forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (37) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფლოტი III, ბრძოლა ზღვაზე, წყლის ქვეშ, სანაპირო დაცვა
eagle.1.
საქართველო


*****
ჯგუფი: Moderators
წერილები: 4396
წევრი No.: 116347
რეგისტრ.: 30-May 10

გამოგზავნილია: 10 May 2017, 20:17  #50537477      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

user posted image

user posted image


user posted image


Warning:
შეურაცხყოფის გარეშე ისაუბრეთ და ნუ გაამწვავებთ, ყველას ეხება.



წინა თემის ლინკი: ფლოტი-2

This post has been edited by eagle.1. on 10 May 2017, 20:24


--------------------
მამულისათვის! მამულისათვის!
ძმებო სიკვდილი ან გამარჯვება.
ildamusa



******
ჯგუფი: Members
წერილები: 8254
წევრი No.: 91059
რეგისტრ.: 10-May 09

გამოგზავნილია: 10 May 2017, 21:06  #50537787      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im
მამუკა Mოდი კონკრეტიკაზე გადავიდეტ. Vტქვატ საქარტველო სჰემდეგი 10 წლის მანზილზე აპირებს სამხედრო შესყიდვებზე დახარჯოს 1 Mილიარდი დოლარი. მასჰინ 1. საზღვაოზე რა წილი იქნებოდა სამართლიანი? 2. რადგანაც ერთდროულად ვერ იყიდი 1 Mილიარდისას>>Uნდა დაასცროს ტუ არა მისმა კიდვამ სხვა ტექნიკის კიდვას?

This post has been edited by ildamusa on 10 May 2017, 21:08


--------------------
– ვისაც ჩვენ არ ვებრალებთ, ჩვენ შავიბრალოთ რისადა?! სიკვდილი თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისადა!
მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა.
"Прощай немытая Россия, страна рабов" - Лермонтов
მილიტარისტი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3807
წევრი No.: 204963
რეგისტრ.: 12-July 15

გამოგზავნილია: 10 May 2017, 21:10  #50537821      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მსოფლიოში არსებობს 2 გაბატონებული თეორია ფლოტის არსის და მოწყობის შესახებ
მაჰანის თეორია დიდი ფლოტით, გენერალური ბრძოლით და ა.შ. და ჟან ეკოლი (Jeune École, ახალი სკოლა)

ამ ორიდან ერთი ორიენტირებულია საზღვაო ბატონობაზე და მოწინააღმდეგის განადგურებაზე ერთ გადამწყვეტ ბრძოლაში
ხოლო მეორე - უფრო მცირე ძალით უფრო ძლიერ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაზე. ეს იდეა ჩამოყალიბდა ფრანგი თეორეტიკოსების მიერ მეცხრამეტე საუკუნეში, რადგან საფრანგეთს იმ დროს სიდიდით მეორე ფლოტი ჰყავდა, ხოლო ყველაზე ძლიერი ფლოტი ბრიტანული იყო
თეორია გულისხმობდა მცირე ზომის ძლიერ შეიარაღებული (!!!) გემებით დიდი ზომის საბრძოლო გემებთან და სავაჭრო ფლოტთან ბრძოლას. ამით კი მოწინააღმდეგის საზღვაო ტვირთბრუნვის მოსპობას.

ამ თეორიის შედეგი იყო საფრანგეთის ფლოტში მცირე სატორპედო ნავების გამოჩენა
ჟან ეკოლის სკოლა ასევე დიდ ყურადღებას უთმობდა წყალქვეშა ნავების იდეასაც, რადგან ესეც სწორედ ასიმეტრიული იარაღი იყო დიდი საბრძოლო გემების და სავაჭრო რეიდერების გასანადგურებლად (დღეს პირიქით, წყალქვეშა ნავი ერთერთი მთავარი და მრავალფუნქციური იარაღია).

