Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > ბავშვის კვება


Posted by: ლიკლიკა 6 Feb 2012, 17:04
http://forum.ge/?f=97&showtopic=33730204
http://forum.ge/?f=97&showtopic=33996959&st=0
http://forum.ge/?f=97&showtopic=34101951&st=0
http://forum.ge/?f=97&showtopic=34151297
http://forum.ge/?showtopic=34207067&st=0&hl=





–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Posted by: ათულია 6 Feb 2012, 17:36
იმ კვირიდან დამჭირდება თქვნი რჩევები
5 თვიდან ფაფები უნდა დავიწყოთ და კიდევ რა შეიძლება მივცე?

Posted by: mariamiani 6 Feb 2012, 17:41
სახლში დამზადებული ფაფა 2-ჯერ რო ვაამო დილით და 5 საათზე საღამოს(შედარებით ნაკლები დოზა) შეიძლება ნეტა? მაწონს არ ჭამს, თან რძემჟავე პროდუქტებს ვერ ირგებს, ფორმულას არ მოწონს, პეჩენით თუ არ გავასქელე ისე რო კოვზით ვაჭამო.. და აღარ ვიცი ა რა ვაჭამო მეტი,,, ჩაი და პეჩენია არ მითრათ,არ ჭამა დღეს ვცადე...რა შეიძლება მეტი?ან რამე კომბინაციები მაინც

Posted by: ლიკლიკა 6 Feb 2012, 18:15
იოგურტის ვარიანტში რასაც ვუკეთებ (ხაჭო+მაწონი+ვაშლი+პეჩენია) და ტოვებს ხოლმე მერე იმას ტაფაზევე უცხიმოდ ვუცხობ. რაღაც ალადებისა და ბლინების მსგავსი გამოდის, გააჩნია სისქეს და შემადგენლობას. თბილს ჭამს ხოლმე, ძალიან უყვარს. განსაკუთრებით ფუნფულა გამოდის თუ მეორე დღე ვუცხობ,ოდნავ ამჟავებულს უკვე.
მეც გემრიელად გეახელით biggrin.gif

Posted by: sesililu 6 Feb 2012, 18:40

mariamiani
ვაშლი და ორცხობილა რომაჭამო? 1-2 კოვზი ხაჭოც შეაპარე ამ მასაში



ლიკლიკა
მასე ცხვება მერე? არაფერს ურევს ფქვილის მსგავსს?

ერთი ვცადო biggrin.gif

ამ დილით მამამისისთვის გაკეთებული წიწიბურა მიირთვა გემრიელად,ერთ კვებად biggrin.gif

მეშველა მგონი biggrin.gif
სახლშI გაკეთებული ფაფები არ ყვარს და ეს მაინც ჭამოს.

Posted by: Annabel 6 Feb 2012, 20:59
ლიკლიკა
ფქვილს არ უმატებ?
უცხიმოდ აცხობ?

ჩემებს, არც ერთს, არაფერი რჩებათ, მაგრამ ისე გავუკეთებდი, მრავალფეროვნებისთვის.

Posted by: tamo7779 6 Feb 2012, 22:48
Unitended
ბიფიდოს ვაძლევდი პირველი თვე, და მერე სოფლის ნობათის მაწონზე გადავედით.
მაწონი 200 + ხაჭო - 20-40 + პეჩენია ჰაინცის 2-3 ცალი.


Posted by: mariamiani 6 Feb 2012, 22:54
sesililu
ვაშლი და ორცხობილა დანაყრებს მერე? ადრე მასე ვაჭმევდი ხაჭოსთან ერთად და ექიმმა ეგ დესერტია კვებაში არ ითვლებაო და რავი

Posted by: aseaisea 6 Feb 2012, 23:12
ეს ორცხობილაა ნამცხვარი არაა, თუ პეჩენიას გულისხმობთ? თუ იყიდება სპეციალურად ბავშვებისთვის?

Posted by: ლიკლიკა 6 Feb 2012, 23:16
sesililu
QUOTE
მასე ცხვება მერე? არაფერს ურევს ფქვილის მსგავსს

კი, შემწვარი ვაშლის გემო აქვს. ფქვილის მაგივრობას პეჩენია უწევს.
მეც მომწონს biggrin.gif

Annabel
QUOTE
ფქვილს არ უმატებ?
უცხიმოდ აცხობ?

აბსოლუტურად არაფერს. როგორც არის ისე ვაცხობ. ერთხელ შევწვი ზეთში , ჩემმა კი ჭამა ,მაგრამ მე არ მომეწონა.

QUOTE
ჩემებს, არც ერთს, არაფერი რჩებათ, მაგრამ ისე გავუკეთებდი,

lol.gif

Posted by: Nanuka444 6 Feb 2012, 23:32
ტასოს ვუყიდე "გემატოგენი" აფთიაქში.
აწერია, შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილასო biggrin.gif

ეგ რას ნიშნავს, საბავშვო შოკოლადი ბავშვისთვის მავნებელია?
სერიოზულად გამიჩნდა შეკითხვა, ექიმის დანიშნულებით ხომ არ ხდება ამ შოკოლადის მიცემა?


Posted by: ლიკლიკა 7 Feb 2012, 00:13
Nanuka444
QUOTE
შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილასო

გემრიელია და შეიძლება დიდი რაოდენობით მიიღოს ბავშვმა და აწყინოს.

Posted by: sesililu 7 Feb 2012, 09:07
Nanuka444
თუკი ბავშვს გემოგლობინი აქვს მწყობრში და აარ არის ანემიისკენ მიდრეკილი, არაა სასურველი გემატოგენის მიცემა.

მე ვკითხე ექიმს, ავერსის საიტზეც ფორუმზეც დავწერე ადრე და შენი ნებით არ მისცეო.

და საბავშვო სულაც არაა. გემოგლობინის წამალია, ტკბილ და მიმზიდველ ფორმაში :დ
mariamiani
იაკოს სანდრი ჭამდა მასე თუ სწორად მნახსვოს. რამდენჯერმე ნატალიმაც მიიღო, ორი ვაშლი , 3 ორცხობილა და რამდნეკმე კოვზი კაჭო.
დანაყრდა მშვენივრად : ))

მითუმეტეს , თუკი არ ჭამს კარგად , ეგრე მიეცი.


aseaisea
"პეჩენია" იგივე. პატარა სანამ იყო ჰაინცს ვაჭმევდი, აფთიაქებში იყიდება/
ახლა უკვე ასაწონს ვყიდულობ.

Posted by: anakatrin 7 Feb 2012, 09:27
Nanuka444
QUOTE
ტასოს ვუყიდე "გემატოგენი" აფთიაქში.
აწერია, შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილასო

მგონი გემატოგენი ეგეთი პატარებისთვის არ უნდა იყოს.
რაც მე ბავშვობაში გემატოგენი მაქვს ნაჭამი rolleyes.gif
გემო ნეტავ იგივეა თუ განსხვავდება?
QUOTE
ეგ რას ნიშნავს, საბავშვო შოკოლადი ბავშვისთვის მავნებელია?

შოკოლადი ზომიერად, სასარგებლოცაა,მაგრამ ტასო ჯერ ძაან პატარაა.
შოკოლადს ბედნიერების ჰორმონებსაც ეძახიან givi.gif

Posted by: Annabel 7 Feb 2012, 10:48
Nanuka444
QUOTE
თუკი ბავშვს გემოგლობინი აქვს მწყობრში და აარ არის ანემიისკენ მიდრეკილი, არაა სასურველი გემატოგენის მიცემა.

ასეა yes.gif

Posted by: tamo7779 7 Feb 2012, 11:33
ლიკლიკა
კაი რამე გამახსენე ახლა შენ, რამდენიხანია ჩემი ქალისთვის ალადები არ გამიკეთებია biggrin.gif კიდევ კარგი არ ლაპარაკობს, მიჩივლებდა უეჭველი

Posted by: Nanuka444 7 Feb 2012, 11:46
sesililu
QUOTE
მე ვკითხე ექიმს, ავერსის საიტზეც ფორუმზეც დავწერე ადრე და შენი ნებით არ მისცეო.

გასაგებია, მეტს აღარ მივცემ.
ის ერთიც სანახევროდ ჭამა, ნახევარი მეზობლის ბავშვს გაუყო.
ცოტა მეც გავუსინჯე გემო.
anakatrin
QUOTE
გემო ნეტავ იგივეა თუ განსხვავდება?

იგივეა smile.gif
ბავშვობა გამახსენდა, ოღონდ არ მახსოვს როდის და რატომ მაჭმევდნენ გემატოგენს.

QUOTE
მგონი გემატოგენი ეგეთი პატარებისთვის არ უნდა იყოს.

წლის და 2 თვის გახდება მალე, პატარაა გემატოგენისთვის? არ ვიცოდი ნამდვილად.

საერთოდ, არ მინდოდა შოკოლადი გაესინჯა ჯერ, მაგრამ მამიდამისმა გამოუგზავნა ევროპიდან საახალწლოდ ტკბილეული, საბავშვო შოკოლადიც იყო და მაგი რომ ჭამა, გადაირია ისე მოეწონა. 1 კვირა ჭამდა 2-3 ნატეხს დღეში, მერე ყველა შოკოლადს ეპოტინებოდა აქაურს და სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, გემატოგენი ვუყიდე, კინდერს და ნესტლეს ეგ ვარჩიე. ისე ბარამბინო რა ასაკიდან შეიძლება და სანდოა ნეტა?


საერთოდ არ ვაჭმევ აწი და ეგაა, უბრალოდ ტკბილს არაფერს ჭამს და ეგეც არ შეიძლება ხო?
შაქრიანი ფაფები ამას არ უყვარს, მაწონსაც უშაქროდ ჭამს, ერთი ეგაა რომ პეჩენიას ჭამს, მაგრამ იმასაც დღეგამოშვებით. ერთი ცალი რომ მისცე, ნახევარზე მეტს დაფშვნის, თანაც ჰეინცის პეჩენია ერთი ციდაა, არ მახსოვს ამას მთლიანი ეჭამა.




Posted by: Free Aquarius 7 Feb 2012, 14:41
გოგოებო მწყრის კვერცხს როდიდან აძლევთ? მე მინდოდა მიცემა და პედიატრმა არაო,არადა ვიცი ზოგი აჭმევს.
* * *
9 თვეზე მეტისაა და ჯერ კვერცხი არ მიჭმევია

Posted by: tamo7779 7 Feb 2012, 15:14
Free Aquarius
თავიდანვე. ზოგი როდის იწყებს და ზოგი როდის. ჩვენ ცოტა გვიან დავიწტეთ - 8 თვიდან
მწყრის კვერცი არაალერგიული პროდუქტია, ქათმის კვერცხისგან განსხვავებით

Posted by: ლიკლიკა 7 Feb 2012, 16:00
tamo7779
QUOTE
ალადები

ხაჭოთი უკეთებ ხოლმე? "სირნიკებს". ჩემსას უყვარს ძალიან.

Posted by: ninoeqimi 7 Feb 2012, 16:41
Free Aquarius
მე რაც მოვქექე ინფორმაცია სამეცნიერო საიტებზე ყველგან წერია, რომ კვერცხი და თევზე საკმაოდ ალერგიული პროდუქტებია და არა თუ ალერგიულ, არამედ ალერგიის რისკის მქონე (თუ დედა ან მამაა ალერგიული) სასურველია 1წლამდე არ მივცეთ.

Posted by: GNI100 7 Feb 2012, 16:52
ბოსტნეულს ყველაფერს ვაჭმევ უკვე, პეჩენიას, ვაშლს, ბანანს, ბროწეულს...6,5 თვისაა რას მირჩევთ დავუმატო? ჩვენ პედიატრს არ მოუცია კონკრეტული რეკომენდაციები ცოტ-ცოტა ყველაფერი დაიწყეო და ვეღარ გავიგე რა ჯობია- კვერცხი, წიწილი, ყველი, ხაჭო თუ რა? მირჩიეთ რა რამე

Posted by: Free Aquarius 7 Feb 2012, 19:45
QUOTE (ninoeqimi @ 7 Feb 2012, 16:41 )
Free Aquarius
მე რაც მოვქექე ინფორმაცია სამეცნიერო საიტებზე ყველგან წერია, რომ კვერცხი და თევზე საკმაოდ ალერგიული პროდუქტებია და არა თუ ალერგიულ, არამედ ალერგიის რისკის მქონე (თუ დედა ან მამაა ალერგიული) სასურველია 1წლამდე არ მივცეთ.

მე არაფერზე არ მაქვს ალერგია,ჩემს ქმარს გაზაფხულზე ეწყება,როცა ხეები ყვავდება,საკვებზე არც იმას არ აქვს.თევზს ვაჭმევ,ლოყები და ცხვირი კი დაუწითლდა მაგრამ მე ვჭამე ბევრი შოკოლადები,ნიგვზიანები და მაგის მერე შევამჩნიე(ძუძუს წოვს).ნეტა ეგ იმას ნიშნავს რომ ალერგიულია?
* * *
QUOTE (tamo7779 @ 7 Feb 2012, 15:14 )
Free Aquarius
თავიდანვე. ზოგი როდის იწყებს და ზოგი როდის. ჩვენ ცოტა გვიან დავიწტეთ - 8 თვიდან
მწყრის კვერცი არაალერგიული პროდუქტია, ქათმის კვერცხისგან განსხვავებით

მწყრის კვერცხი პედიატრმა დაგინიშნათ?

Posted by: anakatrin 7 Feb 2012, 23:44
Nanuka444
QUOTE
უბრალოდ ტკბილს არაფერს ჭამს და ეგეც არ შეიძლება ხო?

მე და დედაჩემი ამ თემაზე სულ ვკამათობთ,ბავშვისთვის მოაქვს კანფეტები და აჭმევს facepalm.gif რომ ვსაყვედურობ,წყინს და მეუბნება შენ რა იცი ბავშვს ტკბილი სჭირდება,ცოდო არ არის რომ არ ჭამოსოgivi.gif
ხილს ხომ ჭამს?არ სჭირდებათ ასე პატარებს ტკბილეული.პეჩენიაც ხომ შაქრითაა.

Posted by: tamo7779 8 Feb 2012, 11:42
ლიკლიკა
კი, სირნიკებსაც ვუკეთებ და ჩვეულებრივ ალადებს - ბანანით, ისე ათოხლავებს - საერთოდ ცომეული უყვარს smile.gif

Free Aquarius
პედიატრის ინიციოატივით არ მიმიცია მწყრის კვერცხი.უბრალოდ ვკიტხე ხომშეიძლება მეთქი და კი,როგორ არაო.ასე რომ ხან ერთს მივირთმევთ და ხან მეორეს.უამრავი რამ ჩემი ინიციატივითაა ნისას მენიუში, მაგრამ პედიატრს ვუტანხმდები ყოველტვის.წელს მაგალიტად მანდარინი რომ ვახსენე კაიხანი დაივიწყე ეგ ხილიო, და მეც თავი არ გამიგიჟებია,კი გამიკვირდა, მაგრამ ყველაზე ალერგიული ყოფილა და შემდგომში სეიძლება გამოავლინოსო,-მოკლედ მე ვერ ვიმახსოვრებ ამდენ რამეს, არა,ე.ი. არა smile.gif თან გრეიფრუტს, ლიმონს,დ არამდენჯერმე ფორთოხალსაც გემრიელად მიირთმევს......

Nanuka444
ფაფა, ხილი,კომპოტი, პეჩენია,ალადები, -არაფერს არ ჭამს? კიდევ რა არის ტკბილი, აღარ მახსოვს smile.gif

Posted by: xatika 8 Feb 2012, 13:14
საბა 8 თვის გახდა და მაინტერესებს სახლში რო. დავუმზადო ფაფა დ. ქარხნის რძეზე არ შეიძლება მივცე ? იქნებ მოეწონოს.

Posted by: Unitended 8 Feb 2012, 13:18
კივი მივცე ვითომ (6 თვის ეხლახანს გავხდი)
კარგაო ბევრი ვიტამინი აქვსო

პ.ს. ჰეინცის პეჩენია მიუცია გუშინ ბებოს სხვა დოზით ანუ სქელი ფაფასავით და მერე წავიკითხე რომ არაფრით არ შეიძლებოდა
რამეს უზავს ვითომ ერთხელ დარღვევა?

