Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > რთველი 2020


Posted by: abes777 23 Jun 2020, 17:55
ტრადიციული თემა. რა ფასს ელოდებედით რა ჯიშის ყურძენზე. რა პრობლემების წინაშე ხართ?

წინა თემების ლინკები:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «




თემას ვიყიდი-გავყიდად ნუ გადააქცევთ, ყიდვა -გაყიდვისთვის ცალკე განყოფილებაა.

Posted by: levani169 23 Jun 2020, 22:18
რქაწითელი 60-65 თეთრი,საფერავი 1.20-1.50 ესაა ჩემი კომენტარი!

Posted by: abes777 24 Jun 2020, 00:09
ყველაზე დიდი პრობლემა: გაუდაბნოება მოხდება მალე. წყალი აღარ იქნება. ყველაფერი დაშრობის პირასაა.


levani169
შარშანაც მაგ მიდამოებში ფიქრობდი მგონი მაგრამ საფერავი კი ჩაიბარეს 2.5-260ებად. 1.5 საცოდაობაა.

Posted by: levani169 24 Jun 2020, 12:56
abes777
QUOTE

შარშანაც მაგ მიდამოებში ფიქრობდი მგონი მაგრამ საფერავი კი ჩაიბარეს 2.5-260ებად. 1.5 საცოდაობაა.

"ზონა" 2.20 იყო მაქსიმუმი,ისე 1.80.
საცოდაობა მა რა არი,სანამ გლეხს ბაზარზე წვდომა არ ექნება,ყოველთვის მეღვინესთვის მუშაობა მოუწევს

Posted by: abes777 25 Jun 2020, 03:42
levani169
არწზონალური იყო 2.6. 4 ოქტომბრიდან 2.2ს გასცდა წინა წელს არაზონალური. ზონალური არ ვიცი.

Posted by: datoska 25 Jun 2020, 04:03
abes777
კი გაუდაბნოება, როგორც ერთ პროგნოზში წავიკითხე 8% ით შემცირდება კახეთში ნალექების რაოდენობა, ჩვენი დროის აგრიკულტურა ანუ ხვნა და ქიმიკატების მოხმარება მარტო ხელს უწყობს გაუდაბნოებას, დროა no till მეთოდს მიმართოს ხალხმა მაგრამ სადაა მაგდენი ცოდნა ....

Posted by: Chikod 25 Jun 2020, 13:21
შარშან სახელმწოფოს მოუწია 120 000 ტონა ყურძნის ჩაბარება, რომელზეც ბაზარზე არ იყო მოთხოვნა.
წელს ყურძენი იქნება ბევრად მეტი ვიდრე შარშან. ელოდებიან დაახლოებით 300 000+ ტონა ყურძენს.
გაყიდვები არის შემცირებული და ისედაც, როდესაც ექსპორტი არის 80 მილიონი ბოთლი და ამდენი ყურძენია გაშენებული, ეს დიდი ხნის განმავლობაში იქნება პრობლემა.
წელს პრობლემას კიდევ ის ართულებს რომ ფიზიკურად არ არის ამდენი ყურძნის გადამუშავების სიმძლავრეები. რომ მოინდომოს ყველა კომპანიამ და გაივსოს ბოლომდე, ეს რაოდენობა ყურძენი ვერ გადამუშავდება.

* * *
levani169
QUOTE
სანამ გლეხს ბაზარზე წვდომა არ ექნება

შეგიძლია ამიხსნა რა არის ეს წვდომა?

Posted by: levani169 25 Jun 2020, 13:52
Chikod
QUOTE
სანამ გლეხს ბაზარზე წვდომა არ ექნება

შეგიძლია ამიხსნა რა არის ეს წვდომა?

რა არის და აგერ კახაბერსკის რომ აქვს 3 ტონა კახურად დაყენებული ღვინო + ლაბორატორიულად შემოწმებული და ვერ ახერხებს გაყიდვას თვითღირებულების ფასშიც კი,მაშინ როდესაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი ფალსიფიცირებული ღვინით არის გაჯერებული რომელსაც ყველანი მიირთმევთ.
ეს ნიშნავს რომ კახას ღვინის ბაზარი ათვისებული აქვს ღვინოსთან კავშირში არ მყოფ სითხეს ............ ესაა ბაზარზე წვდომის დეფინიცია.
ჩამოსხმის და ექსპორტზე გატანის თემა უფრო სიღრმისეულია და მაგაზე ოცნება თუღა შეუძლია მცირე მწარმოებელს მხოლოდ.
abes777
QUOTE
4 ოქტომბრიდან

მაგ დროს საფერავი აღარ უნდა იყოს (აღარც არის ხოლმე) კანონზომიერად.

Posted by: abes777 25 Jun 2020, 17:26
datoska
ხე-ტყის გაკაფვაც ხელს უწყობს.
Chikod
ყველას მარაგი ხომ არ ვიცით. არც ის ვიცით რამდენის მიღების სურვილი და შესაძლებლობა აქვთ. არც საჯაროა წარმოების ხაზის სიმძლავრეებზე ინფო და ვერც ნაცნობობით გვეცოდინება ყველა ქარხნის. რავიცი რავიცი. დაჟე ეგ ექსპორტის მაჩვენებელოც რამდენად ზუსტია ეგეც კი არ ვიცით. ლევათაც გასულა გადის და გავა.

[b]levani169[/b
ცუდია რომ მანამდე ნაკლები იყო. მარა ქვითარი მიჭირავს ხელში შარშან მაგ დრომდე გასტანა. იმის წინა წელს მაგ დრომდე რო მიმეყვანა აღარაფერი შერჩებოდა.

Posted by: gia1970 12 Aug 2020, 02:31
Chikod
QUOTE
შარშან სახელმწოფოს მოუწია 120 000 ტონა ყურძნის ჩაბარება,

კერძო ქარხნებმა რამდენი ჩაიბარეს?
QUOTE
ელოდებიან დაახლოებით 300 000+ ტონა ყურძენს.

და ეს უნდა ჩაიბარონ ქარხნებმა+სახელმწიფომ?

რამდენია წლიური მოსავალი დაახლოებით?
სტატისტიკაში მე რომ ტონა ყურძენი ვიყიდე ისიც მოხვდა?

Posted by: Chikod 12 Aug 2020, 22:10
gia1970
QUOTE
სტატისტიკაში მე რომ ტონა ყურძენი ვიყიდე ისიც მოხვდა?

არა, არც ეგ მოხვდა და მევენახემ სალხში რომ დაწურა არც ეგ.
არაოფიციალურად გაყიდული ღვინო არ შედის ყურძნის გადამუშავების სტატისტიკაში. ის რომ მე თუ თქვენ, სახლში დავწურავთ ღვინოს და შემდეგ ჩვენს "გესთ ჰაუსში" ან კიდევ სადმე გავყიდით ეგ სტატისტიკაში არ შედის.

2019, რეკორდულ წელს საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 93 მილიონი ბოთლი. რაც უხეშად 93 ათასი ტონა ყურძენია. საქართველო ერთ სულ მოსახლეზე წლიურად საშუალოდ 8 ლიტრ ღვინოს მოიხმარს. კარგი, გავაბევროდ ეს ციფრი და დავუმატოთ 20%!!!, გამოდის 60 მილიონი ბოთლი. ანუ, სულ 150 მილიონი ბოთლი. დაახლოებით 150 ათასი ტონა ყურძენი.
შარშან მარტო საფერავი და რქაწითელი გადამუშავდა დაახლოებით 250 ათასი ტონა. ანუ 250 მილიონი ბოთლი. აქ არ შედის პირობითად "ვანო პაპას" და "მიშა ძიას" სახლში დაწურული ყურძენი და სხვა, მრავალი ჯიში. წელს სავარაუდოდ იქნება 300 ათასი ტონა ან მეტი.
არის უბრალო არითმეტიკა. ეს ციფრები ყველასთვის ხელმისაწდომია და ყველას შეუძლია იანგარიშოს.

120 000 ტონა ყურძენი, მთლიანი მოსავლის თითქმის 50% ჩაიბარა სახემწიფომ 2019 წელს.


Posted by: S@BsoN@ 14 Aug 2020, 14:21
ექსპორტი როგორ ხდება? ანუ რა სირთულეები წარმოიქმნება. მაგალითად მაქვს ღვინო ჩამოსხმული, გამზადებული ლაბორატორიულად შემოწმებული და მე თვითონ მოვიძიე სხვა ქვეყანაში ჩამბარებელი, რა ეტაპები უნდა გავიარო, რომ გავიტანო ექსპორტზე?

Posted by: grou 15 Aug 2020, 00:08
S@BsoN@
საბუთომანია უნდა გააკეთო ღვინის სააგენტოში და თუ არ ვცდები სადეგუსტაციო საბჭოს დასკვნა უნდა მიიღო, მაგათი მწვანეს ანთების გარეშე ვერ გაიტან.

Posted by: giiogiio 15 Aug 2020, 15:15
Chikod
QUOTE
120 000 ტონა ყურძენი, მთლიანი მოსავლის თითქმის 50% ჩაიბარა სახემწიფომ 2019 წელს.


მერე? გაუყიდავი რჩება? ან ზარალზე მიდის?


სახელმწიფო გამოხატავდა სიხარულს, სტიმული გავუჩინეთ და ბევრი შენდებაო.

ახლა ჭარბია? smile.gif


ერთი ყურძენი მოდის და ამაზეც ჭარბიაო biggrin.gif



Posted by: abes777 16 Aug 2020, 23:48
giiogiio
ეგეც აღარ მოვა მალე. იორი შრება.



უახლოეს მომავალში ჰაზე შეზღუდვას გაუშვებენ რო დაუშვათ 10 ტონაზე მეტს არ მიიღებენ. გაქვს 2 ჰა, არ მიიღებენ 20ტონაზე მეტს.
Chikod
ვერ/არ ასახავს ეგ ციფრები რეალობას. უბრალო არითმეტიკა კი არა, სწორი სტატისტიკა რო აწარმოო, ბევრი რამის ცოდნა და სწორად კეთება გჭირდება.
რაღაც ციფრი მოაგდეს მიუმატე გამოაკელი მაგით რეალური შედეგისგან შორს ვართ.

Posted by: giiogiio 17 Aug 2020, 08:19
abes777
QUOTE
giiogiio
ეგეც აღარ მოვა მალე. იორი შრება.

იორი კი არ შრება, არაბებს თუ ვიღაც ჩამოთრეულებს მიყავთ იორი yes.gif

QUOTE
უახლოეს მომავალში ჰაზე შეზღუდვას გაუშვებენ რო დაუშვათ 10 ტონაზე მეტს არ მიიღებენ. გაქვს 2 ჰა, არ მიიღებენ 20ტონაზე მეტს.

ფასი უნდა იყოს შესაბამისი თორე არავის არ ეხალისება ბევრის მოყვანა.



