ტუტორიალი
ლილიტ სასწორებს ზოგადად, ლილიტი რომ შეფარვით მოქმედებს ეს ისედაც ვიცით. ის არ მოდის პირდაპირ და ლილიტის ქონა რომელიმე ნიშანში არ ნიშნავს რომ იმ სფეროში არ გვიმართლებს და ვსიო. პირიქით...
ხანდახან ლილიტი ბევრს გვაძლევს იმისთვის რომ ვცდუნდეთ და მერე გვართმევს. ესაა მისი არსი - ცდუნება.
ადამიანები, რომელთაც აქვთ ლილიტი სასწორში, ადვილად იპყრობენ საპირისპირო სქესის ყურადღებას, უამრავი ფლირტი, ინტრიგაა, მაგრამ... ურთიერთობას ვერავისთან აწყობენ საბოლოოდ. მათი კარმაც ამაშია, - იყო განსაკუთრებული და ... მარტოხელა.
ახლა რაც შეეხება ამ ლილიტის ხაფანგებს :
(აღვნიშნოთ, რომ ლილიტი აძლიერებს იმ ნიშნის უარყოფით თვისებებს, სადაც ხვდება)
ლილიტ სასწორიანს მუდამ ეჩვენება რომ მისი საყვარელი ადამიანი არასამართლიანად ექცევა.
სამართალი ხომ სასწორის კომპეტენციაა. ხშირად ისმის მათგან ასეთი ფრაზები - "მე შენგან ამას არ ვიმსახურებ", "არ მეგონა თუ ასე მომექცეოდი", "შენ გგონია დამჩაგრავ? მე დავიცავ ჩემს თავს".
რეალურად ისინი ებრძვიან ქიმერებს.
ეს ილუზია ჩნდება მათი ქმედებიდან, უფრო სწორად კომპლექსიდან - იყვნენ იდეალური მეორე ნახევრები.
ცდილობენ ყველანაირად მოერგონ პარტნიორს (სასწორი ხომ მზის დაცემაა, "მე"-ს ნაცვლად "შენ"), დებენ ამაში დიდ რესურსს, რომელსაც მეორე ადამიანი ცხადია ვერ ხედავს (მეორე ნახევარი უბრალოდ ბედნიერია, რომ ასეთი მშვენიერი ვინმე ჰყავს გვერდით, გახსოვდეთ, მან ხომ არ იცის რამდენს აკეთებთ ამისთვის, ლილიტ სასწორიანებო) და საკმარისია ჩვენს მეორე ნახევარს რამე მცირე დოზით შეეშალოს, რომ ეგრევე მოდის განგაში ჩვენს თავში - "მე ამდენს ვაკეთებ მის გამო და ის ელემენტარულს არ აკეთებს ჩემთვის!" "SOS, ვიჩაგრები!"
გახსოვდეთ - თუკი რამეს აკეთებთ ურთიერთობისთვის ეს თქვენი გაცემული ენერგიაა, საპასუხოსთვის ნუ გასცემთ.
ადამიანს ხელში აჩეჩებთ თქვენს იდეალურობას, თქვენივე კომპლექსიდან გამომდინარე და როცა იგი ვერ ხვდება როგორ მოექცეს ამას, მას სასწრაფოდვე სდებთ ბრალს რომ არაფერს აკეთებს თქვენს გამო და უსამართლობას აქვს თურმე ადგილი.
არა.
შეიგნეთ, თუკი რამე კეთდება ეს თქვენი სურვილია, ნუ დაავალდებულებთ პარტნიორს იმის გამო, რაც არც კი უთხოვია და თქვენვე შეაჩეჩეთ.
პერფექციონიზმი.
ოჰ, სასწორი მერედა როგორი სნობია
ეს ემატება თქვენს სურვილს, იყოთ იდეალური, რომელიც იმ მექანიზმს რთავს, რაც ზემოთ ვახსენეთ.
ისწავლეთ იყოთ ნაკლოვანები, მიეცით თქვენს თავს უფლება შეგეშალოთ რამე, იპოქონდრიკი იყოთ და ასევე დიდსულოვნად მიიღეთ პარტნიორის ნაკლოვანი მხარეები.
ზღაპარში არ ვართ, არც პეპლები დაფრინავენ ირგვლივ
სანამ ჩხუბზე გადახვალთ და პათეტიკაზე, გაარკვიეთ რა ხდება მის თავს.
ადამიანი, რომელიც გაკლებს რაღაცას ურთიერთობაში, ნაგლი დამპალი და დეგენერატი კი არაა, უბრალოდ რაღაც მიზეზის გამო აკეთებს ამას.
სანამ დააცხრები თავზე ბრალდებებით, სადაც შენ უფრთო ანგელოზი ხარ და ის დამპალი ტირანი, რომელსაც ბევრს უთმენ თურმე, გაარკვიე - რა ხდება მის თავს.
ლილიტი სასწორს აბრმავებს, მის თვისებას იყოს დიპლომატი და შეხედოს მეორე ადამიანის გადმოახედიდან სიტუაციას, ამახინჯებს და გვაწვდის ადამიანს, რომელიც აპელირებს თავის "სიმართლეზე" და არ ცდილობს გაიგოს ოპონენტის პოზიცია.
შედეგად ვიღებთ, გოგონას, რომელიც ბევრისთვის იდეალური ქალია, მაგრამ ვერავინ ქაჩავს მის გვერდით ყოფნას.
"ყველა დედოფალი მარტოა".
ლილიტი სასწორის პატივმოყვარეობაც საკმაოდ დიდია. აქაც ლილიტის მაქინაციები სასწორის დამახინჯებაში - "შენ"-ის ნაცვლად "მე".
და ვიღებთ არსებას, რომელიც გარდა იმისა რომ თვითონ ცდილობს ვარსკვლავებს წყვეტდეს, ასევე ცდილობს პარტნიორის გაიდეალურებას, ანუ - რა თვისებაც თვალში არ მოსდის, ცდილობს გარდაუქმნას, გადაუკეთოს.
რამდენად ახერხებს ეს უკვე ლილიტი სასწორიანის გამჭრიახობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ფაქტი ერთია მაინც - ვერავის გადააკეთებ და შეცვლი.
ვბრუნდები ისევ იგივე ჭეშმარიტებასთან - მიიღე ისეთი, როგორიც არის, და ჩვენ ყველანი საკმაოდ შორს ვართ იდეალურობისგან.
დაამუშავეთ ლილიტი, იქ, სადაც მოგინდებათ თქვენი პრავების კაჩავი, შეჩერდით და დაფიქრდით, რატომ გაკლებენ რამეს ურთიერთობებში?
ლილიტო სასწორებო, თუ ეს სტატია არასამართლიანად მოგეჩვენათ, ესე იგი ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ თქვენი ლილიტის დამუშავება.
© woman_
This post has been edited by woman_ on 24 Jun 2017, 15:46