პირველად სატორპედო ნავები გამოიცადა 1886 წელს. ორი გემი გაუშვეს შერბურიდან ტულონში. მეზღვაურები ისეთ დღეში ჩავარდნენ, რომ ბრძოლის თავი აღარ ჰქონდათ
შედეგად გადაწყდა, რომ სატორპედო ნავები სანაპირო თავდაცვისთვის იქნებოდა გამოყენებული
ამავე წელს სხვა გამოცდებმა დაადასტურა, რომ სატორპედო ნავს შეეძლო წარმატებით ესროლა ტორპედოები მოძრავი საბრძოლო გემისთვის
ტულონთან გამართულ სასწავლო მანევრებში 20-მა სატპრპედო ნავმა 3 კრეისერის და 1 სანაპირო დაცვის გემის მხარდაჭერით პირობითი მოწინააღმდეგის ბლოკადაზე დამდგარი 8 დიდი საბრძოლო გემიდან უმეტესი "ჩაძირა"
ასე დაიბადა ასიმეტრიული ბრძოლა ზღვაზე
საფრანგეთში ამავე წელს ასევე იცდებოდა მცირე ზომის გემები დიდი ქვემეხებით. თუმცა ასეთი პლატფორმა დასაშვებზე მეტად არასტაბილური იყო, რაც მის გამოყენებას ართულებდა.

ეს სკოლა იყო დამყარებული ტექნიკურ ინოვაციებზე, ტექნოლოგიური უპირატესობით და არა მოძველებული იარაღით (მაგალითად დღეს ქვემეხებით) ბრძოლაზე
მისი კვლევის საგნები და ინოვაციები იყო ახალი ტიპის ჭურვები საგემბანო ქვემეხებისთვის, ორთქლის ძრავები, წყალქვეშა ნავების კონცეფცია და ა.შ.

არავის მოსვლია აზრად ძლიერ მოწინააღმდეგესთან 60 წლის სიძველის ტაქტიკით ებრძოლა

ჟან ეკოლის სატორპედო ნავები შეგვიძლია შევადაროთ დღევანდელ სარაკეტო კატარღებს თუ კორვეტებს, რომლებისაც არ შეუძლიათ საზღვაო დომინირება და გენერალურ ბრძოლებში დიდი ფლოტების დამარცხება, მაგრამ ამავე დროს არ აძლევენ მოწინააღმდეგოს დიდ ფლოტს ბლოკადის საშუალებას.

უფრო რადიკალური ასიმეტრიული საზღვაო ტაქტიკა დღეს ირანს ეკუთვნის. თვითმკვლელი კარგად შეიარაღებული მცირე ზომის სწრაფი გემები
ანუ ჟან ეკოლის სკოლას დამატებული რელიგიური ფანატიზმი

ამდენი იმიტომ ვწერე, რომ ფლოტის საქმე ზღვაზე ბრძოლაა ფლოტთან და სხვა ცალკე აღებული მიზნების მასზე მიწერა უაზრობაა
ის სუსტი ქვეყნები, რომლებიც ფლოტებს ქმნიან მათ აკომპლექტებენ დიდი აგრესორის ბლოკადასთან საბრძოლველად და სხვა ყველაფერი არის რაღაც არარსებულის გამოგონება
ფლოტს არ ქვია ფლოტი, თუ მას სხვა ფლოტთან ბრძოლა არ შეუძლია. სხვა ყველაფერი არის რაღაც ზღაპრები

This post has been edited by მილიტარისტი on 10 May 2017, 21:25


--------------------
Si vis pacem, para belum.
xDavid_S
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8282
წევრი No.: 172466
რეგისტრ.: 29-August 13

გამოგზავნილია: 10 May 2017, 21:44  #50538043      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დავუშვათ რბს15-ის ერთ-ერთ მოდიფიკაციას უწერია 200კმ საცეცხლე მანძილი

რა პირობების შესრულებაა საჭირო, რომ თუნდაც 150კმ-ზე მოხვდეს დავუშვათ

ნავსაწინააღმდეგო თუ მცირე სარაკეტო გემს

ანუ რა საშუალებები უნდა იქნას ჩართული,
რა თანმიმდევრობით და
რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს ჩვენს მხარეს


--------------------
http://airdefencegeo.blogspot.com/

დრო სრულიად გულგრილია ჩვენს მიმართ
მილიტარისტი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3807
წევრი No.: 204963
რეგისტრ.: 12-July 15

