მეგობრები (ინგლ. Friends) იყო ამერიკული სატელევიზიო კომედიური სერიალი (სიტკომი), რომელიც ნიუ-იორკში მანჰეტენზე მცხოვრები ექვსი საუკეთესო მეგობრის შესახებ მოგვითხრობს. მისი შემქმნელები იყვნენ დევიდ კრეინი და მართა კაუფმანი. სერიალი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროექტი გახდა და უამრავი ჯილდო.
სერიალის (თავდაპირველად ერქვა „ჩვენნაირი მეგობრები“, ინგლ. „Friends Like Us“) ტრანსლირება დაიწყო ამერიკულ არხზე NBC (1994 წლის 22 სექტემბრიდან 2004 წლის 6 მაისამდე). ფინალურმა ეპიზოდმა მეოთხე ადგილი დაიკავა ტელესერიალთა უკანასკნელი ეპიზოდების რეიტინგში — პირდაპირ ეთერში იგი 52,5 მილიონმა ადამიანმა იხილა.
1994-2004 წლებში გადაიღეს სერიალის 10 სეზონი (საერთო ჯამში 236 ეპიზოდი). მისი ჩვენება დიდი წარმატებით განხორციელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში მისი ჩვენება 2007 წლიდან დაიწყო საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, (
"მეგობრები" საზოგადოებრივ მაუწყებელზე) თუმცა „მეგობრების“ ქართველი გულშემატკივრები ძირითადად რუსული ტელეარხებიდან იცნობდნენ მას.
სერიალის მთავარი მუსიკალური თემაა ჯგუფ The Rembrandts-ის სიმღერა ”I'll be there for you” (”მე შენთან მოვალ”). სერიალის გამოსვლის შემდეგ იგი ჰიტად იქცა, მისი განახლებული ვარიანტი კი სინგლად გამოიცა. კომპოზიციაზე გადაიღეს კლიპი სერიალის გმირების მონაწილეობით, ხოლო თავად სიმღერამ კი 17-ე ადგილს მიაღწია ჩარტში Billboard Hot 100.
ვიკიპედია იდეის ავტორები -დევიდ კრეინი და მარტა კაუფმანი
მთავარი გმირები ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ლინ ენისტონი - დაიბადა 1969 წლის 11 თებერვალს შერმან-ოუქსში (კალიფორნია) მამა ბერძენი, დედა შოტლანდიურ-იტალიური ფესვებით. გათხოვილი იყო ბრედ პიტზე.
-
რეიჩელ გრინი - სრული სახელი რეიჩელ კერენ გრინი
რეიჩელი - პოპულარული გოგონა, რომელიც მდიდარ ოჯახში გაიზარდა და რეალური ცხოვრების შესახებ ძალიან მწირი წარმოდგენა ჰქონდა. მას ჰყავს ორი და - ემი და ჯილი. სერიალის პირველ ეპიზოდში რეიჩელი გამორბის საკუთარი ქორწილიდან და თავს სკოლის მეგობარ მონიკა გელერს შეაფარებს. ასეთი ფორმით მას დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება სურს. მოგვიანებით იგი მოდის სამყაროში იკეთებს კარიერას. რეიჩელს ბევრი პარტნიორი ყავდა, მაგრამ ყველა სეზონის მანძილზე სიუჟეტური ხაზი მას როსთან აკავშირებს. მერვე სეზონში რეიჩელი მისგან აჩენს ქალიშვილს - ემას.
---
კორტნი კოქს-არკეტი კორტნი კოქსი - დაიბადა 1964 წლის 15 ივნისს ბირმინგემში (ალაბამა) ჰყავს 2 და. მეუღლე - დევიდ არკეტი, რომლისგანაც ჰყავს ერთი ქალიშვილი.
