#47962103 · 31 May 2016, 11:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რას იტყვით ავარიული სახლების გამაგრებაზე?
მაგალითად, რა ტიპის დაზიანებებია, რომელიც აღდგენას ექვემდებარება ან პირიქით, არ ექვემდებარება? სახლის გამაგრება ხომ სპეციფიური საქმეა და საინტერესოა ამ მხრივ თუ კვალიფიცირდებიან ჩვენთან ან სპეციალისტები ან არქიტექტურული/სამშენებლო ფირმები?
არის კონკრეტული შემთხვევა, როცა 1 სართულიანი სახლი, რომელიც შავი კარკასის მდგომარეობაშია, არის გაბზარული. კერძოდ, საძირკვლის ფილა, რომელზეც სახლის კედლები დგას, შენობის ფასადის ცენტრში არის გაბზარული. ბზარი აყვება კედელსაც. ასევე ერთ ადგილას გაბზარულია შენობის სარტყელიც.
ბზარები ვიწრო და ოდნავშესამჩნევია, თუმცა მაინც არის.
ხომ არავის გაქვთ შესაძლებლობა მირჩიოთ როგორ მოვიქცე - როგორ შევაფასებინო ავარიულობის ხარისხი და როგორ ვიზრუნო გამაგრებაზე?
This post has been edited by ინაველ on 31 May 2016, 11:42
|