* * *
ისე ფასებზე არაფერს ამბობენ? smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: moonlight 19 Aug 2020, 05:16
fasebi ra iqneba saferavis....?zonis ??

Posted by: abes777 23 Aug 2020, 22:04
giiogiio
რაღა უნდა თქვან, რქაწითელს 80-90 თეთრს დააჭერინებენ.
საფერავს კიდე როგორც შარშან. 1.5+ და შარშან რო 2.7ზეც ავიდა, წელს ნაკლებზე ავა.
წინა წლებში დოლარი მაინც იყო ნაკლებზე. წამალი ნაკლები ჯდებოდა, მუშა ხელი ნაკლები ჯდებოდა და ეხლა ისე გაიქცა დოლარი და ხარჯები, იგივე ფასადაც რო ჩაიბარონ როგორც წინა წლებში, რა ხეირი. მეტს მაინც არ გადაიხდიან.

მეტი კონტროლი ფალსიფიკაციაზე.

Posted by: MWC 5 Sep 2020, 22:16
რა ხდება ხალხო არ იწყება რთველი? დედიფლისწყაროს და საადრეოს არ ვგულისხმობ, საფერავის ფასი მაინტერესებს

Posted by: abes777 5 Sep 2020, 23:40
MWC
1.6 დაიწყება სავარაუდოდ. მერე ავა ნელნელა.
* * *
რქაწითელი ბადაგონმა 80ად მიიღო.

Posted by: MWC 6 Sep 2020, 14:37
abes777
კორონას ფონზე კაი ფასია

Posted by: abes777 7 Sep 2020, 12:28
MWC
იმის ფონზე რო მაი ც იმაზე მეტი გადის ვიდრე ვაბარებთ, ცუდი ფასია.


მეტი შემოწმება ყველას, ვინც ღვინოს აწარმოებს ან ყიდის და მერე დაიდება სამართლიანი ფასი.

Posted by: geodon 10 Sep 2020, 22:02
მოგესალმებით! დაიწყო რთველი? მანავიდან ხომ არ არის ვინმე, მწვანის ფასი მაინტერესებს. (მოდერებთან ბოდიში, ყიდვა გაყიდვაში მხოლოდ ცხოველები და თივააsmile.gif)

Posted by: levani169 10 Sep 2020, 23:22
QUOTE

მოგესალმებით! დაიწყო რთველი? მანავიდან ხომ არ არის ვინმე, მწვანის ფასი მაინტერესებს.

მეც მაინტერესებს ზოგადად კახური მწვანეს ფასი.......... ქინძმარაულის მწვანე გვაქვს და სად ტრაკში ვითხარო აღარ ვიცი! facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: moonlight 12 Sep 2020, 13:02
ქინძმარაული სანამ არ დალპება არ ჩაიბარებენ????
* * *
ქინძმარაული სანამ არ დალპება არ ჩაიბარებენ????

Posted by: Chikod 12 Sep 2020, 18:10
moonlight
QUOTE
ქინძმარაული სანამ არ დალპება არ ჩაიბარებენ????

როდესაც ჩავთვლით რომ კონდიციას მიაღწია მაშინ ჩავიბარებთ.

Posted by: MWC 13 Sep 2020, 18:08
Chikod
საფერავის ფასზე შეგიძლია რამის თქმა, რისი იმედი გვქონდეს

Posted by: Chikod 13 Sep 2020, 19:43
MWC
QUOTE
საფერავის ფასზე შეგიძლია რამის თქმა, რისი იმედი გვქონდეს

ჯერ ვერაფერს ვიტყვი. რთველი პრაქტიკულად ჯერ არ დაწყებულა. სავარაუდოდ კვირის მეორე ნახევარში.

Posted by: moonlight 13 Sep 2020, 20:55
Chikod
QUOTE

როდესაც ჩავთვლით რომ კონდიციას მიაღწია მაშინ ჩავიბარებთ

ოკ. მთავრობას არ გააგებინოთ თქვენი ეს პრეტწნზიულობა. არჩევნებში დაკარგული ხმები არ გაზღვევინონ smile.gif

Posted by: Chikod 13 Sep 2020, 21:04
moonlight
QUOTE
ოკ. მთავრობას არ გააგებინოთ თქვენი ეს პრეტწნზიულობა. არჩევნებში დაკარგული ხმები არ გაზღვევინონ

ოკ. მადლობა რჩევისთვის.

Posted by: kalekalebind 13 Sep 2020, 21:41
მაგ გლეხებს შორის სულაყიდულიც ბევრი იქნება დახამდება ეხლა მიგდებულ სუბსიდიას და წავა ისევ ოცნებას შემოხაზავს

მე კიდევ სულ უფრო და უფრო მემატება ასაკი და 36 წლისა ვარ და ჯერ კიდევ და ისევ ამ ამაზრზენობის ყურება მიწევს ყოველდღე

Posted by: abes777 13 Sep 2020, 21:47
moonlight
"მთავრობა" იქით ათამაშებს ქარხნებს.
* * *
kalekalebind
გლეხი არ იღებს სუბსიდიას. ქარხნები ითბობს ხელს. ქარხნები რა, ის, ვისიცაა ქარხნების უმეტესობა. ხალხის ფულს იყენებს იმაში, რომ თვითონ ნაგვის ფასზე იაფი გადაიხადოს და თან მოსახლეობაც კმაყოფილი დარჩეს ვითომ სუბსიდია და ვითომ დახმარება.

Posted by: levani169 13 Sep 2020, 22:25
Chikod
"აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მეღვინე შევა ღმრთის სასუფეველში. " @ იაღვე,გამოცხადება ფიქრის გორაზე.

Posted by: kalekalebind 13 Sep 2020, 22:49
QUOTE (abes777 @ 13 Sep 2020, 21:47 )
moonlight
"მთავრობა" იქით ათამაშებს ქარხნებს.
* * *
kalekalebind
გლეხი არ იღებს სუბსიდიას. ქარხნები ითბობს ხელს. ქარხნები რა, ის, ვისიცაა ქარხნების უმეტესობა. ხალხის ფულს იყენებს იმაში, რომ თვითონ ნაგვის ფასზე იაფი გადაიხადოს და თან მოსახლეობაც კმაყოფილი დარჩეს ვითომ სუბსიდია და ვითომ დახმარება.

მოსავლის მომყვანი და ჩამბარებელი თუ ისე მიიღებდა კილოში პირობითად რომ დავუშვათ 70 თეთრს, სუბსიდიის თანხა როდესაც დაემატება, მიიღებს დავუშვათ ერთ ლარს მთლიანობაში...რას ვამბობ არასწორად, ვერ მივხვდი და ვერ ჩავწვდი...

Posted by: geodon 13 Sep 2020, 23:13
levani169
QUOTE
ქინძმარაულის მწვანე გვაქვს და სად ტრაკში ვითხარო აღარ ვიცი!

რა ყურძენია? კახური მწვანეა?

Posted by: levani169 14 Sep 2020, 10:12
QUOTE (geodon @ 13 Sep 2020, 23:13 )
levani169
QUOTE
ქინძმარაულის მწვანე გვაქვს და სად ტრაკში ვითხარო აღარ ვიცი!

რა ყურძენია? კახური მწვანეა?

კახური მწვანეა ნამდვილად yes.gif
................................

Posted by: abes777 14 Sep 2020, 12:47
1.7ად იბარებენ რქაწითელს.
სამარცხვინოა.
kalekalebind
ისე 70ს მიიღებდა 50 თუ 1.5ს არავინ იცის. დაჭერილია ფასები.
ეგ სუბსიდია იმიტო შემოიღეს რო ვიწროდ მოაზროვნე ხალხს აფიქრებინონ რა კარგი რამე კეთდებაო და თანაც თავიანთ საქმეს იკეთებენ. ბიუჯეტის ფულით ყიდულობენ ქარხნები ყურძენს. ანუ თვითონ ნაკლებს იხდიან.


ის კიდე სხვა საკითხია, წმინდა ეკონომიკურად სუბსიდია რომ არ ქვია. მაგაში ნუ გამომედავებით სუბსიდიას რატომ ეძახიო. რადგან ყველა ასე უწოდებს, აღარ ავხლართ-დავხლართავ.


მომხმარებლის თხოვნით ვასწორებთ: არა რქაწითელი, არამედ საფერავზეა საუბარი.

Posted by: kalekalebind 14 Sep 2020, 13:08
abes777
მეგობარო, ვინც პატიოსან და შეგნებულ გლეხს ლარს მაინც მოპარავს, მართლა ვენოკში და საფლავის ქვაში დაეხარჯოს, არავინ არ მყოლია ღვინის ქქარხნებში არასოდეს...უბრალოდ შენ რანაირად წარმოგიდგენია ფასწარმოქმნის ძირითადი მდგენელების ამბავი, მაგ მხრივ ეგეთ სიბრტყეში ჯერჯერობით ვერანაირ აღწერილობას გავეცანი...

Posted by: MWC 15 Sep 2020, 10:11
1.5 საფერავის ფასი +მანქანა, უკეთესის მოლოდინი მაქ მე პირადად

Posted by: abes777 15 Sep 2020, 10:29
MWC
13 სექტემბერს 1.70ად ჩაიბარეს. სამარცხვინო ფასია.

Posted by: Chikod 15 Sep 2020, 16:01
რთველი 2020-ის სტატისტიკა.

http://wine.gov.ge/Ge/Statistic?harvestYearId=1007

Posted by: MWC 15 Sep 2020, 16:21
Chikod
წინა წელს აღარ გვქონდა სტატისტიკა, კაია რაკი დაამატეს, საფერავი 1,5 ზევითაა საშუალოდ

Posted by: Chikod 15 Sep 2020, 16:37
MWC
QUOTE
წინა წელს აღარ გვქონდა სტატისტიკა,

მანდაც დევს, 2013 წლიდან მოყოლებული სტატისტიკა მუდმივად იყო.

Posted by: Trump 15 Sep 2020, 17:03
abes777
QUOTE
13 სექტემბერს 1.70ად ჩაიბარეს. სამარცხვინო ფასია.



ვერ ვხვდები საერთოდ რატო ასუბსიდირებენ ყურძნის ფასს?
ჯართის ჩაბარების კულტურას გავს უკვე რთველი.
რა გამოდის, 80 მანქანა რო მიიტანს სხვადასხვა ადგილიდან ყურძენს და იმ ყურძენს ჯართივით ჩააბარებენ, მერე ის დაიწურება და კარგი ღვინოაო ვინმე იტყვის?
ჩვენ რა შუაში ვართ, ვიღაცის ვენახთან და თან იმაზეც რომ უკმაყოფიელოები არიან

აიღონ დაწურონ კარგი ღვინო, არა შეურეულიდა გადარეული და გაყიდონ უკეთესს ფასად..

