დღეს იღებს სტარტს უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშება.
ერთა ლიგის პირველ თამაშში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ყაზახეთს დაუპირისპირდება სტუმრად, „ასტანა არენაზე“.
მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და ტრანსლაციას პირველი არხი და სილქ სპორტი შემოგვთავაზებენ.
ერთა ლიგა დამატებით საშუალებას იძლევა, რომ ითამაშო ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე.
უეფა-ს 55 წევრი ნაკრები გადანაწილებულია ოთხ — A, B, C და D დივიზიონებში.
ჩვენი ნაკრები D დივიზიონშია.
D დივიზიონში 16 ნაკრები გადანაწილებულია 4 ჯგუფში.
4 ჯგუფის 4 გამარჯვებული გაზაფხულზე პლეი-ოფებში ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ერთი საგზურისთვის.
ჯგუფი:
კალენდარი:
შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი).
წარმატებები ჩვენ ნაკრებს!
This post has been edited by ფორცხოლი on 6 Sep 2018, 13:28
. .