Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > საჯარო რეესტრი


Posted by: asiko 12 Apr 2007, 12:19
რა სიტუაციია, ვინმე ყოფილხართ ბოლო დროს? კიდე არის რიგები? რა პროცედურებია გასავლელი და რა დრო ჭირდება ამონაწერის აღებას?
* * *
მაგათ საიტზე ვიპოვე ეს სიჭკვიანე. და ტვ-ში იყო, რაღაც ბანკშI შეგიძლიათ მიხვიდეთ და საჯაროში აღარო. არავინ იცით?

სარეგისტრაციო სამსახურში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
თუ დაინტერებული პირი პირადად აწარმოებს ურთიერთობას სარეგისტრაციო სამსახურთან
წარმოდგენილ უნდა იქნეს:
ა)Gგანცხადება;
ბ)Gდაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის ან
პასპორტის) ასლი;
გ) ადრე გაცემული ამონაწერის დედანი ან უფლებამოსილი პირის (ნოტარიუსის, საბანკო
დაწესებულების და ა.შ.) წერილობითი დასტური ამონაწერის დედნის მასთან შენახვის შესახებ;
დ)Gთუ ადრე გაცემული ამონაწერი დაიკარგა ან დაზიანდა ისე რომ მისი იდენტიფიცირება
შეუძლებელია, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს განცხადება ამონაწერის დაკარგვის ან
დაზიანების თაობაზე;
ე)Gსარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ამონაწერის განახლების ვადა და საფასური: სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების შესახებ _ 1 სამუშაო დღის ვადაში – 4 ლარი;
არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების
შესახებ _ 1 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი.
შენიშვნა:
რეგისტრაციის ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის
ბოლო დღის გასვლასთან ერთად.
ყურადღება:
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე 48 12 48 ან 48 12 49,
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ გვერდზე წწწ.ნაპრ.გოვ.გე ან ელ-ფოსტაზე ინფო@ნაპრ.გოვ.გე

Posted by: *hedgehog* 12 Apr 2007, 13:20
asiko
რამდენიმე დღის წინ ვიყავი. რიგები არის, მაგრამ არა დიდი. თუმცა გააჩნია როდის მიხვალ. მე საღამოს ვიყავი და ძალიან ცოტა ხალხი იყო, მერე მეორე დღეს ვიყავი 10ისთვის და შედარებით მეტი ხალხი იყო.

საბუთი 4 დღეში გამიმზადეს

Posted by: asiko 12 Apr 2007, 13:25
*hedgehog*
4 დღეში? აბა რატო უწერიათ ერთი დღეო. დამპლები.

რა საბუთები უნდა, განხადების ნიმუში არ უდევთ საიტზე. 'ადრე გაცემული ამონაწერის დედანი'- ეს სად ვიპოვო? ნოტარიუსს ექნება ნეტა თუ სახლშI მაქვს? ქვითარი როდის უნდა გადაიხადო, საბუთების ჩაბარებამდე თუ მერე, რა უნდა უთხა ბანკს, კოდი რა არის. მოკლედ რა მაგათი რფორმა რა ვთქვი. ამხელა საიტი აქვთ და მაინც არაფერი უწერიათ ზედ.

Posted by: *hedgehog* 12 Apr 2007, 13:29
asiko
QUOTE
4 დღეში? აბა რატო უწერიათ ერთი დღეო. დამპლები

მე უფლებების რეგისტრაცია მინდოდა, ამონაწერი არა

ამონაწერი შეიძლება ერთ დღეში მოგცენ არ ვიცი.

QUOTE
ქვითარი როდის უნდა გადაიხადო,

ქვითარი მე თავიდანვე მივუტანე, ნებისმიერ ბანკში შეგიძლია გადაიხადო.

QUOTE
რა უნდა უთხა ბანკს, კოდი რა არის

ბანკს უნდა უთხრა რისთვის იხდი და იმას ჩაგიწერენ დანიშნულებაში.

