ეს 2 დღეა დავინტერესდი მაგ კოინით ჩარტის გამო
ჯერ სხვა ვალუტებთან შედარებით (სხვა ვალუტების მთლიანი მოცულობა/ფასი შეფარდება) დაბალი ფასი აქვს
ფასი გაიზარდა იმის შემდეგ რაც bitfinex ზე დაიწყო ამ კოინით ვაჭრობა 1-2 თვეა
ეს პლატფორმა არის ერთადერთი სადაც ამ კოინით ვაჭრობა ხდება, მაგ პლატფორმაზე ვერ ყიდულობენ ამერიკელები, რაღაც კანონები აქვთ და მაგიტომ
კოინით დაინტერესება იზრდება, ვარაუდობენ რომ უახლოვეს პერიოდში სხვა პლატფორმებიც დაამატებენ იოტას, რაც კიდევ უფრო გაზრდის trade volumes რომელმაც უკვე თავისი რეკორდები მოხსნა და ფასზეც იმოქმედა
ასევე ვარაუდობენ აზიის ჩართვას რაც ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს
კოინის მოცულობა არ არის დიდი, სულ არის 2.8 მილიარდამდე კოინი რომელიც ico-ს დროს გაიყიდა და დარიგდა, მეტი კოინი აღარ იქნება ანუ ყველა მიმოქცევაშია
ტრანზაქციებზე საკომისიო არ აქვს კოინს
ასევე ვრცელდება ბევრი ინფორმაცია რომ ბევრ კომპანიასთან ახდენს ინტეგრაციას იოტა
https://steemit.com/bitshares/@animatormatt...ow-or-cry-laterყველაფერში ბოლომდე ვერ გავერკვიე ჯერ, მაგრამ ფასიდან გამომდინარე და იმ კოინებიდან გამომდინარე რომლებიც ბოლო თვეებში რამდენიმე ცენტიდან 10$მდე გაიზარდა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კოინია
Mkt. Cap.
$ 2.70 B
არც ისე დიდი ჯამური ღირებულებაა
მე ripple ზე ვაკეთებდი აქცენტს მაგრამ რიპლი უკვე 38 მილიარდია მიმოქცევაში და 72 მილიარდი კიდევ როდის დაემატება ღმერთმა იცის
დიდი მოცულობაა ძალიან რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასზე, ამ კოინებზე ფასის გაზრდის შემთხვევაში იოტას უფრო დიდი პერსპექტივა აქვს
ასევე საინტერესო სიახლეები იქნება bytecoin ზე
გაქვთ ვინმეს ეს კოინი?
https://bytecointalk.org/showthread.php?tid...id=3678#pid3678 This post has been edited by buxxx on 18 Aug 2017, 10:53