გამოგზავნილია: 10 May 2017, 22:00  #50538145      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
xDavid_S
QUOTE
დავუშვათ რბს15-ის ერთ-ერთ მოდიფიკაციას უწერია 200კმ საცეცხლე მანძილი

რა პირობების შესრულებაა საჭირო, რომ თუნდაც 150კმ-ზე მოხვდეს დავუშვათ

ნავსაწინააღმდეგო თუ მცირე სარაკეტო გემს

საქმე იმაშია, რომ რბს-ის სიზუსტე არ არის დამოკიდებული სროლის მანძილზე
არ არის ისე, რომ უფრო მცირე გემს უფრო ახლოს შეგიძლია ესროლო და დიდ გემს კი უფრო შორს
ნებისმიერ საცეცხლე სისტემას აქვს 3 კომპონენტი, ეს არის სადაზვერვო საშუალება, მართვის ცენტრი და მსროლელი სისტემა

მთავარია მიზანს ხედავდეს სადაზვერვო საშუალება და მნიშვნელობა არ აქვს რა მანძილზე იქნება ის რბს-ის მოქმედების არეალში
სადაზვერვო სისტემა აახლებს მართვის ცენტრს მიზნის შესახებ ინფორმაციით, ხოლო ეს იკანასკნელი კი აახლებს რაკეტას ინფორმაციით

ასე ხდება თანამედროვე ფრთოსან რაკეტებში და დარწმუნებული ვარ ასე იქნება მოწყობილი რბს-იც.

თუ რა დატალინკს იყენებს ეს სისტემა დაზვერვის, მართვის ცენტრის და რაკეტის კავშირისთვის ეს ქვეყნის შესაძლლებლობებზეა დამოკიდებული
შვედებს მაგალითად ძალიან კარგი პირდაპირი ხედვის ხაზზე კავშირის სისტემები აქვთ, დაცული და მაღალი სისწრაფის მონაცემთა გადაცემით
არ ვიცი თუ იყენებენ თანამგზავრულ კავშირს, ეჭვი მაქვს რომ კი
* * *
რბს 15-ის რაკეტა აღჭურვილია ძლიერი სენსორებით, მას შეუძლია როგორც გემის აღმოჩენა, როცა მას მიუახლოვდება, ასევე მისი ამოცობაც
შეუძლია მიზნის მდებარეობის დამახსროვდება კონტრზომების გამოყენების და რაკეტის დაბრმავების, ან კვამლის დაყენების შემთხვევაში
ერთერთი დაცვის მექანიზმია მანევრირება ტრაექტორიის ტერმინალურ ფაზაში
შეიძლება ჰქონდეს რადარის აღმოჩენის და არიდების უნარიც.

ზოგ თანამედროვე რაკეტას აქვს რადიოდაზვერვის აღმოჩენის შემთხვევაში ფრენის ტრაექტორიის ავტომატურად შეცვლის უნარი

მოკლედ ძალიან მოუხელთებელი სისტემებია თანამედროვე რაკეტები და ერთის მოხვედრაც საკმარისია დიდი ზომის გემი რომ ბრძოლისუუნარო გახდეს
xDavid_S
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8282
წევრი No.: 172466
რეგისტრ.: 29-August 13

გამოგზავნილია: 10 May 2017, 22:06  #50538183      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
სადაც ვიწროა იქ გაწყდესო, და ამის "ვიწრობი" სად არის?

