Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > საქართველოდან წასვლა


Posted by: ნათანია 31 Dec 2019, 20:23
ბატონმა ბიძინამ ბრძანა ბილეთებს აგიღებთ და მოშორდით აქაურობასო მე მკიდია რა ბრძანა ბატონმა ბიძინამ მე ისედაც ვაპირებდი აქედან წასვლას ახლა უკვე გადაწყვეტილი მაქ თუ 2020-ში ისევ ესენი დარჩნენ წავალ სამუდამოდ ბილეთის ფულსაც მე ვიშოვი. მაგრამ არის ერთი პრობლემა სად შეიძლება წასვლა იაფად ეკონომიურად და შედარებით ადვილად რო შეძლო დამკვიდრება და მოქალაქეობის მიღება სად შეიძლება შედარებით მარტივად? სადმე ევროპულ ცივილიზებულ ქვეყანაში? თემა მარტო საჩემო რო არ გამოვიდეს ცოტა გავაპოლიტიკუროთ იმედია ეს თემა ბევრს აინტერესებს და ფიქრობს აქედან წასვლაზე ხოდა რჩევები გავუზიაროთ ერთმანეთს. თემა იმიტომ არის ერთის მხრივ პოლიტიკური რომ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრი ადამიანი ფიქრობს წასვლას ამ ქვეყნიდან.

Posted by: ფარნავაზი 31 Dec 2019, 20:26
კარგი თემაა მეც დავფიქსირდები
უკვე ავიღე უვხოეთის პასპორტი და უკვე მოძიებაში ვარ სადაც წავალ და ადამიანურად ვიცხოვრებ
თემის ავტორსაც წამატებებს ვუსურვებ
იქნებ ვინც ხართ წასულები გვირჩიოთ ჩვენც რამე
აშშ/კანადა ფანტასტიკაა თორემ სიამოვნებით და აქ აღარასდროს არ ჩამოვიდოდი smile.gif

Posted by: В.И. Ленин 31 Dec 2019, 20:26
ზემო პაკისტანში გირჩევ.
მაგარი სიიაფეა.

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 31 Dec 2019, 20:30
ევაკუაცია ბოლო ალტერნატივაა, მანამდე ბოლომდე უნდა ვცადოთ, რომ შვილებისათვის მაინც გავხადოთ ეს სივრცე სასურველი)
არ მემეტება დასათმობად.
დალევა ჯერ არ დამიწყია, ასე რომ სადღეგეძელოების ფორმატის გარეთ, ჩესნად ესე ვფიქრობ.

პ.ს. ევაკუაციას რაც შეეხება, გერმანია ჩემთვის იდეალური სახელმწიფოა

Posted by: ნათანია 31 Dec 2019, 20:37
QUOTE
უკვე ავიღე უვხოეთის პასპორტი და უკვე მოძიებაში ვარ სადაც წავალ და ადამიანურად ვიცხოვრებ
თემის ავტორსაც წამატებებს ვუსურვებ



მადლობა მეც გისურვებ წარმატებებს

QUOTE
აშშ/კანადა ფანტასტიკაა თორემ სიამოვნებით და აქ აღარასდროს არ ჩამოვიდოდი


love.gif

QUOTE
ევაკუაცია ბოლო ალტერნატივაა, მანამდე ბოლომდე უნდა ვცადოთ, რომ შვილებისათვის მაინც გავხადოთ ეს სივრცე სასურველი)
არ მემეტება დასათმობად.


ორი ცხოვრება რომ მქონდეს ერთი შეიძლება დამეთმო ამ ყველაფრისთვის მაგრამ ერთი ცხოვრება მაქ biggrin.gif შვილები არ მყავს ხოდა ვინმე ნორმალურ ცივილიზებულ ევროპელს მოვიყვან ვიქნები ტკბილად და ბედნიერად

QUOTE
ზემო პაკისტანში გირჩევ.


ზოგადად როგორი ქვეყანაა კრიმინალის მხრივ? თავისუფლების მხრივ საქართველოზე ცივილური ქვეყანაა?

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 31 Dec 2019, 20:41
ნათანია

QUOTE
აღარ ვაპირებ ფუჭი იმედებით და ტყუილი მოლოდინებით


ეგ შენი უფლებაა რა თქმა უნდა, ვერავინ გაგამტყუნებს...


QUOTE
ცივილიზებულ ევროპელს


ჰოდა ევროპას თუ ფიქრობ, სტაბილურობა და სოციალური კეთილდღეობა გინდა, vატერლანდი იდეალურია

Posted by: H-8_Oil 31 Dec 2019, 20:42
ათასწლეულების მანძილზე თურქ სელჩუკები და მილიონი სხვადასხვა ჯურის ჩათლახები აქვს მაგ ქვეყანას გადატანილი
და ვინ იფიქრებდა რომ 2012 წელს ბატონი ბიძინა დაიპყრობდა უახლოესი 150 წლით და თან იარაღად ხალხის საკუთარ პასტებს გამოიყენებდა :დდ

Posted by: dega 31 Dec 2019, 20:46
QUOTE
მოქალაქეობის მიღება სად შეიძლება შედარებით მარტივად? სადმე ევროპულ ცივილიზებულ ქვეყანაში?

და რას ერჩით იმ ცივილურ ქვეყნების მოსახლეობას??
ან მის მოქალაქეობას რატომ ითხოვთ?
რამე წვლილი მიგიძღვით მის განვითარებაში?smile.gif
აქ რომ ააშენო თავად ვერა?
იმათაც ეგ ეტაპები გაიარეს და ამაზე გაცილებით მტკივნეულიც yes.gif

Posted by: iberielia 31 Dec 2019, 20:53
QUOTE
ზემო პაკისტანში გირჩევ.
მაგარი სიიაფეა.

up.gif
მოქალაქოებასაც ადვილად იძლევიანო

Posted by: В.И. Ленин 31 Dec 2019, 20:54
QUOTE
ზოგადად როგორი ქვეყანაა კრიმინალის მხრივ?

არანაირი კრიმინალი.
QUOTE
თავისუფლების მხრივ საქართველოზე ცივილური ქვეყანაა?

ბევრად.

Posted by: ნათანია 31 Dec 2019, 20:59
QUOTE
და რას ერჩით იმ ცივილურ ქვეყნების მოსახლეობას??
ან მის მოქალაქეობას რატომ ითხოვთ?
რამე წვლილი მიგიძღვით მის განვითარებაში?


რას ვერჩი და არაფერს არ ვერჩი

ჯერ ქვეყანა მანახე რომელი ქვეყნის განვითარებაში შევიტანო წვლილი? ბიძინას და ტროლბის და კარტოფილების სულ გაყიდულ ქვეყანაში?

QUOTE
აქ რომ ააშენო თავად ვერა?


ასე ფიქრობდა წინა თაობებიც და იმის წინა თაობებიც და ნახეთ რაც ააშენეს ასე რომ მე სხვის შეცდომებზე კარგად ვსწავლობ.





QUOTE
არანაირი კრიმინალი.


QUOTE
ბევრად.


ვაა საინტერესოა. მოვიძიებ აბა ინფოს ინტერნეტში. მადლობა ინფოსთვის

Posted by: DORO 31 Dec 2019, 20:59



old.gif

Posted by: ROBERY 31 Dec 2019, 20:59
საინტერესო თემაა თუ სერიოზულად დაპოსტავთ რა თქმა უნდა.
ბევრს გამოადგება, ძალიან ბევრი ფიქრობს წასვლაზე ჩემს გარშემო და მეც მათ შორის.
ქოცრეჟიმის მსხვერპლი ვარ და ვრჩები უმუშევარი უახლოეს მომავალში.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! იმედია წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მსგავსი აზრები ნაკლებად ექნება მოსახლეობას მომდევნო წლებში.

Posted by: ADUA 31 Dec 2019, 21:05
გერმანიაში წადითო ხო ბრძანა ბიძინაჩემმა
სერიოზულად კი ჩეხეთია კარგი ვარიანტი მუშახელს ითხოვენ

Posted by: Rogeri 31 Dec 2019, 21:10
QUOTE
ბატონმა ბიძინამ ბრძანა

აუ მართლა თქვენი ბრალია ამ კაცს თავის თავი ეკვთიმე თაყაიშვილი რომ გონია. ბატონმა ბრძაანა.........

Posted by: RedShark 31 Dec 2019, 21:15
აშშ და კანადაზე დაწერეთ ვინც იცით, ლეგალურად ევაკუირების რა შანსები არსებობს, მუშაობის უფლებით რა თქმა უნდა.


Posted by: ფარნავაზი 31 Dec 2019, 22:13
QUOTE
საინტერესო თემაა თუ სერიოზულად დაპოსტავთ რა თქმა უნდა.
ბევრს გამოადგება, ძალიან ბევრი ფიქრობს წასვლაზე ჩემს გარშემო და მეც მათ შორის.
ქოცრეჟიმის მსხვერპლი ვარ და ვრჩები უმუშევარი უახლოეს მომავალში.


აბა იქნებ იცოდეს ვინმემ და გამოგვეხმიანოს
რავიცი ინგლისური ვიცი მე პირადად და მაინტერესებს რომელ ქვეყანაში გამომადგება
ყველა პირობაზე თანახმა ვარ , უბრალოდ აქ 300-400 ლარზე მუშაობს რომ აზრი არ აქ მივხვდი
დიპლომს და განათლებას ხო აზრი არ აქ ამ ქვეყანაში , თუ 8000 ლარიანი უნივერსიტეტი არ დაამთავრე ქვეყანას არ ჭირდები , მითმეტეს თუ ერთი ნათესავი არ გამოგიჩნდა
შენც წარმატებები ფორუმელო , იმედია სამსახურს არ დაკარგავ , ეხა ამ ქვეყანაში თუ შემოსვალი საარსებოზე მეტი მაინც გაქ არ უნდა დაკარგო sad.gif


QUOTE
გერმანიაში წადითო ხო ბრძანა ბიძინაჩემმა


ალბათ ყველაზე ცუდ და საზიზღარ სამსახურში რომ დასაქმდე იქ , იმაზე ბედნიერი იქნები ვიდრე აქ სტაბილური და შემოსავლიანი სამსახური გქონდეს

Posted by: freecooler 31 Dec 2019, 22:19
დღეს წავიდა ჩემი მეგობარი საქართველოდან და აღარ დაბრუნდება. sad.gif..................
გუშინ შამპანსკი დავლიეთ გზა დავულოცე, მეც მივდივარ საქართველოდან გაგვიჭირდა, მივდივარ რუსეთში მეტი გზა არ მაქვს, მათი პასპორტიც მაქვს.

Posted by: თორნიკე- 31 Dec 2019, 22:25
მეც მივდივარ. maxati.gif maxati.gif აქ ჩემს პერსპექტივას და მომავალ განვითარებას ვერ ვხედავ აქაურობას 50წელი არ მგონია რამე ეშველოს. თქვენი წასვლის მიზეზები დაწერეთ.

Posted by: sandrobandro 31 Dec 2019, 22:28
QUOTE (RedShark @ 31 Dec 2019, 21:15 )
აშშ და კანადაზე დაწერეთ ვინც იცით, ლეგალურად ევაკუირების რა შანსები არსებობს, მუშაობის უფლებით რა თქმა უნდა.

აქ არამგონია იცოდნენ ეგ ამბავი.


ისე კანადაში ზღვაში ან ხის ჭრაზე შეიძლება კაი მაყუთის გაკეთება.

Posted by: kakato7777 31 Dec 2019, 22:31
QUOTE (dega @ 31 Dec 2019, 20:46 )
QUOTE
მოქალაქეობის მიღება სად შეიძლება შედარებით მარტივად? სადმე ევროპულ ცივილიზებულ ქვეყანაში?

და რას ერჩით იმ ცივილურ ქვეყნების მოსახლეობას??
ან მის მოქალაქეობას რატომ ითხოვთ?
რამე წვლილი მიგიძღვით მის განვითარებაში?smile.gif
აქ რომ ააშენო თავად ვერა?
იმათაც ეგ ეტაპები გაიარეს და ამაზე გაცილებით მტკივნეულიც yes.gif

რომელ შენებას სთავაზობ ? თუ ბიზინას მონობას თვლი შენებად ?

იმ ქვეყნის დედა #####ან : სადაც ბიძინა იქნება მმართველი
თალაკვაძე პარლამენტის დავმჯდომარე
გახარია პრემიერი
დედაქალაქის მერი კალაძე
და უმრავლესობის ლიდერები კობახიძე და მდინარაძე


პ.ს. შენ კიდე ამ ჭაობის გამპრავებელი

Posted by: Beso1980 31 Dec 2019, 22:36
QUOTE
აშშ და კანადაზე დაწერეთ ვინც იცით, ლეგალურად ევაკუირების რა შანსები არსებობს, მუშაობის უფლებით რა თქმა უნდა.

დაკერე ამერიკელი მოქალაქე (კაცი ქალი არააქვს მნიშნველობა biggrin.gif ), დაქორწინდი და იქ ხარ. ეხლა მაინც არ ღირს საკონტაქტო ქსელებზე გასვლა ძვირი. ინტერნეტი გინდა რომელიც გაქვს, აბა აქ ვერ დაპოსტავდი.

Posted by: dega 31 Dec 2019, 22:39
kakato7777
შენი აზრი არ არის მილიონების აზრი..
ჯერ ეს აითვისე
მერე წაკითხულის გააზრება ისწავლე
და მერე მოინდომე ევროპული ცხოვრების დონე...
მაგათზე გაცილებით უარესები ყავდათ და შეცვალეს იწვალეს,,
შენ 30 წელიწადში გინდა ის მიიღო რაც იმათმა საუკუნეები აკეთეს...
იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ უზრდელობ
წადი ღრუსეთში
იქ უყვართ გინება და ფურთხება

Posted by: ნათანია 31 Dec 2019, 22:40
QUOTE (Beso1980 @ 31 Dec 2019, 22:36 )
QUOTE
აშშ და კანადაზე დაწერეთ ვინც იცით, ლეგალურად ევაკუირების რა შანსები არსებობს, მუშაობის უფლებით რა თქმა უნდა.

დაკერე ამერიკელი მოქალაქე (კაცი ქალი არააქვს მნიშნველობა biggrin.gif ), დაქორწინდი და იქ ხარ. ეხლა მაინც არ ღირს საკონტაქტო ქსელებზე გასვლა ძვირი. ინტერნეტი გინდა რომელიც გაქვს, აბა აქ ვერ დაპოსტავდი.

ხო მაგრამ უცხო ენაც არვიცი gigi.gif თორემ აქამდე მაგშანს გავმაზავდი biggrin.gif

dega

შენ რას აკეთებ რამის შესაცვლელად სხვას რო მოუწოოდებ?

მე ქვეყანას ვერ ვხედავ მე ვხედავ ერთ დიდ ნაგვის ურნას

ის ვინც შეცვლა ჩვენნაირი მენტალობის შეგნების ხალხი არ ყოფილა

აქ ქვეყანა კიარუნდა შეცვალო ხალხი უნდა გამოცვალო ეს როგორ მოვახერხოთ?


Posted by: RedShark 31 Dec 2019, 22:41
QUOTE (Beso1980)
დაკერე ამერიკელი მოქალაქე (კაცი ქალი არააქვს მნიშნველობა  ), დაქორწინდი და იქ ხარ. ეხლა მაინც არ ღირს საკონტაქტო ქსელებზე გასვლა ძვირი. ინტერნეტი გინდა რომელიც გაქვს, აბა აქ ვერ დაპოსტავდი.

ვიცი ეგ ვარიანტი, დაახლოებით 20-30კ $-ი ჯდება biggrin.gif

მარტო ლამაზი თვალებით ვერავის დაკერავ დ:

Posted by: Kratom 31 Dec 2019, 22:47
ნათანია


იდეალური ვარიანტია კანადა და ავსტრალია

უფრო ახლოს - პორტუგალია (იოლია ჯერ კიდევ მოქალაქეობის მიღება) და ირლანდია (ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ევროპაში). დანარჩენი ფუფლოა - შემწეობას ვერ გასცდები.

პირადი გამოცდილებით გირჩევ ამ 4 ქვეყანას. დანარჩენისკენ არც კი გაიხედო
* * *
RedShark
QUOTE
აშშ და კანადაზე დაწერეთ ვინც იცით, ლეგალურად ევაკუირების რა შანსები არსებობს, მუშაობის უფლებით რა თქმა უნდა.



0

Posted by: ფარნავაზი 31 Dec 2019, 22:49
freecooler
QUOTE
დღეს წავიდა ჩემი მეგობარი საქართველოდან და აღარ დაბრუნდება. ..................
გუშინ შამპანსკი დავლიეთ გზა დავულოცე, მეც მივდივარ საქართველოდან გაგვიჭირდა, მივდივარ რუსეთში მეტი გზა არ მაქვს, მათი პასპორტიც მაქვს.


ერთ კარგ რამეს გირჩევ , დაივიწყე სიამაყე და მოხიე
მერე რა რომ რუსეთში მიდიხარ ?
თუ კი იქ უკეთესად იქნები წადი არც მოიხედო აქეთ
ნეტა ვინმე სადმე წამიყვანდეს , აი აქ რა დაგრჩენიათ თუ ჯერ ოჯახი არ შეგიქმნიათ
რა საქართველო რის საქართველო
სახელი დარჩა მარტო
აბა აქ რომ დარჩე უნდა ირბინო უგულავას აქციაზე ან 30 ლარს მოგცემს ოცნება და მაგათ მსველობაზე უნდა გახვიდე
არც დაფიქრდე და არც მოიხედო თუ შეგიძლია წასვლა up.gif

Posted by: kaniga 31 Dec 2019, 22:50
ეს კი არა,თუ ვინმე გონზე ხართ,ჩემს ახლობელს აქვს \ძალიან ცუდად საქმე,100გვერდი გამოვა ისტორია რომ დავწერო,მოკლედ თემას ვერ ვხსნი პოსტები არ მყოფნის თუ ვინმე გონზე ხართ თირკმლის ან ღვიძლის გადანერგვაში როგორც ვიცი სერიოზულ ფულს იხდიან,ევროპაში თუ არის შესაძლებელი და სად?აი ძაან მაგარს იზამთ თუ ვინმე ჩამოყალიბებულ პასუხს გამცემთ smile.gif

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 31 Dec 2019, 22:53


სახელმწიფო, რომელიც გაფასებს love.gif

პ.ს.
მაინც მომხრე ვარ აქ შეიქმნას სასიცოცხლო სივრცე ჩვენთვის ))
ჰო კატასტროფულად რთულია ვიცი.
მაგრამ

''არის რაღაც კარგი სამყაროში მისტერ ფროდო, რისთვისაც ღირს ბრძოლა'' - )

Posted by: kakato7777 31 Dec 2019, 22:54
QUOTE (dega @ 31 Dec 2019, 22:39 )
kakato7777
შენი აზრი არ არის მილიონების აზრი..
ჯერ ეს აითვისე
მერე წაკითხულის გააზრება ისწავლე
და მერე მოინდომე ევროპული ცხოვრების დონე...
მაგათზე გაცილებით უარესები ყავდათ და შეცვალეს იწვალეს,,
შენ 30 წელიწადში გინდა ის მიიღო რაც იმათმა საუკუნეები აკეთეს...
იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ უზრდელობ
წადი ღრუსეთში
იქ უყვართ გინება და ფურთხება

კაი რა დეგა , უაზროდ პროფესორობ და და რაღაც სულელურ მორალს მიკითხავ
აზრიც მშვენივრად გამომაქვს

ისე ის შენი სანაქებო ამხელა სსრკ10-15 წელიწადში თუ ააშენეს ჩვენ ერთი მოჯმა ქვეყანა რატო ვერ უნდა დაგვემსგავსებინა ცოოოტა ნორმალურ ქვეყანას 30 წლის განმავლობაში . არ გიფიქრია ამაზე ?

Posted by: LadyDay___ 31 Dec 2019, 22:54
QUOTE (В.И. Ленин @ 31 Dec 2019, 20:26 )
ზემო პაკისტანში გირჩევ.
მაგარი სიიაფეა.