Posted by: abes777 17 Sep 2020, 22:28
Trump
არ უნდა ჩაერიონ, თვითონ გლეხსაც ეგ უნდა.
რა თქმა უნდა უკმაყოფილო იქნება, არ აქვს შედეგი მაგას რასაც აკეთებენ და აბა კმაყოფილი იქნება?

Posted by: Trump 18 Sep 2020, 08:57
abes777
QUOTE
არ უნდა ჩაერიონ, თვითონ გლეხსაც ეგ უნდა.
რა თქმა უნდა უკმაყოფილო იქნება, არ აქვს შედეგი მაგას რასაც აკეთებენ და აბა კმაყოფილი იქნება?



ხო,მაგრამ სახელმწიფო რატოა დამნაშავე?
არ მოგწონს პირობებბი, ადექი გაჩეხე და დარგე მალინა.
რავიცი.. მთელი ქვეყნის მოსახლეობის ვალი რატომ არის ,ვიღაცას ბოდბისხევში გადავუხადოთ 3 ლარი რქაწითელში და მერე იყოს კმაყოფილი.
ეს ხო ბიზნესია?

მე მესმის სუბსიდიაზე იყოს , განსაკუთრებული ჯიშის ყურძენი, ადგილმდებარეობის და მოვლის იყოს რთული და ა.შ
მაგრამ გრუზავიკებში დატენილი ყურძენი,სხვადასხვა ვენახიდან მოკრეფილი,იმაშ გადახდილი ლარი და უკმაყოფილო გლეხი ყოველი წლის რთველის მოკლე შინაარსია.smile.gif

Posted by: მამაო ენუქი 18 Sep 2020, 09:39
მაგ ღვინოს ვინ სვამს საერთოდ ? boli.gif

Posted by: abes777 18 Sep 2020, 11:16
Trump
დამნაშავე არის შემდეგი მიზეზების გამო:
არ ხდება ხარისხის კონტროლი
არ მოწმდება ფალსიფიკაციაზე
არ ხდება იმპორტ-ექსპორტის კონტროლი.
თვითონ აწესებს ფასს.

უკმაყოფილოა გლეხი, რადგან ხელოვნურად აგდებენ ფასს, ხშირად 15 საათიან რიგებში დგანან ჩაბარებაზე და არის კიდევ ბევრი მიზეზი. ყველაფერი გამოსწორებადია, ამიტომაც არ ჩეხავენ მომავლის იმედით თორე დღეს ყურხნის მოყვანა და მერე ჩაბარება როგორც ბიზნესი, შეიძლება ითქვას რო წამგებიანიც კია. ეკონომიკურ ხარჯსაც თუ განიხილავ და სათვალავში შეიყვან, მერე მითუმეტეს. იმედია გამოასწორებენ ამ დარგში პრობლემებს..


სუბსიდიაზე ქარხნები ითბობს ხელს და არა გლეხი. სუბსიდია რო არ იყოს, გლეხის 100% წაგებაზე წავიდოდა. შედეგი რა იქნებოდა მერე კარგად ვიცით.

მაგალითად იმაზე რატომ არავინ იღებს ხმას ჩვენი ვალი როა ვიღაცის ჯიპები ვინახოთ მოსახლეობამ ჩვენი გახადილი გადასახადებით?

Posted by: Trump 18 Sep 2020, 12:00
abes777
QUOTE
მაგალითად იმაზე რატომ არავინ იღებს ხმას ჩვენი ვალი როა ვიღაცის ჯიპები ვინახოთ მოსახლეობამ ჩვენი გახადილი გადასახადებით?


მაგაზეც ვიღებთ ხმას, ვაფიქსირებ აზრს,მივლინებებზე, შკოდებზე, სახელმჭიფო ჩინოვკინებზე და ყველაფერ ამაზე.

იმას ვერ ვხვდები,რომ უხარისხო ყურძენში სახელმწიფომ უნდა უხადოს 3 ლარი გლეხს,კმაყოფილი რო იყოს.

ვისაც ცოტა ტრაკი ჰქონდა, წაიკითხა, გაანძრია ერთი ადგილი კარგი ღვინო დაწურა და ზოგი აგზავნის, ზოგიც აქ ყიდის..
ცოტანი არიან გგონია მეღვინეები?

მაგრამ ბევრს ურჩევნია ასე.. 60 თეთრი დაუჯდეს 1 კილო, მერე მოვიდეს რთველი ჯართივით მოაგროვოს ყურძენი ვენახებში, ჩაყაროს გრუზავიკში ყველაფერი და ჩააბაროს 1 ლარში.
მაინც ჩაბარებისას შეიგინოს რატომ არ აიღო 3 ლარი.
ამაზე მაქვს საუბარი.

Posted by: abes777 18 Sep 2020, 12:09
Trump
ვახ, ზემოთ ხომ დავწერე, არ არის გლეხი მაგ პოზიციაზე რო უნდა უხადოს სუბსიდია. იმ გლეხმა იცის რო ფარსია ეგ. გლეხის მოთხოვნაა რო ხელოვნურად არ ვარდებოდეს ფასი, სისტემა და პროცესი იყოს მოწესრიგებული.

ღვინოს მაშინ ვწურავდით, მაგ ვითომ მეღვინეებს ცინგლი რო გასდიოდათ მარა არც მაშინ იყო ხარისხის კონტროლი. ზოგი მოდიოდა 2 ლარი რატო ღირსო. ზოგი მოდიოდა კარგი რო იყოს 2 ლარი ხო არ ეღირებოდაო. ზოგიც კიდე აგე გვერდით პადვალში 1.5 ღირსო.

როცა არანაირი კონტროლი არ არის რა ღვინის დაწურვაზეა საუბარი?

Posted by: giiogiio 18 Sep 2020, 14:20
Trump
QUOTE
არ მოგწონს პირობებბი, ადექი გაჩეხე და დარგე მალინა.

დარგავ მალინას, მერე გეტყვიან არავის უნდა შენი მალინაო, ჩაიბარებენ 10 თეთრად და თვითონ გაყიდიან 1 ლარად! თუ რაიმე მომგებიანი იქნება ერთეულებისთვის სახელმწიფოს მფარველობით შენ არ გაგახარებენ yes.gif


ახლა მარანს 50 თეთრი რომ უჯდება ერთი კგ ყურძენი და მისგან მიღებულ ღვინოს გაყიდის 500%-იანი მოგებით ამაზეც ამოიღეთ ხმა wink.gif


ყოველ წელს ერევა სახელმწიფო ფასებში და ეგაა პრობლემა.

წინა წელს გაბუნიას გინება გამოიყენეს კარგად, გაჩერდა ექსპორტიო და ჩაიბარეს კაპიკებში, როგორც კი რთველი დამთავრდა ეგრევე დაიწყეს გაიზარდა გაყიდვებიო yes.gif


როცა ძალა მაქვს და როცა გერევი თუ მინდა 10 თეთრად ჩაგაბარებინებ ყურძენს yes.gif ესაა პრობლემა, ესაა მონოპოლია და ესაა ხალხის ჩაგვრა yes.gif

Posted by: Trump 18 Sep 2020, 14:41
abes777
QUOTE
ვახ, ზემოთ ხომ დავწერე, არ არის გლეხი მაგ პოზიციაზე რო უნდა უხადოს სუბსიდია. იმ გლეხმა იცის რო ფარსია ეგ. გლეხის მოთხოვნაა რო ხელოვნურად არ ვარდებოდეს ფასი, სისტემა და პროცესი იყოს მოწესრიგებული.

ღვინოს მაშინ ვწურავდით, მაგ ვითომ მეღვინეებს ცინგლი რო გასდიოდათ მარა არც მაშინ იყო ხარისხის კონტროლი. ზოგი მოდიოდა 2 ლარი რატო ღირსო. ზოგი მოდიოდა კარგი რო იყოს 2 ლარი ხო არ ეღირებოდაო. ზოგიც კიდე აგე გვერდით პადვალში 1.5 ღირსო.

როცა არანაირი კონტროლი არ არის რა ღვინის დაწურვაზეა საუბარი?



სუბსიდია რომ არ იყოს 1ლარსაც ვერ აიღებს დღევანდელი გლეხი.
ყურძნის ფასი იქნება 50 თეთრი.. ვის რა ჯანდაბად უნდა, ნათრევი და გადარეული, კამაზით მოტანილი ტონობით ყურძენი,რომელსაც დაკარგული აქვს გემოვნებითი,თუ მიკროზონური თვისებები?
რატომ არის ,რომ წარმატებულმა მეღვინეებმა მიაგნეს გზებს,სადაც ხელს მოითბოდბდნენ და ვენახი წარმატებულ ბიზნესად აქციეს,წურავენ კარგ ღვინოს და მილიონებს თუ ვერა ნორმალური წარმატებული ბიზნესები აქვთ (მცირე მარნებს ვგულისხმობ) ხოლო დანარჩენები ჩამომჯდარან და ელოდებიან ყოველწლიურ რთველს - 50 თეთრი დავხარჯე , მაიტა ლარი შენი ცუდი მთავრობის დდშვც..
მე რო მომყავდეს ეხლა თხილი, ვიპოვი გასაღების ბაზრებს დამოუკიდებლად და გავყიდი.
ყურძენიც თუ მექნება ხარისხიანი და ღვინო, ამ შემთხვევაშიც გავალ რაიმე ბაზარზე.

არ მესმისsmile.gif
კარგი წარმატებები

Posted by: abes777 18 Sep 2020, 16:30
Trump
ერთი რამის გაგება არ გინდა. ფასს მართავენ, სპეციალურად აგდებენ. ამაზე აქვს პრეტენზია ყველას. ის პრობლემები რაც მოსაგვარებელია რომ მოგვარდება, სუბსიდიის გარეშეც 1ზე მეტი ეღირება. არა 1 ლარს ვერც ეხლა იღებს.
ჩათვალე მოგყავს და გაქვს. ყოველწელს მოგამარაგებ ქარხნის ფასში, იქ რიგში დგომა მეზარება. ეძიე ბაზარი და იშოვე ასიათასები.

სათქმელად მარტივია.


მე აქ ვამბობ რა პრობლემებიცაა. შენ კიდე მელაპარაკები ღვინის ბაზარს რატო არ პოულობს გლეხიო. ჯერ ქვეყანაში უნდა დაწესდეს ხარისხის კონტროლი, ფალსიფიკაციაზე ჯარიმები და ყველა საჭირო ნაბიჯი გადაიდგას, რაც ხელოვნურ ფასდაგდებას ხელს შეუშლის. ჯანსაღი ბიზნესგარემო უნდა ჩამოყალიბდეს. ეგ ყველაფერი მერე. ღვინის ბაზრის პოვნა ცალკე მიმართულება და ბიზნესია. ჩვენ აქ გლეხზე ვლაპარაკობთ, მის პრობლემებზე თორე ეგ ყველამ ვიცით რო ღვინის წარმოებით და ჩვენი რეალიზაციის ხაზით რაღაც შემოსავალს ვნახავთ. (თუმცა მანდაც პრობელემებს გიქმნის მოუწესრიგებელი სისტემა)

Posted by: levani169 18 Sep 2020, 16:30
Trump
QUOTE
არ მესმის

ვერც გაიგებ ........... სანამ მევენახის შავ კალოშებს არ ჩაიცვამ!