მილიტარისტი
თან სამიზნე "პრაქტიკულად" სტატიკურია ანუ ვერსად "გაექცევა" რაკეტას

ერთადერთი შანსი აქვს ან ჩამოაგდოს რაკეტა ან ხარვეზებით ჭკუა აურიოს
მილიტარისტი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3807
წევრი No.: 204963
რეგისტრ.: 12-July 15

გამოგზავნილია: 10 May 2017, 22:09  #50538206      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
xDavid_S
QUOTE
ერთადერთი შანსი აქვს ან ჩამოაგდოს რაკეტა ან ხარვეზებით ჭკუა აურიოს

მე ვიტყოდი, რომ ერთადერთი შანსია რაკეტის განადგურება
სოფტ კილი ასეთი სამიზნეების წინააღმდეგ რამდენად გამოვა არ ვიცი
როცა რაკეტა დააფიქსირებს მიზანს, მას აღარ შეუშლის ხელს არარც ჯპს-ის სიგნალის ჩახშობა და აღარც დატალინკის, ხოლო ცრუ სიგნალის "შეგზავნა" თანამედროვე რადიოკავშირის სისტემებში უბრალოდ შეუძლებელია კოდის სირთულის გამო.
დღეს ჯპს ცრუ თანამგზავრის სიგნალის ამოცნობაც კი შეუძლია აპარატურას.
სხვათა შორის ჯპს-ის სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში ეს რაკეტები ინერციული ნავიგაციით მიფრინავენ გემის მდებარეობის რაიონში, იმხელა სამიზნეს კი ფაქტიურად არ შეუძლია ცარიელ ზღვაში სადმე მიმალვა

This post has been edited by მილიტარისტი on 10 May 2017, 22:11
xDavid_S
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8282
წევრი No.: 172466
რეგისტრ.: 29-August 13

გამოგზავნილია: 10 May 2017, 22:33  #50538349      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ასეთებზე რას იტყოდით?
საჰაერო ბალიშზე მფრენი კატამარანი 76მმ ოტო მელარას ქვემეხით + 8xNSM რაკეტით

user posted image
მილიტარისტი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3807
წევრი No.: 204963
რეგისტრ.: 12-July 15

გამოგზავნილია: 10 May 2017, 22:45  #50538447      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
xDavid_S
QUOTE
საჰაერო ბალიშზე მფრენი კატამარანი 76მმ ოტო მელარას ქვემეხით + 8xNSM რაკეტით

რაკეტა შედარებით სუსტია მაგრამ ამავე დროს კორვეტიც პატარაა
მთავარია რა არეკვლის ზედაპირი აქვს, შეძლებს თუ არა მიახლოვებას დიდ გემთან (ანუ დიდ რადართან) სროლის მანძილზე

ზომა, სისწრაფე შეიარაღებას თუ გავითვალისწინებთ ერთი შეხედვით სასიკვდილო კომბინაცია ჩანს

This post has been edited by მილიტარისტი on 10 May 2017, 22:48
gugusha-l
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1808
წევრი No.: 78883
რეგისტრ.: 16-December 08

გამოგზავნილია: 10 May 2017, 22:50  #50538478      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რადიოჰორიზონტი რამდენი კილომეტრია?
SosoChik
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5265
წევრი No.: 173395
რეგისტრ.: 14-September 13

გამოგზავნილია: 10 May 2017, 22:53  #50538504      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (მილიტარისტი @ 10 May 2017, 22:09 )
xDavid_S
QUOTE
ერთადერთი შანსი აქვს ან ჩამოაგდოს რაკეტა ან ხარვეზებით ჭკუა აურიოს

მე ვიტყოდი, რომ ერთადერთი შანსია რაკეტის განადგურება
სოფტ კილი ასეთი სამიზნეების წინააღმდეგ რამდენად გამოვა არ ვიცი
როცა რაკეტა დააფიქსირებს მიზანს, მას აღარ შეუშლის ხელს არარც ჯპს-ის სიგნალის ჩახშობა და აღარც დატალინკის, ხოლო ცრუ სიგნალის "შეგზავნა" თანამედროვე რადიოკავშირის სისტემებში უბრალოდ შეუძლებელია კოდის სირთულის გამო.
დღეს ჯპს ცრუ თანამგზავრის სიგნალის ამოცნობაც კი შეუძლია აპარატურას.
სხვათა შორის ჯპს-ის სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში ეს რაკეტები ინერციული ნავიგაციით მიფრინავენ გემის მდებარეობის რაიონში, იმხელა სამიზნეს კი ფაქტიურად არ შეუძლია ცარიელ ზღვაში სადმე მიმალვა

ამერიკელ ა ვეტერანმა საზღვაო ოფიცერმა კი მითხრა რომ მაგათი soft kill საშუალებები საკმაოდ ეფექტური არიან.
რა კონკრეტულად აღარ უთქვამს.

