გამარჯობა
მეგობარს ყავს(აქვს) C230 2,5 V6 ძრავით 2006 წლიანი სედანი (M272-ა ძრავის კოდი როგორც დავგუგლე)
მოკლედ გასაჭირი ასეთია:
საღამოს სახლში მისულმა ჩააქრო მანქანა, დილით ვეღარ დაქოქა
აჩვენა რამდენიმე ხელოსანს და ზუსტი დიაგნოზი ვერავინ დასვა, ზოგმა არაფერს აჩვენებს კომპიო, ზოგმა ცილინდრების არასწორი მუშაობაო, ზოგმაც ცეფია გადამხტარი და კლაპნებიც დაღუნულიო
ბენზინი მოდის, ნაპერწკალი მოდის, თითქოს ცდილობს დაქოქვას, კომპრესია შეამოწმა და 2 ცილინდრზე 6-8 აქვს, დანარჩენზე 9-10 რასაც სავარაუდოდ კლაპნების დაღუნვის ვარაუდისკენ მივყავართ
დატოვილი ყავს ხელოსანთან და ხვალ წესით უნდა დაიწყოს დაშლა, თუმცა სხვა ძრავი რომ ეპოვა ერჩივნა, დროშიც გააკეთებდა ეკონომიას და ნაწილებზე სირბილიც არ მოუწევდა
მაგრამ, ერთი დიდი მაგრამ
1200 დოლარი უთხრეს ძრავი რასაც ვერ წვდება, გვაინტერესებს შემდეგი: სხვა რა ძრავის ჩადება შეიძლება შედარებით იაფად რომ გამოძვრეს? ან იგივე ძრავი ხომ არ გეგულებათ სადმე?
თუ არც ძრავია იაფად და არც სხვა ჩადგება მაშინ იქნებ ის მაინც იცოდეთ ხარისხიან დეტალებს სად იყიდის(სავარაუდოდ ცეფი, დამჭიმი, კლაპნები, რასპრედვალის კბილანები და აშ.)
თუ არ დაიზარებთ და რაიმე რჩევას მაინც გაიმეტებთ მადლობელი ვიქნები, იქნებ ცოტა წინ წავიწიოთ
”მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.”