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


Posted by: ნათანია 31 Dec 2019, 22:55
QUOTE (Kratom @ 31 Dec 2019, 22:47 )
ნათანია


იდეალური ვარიანტია კანადა და ავსტრალია

უფრო ახლოს - პორტუგალია (იოლია ჯერ კიდევ მოქალაქეობის მიღება) და ირლანდია (ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ევროპაში). დანარჩენი ფუფლოა - შემწეობას ვერ გასცდები.

პირადი გამოცდილებით გირჩევ ამ 4 ქვეყანას. დანარჩენისკენ არც კი გაიხედო
* * *
RedShark
QUOTE
აშშ და კანადაზე დაწერეთ ვინც იცით, ლეგალურად ევაკუირების რა შანსები არსებობს, მუშაობის უფლებით რა თქმა უნდა.



0

მადლობა საინტერესო რჩევაა

კანადა რთულია ალბათ ავსტრალიაც აი პორტუგალა არსიცე რთული უნდა იყოს ხო?

Posted by: Kratom 31 Dec 2019, 23:02
ნათანია

პორტუგალიაში მუშახელის დეფიციტია. წელსაც ესე იქნება ყველა პროგნოზით. იოლია ასევე ფირმის რეგისტრაცია და პატარა საქმის წამოწყება. მინიმალური მოსაკრებლები. ენა თუ ისწავლე მოქალაქეობას სწრაფად მიიღებ. ხალხი კეთილი და მურაბა. კლიმატი - იდეალური

Posted by: kakato7777 31 Dec 2019, 23:05
QUOTE (Kratom @ 31 Dec 2019, 23:02 )
ნათანია

პორტუგალიაში მუშახელის დეფიციტია. წელსაც ესე იქნება ყველა პროგნოზით. იოლია ასევე ფირმის რეგისტრაცია და პატარა საქმის წამოწყება. მინიმალური მოსაკრებლები. ენა თუ ისწავლე მოქალაქეობას სწრაფად მიიღებ. ხალხი კეთილი და მურაბა. კლიმატი - იდეალური

ალბათ ვიღაცა უნდა გყავდეს იქ ადგილზე რო დაგხვდეს და დაგაკვალიანოს.

ესე ადვილი არამგონია მაინც რო ჩახვიდე და გაშლილი ხელებით დაგხვდნენ

ისე კი საინტერესოა

Posted by: Hermosa 31 Dec 2019, 23:07
არსად არ წახვიდეთ სანამ ესენი არ მოიხვნებიან სასტიკად
მე დავბრუნდი ამათი კნავილი უნდა ვნახო თან მაღალ ხმაზე
ნუ შეატოვებთ ქვეყანას ამ ვიგინდარებს

Posted by: dega 31 Dec 2019, 23:08
ნათანია
QUOTE
შენ რას აკეთებ რამის შესაცვლელად სხვას რო მოუწოოდებ?

იმას რაც მევალება
ჩემი ცხოვრების რიტმს ვერ გაუძლებ
ნუ ახლა პოსტების რაოდენობით ვისაც უსაქმური ვგონივარ ეგ იმათივე პრობლემაა
kakato7777
არანაირ მორალს არ გიკითხავ
QUOTE
აზრიც მშვენივრად გამომაქვს

ვერ გამოგაქვს ფაქტია
რა შუაშია სსრკ

Posted by: misha1988 31 Dec 2019, 23:10
მე წავედი, თვეობით მაქვს კონტრაქტი და ვბრუნდები. თუ შენი საქმის მცოდნე ხარ, დიდი განსხვავება არაა საქართველოში ხარ თუ გერმანიაში. ევროპაში რამდენიმე რამეა კარგი: ეკოლოგია, პროდუქცია და სტაბილურობა. მე სამივეს მიღწევა შემიძლია საქართველოში + ჩემს ოჯახთან დავრჩები

Posted by: ნათანია 31 Dec 2019, 23:10
dega

ხოდა თქვი რას აკეთებ? ასე ვაკეთებ კაია ასე ნახევარი მსოფლიო ჩემი აშენებულია

პოსტების რაოდენობაზე მე არასდროს არავიზე არაფერი მიფიქრრია ისე ძაან ბევრი კია biggrin.gif

Kratom

QUOTE
პორტუგალიაში მუშახელის დეფიციტია. წელსაც ესე იქნება ყველა პროგნოზით. იოლია ასევე ფირმის რეგისტრაცია და პატარა საქმის წამოწყება. მინიმალური მოსაკრებლები. ენა თუ ისწავლე მოქალაქეობას სწრაფად მიიღებ. ხალხი კეთილი და მურაბა. კლიმატი - იდეალური


კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ნამდვილად საფიქრალი ინფოა

Posted by: dega 31 Dec 2019, 23:23
ნათანია
QUOTE
ხოდა თქვი რას აკეთებ?



» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: არისტოტელე999 31 Dec 2019, 23:24
კაი პონტი თუ გაჩნდა მივდივარ ეგრევე up.gif

თქვენც იმავეს გირცევთ

Posted by: ნათანია 31 Dec 2019, 23:30
QUOTE (dega @ 31 Dec 2019, 23:23 )
ნათანია
QUOTE
ხოდა თქვი რას აკეთებ?



» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ეგ რა არის ატელიეში მუშაობ? biggrin.gif


სამშობლოს სამსახურთან რა კავშირშია? ვერ მივხვდი




...................................................

Posted by: გიორგი XII 31 Dec 2019, 23:34
პარადოქსია მარა ამ ფორუმზე ყველაზე ევროპული და ევროპელი დეგაა love.gif

Posted by: dega 31 Dec 2019, 23:35
ნათანია
QUOTE
სამშობლოს სამსახურთან რა კავშირშია? ვერ მივხვდი

მკითხე რას აკეთებო და გიპასუხე იმას, რაც ვიცი მეთქი,,,
მეტი სამსახური რა გინდა?

Posted by: CALDWELL 31 Dec 2019, 23:37
რა მუშახელის დეფიციტი რეებს წერთ, ლეგალი უნდა იყო მერე რომ მაგ დეფიციტში მოხვდე თორემ არალეგალებს მიაქვთ ევროპა....


Posted by: ნათანია 31 Dec 2019, 23:43
QUOTE
მკითხე რას აკეთებო და გიპასუხე იმას, რაც ვიცი მეთქი,,,
მეტი სამსახური რა გინდა?



ეხლა მაგ ხელობით თავს თუ ირჩენ და ოჯახს არჩენ ეგ არა ქვეყნის სამსახური yes.gif

რაიცი ეგ ვერ მივხვდი ალბათ ელექტრო ინჟინერი ხარ თუ ესებს და რამეს აკეთებ სხვა საქმეა ენერგეტიკის განვითარებაში წვლილი შეგაქ



Posted by: არისტოტელე999 31 Dec 2019, 23:43
ისე ჰო უნდა ბიძოს გაგვიშვას?
იქ მუშაობის და ცხოვრების უფლება გვქონდეს და რაზეა ბაზარი დაიტოვოს ეს უდაბნო.

კმაყოფილი ვიქნებოდი მე

Posted by: Christian Cullen 31 Dec 2019, 23:45
სამსახური აქაც მშვენიერი მაქვს, მაგრამ წლის ბოლოს წავალ, დიდი ალბათობით თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. პედაგოგობას მეცნიერება მირჩევნია 100000 წილად.

Posted by: CALDWELL 31 Dec 2019, 23:49

არისტოტელე999
მერე ის ბრძენი კაცი სამუდამოდ საცხოვრებლად კიარ გიშვებს იქ.
წახვალ წაიმუშავებ რამოდენიმე თვე და მერე დაუბრუნდები ისევ ბედკრულ სამშობლოს.

Posted by: Gabidauri 1 Jan 2020, 00:30
ძაან საინტერესო და ამავ დროულად რთული გადასაწყვეტი თემაა! თავისი მინუს-პლიუსებით. მინუსები: რა ასაკისაც არ უნდა იყო, ცხოვრებას , ფაქტიურად, თავიდან იწყებ! ყველაფერს ნოლიდან, ენა, პროფესია, ნუ, ყველაფერს! ნოსტალგია, თავის ტკივილი, და კიდევ რა ვიცი,უამრავი რამ....ამას ემატება იმაზე ფიქრი, რასაც ზემოთ ერთი-ორი იუზერი ახმოვანებს; „ვის უტოვებ ქვეყანას“ და „30 წელიწადში ვერ აშენდებოდას“ ლოზუნგები და ა.შ. და ა.შ...ჰო, „სამშობლოს ვერ მივატოვებ! ეს ღალატის ტოლფასია“ და ამდაგვარები. პლიუსები: უკეთეს, პერსპექტიულს, სტაბილურ და იმედიან ცხოვრებას იწყებ! რა ასაკისაც არ უნდა იყო! ცხოვრებას, რომელიც ღმერთმა ერთხელ გიბოძა და მეორედ მაგის შანსს აღარ მოგცემს. სამსახურის პრობლემა არ არის და ისედაც, საზღვარგარეთ ჩაცუცქულს არავინ არ გაგაჩერებს! ფეხს რომ, მოიკიდებ მერე გინდა ქვეყანას მიხმარე და რაც გინდა ის ქენი. საქართველოზე ნაკლები ლამაზი არ არის იტალია მაგრამ, მთელ მსოფლიოს არიან ტარაკნებივით მოდებულები. არცერთს თავი არ ჩამოუხრჩვია სამშობლოს მიტოვების გამო. ღვთისმშობლის წილხვედრი კი არა, ბიძინას წილხვედრია მინიმუმ, 20 წელი და ეხლა ელოდეთ როდის გამოელევა მაგ ჩემისას კარტოფილი და ხახვი რომ, გადაირჩიონ.

Posted by: არისტოტელე999 1 Jan 2020, 00:33
CALDWELL

QUOTE
მერე ის ბრძენი კაცი სამუდამოდ საცხოვრებლად კიარ გიშვებს იქ.
წახვალ წაიმუშავებ რამოდენიმე თვე და მერე დაუბრუნდები ისევ ბედკრულ სამშობლოს.


ნუ ეგრე ვერ იქნება

რომ წახვალ, წაიმუშავებ გაევროპელდები ცოტა, მერე რომ ჩამოხვალ ამ ბრძენს ცოტა მეტს მოსთხოვ
ამასთან ერთად ბევრი არც დაბრუნდება.

Posted by: Gabidauri 1 Jan 2020, 00:33
CALDWELL
ამას სერიოზულად ამბობ? ups.gif

Posted by: Beso1980 1 Jan 2020, 01:03
QUOTE
სამსახური აქაც მშვენიერი მაქვს, მაგრამ წლის ბოლოს წავალ

QUOTE
გამოგზავნილია: 31 Dec 2019, 23:45

biggrin.gif

Posted by: IKIN 1 Jan 2020, 04:59
პირველ რიგში დაივიწყეთ ტიპიური ქართული "რამე იქნება".. - არაფერი არ იქნება დაუგეგმავად და უშრომელად..

აირჩიეთ ისეთი ქვეყანა სადაც კომუნიკაცია თქვენთვის უფრო ადვილი იქნება..

თუ გენიოსი არ ხართ და არ ფლობთ განსაკუთრებით მოთხოვნადი პროფესიის დიპლომს - დაივიწყეთ თქვენი დიპლომი (რამდენიმე წლით მაინც)..

შეისწავლეთ რომელიმე ხელობა..

დაივიწყეთ უბანში მოსმენილი კრიმინალური "თავგადასავლები"..

მინიმუმ 2-3 წელი დაივიწყეთ "ფულის შოვნა" - საწყის ეტაპზე გამომუშავებული თანხა მინიმუმი იქნება .. მერე თქვენს უნარებზეა დამოკიდებული..

წარმატებები და მრავალ ახალ წელს დაესწარით!





Posted by: tri-polchika 1 Jan 2020, 07:36
ჰოდა წადით მერე კაცო ვინმე გიჭერთ თუ კალთებს გახევთ, წადით წააადით.
ვაა საღოლი არ გამიგია არ მოგწონს წადი რა წაადი

Posted by: Gabidauri 1 Jan 2020, 08:28
ჰაა! ნებართვაც გააქვთ... ჰოდა წადით.

Posted by: trendygirl.me 1 Jan 2020, 09:09
უპრობლემოდ შემიძლია წავიდე, მაგრამ არ წავალ, იმიტომ რომ არ მინდა ეს ქვეყანა სკამაოებს და სხვა იდიოტებს დავუტოვო.

Posted by: barcxana 1 Jan 2020, 11:31
QUOTE (dega @ 31 Dec 2019, 20:46 )
QUOTE
მოქალაქეობის მიღება სად შეიძლება შედარებით მარტივად? სადმე ევროპულ ცივილიზებულ ქვეყანაში?

და რას ერჩით იმ ცივილურ ქვეყნების მოსახლეობას??
ან მის მოქალაქეობას რატომ ითხოვთ?
რამე წვლილი მიგიძღვით მის განვითარებაში?smile.gif
აქ რომ ააშენო თავად ვერა?
იმათაც ეგ ეტაპები გაიარეს და ამაზე გაცილებით მტკივნეულიც yes.gif

მუქთათ კარგი და საამური ცხოვრება მიმზიდველია , თუნდაც სხვისი აშენებული იყოს , მთავარია რო მუქთა იყოს და კომფორტულად მოვეწყოთ . აბა შენი რო ააშენო , შრომა და ოფლის ღვრა მოგვიწევს , და ვის უნდა თავის ატკიება .

Posted by: აკაცია 1 Jan 2020, 12:10
მე წავედი ქვეყნიდან უკვე
ჩრდილოეთის მიმართულებით (რათქმაუნდა არა რუსეთი)
დაგიბრუნდებით სიბერეში

Posted by: sandrobandro 1 Jan 2020, 12:15
რა ჯობია გურჯისტანსი ცხოვრბეას და 500 ლარზე პახაობას love.gif


თუ წასვლის 1 %-იანი შანსი გაქ და იქ მუშაობის უნდა წახვიდე.

Posted by: dega 1 Jan 2020, 12:28
sandrobandro
გახსოვდეს , რომ ყველაზე ბნელი და გრძელი ღამის შემდეგ, აუცილებლად დადგება გარიჟრაჟი

Posted by: .ქომ 1 Jan 2020, 12:29
dega

ახალ წელს იმ კნოპკას ხელი რატომ დააჭირე, დენი გამეთიშა
biggrin.gif

წასვლას რაც შეეხება, ერთის მხრივ კარგია სანამ უცოლშვილო ხარ, ნაკლები პასუხისმგებლობა და საჯავრი გექნება, ხოლო თუნდაც ცოლშვილიანად წასვლაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, ოღონდ ჩემს შემთხვევაში გამოცდილებას ვაგროვებ რადგან მერე თამამად ვეძებო სამსახურის სადმე იქეთ, მიზანი უნდა გქონდეს თუ რა გინდა, 20 წლის ან 23-ის სხვანაირად ვიფიქრებდი და პირდაპირ წავიდოდი, მერე ცხოვრება თვითონ მასწავლიდა ყველაფერს მაგრამ ახლა მოუმზადებლად ვერ წავალ

წასვლა ჯობია, ეს ქვეყანა იმას რჩება და ამას რჩებას პრინციპით ყოფნა დამღუპველია, მაშ რა ვქნათ? ვუცადოთ? რას? როდემდე?

პ.ს უფულოდ არსად წახვიდეთ, თან არავინ გადაგყვებათ და ჯობია თავის შესანახი ფული გექნეთ

Posted by: Benito_Mussolini 1 Jan 2020, 12:30
QUOTE (IKIN @ 1 Jan 2020, 04:59 )
პირველ რიგში დაივიწყეთ ტიპიური ქართული "რამე იქნება".. - არაფერი არ იქნება დაუგეგმავად და უშრომელად..

აირჩიეთ ისეთი ქვეყანა სადაც კომუნიკაცია თქვენთვის უფრო ადვილი იქნება..

თუ გენიოსი არ ხართ და არ ფლობთ განსაკუთრებით მოთხოვნადი პროფესიის დიპლომს - დაივიწყეთ თქვენი დიპლომი (რამდენიმე წლით მაინც)..

შეისწავლეთ რომელიმე ხელობა..

დაივიწყეთ უბანში მოსმენილი კრიმინალური "თავგადასავლები"..

მინიმუმ 2-3 წელი დაივიწყეთ "ფულის შოვნა" - საწყის ეტაპზე გამომუშავებული თანხა მინიმუმი იქნება .. მერე თქვენს უნარებზეა დამოკიდებული..

წარმატებები და მრავალ ახალ წელს დაესწარით!

+++ , რატომღაც იგივეს ვფიქრობდი, არ უნდა სხვა დიდი ფილოსოფია, თუ აპირებთ ცხოვრების შეცვლას საკუთარი თავიდან დაიწყეთ, დაივიწყეთ თითქმის ყველაფერი რაც გაკავშირებთ საქართველოსთან, რაღა თქმა უნდა ოჯახის წევრების და ახლობლების გარდა იმჰოbiggrin.gif შემდეგ კი წლების განმავლობაში მოგიწევთ შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ შრომა ყველა მიმართულებაში რათა დახვეწოთ და შექმნათ ახალი პიროვნება, რაც ცოტათი გამოცდილი მაქვს და კვლავ ვაგრძელებ ამ გზის განვითარებას, იგივეს ვუსურვებ წამსვლელებსაც!



Posted by: Dark_Angell 1 Jan 2020, 13:00
dega
QUOTE
და რას ერჩით იმ ცივილურ ქვეყნების მოსახლეობას??
ან მის მოქალაქეობას რატომ ითხოვთ?
რამე წვლილი მიგიძღვით მის განვითარებაში?
აქ რომ ააშენო თავად ვერა?

მეც ეგ კითხვა მიჩნდება ევროპაში მორბენალ ნაცებს და მუსულმან მიგრანტებს რომ ვუყურებ.

Posted by: mr_pikopa 1 Jan 2020, 14:00
ყველას გილოცავთ მეგობრებო შობა ახალ წელს. 2020 ყოფილიყოს კარგის მომტანი რა ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს.
სანამ ბიძლიადი ამას იტყოდა უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ წავიდოდი ქვეყნიდან. მე პორადად ავირჩიე პოლონეთი. ოქროს აუზში ვერ იბანავებ და ასე შემდეგ მაგრამ სადღაც 8 თვის ამბავია რომ გახდე ამ ქვეყნის რეზიდენტი. ავირჩიე საკმაოდ წყნარი ქალაქი. სადაც მუდმივად სიმშვიდეა ასე ვთქვათ. რეზიდენტობის მერე ალბათ სრულფასოვან მოქალაქეობაზეც ვიზრუნებ უკვე. უბრალოდ სულ ვიძახდი რომ შავ პურს და წყალს შევჭამ მაგრამ საქართველოდან არ წავალ მეთქი. მაგრამ არ შემილია არ დაუფასო მონდომება ბიძლიადის ოცნებას, რომ ყველა პირობა შემექმნა გავქცეულიყავი ქვეყნიდან. ერთი სიტყვით მე პირადად პოლონეთი ავირჩიე და რავი ვერ ვიტყვი რომ უკმაყოფილო ვარ. მართალია იმ საქმით არ ვარ დაკავებული რაც მიყვარს და მიზიდავდა ბავშვობაში მაგრამ ასე თუ ისე შრომა რომ გიფასდება და იმედი გაქ პერსპექტივის ამას არაფერი ჯობია.
სადაც დაიბახე და გაიზარდე, იმ შენ მიწა წყალს არაფერი ჯობია მაგრამ ამ ღლეებმა სხვა გზა არ დაგვიტოვეს.

Posted by: gige 1 Jan 2020, 14:08
ნათანია
ანუ გაქცევა ამჯობინე
წაბრძანდით ბატონო, ვინ გიშლით

პროსტო მერე იქიდან არ დაგვიწყოთ რა ჭკუის დარიგება
ესე გააკეთეთ და ისე ჰქენითო.

თუ რამის თავი გქონდა , აქ გამოჩნდებოდა.

Posted by: H-8_Oil 1 Jan 2020, 14:14
mr_pikopa
QUOTE
სხვა გზა არ დაგვიტოვეს.

როგორ არა, არის სხვა გზა
ბროჭი და ენა ფიგურირებს იმ წინადადებაში რომელიც სხვა გზას აღწერს

Posted by: SNYPI 1 Jan 2020, 14:20
QUOTE (DORO @ 31 Dec 2019, 20:59 )



old.gif

აუ რა საყვარლები არიან ააპოშკები

იქ უნდა წავიდე მეც მორჩა ...

