ე.ი. ვნახე რომ ამ ქვეყანაზე ტოპიკი არ არის, გადავწყვიტე გამეხსნა, რადგან იქ ვიმყოფები ახლა. და ზოგადადაც მომწონს ეს ქვეყანა.
ქვეყანა რომელშიც არის მეტნაკლებად სოციალიზმი და ყველა არის საკმაოდ თანაბრად, უფასო განათლება და მედიცინა... და ა.შ.
ასევე თოვლის ბაბუა
ლუდი არაყი და სიცივე 8 თვე წელიწადში
თქვენ რა აზრის ხართ?
აი მოკლე ინფო:
* ოფიციალური: ქართულად - ფინეთის რესპუბლიკა; ფინურად - Suomi; Suomen tasavalta; შვედურად - Republiken Finland.
* ეტიმოლოგია - სახელი შესაძლოა მომდინარეობდეს გერმანიკული Fennland-ისაგან, რაც “მოხეტიალეებს” უნდა ნიშნავდეს, ხოლო ეროვნულ ფორმას (Suomi) უკავშირებენ ბალტიურ ძირს, რომლის მნიშვნელობაა “მიწა, ქვეყანა”.
* ქვეყნის კოდი - FI.
* ფართობი - 337.032 კვ.კმ.
* ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - ჰალტი 1.328 მ; მდინარე - კემიოკი 483 კმ; ტბები (კვ.კმ) - დიდი საიმაა 4.377, ინარი 1.102, პაიანე 1.054; კუნძულები (კვ.კმ) - სოისალო 1.638, ალანდი 685, კემი 524, ჰაილუოტო, ვალგრუნდი; კლიმატი - კონტინენტური, სუბპოლარული.
* ბუნებრივი რესურსები - საშენი ხე-ტყე, სპილენძი, თუთია, რკინის მადანი, ვერცხლი.
* პოლიტიკური სისტემა - რესპუბლიკა.
* სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ტარია ჰალონენი (Tarja HALONEN, 2000).
* საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი - ედუსკუნტა (200 წევრი).
* ადმინისტრაციული დაყოფა - 12 პროვინცია (lääni), მათ შორის ალანდის კუნძულებს ავტონომიის სტატუსი აქვს.
* მოსახლეობა - 5.190 ათასი (2003), მათ შორის 93% ფინელები, 6% შვედები.
* ენები - ფინური და შვედური.
* რელიგია - ევანგელურ-ლუთერანული მიმდინარეობის პროტესტანტიზმი - 92%.
* ქალაქები (ათ.) - ჰელსინკი (583, აგლომ. - 1.163), ესპოო (230), ტამპერე (201), ვანტაა (190), ტურკუ (178), ოულუ (125).
ფინეთი განივთარებული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (127 მლრდ $) მსოფლიოში 32-ე ადგილი უკავია.
* ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 5, მრეწველობა - 34, მომსახურება- 61;
* ე.ე.პ. (1 სულზე) - 37.800 $.
* ექსპორტი - ხე-ტყე, ავტომობილები, გემები, ტანსაცმელი, ავეჯი.
* უდიდესიკომპანიები - ფინაირი, ნოკია, ტელია სონერა, ვალმეტი.
* ბიუჯეტი - $96.43 billion
* ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ფინური მარკა.
* არქიტექტორი – ალვარ აალტო;
* კომპოზიტორი – იან სიბელიუსი;
* პოლიტიკოსები – იუჰა პაასიკივი, ურჰო კეკონენი, მაუნო კოივისტო;
* მწერლები – ელიას ლონროტი, ალექსის კივი;
* თეოლოგი – მიკაელ აგრიკოლა;
* სპორტსმენები – პაავო ნურმი, მიკა ჰაკინენი, იარი კური.
This post has been edited by A_I on 15 Mar 2007, 15:36