-
მონიკა გელერი - სრული სახელი მონიკა იუსტას გელერ-ბინგი
მონიკა როს გელერის უმცროსი დაა. ბავშვობაში მას ჭარბი წონა აწუხებდა, რის გამოც ბევრ საკითხში კომპლექსდებოდა. თუმცა სერიალის მოქმედების პერიოდისთვის იგი უკვე გამხდარია. მონიკა მზარეულად მუშაობს. იგი ჩაციკლულია წესრიგსა და სისუფთავეზე, რაც ხშირად გამხდარა მეგობრებთან მისი კამათის მიზეზი. მონიკას ბევრი შეყვარებული ყავდა, თუმცა სერიოზული ურთიერთობები მას მხოლოდ მშობლების მეგობარ რიჩარდთან და ჩენდლერთან ჰქონდა, რომელსაც მეშვიდე სეზონში ცოლადაც გაყვა.
---
ლიზა კუდროუ ლიზა მარია დიანა კუდროუ - დაიბადა 1963 წლის 30 ივლისს ენცინოში (კალიფორნია). ებრაულ ოჯახში. მეუღლე - დევიდ სტერნი, რომლისგანაც ჰყავს ერთი ვაჟი.
-
ფიბი ბუფე - სრული სახელი ფიბი ბუფე-ჰენიგანი
ფიბის საკმაოდ უცნაური წარსული აქვს, რომელსაც სიუჟეტის განვითარებასთან ერთად თანდათანობით ეფინება ნათელი. მისმა დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მამინაცვალმა კი ციხეში ამოყო თავი. დიდი ხნის მანძილზე ფიბი ქუჩაში ცხოვრობდა. მას ყავს ტყუპისცალი და, ურსულა, თუმცა ისინი თითქმის არ ურთიერთობენ. ფიბი მუშაობს მასაჟისტად და გიტარაზე საკუთარ სიმღერებს ასრულებს. სერიალის ბოლო სეზონებში ფიბი გაიცნობს მაიკს, რომელსაც მიყვება ცოლად მეათე სეზონში.
---
დევიდ შვიმერი დევიდ ლოურენს შვიმერი - დაიბადა 1966 წლის 2 ნოემბერს, ქუინსში (ნიუ-იორკი). ებრაულ ოჯახში.
-
როს გელერი (დევიდ შვიმერი) - სრული სახელი როს იუსტას გელერი
როსი მონიკას უფროსი ძმა და მშობლების საყვარელი შვილია. იგი საკმაოდ პატივსაცემი პალეონტოლოგი და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორია, რომელიც თავიდან მუზეუმში, ხოლო მოგვიანებით - უნივერსიტეტში, პედაგოგად მუშაობს. მიუხედავად ამისა, იგი სამჯერ დაქორწინდა და ამდენივეჯერ გაშორდა თავის მეუღლეებს. ჯერკიდევ სკოლის პერიოდიდან იგი რეიჩელზეა შეყვარებული. სწორედ მათი ურთიერთობაა სერიალის მთავარი სიუჟეტური ღერძი. როსს ორი შვილი ყავს - ბენი (პირველი ქორწინებიდან) და ემა (რეიჩელისგან).
---
მეთიუ პერი მეტიუ ლენგფორდ პერი - დაიბადა 1969 წლის 19 აგვისტოს უილიამსთაუნში (მასაჩუსეტსის) კანადურ - ამერიკულ ოჯახში. ყავს 4 და და 1 ძმა.
-
ჩენდლერ ბინგი - სრული სახელი ჩენდლერ მიურიელ ბინგი
ჩენდლერი დაიბადა ეროტიკული რომანების მწერალ ნორა ტაილერ ბინგისა და ჰომოსექსუალი ტრანსვესტიტის, ლას-ვეგასის ვარსკვლავის ჩარლზ ბინგის ოჯახში. ჩენდლერს უამრავი კომპლექსი აქვს, რომელთაგან თავის დაღწევასაც იგი ხშირი ხუმრობებით ცდილობს. ჩენდლერის სამსახური მონაცემების ანალიზი და რეკონფიგურაციაა. ამ სფეროში იგი საკმაოდ წარმატებულ კარიერას იკეთებს. თუმცა სერიალის ბოლოში იგი ტოვებს სამსახურს და სარეკლამო ბიზნესში იწყებს მოღვაწეობას. ჩენდლერს სიყვარულში ნაკლებად უმართლებს; ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ორი, მეტნაკლებად სერიოზული რომანი ჰქონდა: ჯენისთან და მონიკასთან, რომელიც, მეშვიდე სეზონში, ცოლად მოიყვანა.