ბოლო დროინდელი კონფლიქტები ჟან მხოლოდ ფოლკლენდის კონფლიქტი მახსენდება, რომელშიც ექზესეტი ერთი აიცილებს ბრიტანელებმა სოფთ კილით, ხოლო მეორე კი ვერ ჩამოაგდეს.
შედეგად - ერთი ჩაძირული გემი.
შეიძლება არ მახსოვს სწორად.
მეზარება ახლა გადავამოწმო
მილიტარისტი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3807
წევრი No.: 204963
რეგისტრ.: 12-July 15

გამოგზავნილია: 10 May 2017, 22:55  #50538520      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სხვათა შორის ძალიან საინტერესო დეტალი დევს ვიკიპედიაზე smile.gif
The boats were formerly classed as MTBs (motor torpedo boats) but, from 2009, the Royal Norwegian Navy has described them as corvettes (korvett) because their seaworthiness is seen as comparable to corvettes, and because they do not carry torpedoes.
ეს ხომალდები თავიდან დასახელდა, როგორც მოტორიანი სატორპედო ნავის კლასი (გაიხსენეთ ჩემი მოყვანილი ჟან ეკოლის დაფუძვნებული სატორპედო ნავების კლასი, როგორც სუსტი ქვეყნის გამოსავალი დიდ გემებთან საბრძოლველად) მაგრამ შემდეგ გადაერქვა სახელი, რადგანაც მათი ეფექტურობა უტოლდება კორვეტისას და არ არის შეიარაღებული ტორპედოებით
და კიდევ, ნორვეგიელები მონაწილეობდნენ ჟან ეკოლისეული აზრის განვითარებაში, თავიდანვე მოიხიბლნენ ამ იდეით

ეს ყოფილი სახელიც კი მეტყველებს, რომ ნორვეგიული ისევე როგორც სხვა სკანდინავიური ქვეყნების ფლოტები ჟან ეკოლის სკოლის მიმდევრები არიან და ასე აპირებენ ძლიერ ქვეყნებთან ბრძოლას

დღეს პატარა ქვეყნის ფლოტები ასეთია, და არა ისეთი ზოგი რომ იგონებს წინა თემაში

SosoChik
QUOTE
ბოლო დროინდელი კონფლიქტები ჟან მხოლოდ ფოლკლენდის კონფლიქტი მახსენდება, რომელშიც ექზესეტი ერთი აიცილებს ბრიტანელებმა სოფთ კილით, ხოლო მეორე კი ვერ ჩამოაგდეს.

მე რამდენადაც მახსოვს ორივე მოხვდა გემს და ერთი არ აფეთქდა
და ეს ექსოსეტები მირაჟებიდან იყო ნასროლი და არა გემებიდან

This post has been edited by მილიტარისტი on 10 May 2017, 23:26
ildamusa



******
ჯგუფი: Members
წერილები: 8254
წევრი No.: 91059
რეგისტრ.: 10-May 09

გამოგზავნილია: 11 May 2017, 00:01  #50539242      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im
ჰამინას კლასის კატარღას აქვს 8 უმხონტო სითბური რაკეტა, 4 რბს15მკ3 ხომადსაწინააღმდეგო, 57 მმ ქვემეხი ,2ტყვიამფრქვევი, სონარი,რადარები, ნავსაწინააღმდეგო ნაღმები. მაგარია. თითო 101 მილიონი დოლარიო... ისე ზღვაში რადარი რომ არ გათიშოს პასიურებით ხომ ადვილად იპოვიან?
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13577
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09

გამოგზავნილია: 11 May 2017, 01:18  #50539832      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ildamusa @ 10 May 2017, 21:06 )
მამუკა Mოდი კონკრეტიკაზე გადავიდეტ. Vტქვატ საქარტველო სჰემდეგი 10 წლის მანზილზე აპირებს სამხედრო შესყიდვებზე დახარჯოს 1 Mილიარდი დოლარი. მასჰინ 1. საზღვაოზე რა წილი იქნებოდა სამართლიანი? 2. რადგანაც ერთდროულად ვერ იყიდი 1 Mილიარდისას>>Uნდა დაასცროს ტუ არა მისმა კიდვამ სხვა ტექნიკის კიდვას?

