ჰესები ხიხი არაა, უბრალოდ რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, მარტო ჰესები ვერ უზრუნველყოფს ჩვენი ენერგოსისტემის სტაბილურობას მთელი წლის მანძილზე, რადგან ჩვენი მდინარეების წყალუხვობის სეზონი ძალიან მოკლეა. საქართველოში გიგანტური ჰესები კარგია მხოლოდ სეზონური იაფი ელექტროენერგიის ექსპორტს თუ გეგმავ და თუ მართლა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაა პირველი პრიორიტეტი, მაშინ ალტერნატიური წყაროებიც უნდა ვეძებოთ და მეტ დივერსიფიკაციაზე ვიზრუნოთ ამ სფეროში.
მე თუ მკითხავ, ჩვენი ენერგოსისტემის სტაბილურობისთვის ახალი, თანამედროვე გაზის ექტროსადგურები უფრო ეფექტური და გარემოსთვის ნაკლები ზიანის მომტანი იქნებოდა, ვიდრე გიგანტური ჰესები.
ისე, ერთი თანამედროვე ფრანგული სისტემის ატომური ელექტროსადგური საერთოდ მოგვიხსნიდა ენერგეტიკულ პრობლემებს და გიგანტურ ჰესებზე უფრო ეკოუსაფრთო იქნებოდა, რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს.
ჰესებს რაც შეეხება, რაც გვაქვს და ამორტიზებულია, ის რატომ არ მოგვყავს მწყობრში?! ჟინვალჰესი მგონი თავისი სიმძლავრის 40%-ზეც კი ვერ მუშაობს და იქნებ მაგასაც მიხედოს ვინმემ. როგორც გამიგია, ჟინვალის დამბა რომ გაირღვეს, 18 მეტრიანი ტალღა გვექნება პლეხანოვის მიდამოებში.
ახალი ჰესების მშენებლობას რაც შეეხება, თუ სწორად გათვლიან ყველა რისკს, კარგად გააკეთებენ გზშ-ს, მშენებლობის ადგილს სწორად შეარჩევენ, ზედმეტ სიმძლავრეებს თუ არ გამოეკიდებიან და ისე დააპროექტებენ, დარწმუნებული ვარ გაცილებით ნაკლები მოწინააღმდეგე ეყოლება მაგ მშენებლობებსაც.
2008 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ ნაციონელებმა, იმდენი ვალდებულება აიღეს ჰესების მშენებლობის კუთხით სხვადასხვა მემორანდუმებით და ხელშეკრულებებით, რომ სამწუხაროდ, დღეს მაგ პროცესის მარტივად გაჩერება ვერ და არ გამოვა. საკითხის პოლიტიზირება და ხელების გადაგეხვა (ეს პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ეხება) ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ქვეყანას. ამ პროცესს სწორი და ჭკვიანური მართვა სჭირდება, რომ როგორც ეკონომიკური, ისე გარემოსდაცვითი და სოციალური ფაქტორები დაბალანსებულად იქნას გათვალისწინებული.
This post has been edited by mmb on 16 Mar 2021, 16:41