#61209757 · 30 Apr 2024, 10:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
pamplona
QUOTE | tavadze ვიშოვე ეგ ნერგი
საგურამოში აქვს გრინჰოლს, მექნება რამდენიმე დღეში |
ძალიან კარგი. გახარებაში! GEORGEXIII
QUOTE | ნიორზე მითხრეს დააგვიანე შემოდგომას უნდა დარგოო |
ინეტრნეტში წამიკითხავს, რომ გაზაფხულზეც რგავენ, თუმცა მეც ისე ვიცი, რომ შემოდგომაზე ირგვება. ოქტომბერია საუკეთესო დრო, მაგრამ მე 15 ნოემბერსაც დამირგავს და ჩვეულებრივ მოვიდა. 10-12 ივნისისთვის ვიწყებ ამოღებას, თორემ მერე პატარა ძირები ჩახმობას იწყებს და იკარგება მიწაში, თუმცა შემოსვლის დრო რეგიონზეცაა დამოკიდებული.
webdesigner93
QUOTE | ეზო და მიწასთან ფუსფუსი საუკეთესო თერაპიაა დღევანდელ ჩვენ რეალობაში , სტრესი რო გვიმცირებს ცხოცრების დღეებს |
დასტურ! ერთი სიამოვნებაა, რომ ხედავ, მოსავალი როგორ იზრდება და როგორ ყალიბდება სრულყოფილ მცენარედ, მაგრამ ამ დროში, ამ კლიმატის გადამკიდე ძალიან ჭირს მოსავალის მოწევა. ტექნოლოგიებზე (მზისგან დამცავი ბადეები, წვეთოვანი მორწყვა და სხვა) სრულად თუ არ გადავერთეთ, დაგვერხევა... PAINKILLER
QUOTE | ამ თვეში ყოველ კვირას მიწევს ეზოს გათიბვა, ბალახი ისე სწრაფად იზრდება, სხვა საქმისთვის ვეღარ ვიცლი |
ნუ გამახსენებ! არადა, სამსახურის გამო სულწასული ვარ და ჯერ მხოლოდ სახლის ირგვლივ შემოვთიბე. ბაღი სულ ბალახებშია ჩაფლული, მაგრამ იქ ჩვეულებრივი ცელით ვერც შევდივარ - მეშინია, რამე არ მოვჭრა. ხელით ვგლეჯ ბალახებს მცენარეების ირგვლივ და მერე გავთიბავ. ცელის ახალი პირი მოვიტანე და იმით ნაკლები რიკია მოჭრისა. QUOTE | ორი ძირი ზეთისხილი წავიღე აგარაკზე და მინდა დავრგო ამ დღეებში, იმედი მაქვს გაიხარებს |
მორწყვის საშუალება თუ გაქვს, უპრობლემოდ გაიხარებს. პ.ს. წლეულს ექსპერიმენტი წამოვიწყე: ერთი პატარა საბოსტნე ადგილი შემოდგომაზე ბალახით დავმულჩე, არ დამიბარავს, ისე ჩავთესე რაღაცეები და ვნახოთ, რა იქნება. იმ დამულჩულში მიწა უფრო ფხვიერი კი იყო და ნესტიც შენარჩუნებული ჰქონდა, თუმცა გვალვა რომ არ ყოფილიყო ამ მარტ-აპრილში, ალბათ, უფრო კარგად დამუშავდებოდა მიწა. ამ ზაფხულს ბალახს რასაც გავთიბავ და რასაც მოვერევი, მულჩად შევიტან საბოსტნე კვლებში.
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი. "ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი. "ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
|