10 წლის მანძილზე მილიარდი...მე ვიტყოდი,რომ დიდი ნაწილის დახარჯვა უკეთესი იქნებოდა სამხელეთო ძალებსა და ავიაციაზე და რატომ(შეიძლება ვცდები.არ მაქვს პრეტენზია რაღაც ადმირალობაზე და სიღრმისეულ ცოდნაზე ამ საქმის):სიტყავზე რომ ჩავიბაროთ კორვეტი,უკვე უნდა გვყავდეს ეკიპაჟიც.მეთაური კაპიტან-ლეიტენანტი,ან მესამე რანგის კაპიტანი.შემდეგ ოფიცერი-შტურმანი,ოფიცერი არტიელრისტი,რომელმაც უნდა მართოს საზენიტო იარაღიც და ხომალდსაწინააღმდეგოც.მოკლედ მთელი ხომალდის არტილერია რასაც ქვია.ოფიცერი მენაღმე ნავსაწინააღდეგო ბრძოლის სპეციალისტი, რადიომეკავშირე და რადიომეტრისტი,ოფიცერი მექანიკოსი,ანუ ოფიცერი პასუხსიმგებელი ხომალდის ელექტროობაზე,მექანიკურ ნაწილზე,სანტექნიკასა და სასმელ წყალზე.ბოცმანი-ეს ზემდეგის თანამდებობაა უფრო,ასევე საკვებით მომარაგების პასუხისმგებელი.ცალკე ისტორიაა ცალკეული ზემდეგები ვთქვათ და თავად რიგითი მეზღვაურები.ყველას ჭირდება სათანადო დონის მომზადება.ოფიცრების ცოდნა და გამოცდილება რომ უმნიშვნელოვანესია,არ უნდა ბევრი საუბარი.ამას ყველაფერს ვერ იყიდი მილიარდებით.ამას უნდა დრო და შრომა.ამიტომ უნდა ასრებობდეს დროში გაწერილი გეგმა ფლოტის განვითარების.საწყის ეტაპზე კი უნდა შევისყიდოდ ეს ყბადაღებული სანაპირო დაცვის შეიარაღება,ნაღმსაჭერი გემები და რადიოელექტრონული და აკუსტიკური დაზვერვის გემი.უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურა კადრების მომზადების(სასწავლო და საწვრთნელი ცენტრი თავისი აღჭურილობით.იგულისხმება იმიტატორებიც,იალქნიანი ნავიც და ძრავიანი გემიც),ხომალდების ბაზა,საწვავ-საპოხი და შეიარაღების მეურნეობა.საარტილერიო და სარაკეტო საწყობები.ტორპედოები არ იდება სატორპედე აპარატში გასროლამდე.დრო და დრო უნდა იქნას გადატანილი შესაბამის საამქროში და დაიშალოს,შემოწმდეს და ა.შ.ესეიგი ხომალდი აბარებს ტორპედოებს და ღებულობს მის მაგივრად სხვას.აქედან უნდა დავიწყოთ მოკლედ.მოკლედ ფლოტს თავისი ზურგის სამსხზური სჭირდება.ამასობაში გავმართავდით სანაპირო სარაკეტოხომალდსაწინააღდმეგო არტილერიასაც.შევქმნიდით საზღვაო თავდაცვისა და საზღვაო ბრძოლების კათედრასაც,სადაც იქნებოდა შესწავლილი წარსული,აწმყო,ტაქტიკა ბრძოლის,შემუშავება ახალი ტაქტიკის,მოდელირება,იარაღის გამოკვლევა და შესწავლა,ტექნიკური სადაზვევრო ინფორმაციების გაანალიზება და ა.შ.
ასე ზემოთხსენებულ გეგმაში უნდა იყოს გაწერილი ეს დეტალურად დროში როდი რა და რამდენი.მოკელდ სისტემაა ასაწყობი მთლიანობაში,რომლიც შეიცავს საზღვაო კომპონენტსაც,სახმელეთო კომპონენტსაც და შეძლებისდაგვარად საჰაეროსაც.
* * *
თეორიები ცოდნია პატივცემულ მილიტარისტი.ვერ წაართმევ ამას ნამდვილად smile.gif დიდებული და ძალიან კარგი.მაგრამ მე არ ვაპირებ ჩემო ბატონო შენთან კამათის გაგრძელებას.უკვე დავიღალე ამ სიტყვებით უაზრო ჟონგლიორობით.მე გასაგებად დავწერე და ვთქვი.გამგები გაიგებს.ამას იქეთ ენას ძვალია რა აქვს,მე კიდევ სურვილი ათას საეჭვო გამოხტომებს ვუპასუხო.ვიცი შეურაცხყოფად მიიღებ და დიდი ბოდიში წინასწარ.ვეცადე მაქსიმალურად ტაქტიანი ვყოფილიყავი.
* * *
gugusha-l
QUOTE
მგონი პოსტავდა აქ ეგეთი ოფიცერი ადრე 2009 ალბათ. ან შეიძლება მეშლება და არმი გეზე იყო.

