FRIDRIXრომ წერ ტერორისტებიო
მაგ პროკურორმა საქ სსრ 1960 წლის რედაქციით მუხლი 78-ე ''ბანდიტიზმი'' და მუხლით 242 - II საჰაერო ხომალდის გატაცება მოითხოვა სასჯელი
მუხლი 242 - II საერთოდ არ წერია ტერორიზმზე
საჰაერო ხომალდის გატაცება ისეთივე გატაცებაა როგორც ავტობუსის მატარებლის გემის ავტომანქანის ეს არის სანტრანსპორტო დანაშაული
სასამართლოზე პროკურორი угонщиков მოიხსენიებდა რაც ქართულად გამტაცებელს ნიშნავს
ტერორიზმი მაშინ იქნებოდა ამათ რომ სდომოდათ მოსკოვში კრემლის შენობაზე თვითმფრინავის შეჯახება და აფეთქებაა ისევე როგორც 11 სექტემბერს.
11 სექტემბერი იმიტომ კი არ იყო ტერორისტული აქტი რომ თვიტმფრინავი გაიტაცეს ტერორისტული აქტი იმიტომ იყო რომ უნდოდათ შეჯახება შენობასთან და აფეთქება და დიდი მსხერპლი 11
სექტემბრის ტერორისტებს თავიდანვე სურდათ რომ გამოწვეულიყო დიდი მსხვეპლი და ნგრევა სწორედ ამიტომ იყოო ეს 11 სექტემბერი ტერორისტული აქტი.
1983 წლის 18 ნოებრის ამბავი არის სანტრანსპორტო დანაშაული ტრანსპორტის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
თვითმფრინავის მატარებლის გემის ან ავტომობილის გატაცება ტერორისტული აქტი არის იმ შემთხვევაში თუ გამტაცებლების მიზანია ხალხთმრავალ ადგილში განძრახ შევარდნა ხალხისთვის გადავლა ცეცხლის წაკიდება ან აფეთქება ანუ წინასწარი განძრახვა მასიური მკვლელობის ჩადენა.
ტრანსპორტის გატაცება სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთვისთვის არის ჩვეულებრივი სანტასპორტო დანაშაული ისევე როგორ აგერ ჩემს მეზობელს რომ მოვპარო მანქანა.
ჯგუფის მიერ საჰაერო ხომალდის გატაცებისას თუ ჯგუფის 1 წევრმა ჩაიდინა განძრახ მკვლელობა ამ განძრახ მკვლელობისთვის სხვა პირი არ უნდა დაისაჯოს რადგან ეს არის ამრსულებლის ექცესი.
ამსრულებლის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომელსაც არ მოიცავდა სხვა თანაამსრულებლის ან თანამონაწილის განზრახვა. ამსრულებლის ექსცესისათვის სხვა თანაამსრულებელს ან თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 26).
დაახლოებით ასეთი ჩანაწერი იყო საბჭოთა სამართლში ანუ ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულის დროს თუ ჯგუფის 1 წევრი მოკლავდა ვინმეს მკვლელობისთვის მეორე წევრი არ უნდა დასჯილიყო და ვინც ნაკლები დანაშაული/ ქმედებები ჩაიდინა ნაკლები სასჯელს მიიღებდა მუხლს არ ჰქონდა მნიშვნელობა
საბრალდებო დასკვნით გეგა კობახიძეს არავინ მოუკლავს და არავის მიმრთ აგრესია არ გამოუხატავს ასე რომ დღევანნდელი იურისტებისთვის და მაშინდელი იურისტებისთვის ცოტა გაურკვეველია
რატომ დახვრიტეს როცა მას ეუბნებოდნენ გამომძიებლები შენ ისეთი არაფერი ჩაგიდენია რომ დაგხვრიტონო მკვლელობა არ გბრალდებაო 10 - 12 წელს მოგისჯიანო
მღვდელზე ვაბშე 6 წელი ივარაუდა გამომძიებელმა
ერთადერთი ვისაც მკვლელობა უმტკიცდებოდა კახა ივერიელი იყო
დღესაც ტერორისტებს ყველას სიკვდილით არ სჯიან თუ მათ ნაკლები დანაშაული აქვს ან ნაკლები ბრალი მიუძღვის და ნაკლები ბრალდებები აქვს წაყენებული ნაკლებ სასჯელს ღებულობენ 10 - 15 ან 20 წელს.
ადამიანი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად იმის მიხედვით თუ რა ჩაიდინა და რამდენად მისი ბრალეულობაა და არა იმისთვის მიიღო თუ არაა მონაწილეობა ტერორისტულ აქტში.
დღევანდელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ეს დანაშაული არ ითვლება ტერორისტულ აქტად ჩვენი კოდექსით.
This post has been edited by PNG on 17 Feb 2020, 02:16