ეს ისეთი საქმეა, რომ ყველამ ერთმანეთს უნდა შევაშველოთ ხელი...
ჩემი საქმის მინუსი ისიც არის, რომ ფურნიტურას აქ ვერ ვამზადებ და ამაზონიდან ვიწერ საკმაოდ უხარისხოს, თუმცა აქ რომ ხარისხიანი მზადდებოდეს, აქვე ვიყიდდი კარგ ფასად... ანუ, რაც უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება, ჩემთვის ეს ბევრად მომგებიანი იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ აქვე შემეძლება ჩემი ნახაზებით დავუკვეთო და ხარისხიც აქვე შევამოწმო...
ჩინურმა პროდუქციამ ბევრჯერ დამტოვა გაღიმებული - ვიდზე ნორმალურია, მაგრამ წარმოიდგინეთ "ტისკა", რომელიც შეიძლება მე ხელში შემომეფვნას...
ანუ, დაპრესილი ფხვნილი, რომელიც ოდენ ქიმიური შემადგენლობით წარმოადგენს ლითონს, თორემ სინამდვილეში პრესირებული ფხვნილია... მე ჩემით ვამზადებ ლატუნისაგან სიმების საკიდარს, მაგრამ ბრიჯის დამზადება ძალზედ შორს წამიყვანს ხის დამუშავებიდან, არადა, აქ ვერავინ ვნახე, რომ ლატუნისაგან ჩამომისხას და დამიფრეზოს... ანუ, მე მჭირდება, რომ აქ მუშაობდეს ლითონის დასამუშავებელი საამქროები, რომელბიც მარტო ჩემზე კი არ იმუშავებენ, არამედ თავიანთ პროდუქციასაც შექმნიან...
კიდევ ერთი თავსატეხი ჰამბაკერებია - უმარტივესი ტექნოლოგიაა და ჩინური ნონეიმები თუ წყვილი 3-4 დოლარი ღირს, ბრენდები 200 დოლარზე მეტად იყიდება - აქ მთავარია, რომ გიტარაზე მოარგო შესაბამისი რაოდენობის ხვეულები და მასალა, თორემ კონსტრუქცია უმარტივესია. ამ ეტაოზე მე არ შემიძლია სპეციალური საუნდ-ლაბორატორია შევქმნა, ან ყველა ჯურის ბრენდის ნაკეთობები შევიძინო გასატესტად, მაგრამ ვინმემ რომ ხელი მოკიდოს და მსოფლიო ბაზარზე შუალედური ნიშა მაინც დაიკავოს, მე მხარში დავიდგები შემი სატესტო მოდელებით...
კიდევ, ვთქვათ, დასარტყამი ინსტრუმენტების დამზადება უნდა ვინმეს - ხის მასალა რომ კრიმინალიზებულია, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ფეროში რა რაოდენობისა და ხარისხის ბრინჯაოს ასხამენ, ვინმემ იცის? მეეჭვება...
ანუ, მეწარმეები აქვე, ადგილზე ვჭირდებით ერთმანეთს!