https://www.youtube.com/watch?v=m_viP1HMEI8პანიკაში არიან ...
ყოფილ სუსურუკუს ქვეყნებში , იქ სადაც თურქულ ენოვანი ხალხი ცხოვრობს,თურქეთმა ჩაგვანაცვლაო...ამას 30-წელი ნელ ნელა აკეთებდნენო...ჩვენ საკუთარი უმოქმედობით ხელსაც ვუწყობდითო...
არის აქ ლოგიკა....
თურქულ ენოვან ქვეყნებში დიდი ხანია მიმდინარეობს საერთო თურანული სახლის თემაზე საუბრები,იზრდება კადრები რომლებიც ამაზე ოცნებობენ...
ორგანიზება ამისა კეთდებოდა ამერიკიდან ფეტულახ გულენის გამოყენებით...რომელმაც აავსო მთელი პოსტსაბჭოეთი და აფრიკაც კი თავისი სკოლებით...
ჩატარებული იქნა "თურქული ოლიმპიადაც",დაიბეჭდა ამის აღსანიშნავი ახალი კუპიურები...ეგეთი რამეები კი ალბათ ჰაერზე არ ხდება...
შესაძლოა ჩინეთის ჭკუაზე მოსაყვანად იყოს თურანის აღორძინების გეგმა შემუშავებული...
შეიძლება უბრალოდ ჟანდარმის ფუნქცია მისცენ....
აქ მე არა მაქვს წარმოდგენა,რა მიზნით შეიძლება უნდოდეს დიდ ბიძიებს , თურანული ქოლგის ქვეშ ასკერების შეგროვება...
როგორც ვხედავთ ნატო ვეღარაა ისეთი პოპულარული , როგორიც იყო ადრე...ვეღარც ევროპელი ახალგაზრდები არიან კარგი და იდეინნი მეომრები...ნამეტნავად ფუფუნებას არიან აყოლილი....ამიტომ შესაძლოა დიდი ბიძიები ალტერნატივის ძიებაშიც იყვნენ თურანის სახით...(ტექნოლოგიები ისედაც მათ ხელშია,ბაირახტარები კი პირველი მერცხლებიც შეიძლება იყვნენ)
დღეს უკვე ყარაბახის მოვლენებმა ბევრი დააფიქრა ... ფაქტია რომ რუსეთი ვერ იცავს სომხეთს...
ყაზახეთი..თურქმენეთი...უზბეკეთი...თათარისტანი...აი ეს ხალხი და მათი მოსალოდნელი რეაქცია აბრკოლებს ცხადია !!
ჩემი აზრი ასეთია...ჩვენ ქართველებს ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს აბსოლიტურად ყველა თურქულ ენოვან ქვეყანასთან და ხალხებთან...(ამაში მადლობა ჩვენს წინა ხელისუფლებებს)..
არ არის საჭირო ამ ურთიერთობების გაფუჭება..პირიქით უნდა გავაუმჯობესოთ...გვაქვს ამის პოტენციალი თურქეთში მცხოვრები მილიონამდე გურჯის სახითაც...და საერთოდ თურქეთში ლაზურ-გურჯული წარმომავლობის ხალხი ნებისმიერ სხვაზე მეტად არის წარმოდგენილი ბიზნესშიც..კულტურაშიც..და რაც მთავარია პოლიტიკაში...
თურანზე რუსები თუ ატირდნენ ... ეს იმას ნიშნავს რომ დროა უკვე ჩვენც აზრი ჩამოვაყალიბოთ,პოზიცია შევარჩიოთ,მხოლოდ პოპკორნით ფონს ვერ გავალთ !!
This post has been edited by მესამე on 27 Oct 2020, 14:34