ავტობანის მშენებლობა 2006 წლის 15 მარტს დაიწყო.

ძირითადი ნაწილი გაივლის საერთაშორისო E60 მაგისტრალზე (თბილისი-სენაკი-ლესელიძე), ხოლო შემდეგ გრძელდება E70 მაგისტრალზე (ფოთი - სარფი).
პირობითად ავტობანი დაყოფილია რამდენიმე მონაკვეთად, რომელთა ნაწილი დასრულებულია, ნაწილი მშენებლობის პროცესშია, ნაწილი კი ტენდერების და დაპროექტების.
- რუსთავი - წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი) და რუსთავი - სადახლო (სომხეთის საზღვარი).
დაყოფილია 4 ლოტად:
- რუსთავი-ალგეთი (ლოტი 1) 21 კმ. და ალგეთი-წითელი ხიდი (ლოტი 2) 10.9 კმ.
- ალგეთი-არაფლო (ლოტი 3) 13 კმ. და არაფლო-სადახლო (ლოტი4) 16.3 კმ.
მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.
- თბილისის შემოვლითი გზა. მიმდინარეობს პროექტირება.
- ნატახტარი - სურამი. დასრულებულია.
- სურამი - ჩუმათელეთი (რიკოთის გვირაბი) F0 ლოტი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 6,9 კმ.):
სამუშაოებს ასრულებს ჩინური კომპანია"სინოჰიდრო". გამოწვევებია და სავარაუდოდ 2025-ში დასრულდება.
- ჩუმათელეთი - ხევი (F1 ლოტი) - 11.7 კმ. მშენებლობას ახორციელებს - “China State Construction Engineering Corporation Limited”
გახსნილია ნაწილობრივ. დანარჩენ მონაკვეთებზე გამოწვევებია და სავარაუდოდ 2025-ში დასრულდება.
- ხევი - სამტრედია. დასრულებულია.
- სამტრედია - გრიგოლეთი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 52 კმ).
დაყოფილია 4 ლოტად:
I ლოტი - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 11.5 კმ.
დასრულებულ გზაზე გახსნამდე ხიდი ჩაინგრა. ასევე, მეორე ხიდიც უსარგებლოა როგორც გაირკვა და ეს საგა როდის დასრულდება, უცნობია.
II ლოტი - 18.5 კმ. დასრულებულია. მოძრაობა გახსნილია 13 კმ.ზე (ჯაპანა-ლანჩხუთი).
III ლოტი - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ. მშენებლობას ახორციელებს - „China Road and Bridge Corporation“.
სავარაუდოდ 2025-ში დასრულდება.
IV ლოტი - დასრულებულია
- გრიგოლეთი - ფოთი. სტატუსი უცნობია.
- გრიგოლეთი - ქობულეთის შემოვლითი[/b] E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 14 კმ) სამშენებლო სამუშაოებს თურქული სამშენებლო კომპანია (ერთობლივი საწარმო) „POLAT YOL & MAPA“ ასრულებს.
გახსნილია 11 კმ. დარჩენილია სუფსის ხიდის მიდამოები ესტაკადებით.
- ქობულეთის შემოვლითი გზა 33,6 კმ. დასრულებულია. დაწყებულია პროცედურები დამატებით ორი ზოლის აშენებაზე.
- ბათუმის შემოვლითი გზა 14 კმ. დასრულებულია.
- ბათუმის შემოვლითი - სარფი. 11,4 კმ. პროექტირება დასრულებულია.
მეტი ინფორმაცია:
http://georoad.ge/ წინა თემების ბმულები:
ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძეავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IIIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IVავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - Vავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - VIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - VIIავტობანი - ნაწილი 8ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძეავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - Xავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - XIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - XIIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - XIIIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე (V14)ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე (V15)ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე (V16)ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე (V17)ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე (V18)