Posted by: შაქროII 12 Apr 2007, 14:37
asiko
დაიტანჯები...ახლობელს ჰქონდა ბინა გასაყიდი.. ამონაწერზე დატანჯეს ...მაგის გაფომებაზე დატანჯეს...კრუგლი იდიოტები სხედან...ტან სპეციალურად გირევენ ტვინს...

Posted by: Ariarx 12 Apr 2007, 16:23
შაქროII
კაი რა დაიტანჯები არა იხვი.... თუ საბუთები წესრიგში გაქ ვაფშე არანაირი პრობლემა არ გექნება...

ყოველ მეორე დღეს რეესტრში ვაგდივარ ჯერ პრობლემა არ მქონია, დღესაც მანდ ვიყავი biggrin.gif

asiko
ამონაწერია განახლებას ჭირდება ძველი ამონაწერი, მესაკუთრე ადგილზე პირადობის მოწმობით ჯიბეში და ასლით ხელში, 7 ლარიანი ქვითარი და მოგცემენ მეორე დღეს

Posted by: asiko 12 Apr 2007, 22:13
მადლობა ყველას. მისურვეთ გუდ ლაქი ძველი ამონაწერის საპოვნელად. სადა ხარ ჩემო სულიკო... biggrin.gif

Posted by: lucia 12 Apr 2007, 22:58
asiko
დარწმუნებული ხარ, რომ ძველი ამონაწერი უნდა მიიტანო აუცილებად? ჩვენ ბანკში ყოველთვის ვიტოვებდით ორიგინალს და მერე იმისთვის სადმე რო მოეთხოვა როგორ მიუტანდა???

Posted by: Vicki 12 Apr 2007, 22:59
asiko
QUOTE
4 დღეში? აბა რატო უწერიათ ერთი დღეო. დამპლები.

ერთ დღეში თუ გინდა, მაშინ ფასიანია. შარშან ასე იყო. თუ არ ვცდები 150 $ ღირდა ოფიციალურად.

პ.ს. გუუდ ლაქი მართლა დაგჭირდება.

Posted by: asiko 12 Apr 2007, 23:03
lucia
QUOTE
ჩვენ ბანკში ყოველთვის ვიტოვებდით ორიგინალს და მერე იმისთვის სადმე რო მოეთხოვა როგორ მიუტანდა???


რასაც ბანკებში იტოვებენ და რასაც ათდღიანი ვადა აქვს, ეგ ასლია. და ეგ მჭირდება მეც ეხლა, მაგრამ აი ეს ორიგინალი რაღაა, ვერ მოვდივარ აზრზე.

არადა, ადრე დამჭირდა ეს ამონაწერი და ავიღე. არაფერი ორიგინალი არ მიმიტანია. რა უნდათ ნეტა?? მარა ეტყობა ის იყო ორიგინალი და განისვენებს ბანკის არქივში. ეხლა დავწერ, რომ დავკარგე თქო, აბა სად ვეძებო ეხლა ბანკებში ორიგინალი, მეზარება.

Posted by: lucia 12 Apr 2007, 23:07
asiko
ჰოო.... მაშინ ჰოოო



გუუდ ლაქ

Posted by: asiko 12 Apr 2007, 23:09
Vicki
QUOTE
ერთ დღეში თუ გინდა, მაშინ ფასიანია. შარშან ასე იყო. თუ არ ვცდები 150 $ ღირდა ოფიციალურად.

არა, საიტზე უწერიათ რომ ერთI დღე უნდა და 7 ლარი ღირს.
http://reestri.gov.ge/

Posted by: Ariarx 12 Apr 2007, 23:27
asiko
QUOTE
არა, საიტზე უწერიათ რომ ერთI დღე უნდა და 7 ლარი ღირს.

ეგრეა....

და ამონაწერი ასლი არ არის.... პროსტა ათ დღიანი ვადა აქვს smile.gif

ბანკში რო ტოვებ იქ იპოთეკას რეგისტრაციაზე უშვებენ რეესტრში და ამ ამონაწერში აფიქსირებენ.... მერე შეიძლება თავისთან ინახავენ კრედიტის დასრულებამდე...

