩნია და მერე რაც მოხდა იცით! მომაქციეთ ყურადღება!! მე არ ვხუმრობ და ვინც მიცნობს იცის რომ რასაც ვიტყვი იმას გავაკეთებ! ცუდ დღეში ვარ! შეხვედრა მინდა საქართველოს ბანკის თავებთან, ვინც არის გილაური და ძმანი მისნი! ნუ დამაწვევინებთ საკუთარ თავს ამ ბინაში და ნუ დააზარალებთ უდანაშაულო ადამიანებს! ველოდები პასუხს!”– წერს ხათუნა ნოზაძე.
http://marshalpress.ge/archives/191641 This post has been edited by PNG on 16 Aug 2018, 16:45