Posted by: elnur009 1 Jan 2020, 14:20
"რატო მიდიხართ დარჩით და ქვეყანა ააშენეთ" სასტავს დაახლოებით 12 June 1962 ეს დაბადების წელი გაქვთ?
სუპერმარკეტებში ახალგაზრდების 300 ლარზე მუშაობით ბოლოს რომელი ქვეყანა აშენდა sad.gif

Posted by: tkacuniko 1 Jan 2020, 14:34
ნუ დაგვტოვებთ ბნელ გრუზინებს მარტო.
მოვიწყენთ sad.gif sad.gif












სამშობლო დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა, ორივ ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორთავ თვალზედა.


Posted by: ნათანია 1 Jan 2020, 14:41
QUOTE
ანუ გაქცევა ამჯობინე
წაბრძანდით ბატონო, ვინ გიშლით


გაქცევა არა! წასვლა! არავინ არ მიშლის რათქმაუნდა

QUOTE
თუ რამის თავი გქონდა , აქ გამოჩნდებოდა.


პრინციპის ამბავია. მე ნორმალურ ქვეყანაში მინდა ცხოვრება როგორც ცივილიზებულ ნორმალურ ადამიანს წილხვედრი საერთოდ ვერ აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს და საერთოდ ვერ წარმომიდგენია ადამიანს რატო უნდა გინდოდეს ცხოვრება ან რამის შეცვლის სურვილი ისეთ ქვეყანაში როგორსაც საქართველოს ეძახით?

QUOTE
პროსტო მერე იქიდან არ დაგვიწყოთ რა ჭკუის დარიგება
ესე გააკეთეთ და ისე ჰქენითო.




არა ძმაო რას ამბობ წავიდე და მერე აქეთ მომხედის და თქვენი გამხსენებლის თავზე გავიარე ჩემდათავად. არა ძმაო ვაბშემ არ გიცნობთ არ მიცნობთ ამ ქვეყანაზეც არფერი მსმენია

Posted by: mr_pikopa 1 Jan 2020, 14:59
H-8_Oil
ბროჭობის და ეგეთებია გარეშე მივატანე ამ ასაკამდე და ასე მინდა გავაგრძელობა. ეგ ასპარეზი კიდე სხვისთვის დამითმია ვასაც აწყობს.

და აი ეს ფსევდოპატრიოტიზმიც ყელშია უკვე. მიყვარს ჩემი ქვეყანა და არაფერი მირჩევნია მაგრამ რიცა პერსპექტივა ნოლია და აი ოდნავ ზემოთ რომ ახსენეს 300 ლარებზე რომ ამუშავებენ სასტავს რა უნდა ქნა იმ სამასი ლარით. იყოს ნორმალური პირობები და არავინ გაიქცევა ქვეყნიდან.
ან კიდე რომ იძახიან აი აქ ვერაფერი შეძლო და გაიქცაო. სულ მიკვირს თუ აქ ვერ შეძლო წავიდა და იმ სხვა ქვეყანაში შეძლო და აქეთაც მოხედა თავის ოჯახს მაშინ რა რეპლიკა გაქვთ ხოლმე ან რა ახსნა? ან როგორ ფიქრობთ როცა ყველაფერი რიგზეა რატომ უნდა წახვიდე ადამიანი შენი ქვეყნიდან სხვაგან? ვიქნები ბიძია ჩემ ქვეყანაში და მარტო დასასვენებლად წავალ. მაგრამ არაფერი გამოდის ჩვენ ბედკრულ ქვეყანაში. მაგრამ ხელს თუ მიყობ ბროჭობის და ასე შემდეგ გზას დიდი ალბათობაა იმისა რომ ყველაფერი კარგად გექნება. ბლიაძინას ოცნების და ბლიაძიანას დედაც. მაგრამ არავინ რომ თქვას ნაციაო ზემოდან მაგათიც.

მე მირჩევნია ჩემ ქვეყანაში შრომა და ცხოვრება, უბრალოდ ამის საშვალება უნდა მომცენ.

Posted by: gige 1 Jan 2020, 15:03
QUOTE (ნათანია @ 1 Jan 2020, 14:41 )
QUOTE
ანუ გაქცევა ამჯობინე
წაბრძანდით ბატონო, ვინ გიშლით


გაქცევა არა! წასვლა! არავინ არ მიშლის რათქმაუნდა

QUOTE
თუ რამის თავი გქონდა , აქ გამოჩნდებოდა.


პრინციპის ამბავია. მე ნორმალურ ქვეყანაში მინდა ცხოვრება როგორც ცივილიზებულ ნორმალურ ადამიანს წილხვედრი საერთოდ ვერ აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს და საერთოდ ვერ წარმომიდგენია ადამიანს რატო უნდა გინდოდეს ცხოვრება ან რამის შეცვლის სურვილი ისეთ ქვეყანაში როგორსაც საქართველოს ეძახით?

QUOTE
პროსტო მერე იქიდან არ დაგვიწყოთ რა ჭკუის დარიგება
ესე გააკეთეთ და ისე ჰქენითო.




არა ძმაო რას ამბობ წავიდე და მერე აქეთ მომხედის და თქვენი გამხსენებლის თავზე გავიარე ჩემდათავად. არა ძმაო ვაბშემ არ გიცნობთ არ მიცნობთ ამ ქვეყანაზეც არფერი მსმენია

ჰოდა ეხლავე დაივიწყე და და აქაც ნუ დაპოსტავ.


Posted by: √‼‼VσÜ¥ 1 Jan 2020, 15:20
არადა ემიგრაციაში წასული უფრო უშველი ამ ქვეყანას ვიდრე აქ იჯდე და ზოგ ზოგი ერთივით ფორუმზე პოსტვით გამოხატო ქვეყნის შველა აგერ ერთი ორი ამ თემაშიცაა

ქვეყნის ბიუჯეტი 1/4 ემიგრანტების გამოგზავნილ ფულზეა ეგენი რო არა დღეს ლარის კურსი სად იქნებოდა წარმოდგენაც არ მინდა


Posted by: ნათანია 1 Jan 2020, 15:33
QUOTE
ჰოდა ეხლავე დაივიწყე და და აქაც ნუ დაპოსტავ.


user posted image

Posted by: melqis-melqis 1 Jan 2020, 16:03
წადით სანამ შეგიძლიათ წასვლა, სანამ ჯანი გაქვთ და ჯანმრთელი ფსიქიკა, თუ გაგივიდათ წასვლის წლები მერე ამ ჭაობში ჩარჩებით და მთელი ცხოვრება ინანებთ,რომ არ ხართ ცოტა ახალგაზრდა,რომ წასულიყავით ამ ქვეყნიდან რომელიც არასდროს მოწესრიგდება და არასდროს არაფერი ეშველება, მუდამ ღარიბი და გაღლეტილი იქნება და ესე იყო ყოველთვის და ესე იქნება

Posted by: mr_pikopa 1 Jan 2020, 16:05
melqis-melqis
ეგ იმის ბრალია რომ ზემოთ გაღორებულები არიან. უნდა გამოათრიო და არახუნო ნაგვის ურნებში. დედა აფეთქებული ჯერ გერმანიამ და მერე რუსთმა გადაბირდა პოლონეთი და რო უყირებ როგორ განვითარდნენ და მიდიან წინ რასაც ქვია მშურს. როცა ნორმალური ხელისუფლება გვეღირსება აი მაშინ გვაქ შანსი მანამდე კი რაც დაწერე ზუსტად ეგრე იქნება

Posted by: ნათანია 1 Jan 2020, 16:05
QUOTE (melqis-melqis @ 1 Jan 2020, 16:03 )
წადით სანამ შეგიძლიათ წასვლა, სანამ ჯანი გაქვთ და ჯანმრთელი ფსიქიკა, თუ გაგივიდათ წასვლის წლები მერე ამ ჭაობში ჩარჩებით და მთელი ცხოვრება ინანებთ,რომ არ ხართ ცოტა ახალგაზრდა,რომ წასულიყავით ამ ქვეყნიდან რომელიც არასდროს მოწესრიგდება და არასდროს არაფერი ეშველება, მუდამ ღარიბი და გაღლეტილი იქნება და ესე იყო ყოველთვის და ესე იქნება

yes.gif

იმენა ჭეშმარიტება არ მეტი არც ნაკლები

Posted by: no_one 1 Jan 2020, 16:11
ნათანია
პოლინეთი - იაფი, მზარდი ეკონომიკით, ქართველების მიმართ კეთილგანწყობილი. ერთია, ცივა მანდ

Posted by: Foreign-Affairs 1 Jan 2020, 16:16
წასვლაზე საუბარი ადვილია, მაგრამ როგორ აპირებთ ლეგალურად (!) საზვარგარეთ წასვლას და მუშაობა-ცხოვრებას?

Posted by: no_one 1 Jan 2020, 16:16
√‼‼VσÜ¥
ქვეყნის ბიუჯეტთან ემიგრანტების გამოგზავნილ ფულს რა კავშირი აქვს? მერ ეკიდევ, სამუშაო ამიგრაცია დამთავრდა - ეს ტალღა გადასახლების თემაა ოჯახით, ამიტომ არავინ არაფერს არ გამოგზავნის.

Posted by: Moor 1 Jan 2020, 16:18
QUOTE
აქეთ მომხედის და თქვენი გამხსენებლის თავზე გავიარე ჩემდათავად. არა ძმაო ვაბშემ არ გიცნობთ არ მიცნობთ ამ ქვეყანაზეც არფერი მსმენია

lol.gif
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
lol.gif

Posted by: dega 1 Jan 2020, 16:22
ასოცირების ხელშეკრულების თანახმად დღეიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამოქმედდა. 1-ელი იანვრიდან, შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, რაც აქამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციებში შედიოდა, ახალშექმნილი დასაქმების სააგენტო შეასრულებს. მათ შორის არის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა. ამავე სააგენტოს უფლებამოსილება იქნება ცირკულარული მიგრაციის საკითხების მართვა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი კადრების გადამზადება და ლეგალური დასაქმება უცხოეთში მოხდება.

Posted by: √‼‼VσÜ¥ 1 Jan 2020, 16:35
no_one
QUOTE
ქვეყნის ბიუჯეტთან ემიგრანტების გამოგზავნილ ფულს რა კავშირი აქვს?


ამას თუ ვერ ხვდები აზრი აღარ აქვს ჩვენ საუბრის გაგრძელებას

Posted by: dinamosfan 1 Jan 2020, 16:46
ADUA
QUOTE
სერიოზულად კი ჩეხეთია კარგი ვარიანტი მუშახელს ითხოვენ

კარგი ვარიანტი კი არა იხვი ))
წლები გინდა რომ მოეწყო
ჩეხური ან ინგლისური თუ არ იცი საერთოდ 700-800 ევროზე მოგიწევს მუშაობა
თუ ინგლისური იცი 1200 ევროიანი სამსახური იდეალური ვარიანტია
და რა სეგმენტსაც სთავაზობს წამოსვლას რამდენმა იცის როგორ ფიქრობ?
პლუს მაგარი ბანძი კამანდაა უმრავლესობა. კარგი ჩეხი მეგობრებიც მყავს მაგრამ ცოტანი არიან
ძირითადად სახელმწიფო დონეზეა რახან ტიპი ჩეხია სულ რომ 0 იყოს გასვავენ თავზე სამსახურში ,შენზე ცოტას მუშაობს და შენზე მეტს უხდიან არაფერში
კორუფცია,აფერისტები და საბჭოთა კავშირია ჩვეულებრივი ამას ევროპასთან იმდენივე საერთო აქვს რამდენიც მე ტიბეტელ ბერებთან
ზოგადად ემიგრაციისათვის არსებობს 5 სახელმწიფო სულ სადაც ღირს წასვლა
1)კანადა
2)ავსტრალია
3)ამერიკის შეერთებული შტატები
4) დიდი ბრიტანეთი
5)სკანდინავია
ამათ გარდა ყველგან დროის კარგვაა სანამ აეწყობი და კაპიკებზე გიწევს მუშაობა ემიგრაციის პირობებში
* * *
√‼‼VσÜ¥
QUOTE
არადა ემიგრაციაში წასული უფრო უშველი ამ ქვეყანას ვიდრე აქ იჯდე და ზოგ ზოგი ერთივით ფორუმზე პოსტვით გამოხატო ქვეყნის შველა აგერ ერთი ორი ამ თემაშიცაა

ქვეყნის ბიუჯეტი 1/4 ემიგრანტების გამოგზავნილ ფულზეა ეგენი რო არა დღეს ლარის კურსი სად იქნებოდა წარმოდგენაც არ მინდა

უდიდესი სისულელე გიწერია ეკონომიკური კუთხით მეგობარო საწყენად არ გიწერ აგიხსნი რატომ
ზოგადად ეკონომიკის მთავარი კაპიტალი არა ფულადი მასა არამედ შრომისუნარიანი მასაა ანუ მოსახლეობა
1) ადამიანები ჰქმნიან ეკონომიკას ქვეყანაში- კერძოდ აიღე ახლადშექმნილი ოჯახი რომელსაც ჭირდება საყოფაცხოვრებო ტექნიკა,სახლი,საკვები,ელ ენერგია,წყალი,ტანსაცმელი და ათასი რამ კიდევ
და რაც უფრო მეავტია ასეთი ადამიანი მით მეტია მოთხოვნა
რაც მეტია მოთხოვნა მით მეტია წარმოება და მიწოდება (თავის თავში მოიცავს კარგ საინვესტიციო გარემოსაც რაც აინტერესებთ უცხოელ ინვესტორებს)
შესაბამისად მეტი მოსახლეობა = მეტ ეკონომიკურ აქტივს
როდესაც შენ აგზავნი თანხას ქვეყანაში სადაც პენსიონერები არიან უმრავლესობაში ან ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოუსედეგარი მასა ადამიანებისა უბრალოდ შედეგი გექნება ერთი
ა)შეინახო რა შენი ქვეყნის უმაქნისი მთავრობა
ბ)შეინახო მოსახლეობის ის სეგმენტი რომელიც მონაწილეობას არ იღებს ეკონომიკურ აქტივობაში
შედეგი კი გექნება აუცილებლად რეგრესი..
სამწუხაროდ უცოდინარი და ბნელი მთავრობის ამ ,,სიბრძნეებს'' ხალხის გარკვეული მასა ამ არგუმენტებზე დაყრდნობით პოზიტიურად იღებს არა და ეს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტზე უარესი შედეგის მომტანია ისეთი შედეგისა რომლის შეცვლასაც ათწლეულებიც არ ეყოფა (თუ საერთოდ უშველა რაიმემ ნებაც რომ იყოს)
ეს რაც დაგიწერე არის ეკონომიკის საწყისები , ყველამ რომ უნდა ვიცოდეთ


Posted by: ბეჟანბეჟანი 1 Jan 2020, 17:11
QUOTE
 საქართველოდან წასვლა, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო

პოლიტიკური რატომ? ნახევარ ამერიკას არც ტრამპი მოსწონს, მაგრამ კანადაში კი არ გადადიან საცხოვრებლად.
რაც შეეხება ეკონომიკას: ეკონომიკური მდგომარეობის გამო ესტონეთიდან სამუშაოდ მიდიან ფინეთში, რუსეთიდან პოლონეთში, თურქეთიდან გერმანიაში, ინგლისიდან ამერიკაში, საბერძნეთიდან იტალიაში, სამხრეთ ამერიკიდან ესპანეთში,.. არც საქართველოს აკლია სამუშაოს მაძიებელი ემიგრანტები.
* * *
QUOTE
1) ადამიანები ჰქმნიან ეკონომიკას ქვეყანაში- კერძოდ აიღე ახლადშექმნილი ოჯახი რომელსაც ჭირდება საყოფაცხოვრებო ტექნიკა,სახლი,საკვები,ელ ენერგია,წყალი,ტანსაცმელი და ათასი რამ კიდევ
და რაც უფრო მეავტია ასეთი ადამიანი მით მეტია მოთხოვნა
რაც მეტია მოთხოვნა მით მეტია წარმოება და მიწოდება (თავის თავში მოიცავს კარგ საინვესტიციო გარემოსაც რაც აინტერესებთ უცხოელ ინვესტორებს)
შესაბამისად მეტი მოსახლეობა = მეტ ეკონომიკურ აქტივს
როდესაც შენ აგზავნი თანხას ქვეყანაში სადაც პენსიონერები არიან უმრავლესობაში ან ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოუსედეგარი მასა ადამიანებისა უბრალოდ შედეგი გექნება ერთი
ა)შეინახო რა შენი ქვეყნის უმაქნისი მთავრობა
ბ)შეინახო მოსახლეობის ის სეგმენტი რომელიც მონაწილეობას არ იღებს ეკონომიკურ აქტივობაში
შედეგი კი გექნება აუცილებლად რეგრესი..
სამწუხაროდ უცოდინარი და ბნელი მთავრობის ამ ,,სიბრძნეებს'' ხალხის გარკვეული მასა ამ არგუმენტებზე დაყრდნობით პოზიტიურად იღებს არა და ეს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტზე უარესი შედეგის მომტანია ისეთი შედეგისა რომლის შეცვლასაც ათწლეულებიც არ ეყოფა (თუ საერთოდ უშველა რაიმემ ნებაც რომ იყოს


Posted by: dinamosfan 1 Jan 2020, 17:14
ბეჟანბეჟანი
QUOTE
აც შეეხება ეკონომიკას: ეკონომიკური მდგომარეობის გამო ესტონეთიდან სამუშაოდ მიდიან ფინეთში, რუსეთიდან პოლონეთში, თურქეთიდან გერმანიაში, ინგლისიდან ამერიკაში, საბერძნეთიდან იტალიაში, სამხრეთ ამერიკიდან ესპანეთში,.. არც საქართველოს აკლია სამუშაოს მაძიებელი ემიგრანტები.

აბსოლიტურად შეუსაბამო შედარებაა
ჯერ საარსებო მინიმუმის დონით მიუახლოვდი თუნდაც ყველაზე დაბალი ეკონომომიკური ინდექსის მქონე ქვეყანას და მერე შეედარე
ესტონეთიდან შიმშილსა და ვალებს არავინ გაურბის არც საბერძნეთიდან
და სხვაობა ბევრ ასპექტშია კიდევ ამ ქვეყნებს თუ საქართველოს მოქალაქეს შეადარებ (შრომის უფლება,განათლება და ასე შემდეგ)

Posted by: √‼‼VσÜ¥ 1 Jan 2020, 17:18
dinamosfan
ვერ გავიგე ანუ ემიგრანტების გამოგზავნილი უცხო ვალუტა ქვეყნის ეკონომიკას არ ეხმარება მაგის თქმა გინდა?

QUOTE
ზოგადად ეკონომიკის მთავარი კაპიტალი არა ფულადი მასა არამედ შრომისუნარიანი მასაა ანუ მოსახლეობა

სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურება თუ არ მიეცი როგორ იქნება ეკონომიკურად აქტიური ვერც ვერაფერს იყიდის
QUOTE
ნახევარ ამერიკას არც ტრამპი მოსწონს, მაგრამ კანადაში კი არ გადადიან საცხოვრებლად.


ძალიან ბევრი ამერიკელი ცხოვრობს კანადაში ოღონდ არა იმიტომ რო უჭირდათ ან ამერიკაა ცუდი ან ტრამპი არ მოწონთ გარკვეული მიზეზები ქონდათ ამის ოჯახი,ბიზნესი,საქმე და ა.შ ქართველს კიდე გაჭირვების გამო უნდა აქედან წასვლა და არა იმიტომ რო ბიძინა არ მოწონს ან ქვეყანა არ უყვარს

Posted by: ბეჟანბეჟანი 1 Jan 2020, 17:22
QUOTE (dinamosfan)
აბსოლიტურად შეუსაბამო შედარებაა

არავის ვადარებ.
მსოფლიოს ტენდენციაა უარესი ეკონომიკის ქვეყნების მოსახლეობა გადასახლდეს უკეთესი ეკონომიკის ქვეყნებში.
ნაწილი ქვეყნებითვის საქართველოა ასეთი, ქართველებისთვის საბერძნეთი, ბერძნებისთVის საფრანგეთი და ა.შ.