და საერთოდ: საკვებს რომ აწერია თუ დაარღვიეთ მომზადების წესი ბავშვის დაავადებას იწვევსო - რაზეა საერთოდ ლაპარაკი იცის ვინმემ?

Posted by: uma_thurman 8 Feb 2012, 13:18
გაგა რძეს აღარ მიირთმევს, არ ვიცი მობეზრდა თუ რა ხდება, დილით ვაძლევ, პირველ კვებაზე და ღამე , ძილის წინ. ერთი კვირაა 100-100 გრამს ტოვებს დაახლოებით, სულ 210 ვუკეთებ. რით შეიძლება რომ ჩავანაცვლო არ იცით ? rolleyes.gif

Posted by: xatika 8 Feb 2012, 14:03
uma_thurman
საბაც მასე იყო დამტანჯა. 2 კვება მაინც უნდა მისცე რძეო პედიატრმა, ან საღამოს მაწვნით ვუცვლი.დილას 7საათზე ძილში ვაძლევ და ჭამს მარტო 100 გრამს. ზოგჯერ ბავშვებს სოსკით აღარ უნდათ ჭამა დ. კოვზით შეიძლება მისცე რძე.სცადე აბა.

Posted by: uma_thurman 8 Feb 2012, 14:07
xatika
კოვზით როგორ ვიწუწაო sad.gif ვერ წარმომიდგენია კოვზით 210 გრამი რძე როგორ უნდა ვაჭამო sad.gif შენი რამხელაა მაწონს რომ აძლევ უკვე?

Posted by: Unitended 8 Feb 2012, 14:10
uma_thurman
xatika
ჩვენ რძეს აღარ ვჭამთ (ძუძუს ჭამს ღამე და ეგ არის) და არ შეიძლება?
მარტო ფაფებს ვჭამთ

Posted by: xatika 8 Feb 2012, 14:25
uma_thurman
8თვისაა ჩემი. ეკო ფუდის მაწონს ვჭამთ ა. სანტისიმოს. ხაჭოსაც. Unitended
დედის რძე უკეთესია, ფორმულას ბევრად ჯობია.როგორ არ შეიძლება.

Posted by: Unitended 8 Feb 2012, 14:47
xatika
მადლობა
ხაჭო რომელი თვიდან მიეცი?

Posted by: trombonelady 8 Feb 2012, 15:01
xatika
QUOTE
სანტისიმოს. ხაჭოსაც.

სანტისიმო ძაან ტკბილი არ არის 8 თვის ბავშვისთვის?

Posted by: tamo7779 8 Feb 2012, 18:36
GNI100
პოლიკლინიკის თუ კერძო პედიატრმა გითხრა ასე? - ყველაფერი გაასინჯეო 6,5 თვის ბავშვზე?
ვიზიტი რა ღირს?

trombonelady
სანტისიმოს ხაჭოს დესერტზე თუ საუბრობთ, საერთოდ არ არის ბავშვებზე გათვლილი. ნუ შეიძლებამისცე ხანდახან,მაგრამ ისე რომ ყოველდღე - არანაირად. (და მიუხედავად იმისა რას ამბობენ გუდვილის კონსულტანტები biggrin.gif რომელიც პროდუქციის გაყიდვა-გაჩუქებაზე არიან ორიენტირებული, და მეტზე არაფერზე) wink.gif

Posted by: sixamano 8 Feb 2012, 19:00
Unitended

მე ერთ კვებას ვაძლევ ჰეინცის პეჩენიას რძესთან ერთად და ვაძლევ სქელი ფაფის სისქისას.

ყუთს ასე აწერია
Heinz Farley's Rusks are a unique food suitable for all ages from weaning through to toddler years and beyond. Over the generations, mums have found many uses for Farley's Rusks, from mixing with milk as a first food to a finger food for toddlers on the go.

Heinz Farley’s Rusks easily dissolve in the mouth, making them an ideal finger food for babies who are able to start feeding themselves. They can also encourage hand to eye co-ordination, biting and chewing as your baby develops.

ალბათ საქართველოშიც ასეთი პეჩენიაა
http://www.boots.com/en/Heinz-Farleys-Original-Rusks_980806/


Posted by: xatika 8 Feb 2012, 19:18
trombonelady
სანტისიმოს იშვიათად ვაძლევ ძირითადად ეკო ფუდის უცხიმო ხაჭოს ჭამს. 6.5 ის იყო ჩემი ხაჭო რ. დავიწყეთ

Posted by: trombonelady 8 Feb 2012, 20:45
sixamano
ასეთი ჰეინცის პეჩენია აქ არ შემხვედრია

Posted by: GNI100 9 Feb 2012, 10:39
tamo7779
QUOTE
ყველაფერი გაასინჯეო 6,5 თვის ბავშვზე?

ნუ, ყველაფერი როგორ- რაც ამ ასაკისთვისაა მიზანშეწონილი- კვერცხი, წიწილის და ხბოს ხორცი, ხაჭო, მერე თევზიც...ნუ ეტაპობრივად რაა...ოღონდ გრამების გაზომვას არ მავალებს და ზუსტად კალენდარს არ მიდგენს როდის რა მივცე...

კერძო პედიატრია ჩვენი, "მრჩეველიდან" 40 ლარი ღირს გამოძახება

Posted by: Unitended 9 Feb 2012, 12:07
QUOTE
ალბათ საქართველოშიც ასეთი პეჩენიაა

არა მსგავსი არ მოგვეპოვება არაფერი, რაღაც მწვანე გრძელ ყუთშია და თვითონ პეჩენია მოგრძო ფორმის არის

Posted by: tamo7779 9 Feb 2012, 14:12
GNI100
<<ყველაფერში>> - ეს ყველა პროდუქტი ჩამოთვალა? ანუ 1 წლამდე, 1 ვიზიტზე გითხრა რა უნდა მისცე......

Posted by: GNI100 9 Feb 2012, 14:33
tamo7779

QUOTE
<<ყველაფერში>> - ეს ყველა პროდუქტი ჩამოთვალა? ანუ 1 წლამდე, 1 ვიზიტზე გითხრა რა უნდა მისცე......

biggrin.gif
კონკრეტულად რა გაინტერესებს ვერ მივხვდი smile.gif

Posted by: ninia84 9 Feb 2012, 15:52
იოგურტში (მაწონი + ხაჭო+ პეჩენია) მთლიანი ბანანი რომ შევურიო, ბევრი იქნება 8 თვის ბავშვისთვის? ალბათ ნახევარი საკმარისია ხო?

Posted by: tamuska27 9 Feb 2012, 19:32
ათულია
QUOTE
5 თვიდან ფაფები უნდა დავიწყოთ და კიდევ რა შეიძლება მივცე?


ფაფები ძალიან პოპულარულია საქართველოში, ვატყობ მეეე.....
ჩვენ პირველი კვირა 1-2 კოვზი ხილის ან ბოსტნეულლის პიურეთი დავიწყეთ.... მეორე კვირას 3-4 კოვზი. მე3-ე კვირა 5-10 კოვზი. 1 თვის შემდეგ მივეცი ფაფა....
ჩემი 4,5 ის იყო და ასე ნელ-ნელა და ცოტ-ცოტას იმიტომ ვაძლევდი, (HV ს რჩევით) 1 თვის თავზე ანუ 5,5 ის რომ იყო 50-60 გრამ პიურეს ჭამდა, რაც ნორმალურია...

ხილი და ბოსტნეული სჯობს ფაფას, ასე მგონია მეეე...... და ისე, შენ იცი შენი საქმის
* * *
ninoeqimi
QUOTE
მე რაც მოვქექე ინფორმაცია სამეცნიერო საიტებზე ყველგან წერია, რომ კვერცხი და თევზე საკმაოდ ალერგიული პროდუქტებია და არა თუ ალერგიულ, არამედ ალერგიის რისკის მქონე (თუ დედა ან მამაა ალერგიული) სასურველია 1წლამდე არ მივცეთ.


მე კიდე რაც მოვქექე ყველგან წერია 6 თვიდან მოხარშული კვერცხი,თევზი და ქათმის ხორცი შეგიძლებაოოოო.
ძროხის,ბატკნის და ღორის ხორცი კი ოდნავ მოგვიანებითო.

ვის დავუჯერო???????????

Posted by: tamo7779 9 Feb 2012, 21:01
tamuska27
საკუთარ ინსტინქტს yes.gif ნებისმიერ პროდუქტზე თუ თემაზე ხალხი იყოფა ორად. თუ პედიატრი გყავს - პედიატრს ჰკითხე (ნუ თუ ენდიობი) ანდა რომელიმე საიტს - რომელმაც უფრო დაიმსახურა შენი ნდობა

GNI100
რაღაც ცუდად გამომივიდა smile.gif შენთან დაკავშირებით არაფერი, უბრალოდ ზოგადად - პედიატრების მიდგომა მაინტერესებს, და მშობლების აზრი პედიატრებთან დაკავშირებით.
კონკრეტულად, სახელით და გვარით, არაფერი არავიზე არ მაინტერესებს smile.gif

Posted by: tamuska27 9 Feb 2012, 22:00
tamo7779
ჭკუა ვისწავლე და სადაც კი შეიძლება რომ კითხვა დავსვა ყველას ვეკითხები, პროფესიონალს, ნაკლებ პროფესიონალს, გამოცდილს, გამოუცდელს, ათას საიტზე ვკითხულობ და მერე რა თქმა უნდა თავად ვწყვეტ..... ჩემზე უკეთ ჩემი შვილი არავინ იცის....
yes.gif


Posted by: ninoeqimi 10 Feb 2012, 01:22
tamuska27
არვიც რამდენად გასაგები იქნება, ლინკს სამწუხაროდ ვერ დავდებ, ეს ფასიანი საიტია და პაროლის გარეშე მაინც ვერ შეხვალთ, არ წერია ადვილად გასაგებ ენაზე, ეს პროფესიონალებისათვის არის. სამეცნიერო სტატიააა, სამაოდ დიდი სტატიაა, მე მხოლოდ ბავშვებს რაც ეხება იმას ამოვიგებ. უამრავი სტატიებია მაგრამ ვეცადე ისეტი მომეზებდა სადაც მეტნაკლებად ჩევულებრივი ადამიანებისათვის გასაგები იქნებოდა.
აქ არის შედარება ძველი და ახალი ანუ 2008 წლის რეკომენდაციების კვების შესახებ და პირდაპირ წერია რომ უპირატესობა ენიჭება შემატებულ საკვებს 6 თვიდან, თუმცა შესაძლებელია 4 თვიდან. მედიცინა არაზუსტი მეცნიერებაა და აბსოლუტური ყველაფეირ არ არის, თუმცა ახლა მაინც მედიცინა იქეთკენ, რომ მაინც რეგულირებადი იყოს ყველაფერი

What's similar
The 2008 report presents evidence affirming several previous recommendations that are relatively easy for parents to follow. For example, exclusive breast-feeding for at least 4 months (with a goal of 6 months) versus feeding with a standard cow's milk or soy formula is considered beneficial to delay or prevent atopic dermatitis and milk allergy. If supplementation during that period is needed, then hypoallergenic formulas such as extensive casein hydrolysates, or possibly a less allergenic formula such as a partial whey hydrolysate, is considered beneficial. Roughly similar to the 2000 report, solids are to be avoided until 4 to 6 months of age.

What's new
A subtle difference in the updated report is that “high risk” infants are defined as those with at least 1 parent or sibling with a documented atopic disease, which is less stringent than the 2000 report and is more similar to definitions in European professional societies' recommendations (Table I). A major difference of the new report is that it avoids making recommendations. Instead, statements about possible dietary changes are made along with evidence (or lack thereof) about efficacy. The new report specifically advises the reader that inadequate study design or a paucity of data limits the ability to draw firm conclusions regarding pregnancy and lactation avoidance diets and the timing of introducing specific “allergenic” complementary foods. It also warns that lack of proven efficacy does not equate to an approach being disproven. Within this context, several of the previous “recommendations” are relegated to “lack of evidence” as summarized in Table I. As noted, the new AAP report is very similar to past and current “recommendations” from European professional groups. [8] , [9] , [11] , [12]

Hydrolyzed formula versus cow milk formula
Partially hydrolyzed and extensively hydrolyzed formulas have been studied for their ability to prevent atopic disease for more than 15 years. Most studies of these formulas have focused on infants at high risk of developing allergy. Although more than 100 published studies have addressed whether hydrolyzed formulas reduce the risk of atopic disease, fewer than 20 were randomized or quasi-randomized.[2] The AAP report[2] relies heavily on data evаluated in a Cochrane database report[25] but excluded several studies in which scientific validity was a concern. In addition, data from the German Infant Nutrition Intervention program was considered.[26] Subsequently, a 3-year follow-up study from the German Infant Nutrition Intervention trial showed a continued protective effect in the per protocol analysis of atopic dermatitis in high-risk infants not exclusively breast-fed of an extensive casein hydrolysate (odds ratio, 0.53; 95% CI, 0.32-0.88) or partial whey hydrolysate (odds ratio, 0.60; 95% CI, 0.37-0.97), but still no effect on asthma.[27] A particular extensively hydrolyzed whey formula did not show protection. Committee reviewers [2] , [9] generally synthesize the available data to conclude that compared with a whole cow's milk protein formula, certain studied reduced allergenic formulas have a protective effect on atopic dermatitis, with a slight advantage of the extensively hydrolyzed casein formula (perhaps more effective for those with a stronger atopic family history). The AAP report[2] suggests cost be a consideration in selecting a formula and cautions that amino acid formulas have not been studied for prevention

Introduction of complementary foods
Various committees have concluded from the available evidence that “solids” should be delayed to 4 to 6 months primarily because the timing of such introduction is tied to the time of exclusive breast-feeding. [2] , [9] On the basis of the nature of the available studies, the updated AAP report[2] has reduced the age of evidence for an effect to 4 months. Subsequent studies continue to fail to show a convincing protective effect of delaying solids. [28] , [29] Perhaps more controversial is the previous AAP recommendation for infants at risk of developing atopic disease to avoid milk protein to age 1 year, eggs until 2 years, and peanuts, tree nuts, and fish until 3 years of age.[1] This prevention approach was only studied by Zeiger and Heller,[30] but there was uncertain compliance and high dropout, and there were no clear differences in point prevаlence of atopic outcomes or sensitization after age 4 years. Regarding the 2000 AAP report,[1] there are no data about whether these recommendations have been followed, nor any attempts at validation. If the previous AAP advice were followed, presumably an “at risk” but healthy 1-year-old would not have ingested common foods such as butter or biscuits and would not have birthday cake (egg) until age 2 years. On the basis of available data, including the apparent role of exposure to whole proteins in the first months of life being associated with atopic outcomes, and the known allergenicity of foods such as milk, egg, peanut, and fish, a consensus document from the Adverse Reactions to Foods Committee of the American College of Allergy, Asthma and Immunology in 2006 suggested following the 2000 AAP recommendations to avoid these allergens for the prescribed period.[3] In contrast, in a position paper published in January 2008, the European Society for Paediatric Gastroenterology, Hepatology and Nutrition Committee on Nutrition concluded that there is no convincing evidence that avoidance or delayed introduction of potentially allergenic foods, such as fish and eggs, reduces allergies in infants either at risk or not



