forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) 1 [2]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მთარგმნელობითი საქმიანობა, დიდი პრობლემა!
ereklebarv
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2382
წევრი No.: 48407
რეგისტრ.: 3-December 07

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 15:00  #52175381      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
FLEA_

კარგად ვერ გავიგე რა მკითხეთ... smile.gif

მე მგონია რომ რუსები გასაბჭოებამდე წიგნებს არ თარგმნიდნენ? biggrin.gif რატომ უნდა მეგონოს ეგ?
spy.gif

ინგლისურიდან ქართულად გადმოთარგმნილი წიგნები ვიგულისხმე მე. ედგარ პოს მოთხრობები მაგალითად. ფოლკნერის ნაწარმოებები. ერთი და იგივე კაცის გადმოთარგმნილია და საშინელებაა.
FLEA_
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5939
წევრი No.: 16275
რეგისტრ.: 16-January 06

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 15:04  #52175412      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ereklebarv
რუსებში ბევრი კარგი მთარგმნელია . ბევრი კი არა უამრავი..
და კომუნისტური ეპოქა არაფერ შუაშია აქ..

სწორად აღნიშნეს ზემოთ..
წიგნის ბაზარია დიდი და მთარგმნელთა დიდი არმია უზრუნველყოფს ,ბევრი კარგი თარგმანის არსებობას.
narmonana
ისედაც წასვლა მინდოდა


********
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 29572
წევრი No.: 109310
რეგისტრ.: 15-January 10

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 15:08  #52175436      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პფფფ,გავარტყი კომუნისტების თარგმანებს......

კარგებიც იყო კიი,რა ბაზარია,მაგრამ ცუდი უფრო მეტი იყო,დაწყებული იმით,რომ ჩერეზ-ჩერეზ თარგმნიდნენ..რუსულიდან,ორიგინალის ნაცვლად.რაღაცეებს ამოაგდებდნენ ხოლმე,რაღაცეებს ჩააგდებდნენ......


მაგრამ კი,ახლაც მხვდება ცუდი ნათარგმნები.........

იმ გამომცემლობებში,რომლებიც ბევრს გამოსცემენ...


--------------------
"სახლები დავუწვათ!"
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1311
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 15:18  #52175490      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
narmonana
ვაჰ, სალამ! როგორ ხარ?
QUOTE
პფფფ,გავარტყი კომუნისტების თარგმანებს......

რეიზა? მე რაც წამიკითხავს (მხატვრული ლიტერატურა) მგონი ძირითადად არიგინალიდანაა ნათარგმნი. ამერიკელი მწერლები მამწონს, ფრანგული რა თქმა უნდა, ასევე ესპანური მწერლობაც მომწონს და კიიიდო ძველი ბერძნული ფილოსოფია. რაც წამიკითხავს კამუნისტების დროინდელი კარგებია, კარგი ქართულით და გამართულად, ლამაზად გამოყვანილი ასოებით. ახლა კი შეიძლება თვალები გეტკინოს კითხვისას biggrin.gif




--------------------
ცხოვრება მშვენიერია (...მემგონი).
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5126
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15

გამოგზავნილია: 13 Feb 2018, 18:13  #52176708      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
FLEA_
QUOTE
ხო არ მოვკიდო მაგ საქმეს ხელი ? პროფესიაა ბოლო ბოლო ჩემი.. :დ
რატომაც არა?უამრავი წიგნია სათარგმნელი
QUOTE
თუ წერა დავიწყო ? 
ეგეც უნდა სცადო
QUOTE
სექტებს ქმნიან .. მეც ხო არ შევქმნა რამე ,მაგ ; მოსეირნე მოლაღურთა სექტა ?)))
ფაქტიურად ჩვენ უკვე საქტა ვართ
QUOTE
ამასწინათ ერთი გერმანული ზღაპარი წავიკითხე და კი ვიფიქრე ისე ,ქართულად ამის თარგმნა კაი იქნება. პრაქტიკული რჩევები იყო ბავშვებისთვის.. კი არა უფროსებსაც გამოადგებოდათ.. 
საინტერესოა


--------------------
Pissing outdoor it's modern mans one of the last true pleasure
Perfecto_77
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1311
წევრი No.: 224389
რეგისტრ.: 27-September 16

გამოგზავნილია: 20 Feb 2018, 18:56  #52220989      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
21 თებერვალს, 19 საათზე, „არტანუჯი“ გიწვევთ ცნობილი მთარგმნელის – მედეა ზაალიშვილის ავტობიოგრაფიული წიგნის წარდგენაზე!

„ცაში გამოკიდებული სახლი“ პირველი წიგნია, როდესაც ინგლისურენოვანი ნაწარმოებების ფურცლებს შორის მცხოვრებმა და თავადაც მათი პერსონაჟი ქალების მსგავსმა ავტორმა სხვათა გამოცემებიდან გადმოაბიჯა და საკუთარს სთავაზობს მკითხველს. მის მყუდრო, ტომეულებითა და ლიტერატურული პერიოდიკით სავსე ოთახს, რომლის მონახულებაც თითქოს ერთგვარ განსაწმენდელად ქცეულა ახალი თაობის მწერლებისა და მთარგმნელებისათვის, კიდევ ერთი მშვენიერი წიგნი შეემატება. წიგნი, რომლითაც შესანიშნავმა ლიტერატორმა ბოლოს და ბოლოს გაბედა და თავისი სახელი და გვარი შიდა სატიტულო გვერდებიდან გარეკანზე გადმოიტანა.

მედეა ზაალიშვილის ავტობიოგრაფიული წიგნის გმირების უმეტესობა ის პიროვნებებია, რომლებიც მეოცე საუკუნის ქართულ კულტურასა და მეცნიერებას ქმნიდნენ, ამიტომაც ის, მხატვრული ღირებულების გარდა, წინა საუკუნის ისტორიული სურათების წარმოდგენის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსის“, „ვენერა და ადონისის“, ემილი დიკინსონის ლექსების, იეიტსის „კელტური მიმწუხრის“, უილიამ ფოლკნერის „სული რომ ამომდიოდას“ და სხვა მრავალი გამორჩეული პოეტური თუ პროზაული ნაწარმოების მთარგმნელი ქართველი მკითხველისათვის სრულიად უცნობ ამბებს განსაკუთრებული ოსტატობით აღწერს. (ანი კოპალიანის წინასიტყვაობიდან)

რედაქტორები: ზვიად კვარაცხელია, ანი კოპალიანი
გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი
დამკაბადონებელი: ვიოლა ტუღუში

წიგნს ერთვის ფოტომასალა მედეა ზაალიშვილის საოჯახო არქივიდან.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია!
მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, N17ბ, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) 1 [2]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0249 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]