Posted by: dinamosfan 1 Jan 2020, 17:35
√‼‼VσÜ¥
QUOTE
ვერ გავიგე ანუ ემიგრანტების გამოგზავნილი უცხო ვალუტა ქვეყნის ეკონომიკას არ ეხმარება მაგის თქმა გინდა?

ქვეყნის ეკონომიკას არ ეხმარება იმ ასპექტში რასაც შენ გულისხმობ ზემოთ დაწერილი მაგალითით (საერთაშორისო სავაჭრო დოლართან მიმართებაში ვალუტის გამყარება არ არის ეკონომიკური ზრდის საშუალება)
ეკონომიკას ეხმარება მხოლოდ სტაბილური ეკონომიკური აქტივი რომელიც ქვეყანაში ჰქმნის დოვლათს
ეს მშრალად დაგიწერე სიღრმისეულად რომ ჩაწვდე ბევრი ასპექტია რაც დამაზიანებლად მოქმედებს
მარტივ მაგალითს გეტყვი თუ მოსახლეობის რაოდენობა შემცირდება და ფულადი მასა მოიმატებს მთავრობა უბრალოდ ადგება და ფასებს გაგიზრდის რათა ინფლაცია დაარეგულიროს
საწარმოს შექმნას აზრი აღარ ექნება გამომდინარე იქიდან რომ მიწოდების სეგმენტი მცირე იქნება ქვეყანაში
ექსპორტამდე კი საკუთარი ბაზრის ათვისებაა საჭირო ჯერ (გამონაკლისების გარდა)
შესაბამისად თუ პირობითად დღეს საკვებში იხდი ას ლარს მერე გადაიხდი 500 ლარს და ეგ იქნება შედეგი
ეკონომიკური განვითარება სხვა საშუალებებით და სხვა კუთხით ხდება და არა ემიგრაციით
ბეჟანბეჟანი
QUOTE
ფლიოს ტენდენციაა უარესი ეკონომიკის ქვეყნების მოსახლეობა გადასახლდეს უკეთესი ეკონომიკის ქვეყნებში.
ნაწილი ქვეყნებითვის საქართველოა ასეთი, ქართველებისთვის საბერძნეთი, ბერძნებისთVის საფრანგეთი და ა.შ.

ეგ კი მასეა უბრალოდ ორ რამეზე ვუსვავ ხაზს
1) ესტონელი ესტონეთშიც იცხოვრებს და მის არსებობას საფრთხე არ დაემუქრება ,ქართველი ვერა
2) ესტონელსა და ქართველს გერმანიაში ან საფრანგეთში არ აქვთ თანაბარი შრომითი უფლებები არც იურიდიულ ასპექტში და არც საზოგადოების აღქმის ასპექტში სამწუხაროდ
საქართველოში გვიხატავენ რომ დასავლეთში ყველა თანაბარია და ასე შემდეგ რაც ნამდვილად არაა ასე
როგორც ქართველი ანსხვავებს პაკისტანელს და შვედს ერთმანეთისაგან ისევეა აქაც
ეს ყველაფერი შენც იცი
ამიტომაც ვამბობ თუ გვინდა ვინმემ დაგვაფასოს ჯერ ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო
მერე ყველაფერი ადვილია
* * *
√‼‼VσÜ¥
QUOTE
სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურება თუ არ მიეცი როგორ იქნება ეკონომიკურად აქტიური ვერც ვერაფერს იყიდის

ყველა ადამიანი თავად ჰქმნის ეკონომიკურ დოვლათს
სიტყვაზე ხელოსანს შეუძლია თავად აწარმოოს ყველაფერი ასევეა ბევრი სხვა პროფესია
სულ არაფერი ყანას მოიყვანს ფერმერი
აქ საუბარი იმაზეა ეკონომიკური კუთხით ნეგატიურად მოქმედებს თუ პოზიტიურად ზრდაზე ემიგრაცია

Posted by: Detroit 1 Jan 2020, 17:49
QUOTE (dega @ 1 Jan 2020, 16:22 )
ასოცირების ხელშეკრულების თანახმად დღეიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამოქმედდა. 1-ელი იანვრიდან, შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, რაც აქამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციებში შედიოდა, ახალშექმნილი დასაქმების სააგენტო შეასრულებს. მათ შორის არის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა. ამავე სააგენტოს უფლებამოსილება იქნება ცირკულარული მიგრაციის საკითხების მართვა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი კადრების გადამზადება და ლეგალური დასაქმება უცხოეთში მოხდება.

ეს რეალური შედეგის მომტანი უნდა იყოს და არა ისეთი ეხლა რაცაა, სახელმწიფო იხდის ეხლაც ფულს კოლეჯებში მარა ძაან დაბალი დონეა და არაფერი არ ისწავლება იმ კოლეჯებში, დასაქმებაზე თუ არ იქნა მიბმული რეალურად ისე აზრი არ აქვს, ბიუჯეტი იხარჯება, თანხა მიდის კოლეჯის მფლობელის ჯიბეში და ადამიანს რჩება ფურცლის ნაგლეჯი სერტიფიკატი რომელსაც ვერასდროს ვერაფერში გამოიყენებს.

Posted by: dinamosfan 1 Jan 2020, 17:58
Detroit
QUOTE
ეს რეალური შედეგის მომტანი უნდა იყოს და არა ისეთი ეხლა რაცაა, სახელმწიფო იხდის ეხლაც ფულს კოლეჯებში მარა ძაან დაბალი დონეა და არაფერი არ ისწავლება იმ კოლეჯებში, დასაქმებაზე თუ არ იქნა მიბმული რეალურად ისე აზრი არ აქვს, ბიუჯეტი იხარჯება, თანხა მიდის კოლეჯის მფლობელის ჯიბეში და ადამიანს რჩება ფურცლის ნაგლეჯი სერტიფიკატი რომელსაც ვერასდროს ვერაფერში გამოიყენებს.

კოლეჯი და გადამზადების ცენტრი რომ შველოდეს რაღა უჭირდა ქვეყანას მაგრამ ამათ ბნელ ტვინებში ვერ ჩადის ეგ და რა გინდა ქნა
საწარმო ააშენე და ნებისმიერ საქმეზე ადგილზევე გადაამზადებ კადრს რომელიც თვეში უკვე პროფესიონალი გახდება
ჩემი მეგობარი ჩამოვიდა ევროპაში და საქმე 2 თვეში შეასწავლეს ისე რომ აქაურ რიტმში მუშაობს უკვე
ეგაა შენ რაც აღნიშნე ფულის საჭრელი თემაა ხო უნდა გაპრავდეს ბუღალტრულად ბიუჯეტიდან გამოსული თანხა
ტიპები ესე ნაგლად გვძვარცვავენ და ხმას არავინ არ იღებს ყველაფრის ღირსია ხალხი
იიი მა ნაცები ჯობდააა
იიი მოვიდა მიშაი
ქვესკნელია იმენა

Posted by: √‼‼VσÜ¥ 1 Jan 2020, 18:04
dinamosfan
QUOTE
ქვეყნის ეკონომიკას არ ეხმარება იმ ასპექტში რასაც შენ გულისხმობ ზემოთ დაწერილი მაგალითით (საერთაშორისო სავაჭრო დოლართან მიმართებაში ვალუტის გამყარება არ არის ეკონომიკური ზრდის საშუალება)
ეკონომიკას ეხმარება მხოლოდ სტაბილური ეკონომიკური აქტივი რომელიც ქვეყანაში ჰქმნის დოვლათს
ეს მშრალად დაგიწერე სიღრმისეულად რომ ჩაწვდე ბევრი ასპექტია რაც დამაზიანებლად მოქმედებს
მარტივ მაგალითს გეტყვი თუ მოსახლეობის რაოდენობა შემცირდება და ფულადი მასა მოიმატებს მთავრობა უბრალოდ ადგება და ფასებს გაგიზრდის რათა ინფლაცია დაარეგულიროს
საწარმოს შექმნას აზრი აღარ ექნება გამომდინარე იქიდან რომ მიწოდების სეგმენტი მცირე იქნება ქვეყანაში
ექსპორტამდე კი საკუთარი ბაზრის ათვისებაა საჭირო ჯერ (გამონაკლისების გარდა)
შესაბამისად თუ პირობითად დღეს საკვებში იხდი ას ლარს მერე გადაიხდი 500 ლარს და ეგ იქნება შედეგი
ეკონომიკური განვითარება სხვა საშუალებებით და სხვა კუთხით ხდება და არა ემიგრაციით


ანუ ემიგრანტების გამოგზავნილი ფული გვაზიანებს კაი გასაგებია

QUOTE
ყველა ადამიანი თავად ჰქმნის ეკონომიკურ დოვლათს
სიტყვაზე ხელოსანს შეუძლია თავად აწარმოოს ყველაფერი ასევეა ბევრი სხვა პროფესია
სულ არაფერი ყანას მოიყვანს ფერმერი
აქ საუბარი იმაზეა ეკონომიკური კუთხით ნეგატიურად მოქმედებს თუ პოზიტიურად ზრდაზე ემიგრაცია


ეკონომიკური დოვლათის შექმნა ღარიბ ქვეყანაში მხოლოდ ბიძინას და მის ნაირებს შეუძლიათ შექმნან

ემიგრაციამ გადაარჩინა თავის დროზე საბერძნეთი იტალია რუმინეთი ბულგარეთი პოლონეთი და კიდე ბევრი არ იფიქრო რო მე მომხრე ვარ ახალი თაობა გაედინოს ქვეყნიდან მარა ვერც შეაჩერებ როცა ქვეყანაში ასეთი სიტყუაცია გექნება გინდა არ გინდა წავლენ მაინც

Posted by: dinamosfan 1 Jan 2020, 18:15
QUOTE
ანუ ემიგრანტების გამოგზავნილი ფული გვაზიანებს კაი გასაგებია

თუ ცინიზმით მწერ მართლა ვნანობ იმ დროს რაც დავხარჯე რომ შენთვის ეს ამხესნა თუ სერიოზულად მწერ მიკვირს რომ მხოლოდ ეს ამოიკითხე და ეს აზრი გამოიტანე აქედან
QUOTE
ემიგრაციამ გადაარჩინა თავის დროზე საბერძნეთი იტალია

))) რას მწერ ამერიკაში მიგრაციას გულისხმობ? )) იტალიას რა აქვს გადასარჩენი ან რა ჰქონდა ოდესმე? ))) სად წაიკითხე ან საბერძნეთს ))
ტიპებს 800 ევრო გაუხადეს პენსია და რამის ქვეყანა გადაწვეს რა გადარჩენაზე საუბრობ
დღეში რამდენი საათი მუშაობენ იცი აი ზუსტად ამ ორი ქვეყნის მოქალაქეები? ))
QUOTE
რუმინეთი ბულგარეთი

არ მიწყინო მაგრამ სადღეგრძელოებს მწერ იმიტომ რომ თემა აშკარად არ იცი რუმინეთი და ბულგარეთი არის კაკრაზ დღესაც ღარიბი ქვეყნები ევროპაში გადარჩენა არა ის კიდე )) კორუფცია და ჭაობია ორივეგან როგორც საქართველოში იმ განსხვავებით რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებია და ბევრი პლუსი აქვთ ჩვენგან განსხვავებით
დღესაც კი ყალბი რუმინული პასპორტებით დადის ნახევარი არალეგალეთი
მომხრე მოწინააღმდეგეზე არ არის აქ საუბარი ჩვენ ვლაპარაკობთ როგორ არის სწორი და როგორ არასწორი
დასავლეთით ცხოვრება არ ნიშნავს იმას რომ კარგად ცხოვრობ ან მსგავსი
იმასაც გეტყვი რომ ბევრ ასპექტში ჩვენ ქართველები ბევრად ევროპული ფასეულობების მატარებლები ვართ ვიდრე ცენტრალურ ევროპაში მცხოვრები ჩეხები
QUOTE
ეკონომიკური დოვლათის შექმნა ღარიბ ქვეყანაში მხოლოდ ბიძინას და მის ნაირებს შეუძლიათ შექმნან

ბიძინას არა სახელმწიფო ნება უნდა იყოს,კონსტიტუციაა ბიძინაც მიშაც და მომავალიც აი როდესაც ამას მივხვდებით მერე გვეშველება

Posted by: Eneas84 1 Jan 2020, 18:34
dinamosfan

გერმანიაში ხარ?

.............................

Posted by: dinamosfan 1 Jan 2020, 18:36
Eneas84
QUOTE
გერმანიაში ხარ?

პრაღა ჩეხეთი

Posted by: √‼‼VσÜ¥ 1 Jan 2020, 18:43
dinamosfan
ჯობია დავამთავროთ ჩვენი საუბარი თორე პორნოგრაფიაში გადაიზარდა არ მიწყინო მარა აცდი საკითხს და სხვაგან წახვედი

პ.ს

ემიგრანტებს კიდე მადლობა მინდა ვუთხრა ლარის კურსის შესანარჩუნებლად
საქართველოს ამ ეტაპზე სხვა არაფერი გააჩნია თქვენს გარდა


Eneas84
QUOTE
თუ გერმანიაშიც და დანარჩენ ევროკავშირშიც?


მხოლოდ პოლონეთში

Posted by: Eneas84 1 Jan 2020, 18:46
dinamosfan

რა მაინტერესებს თუ იცი, პოლონეთში რომ წავიდე და ჩავბარდე, სადღაც 6-8 თვეში სამუშაო ვიზას იძლევიან.

რას ნიშნავს ზუსტად, მარტო პოლონეთში მაქვს მუშაობის უფლება თუ გერმანიაშიც და დანარჩენ ევროკავშირშიც?

მადლობა წინასწარ wink.gif

Posted by: dinamosfan 1 Jan 2020, 18:49
QUOTE
ჯობია დავამთავროთ ჩვენი საუბარი თორე პორნოგრაფიაში გადაიზარდა

შენ რას წერ აზრი თუ გამოგაქვს შენი ნაწერებიდან? ცოტა დაფიქრდი ხოლმე სანამ რამეს დაწერ ვიღაცას შეურაცხყოფა არ მიაყენო
მართლა მეზარება ეხლა ამეების განხილვა და არც საქართველოში ვარ და ასაკიანი თუ ხარ მითუმეტეს გადახედე რა გიწერია
QUOTE
არ მიწყნო მარა თემას აცდი და სულ სხვაგან წახვედი

თემა : საქართველოდან წასვლა პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო
ჩემს ნაწერებს გადაავლე თვალი კიდევ ერთხელ და მერე დამდე ბრალი
QUOTE
ასევე ეკონომიკა საქართველოს ამ ეტაპზე სხვა არაფერი გააჩნია ემიგრანტების გარდა

ძალიან ბევრი რამაც გააჩნია მაგრამ ცოდნა უნდა

Posted by: baloka 1 Jan 2020, 19:01
აკაცია
QUOTE
მე წავედი ქვეყნიდან უკვე
ჩრდილოეთის მიმართულებით (რათქმაუნდა არა რუსეთი)
დაგიბრუნდებით სიბერეში

სიბერეში ვეღარ დაბრუნდებით. საზღვარგარეთ დაბადებულ და იქ გაზრდილ
შვილებს საქართველო აღარ დასჭირდებათ. საქართველოში ამხანაგ-მეგობარ-ნათესაობას ნელ ნელა
დაავიწყდები და გინდა დაბრუნდე სიბერეში, საქართველოში არავის დასჭირდები და არც არვის ეხსომები.
მარტოც ვერ დაბრუნდები,შვილების გარეშე შესძლებ?
მოხუცობაში ვინ უნდა მოგხედოს? მკურნალობა, წამლები, ეს საქართველოში ცოტა ვერ არის მოწესრიგებული.
მოხუცობაში წამოსვლა კი მოგინდება მაგრამ უკვე გვიანი იქნება.
ეს ყველაფერი პირადი გამოცდილებიდან.

Posted by: death85 1 Jan 2020, 19:04
ეხლა მოვკარი თვალი ვიღაც წერდა, თუ ბაგაჟი არ გაქვდ ევროპაში არ ღირს მიგრაცია გარდა სკანდინავისაა და ბრიტანეთისა, საინტერესოა სკანდინავია რა კრიტერიუმითაა კაი, როდესაც 100-დან თითქმის ასივე შემთხვევაში უარს გირტყავენ და ეხლა თუ ლეგალურად მიდიხარ მაგ კუთხით სკანდინავიაში კი არა ტანზანიაშიც შეიძლება კაი იყოს. ბრიტანეთი/ირლანდია შეიძლება კიდევ განიხილო, რადგან გარკვეული შანსი გაქ დარჩენის, ავსტრალია ეხლა ნონსენსია ჯერ ტრანსპორტირების ხარჯებიდან გამომდინარე, მერე თუ რაღაც იქნება იმ მოტივით მიდიხარ გამართლების შანსი აქაც მინიმალურია.

Posted by: √‼‼VσÜ¥ 1 Jan 2020, 19:09
QUOTE (baloka @ 1 Jan 2020, 19:01 )
აკაცია
QUOTE
მე წავედი ქვეყნიდან უკვე
ჩრდილოეთის მიმართულებით (რათქმაუნდა არა რუსეთი)
დაგიბრუნდებით სიბერეში

სიბერეში ვეღარ დაბრუნდებით. საზღვარგარეთ დაბადებულ და იქ გაზრდილ
შვილებს საქართველო აღარ დასჭირდებათ. საქართველოში ამხანაგ-მეგობარ-ნათესაობას ნელ ნელა
დაავიწყდები და გინდა დაბრუნდე სიბერეში, საქართველოში არავის დასჭირდები და არც არვის ეხსომები.
მარტოც ვერ დაბრუნდები,შვილების გარეშე შესძლებ?
მოხუცობაში ვინ უნდა მოგხედოს? მკურნალობა, წამლები, ეს საქართველოში ცოტა ვერ არის მოწესრიგებული.
მოხუცობაში წამოსვლა კი მოგინდება მაგრამ უკვე გვიანი იქნება.
ეს ყველაფერი პირადი გამოცდილებიდან.

არი სიმართლე შენ პოსტში მარა მთლად მასე დრამატულიც არაა რო ყველას დაავიწყდები 21 საუკუნეა ათასნაირი კომუნიკაციის საშუალებებია რო არ დაკარგო კონტაქტი მეგობრებთან ნათესავებთან და ა.შ ასე რო სიბერეში არ იქნება უკან დაბრუნება პრობლემა წელიწადში რამდენიმე თვეც საკმარისი იქნება ძველი ნოსტალგიის დასაკმაყოფილებლად

Posted by: death85 1 Jan 2020, 20:02
QUOTE (Eneas84 @ 1 Jan 2020, 18:46 )
dinamosfan

რა მაინტერესებს თუ იცი, პოლონეთში რომ წავიდე და ჩავბარდე, სადღაც 6-8 თვეში სამუშაო ვიზას იძლევიან.

რას ნიშნავს ზუსტად, მარტო პოლონეთში მაქვს მუშაობის უფლება თუ გერმანიაშიც და დანარჩენ ევროკავშირშიც?

მადლობა წინასწარ  wink.gif


რატომ გგონია, პოლონეთში რომ წახვალ და ჩაბარდები, მოგცემენ დამაკმაყოფილებელ სტატუსს?

ბოლო 5 წელში ქართველი ლტოლვილების სტატისტიკა პოლონეთში:

2015-ში 125-დან 5 მისცეს სტატუსი
2016-ში 35-დან არცერთს
2017-ში 25-დან არცერთს
2018-ში 65-დან 15-ს
2019-ის პირველ სამ კვარტალში 15-დან არცერთს

როგორც ხედავ მიმართვიანობაც საკმაოდ დაბალია, რადგან მდგომარეობის და პირობების გათვალისწინებით აზრი არ აქვს პოლონეთში ჩაბარებას (პრინციპში უკვე ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, თუ კაი ადვოკატს არ იშოვნი, რაც დამატებითი ხარჯებია). თუ მანცდამაინც პოლონეთში გინდა სამუშაოდ წასვლა, რამე რეალური კომპანია მონახე, რომელიც აქედან აკეთებს სამუშაო ვიზას და ისე წადი. იქ ჩახვიდე და ჩაბარდე სრული სისულელეა

Posted by: Eneas84 1 Jan 2020, 20:07
death85

QUOTE
2019-ის პირველ სამ კვარტალში 15-დან არცერთს


მეგობარი წავიდა ამ გაზაფხულს, ზუსტად ექვს თვეში მიიღო საბუთი(სამწლიანი შენგენის ვიზა), პოლონეთის ტერიტორიაზე შეუძლია ამ დროის მანძილზე ლეგალურად იმუშაოს და იცხოვროს.