Posted by: abes777 18 Sep 2020, 21:24
რქაწითელი 0.83
საფწრავი 1.55
დღეს ეს ფასებია.

Posted by: kaxaberski66 19 Sep 2020, 09:09
მე დავკრიფე 4415 კგ. რქაწითელის ყურძენი 6000 მეტრში.
არ მომირწყავს. 6ჯერ ან 7 ჯერ შევწამლე.
დავკრიფე დავყარე ზილზე და ჩავაბარე გურჯაანის რაიონის სოფელ კოტეხში დუგლაძეების მარანს 80თეთრად.
ვენახს ვაკეთებ 100% მუშის ხელით რადგან მე თბილისში ვარ.
ყურძნის მოყვანა თავის დაკრეფიანად და მარანში მიტანიანად დამიჯდა 3250 ლარი.
ყურძენი გამოვიდა 3532 ლარის.
მარანში კამაზები მოვიდა ყურძნით გადავსებულები ისეთი რომ ყურძენი ძირს ცვიოდა.
ყურძენი იყო მკვახე ტყემლის ფერი მსხვილი მარცვლით, როგორიც არ უნდა ჰქონდეს რქაწითელს.
ასეთი ყურძნის პატრონს გამოველაპარაკე და მითხრა. როგორც შენ უვლი, მასე სულ წაგებაში იქნებიო.
გაზაფხულზე როგორც კი კვირტი იფეთქებს, შენს ვენახში ერთი 500 ან 700 კილო გვარჯილა გაშალე და მაშინვე ჩაახანი მიწაში და მემრის ამ დროს ჩემი სიტყვები გაიხსენეო.
ხარისხიან ყურძენს თუ მოიტან, მეტს გადაგიხდიანო? დღეს-დღეობით უნდა იმუშაო მასაზეო. თუ მოთხოვნილება ხარიხისა იქნება და დაგიფასებენ, მაშინ ხარისხზეო.
ხალხი უკვე ჰექტარზე 30 ტონას და მეტსაც კრეფავენო.
არა და რქაწითელს დახასიათებაში უწერია რომ, ჰექტრული მოსავლიანობა შეადგენს 7-8 ტონასო.

Posted by: abes777 19 Sep 2020, 11:05
QUOTE (kaxaberski66 @ 19 Sep 2020, 09:09 )

ხალხი უკვე ჰექტარზე 30 ტონას და მეტსაც კრეფავენო.

ცადე თუ გინდა, გაგემარიაჟა.
მაგდენი რო იკრიფებოდეს ერთი ჰექტარი რქაწითელი 40000 დოლარზე მეტი ეღირებოდა გასაყიდი.

Posted by: kaxaberski66 19 Sep 2020, 22:12
abes777
QUOTE
ცადე თუ გინდა, გაგემარიაჟა.
მაგდენი რო იკრიფებოდეს ერთი ჰექტარი რქაწითელი 40000 დოლარზე მეტი ეღირებოდა გასაყიდი.

აქ როგორ არის საქმე იცი? ჩემი თვალით ვნახე ტყემალივით მწვანე რქაწითელის ყურძნით გადავსებული მანქანები.
სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა, საუბარი იყო ჩემს გვერდით ვიღაცის ნათქვამზე რომ, ვიღორე, ბევრი მომივიდა გვარჯილის მიცემაო.
ყურძნის სიტკბო 17% გამოუვიდაო, როცა ამ დროს მასეთი ცოტა არ უნდა იყოსო.

Posted by: abes777 19 Sep 2020, 22:21
kaxaberski66
ბევრი ბევრ რამეს ამბობს. ცადე. გვარჯილა კი არა ჰექტარზე თუ გინდა 10000 ლარი დახარჯე, 30 ტონა no.gif
ეგ რო ეგრე იყოს, ჩათვალე მილიონერები თავის ბიზნესებს მიატოვებდნენ და აქ გადმოვიდოდნენ. მაგხელა მოთხოვნადი საპროცენტო განაკვეთი ყურძნის ჩაბარებას კი არა მშენებლობას ვერ აქვს. მოკლედ რო აგიხსნა, ეგ იმას ნიშნავს რო ყოველ დახარჯულ 100000 ლარს წელიწადში აშოვნინებ 380000 ლარს. არ ვამბობ რო ზოგადად არის შეუძლებელი. ყურძნის მოყვანა-ჩაბარებით არის შეუძლებელი.

Posted by: levani169 19 Sep 2020, 23:25
20-25 ტონა სავსებით რეალურია რქაწითელი ........... ხვალ ამთავრებენ საფერავის რთველს მეზობლად და 15 ტონას კრეფენ ჰექტარში.

Posted by: kaxaberski66 20 Sep 2020, 00:11
abes777
QUOTE
ეგ რო ეგრე იყოს, ჩათვალე მილიონერები თავის ბიზნესებს მიატოვებდნენ და აქ გადმოვიდოდნენ

არ ვუარყობ რომ გააზღვარზღვარეს.
ვიცი მასეთი ამბების რომ, მონადირის მიერ მოკლულ მელას 10 მეტრიანი კუდი ჰქონდა მაგრამ, არც საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს ის, რაც იმათ თქვეს.
ყურძენს ზედ ეტყობოდა რომ ის ჩვეულებრივ ვენახში ჩვეულებრივი გლეხის მიერ არ იყო მოყვანილი.
QUOTE

20-25 ტონა სავსებით რეალურია რქაწითელი ........... ხვალ ამთავრებენ საფერავის რთველს მეზობლად და 15 ტონას კრეფენ ჰექტარში.

საფერავის მანქანებიც იდგა და იქაც იგივე სურათი მომეჩვენა.
აფსუს ჩემი ღვინო!!!
2000 ლიტრზე მეტი მაქვს კიდევ შარშანდელი მოსავლის.

Posted by: abes777 20 Sep 2020, 04:18
levani169
როდესმე შეიძლება მოიყვანო ეგ მოსავალი რასაც შენ წერ მარა საშუალო რო მაგდები დააჭერნო წლების განმავლობაში ვერა.

Posted by: levani169 20 Sep 2020, 11:47
ვსიო,დასტუკდა საფერავის რთველი,გაიფიცნენ ქარხნები ფასის დასაწევად ........ 1.20 იბარებენ მანქანაზე მცირე ოდენობებსღა
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif .

Posted by: gia1970 20 Sep 2020, 12:21
kaxaberski66
დასავლეთში არ გიცდია ღვინის გასაღება?
* * *
levani169
პირი შეკრეს?
------------------

Posted by: levaa 20 Sep 2020, 13:15
ალადასტურს რა ფასი აქვს ხომ არ იცით?

შარშან ლარში ავიღე და წელს 1.20 მითხრეს

Posted by: abes777 20 Sep 2020, 13:45
QUOTE (gia1970 @ 20 Sep 2020, 12:21 )
kaxaberski66
დასავლეთში არ გიცდია ღვინის გასაღება?
* * *
levani169
პირი შეკრეს?
------------------

ცხელი ხაზებიც გათიშეს, სამინისტროს საიტიც გათიშეს. შტაბის თანამშრომლების ნომრებიც გათიშეს.

Posted by: gia1970 20 Sep 2020, 15:01
abes777
QUOTE
ცხელი ხაზებიც გათიშეს, სამინისტროს საიტიც გათიშეს. შტაბის თანამშრომლების ნომრებიც გათიშეს.

ყოჩაღ მაგათ mad.gif

მაღაზიაში ვნახე ამასწინათ
ალადასტური უფრო ეფი იყო
ვიდრე ადესა drug.gif

Posted by: abes777 20 Sep 2020, 17:59
QUOTE (levani169 @ 20 Sep 2020, 11:47 )
ვსიო,დასტუკდა საფერავის რთველი,გაიფიცნენ ქარხნები ფასის დასაწევად ........ 1.20 იბარებენ მანქანაზე მცირე ოდენობებსღა
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif .

ჩასაბარებელი თუ გაქ თელავში ჯერ კიდე 1.6იაო. გაიკითხე აბა.
* * *
QUOTE (abes777 @ 20 Sep 2020, 13:45 )
QUOTE (gia1970 @ 20 Sep 2020, 12:21 )
kaxaberski66
დასავლეთში არ  გიცდია  ღვინის  გასაღება?
* * *
levani169
პირი შეკრეს?
------------------

ცხელი ხაზებიც გათიშეს, სამინისტროს საიტიც გათიშეს. შტაბის თანამშრომლების ნომრებიც გათიშეს.

ამუშავდა უკვე .

Posted by: shato2008 20 Sep 2020, 20:39
ხაშმის საფერავის ფასი იცის ვინმემ?

Posted by: MWC 20 Sep 2020, 21:27
shato2008
ჯერ არ დაწყებულა ხაშმში, სავარაუდოდ 3დან ზემოთ იქნება

Posted by: kaxaberski66 21 Sep 2020, 09:19
gia1970
QUOTE
დასავლეთში არ გიცდია ღვინის გასაღება?

არა. როგორც ვიცი დასავლელები თავიანთ ღვინოს ამჯობინებენ.

Posted by: gia1970 21 Sep 2020, 10:07
kaxaberski66
არც ეგრეა საქმე smile.gif

Posted by: ჯუან 21 Sep 2020, 11:45
გაუმარჯოს
ოკმის ჩინეული მაქვს წელს ძალიან მაგრი ხარისხის.სამჯერ მავს შეწამლული
ფასი 1.4 ლარი
user posted image

Posted by: abes777 25 Sep 2020, 21:33
საფერავზე ცუდი სიტუაციაა. ფასის დაგდებები მიდის. მოურიგდნენ დაკრეფაზე და ჩაბარებაზე. დააკრეფინეს და აღარ მიიღეს 1.5ად.

Posted by: kaxaberski66 25 Sep 2020, 23:01
abes777
QUOTE
საფერავზე ცუდი სიტუაციაა. ფასის დაგდებები მიდის. მოირიგდნენ დაკრეფაზე და ჩაბარებაზე. დააკრეფინეს და აღარ მიიღეს 1.5ად.

ამ პროჭი ხალხის ხელში აღარაფერი არ მიკვირს.
ეტყობა ცხოვრებაში ყველამ თავისი ჭაპანი თვითონ უნდა ზიდოს. არც არავის უნდა დაეხმარო და არც არავინ უნდა დაიხმარო.
შენს მოყვანილს შენ უნდა მიხედო. სახვეწნი არავისზე გაგიხდება და არც დასაყვედრებელი.

