Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > დამატებითი შემოსავალი


Posted by: levan932 10 Aug 2017, 18:30
გამარჯობათ, მოკლედ ვისაც სურვილი გაქვთ გადავუხდი თვეში 100 ლარს თუ რაში დაბლა დავწერ.
უნდა იცოდეს ინგლისური ან რუსული ( რომელიც იცით არ აქვს მნიშვნელობა )
და დღეში უნდა მომაწოდოს ზუსტად 3 სტატია ( მაქსიმუმ 200-350 სიტყვამდე )
თანხის დარიცხვა შემიძლია მხოლოდ ანგარიშის ნომერზე და დავურიცხავ ყოველი თვის 28 რიცხვში.

პ.ს სახლიდან შეგიძლიათ მუშაობა უპრობლემოდ! უბრალოდ უნდა შევთანხმდეთ ერთ დროზე როცა მომაწოდებთ ტექსტს და ყოველდღე ერთი და იგივე დროს უნდა მომაწოდოთ ტექსტი.

ტექსტს რაც შეეხება ტექსტი ანუ უნდა თარგმნოთ ინგლისურიდან/რუსულიდან ქართულზე...

ვინმეს თუ სურვილი გექნებათ მგონი ცუდი არაა 1 საათის საქმე არცაა დღეში დამატებით ვფიქრობ ხელფასსაც რომ დაემატება ცუდი არ იქნება yes.gif war.gif
მსურველებმა მომწერეთ პირადში ამჟამად მჭირდება მხოლოდ 1 ადამიანი.

Posted by: levan932 13 Aug 2017, 00:53
უკვე ვიპოვე, მოდერატორს ვთხოვ დახუროს თემა.

Posted by: neo> 13 Aug 2017, 01:43
QUOTE
დღეში უნდა მომაწოდოს ზუსტად 3 სტატია

QUOTE
მაქსიმუმ 200-350

=1000 სიტყვა
თარგმნა, + აკრეფვა

QUOTE
თვეში 100 ლარს

ახტი დახტი no.gif

Posted by: narmonana 13 Aug 2017, 08:58
neo>
აზზე ხარ?დღეში სადღაც 900-1000 სიტყვა.თან ყოველდღე ყნდა უგზავნო.30 კ სიტყვის თარგმნაში გიხდის 100 ლარს..


ააააააა,საახლიდან გაუსვლელადოო,მაშიიინ მაგარიი შემოთავაზეებაა ყოფილააა

Posted by: პიანისტი 13 Aug 2017, 11:05
1 საათის საქმეო lol.gif


..............

Posted by: LOLZ 13 Aug 2017, 17:19
levan932
1 გვერდის ინგლისურიდან თარგმნა ღირს მინიმუმ 10-15 ლარი. მონა გინდა თუ თანამშრომელი?
* * *
ამის წინ იყო კიდევ მსგავსი ტექსტები. ვნახავ იმ თემას და დავარეპორტებ.
levan932
1 საათი თუ უნდა შენ თვითონ ჩაუჯექი და მთელ 100 ლარს დაზოგავ facepalm.gif
ან ვინ ხარ, ვიღაც 2-პოსტიან ნიკს რატომ უნდა ენდონ? რა გარანტიაა რომ გადაიხდი?

Posted by: krausi 8 Sep 2017, 11:12
LOLZ


სად შემიძლია ვთარგმნო და გადამიხადონ დაახლოებით ეგ ფასი? თუნდა 5 ლარი ერთ გვერდში

Posted by: siml11 8 Sep 2017, 14:27
სახლიდან რო ვერ გადიხარ ეგ კაი პონტია?

Posted by: samuraisxmali 8 Sep 2017, 19:26
krausi
მიდი თარჯიმნების ბიუროში და აიღებ 12 ლარამდე.

Posted by: ninicool 8 Sep 2017, 20:06
siml11
QUOTE
სახლიდან რო ვერ გადიხარ ეგ კაი პონტია?

ზოგჯერ კი, ზოგჯერ არა.

აი, მაგალითად, მწარე დედლაინი რომ მაქვს და კატებს საჭმელი უმთავრდებათ, ეგაა საშინელება.

იმ დღეს კვერცხი შევუწვი და ის ვაჭამე biggrin.gif

LOLZ
QUOTE
1 საათი თუ უნდა შენ თვითონ ჩაუჯექი და მთელ 100 ლარს დაზოგავ 
ან ვინ ხარ, ვიღაც 2-პოსტიან ნიკს რატომ უნდა ენდონ? რა გარანტიაა რომ გადაიხდი?