მაგრამ არ უნდა რომ იქ დარჩეს, ადრე წლები გერმანიაში ცხოვრობდა და უნდა ისევ იქით, შენგენის ქვეყნებში ამ სამი წლის მანძილზე სადაც უნდა იქ ივლის, ამასთანავე საქართველოშიც შეუძლია ჩამოვიდეს, მარა სამუშაოდ რომ დარჩეს გერმანიაში, ეგ ვერ გავარკვიეთ ჯერ...

Posted by: death85 1 Jan 2020, 20:14
QUOTE (Eneas84 @ 1 Jan 2020, 20:07 )
death85

QUOTE
2019-ის პირველ სამ კვარტალში 15-დან არცერთს


მეგობარი წავიდა ამ გაზაფხულს, ზუსტად ექვს თვეში მიიღო საბუთი(სამწლიანი შენგენის ვიზა), პოლონეთის ტერიტორიაზე შეუძლია ამ დროის მანძილზე ლეგალურად იმუშაოს და იცხოვროს.

მაგრამ არ უნდა რომ იქ დარჩეს, ადრე წლები გერმანიაში ცხოვრობდა და უნდა ისევ იქით, შენგენის ქვეყნებში ამ სამი წლის მანძილზე სადაც უნდა იქ ივლის, ამასთანავე საქართველოშიც შეუძლია ჩამოვიდეს, მარა სამუშაოდ რომ დარჩეს გერმანიაში, ეგ ვერ გავარკვიეთ ჯერ...

ეგ სავარაუდოდ არ ჩაბარდებოდა, სამუშაო ვიზას აიღებდა. ჩაბარების შემთხვავაში გაძლევენ ჟენევის, ჰუმანიტარულ, დამატებითი დაცვის სტატუსებითან რომელიმეს ან უარყოფითს. პოლონეთში ვინც ჩადის ძირითადად, პოლონეთის სამუშაო ვიზას აკეთებენ და ისე მიდიან, დაჟე აქაც არის, რაღაც კომპანიები ვინც მაგას აგვარებს.

Posted by: Eneas84 1 Jan 2020, 20:23
death85


QUOTE
ეგ სავარაუდოდ არ ჩაბარდებოდა, სამუშაო ვიზას აიღებდა. ჩაბარების შემთხვავაში გაძლევენ ჟენევის, ჰუმანიტარულ, დამატებითი დაცვის სტატუსებითან რომელიმეს ან უარყოფითს. პოლონეთში ვინც ჩადის ძირითადად, პოლონეთის სამუშაო ვიზას აკეთებენ და ისე მიდიან, დაჟე აქაც არის, რაღაც კომპანიები ვინც მაგას აგვარებს.


შეიძლება, ფაქტია რომ აქვს სამწლიანი ვიზა...

მაგ ვიზით თუ იზავს მაგ. გერმანიაში რამეს?

Posted by: √‼‼VσÜ¥ 1 Jan 2020, 20:27
Eneas84
QUOTE
გერმანიაში რამეს?


მუშაობით ვერ იმუშავებს თუ ეს გაინტერესებს

Posted by: Gabidauri 1 Jan 2020, 20:40
QUOTE
იიი მა ნაცები ჯობდააა იიი მოვიდა მიშაიქვესკნელია იმენა

lol.gif lol.gif lol.gif აბაა! და იჯექი და ელოდე ეხლა როდის განათდება! ამასობაში სიბერეც შამაიპარება ნელ-ნელა .....

Posted by: death85 1 Jan 2020, 20:40
QUOTE (Eneas84 @ 1 Jan 2020, 20:23 )
death85


QUOTE
ეგ სავარაუდოდ არ ჩაბარდებოდა, სამუშაო ვიზას აიღებდა. ჩაბარების შემთხვავაში გაძლევენ ჟენევის, ჰუმანიტარულ, დამატებითი დაცვის სტატუსებითან რომელიმეს ან უარყოფითს. პოლონეთში ვინც ჩადის ძირითადად, პოლონეთის სამუშაო ვიზას აკეთებენ და ისე მიდიან, დაჟე აქაც არის, რაღაც კომპანიები ვინც მაგას აგვარებს.


შეიძლება, ფაქტია რომ აქვს სამწლიანი ვიზა...

მაგ ვიზით თუ იზავს მაგ. გერმანიაში რამეს?

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც ვიცი, როდესაც იღებ პოლონეთში მუშაობის უფლებას, მას იღებ რომელმე კონკრეტული კომპანიისგან, რომელიც დოკუმენტით გაძლევს საშუალებას იმუშაო მხოლოდ იმ კომპანიაზე, კონკრეტულ თანამდებობაზე, თუმცა შეიძლება სხვანაირადაც რეგულირდებოდეს და ზოგიერთი ევროპის ქვეყანა გვერდს უვლიდეს მას, არ ვიცი ზუსტად. ანალოგიურად ხდება, როდესაც გაქვს პოლონეთის რეზიდენტობა, იმ განსხვავებით, რომ მხოლოდ პოლონეთში გაქვს მუშაობის უფლება.

Posted by: Beso1980 1 Jan 2020, 20:50
QUOTE
საქართველოში ამხანაგ-მეგობარ-ნათესაობას ნელ ნელა
დაავიწყდები და გინდა დაბრუნდე სიბერეში, საქართველოში არავის დასჭირდები და არც არვის ეხსომები.

შენ ეტყობა ფესვები არ გაქვს ნანახი. კაი დროა ეხლა საახალწლო დასვენების და ჩაუჯექი.

QUOTE
მაგ ვიზით თუ იზავს მაგ. გერმანიაში რამეს?

მარტო მოგზაურობა.

Posted by: ჯარჯი 1 Jan 2020, 20:59
QUOTE
საქართველოდან წასვლა, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო


ვერ წავედი კანადაში მაგრამ თუ ასეთი დეპრესია გამიგრძელდა პოლონეთიდან შემიძლია სამუსაო მოწვევა რომ გამოვაგზავნინო მეოგობარია წლებია და პროფესიით მუშაობს იქ...ხოდა იქ წავალ.

გერმანელები რომ დაგვპირდნენ სამუშაოს ნებართვებს ნეტა რა ხდება? ხო არაფერი ისმის?

Posted by: oneinwww 1 Jan 2020, 21:03
პირველ ოქტომბრამდე მოიცადეთ ჯერ ნუ მიდიხართ

Posted by: Gabidauri 1 Jan 2020, 21:04
შორი ქვეყნები არ წავა? მაგალითად: არგენტინა, ავსტრალია ან ახალი ზელანდია? როგორღაც, აღარც მახსოვს საიდან, ახალი ზელანდიაში ემიგრაციის სარეკლამო პოსტერს წავაწყდი და რაღაც-რაღაცეები შევავსე. დღემდე მიგზავნიან სარეკლამო რგოლებს ან თუ კი რაიმე ცვლილებებია კოდექსში...www.newzealandnow.govt.nz

Posted by: Angel Rolan 1 Jan 2020, 21:08
Dega
* * *
Dega

Posted by: В.И. Ленин 1 Jan 2020, 22:02
სამუდამოდ თუ მიდიხარ, პოლონეთში რატომ მიდიხარ?!

Posted by: Arqimedi 1 Jan 2020, 22:17
dinamosfan
QUOTE
ჩემი მეგობარი ჩამოვიდა ევროპაში და საქმე 2 თვეში შეასწავლეს ისე რომ აქაურ რიტმში მუშაობს უკვე


რომელ ქვეყანში და საქმე ისწავლა თქვენმა მეგობარმა?

Posted by: dinamosfan 1 Jan 2020, 22:57
Arqimedi
QUOTE
რომელ ქვეყანში და საქმე ისწავლა თქვენმა მეგობარმა?

გერმანიაში ქარხანაში შეასწავლეს ის საქმე რაც სჭირდებოდათ
ისე აქაც იგივეა არის დამხმარე ვაკანსიები შედარებით დაბალი ანაზღაურებით სანამ არ ისწავლი საქმეს ყველა სფეროში რავი

Posted by: მაწო-_- 2 Jan 2020, 00:06
QUOTE
საქართველოდან წასვლა, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო

QUOTE
Pages: (8) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »

თვალი გადავავლე თემას და ყველა გარბიხართ აქ ვიღა ვრჩებით?

ქოცებს და ნაცებს მიტოვებთ ქვეყანას?

Posted by: Beso1980 2 Jan 2020, 01:22
QUOTE
თვალი გადავავლე თემას და ყველა გარბიხართ

ბოვშები და ქალები გადამალეთ.

Posted by: mr_pikopa 2 Jan 2020, 04:08
მაწოsleep.gif
და რო დავრჩენიყავი რა მეკეთებინა, უსაქმურად ვმჯდარიყავი ისევ სახლში? რამე პერსპექტივა მქონდა თუ რა. 10 წელი რომ იმუშავებ ერთ ადგილას და არაფერი იცვლება და არაფერი რო არ ხდება წისვლის თემაში არც ისე და არც ასე.

Posted by: no_one 2 Jan 2020, 05:01
√‼‼VσÜ¥
ნაღდად ვერ ვხვდები რა კავშირშია პირადი გზავნილები ქვეყნის ბიუჯეტის შევსებასთან smile.gif არ გინდა ამიხსნა?

Posted by: √‼‼VσÜ¥ 2 Jan 2020, 08:02
no_one
2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით $1.25 მილიარდი დოლარი შემოვიდა რაც ლარებში $3.7 მილიარდს აღემატება ეს ფული რა თქმა უნდა მიდის გადასახადებში მაღაზიებში და სხვა და სხვა ბიზნეს სექტორში აქედან ნახევარი მიდის დღგ-ში ანუ ბიუჯეტში ამ ფულით მერე დარიგდა პენსიები გამყარდა ლარი და ა.შ ჯაჭვია ემიგრანტების გამოგზავნილ ფულზე ბევრი ბიზნესია ჩამოკიდებული რო არა ეგ ფულები პანტა პუნტით დაიკეტებოდნენ და კიდევ უფრო მეტი უმუშევარი გვეყოლებოდა ქვეყანაში ასე რო არაა გამორიცხული შენც ემიგრანტების გამოგზავნილ ფულით იღებდე ხელფასს wink.gif

ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოში მშპ-ს 6%-ს შეადგენს და ქვეყანაში შემომავალ გრანტებს და ინვესტიციებს თითქმის 2,5-ჯერ აღემატება ანუ ფაქტიურად ემიგრანტები ერთ ერთი ყველაზე დიდი ინვენსტორები არიან ქვეყანაში


"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის იმ დონეზე, რომ საკუთარი მოხმარება სრულად უზრუნველყოს ადგილობრივმა შემოსავლებმა. მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურასა და ექსპორტ-იმპორტის ბალანსს თუ გადახედავთ, შენიშნავთ, რომ დაახლოებით 4 მილიარდი დოლარით მეტს მოვიხმართ, ვიდრე ვაწარმოებთ. შესაბამისად, ეს თანხები რაღაცით უნდა დაბალანსდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ მოხმარების ზრდას იმ დონემდეც კი, რა დონეზეც ახლა ვართ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან მოხმარების დონეც საკმაოდ დაბალია და ადამიანი წელიწადში საშუალოდ 2700 დოლარს მოიხმარს, მაშინ როცა ევროპაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 40000 დოლარია. შესაბამისად, ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმ შემოსავლებს, რომელსაც საქართველო უცხოეთში დასაქმებული თავისი მოქალაქეებისგან იღებს. როგორც ჩანს, დღემდე ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ჩვენი თანამემამულე რჩება, რუსეთია, ამიტომ არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ რუსეთი ერთ-ერთი დონორი ქვეყანაა ფულადი გზავნილების თვალსაზრისით. მეორე ადგილზე საბერძნეთია, მესამეზე კი იტალია. ეს ის ქვეყნებია, სადაც ამჟამად მაღალია ეკონომიკური რისკი. კრიზისი ასეთ ქვეყნებში უპირველეს ყოვლისა აისახება იქ არალეგალურად მყოფი ადამიანების შემოსავლებზე ან არაკვალიფიციური შრომით დასაქმებულებზე. საქართველოდან წასული შრომითი მიგრანტების დიდი ნაწილი კი სწორედ ასეთ სამსახურშია დასაქმებული. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ შესაძლოა საქართველოში ამგვარი შემოსავლები შემცირდეს, ძალიან მაღალია

Posted by: webdesigner93 2 Jan 2020, 09:58
QUOTE
ნაღდად ვერ ვხვდები რა კავშირშია პირადი გზავნილები ქვეყნის ბიუჯეტის შევსებასთან  არ გინდა ამიხსნა?

სხვას ეკითხები, პასუხს მე ვწერ, რაზეც ბოდიშს ვითხოვ)) ტერმინია ნახმარი არასწორი, ბიუჯეტის შევსებასთან არაფერი კავშირი არაა ( ნუ თუ ოჯახის ბიუჯეტს არ ვიგულისხმებთ), მაგრამ ლარი - დოლარის ბალანსში შეაქვს დიდი წვლილი გადმორიცხვებს. ანუ სავაჭრო სალდო ექსპორტ/იმპორტი საქართველოს უარყოფითი აქვს და ერთ ერთი გზა საიდანაც უცხოური ვალუტა შემოდის საქართველოში არის ემიგრანტების გზავნილები საქართველოში. ეს ეხმარება ძალიან ლარის კურსს, რა დღეშია ახლა კურსი კი ხედავთ და ესეც რომ არ იყოს კიდე უარეს დღეში იქნებოდა yawn.gif

Posted by: jotinesi 2 Jan 2020, 10:13
QUOTE (Hermosa @ 31 Dec 2019, 23:07 )
არსად არ წახვიდეთ სანამ ესენი არ მოიხვნებიან სასტიკად
მე დავბრუნდი ამათი კნავილი უნდა ვნახო თან მაღალ ხმაზე
ნუ შეატოვებთ ქვეყანას ამ ვიგინდარებს

100% egrea, ara marto vnaxo monacileobac unda mivigo vik.gif

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 2 Jan 2020, 11:15
QUOTE
აქეთ მომხედის და თქვენი გამხსენებლის თავზე გავიარე ჩემდათავად. არა ძმაო ვაბშემ არ გიცნობთ არ მიცნობთ ამ ქვეყანაზეც არფერი მსმენია


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: RedShark 2 Jan 2020, 11:56
user posted image

https://www.imovies.cc/ka/movies/878413780/Tekst/RUS/HIGH

ეს ფილმი ნახეთ. რუსეთზეა, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, აქაც იგივე საღორეა, დიდი არაფერი განსხვავება არ არის. ეკონომიკური მდგომარეობა არ არის მთავარი მიზეზი რატომაც არ დაედგომება აქ სწორად აღზრდილ, ნორმალურ ადამიანს, რომელსაც უნდა უბრალოდ იცხოვროს და იყოს ბედნიერი.

აქ ააშენეთო facepalm.gif lol.gif lol.gif

Posted by: მაწო-_- 2 Jan 2020, 12:01
RedShark
QUOTE
ეს ფილმი ნახეთ. რუსეთზეა, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, აქაც იგივე საღორეა

facepalm.gif

Posted by: mepar 2 Jan 2020, 12:50
წარმოიდგინეთ რომ ამ თემას ილია კითხულობდეს, ერთს კახურად დაგვიდედისტრაკებდა ყველას იმიტომ რომ ღირსები ვართ!


ამას წინათ ბავშები მეკითხებიან, სად ჩავაბარო, რომელ ქვეყანას მირჩევთ, აქ აზრი არ აქვს სწავლას და მუშაობას:

აუხსენი როგორ დაეგეგმათ სწავლა ისე რომ ბევრი არ გაერისკათ, რაც მთავარია აუხსენი როგორ სარისკოა არალეგალური ემიგრაცია, აუხსენი როგორ იაფია აქ ცხოვრება, გული მტკიოდა იმიტომ რომ იმდენი კითხვები ქონდათ ყველგან სასოწარკვეთა იგრძნობოდა, რა გააკეთონ არ იციან... ხოდა გადახედეთ ამ თემას და მიხვდებით რატომ?!!



მკიდია ერთი ბანი მაგრამ ალალია, ქოცები თქვენი დედას შე...ცი!!! თქვენი ბრალია! თქვენ ჩაიდინეთ ქართული ნაციონალური სიამაყის ქურდობა!

ნაცებს როგორ აგინებთ? ყველა გამოსვლაში მიშა იმას იმეორებდა რომ რუსის ფსიქიკაში ქართველი ხინკალა ქუდიანი, კლოუნი იყოო, ხოდა ასეთები კი არ ვართ ჩენ ვართ ქვეყანა რომელიც იარაღს აწარმოებს, უპილოტო თვითმრინავებს ქმნის ბათმს აშენებსო... ამ ვირთხამ კი ზუსტად რუსული პარადიგმა გაგვიმეორა: ქართველი ყველაზე დიდი ღირსება სუფრა და ქეიფიაო.... თქვე არაკაცებო!, თვქე განავლებო! ამას როგორ ატარებთ?! ამას როგორ აპრავებთ?! ეს მახინჯი ვირთხა დარწმუნებული ვარ სუფრაზე ნამყოფიც არაა, ყველგან მოძულებული სირი იქნებოდა სანამ გამდიდრდებოდა ეხლა კი ქართული კერძი წელიწადში ერთხელაც არ კეთდება მადაგასკურ კენკრას ჭამს რომ კუჭში არ შეიკრას... ქოცებო თქვე მონებო! ხედავთ რა უქენით ქვეყანას 8 წელიწადში ფორუმი აქედან ევაკუაციის თემას განიხილავს და ნორმალრად ვერც ვამტყუნებთ!


ქოცებო ის საქართველო რომელშიც თქვენ თავს უბედურად იგრძნობთ იქნება განვითარებული საქართველო, ეს დაიმახსოვრეთ!



Posted by: RedShark 2 Jan 2020, 13:10
QUOTE
დაკერე ამერიკელი მოქალაქე (კაცი ქალი არააქვს მნიშნველობა  ), დაქორწინდი და იქ ხარ

თუ იცით, დეგნანი გათხოვილია? tuk.gif love.gif

Posted by: gige 2 Jan 2020, 13:10
ადვილია სხვის აწყობილ-მოწყობილ ქვეყანაში გადაბარგება
მერე დაიწყება იქიდან ჭკუის დარიგებები-აქ ჩვენთან ესეააოო
მანდო რომ ვერაფერს აღწევთო უსაქმურები და უუნაროები ხართოო
აქააოო ჩვენთანოო ბევრი რამის მიღწევას შეძლებოო
კბილების გასაპაჩინკებლად და რამის სამკურნალოდ აქ ირბენს ისევ.
დაბერდება და კუილს როცა ვერ დაიჭერს ისევ აქეთ გამობუნძულდება - სამშობლოში უნდა დავიმარხოო

კიდევ გიმეორებთ, წადით და თქვენი დამკავებლის დედაც.

ჰოდა აქაც შეგვეშვით რა და მოეშვით პოსტებს.
ხომ ჰედავთ, ვისაც აქ დარჩენა და ამ ქვეყნის ფეხზე დაყენება გვინდა, ბნელი და უვიცი გრუზინები ვართ




Posted by: mr_pikopa 2 Jan 2020, 13:19
mepar
ჩემი უფროსი შვილი 14 წლისაა და უკვე გადაწყვეტილი აქ რომ სწავლას ევროპის რომელიმე ქვეყანაში გააგრძელებს. მეც მიუხედავად იმისა რომ 14 წლისაა და ჯერ 9 კლასშია ბევრი საუბარი მოგვიწია. თავის მინუსებიან პლიუსებიანად. საქართველოში არც სწავლის გაგრძელების სურვილი აქ და ჩემდა სამწუხაროდ ცხოვრებისაც.