Posted by: MWC 25 Sep 2020, 23:03
საფერავი ზონა - 1.2, ჩვეულებრივი -1

Posted by: abes777 25 Sep 2020, 23:21
MWC
რომელმა ჩაიბარა ეგრე სამარცხვინო ფასად?

Posted by: levani169 26 Sep 2020, 15:31
განა ამაზეა მარა ...... ამაზეც არი!

user posted image

Posted by: giiogiio 27 Sep 2020, 13:54
ასეთი რთველი მე არ მახსოვს, ოდნევ რო დაზიანება ჰქონდეს ეუბნებიან 30 თეთრს მოგცემთო. აი ამ საქციელს და ხალხის დაცინვას მალე მოიმკიან!!!! ის ზღაპრები და როგორც აქ ზოგი წერს ყურძენი არავის უნდა და ძალით ვიბარებთო ტყუილია!!! ცდილობენ რო მთელი წლის ნაშრომი ხალხს წაართვან და ამისთვის ყველაფერს კადრულობენ. კარზეა მომდგარი არჩევნები და როგორც ეხლა დასცინიან და აღიზიანებენ ხალხს იმას მიიღებენ!!!

Posted by: შამშიადიდი 29 Sep 2020, 22:31
გამარჯობა, მომიტევეთ თუ არა შესაბამის თემაში ვწერ. აქ ხომ არ ყიდია ვინმე რქაწითელს, დაახლოებით 100-150 კგ. მინდა.

Posted by: abes777 16 Oct 2020, 21:56
ყველამ ხელი ჩაიქნიეთ ხო წელს ისეთი რთველი იყო?

Posted by: levani169 16 Oct 2020, 22:11
QUOTE (abes777 @ 16 Oct 2020, 21:56 )
ყველამ ხელი ჩაიქნიეთ ხო წელს ისეთი რთველი იყო?

ვიგულისხმოთ რომ წელს ერტ-ერთი საუკეთესო რთველი იყო მაგრამ ......... "რთველი დამთავრდა,რთვლის გეშინოდეთ ხალხნოოოო"

გაისად დედა შვილს არ აიყვანს ხელში.

Posted by: abes777 18 Oct 2020, 18:36
QUOTE (levani169 @ 16 Oct 2020, 22:11 )
QUOTE (abes777 @ 16 Oct 2020, 21:56 )
ყველამ ხელი ჩაიქნიეთ ხო წელს ისეთი რთველი იყო?

ვიგულისხმოთ რომ წელს ერტ-ერთი საუკეთესო რთველი იყო

კი ძაან მაგარი. სტიმულიც კი არ დატოვა მომავალში მოვლის, არათუ მოგება.

იმედია მომავალ წლამდე წავა კონტროლი ფალსიფიცირებულის, არ შემოუშვებენ გაურკვეველი წარმომავლობის მასალებს დასამზადებლად, ფასში არავინ ჩაერევა უაზროდდა ყველაფერი კარგად იქნება.

Posted by: levani169 18 Oct 2020, 22:38
abes777
QUOTE

იმედია მომავალ წლამდე წავა კონტროლი ფალსიფიცირებულის, არ შემოუშვებენ გაურკვეველი წარმომავლობის მასალებს დასამზადებლად, ფასში არავინ ჩაერევა უაზროდდა ყველაფერი კარგად იქნება

იმედი გაისად კვდება ......... უპერსპექტივო საქმეა მევენახეობა და ზოგადად სოფლის მეურნეობა.
ჰობის დონეზეღა თუ დარჩება.

Posted by: MONTY 18 Oct 2020, 23:05
ყურძენი რატო უნდა ჩააბარო ?
წელს არა მაგრამ ზოგადად კარგ საოჯახო ღვინოსაც კი ყავს მყიდველი ( ქორწილები , ქელეხები და ა.შ )

დავიჯერო ვისაც წლები აქვს ვენახი , არ შეუძლიათ ნორმალური ღვინის დამზადება და ღვინოდ გაყიდვა ?
ქარხნებსაც რო შეუმცირდებათ ჩამბარებელი , მოუწევთ ფასების აწევა, განსაკუთრებით ექსპორტიორებს


Posted by: abes777 19 Oct 2020, 00:10
MONTY
ნორმალურს არავინ იყიდის. ფალსიფიცირებულზე ძვირი ჯდება.
ფალსიფიცირებული იაფია. რესტორნები დარბაზები ვერც კი წარმოიდგენ რაფასად იღებენ მაგ საქორწილე საქელეხე ღვინოებს.
levani169
ძალიანაც პერსპექტიულია ზემოთ დაწერიკები თუ შესრულდა.
ფალსიფიკაცია უნდა მოისპოს. მერე შეხედსვ ექსპორტს და იტყვი ამდენი ყურძენი თუ მოდიოდა ჩვენთან, ნეტა როსო ღვინო გავიდაო.

Posted by: MONTY 19 Oct 2020, 01:00
abes777
QUOTE
ნორმალურს არავინ იყიდის. ფალსიფიცირებულზე ძვირი ჯდება.
ფალსიფიცირებული იაფია. რესტორნები დარბაზები ვერც კი წარმოიდგენ რაფასად იღებენ მაგ საქორწილე საქელეხე ღვინოებს.

კი იყიდიან თუ ეცოდინებათ რეალური ხარისხი
ნორმალური რესტორნები და მარკეტები არ მგონია ფალსიფიცირებულს იღებდნენ
გლეხი კი რაოდენობას ფასით დააბალანსებას შეძლებს
უბრალო მყიდველმა არ იცის ხარისხი და მაგიტომაც ცდილობს იაფად ყიდვას რადგან უხარისხოც შეიძლება ხარისხიანის ფასად მიყიდონ .
ხარისხიან/ბრენდირებულების გაყიდვების რაოდენობაც მზარდი უნდა იყოს
ცალკე არის შანსი ექსპორტზე გატანაც ან გამტანიც ნახო თუ რეალურად ხარისხიანი იქნება .
ცალლკე მარკეტინგიც აუცილებელია . ( FB რეკლამა და ა.შ)
ჩემი აზრით დღეს გამოცდილ მევენახეს ბევრად მეტი შანსი აქვს კარგი ღვინის რეალიზების და ნორმალური შემოსავლის ვიდრე მარტო ყურძნის ჩაბარებით , ნორმალური შემოსავლის მიღების






Posted by: levani169 19 Oct 2020, 11:07
MONTY
QUOTE

დავიჯერო ვისაც წლები აქვს ვენახი , არ შეუძლიათ ნორმალური ღვინის დამზადება ?

შეუძლიათ რა თქმა უნდა. yes.gif yes.gif
QUOTE

დავიჯერო ვისაც წლები აქვს ვენახი , არ შეუძლიათ  ღვინოდ გაყიდვა ?

არა,არ შეუძლიათ ........ მყიდველი არ არის და იმიტომ,თუნდაც თქვენ,ბოლოს როდის იყიდეთ ღვინო და რა ფასში?! rolleyes.gif

Posted by: kaxaberski66 19 Oct 2020, 23:44
QUOTE

არა,არ შეუძლიათ ........ მყიდველი არ არის და იმიტომ,თუნდაც თქვენ,ბოლოს როდის იყიდეთ ღვინო და რა ფასში?

კარგი შეკითხვაა.
მე როდესაც ღვინის ყიდვა დამჭირვებია, მაშინ ჩავვარდნილვარ ხათაბალაში.
ბოთლისას ვერ ვიყიდიდი მიზეზთა გამო. ჩამოსასხმელი კი, არ ვიცოდი სად უნდა მეყიდა ნამდვილი ღვინო. იმიტომ რომ ნამდვილი არსად არ იყო. ენა მე არ მატყუებს. გრძნობს.
აი ლუდი კი, იცოცხლე. ნამდვილია, არ არის ნამდვილი. თუ გინდა, მიდი და იყიდე ყველა ნაბიჯზე.

Posted by: MONTY 20 Oct 2020, 01:03
levani169
QUOTE
არა,არ შეუძლიათ ........ მყიდველი არ არის და იმიტომ,თუნდაც თქვენ,ბოლოს როდის იყიდეთ ღვინო და რა ფასში?!

ნორმალურ რესტორნებში და მაღაზიებში შეტანის შანსია ბრენდირებულის
უნდა შემცირდეს არაბრენდირებული ღვინოები და მოუწევთ ყიდვა
მე რომელიმე ბრენდი ბოთლი, რესტორანში დიდ რაოდენობაზე ძირითადად გაურკვეველია და უბრალოდ რესტორნის ნათქვამს ენდობი
ცნობილი ისტორიებიდან იაგოს და ბაიას ღვინო , რომლებმაც მცირე მაშტაბებით შეძლეს წარმატება და ექსპორტზე გატანა .


QUOTE
ჩემი აზრით დღეს გამოცდილ მევენახეს ბევრად მეტი შანსი აქვს კარგი ღვინის რეალიზების და ნორმალური შემოსავლის ვიდრე მარტო ყურძნის ჩაბარებით , ნორმალური შემოსავლის მიღების

Posted by: gia1970 18 Sep 2021, 18:35
აბასას ხო მშვიდობა აქვს, რთველი 2021 რო არ გახსნა თემა?
აბა რა ხდება წელს?

Posted by: BekaM 18 Sep 2021, 19:39
ხალხო დირბულა როდის იკრიფება? სად ვიყიდი? რა ღირს? 500კილო მინდა

Posted by: gia1970 18 Sep 2021, 21:09
აქ მემგონი კაციშვილი აღარ შემოდის

Posted by: straight away 19 Sep 2021, 13:45
gia1970
QUOTE
აბა რა ხდება წელს?


კახეთში რქაწითელის ჩასაბარებელი ფასი 93 - 95 თეთრია. სახლისთვის თუ გინდათ, 1 - 1.10 იშოვით კარგ ყურძენს.
აქ ჩამოტანილი (თბილისში) არ ვიცი, ალბათ 1.2 ლარი ეღირება.
ქისი და საფერავი - 1.5 ლარიდან იწყება და 3 ლარამდე ადის.

BekaM
QUOTE
ხალხო დირბულა როდის იკრიფება? სად ვიყიდი? რა ღირს? 500კილო მინდა

დირბულა ქარელისკეა და მანდეთ უნდა მოიკითხო.
მაინცდამაინც არ გირჩევ მაგ ყურძნისგან ღვინის დაყენებას.

Posted by: gia1970 19 Sep 2021, 14:35
straight away
გაიხარე მადლობა.
ქისი მოილიაო, ფასი 2 ლარი მოარტყეს,
მაღრანისკენ თუ არ მეშლება
რქაწითელზე 1.2 თქვეს

Posted by: Eneas84 19 Sep 2021, 20:28
სალამი ყველას, კასპის რაიონ სოფელ ოკამში რთველი დაიწყება სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში.