Posted by: asiko 13 Apr 2007, 10:22
Ariarx
QUOTE
ბანკში რო ტოვებ იქ იპოთეკას რეგისტრაციაზე უშვებენ რეესტრში და ამ ამონაწერში აფიქსირებენ.... მერე შეიძლება თავისთან ინახავენ კრედიტის დასრულებამდე...


და როგორც ჩანს კრედიტის დასრულების შემდეგაც?? მოკლედ, მქონდა კრედიტი, დავფარე, მერე წავიღე ბანკიდან საბუთი რეესტრში ამის შესახებ და მოვახსნევინე იპოთეკა. ეს ამონაწერი მაქვს, ძველი თარიღიანი, და ათი დღის ვადიანი. ეს წარვადგინო მოკლედ ახალის ასაღებად? გავგიჟდი რაა.

Posted by: Mr.Giorgi 13 Apr 2007, 21:45
აქ არის ვინმე საჯარო რეესტრში რომ მუშაობდეს???

Posted by: tsu-girl 14 Apr 2007, 00:05
QUOTE
აქ არის ვინმე საჯარო რეესტრში რომ მუშაობდეს???


რა გაინტერესებს გიო, მითხარი...

Posted by: ხორხე 14 Apr 2007, 10:04
tsu-girl

არიქა მეც მიპასუხე biggrin.gif

ორშაფათს უნდა მივიდე,
სააქციო დაიშალა და შეიქმნა შეპესეები, რომელთან მემკვიდრეობით გადაეცათ უძრავი ქონება (შენობა და მიწა), ხოდა ემეების საჯარო რეესტრში მინდა გადატება


1. რა საბუთები უნდა წარვადგინო? smile.gif
2. ისევ პლეხანოვზეა?

Posted by: Ariarx 14 Apr 2007, 16:56
asiko
QUOTE
მოკლედ, მქონდა კრედიტი, დავფარე, მერე წავიღე ბანკიდან საბუთი რეესტრში ამის შესახებ და მოვახსნევინე იპოთეკა. ეს ამონაწერი მაქვს, ძველი თარიღიანი, და ათი დღის ვადიანი. ეს წარვადგინო მოკლედ ახალის ასაღებად?

კაკრაზ ეგაა



ხ ო რ ხ ე
ოქმები დამოწმებული, საგადასახადოში რო მოგცეს რეგისტარიის მოწმობები მაგ შპს-ებზე ეგენი, ამონაწერები (სამეწარმეოც და საჯაროც), 36 ლარიანი ქვითრები, დირექტორები საბუთების ჩასაბარებლად.... ან მინდობილობა შენ სახელზე და შენ ჩააბარე.

ისევ იქაა, პლეხანოვზე.

Posted by: Mr.Giorgi 14 Apr 2007, 18:23
tsu-girl
ვააა
პრივეტ

როგორახარ?

მოვრჩეთ ჩეთაობებს თორე MOD სიპიი გაბრაზდება smile.gif


თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, ადრე იყო მცხეთის რაიონის შემადგენლობაში, ხომ არ შემოუერთდა თბილისს? და ანუ შესაბამისად თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ხომ არ მიეწერა ეგ მიმდებარე ადგილები?

და მეორე კითხვა სახლის ექსპლუატაციაში შესვლა რო დაფიქსირდეს რეესტრში რეეები უნდა მივუტანოოო?

Posted by: ხორხე 15 Apr 2007, 08:24
Ariarx

მე მაქ ერთ-ერთი შეპესე, სხვების დედაც biggrin.gif

ამონაწერი მარტო სამეწარმეობან მაქ, საჯაროს ამონაწერი საიდან მექნება?

თუ იმ სააქციოს ამონაწერები იგულისხმე?
და რომელი ოქმები? იქნებ დამიკონკრეტო თორე ვიცი იქ რაც ხდება უნდა მივიდე, ვიბოდიალო და მაინცვერაფერი ვერ უნდა გავიგო biggrin.gif

Posted by: Ariarx 15 Apr 2007, 17:14
ხ ო რ ხ ე
კაროჩე....