---
მეტ ლებლანი მეტ ლებლანი - დაიბადა 1967 წლის 25 ივლისს ნიუტონში (მასაჩუსეტსის) მამა ამერიკელი, დედა ირლანდიული, ინგლისური, გერმანული და ფრანგული ფესვებით. ჰყავს მეუღლე მელისა მაკნაინი, და ერთი ქალიშვილი.
-
ჯო ტრიბიანი - სრული სახელი ჯოზეფ ფრანსის ტრიბიანი უმცროსი
ჯო (ჯოუი) იტალიურ/ამერიკულ ოჯახში დაიბადა, რომელშიც მის გარდა კიდევ 7 და შედის. სერიალში ჯო სტერეოტიპული მსახიობის სახითაა წარმოდგენილი. იგი არის ღარიბი, ნაკლებად განათლებული, გულუბყვილო და სამუშაოს მუდმივ ძიებაში. ამავე დროს, იგი საოცრად მიმზიდველია და ქალებში პოპულარულობით სარგებლობს. თითქმის მთელი სერიალის მანძილზე ჯოს მუდმივი სამსახური არ გააჩნია - იგი მონაწილეობს რეკლამებში, სერიალებში, ფილმებში, მაგრამ ვერანაირად ახერხებს მეტნაკლებად სერიოზული როლის მიღებას. საბოლოოდ იგი პოპულარული სერიალის ”ჩვენი ცხოვრების დღეების” მსახიობი ხდება.
---
ჯილდოები ემმი სულ სერიალი 44-ჯერ იყო წარდგენილი სხვადასხვა კატეგორიაზე ამ ჯილდოზე. სულ კი 6 გამარჯვება
1996 - კომედიური სეიალის საუკეთესო რეჟისორი - მიხაელ ლემბეკი ("ეპიზოდი სუპერთასის შემდეგ")
1998 - კომედიური სეიალის საუკეთესო მსახიობი - ლიზა კუდროუ
2000 - კომედიური სეიალის საუკეთესო მოწვეული სტუმარი -ბრიუს უილისი
2002 - კომედიური სეიალის საუკეთესო მსახიობი - ჯენიფერ ანისტონი
2002 - საუკეთესო კომედიური სერიალი
2003 - კომედიური სეიალის საუკეთესო მოწვეული სტუმარი - კრისტინა ეპლგეიტი
ოქროს გლობუსი 1995 - საუკეთესო ახალი სატელევიზიო სერიალი
1999 - საუკეთესო სატელევიზიო კომედიური სერიალი
2000 - საუკეთესო სატელევიზიო მსახიობი - ჯენიფერ ანისტონი
2000 - საუკეთესო სატელევიზიო კომედიური სერიალი
2001 - საუკეთესო სატელევიზიო მსახიობი - ჯენიფერ ანისტონი
2001 - საუკეთესო სატელევიზიო კომედიური სერიალი
2002 - საუკეთესო სატელევიზიო მსახიობი - ჯენიფერ ანისტონი
2002 - საუკეთესო სატელევიზიო კომედიური სერიალი
2003 - საუკეთესო სატელევიზიო მსახიობი - ჯენიფერ ანისტონი
2003 - საუკეთესო სატელევიზიო კომედიური სერიალი
2003 - საუკეთესო სამსახიობო ნამუშევარი სერიალში, მიუზიკლში ან კომედიაში - ჯენიფერ ანისტონი (People’s Choice Awards )
2004 - საუკეთესო სატელევიზიო მსახიობი - ჯენიფერ ანისტონი
2004 - საუკეთესო სატელევიზიო კომედიური სერიალი
მსახიობთა გილდიის ჯილდო 1996 - საუკეთესო "ანსამბლი" კომედიურ სერიალში
2000 - საუკეთესო მსახიობი (ქალი) კომედიურ სერიალში - ლიზა კუდროუ
---
ეს იდიოტური ფრაზაც იყოს, რითაც თავის დროზე გავხსენი ეს თემა
- "რამდენ სერიალს აქვს თემა და ამან რა დააშავა?! მაგარია!"
This post has been edited by MEDS on 30 Aug 2015, 20:56