გაიყიდება მხოლოდ ჩინებულის ჯიშის ყურძენი რომელიც საუკეთესო ხარისხით არის წარმოდგენილი.

ფასი დაახლ 1,5 Gელა

3 ტონამდეა ხელმისაწვდომი, წარმატებები ყველას...

Posted by: GEORGEXIII 19 Sep 2021, 20:48
ბარააქაა ხალხოო ბარაქაა...

alk.gif alk.gif alk.gif

Posted by: abes777 19 Sep 2021, 20:52
straight away
93 თეთრად ხვალვე მივიტან. 90 თეთრია და იმაშიც ისე იქექებიან, რო გაუვიდეთ გეუბნებიან 7 ტონის მაგიერ 6.5ს გაგიტარებო.



gia1970
ვენახი რო არ იყოს, მერე მექნებოდა მშვიდობა. ეხლა დიდი თავის ტკივილია.






საფერავი შაქრიანობა 24
რქაწითელი 21
ვისაც გინდათ დიდი რაოდენობები, (10-20-30-50-100ტონა) მოდით ადგილზე ნახეთ, მოვრიგდეთ და წამოვიღებ ქარხანაში. მტევანი საღია, მარცვალი საღია. თავისთავად არც ნასეტყვია. შაქრიანობა გაზომილია 30 დოლარიანი ჩინური დურბინდით. დაკრეფამდე თქვენსავე ლაბორატორიაში შეამოწმეთ.

Posted by: gia1970 21 Sep 2021, 18:23
400 კილოს ყიდვას ვაპირებ.
თავიდან 100 - 100 ქისი და მანავი მინდოდა პლიუს 200 რქაწითელი
ახლა გადავიფიქრე და ალბათ
რქაწითელს ვიყიდი 400 კილოს
* * *
ისე როგორი ჩამკვდარია აქაურობაsad.gif
* * *
abes777
მეტი პრობლემა არ მოგცეს ღმერთმა და ვენახს მოევლება.

Posted by: sham 21 Sep 2021, 18:34
gia1970
QUOTE
თავიდან 100 - 100 ქისი და მანავი მინდოდა პლიუს 200 რქაწითელი
ახლა გადავიფიქრე


მაგარი კომბინაცია იქნებოდა, რატომ გადაიფიქრე ?

Posted by: gia1970 21 Sep 2021, 21:27
sham
ქისი მოილიაო, მაღრანისკენღა არისო.
შეიძლე ა მანავი და რწაწითელი ვხიო

Posted by: Gio_G83 14 Apr 2022, 01:49
2019 ვენახისთვის მისწრება წელწადი იყო,
2020 და 2021 ამინდმა ვერ ქნა
იმედია 2022 გამოიდარებს

Posted by: gia1970 4 Jun 2022, 11:38
რა პირი უჩანს მოსავალს
პატივცემულო მევენაახეებო?
რა ფასებს ელოდებით წელს?

Posted by: abes777 5 Jun 2022, 21:31
მოსავალი ნორმალური.
რუსეთიდან ტრაილერები რეკავენ, წელს დაფაცურდნენ.
აქაურები იძახიან ჩვენს ვენახებს აღარ ვუვლით არავის უნდა, გლეხის ვიღას რათ ენდომებაო. ანუ წინასწარ გვიანონსებენ კაპიკებს, როგორც ყოველთვის smile.gif

Posted by: gia1970 5 Jun 2022, 22:25
ვენახებს რომ აღარ უვლიან ცუდია.
წელს ძვირი იქნება ყურძენი ასე მგონია.

Posted by: Gio_G83 7 Jun 2022, 13:49
abes777
ცოტა პესიმისტურ მოლოდინებს "აჩენ"
რაშიც ბოლომდე ვერ და არ დაგეთანხმები

gia1970
მოვლაც არის და მოვლაც
ზოგიერთის მიერ შხმა-ქიმიკატებით შეწამვლა თუ მოვლად ითვლება და ამ შხამს დააკლებს პირობას გაძლევ - მოსავლის ხარისხი ასე მოვულელის ბევრად უკეთესი იქნება...

ხოლო რაც შეეხება ფასს...
კარგ ყურძებს ფასი ყოველთვის ედო და ედება კიდეც

ფასწარმოქმნის რამდენიმე მეთოდიდან ჩვენტან ძირითადად ორია ცვეტში:
ფასის გამოყვანა დანახარჯებით
და
ფასის გამოყვანა შესაძლო შემოსავლებით

პირველი მეთოდით პირობითად კილო რქაწითელი 2021-ის მონაცემებით 0,85₾-ც მაღალი ფასი იყო
მეორე მეთოდით კი იგივე რქაწითელი 1,10 ₾ საკმაოდ ამბიციურ ფასად ითვლებოდა
ხოლო იგივე რქაწითელი (ბიო-ნატურალური) 1,10₾ თუ ასევე სესატყვისი ფასი იყო 1,40 უკვე ამბიციურ ფასად მიიჩნეოდა

კარგი ყურძენი გაუყიდავი არ რჩება
უიშვიათესად რომ დარჩეს

ისე...
რა დაგიმალო და მევენახეებმა რომ ფასის წარმოქმნის ძირითადი ინსტრუმენტი 200-500 $ ებად ქარხნებს თავად გადასცეს - სხვას ნუ დააბრალებენ
ყველამ ყველა მიწა მათ მიყიდა და ახლა ფასს უპირობოდ ქარხანა გკარნახობს (მახინჯ სუბსიდირებაზე საუბარიც აღარ მაქვს)

ახლა კარგი ტენდენცია მოდის
მე მაქვს შნო და მარიფათი რომ 4-5-6 ჰექტარს მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით მივხედო...
გირიგდებით მეზობელ ვენახებს წინასწარ ფასისი მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვრებს ვადგენ
შრომა თქვენი (საერთო) წამლობების და სხვა ხარჯი ჩემი (საერთო) - გასაღება ჩემი
შეტანხმებნულ ფასზე ნამატიც ჩემი
სამაგიეროდ დამცინავ 0,8₾არზე არ ჩამოგკიდებ და 30% მდე გიზრდი შემოსავალს ისე რომ მოვლასტან დაკავშირებულ ხარჯებს გიმცირებ

ამ მიდგომას მივწოლოდით ქარხანას იქით უკარანხებდი ფასს, მარგამ ჩაიარა მატარებელმა..

Posted by: abes777 10 Jun 2022, 02:32
Gio_G83
რა არის პესიმისტური. მე ვამბობ იმას რაც დაანონსეს და საითკენაც უნდათ საქმის წაყვანა. გამოვიდა კტვ და თქვა, ვენახებს ჩვენსას აღარ ვუვლითო.
გამოვიდა მუხუზლა და თქვა, წელს თეთრ ყურძენსაც სუბსიდია მოუწევს ისეთი ცუდი პირი უჩანსო.

ფალსიფიკაციაზე სერიოზული ჯარიმაა გამოსავალი. სუბსიდია თვალებში ნაცრის შეყრა და ჩემო ჯიბიდან დამატებითი ფულის ამოცლაა სხვისი ჯიბჯს გასავსებად. ისიც კი არაა რომ ერთი ჯიბიდან როგორც ბიზნესს ისე მაცლიდნენ და მეორე ჯიბეში როგორც გლეხს ისე მიდებდნენ.

Posted by: gia1970 10 Jun 2022, 13:51
abes777
თეთრ ყურძენში მარტო რქაწითელი
იგულისხმება?
საფერავზე და მსგავსზე არ იქნება
სუფსიდირებაო?
აუქციონებს რომ აწყობენ სპირტზე
და ღვინოზე ეგ როგორ ხდება, რა რაოდენობებია მინიმალური და რა ფასები სად ნახავს კაცი?

Posted by: abes777 10 Jun 2022, 19:55
gia1970
თეთრზეცო. ანუ შავზე როგორც იყო და +თეთრზეო. ანუ მოუნდათ ბობოლებს ყურძნის მიღება კიდე უფრო იაფად, ბიუჯეტის ფულის ხარჯზე.
არ დამიძევნია არ ვიცი ფასი, თუმცა კორონას დროს საფრანგეთმა 20 ევროიანი ღვინოები რო. აპირტში გადაახურდავა, საქართველომ მაგის მერე გაიტანა სპირტი აუქცუინზე და აღარავინ იყიდა. დროში აერიათ.

Posted by: gia1970 10 Jun 2022, 21:37
abes777
ალბათ მინიმუმ 20 ლარად ყიდიან
ლიტრს და თან რაოდენობაც
ბევრი უნდა იყიდოს ერთმა მყიდველმა.
ისე სუბსიდირების რაღაც სხვა მეთოდი
არ მოსულა? გლეხის სუბსიდირება რომ
იყოს და არა ქარხნების?
* * *
ისე "გვეშველა" მგონი.
უამრავი უცხოელი შემოვაო
აგრობიზნესშიო
https://bm.ge/ka/article/quotvfiqrob-uaxloes-momavalshi-qveyanashi-bevri-agromimartulebit-dainteresebuli-biznesmeni-chamovaquot/110745
"ავშენდით" თუ "ავშენდდებით"?
* * *
რამდენად სწორად მოვკარი თვალი
არ ვიცი და მგონი ხვანჭკარასაც ყიდიანო
აუქციონზე და ალექსანდროულის და მუჯურეთული გაყიდვაც ჭირს მაგის დედაც? ეგეც ასიათას ტონობით მოდის ნუთუ?

Posted by: Gio_G83 11 Jun 2022, 00:21
abes777
ბაზარი თვითOნ ალაგებს ყველაფერს
სუბსიდიაზე გეთანხმები

Posted by: abes777 11 Jun 2022, 18:35
Gio_G83
ბაზარი მაშინ ალაგებს, როცა ხეკების ფათური არ მიდის.
gia1970
სუბსიდირებას ვეძახით თორემ ეკონომიკური ტერმინი სუბსიდირება სულ სხვა რამეა.
ან გლეხის სუბსიდირება რატომ უნდა იყოს? ფალსიფიკაციის ამბავი რომ დალაგდეს, თავისთავად გაიზრდება ფასი. არ აწყობთ ნედლეული ძვირად ესაა პრობლემის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. მონოპოლიაა ბაზარზე.


პ.ს.
სპირტის გაყიდვის აუქციონებს მოაყრიან უკვე. შარშანდელს რო ეხლა დაუწყებ გაყიდვას, წინა სართვლო პერიოდში, ეს კიდევ ცალკე აფუჭებს სიტუაციას. თუარადა დაიმახაოვრეთ და თვალი ადევნეთ აუქციონს eauction.geზე.


Posted by: gia1970 16 Aug 2022, 07:46
ისევ სუბსიდირებაო.
150 მილიონიო.

Posted by: abes777 26 Aug 2022, 16:59
გამარჯობა. ის რა საიტია წინა წლებში ფუნქციონირებდა, ყურძენს დებდნენ გასაყიდად შემოთავაზებულ ფასად.