კი შემოდიოდა ნიკით kaxeti.ახლაც მაქვს მასთან მიმოწერა და მეგობრებშიც მყავს ფბ-ზე.კაცს აწყობილი აქვს ცხოვრება.აქვს თავისი ბიზნესი,35 ჰექტარი მიწა(საქართველოში არა) და ა.შ.რა ძალა ადგია შემოვიდეს და უმტკიცოს ვინმეს რომ ფლოტი გვჭირდება და თან ვინმე მიაძახოს შენ იმიტომ გინდა ფლოტი,რომ თავად დასაქმდეო იქ და რაღაც ასეთი?მიხვდა კაცი არავის უნდა და მორჩა.არ იშლის ნერვებს.


--------------------
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად
სხვას არა წაუღია რა...
SosoChik
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5265
წევრი No.: 173395
რეგისტრ.: 14-September 13

გამოგზავნილია: 11 May 2017, 08:18  #50540400      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ildamusa @ 11 May 2017, 00:01 )
ჰამინას კლასის კატარღას აქვს 8 უმხონტო სითბური რაკეტა, 4 რბს15მკ3 ხომადსაწინააღმდეგო, 57 მმ ქვემეხი ,2ტყვიამფრქვევი, სონარი,რადარები, ნავსაწინააღმდეგო ნაღმები. მაგარია. თითო 101 მილიონი დოლარიო... ისე ზღვაში რადარი რომ არ გათიშოს პასიურებით ხომ ადვილად იპოვიან?

ერთ 8х8 გრუზავიკზე შეიძლება დაიდგას იგივე რაოდენობა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისა - 4 რაკეტა
და მისი ფასი იქნება 300 ჯერ!!!! ნაკლები.

რაც შეეხება ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების "ჭკუის აბნევას", ფოლკლენდებისთვის ომში თუ ამ http://rbase.new-factoria.ru/pub/article_pkr/page6_3.shtml სტატიას დავუჯერებთ, ბრიტანელები იყენებნენ ყველაზე პრიმიტიულ კონტრზომებს - დიპოლებს.
მიუხედავად ამისა, რაკეტების ნაწილს ტვინი ერევოდათ და ან საერთოდ ცდებოდნენ ნებისმიერ მიზანს ან მთავარი მიზნის მაგივრად მოხვდა ერთი რაკეტა მეორეხარისხოვანს.

თუმცა სულ 6 რაკეტა ქონდათ არგენტინელმა და ამ მასალის საფუძველზე სტატისტიკას ნაღდად ვერ დაითვლი.

ჩემი აზრით მაინც ორივე ტიპის თავაკიანი რაკეტები უნდა გქონდეს - ოპტიკურიც და რადიოლოკაციურიც.
და შერეულად უნდა ესროლო

1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (37) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0289 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]