BEHAVIOR-ი ბენდი დავაარსეთ ზუსტად 1 წლის წინ. იმ დროინდელი მდგომარეობის გამო არ გაგვაჩნდა სარეპეტიციო, ამიტომ ჩვენი ძალებით გვიწევდა ბევრი რამის გაკეთება. საბოლოოდ ახლო ადამიანების დახმარებით მოვაწყვეთ ყველაფერი, სადაც ბენდის წევრები ვრეპეტიციობდით. ვმუშაობდით პირველ ვეშზე სახელად "The Parasite". დროის გასვლასთან ერთად ბენდში ბევრი ცვლილებები მოხდა, მაგრამ მთავარი არ დაკარგულა, ამ იდეის განხორციელება.
Რა ჟანრი არის ბენდი?
ჟანრზე თავიდანვე ვთანხმდებოდით, რომ ბლექ მეტალისკენ ყოფილიყო გადახრილი, ამიტომ ბევრი კამათი არ დაგვჭირვებია ამ თემაზე, ხოლო, რაც შეეხება იდეას (მუსიკა, ტექსტები) არ არის მიმართული დეპრესიისკენ, არამედ მიმართვა რომ "ცხოვრება ბრძოლაა საკუთარ თავთან რათა უკეთესობას მივაღწიოთ".
This post has been edited by Alcest on 16 Jan 2021, 19:00
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)