კარგად თუ დააკვირდებით თევზი საკმაოდ გვიან, ანუ 3 წლის ასაკისათვის არის რეკომენდირებული, არსებობს შემდგომი კვლევებიც, სადაც წერენ, თომ 3 წელი ძალინ დიდი ვადააა, ამიტომ 1 წლამდე ურჩევენ თევზოსა და კვერცხისაგან თავის შეკავებას. ძირითადი არგუმენტი, რის გამოც ალერგოლოგები უშვებენ 1 წლის ასაკიდან თევზიზს დამატებას ალის ომეგა 3 და 6 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც აუცილებელია თავის ტვინის ნორმალური განვითარებისათვის, მე პირადად ეს პრობლემა ძალიან ადივლად გადავჭერი, ვაჭმევ ფორმულას, რომელიც გამდიდრებულია ომეგა 3 და 6 ცხიმოვანი მჟავებით და 1 წლამდე არც თევზს ვაძLევ და არც კვერცხს.
ეს წმინდა ალერგიული მიდგომა, აქ არის მითითებული, რომ ეს გვიანი შემატება იცავს კანისმიერი ალერგიებისაგან, თუმცა არ არის მთლად ეფექტური ასთმის შემთხვევაშI, ასთმა არ არის ძალიან ხშIრი პათოლოგია, უფრო ხშIრია კანისმიერი ალერგიები, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის სენსიბილიზაციას და გარკვეულ წილად აისახება ორგანიზმს იმუნურ სტატუსზე, შედეგად ეს ბავშვები უფრო ხშIრად მოავადეებად ითვლებიან.
არავის არ ვახვევ ჩემს აზრს, უბრალოდ მე მოვიძIე ინფორმაციები და გადავწყვიტე როგორ მოვიქცე, ზოგი პედიატრი 6 თვიდან იწყებს ხორცს, ზოგი 4 თვიდან კვერცხს და თევზს 7 თვიდან, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ არ არსებობს ქვეყანაშI ერთიანი კონტროლირებადი სისტემა, მაგრამ რას ვიზამთ, ადრე თუ გივან ალბათ ეს მოწესრიგდება

Posted by: GNI100 10 Feb 2012, 11:06
ninoeqimi
QUOTE
ვაჭმევ ფორმულას, რომელიც გამდიდრებულია ომეგა 3 და 6 ცხიმოვანი მჟავებით

იცით მე პედიატრმა მირჩია მაგ მიზნით რაფსის ზეთის გამოყენება და რა აზრის ხართ? თქვენი რეცეპტი ვნახე ერთგან 6 თვის ბავშვის მენიუში ბრინჯი- ძალიან მინდა კარტოფილი სანახევროდ ჩავანაცვლო ბრინჯით და რომელი უნდა ვიყიდო და როგორ მოვამზადო არ ვიცი
* * *
tamo7779
smile.gif ხო რავიცი ძაან ფრხილად ვეკიდები ბავშვის კვების საკითხს და რახან ჩვენი არ გვაძლევს მკაცრ დირექტივებს, ვცდილობ ყველაფერი გადავამოწმო ათასჯერ სანამ რამეს მივცემ. ბოსტნეული ყველაფერი ათვისებული გვაქვს, ასევე ჭამს ფაფებს და ჰეინცის პეჩენიას

Posted by: ninoeqimi 10 Feb 2012, 18:46
GNI100
სხვათაშორის ჰუმანას ბოსტნეულის პიურეებს აწერია რაფსის ზეთიშემცველობაში, მართალია ჩემმა შვილმა არ იყიდა, მაგრამ როდესაც წავიკითხე ეტიკეტზე რომ რაფსის ზეთი ეწერა, სიმართლე გითხრათ არ ვიცოდი რა იყო, მერე მოვიძიე ინტერნეტში და ძალიან მომეწონა, მერე გუდვილში აღმოვაჩინე და ჩვენთვის ვიყიდე, თუმცა გემო დიდად არ მომეწონა და მეტი აღარ მიყიდია. ჰუმანა პლატინშია ომეგა3 და ომეგა 6, ასევე ჰიპის ფაფას აწერია რომ შეიცავს და ჰეინცის ზოგიერთ ფაფას, თუმცა მე ყველაფერს ერთი ფირმისას ვაჭმევ, ერთ ერთმა ჭკვიანმა გერმანელმა პედიატრმა მირჩია თავის დროზე, რომ ჯობია ბავშვს ყველაფერი ერთი ფირმის მისცე, მეტნაკლებად მსგავს ნედლეულს იყეებე და ალერგიების ნაკლები რისკი გექნებაო.
ბრინჯს რაც შეეხება, არ მახსოვს სად დავწერე მენიუები, მე ჰიპის ბიო ბრინჯს ვიყენებ ბულიონში, თანაც ადვილი მოსახმარია, როგორც ფაფას ისე ვაყრი 1-2 ჩაის კოვზს და ისე ვაჭმევ, კარტოფილი არ მოწონს და ამიტომ ასე მოვიფიქქრე.

Posted by: tlikina 10 Feb 2012, 19:10
ninoeqimi
თქვენი აზრი მაინტერსებს, ბავშვს მე რომ არ მოუმზადო სახლში ბოსტნეულის პიურე და ნაყიდი ვაჭამო, ხო შეიძლება? აშკარად ნაყიდს ბევრად გემრიელად მიირთმევს ვიდრე სახლში მომზადებულს,

Posted by: ათულია 11 Feb 2012, 09:14
მოკლედ გუშინ აღმოვაჩინე რომ ოთოს ექიმი შემცირებაში მოყვა sad.gif
ხოდა შემცვლელმ ძალიან ზერელედ მივიღო
მოკლედ მინდა თქვენი დახმარება
ვიწყებთ ფაფებს, ვუყიდე ნუტრილონის წიწიბურა
ეხლა მაინტერესებს როგორ უნდა მივცე დღეშეი რამდენჯერ და რა რაოდენობა?
საკვების ფირმის შერევა რამდენად რეკომენდირებულია?
ანუ ნუტრილონის გარდა სხვა ფირმებსაც (малютка) აქვს 4 თვიდან და შემიძლია ისიც მივცე?

Posted by: uma_thurman 11 Feb 2012, 10:31
ათულია
QUOTE
მაინტერესებს როგორ უნდა მივცე დღეშეი რამდენჯერ და რა რაოდენობა?

სადილის წინა კვება უნდა იყოს ფაფა. ანუ ხომ 4ჯერ ჭამს ეხლა ოთო ? დილით რომ იღვიძებს რაღაცას ხომ აჭმევ, შემდეგ კვებზე მიეცი ფაფა,მერე სადილი და ა.შ. მიხვდი? smile.gif 100 გრამი გაუკეთე და ნახე როგორ შეჭამს smile.gif

QUOTE
საკვების ფირმის შერევა რამდენად რეკომენდირებულია?
ანუ ნუტრილონის გარდა სხვა ფირმებსაც (малютка) აქვს 4 თვიდან და შემიძლია ისიც მივცე?

მე ასე ვაძლევ yes.gif დილით მალუტკას ვაძლევ, მრავალმარცვლიანს, საღამოს (ორ დღეშიერთხელ) ჰეინცის ფაფას ხილით yes.gif არ არის მაგაზე აკრძალვა არანაირი smile.gif

Posted by: tamo7779 11 Feb 2012, 10:38
tlikina
ჩემს პედიატრს თავისი ბავშვი სემპერზე ყავდა.
და მეც ვაძლევდი ჰიპის და სემპერის თევზეულს - ფართო არჩევანი იყო და იმიტომ

Posted by: nikmaik 11 Feb 2012, 12:36
ათულია
QUOTE
ანუ ნუტრილონის გარდა სხვა ფირმებსაც (малютка) აქვს 4 თვიდან და შემიძლია ისიც მივცე?

კი შეგიძლია
დღეში ერთხელ მხოლოდ. თავიდან 30 გრამი და ყოველ დღე მოუმატებ 30 გრამს და ახვალ იმ რაოდენობამდე რამდენის ეკუთვნის ასაკის მიხედვით
მე ჯერ არ დამიწყია ფაფები თავს ვიკავებ 5 თვემდე

uma_thurman
QUOTE
100 გრამი გაუკეთე და ნახე როგორ შეჭამს

რას ამბობ? როგორ შეიძლება თავიდანვე 100 გრამის მიცემა?

Posted by: uma_thurman 11 Feb 2012, 12:56
nikmaik
QUOTE
რას ამბობ? როგორ შეიძლება თავიდანვე 100 გრამის მიცემა?

100 გრამი აჭამე მეთქი არსად მიწერია. პირველ ჯერზე 100 გრამს არც შეჭამს.
QUOTE
100 გრამი გაუკეთე და ნახე როგორ შეჭამს
აქ სხვა რაღაც არ წერია? smile.gif

Posted by: ათულია 11 Feb 2012, 13:00
nikmaik
დიდი მადლობა რჩევისათვის დღეიდან მივცემ შუა კვების დროს 30 გრამს ხვალ 60 და 150 დე მივალ მაგრამ ყუთზე არ აწერია ამ 30 გრამის მოსამზადებლად რამდენი მლ გრამი ფხვნილი უნდა, როგორ მივიქცე?
uma_thurman
2kiss.gif 2kiss.gif ეს შენ და ეს იმ ბურთს 2kiss.gif

Posted by: nikmaik 11 Feb 2012, 13:30
ათულია
30 გრამი წყალი და რამდენ ფხვნილსაც შეიზელს. სქელი არ უნდა გამოვიდეს. თავიდა ჯობია ცოტა თხელი გაკეთო

Posted by: Niomiro 11 Feb 2012, 13:47
ჩვენ რვა თვის ვართ და აგერ უკვე ერთი თვეა, კიაარადა მეტი ყველაფერს ჭამს, დაწყებული კვერცხის გულით, მაწვნით, ხაჭოთი, ხილით ყველანაირი (დაჟე ციტრუსის ჩათვლით) , თევზზე და ქათმის ხორცზე აბოდებს... (
ესე თამამი ალბათ იმიტომ ვარ, რომ ძალიან გამიმართლა და საერთოდ არაა ალერგიული,
მე დამემსგავსა, საჭმელი იყოს და ყველაფერს ჭამს biggrin.gif

რო ვუყურებ ყველას თითქმის გრაფიკი აქვს, დღეში 5 ან 6 კვება, ჩვენ არა, როცა მოშივდება მაშინ, ნუ ალბათ იმიტომ რომ ძუძუც აქვს.


Posted by: uma_thurman 11 Feb 2012, 13:54
Niomiro
თევზი 8 თვისას მიეცი ? ჩემი ეხლა გახდა რვის და უნდა მივუყვანო პედიატრს, ალბათ ის გვეტყვის smile.gif დანარჩენს ყველაფერს ჭამს, მაწონი არ მიმიცია მხოლოდ smile.gif

Posted by: Niomiro 11 Feb 2012, 14:22
uma_thurman
არა 7 თვისას smile.gif
ჩენც 7 ში გავხდით 8 თვის
მაწონზე ვითომ რატო იკავებდი თავს, ისე ჩემი გმოცდილებით სოფლის ნობსთის მაწონი ყველაზე კარგია, კესის ძაან მოწონს.
თან თუ ჰაინცის პეჩენიასაც გაურევ ხო საერთოდ smile.gif

Posted by: uma_thurman 11 Feb 2012, 14:24
Niomiroრავიცი, არაო ექიმმა მაწონზე და.. smile.gif არ ვაჭმევ არაფერს პედიატრის გარეშე
no.gif

Posted by: ათულია 11 Feb 2012, 15:30
nikmaik
დიდი მადლობა გაიხარე

ვნახოთ აბა როგორ მოეწონება

Posted by: tamuska27 11 Feb 2012, 16:59
ninoeqimi
ხოოო, საინტერესოა, მაგრამ ამ ბოლო წინადადებას რა ვიყოთ.
QUOTE
Hepatology and Nutrition Committee on Nutrition concluded that there is no convincing evidence that avoidance or delayed introduction of potentially allergenic foods, such as fish and eggs, reduces allergies in infants either at risk or not


თან ბავშვის საკვებში (ქილის მზა საჭმელს ვგულისხმობ) მხოლოდ 7% ია თევზი და სხვა ხორციც

Posted by: tikusha 12 Feb 2012, 12:43
ვისაც ბავშვისთვის ვინის ფაფა გიჭმევიათ იქნებ გამარკვიოთ, ვიყიდე 2 სახეობის ფაფა, ერთს აწერია რომ 30 გრ(მიახლოებითო 4-5 სუფრის კოვზიო) გახსენითო 160-180 მლ წყალზეო

მეორეს აწერია რომ 30 გ (მიახლეობით 3-4 სუფრის კოვზიო) გახსენით 140-160 მლ წყალზეო

რა ხდება?? ვერაფერ გავიგე

140 მლ წყალზე გავხსენი 4 სუფრის კვოზი და ძალიან თხელია

უფროს ბავშვს ნესტლეს ფაფებს ვაჭმვდი და ბევრად სქელი იყო

Posted by: nikmaik 12 Feb 2012, 14:14
tikusha
ზუსტი ნორმის დაცვა საჭირო არაა. დაახლოებით ჩაყარე
ნორმის დაცვა რომ იყოს საჭირო, საზომი კოვზი მოყვებოდა ფაფას

Posted by: ninia84 12 Feb 2012, 15:07
tikusha
მე ვაჭმევ ვინის და ზოგი უფრო სქელი გამოდის ხოლმე და ზოგი თხელი, გააჩნია რისი ფაფაა.

Posted by: tlikina 12 Feb 2012, 15:08
თუ შგიძLიათ მიპასუხეთ, ხილფაფა რამდენი უნდა ჭამოს ერთ ჭამაზე? აი ჰუმანას პატარა ქილები როა 125 იანი სულ ამთავრებს ერთ ჭამაზე და ბვერი ხომ არაა??

Posted by: ლიკლიკა 12 Feb 2012, 15:37
tlikina
თავიდან ნახევარს ვაძლევდი და მერე მთლიანს, თორემ არ ყოფნიდა და ტიროდა, უზომოდ მოწონდა.


დღეს გავაკეთე ლობიოს წვნიანი. ნუ მე მაგრად მომეწონა და დაბლენდერებული ბავშვსაც მივეცი. ადრე სხვანაირად ვუკეთებდი და ეხლა ჩვენთვის გაკეთებული ვაჭამე, წიწაკის გარეშე. შთანთქა და დამატებაც მოითხოვა smile.gif
11 თვისაა.

Posted by: tlikina 12 Feb 2012, 15:39
ლიკლიკა
თავიდან მეც ცოტას ვაძლევდი,მაქს.ნახევარს, ეხლა უკვე 7 თვის ხდება, ესეიგი შეიძლება ხო მთლიანი მივცე?
ამასაც ძალიან მოსწონს, სულ უუს მეუბნება,მაჭამეო biggrin.gif

Posted by: ლიკლიკა 12 Feb 2012, 16:06
tlikina
QUOTE
უუს მეუბნება

უუს კი არა, ტიროდა და იჭაჭებოდა ეს მუცლის მონა biggrin.gif
არ ვიცი მე ვაძლევდი. გააჩნია რისია, დააკვირდი კუჭის მოქმედებას და იმის მიხედვით განსაზღვრე სიხშირე და რაოდენობაც.

Posted by: tlikina 12 Feb 2012, 16:07
ლიკლიკა
კუჭის მოქმედება კარგი აქვს smile.gif მივცემ მაშIნ smile.gif მადლობა

Posted by: tamuska27 12 Feb 2012, 16:31
წიწიბურა რომელი ასაკიდან შეიძლება და როგორ მოვამზადო???

Posted by: arazam 12 Feb 2012, 16:34
წიწიბურა + რძე არ შეიძლება?..................................................

Posted by: nikmaik 12 Feb 2012, 16:37
arazam
წიწიბურას რძით ვუკეთებ მე

Posted by: tamuska27 12 Feb 2012, 16:42
ზოგან წერია 6 თვიდან შეიძლებაო, ზოგან 8 თვიდანო....
რძეში მოხარშეთო. და გლუტენ ფრი არისოოოო.
მართალია????
რაღაც "დოჯი" საიტები მგონია მე....

nikmaik
რა ასაკის ბავშვს და როგორი პროპორციით???