მე თავად ემიგრანტად ვიქეცი. მოვწყდი ჩემ ქვეყანას. ამან შეილება უფრო დიდი გავლენაც იქონია მასზე. მტკიცედ აქ გადაწყვეტილი რომ ოპერატორ-ფიტოგრაფობა უნდა. ისიც კი მითხრა ხო ხედავ მაგ შენ პროფესიას აქ დაფასება არ აქვს და ცხრამთას იქეთ რადიკალურად სხვა რამეზე გიწევს იმუშაოო. ხოდა ამ ყველაფრის მერე ზუსტადაც რომ ოცნებას მოუდღან დედა. 8 წელიწადში დაძირეს და ისე გააფარჩაკეს რომ ალბათ მინიმუმ 25 წელი გვინდა რომ დავეწიოზტ იმ ტემპს რითიც მივდიოდით. თუ კიდე დარჩნენ ესენი ხო საერთოდ მინიმუმ 50 წელი აღარაფერი გვეშველება.


Posted by: NorthWest 2 Jan 2020, 13:30
ბრძენკაცმა წადითო, ვერ დაგასაქმებთო. 50% თბილისში ცხოვრობთ, კარტოფილიც და პამიდორიც იმპორტული გაქვთ. ან არ გიტყდებათ 300-400₾-ზე მუშაობა 12 სთ დღეში?? რომ გკითხოთ კაცმა, ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჰქმნით. სოფელი გააპარტახეთ და სამარცხვინოდ აქციეთ თუ განსხვავებულ კილოზე საუბრობს ადამიანი, ხოდა ვინც მიდიხართ იდეისთვის ყველას ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

Posted by: no_one 2 Jan 2020, 15:08
√‼‼VσÜ¥
დღგ ერთადერთია რასაც ეგ ფული იხდის. დღგ-ს იხდის ყველა, ამიტომ ემიგრანტების გამოგზავნილი ფულის ბიუჯეტის ბურჯად გამოყვანა არ გეწყინოს, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ ბეცობაა wink.gif ამას აკატავებენ ქოცები და კიდევ მშპ-ს გვიკატავებენ ლარებში smile.gif

Posted by: √‼‼VσÜ¥ 2 Jan 2020, 15:27
no_one
კარგი


Posted by: Deutschland.. 2 Jan 2020, 16:24
QUOTE
საქართველოდან წასვლა

რა თქმა უნდა არც უნდა დაფიქრდე თუ შეგიძლია, თავიდან შეიძლება კი გაგიჭირდეს ცოტა, მაგრამ შთამომავლობას მაგაზე დიდ საჩუქარს ვერ გაუკეთებ ვიდრე მაგ ყველაფრისგან დაწყევლილი ქვეყნიდან მოშორებაა.

ერთი მიზეზიც კი არ არსებობს რატომ უნდა უნდოდეს ახალგზარდა ადამიანს მაქ გაჩერება.

პროექტი "საქართველო" ჩავარდნილია და დამთავრებული, ამას რაც მალე გაიაზრებენ ქართველები მით უფრო კარგი იქნება, რაც მეტი ადამიანი დაიწყებს ცხოვრებისთვის ნორმალური ადგილის ძებნას მით უფრო კარგი.

და აქ ვინც წერთ რა გინდათ რატო მიდიხართო, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ბანკების და კაზინოების ქვე-ყანა.

Posted by: Beso1980 2 Jan 2020, 17:16
no_one
QUOTE
ემიგრანტების გამოგზავნილი ფულის ბიუჯეტის ბურჯად გამოყვანა არ გეწყინოს, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ ბეცობაა

ღადაობ? კაცმა გაჩვენა რომ ნაღდი ფული შემოედინება მილიარდზე მეტი ქვეყანაში. დიდწილად ამ თანხით უდგას ქვეყანას სული თორემ იქნებოდა უკვე მიწასთან გასწორებული.

Posted by: dega 2 Jan 2020, 18:48

mepar
რამდენი წლის ხარ???

Posted by: Palladio 2 Jan 2020, 18:55
dega

საბავშო ბაღიდან გამოაგდეს უზრდელობის გამო, შესაბამისად ასაკის გამოთვლაც ადვილი იქნება.

Posted by: dega 2 Jan 2020, 18:59
Palladio
მაინტერესებს შავარდნაძის დროს რატომ არ წავიდა საქართველოდან
ალბათ ბაქო ჯეიჰანის პროექტმა მოხიბლა
თუ რა ვიფიქროთ აბა

Posted by: Palladio 2 Jan 2020, 19:01
dega

ნეტა რაში უნდა გვაინტერესებდეს რატომ არ წავიდა ან რატომ არ მიდის. ეს ქვეყანა ქართველებისაა, წესიერი, ზრდილობიანი, ოჯახში გაზრდილი ხალხის, დანარჩენები მიდიან და მოდიან.



Posted by: laxxa 2 Jan 2020, 19:08
Palladio
დანარჩენები რისი თქმა გინდა ვინც წასულია უზრდელია თუ რას ამბობ

Posted by: Palladio 2 Jan 2020, 19:12
laxxa

ყველაფერი გასაგებად დავწერე. უცხოეთში წასული და წამოსული რა შუაშია... ზრდილობიანი ვინცაა იმას ერთ წინადადებაში ამოიცნობ. ამასთან, რა კითხვა იყო ვერ მივხვდი.

Posted by: dega 2 Jan 2020, 19:13
laxxa
ეგ არ დაუწერია მაგ ადამიანსsmile.gif

Posted by: laxxa 2 Jan 2020, 19:24
Palladio ნაწერში მასე გამოგივიდა თუ არ გულისხმობ არაუშავს ხდება ხოლმე. dega ქარტულად ეგრე გამოუვიდა yes.gif

Posted by: Palladio 2 Jan 2020, 19:31
laxxa

საუბარი იყო ერთ კონკრეტულ უზრდელ ადამიანზე, ვისი წასვლა-წამოსვლაც არც მე მაინტერესებს და დარწმუნებული არც არავის, ვისაც ცოტა ჭკუა მოეკითხება. ზემოხსენებულმა იუზერმაც, ალბათ, ზრდილობის გამო იკითხა, ის რაც იკითხა. რა გამომივიდა და რა არა, ვისთანაც მქონდა მიმოწერა ის მიხვდებოდა. მე მგონი, პრობლემა არაა თუ თქვენთვის რაღაც გაუგებარი იყო მით უფრო რომ საზღვარგარეთ წასული ხალხის იოტისოდენა შეურაცხყოფაც აზრად არ მომსვლია. იმედია, ახლა გასაგებია ჩემი პოსტის პათოსი.



Posted by: c.h.I.g.u.r.h. 2 Jan 2020, 20:08
ცუდ დროს გახსენი თემა, ისე დიდი პოტენციალი აქვს)
გამოვა ხალხი ნაბახუსევიდან და მოიხოდება მერე

Posted by: დოჩანა 2 Jan 2020, 20:12
მე ერთ ორ წელიწადში წავალ მე ვფიქრობ , თუმცა არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მაინც ასე მგონია სადღაც ორ წელიწადში წავალ.

Posted by: INKVISITOR 2 Jan 2020, 20:29
Palladio
QUOTE
საბავშო ბაღიდან გამოაგდეს უზრდელობის გამო, შესაბამისად ასაკის გამოთვლაც ადვილი იქნება.

იუზერ mepar-ი გაქვს მხედველობაში ?
კიბატონო, ერთ რამეში დაგეთანხმები, რომ ბილწი სიტყვების ხმარება, ვინმეს გინება და ა.შ. უზრდელობაა და ასეთი საქციელი მაგ კაცს არ ამშვენებს.
ახლა კიდევ წესიერი სიტყვებით გადავთარგმნოთ მისი პოსტი და ვნახოთ, ცდება ეს კაცი თუ არა.
ჩემი აზრით - არ ცდება.
QUOTE
ქოცები თქვენი --------- თქვენი ბრალია! თქვენ ჩაიდინეთ ქართული ნაციონალური სიამაყის ქურდობა!

არ არის ეგ სიმართლე ?
QUOTE
ნაცებს როგორ აგინებთ? ყველა გამოსვლაში მიშა იმას იმეორებდა რომ რუსის ფსიქიკაში ქართველი ხინკალა ქუდიანი, კლოუნი იყოო,

ან ეს არ არის სიმართლე ?
არა, მიშა რომ ტრიბუნალზეა გასაყვანი და დასახვრეტი, ამას კი არ უარვყოფ. ეგ ეგრეა.
უბრალოდ ოცნების საკრიტიკო ეგ არ არის. აი იმ ხიხოთა, მედროვეთა და ხინკალა ქუდიანი გრუზინთა ნაკრების მიერ მიშა და ედიკა კი არა, ჰიტლერიც კი არ არის საკრიტიკო, რადგან მათზე მაღლა დგას ათი თავით, როგორც პიროვნება.
QUOTE
ეს მახინჯი ვირთხა დარწმუნებული ვარ სუფრაზე ნამყოფიც არაა, ყველგან მოძულებული სირი იქნებოდა სანამ გამდიდრდებოდა ეხლა კი ქართული კერძი წელიწადში ერთხელაც არ კეთდება მადაგასკურ კენკრას ჭამს რომ კუჭში არ შეიკრას..

ადამიანს რამდენიმე მილიარდი დოლარი აქვს კაპიტალი, ნახევარი მსოფლიო მოვლილი, ათას ისეთ რამეზე აქვს წვდომა, რომ ბარე ორს არც დაესიზმრება და ამასთან ერთად, რა ხიხოც იყო, იგივე დარჩა.
ამდენი ფული რომ მქონდეს, დღედაღამე ბიბლიოთეკაში ვიჯდებოდი. ტელევიზიის არხს შევიძენდი და მხოლოდ განათლების და კულტურის პროპაგანდა იქნებოდა იქ ქართულ ენაზე. უპირველეს ყოვლისა - ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის.
ჰოდა მაგას და მის სბროდს უნდა ვცე პატივი ? ნურას უკაცრავად.








Posted by: Palladio 2 Jan 2020, 20:36
INKVISITOR

იმის შემდეგ რაც დაწერა მე მის ბოდვაზე მსჯელობას არ ვაპირებ, მით უფრო ფრაზა-ფრაზა ანალიზსა და განხილვას. თქვენ პირადად ვისაც გინდათ იმას ეცით პატივი ეგ ჩემი საქმე არაა. რაც შეეხება თქვენი პოსტის პათოსს, ის ცალსახად გასაგებია, ხელისუფლება და მისი პოლიტიკა არ მოგწონთ. ამაში პირადად ჩემთვის მიუღებელი არაფერია. ხელისუფლება იმისაა, რომ აკრიტიკო. მაგრამ კრიტიკამ და ზიზღმა ადამიანს სახე არ უნდა წააშლევინოს, მარტივია.



Posted by: .ქომ 2 Jan 2020, 20:49
ის ხალხი მევასება ჭკუას რომ მუქდად არიგებენ, წარმოების შექმნაზე საუბრობენ და ულამაზეს გოგოებს თავის მაღაზიებში 250 ლარად ამუშავებენ lol.gif

წინა გვერდზე წერდა ერთი იუზერი წახვალთ და მერე დაიწყებთ აქ ასეთი კარგი რამეებია და თქვენ ზარმაცები ხართო

თქვენ რა გგონიათ, ვისაც წასვლა უნდა (გვინდა) მხართეძოზე წამოსაწოლად უნდათ? მუშაობა უნდა ამ ხალხს, იციან პოლონეთში რა რთული სამუშაოებია მაგრამ არ ეზარებათ და ამ ხალხს უწუნებთ რამეს? რა აქ ვერ იმუშავებენ?

აა ბოდიში თვითონ შექმნან?

რა უნდა შექმნან თქვით

Posted by: Brock 2 Jan 2020, 20:57
უცხოეთში წასვლა გასაგებია და მიზეზებიც გასაგებია რაც უპირველს ყოვლისა სოციალური მდგომარეობიდან მოდის ადამიანის თუ რატომ მიდის საზღვარგარეთ მარა ზოგიერთები აქ იმ უაზრობას და სისულელეს მაინც ნუ წერთ რომ მთავარი მიზეზი საქართველოში უპერსპექტივობაა და იქ წასვლა კი პერსპექტივა რომ თუნდაც 0-დან დაიწყო და განვითარდე...

რეალურად არანაირი პერსპექტივა არ გაქვს განვითარების საზღვარგარეთ მაგალითად ევროპაში როცა ტუალეტების მწმენდავი ხარ ან სადმე მშენებლობაზე თუ მუშაობ თუ მომვლელად... რაც ხარ ის იქნები მუდამ ანუ შავი მუშა მიგრანტი რომელსაც უბრალოდ კარგი ანაზღაურება აქვს გაცილებით იმაზე მეტად და დაფასება ანაზღაურების მხრივ ვიდრე საქართველოში...

მესმის და გასაგებია ადამიანი მიდიოდეს დროებით ეგეთ სამუშაოზე სანამ საქართველოში პერსპექტივა არ აქვს ნორმალური ანაზრაურება ქონდეს თუ სამსახური იშოვოს მარა ის რომ როგორც აქ ზოგი ამბობს იქ ცხოვრება სააამურია და პერსპექტივა გაქ განვითარდე როცა მასეთ რამეზე იწყებ მუშაობას არის დიდი სისულელე და თავის მოტყუება თუ სხვების აყოლიება...

ახლა ოფისებში რაღაც დაბალი რგოლის კლერკი ვინცააა ან რამე მსგავსი რელევანტური, იმაზე არაა საუბარი იმათ მართლა აქვთ პერსპექტივა კარიერული განვიტარების ევროპაში მარა როცა შავ მუშად მიდიხარ თუ ლტოლვილად ბარდები რომელ განვითარებაზე ან პერპსექტივაზეა საუბარი თუ სიტყვა პერსპექტივის მნიშვნელობა იცი?!... რა თქმა უნდა არანაირი...




Posted by: ფარნავაზი 3 Jan 2020, 16:58
ვინმე არ ხართ წასული აქედან ?
სად სჯობს რომ წახვიდე და იმუშაო ადამიანმა ?
ხო ჭკუის სწავლება კარგია ყველამ ვიცით მარა საქმითაც თუ დაგვეხმარებით უკეთესია
აქ ეხა წარმოებას და ქარხნის გახსნას ვერავინ შეძლებს უმჯობესი რაცაა 1 წლიანი ვიზა როგორმე რომ იჩალიჩოს ადამიანმა და წავიდეს აქედან ეგ ურჩევნია
რომელი ქვეყანაა დასაქმების მხრივ უკეთესი ?

Posted by: SNYPI 3 Jan 2020, 17:24
ბოლო დროს განსაკUთრებით ხშირად მესმის ვიღაცის წასვლაზე გარშემო
ბიძინა დანაპირებს ასრულებს, ცლის საქართველოს ქართული მოსახლეობიდან

Posted by: bossi 3 Jan 2020, 19:40
SNYPI
ფაქტიურად გენოციდი მოგვიწყვეს და ეს ხდება უკვე რამოდენიმე ათეული წელია.

ეხლა ბიძინა და ადრე სხვებიც იგივეს აკეთებდნენ ოღონდ რეფორმებს მაინც ატარებდნენ და ფაქტიურად კორუფცია მოსპეს უმაღლეს ეშელონებში გარდა რა თქმა უნდა.

გრძელდება ქართული ეთნოსის მშვიდად ჩანაცვლება სხვა ეროვნების მიგრაციით თუ შობადობით იკლებს ქართული ეთნოსი უკვე რამდენი წლებია.

გამოსავალი არის ან მშვიდობიანათ ყველამ მოითხოვოს მთავრობამ ტრაკი გაანძრიოს და რეალურად დაასაქმოს ხალხი ან რევოლუცია!

ბიზნეს ელიტას სულ ###ზე კიდია აქ ვინ იცხოვრებს მთავარია თავის საახლობლო ყავდეთ კარგათ და ქვეყანას აკონტროლებდნენ.

პიზდეცი გვაქვს და ვერ ვხდებით.

Posted by: В.И. Ленин 3 Jan 2020, 20:08
QUOTE
ბოლო დროს განსაკUთრებით ხშირად მესმის ვიღაცის წასვლაზე გარშემო
ბიძინა დანაპირებს ასრულებს, ცლის საქართველოს ქართული მოსახლეობიდან

ეს რა არის. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი ხალხი თვითმფრინავში როგორ ადის.

Posted by: Brock 3 Jan 2020, 20:36
ფარნავაზი
QUOTE
რომელი ქვეყანაა დასაქმების მხრივ უკეთესი ?


ამერიკა და კანადა...

ევროპიდან ავსტარალია და შვედეთი...

Posted by: ნათანია 3 Jan 2020, 20:39
QUOTE (Brock @ 3 Jan 2020, 20:36 )
ფარნავაზი
QUOTE
რომელი ქვეყანაა დასაქმების მხრივ უკეთესი ?


ამერიკა და კანადა...

ევროპიდან ავსტარალია და შვედეთი...

კარგია მაგრამ წასვლაა რთული user.gif



..................................................

Posted by: tozi777 3 Jan 2020, 20:42
QUOTE (Deutschland.. @ 2 Jan 2020, 16:24 )
მაგაზე დიდ საჩუქარს ვერ გაუკეთებ ვიდრე მაგ ყველაფრისგან დაწყევლილი ქვეყნიდან მოშორებაა.

ერთი მიზეზიც კი არ არსებობს რატომ უნდა უნდოდეს ახალგზარდა ადამიანს მაქ გაჩერება.

პროექტი "საქართველო" ჩავარდნილია და დამთავრებული, ამას რაც მალე გაიაზრებენ ქართველები მით უფრო კარგი იქნება, რაც მეტი ადამიანი დაიწყებს ცხოვრებისთვის ნორმალური ადგილის ძებნას მით უფრო კარგი.

და აქ ვინც წერთ რა გინდათ რატო მიდიხართო, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ბანკების და კაზინოების ქვე-ყანა.

Deutschland..

რაო, თბილად მოეწყვე გერმანიაში ?

ფრთხილად იყავი, მაგათ პერიოდულად არაარიელებისგან საპნის და ტყავის ხელთათმანების გაკეთების იშტა მოუვლით ხოლმე და ვინძლო შენი ნალანძღი ქვეყანა (ნუ , საქართველო შენი სამშობლო რომ არაა ნათელია, ) ედემის ბაღად მოგეჩვენოს. yes.gif

Posted by: Kakha.G 3 Jan 2020, 20:49
არსად წამსვლელები არ ხართ და ტვინი ნუ გახვრიტეთ

Posted by: HauntTheDemonAway 3 Jan 2020, 23:49
Brock
QUOTE
ევროპიდან ავსტარალია და შვედეთი...

QUOTE
ევროპიდან ავსტარალია

QUOTE
ავსტარალია

ჰმმ.. დავიბენი

Posted by: mGeLo777 4 Jan 2020, 00:00
HauntTheDemonAway
ავსტრია უნდა დაეწერა ალბათ



იტალიაში აზრი არ აქვს თუ ენა არ იცი,ჩემი ძმა ცხოვრობს და ვერ მივყავარ სანამ ენას არ ვისწავლი

Posted by: NorthWest 4 Jan 2020, 02:53
რაიმე ხელობა ისწავლეთ კარგად და ისე წადით. უფრო მეტი გექნებათ შანსი დასაქმების და შესაბამისად შემოსავალიც.

Posted by: max-14 4 Jan 2020, 16:14
QUOTE
ეს თემა ბევრს აინტერესებს და ფიქრობს აქედან წასვლაზე ხოდა რჩევები გავუზიაროთ ერთმანეთს

აქ რჩევას არავინ მოგცემს,ბოლოს თემა ბიძინა-მიშათი დასრულდება. ნაღდ რჩევას და თემის აზრს არავინ მიაქცევს ყურადღებას.....................................

Posted by: NorthWest 4 Jan 2020, 19:46
QUOTE (ფარნავაზი @ 3 Jan 2020, 16:58 )
ვინმე არ ხართ წასული აქედან ?
სად სჯობს რომ წახვიდე და იმუშაო ადამიანმა ?
ხო ჭკუის სწავლება კარგია ყველამ ვიცით მარა საქმითაც თუ დაგვეხმარებით უკეთესია
აქ ეხა წარმოებას და ქარხნის გახსნას ვერავინ შეძლებს უმჯობესი რაცაა 1 წლიანი ვიზა როგორმე რომ იჩალიჩოს ადამიანმა და წავიდეს აქედან ეგ ურჩევნია
რომელი ქვეყანაა დასაქმების მხრივ უკეთესი ?

