ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს მისი სატელეფონო საუბრების ჩაწერაზე თავად დათანხმდა. ამის შესახებ მან "TV პირველს" განუცხადა.
მეუფემ აღნიშნულ თემაზე კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ, "სუს-ის მიერ განხორცილებეული" სატელეფონო მოსმენების ანგარიში საჯაროდ წაიკითხა.
"დამიკავშირდა უშიშროების სამსახური და მითხრეს, რომ აპირებდნენ ჩემს ჩაწერას, სულ რომ ისმინებოდეს ჩემი ტელეფონი. მე ვუთხარი, რომ მე თანახმა ვარ. ეს ჩემი საუბრები, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები წინ არ უნდა დამხვდეს არასდროს იმიტომ, რომ ჩემზე კიდევ ბევრი ადამიანის ბედ-იღბალია დამოკიდებული.
მე ეს პირობა მომცეს და მეც დავთანხმდი. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, აღარავინ არ დამკავშირებია. მე ჩავთვალე, რომ ეს შეთანხმება მაინც ძალაშია, თანახმა ვარ მოსმენაზე, მაგრამ არ ვარ თანახმა ამის გამოქვეყნებაზე, იმიტომ, რომ ეს არის კრიმინალური დანაშაული", - ამბობს მიტროპოლიტი.
სტალინის შეკოწიწებული საპატრიარქო, საკუთარ წიაღს უბრუნდება! როგორც იქნა, თავდაპირველ ფუნქციას დაუბრუნდნენ!
ნაცებიც მაგრები ყოფილან
ვინც მოსასმენი იყო, იმას წინასწარ აფრთხილებდით?! აბა, ვის უსმენდით? მესანთლე ქალს და ჭიშკართან ჩამომჯდარ მათხოვარს?
This post has been edited by DATK@ on 4 Aug 2021, 17:19