Posted by: arazam 12 Feb 2012, 16:44
nikmaik
რამოდენიმეგან წავიკითხე არ შეიძლებაო და იმიტომ ვიკითხე

tamuska27
6თვიდან ვაჭმევ სუპში ვურევ ცოტას

თორე ისე არ უყვარს და სხვანაირად არ ჭამს

Posted by: nikmaik 12 Feb 2012, 16:45
arazam
სად წაიკითხეე? სულ მასე ვუკეთებ მე

tamuska27
წლის და 9 თვის smile.gif
წყალში ვხარშავ და ადუღებულ რძეს ვასხავ + თაფლი

Posted by: PooPoo 12 Feb 2012, 16:57
მეც რძით ვუკეთებ და ახლა პირველად გავივიგე

მე გამიგია წიწიბურა და მაწონი არ შეიძლება ერთად ხშირად

Posted by: ათულია 12 Feb 2012, 17:11
nikmaik
გაიხარე შენ მივეცი ისე როგორც მასწავლე და ჩამივარდა ისტერიკაში ისე მოეწონა 30 გრამის მერე გასკდა გრიალით

საშუალო კონსისტენციის გავუმზადე და შემიძლია დღეში ერთხელ მივცე ხო?

Posted by: tamuska27 12 Feb 2012, 17:12
nikmaik
თაფლი 1 წლამდე არ შეიძლებაო აქ სულ ასე მეუბნებიან და თქვენთან არ ვიცი....
რძის დასხმა კარგი იდეააა, მე მეგონა რძეში უნდა მომეხარშა...
და მოხლა არ მოხლის საკითხი როგორ არის??? smile.gif

Posted by: ათულია 12 Feb 2012, 17:18
tamuska27
QUOTE
წიწიბურა რომელი ასაკიდან შეიძლება და როგორ მოვამზადო???

4 თვის გავხდით და დავიწყეთ ნუტრილონის წიწიბურა რძით და მოგვეწონა

Posted by: blblbl 12 Feb 2012, 17:26
tamuska27
QUOTE
თაფლი 1 წლამდე არ შეიძლებაო აქ სულ ასე მეუბნებიან და თქვენთან არ ვიცი....

კი ასეა აქაც,ზოგი ორ წლამდეც არ აძლევს ძალიან ალერგიულია.

Posted by: nikmaik 12 Feb 2012, 17:28
ათულია
QUOTE
საშუალო კონსისტენციის გავუმზადე და შემიძლია დღეში ერთხელ მივცე ხო?

კი
მერე მალევე დაუმატებ ბოსტნეულის პიურეს და ორი კვება გამოგივა დამატება
tamuska27
QUOTE
თაფლი 1 წლამდე არ შეიძლებაო აქ სულ ასე მეუბნებიან და თქვენთან არ ვიცი....

QUOTE
წლის და 9 თვის


QUOTE
და მოხლა არ მოხლის საკითხი როგორ არის???

არ ვხალავ

Posted by: tamuska27 12 Feb 2012, 18:15
blblbl
QUOTE
ძალიან ალერგიულია

მე წავიკითხე, რომ ბაქტერიებს შეიცავს და მაგიტომ არ შეიძლებაოო....

ათულია
ეგ ფირმა ჩვენთან არ არის და ჩვეულებრივი წიწიბურა როგორ მოვამზადო???
მრავალფეროვნებისთვის მინდა, თორე მხოლოდ აპტამილის ფაფას ჭამს უკვე 2 კვირაა....

Posted by: tamo7779 12 Feb 2012, 18:28
tamuska27
წიწიბურა 5 თვიდან დავიწყეთ - რძიანები. მზა ფაფები
მოსახარში წიწიბურა 1 წლიდან.
არაფერს არ ვხალავ - ვთვლი რომ ყველაფერი იკარგება ცხელ ტემპერატურაზე, ნუ მე კი არ მიმაჩნია ასე, უბრალოდ წამიკითხავს, გამიგია.......
თაფლს 3 წლამდეც არმივცემ მგონი,

tlikina
კი, შეიძლება, როგორ არა smile.gif შეერგოს smile.gif
arazam
კი, მე პირადად ბევრი რძით მიყვარს - ბევრი რძით smile.gif და ოდნავ მარილით.



Posted by: ათულია 12 Feb 2012, 18:59
nikmaik
ქენი სიკეთე და თუ არ შეწუხდები მასწავლე ეგ
QUOTE
ბოსტნეულის პიურე
როგორ მოვუმზადო და რამდენი ხნის მერე მივცე?

Posted by: nikmaik 12 Feb 2012, 19:21
ათულია
5 თვიდან შეგიძლია. ეხლა ხომ 4-ის არის? ხოდა ერთ თვეში
თავიდან მხოლოდ კარტოფილის პიურე.
ამასაც ასე აჩვევ როგორც ფაფას
მერე შეურევ სტაფილოს და ხახვს და პეტრუშკას ბოლო 5 წუთი რომ დააკლდება მაშIნ უქენი და ამოიღე
გირჩევ 6 თვემდე მეტი არაფერი არ დაუმატო(ინგრედიენტებზე ვამბობ)

Posted by: tikusha 12 Feb 2012, 19:28
ჩემი 6 თვისა და ვაძლევ ყვავილოვანი კომბოსტოს, კარტოფილის სტაფილოს პირეს, ვურევ მხოლოდ ოდნავ მარილს და მზესუმზირის ზეთს 1 ჩაის კვოზს

გემრიელ;ად მიირთმევს

უფროსს თავიდანვე ხახვიანს, ნივრიანს და მწვანილიან სუპს ვაჭმევდი და ახლა ვხვდები რომ არ იყო საჭირო

Posted by: ათულია 12 Feb 2012, 19:40
nikmaik
კი 4 ის გავხდით 7 ში

მაშინ ერთ თვეში დავიწყებთ პიურეებს


გაიხარე დიდი მადლობაა

Posted by: memevar 12 Feb 2012, 20:01
tikusha

ფაფაზე ზუსტად დოზების დაცვა არაა საჭირო ადუღებული ცოტა გაგრილებული წაყლი დაასხი თეფშზე და მერე დააყარე ფხვნილი სასურველ სისქემდე ზოგ ბავშვს თხელი მოწონს ზოგს სქელი wink.gif

Posted by: xatika 12 Feb 2012, 20:23
მე საბუნას ბოსტნეულის პიურეში სტაფილოს,კარტოფილს,ბროკოლს, ყვავილოვან კომბოსტოს,ზეითუნის ზეთს ვუკეB და ძალიან მოწონს, რაც 8 თვის გავხდით მაკარონს და ყველსაც ვუმატებ დაისეთი გემრიელი გამოდის. თევზი 9 თვიდან დავუწყო ?

Posted by: ninia84 12 Feb 2012, 22:54
ჰიპის ჩაის გახსნიდან რამდენი ხანი აქვს ვადა?

Posted by: arazam 12 Feb 2012, 23:30
ninia84
3თვე თუ ზუსტად მახსოვს

Posted by: ninia84 12 Feb 2012, 23:32
arazam
მადლობა

-----------------

Posted by: tlikina 13 Feb 2012, 13:36
tamo7779
დიიიდი მადლობაა smile.gif

Posted by: Unitended 13 Feb 2012, 14:07
დამეხმარეთ რაა
მოკლედ ამ ხაჭო მაწონის ამბავში ძალიან ავიხლართე
ეს სახლში ჩადედება ხშირ შემთხვევაში კრახით სრულდება (პედიატრმა მირჩია სახლში გააკეთო)
ვეღარ გადავწყვიტე რომელი მივცე მაღაზიის ხაჭო/მაწონი (მაინც მაღაზიის რძით ვუდედებ და მგონი ტყუილი წვალებაა ამიტომ გადავწყვიტე პირდაპირ მაღაზიის მივცე)
პ.ს აუცილებლად ახალ-ახალი უნდა იყოსო ყოველ დღეო
სად ვიშოვო ყოველდღე ახალი გამოშვება როცა ვადა აწერია ყველაფერს თუ უბრალოდ ერთ დღეს გახსნილი მეორე დღეს აღარ მივცე?

მიპასუხეთ რა გამოცდილებო
ხო, მე-7 თვეში ვართ

Posted by: nikmaik 13 Feb 2012, 14:25
Unitended
იყიდე სოფლის ნობათის მაწონი და ხაჭოც, ყველაზე მეტად ეს მომწონს
მაწონი გახსნილი 2 დღე შეგიძლია გამოიყენო ანუ 2 კვებაზე

Posted by: Blur 13 Feb 2012, 14:29
Unitended
სოფლის ნობათის ხაჭოს ისედაც 3 დღე აქ ვადა, შეეცადე იმ დღის გამოშვებული იყიდო, თუ ეტყვი მაღაზიაში ბავშვისთვის მინდაო არამგონია დაგიმალონ.

Posted by: Unitended 13 Feb 2012, 14:32
Blur
nikmaik
მოკლედ სოფლის ნობათი
QUOTE
სოფლის ნობათის ხაჭოს ისედაც 3 დღე აქ ვადა

ძირითადად 3 დღე აქვს მაწონსაც არც მომატყუებენ მაგრამ მე ვიფიქრე ყოველ დღე ახალი გამოშვებული უნდა მეყიდა

დიდი მადლობა გოგოებო

Posted by: Blur 13 Feb 2012, 14:44
Unitended
QUOTE
ძირითადად 3 დღე აქვს მაწონსაც არც მომატყუებენ მაგრამ მე ვიფიქრე ყოველ დღე ახალი გამოშვებული უნდა მეყიდა

ეგრე გამოვა რომ ახალ გამოშვებულს იყიდი, იმდენად მალე გასდის ვადა ნობათის ხაჭოს ნორმალურ მაღაზიებს ყოველდღე ამარაგებენ, შესაბამისად თუ გამყიდველმა არ შემოგტენა წინა დღის, იმ დღის გამოშვებულს იყიდი. თავიდან ერთ ჭამაზე რომ ვერ ჭამდა მთლიანად იმ დღის გამოშვებულს ვყიდულობდი და ორი დღე ვაჭმევდი ხოლმე.

Posted by: nikmaik 13 Feb 2012, 14:58
Blur
QUOTE
სოფლის ნობათის ხაჭოს ისედაც 3 დღე აქ ვადა,

ერთი კვირა აქ. მე 4 დღე ვაჭმევ ერთცალს
მაწონს უფრო დიდი

Posted by: tamuska27 13 Feb 2012, 15:01
arazam
QUOTE
6თვიდან ვაჭმევ სუპში ვურევ ცოტას


სუპს როგორ უკეთებ???

Posted by: Blur 13 Feb 2012, 15:02
nikmaik
QUOTE
ერთი კვირა აქ. მე 4 დღე ვაჭმევ ერთცალს

ვაი, ახლა აღარ ჭამს მაგას, სადღაც 3-4 თვის წინ ვაჭმევდი და გუდვილში რამდენი ვიყიდე 3-4 დღეზე მეტი ვადა არცერთს არ ქონდა. შეიცვალა შეიძლება რამე? ახლანდელზე ნამდვილად ვერ დავდებ თავს, ჩემმა უზნეომ მიატოვა ნობათის ხაჭო და გადავიდა რასტიშკაზე.

Posted by: arazam 13 Feb 2012, 21:53
tamuska27
ჩვეულებრივად სპაფილო+კარტოფილით ოღონდ ხან ბრინჯს ვუშვრები ხან წიწიბურას smile.gif

Posted by: Antigone 13 Feb 2012, 21:59
ბულიონი ერთი წლიდან ხო? smile.gif

Posted by: tamo7779 13 Feb 2012, 22:28
Blur
ჩემი უზნეოპც რასწიშკაზე გადავიდა, და ესეც არ მოსწონს ეს დღეებია........

Antigone
ხორცის ნახარშს 2 წლიდან მივცემ - თუ შეჭამს. ძალიან ეჭვი მეპარება

Posted by: Blur 14 Feb 2012, 12:50
tamo7779
რასტიშკას ორნაირი აქვს ერთი 100 გრამიანი და მეორე 50 გრამიანები, პატარა ხაჭოები ეგ უფრო მოსწონს ჩემსას, ხილის არჩევანიც მეტია smile.gif

Posted by: tamo7779 14 Feb 2012, 12:53
Blur
ჩვენც smile.gif
თუმცა ეს დღეები საერთოდ ხაჭო და მაწონი არ მოგვწონს
და დაჟე მოსახარშ ფაფაზეც უარი გამოაცხადა, და მზა ფაფა ვუყიდე

Posted by: sosovika 14 Feb 2012, 12:53
გამარჯობათ გოგოებო ... 3 თვის და 2 კვირისაა ჩემი პატარა , როდიდან უნდა მივცე ფაფა? ან რამე დამათებით ხილის პიურე ან წვენი... პირველი კი გავზარდე მაგრამ დამავიწყდა sad.gif

Posted by: anakatrin 14 Feb 2012, 12:59
tamo7779
QUOTE
თუმცა ეს დღეები საერთოდ ხაჭო და მაწონი არ მოგვწონს
და დაჟე მოსახარშ ფაფაზეც უარი გამოაცხადა

ჩემიც ეგრეა,ნეტავ რა ხდება?მზა უნდა ვცადო ერთი მეც,იქნებ მობეზრდა ეს სახლში მომზადებული ფაფები

Posted by: Blur 14 Feb 2012, 13:00
tamo7779
QUOTE
თუმცა ეს დღეები საერთოდ ხაჭო და მაწონი არ მოგვწონს
და დაჟე მოსახარშ ფაფაზეც უარი გამოაცხადა, და მზა ფაფა ვუყიდე

პატარა უზნეოები biggrin.gif
ამას აქვს ხოლმე ასე გამოხტომები უცებ ეს აღარ უნდა სხვა უნდა. ძალიან მოეწონა ჰიპის ბისკვიტის ფაფა როა პატარა ქილებში (გუდ ნაით აწერია ქილას). ეგ მიდევს ხოლმე 1-2 ცალი და უზნეობა როცა შემოუტევს მაგას ვაჭმევ კოვზის ამოღებას არ მაცდის ისე მოსწონს.

Posted by: sosovika 14 Feb 2012, 13:06
Niomiro
მაცონი რა ასაკიდან მიეცი?

Posted by: blblbl 14 Feb 2012, 13:11
sosovika
ძუძუზე გყავს?თუ იმატებს 6თვემდე ბავშვს არანაირი დამატება არ უნდა.მაწონიც 6თვემდე არ შეიძლება

Posted by: sosovika 14 Feb 2012, 13:19
blblbl
არა სად მაქვს ძუძუ და კაი ცხოვრება ამდენ ნერვიულობაში გამიქრაა რძე... ჰუმანას ვაჭმევ

Posted by: blblbl 14 Feb 2012, 13:19
sosovika
გინდაც ჰუმანა თუ ყოფნის და მატება კარგი აქვს რაც გვიან მისცემ დამატებას უკეთესია smile.gif

Posted by: sosovika 14 Feb 2012, 13:42
blblbl
გაიხარე მადლობა smile.gif

Posted by: nikmaik 14 Feb 2012, 14:24
17ში ვხდებით 5 თვის და დღეს ფაფა გავსინჯეთ
გაკვირვებული მიყურებდა ეს რას მაჭმევო?? smile.gif

Posted by: tamuska27 14 Feb 2012, 14:30
arazam
QUOTE
ჩვეულებრივად სპაფილო+კარტოფილით ოღონდ ხან ბრინჯს ვუშვრები ხან წიწიბურას

მერე აბლენდერებ???

