უთო არ დარჩა ჩართული, უფრო უარესი..... ძრავებს შეექმნათ პრობლემა აფრენის დროს, სიჩქარეს ვეღარ იღებდა თვითმფრინავი და უკან მოაბრუნეს ისევ აეროპორტში....
წარმოიდგინეთ აფრენიდან 5 წუთში თვითმფრინავი ჰაერში რომ ამუხრუჭებს (ზუსტად მასე აკეთებდა, ღვედი რომ არ მქონოდა შეკრული წინა სავარძელზე მივეხატებოდი), ერთი ორჯერ მასე რომ გააკეთა, უცბად მფრინავების კაბინიდან გამოვიდა კაპიტანი და აუღელვებლად გვამცნო რომ "We have unexpected problems"-ოოო
უკან უნდა დავჯდეთ და თუ მოხერხდება პრობლემის გამოსწორება მერე გავფრინდებითო, წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა, მაშინ ჯერ კიდევ შეუჩვეველი ვიყავი ფრენას სულ 2-ჯერ თუ ვიყავი ნაჯდომი თვითმფინავში, ეს იყო დაახლოებით 20 წლის წინ.... მეთქი ახლა ოღონდ მიწაზე დამსვა და ამ თვითმფრინავს ცეცხლიც გასჩენია სულ დამწვარა ოღონდ მაგაში აღარ დავჯდებითქო
სადღაც 15 წუთი გვალოდინეს დამჯდარ თვითმფრინავში და მერე გვითხრეს ვერ ხერხდება შეკეთება და წადით ისევ აეროპორტში დაბრუნდითო, რა ბედნიერი ვიყავი ვერ წარმოიდგენთ
პ.ს. ტაშის კვრა რატომღაც არ მახსოვს, ან შეიძლება დაუკრეს კიდეც მაგრამ მაგის აღქმის უნარი უკვე დაკარგული მქონდა....
ხო კიდევ ზუსტად 1 კვირით ადრე იგივე რეისზე (ოღონდ საპირისპირო მიმართულებით) გვქონდა პრობლემა ოღონდ ამჯერად დაჯდომის დროს, აეროპორტში ძლიერი ქარი იყო და ძირითადი რადარი დაზიანდა, სანამ საზერვო აამუშავეს, მთელი ნახევარი საათი ჰაერში ვტრიალებდით, ბოლოს საწვავი მთავრდებოდა და უახლოეს აეროპორტისკენ წავედით (დაახლოებით 200კმ-ში), იქ დავჯდექით, საწვავი ავიღეთ და უკან დავბრუნდით, დაახლოებით 2 საათის დაგვიანებით....
This post has been edited by PAINKILLER on 1 Oct 2017, 11:09