#53030360 · 4 Jul 2018, 15:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ აღგიწერთ ჩემ პრობლემას. ვცდილობ განვათავსო მოზრდილი მოცულობის ქართული ტექსტი საერთაშორისო ინტერნეტ სივრცეში. ტექსტი აკრეფილია Unicode UTF8 Sylfaen ფონტში. თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ჩემი დისტრიბიუტორის მიერ დაპროცესების მერე (Epub, pdf, mobi, txt და ა.შ. ფაილებად გარდაქმნა) , ვაწყდები დიდ პრობლემას: pdf, mobi, txt ფაილები საერთოდ არ იკითხება, Epub ფაილს ზოგიერთი Epub Reader-ი კითხულობს, მაგრამ Adobe Digital Editions 4.5-ზე სასვენის ნიშნების გარდა ყველა სხვა სიმბოლო გამქრალია. ერთი სიტყვით, ქართულ ფონტს ვერ კითხულობს. ან არადა, ზუსტად ვიცი, რომ რომელიღაც ქართული ფონტი ნამდვილად აქვს. დივაისის მარცხენა ნაწილში გამოტანილი NCX (წიგნის სარჩევი დასაწკაპუნებელი ლინკებით) ქართული შრიფტით არის დაწერილი და მშვენივრად მუშაობს - დაწკაპუნების შემთხვევაში მიყავხარ საჭირო გვერდზე, რომელიც მხოლოდ სასვენი ნიშნებით არის წარმოდგენილი, ქართული ასოები კი აორთქლებულია! AcadNusx -იც ვცადე, ამ შემთხვევაში ტექსტი არ გამქრალა, მაგრამ ქართული ასოები ლათინურით ჩაანაცვლა.
მოკლედ, სრულ პროსტრაციაში ვარ. აშკარად ფონტის პრობლემაა. ან არა და, ამ საკითხში სრული უვიცი ვარ. იქნებ, ვინმე ერკვევით ამ ვიზარდულ საქმეებში და მირჩიოთ რამე გონივრული?
|