Posted by: arazam 14 Feb 2012, 15:07
tamuska27
არა ბლენდერი არცერთხელ გამომიყენებია
პიურეს ჩასაჭყლეტი როა იმას ვიყენებ smile.gif

Posted by: natuka_ra 14 Feb 2012, 16:21
11 თვის ბავშვისთვის ბოსტნეულიდან რა შეიძლება რომ მივცე ქვემოთ ჩამოთვლილების გარდა დამიმატეთ რა:
1. კარტოფილი;
2. სტაფილო;
3. ჭარხალი;
4. ყვავილოვანი კომბოსტოს, კომბოსტო, ბროკოლი;

Posted by: Free Aquarius 14 Feb 2012, 17:14
რა შეიძლება ვაჭამო 9 თვე ნახევრის ბავშვს?ძალიან ციდად ჭამს,წონაშიც არ იმატებს,მინდა მენიუ გაუმრავალფეროვნო,იქნებ რაიმე მოეწონოს...პედიატრმა რასაც დედა ჭამს ბავშვსაც შეუძლია ჭამოსო,მე ვფიქრობ ადრეა ჯერ ეგეთი კვება,თან კუჭში იკვრება,და არ მინდა ისეთი რამე მივცე რომ უარესად შეკრას.მირჩიეთ რამე,წინასწარ მადლობა

Posted by: Mafanya 14 Feb 2012, 17:27
natuka_ra
გოგო ყაბაყიც შეიძლება და ბადრიჯანიც იდეაში, მაგრამ სადაა ახლა?
ლობიო შეგიძლია

Posted by: natuka_ra 14 Feb 2012, 17:33
Mafanya

ყაბაყი ვნახე გუდვილში გუშინ ნეტა მეყიდა sad.gif
ლობიო მინდვრის თუ რაღაც ვუყიდე, უნდა მოვუმზადო ერთი გემრიელად.

აქ რა შუაშია და რას შვრები ამანათზე, თვალი მოვკარი, რომ მისამართი შეგშლია.

Posted by: Blur 14 Feb 2012, 17:43
Free Aquarius
QUOTE
პედიატრმა რასაც დედა ჭამს ბავშვსაც შეუძლია ჭამოსო

9 თვის ბავშვმა?
განა რამდენი უნდა ჭამოს დიდების სადილიდან 9თვისამ, თან თუ მიჩვეული არაა.
9თვის რომ იყო ჩემი პატარა ჭამდა ხორცს, ბოსტნეულს, ფაფას, ხაჭოს. პედიატრის რჩევით დიდების საკვებიდან 1 კოვზს ვასინჯებდი მასაც, რომ მიეჩვიოს კუჭიო. ნუ ვასინჯებდი მაგალითად ბორშს, კატლეტს, გუფთას ხაჭაპურს და არა ვთქვათ ოსტრს smile.gif
ახლა 1წლისაა და ჩვენთვის გაკეთებული წვნიანიდან ისიც მიირთმევს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჭამს იმ ყველა სადილს რასაც ჩვენ.

Mafanya
QUOTE
ლობიო შეგიძლია

ამას წვნიანში ურევ ხო? ისე გავასინჯე ცოტა და მოეწონა და წვნიანში არ მიცდია აქამდე. მეც ველოდები ყაბაყის შემოსვლას ძალიან სასარგებლოა და უნდა მივცე აუცილებლად.

Posted by: trombonelady 14 Feb 2012, 17:48
natuka_ra
ყაბაყი, გოგრა.
ძირითადად მეც ვიჭედები თუ რა ვაჭამო ბავშვს, რა ხანია უკვე ე.წ. ბორშს ვაჭმევ.
მაწვნის სუფი როგორ გავუკეთო 9 თვის ბავშვს ?

Posted by: anakatrin 14 Feb 2012, 18:27
Blur
QUOTE
9 თვის ბავშვმა?
განა რამდენი უნდა ჭამოს დიდების სადილიდან 9თვისამ, თან თუ მიჩვეული არაა.
9თვის რომ იყო ჩემი პატარა ჭამდა ხორცს, ბოსტნეულს, ფაფას, ხაჭოს. პედიატრის რჩევით დიდების საკვებიდან 1 კოვზს ვასინჯებდი მასაც, რომ მიეჩვიოს კუჭიო. ნუ ვასინჯებდი მაგალითად ბორშს, კატლეტს, გუფთას ხაჭაპურს და არა ვთქვათ ოსტრს 
ახლა 1წლისაა და ჩვენთვის გაკეთებული წვნიანიდან ისიც მიირთმევს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჭამს იმ ყველა სადილს რასაც ჩვენ.

+1

Posted by: Blur 14 Feb 2012, 18:45
anakatrin
კვერცხი უნდა მივცე ახლა და ველოდები როდის გამოჯანმრთელდება საბოლოოდ, ერთი სული მაქვს როდის გავასინჯებ biggrin.gif

Posted by: bachachuna 14 Feb 2012, 20:26
დედიკოებო, ჩემს შვილს ძალიან უყვარს კარაქიანი პური, და რომელი კარაქია ყველაზე კარგი და ნატურალური

Posted by: tamo7779 14 Feb 2012, 20:39
anakatrin
როგორც Blur-მ აღნიშნა უზნეოები არიან biggrin.gif 1 წლიდან გადავედით მოსახარშებზე და მშვენივრად მიირთმევდა. წიწიბურა, გერკულესი, ბრინჯი, 4 მარცვალი, კუსკუსი - რავი რა მობეზრდა ვერ გავიგე. 1 თვის წინაც გააპროტესტა და ახლაც, და ვიკიდე 2 ცალი მზა ფაფა დამიმაქვს ბაკურიანში, იქ რომ მოითხოვოს ეს მოსახარშები, გავსვამ ეგრევე თოვლში!

bachachuna
ვალიო, პრეზიდენტიცო.მე ვალიოს ვაძლევ



Posted by: tamuska27 14 Feb 2012, 22:21
Free Aquarius
QUOTE
რა შეიძლება ვაჭამო 9 თვე ნახევრის ბავშვს?

აქ წერია რა არ უნდა აჭამო

Salt
Babies shouldn’t eat much salt as it isn't good for their kidneys. Don't add salt to your baby’s food and don't use stock cubes or gravy as they're often high in salt. Remember this when you’re cooking for the family if you plan to give the same food to your baby.

Sugar
Your baby doesn’t need sugar. By avoiding sugary snacks and drinks, you'll help to prevent tooth decay. Use mashed banana, breast milk or formula milk to sweeten food if necessary.

Honey
Occasionally, honey contains bacteria which can produce toxins in a baby’s intestines, leading to a very serious illness (infant botulism). It’s best not to give your child honey until they’re one year old. Honey is a sugar, so avoiding it will also help to prevent tooth decay.

Nuts
Whole nuts, including peanuts, shouldn't be given to children under five years old as they can choke on them. As long as there's no history of food allergies or other allergies in your family you can give your baby peanuts once they're six months old as long as they're crushed or ground into peanut butter.

Low-fat foods
Fat is an important source of calories and some vitamins for babies and young children. It’s better for babies and young children under two to have full-fat milk, yoghurt and cheese rather than low-fat varieties. See the food groups explained for more information.

Saturated fat
Don't give your child too many foods that are high in saturated or 'bad' fat, such as crisps, chips, cheap burgers and cakes.

Shark, swordfish and marlin
Don't give your baby shark, swordfish or marlin. The amount of mercury in these fish can affect a baby’s growing nervous system.

Raw shellfish
Raw shellfish can increase the risk of food poisoning so it’s best not to give it to babies.
* * *
natuka_ra
QUOTE
11 თვის ბავშვისთვის ბოსტნეულიდან რა შეიძლება რომ მივცე ქვემოთ ჩამოთვლილების გარდა დამიმატეთ რა:
1. კარტოფილი;
2. სტაფილო;
3. ჭარხალი;
4. ყვავილოვანი კომბოსტოს, კომბოსტო, ბროკოლი;


11 თვის ყველა ბოსტნეულს უნდა ჭამდეს უკვე, არააა???

ბრიკოლი მინდა ჩემსას მივცე და მეშინია, მე რომ ვჭამ ძალიან მბერავსხოლმე და დისკომფორტს მიქმნის და ამ პატარას რას უზავს smile.gif თქვენ არ გქონიათ ეს პრობლემა???

Posted by: Free Aquarius 14 Feb 2012, 23:30
QUOTE (Mafanya @ 14 Feb 2012, 17:27 )
natuka_ra
გოგო ყაბაყიც შეიძლება და ბადრიჯანიც იდეაში, მაგრამ სადაა ახლა?
ლობიო შეგიძლია

ლობიოს მეც ვფიქრობდი და ნებისმიერი ლობიო შეიძლება ნეტა?

Posted by: xatika 14 Feb 2012, 23:43
Free Aquarius
მე როგორც ვიცი წითელი მინდვრის ლობიო. მე ვაძლევ ბულიონს ანუ ნახარშში ვუბლენდერებ ხორცს და ცუდია ? sad.gif რავიცი მოწონს და მშვენივრად ინელებს 8 თვის ვართ. აღარ მივცე ხოლმე?

Posted by: Free Aquarius 15 Feb 2012, 00:02
ხორცის ნახარშზე რომ ვკითხე პედიატრს ბოსტნეულის ნახარშში ჩაუგდე ხორცის გუფთებიო და ეგ ნახარში შეგიძლია მისცეო,მაგრამ ეგრე არ ვაკეთებ.ჯერ ხბოს ხორცს ვხარშავ,პირველ ნახარშს ვაქცევ,მეორე ნახარშში ვყრი ბოსტნეულს

Posted by: xatika 15 Feb 2012, 00:08
Free Aquarius მეც ზუსტად მასე ვაკეთებ

Posted by: Blur 15 Feb 2012, 10:04
bachachuna
QUOTE
რომელი კარაქია ყველაზე კარგი და ნატურალური

ელისეევსკი, ვალიო, პრეზიდენტი. ქართულებიდან მე სანტინო მომწონს ყველაზე მეტად.

Posted by: xatika 15 Feb 2012, 10:11
xatika
გოგოებო გთხოვთ მირჩიოთ საბა 8 თვისაა დ. ფაფაები სახლში ჩვეულებრივი ქარხნის რძით რომ დავუმზადო რ. დაშავდება ? ?

Posted by: gigilo2323 15 Feb 2012, 10:18
ჩემი აზრით არაა პრობლემა.მაგაზე არ იდარდო შეენ.მემგონი მაგ ასაკისთვის უფრო სასარგებლოა ეგ რძეეე.

Posted by: anakatrin 15 Feb 2012, 10:20
xatika
QUOTE
გოგოებო გთხოვთ მირჩიოთ საბა 8 თვისაა დ. ფაფაები სახლში ჩვეულებრივი ქარხნის რძით რომ დავუმზადო რ. დაშავდება ? ?


არც არაფერი არ დაშავდება.ჩვეულებრივ სახლში ვუმზადებდი ქარხნის რძით.სახლში მომზადებული ფაფების მერე მზა ფაფებს აღარც ჭამდა ჩემი გოგო.
თუმცა ზოგი პედიატრი მიიჩნევს რომ სახლში პროპორციებს ვერ დაიცავ ისე როგორც ნაყიდ ფაფებშია და წლამდე მზა ფაფებს ურჩევენ

Posted by: bachachuna 15 Feb 2012, 11:00
tamo7779
Blur
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Free Aquarius 15 Feb 2012, 13:41
QUOTE (tamuska27 @ 14 Feb 2012, 22:21 )
Free Aquarius
QUOTE
რა შეიძლება ვაჭამო 9 თვე ნახევრის ბავშვს?

აქ წერია რა არ უნდა აჭამო

Salt
Babies shouldn’t eat much salt as it isn't good for their kidneys. Don't add salt to your baby’s food and don't use stock cubes or gravy as they're often high in salt. Remember this when you’re cooking for the family if you plan to give the same food to your baby.

Sugar
Your baby doesn’t need sugar. By avoiding sugary snacks and drinks, you'll help to prevent tooth decay. Use mashed banana, breast milk or formula milk to sweeten food if necessary.

Honey
Occasionally, honey contains bacteria which can produce toxins in a baby’s intestines, leading to a very serious illness (infant botulism). It’s best not to give your child honey until they’re one year old. Honey is a sugar, so avoiding it will also help to prevent tooth decay.

Nuts
Whole nuts, including peanuts, shouldn't be given to children under five years old as they can choke on them. As long as there's no history of food allergies or other allergies in your family you can give your baby peanuts once they're six months old as long as they're crushed or ground into peanut butter.

Low-fat foods
Fat is an important source of calories and some vitamins for babies and young children. It’s better for babies and young children under two to have full-fat milk, yoghurt and cheese rather than low-fat varieties. See the food groups explained for more information.

Saturated fat
Don't give your child too many foods that are high in saturated or 'bad' fat, such as crisps, chips, cheap burgers and cakes.

Shark, swordfish and marlin
Don't give your baby shark, swordfish or marlin. The amount of mercury in these fish can affect a baby’s growing nervous system.

Raw shellfish
Raw shellfish can increase the risk of food poisoning so it’s best not to give it to babies.
* * *
natuka_ra
QUOTE
11 თვის ბავშვისთვის ბოსტნეულიდან რა შეიძლება რომ მივცე ქვემოთ ჩამოთვლილების გარდა დამიმატეთ რა:
1. კარტოფილი;
2. სტაფილო;
3. ჭარხალი;
4. ყვავილოვანი კომბოსტოს, კომბოსტო, ბროკოლი;


11 თვის ყველა ბოსტნეულს უნდა ჭამდეს უკვე, არააა???

ბრიკოლი მინდა ჩემსას მივცე და მეშინია, მე რომ ვჭამ ძალიან მბერავსხოლმე და დისკომფორტს მიქმნის და ამ პატარას რას უზავს smile.gif თქვენ არ გქონიათ ეს პრობლემა???

ესენი ვიცი რომ არ უნდა ვაჭამო,მაგრამ სულ უმარილო და დაუტკბობელი რომ ვაჭამო არაფრით არ შეჭამს.მადლობა 2kiss.gif

Posted by: xatika 15 Feb 2012, 23:12
anakatrin
gigilo2323
მადლობა.

Posted by: regenbogen 16 Feb 2012, 21:08
გოგოებო,თევზს როგორ აჭმევთ წლის და რვა თვის ბავშვს???
სუპსჰი არ მოსწონს მოხარშული თევზი,აფურთხებს...

სხვანაირად როგორ გავუკეთო აღარ ვიცი???შემწვარი შეიძლება ????

ან რამე სხვა რეცეპტი მასწავლეთ რააააა

Posted by: nikmaik 16 Feb 2012, 21:54
regenbogen
მე სუპში ვაჭმევ მაგრამ ჩემი მეგობარი მოუხარშავს თავის შვილს, ურჩევს და ასე ჭამს, მხოლოდ თევზს, ანუ ცარიელს

Posted by: punchi 17 Feb 2012, 00:59
ექიმმა ბავშვს დაუნიშნა საკვებად "ჰიპი კომფორტი" და ვერ ვიშოვე და ხომ არიცით რომელ აფთიაქში იყიდება და სწორად არის თუ არა სახელწოდება? აფთიაქში მარტო "ჰიპი კომბიოტიკი" აქვთ და ერთი და იგივე ხომ არარის?

Posted by: arazam 17 Feb 2012, 01:08
regenbogen
QUOTE
გოგოებო,თევზს როგორ აჭმევთ წლის და რვა თვის ბავშვს???

მოუხარშე და პიურეს შეურიე
ხანდახან ვუწვავ კანს ვაცლი და ისე ვაჭმევ ცოტ ცოტას smile.gif

Posted by: khatia88 17 Feb 2012, 01:16
regenbogen
თომა საერთოდ ძალიან კარგი მჭამელი ბავშვია, ერთადერთი რასაც არ იკარებს ეს არის თევზი და ხიზილალა.
ტუჩებთან მივუტან თუ არა, ბოდიში და გულის რევას იწყებს.
''უხა'' გავუკეთე რამდნეჯერმე, როგორი სასარგებლოა, მაგრამ ცუდად გახდა, არაფრით ჭამა.
ამიტომ ასეთ რამეს ვაკეთებ:
1. პიურე უყვარს ძალიან ყველათნ და კარაქთან ერთად. ვუმზადებ და ფხებისაგან გარჩეულ თევზის ხორცს ვუყრი შიგნით, ისე რომ გემოს ვერ მიხვდეს
2. ვუწვავ კვერცხს, ცალკე ვხარშავ თევხს და შემდეგ ამ კვერცხთან ერთად ვაჭმევ, ისე რომ არ დაინახოს smile.gif)))
ასე ყირაზე გადავდივარ ამან, რომ თევზის ხორცი მიირთვას.
მგონი მაინც მომიწევს თევზის ქონი მივცე.

Posted by: regenbogen 17 Feb 2012, 15:12
arazam
nikmaik
khatia88
მადლობა გოგოებო,გავითვალისწინებ....