Posted by: gia1970 28 Aug 2022, 14:40
abes777
სახელმწიფო საიტი იყო?

Posted by: abes777 3 Sep 2022, 01:30
gia1970
არ ვიცი.


დაიწყო უკვე. რა ფასები იყო დღეს?

Posted by: gia1970 5 Sep 2022, 19:21
abes777
რა დაიწყო? რთველი?

Posted by: odontos1 7 Sep 2022, 14:28
მევენახე არ ვარ მაგრამ ყურძნის თემა მაინტერესებს.კითხვა მევენახეებს: 1კგ რქაწითელის ჩასაბარებელი ფასი თუა 90 თეთრი,მისი(ყურძნის) მოყვანის თვითღირებულება რამდენია ამ თანხიდან?

Posted by: levani169 7 Sep 2022, 14:38
QUOTE (odontos1 @ 7 Sep 2022, 14:28 )
მევენახე არ ვარ მაგრამ ყურძნის თემა მაინტერესებს.კითხვა მევენახეებს: 1კგ რქაწითელის ჩასაბარებელი ფასი თუა 90 თეთრი,მისი(ყურძნის) მოყვანის თვითღირებულება რამდენია ამ თანხიდან?

80 თეთრი დაკრეფა-ტრანსპორტირებით.

Posted by: odontos1 7 Sep 2022, 16:13
levani169 მადლობა
სხვების მოსაზრების მოსმენაც საინტერესო იქნება
* * *
გამოდის 10 ტონის მომყვანს მხოლოდ 1000ლ შერჩება ხელში თებერვალი--აგვისტო მუდმივი შრომის ფასად

Posted by: abes777 9 Sep 2022, 10:53
odontos1
გააჩნია რამდენი მოვა.მოვლა, შერემონტება, დაკრეფა, ტრანსპორტირება რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს 80 თეთრზე მეტზე ადის უკვე.
ერთ მკრეფავს უნდა მარტო 50 ლარი და 50 ლარად 1 კაცი 300 კილოსაც არ გიკრეფს 20 თეთრი მარტო მკრეფავს მიაქვს კილოდან. 7 თეთრი ტრანსპორტირებას. მოვლის მერე 27 თეთრი მარტო რთველის დროს გაქვს კგზე ხარჯი. (არადა ნორმალურად რომ იმუშაონ და დაისვენონ კიდეც, 600 კილოსაც თავისუფლად დაკრეფს 1 კაცი)
ჰექტარს რო 5500 ლარად მოუარო და შეარემონტო მაგარი იქნები. 10 ტონა რო დაგრჩეს
9000-5500-2700 დაგრჩა 800ლარი. ისიც უნდა გაითვალისწინო რო ხან სეტყვა აფუჭებს ხან ქარი და შეიძლება სულ 10 ტონა არ მოგივიდეს. მეორე საკითხია კიდე რო მკრეფავები მარცვლებს ძირს ყრიან, ზოგს დასკრეფს ტოვებენ, ქარხნებში წონები სწორი არ არის. იყო შემთხვევები გევაჭრებიდნენ 5 ტონა კი მოიტანე მარა 300 კილოთი ნაკლები უნდა გავატარათო. მოკლედ მოყვანა სხვაა და რამდენი შეგრჩება კიდე სხვა.


თუ გაშენებას ფიქრობ ჩაბარების საფუძველზე, არ შეცდე. ღვინის წარმოებისა და გატანის შანსი თუ გაქვს, შეიძლება რაღაც გაახერხო.

Posted by: odontos1 9 Sep 2022, 17:00
მადლობა.გავიგე.არ ვაპირებ მაგ მიზეზების გამო.საფერავსაც ხომ იგივე ხარჯი აქვს და ფასი ცოტა მეტი-ეგ უფრო აზრიანია ,ან ღვინო აწარმოო და არხი გაჭრა რეალიზაციის.

Posted by: levani169 9 Sep 2022, 17:36
odontos1
QUOTE
საფერავსაც ხომ იგივე ხარჯი აქვს და ფასი ცოტა მეტი

არა,გაცილებით მეტი ჯდება საფერავი,მეტი მწვანე ოპერაცია სჭირდება და წონაც ნაკლები აქვს საჰექტრო.
საბოლოო ჯამში ერტი და იგივეა.

Posted by: kaxaberski66 9 Sep 2022, 23:58
2013 წლის შემდეგ მე ყველა წელი წაგებით დავამთავრე.
საწყალი მამაჩემი. 2013 წლამდე ის უვლიდა ვენახებს.

Posted by: odontos1 10 Sep 2022, 12:31
abes777
levani169
kaxaberski66
თუ საიიდუმლო არააა-ოჯახისათვის რამდენ კგს-წურავთ-ვგულისმხობ-კლიენტის შემთხვევასაც-რომ ოჯახსაც უნდა ეყოს და სარფიანად გაყიდვასაც.ვინმემ შეთავაზება რომ გაგიკეთოთ--თქვენი ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა ,გასაყიდი სახის მიცემა და რეალიზაცია--გქონიათ მსგავსი შეთავაზებააა? მე ჩემ თავს არ ვგულისხმობ-უბრალოდ-ასე თუ ისე ვიცნობ ამ საკიტხს და გასაყიდი პროდუქტი არის-ღვინო--სხვა საკიტხია მისი ხარისხი-ლაბორატორიული ანალიზი--და ფულიანი კომპანიონი ან ღვინის მყიდველი-რომელსაც აქვს რეალიზაციის ადგილი უკვე.


Posted by: abes777 10 Sep 2022, 16:11
რა ფასები იყო დღეს ვინც ჩააბარეთ?


odontos1
მე არ მიღირს იმ დამატებით ენერგიად, თანხად, თავისტკივილად ის ფულადი ნაკადები რაც მაგ საქმეს ჭირდება.
სხვა სფეროებშიი ნაკლები რისკი და მეტი ამონაგებია არაბობოლა ადამიანებისთვის, ვიდრე ქარხნის გაკეთება-ღვინის წარმოება-გატანა-გაყიდვაში.

ეგეთი სულელი კიდე არავინაა თავის თავზე აიღოს ქარხნის აშენება, პროცესების ჩამოყალიბება, ბრენდის შექნა-განვითარება, წარმოება რეალიზაცია და ვინმეს მიადგეს. ჩაიბარებს სხვადასხვა ხალხისგან ყურძენს და ეგაა.





Posted by: kaxaberski66 10 Sep 2022, 23:50
odontos1
ოჯახისთვის 500 კილო მყოფნის.
2019 წელს 5ტონა დავწურე და დღესაც მაქვს 1 ტონაზე მეტი.
ვსვამ და ვყიდი კიდეც 5 ლარად.
აი სარფიანად გაყიდვის რა მოგახსენო. ღვინოს სარფიანად ვერ გაყიდი თუ წლების განმავლობაში არ ხარ მაგ საქმეში ჩართული მთლიანად.
სარფიანად ლუდი უფრო იყიდება ისე რომ, რაოდენობაში შედარებაც არ არის.

Posted by: odontos1 11 Sep 2022, 09:35
ღმერთმა ხელი მოგიმართოს."ღვინოს სარფიანად ვერ გაყიდი თუ წლების განმავლობაში არ ხარ მაგ საქმეში"--ეგეც ფაქტია,მაგრამ ხომ ხარვეზია--ამ ამბავში რეალიზაციის ადგილი რომ იყოს მუდმივთან მიახლოებული--ბევრად უკეთესი რეალიზაცია ექნებოდა გლეხს.არადა ღვინის კომპანიებზე თუ არა უკეთესი ,არც უარესი ხარისხის ღვინო აქვთ გლეხებს .
მადლობა

Posted by: gumbera2022 11 Sep 2022, 16:31
კითხვა მაქვს? იმერეთში თუ მოგყავს ყურძენი სად უნდა ჩააბარო?

Posted by: gugush 11 Sep 2022, 20:05
ეჰ. იმ დღეს მომასწრო როდესაც ყურძენი არ დასუფსიდირდება

Posted by: GEORGEXIII 11 Sep 2022, 20:30
რაღაცა კაი მოსავალი არ ჩანს წელს თუ მე მეჩვენება?

Posted by: Gio_G83 12 Sep 2022, 19:43
QUOTE
რაღაცა კაი მოსავალი არ ჩანს წელს თუ მე მეჩვენება?


არ გეჩვენება:
კვირტობისას ციოდა, ივლის აგვისტოში 2 თვიანი გვალვა დაემატა
გამოსავლიანობამ მოიკლო, მაგრამ ვინც მოუარა - ხარისხში მოიგებს

Posted by: levani169 13 Sep 2022, 01:43
QUOTE
რაღაცა კაი მოსავალი არ ჩანს წელს

10-12 ტონა იკრიფება ჰა-ზე,მეტი რაღა?

Posted by: gia1970 13 Sep 2022, 16:10
abes777
300 კილოს სტუდენტობისას
წეროვანში რო შეგვასიეს
ვენახებს მაშინ ვკრეფდით.
თან მაგრად ვსაჩკაობდით.
ადგილობრივებისგან ჭაჭას
ვყიდულობდით და პლანებში
მიდიოდა დიდი ლოთობა და
ჟრიამყლი.

Posted by: abes777 14 Sep 2022, 11:32
QUOTE (Gio_G83 @ 12 Sep 2022, 19:43 )
QUOTE
რაღაცა კაი მოსავალი არ ჩანს წელს თუ მე მეჩვენება?


არ გეჩვენება:
კვირტობისას ციოდა, ივლის აგვისტოში 2 თვიანი გვალვა დაემატა
გამოსავლიანობამ მოიკლო, მაგრამ ვინც მოუარა - ხარისხში მოიგებს

ხარისხში არ გიხდიან, წონაში გიხდიან. გიხდიან რა, ცენტებს გიგდებენ.

Posted by: Gio_G83 14 Sep 2022, 13:51
abes777
სად გაქვს ვენახი და რა ყურძენი გაქვს?

Posted by: kaxaberski66 14 Sep 2022, 22:16
გუშინ დავკრიფე ვენახი. გვალვისგან გამიფუჭდა.
მარანში რომ მივიტანე, შინაგანად მრცხვენოდა. ერთი მტევანიც არ იყო ისეთი, სახლში რომ წამომეღო.
ვინც მორწყო, კარგი მოსავალიც მიიღო.
ჩემი ყურძენი გამოვიდა 2450 კგ. მიიღეს 90 თეთრად და გამოვიდა 2205 ლარის.
აქედან 857 ლარი სუბსიდირება ყოფილა.
ეხლა დაითვალეთ მეღვინეები რამდენს იძლევიან 1კგ ყურძენში.
მე რომ დავთვალე, მეღვინე იძლევა 0.55თეთრს.
იქნებ თქვენ სხვა ციფრი მიიღოთ? biggrin.gif

Posted by: abes777 15 Sep 2022, 14:16
ქარხნიდან თუ შემოდიხართ ვინმე, არაზონა საფერავი და რქაწითელი შემიძლია მოვიტანო 60-60 ტონა საშუალოდ.