რომელიღაცა საუკუნის რომელიღაცა წელს რომ დავიწყე მუშაობა, მაშინ მქონდა 100 ლარი ხელფასი, ჩემი პირველი სამუშაო იყო. მერე იმათაც ვერ ინამუსეს და მომიმატეს, 300 ლარამდე გამიზარდეს და ეხლა ამას დღეში სამი სტატია მოუნდა თვეში 100 ლარად.

ერთი ჩემი თანამშრომლისა არ იყოს, ძიძას ვეძებო, რუსული უნდა იცოდეს, ინგლისური და კომპიუტერიო, რამდენს გადაიხდი, მე წამოვალ მეთქი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მაღალი უმუშევრობის გამო არიან ეს ჩვენი დამსაქმებლები გაბლატავებულები და კიდევ იმიტომ, რომ უმეტესად ნაცნობობით საქმდებიან და ხმას ვერავინ იღებს, საშინელი სიტუაციაა.

Posted by: LOLZ 8 Sep 2017, 21:48
krausi
ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი/სერთიფიკატი/დიპლომი თუ გაქვს, თარჯიმანთა ბიუროში შეგიძლია. ბევრი სახლიდანაც მუშაობს. ninicool
დამსაქმებელი არ ჰქვია ამას. სამუშაო კონტრაქტი არ იდეა, მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება და ფორუმზე მოწერილი მესიჯები იქნება. smile.gif საკუთარ სახელს არ გეუბნებიან, ისე გირიცხავენ რომ არ გამოჩნდეს მათი ვინაობა. მათხოვრულ ანაზღაურებას გაძლევენ, იმაზეც გეწუწუნებიან..... როდის დატყდება, ან მართლა გადაგიხდის თუ არა ღმერთმა უწყის biggrin.gif

Posted by: micxikine.me 10 Sep 2017, 02:46
QUOTE (ninicool @ 8 Sep 2017, 20:06 )
siml11
QUOTE
სახლიდან რო ვერ გადიხარ ეგ კაი პონტია?

ზოგჯერ კი, ზოგჯერ არა.

აი, მაგალითად, მწარე დედლაინი რომ მაქვს და კატებს საჭმელი უმთავრდებათ, ეგაა საშინელება.

იმ დღეს კვერცხი შევუწვი და ის ვაჭამე biggrin.gif

LOLZ
QUOTE
1 საათი თუ უნდა შენ თვითონ ჩაუჯექი და მთელ 100 ლარს დაზოგავ 
ან ვინ ხარ, ვიღაც 2-პოსტიან ნიკს რატომ უნდა ენდონ? რა გარანტიაა რომ გადაიხდი?

რომელიღაცა საუკუნის რომელიღაცა წელს რომ დავიწყე მუშაობა, მაშინ მქონდა 100 ლარი ხელფასი, ჩემი პირველი სამუშაო იყო. მერე იმათაც ვერ ინამუსეს და მომიმატეს, 300 ლარამდე გამიზარდეს და ეხლა ამას დღეში სამი სტატია მოუნდა თვეში 100 ლარად.

ერთი ჩემი თანამშრომლისა არ იყოს, ძიძას ვეძებო, რუსული უნდა იცოდეს, ინგლისური და კომპიუტერიო, რამდენს გადაიხდი, მე წამოვალ მეთქი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მაღალი უმუშევრობის გამო არიან ეს ჩვენი დამსაქმებლები გაბლატავებულები და კიდევ იმიტომ, რომ უმეტესად ნაცნობობით საქმდებიან და ხმას ვერავინ იღებს, საშინელი სიტუაციაა.

ძიძამ კომპიტერი რატო უნდა იცოდეს?

სულ მაინტერესებს კატას სახლის საჭმელი რომ გაუთავდეს ნანადირევს არ შეჭამს?

Posted by: ninicool 10 Sep 2017, 10:04
micxikine.me
QUOTE
ძიძამ კომპიტერი რატო უნდა იცოდეს?

სულ მაინტერესებს კატას სახლის საჭმელი რომ გაუთავდეს ნანადირევს არ შეჭამს?

გუვერნანტკა უნდოდა, სავარაუდოდ 200 ლარად.

ჩემი კატები მწერებს ჭამენ, თაგვით უბრალოდ თამაშობენ ხოლმე.

