გაუსწრია რა..ეგ უფრო მის ოჯახზე ითქმის ალბათ-თავად თამარს (თუ ჟანას) უკვე კარგი საფუძველი ჰქონია ცერნში მომუშავე დედის სახით-გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება, მის მომავალზე ყოველთვისმნიშვნელოვან გავლენას ახდენს .
ინტერვიუს ვუსმინე და გამოდის, რომ ჰარმონიულად შეეწყო ერთმანეთს ეს კარგი საფუძველი, ოჯახის ხელშეწყობა, პირადად მისი ნიჭი და მონდომება და ცოტა იღბალიც (იღბალი ყველაფერში სჭირდება ადამიანს). ალბათ, მენტორიც კარგი შეხვდა.
ჰოდა, ძალიან კარგი, ღმერთმა ხელი მოუმართოს შემდეგშიც....
პ.ს. როცა ყველაფერი კარგად მიდის, დოქტორანტი მუყაითი და ჭკვიანია და თემაც ამართლებს, 27-28 წელი ჩვეულებრივი ასაკია დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად ევროპაში. ამერიკაშიც ალბათ...
34-35 წლის პროფესორებიც არიან და თან არაერთი. უბრალოდ, ცხადია, რომ ჩვენთვის სასიამოვნოა იმის გაგება, რომ ჩვენს ქვეყანაში დაბადებულმა ადამიანმა მიაღწია წარმატებას ასე სწრაფად. სტიმულიც არის მომავალი თაობისათვის. მეცნიერებისათვის დიდად არავინ იგიჟებს თავს ჩვენში, მაგრამ რა ვიცით, რა ხდება. იქნებ ერთეულებისათვის მაინც გახდეს შთაგონების და ენთუზიაზმის მიმცემი
https://vimeo.com/102873859 This post has been edited by Solveig on 30 Mar 2015, 21:15
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!