ეგ სს რო დაიყო რამდენიმე შპს-დ ეგ ამბავი რეგისტრირებულია?
თუ კი მაშინ აიღე რეგისტრაციის მოწმობა, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ახალი, 15 დღIს ვადა აქვს ამონაწერს) აიღე მაგ სს-ს დაშლის ოქმი, თუ იმავე ოქმშია აღნიშნული ქონების გადაცემის შესახებ კაია თუ არადა რამე დამატებითი დოკუმენტი ინება რომლითაც მოხდა ქონების გადაცემა და ეგ დაგჭირდება კიდე.... ჰოდა გადაიხადე 36 ლარი თითოეული ობიექტისათვის და მიდი რეესტრში ჩააბარე საბუთები....


ან სამშაბათს ვიქნები რეესტრში მისასვლელი მე და შემხვდი და აგიხსნი ყველაფერს biggrin.gif

Posted by: ხორხე 16 Apr 2007, 05:39
Ariarx

ოქრო ხარ რა biggrin.gif


დღეს მოვაგროვებ ყველა მაგ დოკუმენტს და მივადგები


ხოდა ვნახოთ რა და როგორ

* * *
მამენტ შენ რაც მითხარი ეგ ყველაფერი მაქ



Posted by: Ariarx 16 Apr 2007, 16:34
ხ ო რ ხ ე
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



ჰო არ დაგავიწყდეს საბუთები ან დირექტორმა უნდა ჩააბროს ან მინდობილობა უნდა გქონდეს..... ანდაც შენ უნდა იყო დირექტორი biggrin.gif

ჰო კიდო პირადობის მოწმობის ასლი... თორე იქვე გადაღებაზე იზეთებიან ხოლმე

Posted by: Mr.Giorgi 16 Apr 2007, 20:46
Ariarx


QUOTE
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, ადრე იყო მცხეთის რაიონის შემადგენლობაში, ხომ არ შემოუერთდა თბილისს? და ანუ შესაბამისად თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ხომ არ მიეწერა ეგ მიმდებარე ადგილები?

და მეორე კითხვა სახლის ექსპლუატაციაში შესვლა რო დაფიქსირდეს რეესტრში რეეები უნდა მივუტანოოო?



ხომ არ იციი?

Posted by: Ariarx 16 Apr 2007, 22:39
Mr.Giorgi
გარტყმაში არ ვარ =((


ექსპლუატაციაში ჯერ მერიამ უნდა მიიღოს სახლი თუ არ მეშლება.... თუმცა ხ.ზ.

Posted by: Mr.Giorgi 16 Apr 2007, 23:24
Ariarx
არა ეს კერძო ბინაა,

ისე ეს თბილისის სარეგისტრაცი ერთი დიდი I.N.X.-იაა

ხვალ ნერვები მომეშლება რიგში დგომით და მომიწევს გამობრუნება, ისე მანდ კონსულტაციები აღარ არის ხომ, ანუ ეგრევე საბუთებს სადაც იბარებენ იქ უნდა მივიდე და ისენი მეტყვიან?

Posted by: asiko 16 Apr 2007, 23:28
ესე იგი, სანამ აქ ჩვენ თემებს გავხსნით, მგონი ჯობია ხანდახან ტელევიზორს ვუყუროთ. biggrin.gif

მოკლედ, იმ დღეს მოვკარი თვალი რაღაც რეკლამას, სახალხო ბანკი აკეთებს, რომ ჩვეთან მოდით და აიღეთ ამონაწერი, საჯარო რეესტრში მისვლა აღარ დაგიჭრდებათO. და მე ვფიქრობ ეხლა, რა მირჩევნია საჯაროში რიგებშI დგომა თუ სახალხოს ბანძ პერსონალთან საქმის დაჭერა. wink.gif

Posted by: Ariarx 17 Apr 2007, 00:33
Mr.Giorgi
QUOTE
არა ეს კერძო ბინაა,

ისე ეს თბილისის სარეგისტრაცი ერთი დიდი I.N.X.-იაა

ხვალ ნერვები მომეშლება რიგში დგომით და მომიწევს გამობრუნება, ისე მანდ კონსულტაციები აღარ არის ხომ, ანუ ეგრევე საბუთებს სადაც იბარებენ იქ უნდა მივიდე და ისენი მეტყვიან?