მეგობარო, თუ საბუთი გაქვს ევროპა, ამერიკა, ავსტრალია. თუ საბუთი არ გაქვს რთულია, მაგრამ ხელობა თუ იცი შესაძლებელია კარგად აეწყო.

Posted by: kardinali100 4 Jan 2020, 22:24
QUOTE
საქართველოდან წასვლა,

წასვლა ადვილია დაბრუნება ძნელი

Posted by: Kakha.G 4 Jan 2020, 22:53
NorthWest
QUOTE
მეგობარო, თუ საბუთი გაქვს ევროპა, ამერიკა, ავსტრალია. თუ საბუთი არ გაქვს რთულია, მაგრამ ხელობა თუ იცი შესაძლებელია კარგად აეწყო.

რას საბუთს გულისხმობ?

Posted by: vid 6 Jan 2020, 12:40
QUOTE (RedShark @ 31 Dec 2019, 21:15 )
აშშ და კანადაზე დაწერეთ ვინც იცით, ლეგალურად ევაკუირების რა შანსები არსებობს, მუშაობის უფლებით რა თქმა უნდა.

Как уехать в Канаду: 12 способов в 2020 году
https://vancouverok.com/kak-immigrirovat-v-kanadu

Posted by: DoomDev 6 Jan 2020, 13:14
ჰეჰე ესეთ თემებში ტრამვირებული რღძოშნიკები ეგრევე რომ იჩითებიან და იფურთხებიან lol.gif

სად მიდიხარ პატივსაცემო სამშობლოს და ყანწს ვის უტოვებ?

ამაზე გამახსენდა სულ ახლახანს ერთო ოჯახი დედაბუდრიანად ალაგდა ქვეყნიდან ჰო და წასვლის წინ ხელები გადაიტყავა ბიძინაზე ლოცვით
თან დასძენდა ბატონი თუ ტრაკის მწმენდავად ოფიციალურად გაგიშვებს რა პრობლემააო?!
თქვენ თუ გგონიათ რამე შევითეს მაგათ ბაშკაში ძალიან ცდებით იქიდან გააგრძელებემ ბიძთაყვანისცემას
ასეთების დამსახურებაა დღეს რაც ხდება up.gif

Posted by: Brock 9 Jan 2020, 21:23
ნათანია

სხვადასხვა დასაქმების პროგრამებია და მიდიან ხალხი მაგ ქვეყნებში... ნუ მომსახურე სფეროში მეტ წილად...


აი კანადაში წასვლა კი მართლა ძაან რთულია...

ამერიკა კი გრინ კარტის თემაა.. გრინ კარტა თუ გაქვს და გარკვეული ფული გადადებული. წახვალ და ნელ ნელა აეწყობი ოღონდ ინგლისურიც უნდა იცოდე...

Posted by: SUPERTV 9 Jan 2020, 21:31
ერთი წავიდა ეხლა კანადაში, ანკარაში ჩავიდა საეჩოში და თავის ძმაკაცი მიიყვანა თან,
უთხრა გეი ვარ და მავიწროვებენო,
ეგრევე გაუშვეს.

Posted by: Beso1980 9 Jan 2020, 22:59
QUOTE
რომელი ქვეყანაა დასაქმების მხრივ უკეთესი ?


ამერიკა და კანადა...

ევროპიდან ავსტარალია და შვედეთი...

ევროპიდან ავსტრალიაო lol.gif up.gif
* * *
QUOTE
ერთი წავიდა ეხლა კანადაში, ანკარაში ჩავიდა საეჩოში და თავის ძმაკაცი მიიყვანა თან,
უთხრა გეი ვარ და მავიწროვებენო,
ეგრევე გაუშვეს.

ეს ზღაპარი მერამდენე ტომეულიდან ამოიკითხე? biggrin.gif

Posted by: kaniga 9 Jan 2020, 23:36
პოლონეთში აკეთებენ 2500ევროდ ლეგალურად რომ იმუშაო ევროპაშიო და ნაღდია ვითამ?

Posted by: dega 9 Jan 2020, 23:43
QUOTE
პოლონეთში აკეთებენ 2500ევროდ ლეგალურად რომ იმუშაო ევროპაშიო და ნაღდია ვითამ?


იარუზელსკის შემდეგ პოლონეთი კორუფციაში იხრჩობა უკვე წლებია და არაა გასაკვირი
რომ ყალბი საბუთების გაკეთება შეიძლებოდეს ,,,

Posted by: barcxana 9 Jan 2020, 23:47
QUOTE (SUPERTV @ 9 Jan 2020, 21:31 )
ერთი წავიდა ეხლა კანადაში, ანკარაში ჩავიდა საეჩოში და თავის ძმაკაცი მიიყვანა თან,
უთხრა გეი ვარ და მავიწროვებენო,
ეგრევე გაუშვეს.

ეგ არაა სწორი ინფორმაცია .ეგრე იოლად გეის არ უშვებენ . იყო ერთი მასეთი ბელგიაში . იბრალებდა გეობას და ცხოვრების უფლებას თხოულობდა . მოუყვანეს მამალი გეი და დაამტკიცეო .ქართველობა ვერ დათმო .

Posted by: kaniga 9 Jan 2020, 23:48
იარუზელსკის შემდეგ პოლონეთი კორუფციაში იხრჩობა უკვე წლებია და არაა გასაკვირი
რომ ყალბი საბუთების გაკეთება შეიძლებოდეს ,,,













ვააუ up.gif ჩავალაგე ბარგი და ეგაა bis.gif

Posted by: barcxana 9 Jan 2020, 23:50
QUOTE (Brock @ 3 Jan 2020, 20:36 )
ფარნავაზი
QUOTE
რომელი ქვეყანაა დასაქმების მხრივ უკეთესი ?


ამერიკა და კანადა...

ევროპიდან ავსტარალია და შვედეთი...

მთვარეზე ჯობია . იქ კარგია და ყველაფერი იაფია .

Posted by: Beso1980 10 Jan 2020, 02:48
QUOTE
მოუყვანეს მამალი გეი და დაამტკიცეო

lol.gif რა უსასრულოა ფანტაზია up.gif

Posted by: ფარნავაზი 21 Jan 2020, 18:47
ამოვწით აბა ეს თემა ისევ
ყველა საქართველოში ხართ და არავინ წასულხართ სამუშაოდ ?
თუ იცით დაგვაკვალიანეთ ჩვენც
კი მინდა რომ აქ დავრჩე და მარა ფიზიკურად ვერ ვშოლოლობ ადამიანურ სამსახურს sad.gif

Posted by: Krapfen 21 Jan 2020, 19:10
QUOTE (ფარნავაზი @ 21 Jan 2020, 18:47 )
ამოვწით აბა ეს თემა ისევ
ყველა საქართველოში ხართ და არავინ წასულხართ სამუშაოდ ?
თუ იცით დაგვაკვალიანეთ ჩვენც
კი მინდა რომ აქ დავრჩე და მარა ფიზიკურად ვერ ვშოლოლობ ადამიანურ სამსახურს sad.gif

აი რუსულად გერმანული გვერდი
ინფორმაციაა მოცემული თუ სად რატომ და რისთვის..
ოღონდ გერმანული უნდა იცოდეთ!
გერმანია ოფიციალურად იღებს სამსახურში საქართველოს მოქალაქეებს 2020 წლის პირველი მარტიდან:
https://www.dw.com/ru/%D1%83%D1%81%D1%82%D1%80%D0%BE%D0%B8%D1%82%D1%8C%D1%81%D1%8F-%D0%BD%D0%B0-%D1%80%D0%B0%D0%B1%D0%BE%D1%82%D1%83-%D0%B2-%D0%B3%D0%B5%D1%80%D0%BC%D0%B0%D0%BD%D0%B8%D0%B8-%D0%B1%D1%83%D0%B4%D0%B5%D1%82-%D0%BF%D1%80%D0%BE%D1%89%D0%B5/a-51693682
* * *
აი აქ გერმანულად თუ ვის და რა პროფესიის ხალხს ეძებენ გერმანიაში:
https://www.make-it-in-germany.com/de/jobs/jobboerse/

Posted by: ფარნავაზი 21 Jan 2020, 19:43
Krapfen

არ ვიცი გერმანული
ინგლისური არ წავა ხო ?

ისევ პოლონეთი და მსგავსი ქვეყნები მირჩევნია მაშინ
იქნებ ვინმე გამოჩნდეს ვინც იქეთაა დასაქმებული

Posted by: SaamI 21 Jan 2020, 22:42
ნათანია
QUOTE
ასე ფიქრობდა წინა თაობებიც და იმის წინა თაობებიც და ნახეთ რაც ააშენეს

მართალი ხარ. საუკეთესო წლები შევწირე იმას რომ, ვითომ ხალხი და ქვეყანა კატასტროფისგან გადამერჩინა.... ახალგაზრდა და გულუბრყვილო ვიყავი.... ჩემი კი არა იესო ქრისტეს არ დაჯერა ხალხმა. ახლაც რომ მოევლინოთ, არც ახლა დაუჯერებენ.... შევარდნაძე, ბიძინა და მაგათნაირებია ამათი ღმერთი. რუსეთმა 200 წლის მანძილზე სრულიად გაანადგურა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და სამშობლოს ერთგული ადამიანები. რაც გადარჩა, შევარდნაძემ და შევარდნაძისტებმა გაანადგურეს 90-ან წლებში.... რაც დარჩა, მაგას ჩემმა მტერმა უყურა.

Posted by: Demolition 21 Jan 2020, 22:48
ახლა რაღა დროის წასვლაა, ოქტომბრიდან მიშა იქნება, ხელფასები გაიზრდება, ლარი 1.65-ს დაუბრუნდება.
სადღაც 2017-მდე ჰქონდა აზრი წასვლას. ახლა კი როგორც მითხრეს ბევრი წასული ემზადება წლის ბოლოს ჩამოსასვლელად.

Posted by: Kakha.G 21 Jan 2020, 23:17
ბუჯო სუ წავალ წავალს რომ იძახით სად მიდიხართ იგიც დაწერეთ ტოოო!!!

Posted by: Krapfen 21 Jan 2020, 23:19
QUOTE (ფარნავაზი @ 21 Jan 2020, 19:43 )
Krapfen

არ ვიცი გერმანული
ინგლისური არ წავა ხო ?

ისევ პოლონეთი და მსგავსი ქვეყნები მირჩევნია მაშინ
იქნებ ვინმე გამოჩნდეს ვინც იქეთაა დასაქმებული

გერმანული აუცილებელია!

Posted by: Mongoose 22 Jan 2020, 00:05
QUOTE (Beso1980 @ 10 Jan 2020, 02:48 )
QUOTE
მოუყვანეს მამალი გეი და დაამტკიცეო

lol.gif რა უსასრულოა ფანტაზია up.gif

ბიჯო იქნება და Თვითონ იყო მამალი? დედალიც უნდა მიეყვანათ. . .

Posted by: David_Gale 22 Jan 2020, 00:06
ხალხნო, ვინმემ თუ იცით, არსებობს რამე სამსახური ან ფირმაზ რომელიც გეხმარება ემიგრაციაში, საბუთების შეგროვებაში, რისკების შეფასებაში, რეკომენდაციას მოგცემს პროფესიის მიხედვით , რა დაჯდება წასვლა და ა.შ.

Posted by: Mongoose 22 Jan 2020, 00:11
Warning:
ბანი

Posted by: ფარნავაზი 22 Jan 2020, 20:05
QUOTE
ბუჯო სუ წავალ წავალს რომ იძახით სად მიდიხართ იგიც დაწერეთ ტოოო!!!


ეგ რომ არ ვიცი მაგიტომ ვიკითხე
აქ ეტყობა ყველას აწყობილი აქ საქმე და კარგად გრძნობენ თავს და იმედია ასეცაა <3
უბრალოდ იქნებ ვინმე გამოჩნდეს და რჩევა მომცეს
ნუ მოპარვა და ეგეთები გამორიცხულია , უბრალოდ სამსახური მინდა სადაც ვიმუშავებ ცოტა ადამიანურად

Posted by: Eneas84 22 Jan 2020, 20:10
Demolition

QUOTE
ახლა რაღა დროის წასვლაა, ოქტომბრიდან მიშა იქნება, ხელფასები გაიზრდება, ლარი 1.65-ს დაუბრუნდება.


კეეეეე, იოცნებეთ, იოცნებეთ lol.gif

Posted by: Lilith 22 Jan 2020, 20:56
Demolition
QUOTE
ახლა რაღა დროის წასვლაა, ოქტომბრიდან მიშა იქნება, ხელფასები გაიზრდება, ლარი 1.65-ს დაუბრუნდება.
სადღაც 2017-მდე ჰქონდა აზრი წასვლას. ახლა კი როგორც მითხრეს ბევრი წასული ემზადება წლის ბოლოს ჩამოსასვლელად.

gigi.gif up.gif აუჰ, კაი იყო, საღოლ biggrin.gif

Posted by: Ryu 22 Jan 2020, 21:09
სომხეთში წადით, ეხა უკვე დიდი ფული იდება მანდ მთელ რიგ სფეროებში... მათხოვრულ 500 ლარზე მაინც არ მოგიწევთ მუშაობა 24/7 და საქართველოზე ნორმალურ ქვეყანაში მაინც იცხოვრებთ

Posted by: gobisha 7 Dec 2020, 18:01
ერთი ის მაინტერესებს ვნჟ ს ცხოვრების უფლებას მხოლოდ იმას აძლევენ ვინც ნახევარ მილიონს დებს თუ ნაკლებინსაც

Posted by: sulo 7 Dec 2020, 18:07
წასვლის მეთოდი გახლავთ ჩააბაროთ იქაურ უნივერსიტეტში მაღალ ქულებზე ბიზნესის მაგისტრატურაში.. და აიღოთ გრანტი.
gmat.com

მერე სულ სხვა პოზიცია გექნებათ სასტარტო.....

სხვა მეთოდით წასვლა მაშინვე გისვრით სოციალური კიბის ძირში თუ აქ არ ხართ მულტი მილიონერი.


ასეთი მეთოდით წასვლის შემთხვევაში სულერთია დასავლეთის რომელ ქვეყანას მიაკითხავთ.

Posted by: Deutschland.. 7 Dec 2020, 18:11
sulo
არამარტო ეგ, ან გადაკვალიფიცირდე ახალ პროფესიაზე ისეთი პროგრამით, მაგალითად როგორც აუსბილდუნგია გერმანიაში.

Posted by: Adam_Beyer 7 Dec 2020, 18:16
QUOTE
კარგი თემაა მეც დავფიქსირდები
უკვე ავიღე უვხოეთის პასპორტი და უკვე მოძიებაში ვარ სადაც წავალ და ადამიანურად ვიცხოვრებ


საღოლ, საღოლ

რუს ბორია ივანიშვილსაც ეგ უნდა ზუსტად

ქვეყნის დაცლა და გაპარტახება, ზუსტად მაგ მდგომარეობისკენ მიყავთ აყროლებულ და სუნიან ქოცებს

sleep.gif

Posted by: RedShark 7 Dec 2020, 18:28
QUOTE (Deutschland..)
არამარტო ეგ, ან გადაკვალიფიცირდე ახალ პროფესიაზე ისეთი პროგრამით, მაგალითად როგორც აუსბილდუნგია გერმანიაში.

კაი რამეა ეგ, მაგრამ ერთი მთავარი პირობა აქვს - გერმანული უნდა იცოდე გერმანელივით user.gif

Posted by: Deutschland.. 7 Dec 2020, 18:32
RedShark
გააჩნია რა პროფესიაზე აკეთებ biggrin.gif
თორე მინიმალური დონა ა2-ც საკმარისია სერთიფიკატით.

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 7 Dec 2020, 18:37
RedShark
QUOTE
კაი რამეა ეგ, მაგრამ ერთი მთავარი პირობა აქვს - გერმანული უნდა იცოდე გერმანელივით


no.gif

Posted by: ZAZAi 7 Dec 2020, 18:48
QUOTE
სად შეიძლება წასვლა იაფად ეკონომიურად და შედარებით ადვილად რო შეძლო დამკვიდრება და მოქალაქეობის მიღება

სადაა ის ქვეყანა, სადაც ქართველებმა ჯერ კიდევ არ შეარცხვინეს საქართველო და არ დაგიწყებენ როგორც ნეარდენტანელს ყურებას?

Posted by: maxo-69 7 Dec 2020, 18:48
წასვლა და ცხოვრება დალაგებულ ქვეყანაში იცოცხლე ყველას უნდა, მაგრამ სად და როგორ აპირებთ მუშაობას რა ცოდნა გაქვთ ან რა ხელობას ფლობთ იმ გერმანელ ფრანგ ირლანდიელ და ა.შ. ხალხზე მეტად? გაითვალისწინეთ ისიც რომ სავსეა ევროპა სოციალზე მჯდომი "სუპერ პროფესიონალებით" მათი წარმოდგენით რა თქმა უნდა. აგერ ბიძაშვილი ჩამოვიდა საფრანგეთიდან (ისიც სოციალზე იჯდა) იმის მონაყოლს რომ ვიხსენებ პრადვინუტი მიწაწყალი ხალხი მუქთა ინტერნეტზე როგორ იხეოდა პრ...ე სხვა რომ არაფერ ვთქვა.

Posted by: RedShark 7 Dec 2020, 18:49
Deutschland..
c.h.I.g.u.r.h.

ნუ ასე მითხრეს ვისაც მაგ პროგრამასთან ჰქონია შეხება, თავისუფლად უნდა გესმოდეს და ლაპარაკობდეო.

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 7 Dec 2020, 18:55
RedShark
QUOTE
ნუ ასე მითხრეს ვისაც მაგ პროგრამასთან ჰქონია შეხება, თავისუფლად უნდა გესმოდეს და ლაპარაკობდეო.


სხვადასხვა პროგრამა სხვადასხვა დონეს ითხოვს.
B1 დან იწყება და არის პროგრამები სადაც C1 საჭირო

Posted by: გიორგი XII 7 Dec 2020, 18:56
QUOTE
სად შეიძლება წასვლა იაფად ეკონომიურად და შედარებით ადვილად რო შეძლო დამკვიდრება და მოქალაქეობის მიღება


სომხეთი

Posted by: Deutschland.. 7 Dec 2020, 19:03
RedShark
QUOTE
ნუ ასე მითხრეს ვისაც მაგ პროგრამასთან ჰქონია შეხება, თავისუფლად უნდა გესმოდეს და ლაპარაკობდეო.

გასტრონომიული სფერო არის მაგ მხრივ ყველაზე იოლი, ა2 დონის სერთიფიკატი თუ გაქ არანაირი პროფლება არაა.

ნუ თუ ახლა სამედიცინო სფეროში, აიტი ან რამე ეგეთ სფეროში აკეთებ იქ რა თქმა უნდა მაღალი დონეა საჭირო.

Posted by: RedShark 7 Dec 2020, 19:07
QUOTE (Deutschland..)
აიტი ან რამე ეგეთ სფეროში აკეთებ იქ რა თქმა უნდა მაღალი დონეა საჭირო.

კი, ტექნიკურ სფეროებს ვგულისხმობდი.

Posted by: Domaci 7 Dec 2020, 19:35
გერმანიაში საწყობში დასაქმება შემიძლია. მარტიდან

გერმანული ენის ელემენტარული ცოდნით. გამრჯობა, ნახვამდის და რიცხვებში რომ ერკვეოდეთ.

საწყობია.
ალაგებ პალეტებს და შენზეა დამოკიდებული რამდენს გამოიმუშავებ. 1500-დან 2500 ეურომდე (მეტიც შეიძლება)
ჩემი ნათესავი წავიდა ეხლახანს და დედას უტყნავს 2300 ეურომდე ალაგებს.

დეპრესიული და ვაიმე ნუნები გამიფუჭდა ტიპები ვერ გაქაჩავენ.