ისე აქ სადღაც თევზის ტეფტელის რეცეპტი ვნახე და იმასაც ვსინჯავ,თუმცა დიდი იმედი არ მაქვს რომ მოეწონება

Posted by: Antigone 17 Feb 2012, 15:15
khatia88
QUOTE
''უხა'' გავუკეთე რამდნეჯერმე, როგორი სასარგებლოა, მაგრამ ცუდად გახდა, არაფრით ჭამა.

ვაიმე. მაგას რა აჭმევს...
იქნებ მოხარშული ან შემწვარი, კარტოფილში აურიო...

სორრი, გიწერია უყკვე smile.gif)) არა, უხას ჭამა ვერც კი წარმომიდგენია

Posted by: khatia88 17 Feb 2012, 15:34
Antigone
არ გიყვარს? smile.gif)
მე ძალიან და ამიტომ მგონია ყველას უნდა უყვარდეს smile.gif)


მაკარონის ხამია ჩემი შვილი. დღეს დაინახა, რომ ვუკეთებდი, სიხარულისგან რა ხმების გამოცემა დაიწყო ვერ აღვწერ. ჭყლოპინებდა, კიოდა, წიოდა smile.gif
მერე მოდიგა სკამი და გაშტერებული უყურებდა როგორ იხარშებოდა, თან დროზეო მეჩხუბებოდა.
ამოვუღე, ჩავუდე ჩანგალი, შემოვტრიალდი და რას ვხედავ, გადაუგდია ეს შენი ჩანგალი და სულ მუჭებით იტენიდა ამ მაკარონს.

Posted by: tlikina 17 Feb 2012, 15:56
ბანანი ,ატამი და გარგარი, ალერგიული ხილია??

Posted by: khatia88 17 Feb 2012, 15:59
tlikina
ბანანი და გარგარი არა, მაგრამ ატამი თუ შევჭამე ბუსუსებით მე მაყრის ხოლმე.

Posted by: tamo7779 17 Feb 2012, 16:20
tlikina
კი
.............................

Posted by: elizaveta 17 Feb 2012, 16:25
khatia88
QUOTE
მაკარონის ხამია ჩემი შვილი

ნორდიკის დათუნია მაკარონი გიცდიათ? smile.gif რუხი ფქვილის მაკარონია, უჯრედისის მაღალი შემცველობით, სასარგებლოა, ძალიან გემრიელი და ულამაზესი smile.gif ჩემი ლამის ყოველ დილით მთხოვს "დანთუნია ბაბას" (ფაფას ანუ biggrin.gif)
აი ეს:
http://www.radikal.ru
შიგნით ასეთი ფორმისა, მართალია, ფერადები არა, მაგრამ სხვა ვერ ვიპოვე ნეტში smile.gif
http://www.radikal.ru

Posted by: nikmaik 17 Feb 2012, 16:28
elizaveta
სად ყიდულობ ამ მაკარონს?

Posted by: elizaveta 17 Feb 2012, 16:31
nikmaik
გუდვილში smile.gif ნორდიკის ბურღულთან არ დევს, ცალკეა, მაკარონებში. პოპულშიც მიყიდია ერთი-ორჯერ.

Posted by: tlikina 17 Feb 2012, 16:31
khatia88
ბუსუსებმა რო ალერგია მისცეს მეც გამიგა,მაგრამ ჰუმანა და ჰიპის ატამი შეიძლება ბავშვისთვის რომელსაც ლოყები უწითლდება?

დავიბენი ერთი ექიმი მეუბნება მიეციო,მეორემ არაო, საგონებელში ვარ, თითქოს ორივე კარგია და ორივე მომწონს smile.gif

Posted by: blblbl 17 Feb 2012, 16:33
elizaveta
აუ რა საყვარელი მაკარონია biggrin.gif უნდა ვიყიდო ჩემთვის რომ მოვხვდები გუდვილში biggrin.gif

Posted by: Unitended 17 Feb 2012, 16:34
გოგოებო პედიატრმა ბულიონების მიცემა დაიწყე და მერე ხორციც მიეციო
წიწილა და არტალა მითხრა

წიწილა სად ვიშოვო ეხლა ამ ზამთარში

თქვენ როდიდან აჭმევთ
ან როგორ უმზადებთ იქნებ მითხრათ
ან სად ყიდულობთ საერთოდაც

პ.ს. ხაჭო და ბანანი გავასინჯე
სულ თვალებში მაფურთხა user.gif

Posted by: elizaveta 17 Feb 2012, 16:41
Unitended
QUOTE
წიწილა სად ვიშოვო ეხლა ამ ზამთარში

ბაზარში იყიდება, ცოცხალი smile.gif დიღომშია მგონი ერთი

blblbl
მართლა საყვარელია smile.gif და გემრიელი. არ იშლება ხოლმე. შენ უნდა ნახო, ჩემთან რა ხდება დილაობით, ვინმე თუ გაეკარა ფაფის ქვაბს, ნიკოლოზი იმხობს სახლს კივილით

Posted by: Blur 17 Feb 2012, 16:44
Unitended
QUOTE
პ.ს. ხაჭო და ბანანი გავასინჯე
სულ თვალებში მაფურთხა

არც ჩემსას მოსწონს, როცა ხაჭოს ჭამა დაიწყო სხვადასხვა ხილი იყო, ძალიან მოსწონდა ატმით, ალუბლით, როგორც კი გავიდა სეზონი ვაშლიანი და ბანანიანი მეც ასე მაფურთხა biggrin.gif დავაბრალე იმას რომ ვაშლი და ბანანი ნაკლებ არომატულია, ალუბლით სინჯე იქნებ მოეწონოს

Posted by: khatia88 17 Feb 2012, 16:45
elizaveta
გაიხარე შენ.
ადრე გვქონდა ხოლმე ვარსკვლავების ფორმის, ფირმას ვერ ვიხსენებ sad.gif მგონი ეგეც ნორდიკი იყო ან ჰეინცი.
ახლა ამას ვუყიდი, სულ მგონია, რომ მაკარონით არაფერ კარგს არ ვმატებ მის ჯანმრთელობას და ამიტომ შევუძენ, თან დღეს მივდივარ გუდვილში.

დღეს ვაპირებ კრევეტების სუპი გავაკეთო, ნეტა შეიძლება რომ ვაჭამო თუ მოინდომა?

Posted by: Unitended 17 Feb 2012, 16:46
elizaveta
ფერმაში გაზრდილი იქნება ალბათ ხო?
აბა სად ვიშოვო ეხლა მე ეზოში გაზრდილი წიწილა
სოფელში გაზაფხულამდე არავის ეყოლება

მადლობა

აუ ეხლა დამიწერეთ ვინმემ კიდევ ერთხელ 7 თვის ბავშვს რას აჭმევთ და როგორი განრიგით
დავიბენი იქით თემაში დაწერეს რომ მაწონი დილით უნდა მისცეო
მე საღამოს ვაძლევ პეჩენიასთან ერთად და რა შავდება ნეტა
დილით გრეჩეხის ფაფას ვაძლევ
შუადღეს ბოსტნეულის
საღამოს მაწონს და პეჩენიას
მერე ბუნებრივი კვება (მგონი უკვე გასართობად)


QUOTE
არც ჩემსას მოსწონს, როცა ხაჭოს ჭამა დაიწყო სხვადასხვა ხილი იყო, ძალიან მოსწონდა ატმით, ალუბლით, როგორც კი გავიდა სეზონი ვაშლიანი და ბანანიანი მეც ასე მაფურთხა  დავაბრალე იმას რომ ვაშლი და ბანანი ნაკლებ არომატულია, ალუბლით სინჯე იქნებ მოეწონოს

ეხლა ალუბალი? სად ვნახო smile.gif
უფრო სწორად არ ღირს მგონი ეხლა ყიდვა
ხაჭო და ბანანი მაწონში და პეჩენიაში რომ შევურიო შეიძლება ნეტა? (უფრო დაანაყრებს მგონი)

Posted by: elizaveta 17 Feb 2012, 16:50
Unitended
QUOTE
ფერმაში გაზრდილი იქნება ალბათ ხო?
აბა სად ვიშოვო ეხლა მე ეზოში გაზრდილი წიწილა

აი მაგდენი აღარ ვიცი biggrin.gif მე პირადად არასოდეს მიყიდია, ეგ კი არა, ხელსაც ვერ ვკიდებ უმს..

მართალია, ჩემი შვილი შვიდი თვის კარგა ხნის წინ იყო, მაგრამ მაწონს მე საღამოს კვებად ვაძლევდი. ანუ დილით ფაფა, ან რძეს სვამდა ხოლმე, მერე სადილი და მერე მაწონი ან ხაჭო. ოღონდ, ზუსტად მახსოვს, პედიატრმა დამინიშნა ხილი მხოლოდ ხაჭოსთან. ანუ ან მაწონი-ხაჭო-პეჩენია, ან ხაჭო-ხილი-პეჩენია. ხილი მაწონთან არაო.

khatia88
QUOTE
მაკარონით არაფერ კარგს არ ვმატებ მის ჯანმრთელობას

რუხი ფქვილისაა, თან უჯრედისის მაღალი შემცველობით, ჩვეულებრივ თეთრ მაკარონს ნამდვილად სჯობს smile.gif

Posted by: khatia88 17 Feb 2012, 16:51
Unitended
მე გლდანის ბაზარში ვყიდულობ ხოლმე თიანეთელი ქალებისგან. ნუ წიწილას ადრე ვყიდულობდი და ახლა უკვე დედალს.

ჩიხირთმაზე გიჟდება, ''დედა ქათამის'' სუპს ეძახის smile.gif))


რაც შეეხება ატამს და გარგარს ვერაფერს გეტყვი. სულ ცოტა, რომ გაასინჯო და რეაქციას დააკვირდე?
მე ეგრე ვშვრებოდი როცა რამე ახალს ვაძლევდი.

Posted by: Unitended 17 Feb 2012, 16:52
elizaveta
ძალიან კარგი
ესეიგი არაფერს ვაშავებ

ხაჩო ხილი პეჩენია უნდა ვცადო რომ მივალ იქნებ ასე მოეწონოს
მაწვნის მერე ძუძUს მთხოვს მაინც არ აყმაყოფილებს აშკარად user.gif

QUOTE
ჩიხირთმაზე გიჟდება, ''დედა ქათამის'' სუპს ეძახის ))

რას არ მოიგონებენ smile.gif მაგარი სახელწოდებაა smile.gif)))

QUOTE
მე გლდანის ბაზარში ვყიდულობ ხოლმე თიანეთელი ქალებისგან.

იცნობდი თუ ისე ყიდულობდი?
გავალ მოკლედ ხვალ ბაზარში და ვნახავ რატო უნდა მომატყუონ ვითომ რამე
წიწილას ქათმისგან კი გავარჩევ რამენაირად

Posted by: solllomoni 17 Feb 2012, 16:56
წლის და 3 თვის ბაია გვყავს, რომელიც ჩემი აზრით არ იკვევბება ისე,როგორც უდნა იკვებებოდეს. უცებ ჩამოვწერ და ძალაინ გთხოვთ გამოცდილმა დედებმა მირჩიოთ რა შეიძლება დავამატოთ,

8:00- ფაფა
12:00- მაწონი+ხაჭო +პეჩენია
16:00 - სადილი (სუპი,ბორში, პიურე, ბულიონი , გუფთა)
20:00- ფაფა (აქ მინდა შეცვლა ,რადგან არამგონია დღეში 2 ჯერ საჭირო იყოს )
24 :00- ადაპტირებული რძე (ძილში ჭამს და ვერაფრით ვერ გადავაჩვიეთ. )

შუალედებში ვაძლევთ სეზონურ ხილს.
სამწუხაროდ პედიატრი უყურადღებო ადამინია,, სიამოვნებით მივიღებ თქვენს რჩევებს.

Posted by: Blur 17 Feb 2012, 17:00
Unitended
QUOTE
ეხლა ალუბალი? სად ვნახო

გაყინულს თუ აჭმევ გაყინულები იშოვება,


Posted by: chuka 17 Feb 2012, 17:43
ჩემი ბავშვი 5 თვისაა, ვაჭმევ გრეჩეხის ფაფას და ღამით მაწონს... ვასმევ ვაშლის წვენს.. რა შეიძლება რომ დავამატო მის კვებით რაციონს კიდევ?

Posted by: trombonelady 17 Feb 2012, 19:29
chuka
ადრე დაგიწყია ფაფა, საერთოდ 6 თვემდე არ ესაჭიროება ბავშვს დამატება, (ეს სხვა თემაა ზოგიერთი 4 თვიდანაც იწყებს) მაწონი და ძროხის რძე წლამდე არ არის რეკომენდებული. კიდევ შეგიძლია ბოსტნეულის პიურე გაასინჯო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ყაბაყი, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ყოველი ახალი საკვების გასინჯვიდან 3-4 დღე სხვა არ უნდა მისცე რო მარტივად გაიგო რომელ კონკრეტულ ბოსტნეულზე ექნება ალერგია(თუ ექნება). თავიდან 2-3 კოვზით უნდა დაიწყო და თანდათან გაზარდო ულუფა.
მაწონს თუ მაინც მისცემ გაითვალისწინე რო 1/1 წყალთან უნდა განზავდეს, იგივენაერად ძროხის რძეც.

Posted by: blblbl 17 Feb 2012, 19:31
chuka
მაწონი 6თვემდე არ შეიძლება არ გითხრა პედიატრმა?

Posted by: tamo7779 17 Feb 2012, 21:58
solllomoni
ფაფა ორჯელ რატო?
დილით ფაფა
მერე სადილი
შემდეგ ხილი
(ან ჯერ ხილი და მერე სადილი)
საღამოთი მაწონი+პეჩენია+ხაჭო
შუალედში კომპოტი, წყალი, ჩაი



tlikina
სუსუ ცოტა მიეცი, ნახევარი კოვზი, მეორე დღეს 1 კოვზი, მერე 2 კოვზი, მერე ორი დღე 2 კოვზი,მერე სამიკოვზი და ნელა ნელა მოუმატე

Unitended
წიწილა და ვარია ბაბილოს პირდაპირ - ბაზარში, გიპუტავენ, დანარჩენი სახლში.

ხაჭო და ხილი ჩემს ქალსაც არ მოისწონდა. რძის პრდუქტებს და ბპეXჩენიას ერთად ვაძლევდი, ხილფაფაქს კი ცალკე ათოხლავებდა.

ალუბალი სეზონზე გაყინე მშრალი ყინვის მქონე საყინუილეში და 6 თვე შეგიძლია მისცე


* * *
chuka
მაწონი ძალიან ადრე არაა?
ხორბლის ფაფა, შვრიის ფაფა.
6 თვიდან ალბათ სადილი - ბოსტნეულის პიურე

Posted by: khatia88 18 Feb 2012, 00:19
Unitended
კი, როგორ ვერ გაარჩევ ვარიკას და ზრდასრულ დედალს smile.gif)))
თუ იყიდი იქვე დაავლევინე.

solllomoni
მაგ ასაკში ჩემი ასე ჭამდა:
დილით: ფაფა
შუადღეს: წვნიანი
საღამოს: წვნიანი
ძილის წინ: მაწონი+ხაჭო+პეჩენია

Posted by: aseaisea 18 Feb 2012, 00:25
გოგოებო ეგ ნორდიკის მაკარონი უჯრედისს რომ შეიცავს მაგიტო დავინტერესდი. კუჭის მოქმედებისთვის უჯრედისით ქატოა მდიდარიო და ვუმატებ ფაფაში და ეგ მაკარონი რომ დავუმატო ხანდახან სუპში შეიძლება ? მალე ხდება შვიდი თვის.
და კიდე შვიდი თვიდან მინდა მივცე წიწილა და თავიდან 5 გრამი უნდა ხო? როდიდან გავზარდო დოზა? და ალბათ სუპის ნაცვლად უნდა მივცე კვირაში ორჯერ ხო?
პეჩენიაც მინდა დავუწყო და ღამის კვება რომ მივცე ვთქვათ გახეხილი ვაშლი არეული რძიან პეჩენიასთან ერთად ხო შეიძლება? მაწონი ერთ წლამდე არაა სასურველიო პედიატრმა.
ხო და ყვ. კომბოსტო და ბროკოლი დავუბლენდერო თუ მოვუხარშო და მერე ამოვიღო?