ვერ დავტოვებ ნანადირევის იმედად, ცოდოები არიან.

LOLZ
QUOTE
დამსაქმებელი არ ჰქვია ამას. სამუშაო კონტრაქტი არ იდეა, მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება და ფორუმზე მოწერილი მესიჯები იქნება.  საკუთარ სახელს არ გეუბნებიან, ისე გირიცხავენ რომ არ გამოჩნდეს მათი ვინაობა. მათხოვრულ ანაზღაურებას გაძლევენ, იმაზეც გეწუწუნებიან..... როდის დატყდება, ან მართლა გადაგიხდის თუ არა ღმერთმა უწყის 

კიდეც რომ ჩარიცხოს, ვის რად უნდა მაგის 100 ლარი biggrin.gif

Posted by: micxikine.me 10 Sep 2017, 10:23
ninicool
კატები?
რამდენი ბოთხოზინა გყავს?

Posted by: ninicool 10 Sep 2017, 11:19
micxikine.me
QUOTE
კატები?
რამდენი ბოთხოზინა გყავს?

5.
ექვსი მყავდა, მაგრამ დავკარგე ერთი ცალი 3 თვეა sad.gif

Posted by: AIX-500 10 Sep 2017, 11:56
ფუიზდეეეც. მონებს ეძებენ და ლოულობენ, მე კი თანამშრომელი ვერ მიპოვნია.

Posted by: სემირამიდა 10 Sep 2017, 16:04
AIX-500
QUOTE
ფუიზდეეეც. მონებს ეძებენ და ლოულობენ, მე კი თანამშრომელი ვერ მიპოვნია.

მკაცრიმოთხოვნები გაქვს ეტყობა biggrin.gif

მე ყველა მოთხოვნა დავიკიდე და გავუგზავნე ერთ 5 კომპანიას ჩემი არცთუ სახარბიელო სვ იმ ამბავში რომ სხვა პროფესიით ვმუშაობ და ახალი პროფილით მსურს მეორე სამსახური (ეს "ახალი" ჩემი ძალიან მაგარი ჰობია და მინდა ფულიც ავიღო ბარემ smile.gif) ) ჰოდა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გასაუბრებებზე ვარ დაბარებული smile.gif)

Posted by: micxikine.me 11 Sep 2017, 14:21
QUOTE (AIX-500 @ 10 Sep 2017, 11:56 )
ფუიზდეეეც. მონებს ეძებენ და ლოულობენ, მე კი თანამშრომელი ვერ მიპოვნია.

დიზაინერი არ გჭირდება ხო?

Posted by: krausi 11 Sep 2017, 17:35
samuraisxmali

სად არის ეგ თარჯიმნების ბიურო? ან ინტერნეტში ხომ არ აქვთ ვებგვერდი? რამე სერთიფიკატი ხომ არ სჭირდებათ? ან რამე ტესტებს ჩამიტარებენ თუ როგორ არის მანდ? ცოტა დაწვრილებით მომწერე

Posted by: ჟონეტი 11 Sep 2017, 19:35
levan932
QUOTE
გამარჯობათ, მოკლედ ვისაც სურვილი გაქვთ გადავუხდი თვეში 100 ლარს თუ რაში დაბლა დავწერ.
უნდა იცოდეს ინგლისური ან რუსული ( რომელიც იცით არ აქვს მნიშვნელობა )
და დღეში უნდა მომაწოდოს ზუსტად 3 სტატია ( მაქსიმუმ 200-350 სიტყვამდე )

lol.gif lol.gif lol.gif

თან ალტერი, რომ გააკეთა ტიპა და ისე აკეთებს განცხადებას givi.gif up.gif

Posted by: ninicool 11 Sep 2017, 20:11
krausi
QUOTE
სად არის ეგ თარჯიმნების ბიურო? ან ინტერნეტში ხომ არ აქვთ ვებგვერდი? რამე სერთიფიკატი ხომ არ სჭირდებათ? ან რამე ტესტებს ჩამიტარებენ თუ როგორ არის მანდ? ცოტა დაწვრილებით მომწერე

რა ტესტი უნდა, მოგცემენ ტექსტს, გათარგმნინებენ და თუ მოახერხებ, აგიყვანენ.

Posted by: samuraisxmali 12 Sep 2017, 18:35
krausi
აი google.com, მიდი და მაგას კითხე რაც გაინტერესებს. შენ თითის განძრევა თუ გეზარება ეგ შენი პრობლემაა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)