Posted by: odontos1 21 Sep 2022, 11:54
ჩემი საკუთარი ღვინო 2021 წლის მოსავლის კ8დევ მაქვს--თეთრი, კუპაჟი-- 80% ჩინური+20%რქაწითელი,და წითელი--კუპაჟი--ხეივანზე რაც იყო მოლდოვანკა+ ჩინური+გორული მწვანე.
მცირე, სასაჩუქრე რაოდენობა--20-20 ბოთლი.ეტიკეტით და "პრობკით".ბოთლებში ჩამომსხმელი მთავაზობს ღვინის გაფილტვრასაც.მე პირადად გაფილტვრის წინააღმდეგი ვარ.თქვენ რას იტყვით მეგობრებო?

Posted by: Gio_G83 21 Sep 2022, 13:36
odontos1
ღვინის გაფილტვრა რას ემსახურება? ასე დასვი საკითხი
გაუფილტრავ ღვინოს "ცოცხალი" ღვინო ჰქვია - ანუ ღვინო სადაც პროცესები არის მუდამ მიმდინარე
რასაც გარკვეული რისკები ახლავს:
- სხვადასხვა ნაკლი ან ზადის (დაავადების) გაჩენის შესაძლებლობა
- ტემპერატურის მატებისას საფუარი მიკრობის მიერ დაუშლელი შაქრის წამოდუღების შესაძლებლობა
- და ზოგადად არასრული დუღილით დაუშლელი სხვადასხვა ნივთიერების კვლავ გააქტიუროების ალბათობა

თუ ზაფხულის პაპანაქება უმტკივენულოდ გადაიარე და ღვინო რომელიც დაგრჩა/გაქვს კვლავ შეხვდება ყინვებს - ყინვა ქვის სახით ამ დაუშლელს კიდევ ერთხელ "გამოიტანს" ღვინიდან და გაფილტვრა (დაგოგირდება, გაწებვა და ა.შ.) წესით აღარ დაგჭირდება

Posted by: odontos1 21 Sep 2022, 14:42
Gio_G83 --აგაშენა ღმერთმა.ანუ გაფილტვრას უფრო მეტი მინუსი აქვს მეორე წელში გადასულ ღვინისათვის ვიდრე პლიუსი.ასე შემიძლია ჩამოვაყალიბო შენი რჩევა

* * *
Gio_G83 --აგაშენა ღმერთმა.ანუ გაფილტვრას უფრო მეტი მინუსი აქვს მეორე წელში გადასულ ღვინისათვის ვიდრე პლიუსი.ასე შემიძლია ჩამოვაყალიბო შენი რჩევა?

* * *
Gio_G83 --აგაშენა ღმერთმა.ანუ გაფილტვრას უფრო მეტი მინუსი აქვს მეორე წელში გადასულ ღვინისათვის ვიდრე პლიუსი.ასე შემიძლია ჩამოვაყალიბო შენი რჩევა?

Posted by: Gio_G83 21 Sep 2022, 15:38
odontos1
გაფილტვრა თუ გარკვეულ რისკებს აზღვევს, ასევე ვნებს ერთ მომენტს რასაც ჰქვია ღვინის დაძველება და ამ დაძველებით მისაღები უკეთესი ხარისხი - რადგან თუ ყველაფერი გამოაცალე რაღამ დააძველოს? რამ იმოქმედოს დადებითად?
მაგრამ თუ იცი (ანალიზების თანახმად) რომ ღვინოში არასაკმარისი / არასრულფასოვანი დუღილის (როგორც აქტიურიდუღილის ისე ცივი მაცერაციის პერიოდში) საფუარი მიკრობი არ ამოიწურა, დაშლილი შქარი 1,5 %_ს ქვემოთ არა არის და ზაფხულში შესანახი ტემპერატურა +20 და მეტ გრადუსზე აგივა - ღვინო "წამოგიდუღდება", შეიძლება ცილოვანი დაავადებაც შვას და ა.შ.
ამიტომ თუ ეს ზაფხული მშვიდობიანად გადააგორე და ღვინო ზამთრის ყინვას მიარწევს, სადაც დარჩენილი დაუშლელი ნივთიერებები კიდევ ერთხელ ქვის სახით "გარეთ გამოვა" - გაფილტვრა აღარ დაგჭირდება, არც კადეფიტის ხმარება და არც "გაწებვის" საჭიროება არ დაგიდგება

მარტივად ასეა:
თუ ზაფხულში ლექიანობა და ბკეს მოდება არ არის ინტენსიური ან ე.წ. "მცურავი ლექი" არ გაუჩნდა (მაგ.: 15/07_ში გადაიღე და 25/07_ში ისევ აქვს ბკე და ლექი, მერე 15/08-ში და ა.შ.) - გადარჩენილი ხარ და ყინვები შენი და შენი ღვინის დიდი მეგობარი იქნება
smile.gif

Posted by: odontos1 21 Sep 2022, 17:34
მაისში მივეცი გოგირდის ანჰიდრიდი--სიმჟავისგან დასაცავად.ივლისში 60ლიტრიანი ბოჭკიდან გადავიღე წვრილთავიან 20 ლიტრიანებში.ბკე 60იანებში ჰქონდათ.20იანებში ჯერ მშვიდობაა.ანუ ეს ზამთარიც თუ გადააგორა--არანაირი ფილტრი არ დაჭირდება-ხომ ესეა იდეაში?

Posted by: abes777 21 Sep 2022, 19:02
რქაწითელი 90თ
საფერავი 1.3
გაკაფვის პირი უჩანს.

Posted by: Gio_G83 21 Sep 2022, 23:34
odontos1
QUOTE
ეს ზამთარიც თუ გადააგორა--არანაირი ფილტრი არ დაჭირდება-ხომ ესეა იდეაში?


არა,
ზაფხული რადგან გადააგორა, ზამთარი გაფილტრავს ისე რომ მეტი არაფერი დასჭირდება
ისე გოგირდი მიგიცია და რა უნდა მოსვლოდა?

Posted by: odontos1 22 Sep 2022, 11:34
მიწისზევით მიწევს ღვინის შენახვა თან დილის მზე ადგება --სხვა შესანახი ადგილი არ მაქვს.გოგირდიც მაგიტომ მივეცი წელს პირველად.

Posted by: GEORGEXIII 22 Sep 2022, 22:17
abes777
ბარაქაა ბარაქააა, მალადეც კაი მოსავალი გქონია.

alk.gif

Posted by: abes777 22 Sep 2022, 23:16
საფერავი 1.10 სირცხვილზე დიდი სირცხვილი.
GEORGEXIII
რაღა ბარაქა, ამ ფასებზე დანახარჯსაც ვერ იღებს. სიამოვნებით გადავულოცავდი სხვას თავისი ტექნიკით მარა ვინ ჩაიგდებს თავს ამ დღეში.

Posted by: odontos1 27 Sep 2022, 19:46
წითელი ღვინო კუპაჟია--ხეივანზე რაც მაქვს ერთად დავწურე--ცოტცოტაა ცალკ ცალკე: " მოლდავანკა",ჩინური, გორული მწვანე,თავკვერი. " მოლდავანკა"-- ჰიბრიდია და მეშინია მეორე წლის ღვინომ გემო არ შეიცვალოს--ვფიქრობდი ბოთლში ჩამოსხმას,"დაპროპკვას"ეტიკეტსაც დავაკრავდი---გასაჩუქებლად ახლობლებზე, მაგრამ მეშინია გემო არ შეეცვალოს და შემარცხვენს სადღაც---რას იტყვით სამართლიანად მეშინიაა?

Posted by: FoolOnTheHill 28 Sep 2022, 14:37
შეიძლება არასწორ თემაში ვარ, მაგრამ მაქვს კითხვა...

ვინმემ თუ იცის პრაქტიკაში - ჭაჭის გარეშე, ქვევრში მხოლოდ წვენის ჩასხმით დაყენებული ღვინო, რამდენ ხანში დადუღდება საკმარისად, რომ ბოცებში ამოღება შეიძლებოდეს?

Posted by: levani169 28 Sep 2022, 16:28
FoolOnTheHill
QUOTE
რამდენ ხანში დადუღდება საკმარისად, რომ ბოცებში ამოღება შეიძლებოდეს?

შაქრიანობას გააჩნია,სამი კვირა უნდა ეყოს მარა აირლოქიანი თავსახურის გარეშე არ გირჩევ,ფარული დუღილი გაზაფხულამდე გრძელდება და აირს იგროვებს.

Posted by: FoolOnTheHill 28 Sep 2022, 18:01
QUOTE (levani169 @ 28 Sep 2022, 16:28 )
FoolOnTheHill
QUOTE
რამდენ ხანში დადუღდება საკმარისად, რომ ბოცებში ამოღება შეიძლებოდეს?

შაქრიანობას გააჩნია,სამი კვირა უნდა ეყოს მარა აირლოქიანი თავსახურის გარეშე არ გირჩევ,ფარული დუღილი გაზაფხულამდე გრძელდება და აირს იგროვებს.

მადლობა გამოხმაურებისთვის... ეს აირლოქიანი თავსახური რა არის და სად ვიშოვო? ან როგორია?

Posted by: levani169 28 Sep 2022, 21:02
FoolOnTheHill
QUOTE
აირლოქიანი თავსახური რა არის და სად ვიშოვო? ან როგორია?

https://www.facebook.com/ghvinischurcheli/posts/2196039287326611/

Posted by: hhhwwweee 1 Oct 2022, 22:40
საფერავის ფასი მაგრა დაეცა 1.10 1.20 ია :დ

Posted by: abes777 2 Oct 2022, 22:37
QUOTE (hhhwwweee @ 1 Oct 2022, 22:40 )
საფერავის ფასი მაგრა დაეცა 1.10 1.20 ია :დ

მერე რა არის სასაცილო? რამდენი ოჯახი მშიერი დარჩება.

Posted by: hhhwwweee 3 Oct 2022, 16:24
QUOTE
მერე რა არის სასაცილო? რამდენი ოჯახი მშიერი დარჩება.

მეთვითონ მაქ 40 ტონა ჩასაბარებელი, სიმწრის სიცილია biggrin.gif

Posted by: gia1970 3 Oct 2022, 17:13
ესენი სულ გათავხედდნენ
https://www.bpn.ge/article/100842-mtavroba-1-kg-saxvanchkare-qurzens-4-larit-daasubsidirebs

Posted by: gia1970 3 Nov 2022, 21:38
საინტერესო მონაცემებია ვენახზე
https://bm.ge/ka/article/mtavroba-2023-wels-qveyanashi-venaxebis-agricxvas-daasrulebs/119761

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)