Posted by: gvants 18 Feb 2012, 04:23
6თვიდან სუპი მინდა დავუმატო, ჰოდა, რამე რეცეპტი მიბოძეთ რა, ყველაზე ადვილად მოსანალებელი რომ იყოს ბავშვისთვის.

Posted by: tamuska27 18 Feb 2012, 05:47
gvants
მეც მინდა სუპის რეცეპტი, ჩემიც 6 თვისაა smile.gif

Posted by: nikmaik 18 Feb 2012, 10:31
khatia88
QUOTE
შუადღეს: წვნიანი
საღამოს: წვნიანი

რომელი წვნიანებიი?

Posted by: natia30 18 Feb 2012, 14:15
საბუკას აქვს ძლიერი წამოქაფება , 2 თვისაა , ამ დროს სპეციალური ნარევი ჰომ ინიშნება ,პედიატრმა მითხრა თვითონ გაუვლისო ,რა ვქნა ვეღარ გავიგე

Posted by: Free Aquarius 18 Feb 2012, 14:49
6 თვისას სუპს ესე ვუკეთებდი.მოხარშავთ კარტოფილს,სტაფილოს,ჭარხალს,ყვავილოვან კომბოსტოს.ერთად ნუ ჩაყრით ყველაფერს,რომელიც მალე იხარშება ის ცოტა გვიან ჩააგდეთ.ჩადეთ შეკრული კამა.ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ დაუმატეთ ზეითუნის ზეთი,თავიდან ცოტა,და მერე ერთი ჩაის კოვზი.პირველ დღეს დაჭყლიტეთ მარტო კარტოფილი,მეორე დღეს სტაფილო და ა.შ. შეაზავეთ წვენით სასურველ სისქემდე.მე თავიდან მარილწყალს ვუმატებდი,ეხლა ცოტა მარილს ვუყრი.თუ უმარილოდ ჭამეს უკეთესია

Posted by: aseaisea 18 Feb 2012, 15:20
gvants
მეც დაგიწერ რეცეპტს
კარტოფილი ან ბრინჯი, ჭარხალი, სტაფილო, ყვ. კომბოსტო ან ბროკოლი, კამა, ოხრახუში, ხახვი, ხანდახან ნიორსაც ვუკეთებ. რაშიც მოიხარშება იმ სითხეშივე ვუბლენდერებ და მერე ვუმატებ ზეითუნის ან სიმინდის ზეთს.
თუ გადაირია და არ ჭამა ვაშლი შეურიე ცოტა ან ვაშლის წვენი გემოს მისცემს უკეთესს.
ახლა მეორე
გოგრის სუპი
გოგრა დაჭერი და კარტოფილი და სტაფილო. მოხარშე და დაუმატე წყალშივე ხახვი, ნიორი, ქინძი, დააბლენდერე და დაუმატე ზეითუნის ზეთი. აქ წავიკითხე ეს რეცეპტი და მართლა ძაან მაგარია. პროსტო მე კაი გოგრა ვერ ვიშოვე ახლა თორემ ჩვენ ვჭამთ ხოლმე არაჟნით მაგარია smile.gif

Posted by: blblbl 18 Feb 2012, 15:45
QUOTE (elizaveta @ 17 Feb 2012, 16:25 )
khatia88
QUOTE
მაკარონის ხამია ჩემი შვილი

ნორდიკის დათუნია მაკარონი გიცდიათ? smile.gif რუხი ფქვილის მაკარონია, უჯრედისის მაღალი შემცველობით, სასარგებლოა, ძალიან გემრიელი და ულამაზესი smile.gif ჩემი ლამის ყოველ დილით მთხოვს "დანთუნია ბაბას" (ფაფას ანუ biggrin.gif)
აი ეს:
http://www.radikal.ru
შიგნით ასეთი ფორმისა, მართალია, ფერადები არა, მაგრამ სხვა ვერ ვიპოვე ნეტში smile.gif
http://www.radikal.ru

გოგოებო ეს მაკარონები ვნახე დღეს სითიფარმაში ბახტრიონზე რომ გაიხსნა ნიკორასგვერდით იქ

Posted by: gvants 18 Feb 2012, 16:13
aseaisea
შენ გაიხარე. მაგრამ, დღეს მყავდა პედიატრთან, ჰოდა, რადგან ძუძუსაც მიირთმევს, ფაფის გარდა 7-8 თვემდე არ დაუმატო არაფერიო.

Posted by: bachi1975 18 Feb 2012, 16:20
QUOTE
კარტოფილი ან ბრინჯი, ჭარხალი, სტაფილო, ყვ. კომბოსტო ან ბროკოლი, კამა, ოხრახუში, ხახვი, ხანდახან ნიორსაც ვუკეთებ. რაშიც მოიხარშება იმ სითხეშივე ვუბლენდერებ და მერე ვუმატებ ზეითუნის ან სიმინდის ზეთს.
თუ გადაირია და არ ჭამა ვაშლი შეურიე ცოტა ან ვაშლის წვენი გემოს მისცემს უკეთესს.
ახლა მეორე
გოგრის სუპი
გოგრა დაჭერი და კარტოფილი და სტაფილო. მოხარშე და დაუმატე წყალშივე ხახვი, ნიორი, ქინძი, დააბლენდერე და დაუმატე ზეითუნის ზეთი. აქ წავიკითხე ეს რეცეპტი და მართლა ძაან მაგარია. პროსტო მე კაი გოგრა ვერ ვიშოვე ახლა თორემ ჩვენ ვჭამთ ხოლმე არაჟნით მაგარია

გადასარევი რეცეპტებია მაგრამ იქნებ არ დააბლენდეროთ, უბრალოდა დაუჭყლიტეთ კარგად და ისე მიეცით

Posted by: natia30 18 Feb 2012, 16:24
დამატება 6 თვიდან უნდა , ძუძუთი კვების დროსაც , მე მიქელაძესთAნ დამყავს და 4 თვიდან უკვე დამამატებინა ფაფაები

Posted by: khatia88 18 Feb 2012, 16:31
nikmaik
წლის და 3 თვისას უკვე ვაჭმევდი თითქმის ყველაფერს ღორის ხორცის, ბევრი სუნელებითა და მწარის გარდა.
ანუ ოჯახში რაც კთდებოდა იმას ჭამდა.

Posted by: Free Aquarius 18 Feb 2012, 21:32
QUOTE (gvants @ 18 Feb 2012, 16:13 )
aseaisea
შენ გაიხარე. მაგრამ, დღეს მყავდა პედიატრთან, ჰოდა, რადგან ძუძუსაც მიირთმევს, ფაფის გარდა 7-8 თვემდე არ დაუმატო არაფერიო.

ძუძუზე მყოფი ბავშვისთვისაც პირველი დამატება ბოსტნეულის სუპ-პიურეა.შემდეგ უკვე ფაფები

Posted by: gvants 18 Feb 2012, 22:34
Free Aquarius
შერეულზეა, ფაფას უკვე ვაძლევ. როგორც ვხედავ, ყველა ექიმს განსხვავებული აზრი აქვს.


Posted by: aseaisea 19 Feb 2012, 15:13
bachi1975
QUOTE
გადასარევი რეცეპტებია მაგრამ იქნებ არ დააბლენდეროთ

რატო? რითი დავუსრისო? ანუ ღეჭვის პრობლემა რო არ ქონდეს მერე? ვაშლს ვუხეხავ წვრილ სახეხზე და ისე ვაძლევ და ახლა გერკულესიც წვრილი უნდა ვუყიდო და პირდაპირ ვაჭამო.

Posted by: regenbogen 19 Feb 2012, 20:56
აუ მომილოცეთ,სანდროს თევზის ტეფტელი მოეწონა bis.gif


არადა ცოცხალი თავით არ ჭამდა თეეეეევზს bis.gif bis.gif

Posted by: bachi1975 19 Feb 2012, 23:47
aseaisea
QUOTE
რატო? რითი დავუსრისო? ანუ ღეჭვის პრობლემა რო არ ქონდეს მერე? ვაშლს ვუხეხავ წვრილ სახეხზე და ისე ვაძლევ და ახლა გერკულესიც წვრილი უნდა ვუყიდო და პირდაპირ ვაჭამო.

იმდენი ადამიანი ვნახე ვინც ინანა თავიდანვე რატომ მივეცი დაბლენდერებულია რომ, საერთოდ არ მიხმარია ბლენდერი, თავიდანვე ყველაფერი პიურეს საჭყლეტით დაჭყლეტილი მივეცი, ხორციც კი არ დამიბლენდერებია, პირველი რამდენიმე კვება ხორცის მანქანაში გავუტარე და მერე უკვე წვრილად დაჭრილს ვაძლევდი ხორცსაც, შესაძლოა ბავშვზეც არის დამოკიდებული, მარტივად გადაეჩვევა თუ არა დაბლენდერებულს მაგრამ, მე რატომღაც თავიდანვე უარვყავი ამ ეპოქაში ღრმადპატივცემული ბლენდერი

Posted by: tamusinka 20 Feb 2012, 11:28
მეც ვნანობ დაბლენდერებული რომ მივეცი. დღემდე არ ჭამს სხვანაირ საკვებს. ვგულისხმობ წვნიანებს. მშრალ საკვებს მშვენივარ ღეჭავს და ყლაპავს, მაგრამ წვნიანში თუ რამე მოედო ენაზე, ეგრევე გულს ირევს. ვფიქრობ ბლენდერის "დამსახურებაა". მეორე ბავშვზე ჩანგლით დასრესილი უნდა ვსინჯო.

Posted by: trombonelady 20 Feb 2012, 11:52
არამგონია დაბლენდერებულის წლამდე და ორ წლამდე გამოყენება სწორი იყოს, მაგრამ ეგრევე დასრესილის მიცემაც არ მიმაჩნია სწორედ, 6 თვის ბავშვის კუჭი მემგონი რო უკეთესად დაბლენდერებულს გადაამუშავებს (ადრე ბლენდერი არ იყო, მაგრამ დოლბანდში ან რაღაც მაგდაგვარში ატარებდნენ, ნუ ვისაც ქონდა სურვილი) და მითუმეტეს რომ ზოგიერთი მშობელი 4 თვიდანაც აჭმევს პიურეებს და 4 თვისასაც თუ არ დაუბლენდერე მემგონი რო ცოდოა რძიდან ეგრევე დაჭყეტილ საკვებზე გადასვლა. ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი და სიმართლე რო ვთქვა არც დავინტერესებულვარ რომელი ასაკიდან უნდა ამოაგდო დაბლენდერება, მაგრამ ჩემი შვილი (9 თვის) უკეთესად მკარნახობს, მხოლოდ პიურეს ვუბლენდერებ, პეჩენიას ჭამს თავისი 2 კიჭით, გერკულესისი ფაფას ჭამს საკმაოდ დიდ ფანტელებს, ხილსაც გახეხილს ან ჩანგლით დაჭყეტილს ჭამს, მაგრამ პიურეს მხოლოდ დაბლენდერებულს.
მაპატიეთ გამიგრძელდა

Posted by: Unitended 20 Feb 2012, 11:57
tamo7779
QUOTE
წიწილა და ვარია ბაბილოს პირდაპირ - ბაზარში, გიპუტავენ, დანარჩენი სახლში.

ვერ მივაღწიე მანდამდე ხვალ გავალ აუცილებლად
გუშინ ბაზარში ერთი გალურჯებულ გაუბედურებული წიწილა ყავდათ
ხოდა ვუყიდე არტალა ამ ჯერად


QUOTE
კი, როგორ ვერ გაარჩევ ვარიკას და ზრდასრულ დედალს )))
თუ იყიდი იქვე დაავლევინე.

მე დაკლულები ვიგულისხმე რატომღაც და შემეპარა ეჭვი რომ ვერ გავარჩევდი
დასაკლავს გავარჩევ აუცილებლად smile.gif
მადლობა გოგოებო

ეხლა რა მაინტერესებს

არტალა გიჭმევიათ ვინმეს?
ძვალს ტვინი უნდა გამოაცალო და ის აჭამო ის არის კარგიო (არ ვაპირებ ასე მიცემას პირველ ჯერზე მაინც მაგრამ მაინტერესებს თუ გაგიგიათ მსგავსი)

მოკლედ ვუყიდე არტალა
თავიდან ბულიონები მიეციო პედიატრმა (არადა ზოგი პედიატრი კრძალავს წლამდე ვეღარ გავიგე რა)
დღეს უნდა მივცე ბოსტნეული და არტალა მოხარშული (ნუ ნახარში რა)

ეხლა მითხრაით ყოველ დღე არ შეიძლება ხო ბულიონი და ხორცი?
რამდენი ხნის მერე მივცე ისე ხორცთან ერთად იცის ვინმემ?








Posted by: ninia84 20 Feb 2012, 16:34
მაწვნის სუპი რა ასაკიდან შეიძლება მივცე?

Posted by: tamo7779 20 Feb 2012, 16:53
Unitended
არაუშავს, არტალა ძალიან სასარგებლოა smile.gif

ninia84
10 თვის იყო რომ გავასინჯე და არ გაიკარა, თუმცა მაწონი მოსწონდა..... კიდევ მინდა ვცადო

Posted by: tamuska27 20 Feb 2012, 17:04
ფხვნილი ვიყიდე, აქამდე 200ML იან მზა ფორმულა ვაძლევდი და ვერ გავერკვიე როგორ უნდა გავაკეთო, ზედ კი აწერია,მაგრამ დავიბენი,არ ვიცი როგორ გავაკეთო და იქნებ დამეხმაროთ.

წყალი ავადუგე და 30 წუთი დაველოდე გაგრილებას.
ბავშვი არის 6 თვის და 210 ML წყალში უნდა ჩავყარო,რამდენი კოვზი 7 ????

* * *
aseaisea
სუპი როგორი სისქის უნდა იყოს???
კოვზით აჭმევთ???

Posted by: trombonelady 20 Feb 2012, 18:22
tamuska27
წყალს რო აადუღებ და ბოთლში ჩაასხამ ჩადგი ჭიქაში და წყალი თუ ძაან ძვირი არ ღირს სადაც შენ ხარ გამდინარე წყალში შეუშვირრე და მალე გაგრილდება. ყველა ბოთლს გრამების გასწრივ აწერია ციფრები 1, 2, 3, 4, და ა. შ. რამდენი კოვზის გახსნასაც აპირებ იმდენამდე აავსებ წყალს და ჩაყრი ფხვნილს. მაგ: გინდა გააკეთო 200 გრამი ფორმულა, ასხამ 180 გრამ წყალს და 180 გასწრივ 6 აწერია, ყრი 6 კოვზ ფხვნილს და გამოდის 200, თუ რთულად იხსნება შეგიძლია 2-2 კოვზი ფორმულა ჩაყარო და ისე გახსნა

Posted by: ninia84 20 Feb 2012, 18:47
tamo7779
ჩემი 9-ის ხდება ერთ კვირაში ადრეა ჯერ? დაველოდო 10 თვეს?

Posted by: sixamano 20 Feb 2012, 19:06
tamuska27

აპტამილ-ს აძლევ ხომ?

210 გრ 7 კოვზი უნდა.
მერე ისევ გააგრილე, მაჯაზე დაისხი და ნახე, არ უნდა გკბენდეს ისეთი ტემპერატურის იყოს.
თუ აქამდე მზას აჭმევდი შეიძლება თბილი არც მოეწონოს და გრილი სცადე.


Posted by: tamuska27 20 Feb 2012, 20:21
trombonelady
გმადლობ... smile.gif
sixamano
ხოო, აპტამილს ვაძლევდი მზას და ეხლა გადავწყვიტე ფხვნილი ვცადო...
210 მლზე 7 კოვზი..... მეც ეგრე გავაკეთე... smile.gif
აპტამილს ვებ.ზე აქვს LIVE ჩატი და იქაც შევეკითხე smile.gif

მეც გავსინჯე ეს ფხვნილის ფორმულა (ამის ყველა საჭმელს ვსინჯავ smile.gif )და თევზის გემო დაჰკრავს, მზა კი უფრო ტკბილია.