Posted by: zezva43 7 Dec 2020, 19:47
რა კაი თემაა
კაპიტალისტების აშნებული გრუზიის სახეა
გაქცევაზე რომ ფიქრობს ხალხი
საკუთარი ქვეყანა შეაზიზღეს ხალხს და ურჩევნიათ მონად იმუშაონ დასავლეთში

არ მოინდომეს ფაბრიკა ქარხნებში მუშაობა სამაგიეროდ ახლა გარშეკობს ათრევენ დასავლეთში
სამწუხარო რეალობაა

Posted by: ladusha2 7 Dec 2020, 19:48
2300 ევრო კი არის 9200 ლარი , აგვიღე ბიძინა ბილეთი მივდივართ ევროპებში სამუშაოდ პლს. აი ამ ციფრებს რო უყურებ როგორი მათხოვარი ქვეყანვართ ნერვები მეშლება რა sad.gif

Posted by: gobisha 7 Dec 2020, 19:53
ევროპაში რო გადააცილოთ სავიზო რეჟიმს მერე 3000ევრო და 4წლიანი ჩაკეტვა არი

მოკოვში უვიზო მაინც გაგვიხსნან მოსკოვს ვნახავდი როსტოვიც ლამაზი ქალაქი ჩანს

დცმტყ აღარ მივდივარ არსად.

Posted by: DORO 7 Dec 2020, 19:56
Domaci
QUOTE
ალაგებ პალეტებს და შენზეა დამოკიდებული რამდენს გამოიმუშავებ. 1500-დან 2500 ეურომდე (მეტიც შეიძლება)
ჩემი ნათესავი წავიდა ეხლახანს და დედას უტყნავს 2300 ეურომდე ალაგებს.

QUOTE
ალაგებ პალეტებს და შენზეა დამოკიდებული რამდენს გამოიმუშავებ. 1500-დან 2500 ეურომდე (მეტიც შეიძლება)
ჩემი ნათესავი წავიდა ეხლახანს და დედას უტყნავს 2300 ეურომდე ალაგებს.


თვეში 1000 ევრომდე ხარჯია
ბინა კვება გზა სიგარეტი


Posted by: sulo 7 Dec 2020, 20:00
QUOTE (sulo @ 7 Dec 2020, 18:07 )
წასვლის მეთოდი გახლავთ ჩააბაროთ იქაურ უნივერსიტეტში მაღალ ქულებზე ბიზნესის მაგისტრატურაში.. და აიღოთ გრანტი.
gmat.com

მერე სულ სხვა პოზიცია გექნებათ სასტარტო.....

სხვა მეთოდით წასვლა მაშინვე გისვრით სოციალური კიბის ძირში თუ აქ არ ხართ მულტი მილიონერი.


ასეთი მეთოდით წასვლის შემთხვევაში სულერთია დასავლეთის რომელ ქვეყანას მიაკითხავთ.

ამ სიტუაციაში კი ინგლისურის უცხოელივით ცოდნაც კმარა... smile.gif

Posted by: გიორგი XII 7 Dec 2020, 20:01
QUOTE
თვეში 1000 ევრომდე ხარჯია
ბინა კვება გზა სიგარეტი


ბინას გაიყოფ 200 ევრო
კვება 150 ევრო მაქსიმუმია ხორცები არ მოგაკლდება
გზა აბონიმენტი 60 ევროიანი
სიგარეტი შესახვევი თუთუნი 100 ევრო

Posted by: ENOTI 7 Dec 2020, 20:02
21 წლის ვარ, მე და ბევრი ჩემი მეგობარი წავალთ მალე ამ საყლევეთიდან

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად უკვე არც ერთს არ გვიჭირს, პირადად მე, ###### აქაურობას.

არამარტო პოლიტიკური ვითარების, არამედ ქართველი, ბრძენი და უდეზლესი ხალხის გამო(ც).

(მიყვარს ისეთი გარემო, სადაც ირგვლივ ბევრი ადამიანია. ცოტა ხალხში ძალიან მიჭირს ყოფნა. სად მირჩევთ ასეთ დროს წასვლას? smile.gif


Posted by: zezva43 7 Dec 2020, 20:02
user posted image
ამ ტემას უხდება ისე ეს სტატისტიკა
ლიტვა და ლატვია უგანვიტარებულეს ქვეყნებად რომ მიაცნიატ
დაცლილი ქვეყნები
ჩვენი ქვეყანაც 10 წელიწადსი საერტოდ ცამოვა 2 მილიონამდე
მადლობა კაპიტალისტებს!
გაიტვალისწინეთ

Posted by: Domaci 7 Dec 2020, 20:03
ladusha2

კი თავისუფლად შეიძლება 2300 გამომუშავება.
შაბათ კვირაც თუ იმუშავებ უფრო მეტს იხდიან საათობრივად.
თუ ღამის სმენაში იქნები კიდე უფრო მეტს იხდიან. ჩემი ნატეასვი ღამის სმენაა და 400 ეურო ემატება დაახლოებით.

ტიპები ჩადიან 3 თვით მუშაობენ და მოდიან. ეხლა მარტიდან 1 წლიან კონტრაქტები შემოდისო.
ეს თუ გამოვიდა თურქეთში რომ ჩაის საკრეფად დადის სასტავი 700-800$ ებზე სამუშაოდ. არ ჯობია გერმანიაში წავიდნენ და ნორმალუირ ხელფასზე იმუშაონ თუნდაც 3 თვე და ჩამოვიდნენ.



Posted by: gobisha 7 Dec 2020, 20:04
რაღაც პატარა ბინებს
ევროპაში
რუსები ყიდულობენ

რაღაც შეღავათს ღებულობ მასე


Posted by: bigmaster 7 Dec 2020, 20:08
გიორგი XII
QUOTE
ბინას გაიყოფ 200 ევრო
კვება 150 ევრო მაქსიმუმია ხორცები არ მოგაკლდება

spy.gif

დღეში 5 ევრო ნიშNავს რო არ მოკვდები, ხუთ ევროდ როგორ უნდა იცხოვრო რაღაც დაავადებას აიკიდებ უჭმელობისგან
200 ევრო ქირაში ეგაც მარაზმია მაქსიმუმ ერთი წელი. იტოგში მაგას ცხოვრება არ ქვია . სანაცნობო წრე არ გყავს ყველა მხრიდან კანონი გტისკავს
საქართველოშI შეგიLია არ იმუშაო და მაინც გაიტან თავს და ბედნიერიც იქნებინ შენ ქვეყანაში

Posted by: bossi 7 Dec 2020, 20:09
Domaci
რანაირად? ხდება? დასაქმება?

ბევრს გადააგდებთ ე წ დამსაქმებლები...

ეგრე ცოტა გერმანული ბევრმა იცის საქართველოში მაგრამ როგორ რანაირად მოხდება?

ხომ მიაწყდა ეს დამშეული ნაკოვიდარი ნაშიმშილარი და უსამსახუროდ დარჩენილი ხალხი ევროპას...

ან ტყუილია ეს ყველაფერი ან მართლაც ჩაწყობა მოსული თემაა ეუროპებში...

Posted by: tozi777 7 Dec 2020, 20:09
QUOTE (Ryu @ 22 Jan 2020, 21:09 )
სომხეთში წადით, ეხა უკვე დიდი ფული იდება მანდ მთელ რიგ სფეროებში... მათხოვრულ 500 ლარზე მაინც არ მოგიწევთ მუშაობა 24/7 და საქართველოზე ნორმალურ ქვეყანაში მაინც იცხოვრებთ

givi.gif


გინდოდა დაგეწერა აზერსტანში წადით ყარაბახში დიდ აღმშენებლობას იწყებსო? lol.gif

Posted by: √‼‼VσÜ¥ 7 Dec 2020, 20:11
Domaci
მოდი ძმა აბა შენი ნათესავის ნომერი გამაუშვი 1,2 კითხვა გვაქ ბიჭებს

Posted by: Domaci 7 Dec 2020, 20:16
DORO

QUOTE
ბინას გაიყოფ 200 ევრო
კვება 150 ევრო მაქსიმუმია ხორცები არ მოგაკლდება
გზა აბონიმენტი 60 ევროიანი
სიგარეტი შესახვევი თუთუნი 100 ევრო


ჭამა მგონი აქ უფრო ძვირი ჯდება )

ბინა 250 ეურო - 1 ოთახიანი . ოღონდ ქალაქ გარეთ.
ქალაქში - 350 დაგჭირდება დაახლოებით.





* * *
bossi
QUOTE
Domaci
რანაირად? ხდება? დასაქმება?

ბევრს გადააგდებთ ე წ დამსაქმებლები...

ეგრე ცოტა გერმანული ბევრმა იცის საქართველოში მაგრამ როგორ რანაირად მოხდება?

ხომ მიაწყდა ეს დამშეული ნაკოვიდარი ნაშიმშილარი და უსამსახუროდ დარჩენილი ხალხი ევროპას...

ან ტყუილია ეს ყველაფერი ან მართლაც ჩაწყობა მოსული თემაა ეუროპებში...


ძაან მარტივად. მთავარია ამ დედა#####ულობა პანდემიამ გადაიაროს . მარტში მგონია რომ გაიხსნება ყველაფერი.

კომპანია გიგზავნის მოწვევას
შედიხარ პოლონეთის საელჩოში, გირყავს 1 წლიანს და მოდიხარ.
პოლონეთის საელჩოში იმიტომ რომ, ის გერმანული კომპანია პოლონეთშია დარეგისტრირებული.

3 თვიანის შემთხვევაში გჭირდება მხოლოდ საბუთი რომ სტუდენტი ხარ. ყიდულობ ბილეთს და მიდიხარ. იქ გხვდება კარგი ხალხი აგიხსნის ყველაფერს რა სად როგორ კეთდება და იწყებ მუშაობას. ქართველებით სავსეა მარტო არ იქნები.




Posted by: gobisha 7 Dec 2020, 20:32
აბა გერმანიაში ლეგალურად კვირაში მარტო 2 დღე მუშაობაო?? კანონად როა

Posted by: Deutschland.. 7 Dec 2020, 20:45
კი კი ეგ 3 თვიანი სამუშაოები ძაან კაი, მაგალითად მე დჩლ-ში 5-5.5კ ევრო უეჭველი გამომდის 3 თვეში, ისიც ყველაზე მინიმუმ გააჩნია როგორ იმუშავებ.

Posted by: tre kronor 7 Dec 2020, 20:48
QUOTE (zezva43 @ 7 Dec 2020, 19:02 )
user posted image
ამ ტემას უხდება ისე ეს სტატისტიკა
ლიტვა და ლატვია უგანვიტარებულეს ქვეყნებად რომ მიაცნიატ
დაცლილი ქვეყნები
ჩვენი ქვეყანაც 10 წელიწადსი საერტოდ ცამოვა 2 მილიონამდე
მადლობა კაპიტალისტებს!
გაიტვალისწინეთ

ოქრო, სსრკ-დან წასვლა ადვილი იყო?
____________________________________

Posted by: Domaci 7 Dec 2020, 20:56
Deutschland..

აფერისტად გამომაცხადეს ტიპებმა.. ეცი ეხლა ამათ პატივი)




Posted by: bossi 7 Dec 2020, 21:04
Domaci
კარგი ადამიანი ჩანხარ ბევრი არ დაწერდა არაფერს...

ეს პანდემია რომ ჩაივლის შეიძლება იფიქროს კაცმა აქედან წასვლაზე თუ არაფერი სასიკეთო არ მოხდა...

კონტაქტი თუ გაქვს ამ კომპანიის რო რამე იყოს თუ საიდუმლო არაა ან რაიმე საკონტაქტო რო დავუკავშირდეთ...

ბევრი გადამგდები ფირმაა და ეგრე კანადასაც აკეთებენ ახდევინებენ ფულს და ტყდებიან....

ანუ თუ გამიკეთეს და ჩავედი დავუშვათ კონკრეტულ ქალაქში ჩავალ თუ შემიძლია ე წ დამსაქმებელს ვუთხრა დავუშვათ კონკრეტულ ქალაქში მოიძებნოს სამუშაო თუ სადაც გამოჩნდება და ასე შემდეგ...

თუ ცოტას დაგვკვალიანებთ კარგი იქნება ლამისაა შიმშილი დაიწყოს და მოვკვდით კაპიკებად ნახევრად ვმშიმშილობთ მეც წუწუნი არ მიყვარს მაგრამ მალე თუ არ ვუშველით თავს ცუდ დღეში აღმოვჩნდებით ყველა ან სოც რევოლუციას მოახდენს დამშეული ხალხი...

მადლობა წინასწარ...

Posted by: Deutschland.. 7 Dec 2020, 21:11
Domaci
ხო ნუ რას იზამ biggrin.gif biggrin.gif

რავიცი ხარჯი შეიძLება იქ უფრო ნაკლები გქონდეს biggrin.gif
ჭამა მაგალითად რაც მევასება ყველაფერს ვყიდულობდი და მაქსიმუმ თვეში 100-150 ევრო გამომდიოდა, სოსისი, ძეხვი, კარტოფილი, კვერცხი, ყველი, პიცა, შოკოლადი, წვენები, ნაყინი, ნაგეთსები, ლუდი.
თან სასმელს რასაც იყიდი ბოთლების ბოთლების უკან დაბრუნებით 15 ცენტია მგონი 1 ბოთლზე, უკან გიბრუნებს.
დალშე სიარული პრაღა ბარსელონა, ამსტერდამი 100-150 ევრო დაგიჯდეს წასვლა მოსვლა.

ბინა კიდე გააჩნია სად იქირავებ, მაინც 250-400 ევრომდე უნდა იანგარიშო.

Posted by: bossi 7 Dec 2020, 21:13
Deutschland..
რანაირად მიდიხართ? ეუროპებში...

ანუ თუ ინგლისური ან გერმანული არ იცის ადამიანმა აზრი არ აქვს მანდ წასვლას და მოკლედ დაწერეთ A პუნქტიდან B პუნქტამდე რიგითმა პატიოსანია აპამომპარავმა ქართველმა ლეგალურად როგორ იმუშაოს თუნდაც დროებით და ასე შემდეგ...

თუ წერთ დაწერეთ ხოლმე...

სომხობა ან აზერობა ვინატროთ? ერთმანეთის ხელის გამართვა არ იცით ქართველებმაო ბევრჯერ უთქვამთ აზერ სომეხ ნაცნობებს და მართალიცაა...

რუსები მიდიან ეუროპებში ამერიკა კანადებში საერთოდ ინგლისურის და არაფრის აზრზე არ არიან უფროსი თაობა განსაკუთრებით და შოულობენ დამსახურებაა და ყველაფერს...

რა ცუდები ვართ ქართველები!? თვითგვემას ხომ არ მივეცემით ხომ უნდა შევიცვალოთ დამოკიდებულება როდესმე....

ეს პირადათ თქვენ არ გეხებათ საერთო გულისტკივილით ბევრის...

Posted by: Domaci 7 Dec 2020, 21:17
bossi
QUOTE
კონტაქტი თუ გაქვს ამ კომპანიის რო რამე იყოს თუ საიდუმლო არაა ან რაიმე საკონტაქტო რო დავუკავშირდეთ...


პმ ში მოგწერ ჩემს ნომერს და მარტისკენ დამიკავშირდი. მეცოდინება პასუხი და მერე უშალოდ იმ ხალხთან დაგაკავშირებ და უფრო კონკრეტულად აგიხსნიან.

QUOTE
ანუ თუ გამიკეთეს და ჩავედი დავუშვათ კონკრეტულ ქალაქში ჩავალ თუ შემიძლია ე წ დამსაქმებელს ვუთხრა დავუშვათ კონკრეტულ ქალაქში მოიძებნოს სამუშაო თუ სადაც გამოჩნდება და ასე შემდეგ...


არა ეგრე არ არის.. ამათ აქვთ საწყობები გარვეულ ლოკკაციებზე. სადაც ასაქმებენ ხალხს. ეს საწყობი შეიძლება იყოს სხვადასხვა მიწაზე. დორტმუნდი , ესენი, და იმის მიხედვით უნდა აიღ ბინაც რომ ახლოს იყო საწყობთან. შეიძლება საცხოვრებელიც თვითონ შემოგთავაზონ .. მოკლედ მაგ დეტალებზე უშალოდ დამსაქმებელტან გაივლი და აგიხსნიან ყველაფერს.



Posted by: Deutschland.. 7 Dec 2020, 21:18
bossi
მე რაც ვიცი გეტყვი, მე აქედან ვუკავშირდები იქაურ მენეჯერს ამოწმებს ჩემს გერმანულის ცოდნას მიგზავნის მოწვევას ვყიდულობ ბილეთს მივდივარ.

ვსოოო, მთავარია ენა იცოდე, არიან აგენტები ვინც 3 თვიან სამუშაოზე უშვებენ ხალხს ფბ-ზე ნახე არის ჯგუფები და იქ იდება ვაკანსიები, ოღონდ სტუდენტის სტატუსი გჭირდება მაგ 3 თვიანზე გაითვალისწინე, ან რომელიმე კოლეჯის.

Posted by: ramsted 7 Dec 2020, 21:24
Domaci
Მმშენებლობებზე სსმუშაო არის ხელოსნებისთვის?

Posted by: Grigali 7 Dec 2020, 21:30
ნათანია
QUOTE
ბევრი ადამიანი ფიქრობს წასვლას ამ ქვეყნიდან.

არ გიშველის პელეგრინიზმი, განსაკუთრებით მაშინ როცა ფული არ გაქვს!.... თუ ფული გაქვს აქ ყველაფერს იშოვნი და იქ რა გინდა?! საერთოდ კი, საზღვარგარეთ სჭირდებათ იაფფასიანი მუშახელი, მონები!... შეგნებულად ქმნიან საქართველოში გაუსაძლის პირებობს რათა, აქედან მონებად გაქცეულებმა, იქაურ ბებრებს ტ@აკები ბანონ!... ახლა, იქაც, სადაც მოეწყობი, რომ აირიოს ვითარება მერე სად გარბიხარ, კიდევ სხვაგან, სხვაგანაც რომ აირევა ისევ სხვაგან!... ასე ირბენ სხვა და სხვა ქვეყნებში?! არ დაგავიწყდეს დედამიწა მრგვალია და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება იქ ამოყო თავი საიდანაც გაიქეცი და შენს ბუდეში სულ სხვა ვიღაც დაგხვდება, (დიდი ხნით, ცარიელს არავინ არაფერს არ გააჩერებს) და მერე გვიან იქნება თითზე კბენანი!.. ამიტომ გირჩევთ ყველას, ვისაც ჰგონია, რომ სხვა ქვეყნებში უფრო დიდი კიტრი იზრდება ვიდრე აქ, საქართველოში!... მიშა და ბიძინა დაიკიდეთ ერთ ადგილზე და საკუთარი ოცნების ქვეყნის შენება აქ დაიწყეთ, საქართველოში!!!

Posted by: Pac_-_Man 7 Dec 2020, 22:41
zezva43
QUOTE
ამ ტემას უხდება ისე ეს სტატისტიკა
ლიტვა და ლატვია უგანვიტარებულეს ქვეყნებად რომ მიაცნიატ
დაცლილი ქვეყნები
ჩვენი ქვეყანაც 10 წელიწადსი საერტოდ ცამოვა 2 მილიონამდე
მადლობა კაპიტალისტებს!
გაიტვალისწინეთ


სერიოზულად კაპიტალისტების ბრალი გგონია ეგ დემოგრაფია?!

ერთხელ ვისაუბრე უკვე ამაზე, განქორწინება ქორწინება და ასე შემდეგ. რეალური პრობლემა დემოგრაფიის არის მენტალიტეტი, რომელიც გვკლავს. შეიძლება კაპიტალისტებს ბევრი რამ დავაბრალოთ, მაგრამ ქალიშვილობის აპკის მოთხოვნა და შემდეგ განათხოვარის არ მოყვანის დაბრალება ტეხავს. ტიპს რომ გიჩუჩუნებს და ბევრი ფუჩუს მოთხოვნილება გაქვს, მაგას ვერც ხიხოს დააბრალებ და ვერც დორბლიანს, ნუ მამენტ რომც დავაბრალოთ არაფერი არ მიდის ჩვენგან.

Posted by: NorthWest 8 Dec 2020, 01:53
რაღაცა ისწავლეთ, ხელობა, სანამ წახვალთ სადმე. ან თუ საშუალება გაქვთ უცხოეთში ისწავლეთ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)