ვულოცავ ჩემპიონებს და პრიზიორებს წარმატებას!
სამი ოქრო ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის..
სამ წონაში უმედლოდ დარჩენაც, დასაფიქრებელია..
უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, ყოჩაღ გრიგალაშვილს
კარგი აღნაგობის ბიჭია და კარგი სტილით ჭიდაობს. თან ორივე მხარეს..
ხასიათიც ისეთი უჩანს, რომ კარგი ძიუდოისტი უნდა დადგეს..
საევროპო გუნდსაც გაეცა პასუხი..
პაპინა, მარგველა, შავი, ზებედა, ბექა, ლიპო და თუში რომ იჭიდავებდნენ, ეს ისედაც ცნობილი იყო..
ჩემი აზრით, დარჩენილი ორი კაციდან ჩხვიმიანი აუცილებლად უნდა წაიყვანონ..
მან საქართველოც მოიგო, თბილისის გრან პრიც და თავის უშუალო კონკურენტსაც მოუგო..
ასე რომ, ამ კაცმა ნამდვილად დაიმსახურა ევროპა..
მეცხრე კაცად, ბოლო შედეგებიდან გამომდინარე, გიუნაშვილს დავაყენებდი..
იმედი მაქვს, რომ მწვრთნელები სულელურ გადაწყვეტილებებს არ შემოგვთავაზებენ..