აუ კერძოს შემთხვევაში ნაღდად არ ვიცი....


არ მოგეშლება ნერვები დილით მიდი ცოტა ხალხი იქნება.... ან საღამოს და პირდაპირ რეგისტარატორს კითხე აგიხსნის ყველაფერს

Posted by: ივანიჩ 19 Apr 2007, 17:31
QUOTE (asiko @ 13 Apr 2007, 10:22 )
Ariarx
QUOTE
ბანკში რო ტოვებ იქ იპოთეკას რეგისტრაციაზე უშვებენ რეესტრში და ამ ამონაწერში აფიქსირებენ.... მერე შეიძლება თავისთან ინახავენ კრედიტის დასრულებამდე...


და როგორც ჩანს კრედიტის დასრულების შემდეგაც?? მოკლედ, მქონდა კრედიტი, დავფარე, მერე წავიღე ბანკიდან საბუთი რეესტრში ამის შესახებ და მოვახსნევინე იპოთეკა. ეს ამონაწერი მაქვს, ძველი თარიღიანი, და ათი დღის ვადიანი. ეს წარვადგინო მოკლედ ახალის ასაღებად? გავგიჟდი რაა.

დაუწერე განცხადება, დაურთე ის დოკუმენტი რის საფუძველზეც მოხსენი იპოთეკა, ძველი ამონაწერი თვითონაც ექნებათ, ალბათ 7 ლარიანი ქვითარიც დაგჭირდება,

განახლება წესით 1 დღეში ხდება მარა იმის გათვალისწინებით რომ საჯარო რეესტრი ერთერთია იმ 4 ჯოჯოხეთიდან რომელიც საქართველოშია, 2 დღეში მიდი

პ.ს. დანარჩენი 2 ჯოჯოხეთი საბაჟო და საგადასახადოა, ერთიც ნაღდი

Posted by: mosoxi 19 Apr 2007, 19:39
საჯარო რეესტრიდან გამგეობაში გააგზავნეს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მისული ქალბატონი.
საქმე იმაშია, რომ ქალბატონს ჰქონდა ორი პრივატიზაციის ხელშეკრულება 1992 წლის, ერთი და იმავე მისამართზე არსებულ ორ სხვადასხვა ოთახზე.
რეგისტრატორმა ქალბატონს ურჩია გამგეობისათვის მიემართა გაეერთიანებინა ეს ორი ხელშეკრულება და სარეგისტრაციო წარმოებისათვის მხოლოდ ერთჯერად 36 ლარს გადაიხდიდა.

ვინმემ ამიხსნას ეს შესაძლებელია?

Posted by: ივანიჩ 26 Apr 2007, 17:42
QUOTE (mosoxi @ 19 Apr 2007, 19:39 )
საჯარო რეესტრიდან გამგეობაში გააგზავნეს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მისული ქალბატონი.
საქმე იმაშია, რომ ქალბატონს ჰქონდა ორი პრივატიზაციის ხელშეკრულება 1992 წლის, ერთი და იმავე მისამართზე არსებულ ორ სხვადასხვა ოთახზე.
რეგისტრატორმა ქალბატონს ურჩია გამგეობისათვის მიემართა გაეერთიანებინა ეს ორი ხელშეკრულება და სარეგისტრაციო წარმოებისათვის მხოლოდ ერთჯერად 36 ლარს გადაიხდიდა.

ვინმემ ამიხსნას ეს შესაძლებელია?

1992 წელს დადებულ ხელშეკრულებას ეხლა როგორ გააერთიანებს ერთი საინტერესოა gigi.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)