#49803401 · 28 Jan 2017, 01:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თანაფორუმელებო, მოგესალმებით და ერთი ძალიან საჭირბოროტო კითხვა მაქვს მცოდნე პროფესიონალებთან: შესაძლებელია თუ არა Taxify აპლიკაციის დაყენება და გამართული მუშაობა ბლექბერზე (Z30)?
ჩემს ბლექბერიზე გადმოვიწერე Google App Store, Play Service, Blackberry Google ID, Google Settings და შესაბამისად ანდროიდების უმეტესი პროგრამები სავსებით მისაღებად მუშაობს ბლექბერიზე ( მაქვს BB 10.3.3.1435 ვერსია). კარგად მუშაობს whatsapp, viber, maps.me, skype და კიდევ რამოდენიმე საჭირო პროგრამა.
ძალიან ვცდილობ, მაგრამ, ვერაფრით ვერ აავამუშავე ეს Taxify. apk4blackberry.com/Taxify.html -დან რომელი პროგრამაც არ გადმოვწერე, არც ერთი არ მუშაობს, თითქოსდა ინსტალირდება, აქტივაციის კოდიც მოდის, მაგრამ მერე რუქაზე ვერ პოულობს ტელეფონის მდებარეობას და/ან წერს, რომ Google Play Service სჭირდება ამ აპლიკაციის მუშაობასო და აქ მთავრდება ყველაფერი....
ბოდიშს ვიხდი თუ ეს თემა უკვე განხილულია და მე ვერ მივადევნე თვალი. ამ შემთხვევაში იქნებ ლინკი, სათაური ან პოსტი მიმითითოთ პრობლემის გადასაჭრელად.
წინასწარ დიდი მადლობა აქ ან PM-ზე გამოხმაურებისთის.
This post has been edited by BBM on 28 Jan 2017, 02:22
|