* * *
HVმ დღეს გამოგვიცხადა, დღეში 3ჯერ უნდა ჭამოს შენმა ბიჭმაოოო....
6 თვისა იქნება 3 დღეში და უკვე 1 თვეა რაც დამატებას ვაძლევ.
დილით ფაფა, მერე ხორცი ბოსტნეულით და მერე ხილიოოო....
3 კვება ბევრი არ არის 6 თვის ბავშვისთვის???

Posted by: trombonelady 20 Feb 2012, 20:29
tamuska27
QUOTE
3 კვება ბევრი არ არის 6 თვის ბავშვისთვის???

არ არის ბევრი ჩემი 9 თვის ფორმულას 3 ჯერ ჭამს დილას საღამოს და ღამე. დღისით ფაფას და ბოსტნეულსაც მიირთმევს +ხილი

Posted by: tamuska27 20 Feb 2012, 20:32
trombonelady
ხოო..... რა ვიცი......
ხორცს არ აჭმევ????
ეს ყოველ 4 საათში ჭამს რძეს, ღამეც კი .... sad.gif
რძეს უნდა მოუკლოს და 3ჯერ უნდა ჭამოსოო....

Posted by: aseaisea 20 Feb 2012, 22:33
tamuska27
QUOTE
წყალი ავადუგე და 30 წუთი დაველოდე გაგრილებას

ცალკე წყალი აადუღე და გადაასხი დიდ ბოთლში და იმით განაზავე ხოლმე მთელი დღის მანძილზე. თორემ 30 წუთი თუ ელოდე ძნელია. ის გაცივებული ნადგამი წყალი და ცხელი განაზავე ხოლმე. 210ზე გამოდის 150 ცივი და დანარჩენი ცხელი

QUOTE
სუპი როგორი სისქის უნდა იყოს???
კოვზით აჭმევთ???

ისეთი სისქის უნდა იყოს რომ კოვზით აჭამო.

Posted by: trombonelady 21 Feb 2012, 14:22
tamuska27
QUOTE
ხორცს არ აჭმევ????

კი ბოსტნეულის პიურეში ვურევ

Posted by: nikmaik 21 Feb 2012, 16:55
გოგოებო რომელ ფირმას აქ გეკულესის ფაფა რძით 5 თვიდან? ან სიმინდის?

Posted by: Unitended 21 Feb 2012, 17:00
nikmaik
თითქმის ყველას

ჰუმანა, ვინი, ჰეინცი

ვინის რატომღაც არ უწევენ რეკომენდაციას და ჩEმ შვილს ყველაზე მეტად ეგ მოსწონს რავიცი

Posted by: nikmaik 21 Feb 2012, 17:06
Unitended
QUOTE
ჰუმანა, ვინი, ჰეინცი

ზუსტად იცი?
ჰუმანას 6 თვიდან აქ ვიცი

Posted by: Unitended 21 Feb 2012, 17:28
QUOTE
ზუსტად იცი?

კი, ზუსტად ვიცი, ჩემს შვილს ვაძლებს 4 თვე ნახევრიდან
ჰუმანასაც ქონდა და ჰეინცსაც 4 თვიდან, ვუყიდე მაგრამ არც ერთი არ მოეწონა

Posted by: ninoeqimi 21 Feb 2012, 17:40
QUOTE (tamuska27 @ 11 Feb 2012, 16:59 )
ninoeqimi
ხოოო, საინტერესოა, მაგრამ ამ ბოლო წინადადებას რა ვიყოთ.
QUOTE
Hepatology and Nutrition Committee on Nutrition concluded that there is no convincing evidence that avoidance or delayed introduction of potentially allergenic foods, such as fish and eggs, reduces allergies in infants either at risk or not



ამ ბოლო წინადადებას ის უნდა ვუყოთ, რომ ეს არის სამეცნიერო სტატია, სამცნიერო სტატიაში კი, ყველა დასკვნა კეთდება მხოლოდ მასალის სტატისტიკურად დამუშავების შედეგად, ანუ როდესაც გარკვეულ საკითხს სწავლობენ და იკვლევენ მაგალითად 1000 კაცია პოპულაციას, 999 რომ იყოს დადებითი ასუხი და ერთი უარყოფითი მასალის სტატისტიკურად დამუშავების შედეგად ვერ მივიღებთ 100 %-ს, მედიცინა არაზუსტი მეცნეირებაა და არ ხდება ყველაფერი მათემატიკურად, შესაბამისად აქ საუბარია, რომ უფრო ხშIრად იწვევს, თუმცა იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც უკვე დავწერე 100%სტატისტიკა მედიცინაშI არ არსებობს.

Posted by: tamo7779 21 Feb 2012, 17:41
tamuska27
კი, კოვზით - სუფსაც, ფაფასაც, მაწონსაც - ყველაფერი კივზოთ. სუპ-პიურეს სისქე

ninia84
ვერ გეტყვი ნამდვილად, იქნებ გამოცდილებმა დაწერონ როდის მისცეს ყველაზე ადრე მაწვნის სუპი.....


Posted by: tamuska27 22 Feb 2012, 17:23
ninoeqimi
ასეა თუ ისეა, რადგან არც მე და არც ჩემ ქმარს.... საერთოდ ოჯახში არავის გვაქვს არანაირ საკვებზე ალერგია, გადავწყვიტე თევზი მივცე ჩემ 6 თვისას ;D

* * *
გუშინ ქათამი გავასინჯე HIPPIს , ბისტნეულთან ერთად და ძალიან მოეწონა, მთელი 125 გრ შეჭამა
* * *
sixamano
ხაჭოს აჭმევ ???


* * *
გოგოებო ხაჭოს რა ასაკიდან აჭმევთ და რასთან ერთად???

Posted by: ninia84 22 Feb 2012, 18:42
tamo7779
მადლობა

-------------------------

Posted by: Unitended 22 Feb 2012, 18:48
QUOTE
გოგოებო ხაჭოს რა ასაკიდან აჭმევთ და რასთან ერთად???

6 ის რომ გახდა მერე დავუწყე
ხაჭო+მაწონი+პეჩენია
ან
ხაჭო+პეჩენია+ბანანი

Posted by: tamuska27 22 Feb 2012, 20:46
Unitended
რა პეჩენია??? თავად უკეთებ თუ ყიდულობ???

Posted by: tikusha 23 Feb 2012, 20:37
გოგოებო ბლენდერი გამიფუჭდა და ხორცი მინდა დავუწყო ბავშვს და რა ვუყო როგორ დავაქუცმაცო?? სუპის ამსალას წვრილი საცერი მაქვს და იამში ვატარებ და ხორცი არა გმონია გატარდეს

Posted by: blblbl 23 Feb 2012, 20:39
tikusha
ხორცის საკეპ მანქანაში გაატარე

Posted by: uma_thurman 23 Feb 2012, 21:22
ხბოს ხორცს სად ყიდულობთ ბავშვებისთვის?

Posted by: tamuska27 23 Feb 2012, 21:49
tikusha
QUOTE
ხორცის საკეპ მანქანაში გაატარე

ეს კარგი იდეააა...
ან კარგად მოხარშე,ისე რომ ჩაიხარშოს.....

რა ასაკისაა თქვენი ბავშვი???

Posted by: ათულია 24 Feb 2012, 12:49
გამოცდილებო დამეხმარეთმოკლედ 4 თვიდან დავიწყეთ ფაფა წიწიბურა რძით ნუტრილონის ხოდა მშვენივრად მივირთვით 1,5 კვირა
2-3 დღეა კუჭის მოქმედება არ მომწონს
შეკრულია ძალიან + ჭამს ჰეინცის პეჩენიას და ჰუმანას გოგრას, რა ვქნა? ისევ რძეზე გადავიყვანო?

Posted by: tamusinka 24 Feb 2012, 12:55
ათულია

წიწიბურამ ჩემიც შეკრა თავიდან. სხვა ფაფა რომ მოსინჯო? 1 ჭამას აძლევ ფაფას?

Posted by: Unitended 24 Feb 2012, 13:04
tamuska27
არა ჯერ გამზადებული ადრეა მგონი
ჰეინცის პეჩენიას ვაძლევ

QUOTE
ფაფა წიწიბურა რძით ნუტრილონის ხოდა მშვენივრად მივირთვით 1,5 კვირა

წიწიბურას ფაფა არა მგონია იყოს მიზეზი

QUOTE
ჰუმანას გოგრას

ჰუმანამ შეგვიქმნა ჩვენ ეს პრობლემა

QUOTE
ისევ რძეზე გადავიყვანო?

რძეს საერთოდ აღარ აძლევ?
8 თვემდე აუცილებელიაო ასე მიტხრეს უფრო მეტიც 1 წლამდე
ეს არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს მაგრამ იქნებ სულ მშრალ საჭმელებზე რომ იყოს ეგ არ არის კარგი სწორედ

ისე რძეს რომელი ფირმისასაც აძლევდი ფაფაც ის უნდა მისცე თავიდან ორგანიზმი შეგუებულია
განსხვავებულზე იცის კუჭ-ნაწლავის პრობლემა

Posted by: ათულია 24 Feb 2012, 13:32
რძეს ჩვეულებრივ ჭამს მხოლოდ ერთი კვება ფაფა დაემაპატა და გოგრა ჰუმანას
თორე ვაშლს და ბანანს 3 თვიდან ვჭამთ

Posted by: aseaisea 24 Feb 2012, 19:05
მე როგორც ვიცი გოგრა კრავს ცოტა და პლუს ჰუმანაზე ბევრი ამბობს კრავსო, თან ჰუმანას ყველა ფაფა შეიცავს ბრინჯს ცოტას და შეუცვალე სხვა ფაფით. გერკულესი შავი ქლიავით აქვს ჰეინცს და სიმინდი შავი ქლიავით, შავი ქლიავის პიურე ცადე და ნახე აბა რა შედეგი გექნება

Posted by: tamo7779 24 Feb 2012, 19:11
tikusha
მე მოხარშულ ხორცს წვრილად ვჭრიდი, აი, ძალიან წვეილად.
რამხელაა? სადღაც 7 თუ 8 თვიდან დფავიწყე დაჭრა


uma_thurman
გუდვილში

tamuska27
1 წლამდე კვების უმეტეს რაოდენობას რძის პროდუქტი უნდა შეადგენდესო.......


Posted by: nikmaik 24 Feb 2012, 19:19
ათულია
ბანანი აღარ აჭამო
წიწიბურა შეცვალე შვრიით (5 თვიდან აქვს ნუტრილონს)

Posted by: blblbl 24 Feb 2012, 19:28
ათულია
QUOTE
თორე ვაშლს და ბანანს 3 თვიდან ვჭამთ

ნუ ვაშლიც 4თვემდე არ შეიძლება მაგრამ ჯანდაბას მარა ბანანიიიი?rolleyes.gif

Posted by: gvants 24 Feb 2012, 20:52
5-6 თვის ბავშვების დედებო, ფაფას რამდენჯერ აძლევთ ? ჩემსას აშკარად ფაფა უფრო მოსწონს ვიდრე რძე, ჰოდა კი აწერია 1-2 ჯერო და 2 ჯერ რომ მივცე, რამე ხომ არ დაშავდება?

Posted by: nikmaik 24 Feb 2012, 21:24
gvants
QUOTE
2 ჯერ რომ მივცე, რამე ხომ არ დაშავდება?

6 თვიდან მიეცი II და IV კვება, მერიკუნას ასე მივეცი

Posted by: ათულია 24 Feb 2012, 21:56
aseaisea
QUOTE
ჰუმანას ყველა ფაფა შეიცავს ბრინჯს ცოტას და შეუცვალე სხვა ფაფით

ფაფას ნუტრილონისას ჭამს,გოგრის პიურეა ქილებშI ჰუმანასი

blblbl
QUOTE
ნუ ვაშლიც 4თვემდე არ შეიძლება

ექიმის დანიშნულებით მივეცი წვენი20-30 გრამი თავიდან 4 დან უკვე კოვზით ამოფხეკილს ჭამს
ასევე ბანანს და აქამდე არ გვქონია პრობლემა


ყველას მადლობა გამოხამურებისათვის მემგონი პეჩენიამ ქნა ეს ყველაფერი გუშინ და დღეს არ უჭამია და დღეს მეორეთ გავიდა თავისით

nikmaik
მადლობაა მიყვარას შენი რჩევები

Posted by: blblbl 24 Feb 2012, 22:01
ათულია
შენიტ რომ არ მისცემდი ვიცი მაგრამ არ შეიძლება smile.gif ბანანაი მითუმეტეს 6თვემდე მაინც და რაც ურო გვიან უკეთესი რადგან საშიში პროდუქტია,სამი თვის ბავშვზე მითუმეტეს მიკვირს როგორ დანიშნა ექიმმა.

Posted by: ათულია 24 Feb 2012, 22:03
blblbl
QUOTE
მიკვირს როგორ დანიშნა ექიმმა.

ეხლა უკვე მეც smile.gif

Posted by: blblbl 24 Feb 2012, 22:04
ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ თAთა და დაგიფარათ ,ბანანი საშიში პროდუქტია ძალიან მითუმეტეს მაგ ასაკზე.

Posted by: ათულია 24 Feb 2012, 22:07
blblbl
მადლობა ნინ არ მივცემ ისედაც ამ კუჭის შეკრულობის მერე არ მიმიცია უკვე კაი ხანია, ძირითადად ვაშლს ვაძლევდი და აწი აღარც მივცემ

Posted by: uma_thurman 24 Feb 2012, 22:15
მე ბანანს დღემდე არ ვაძლევ, არ ვენდობი მაგ ხილს რაღაცნაირად user.gif


მალუტკის ფაფს ვინც აჭმევთ ბავშვებს, კარგად იხსნება ? rolleyes.gif

Posted by: MPG 24 Feb 2012, 22:19
ბანანას არ ვაჭმევ არც მე. მაგრამ ეს ისეთია, ისედაც არ შეჭამდა. rolleyes.gif

Posted by: gvants 24 Feb 2012, 23:58
nikmaik
ეგრე ვაპირებ მეც, 1 კვირაშ ხდება 6 თვის და ბოსტნეულის დამატებაც მინდა.

Posted by: tamuska27 25 Feb 2012, 00:56
gvants
ჩვენ ვართ 6 თვის. დილით ფაფას, მერე ხორცი+ბოსტეულს და საღამოს ხოლს ვჭამთ.

დამატება როდესაც დავიწყეთ, ხილით და ბოსტნეულით დავიწყეთ. 2 კვირაში ფაფა მივამატეთ, 6 თვიდან ხორცი.

Posted by: gvants 25 Feb 2012, 02:05
tamuska27
რძეს არ სვამს?
მე ასე ვფიქრობ: დილით რძე, შემდეგ ფაფა, ბოსტნეულის სუფი, ფაფა, რძე.

Posted by: uma_thurman 25 Feb 2012, 10:12
gvants
QUOTE
მე ასე ვფიქრობ: დილით რძე, შემდეგ ფაფა, ბოსტნეულის სუფი, ფაფა, რძე.

ჩვენც ასე ვიკვებებით yes.gif

დღეგამოშვებით საღამოს ფაფის მაგივრად ხაჭოს და პეჩენიას ვაძლევ smile.gif

Posted by: natinati77 25 Feb 2012, 11:27
10 თვის ბავშვისთვის ფორთოხალი შეიძლება?გავასინჯე და ისე მოეწონა

Posted by: Antigone 25 Feb 2012, 12:12
მეც დიდი ხანი გადავწიე ბანანის მიცემა, მაგრამ მერე ვერ გავუძელი. აი, ისე უყვარს, შეუძლია უამრავი ჭამოს. ნიბლერში რო ჩაუდებს, დახრის თავს, ორივე ხელით დაიჭერს და ხარბად ექაჩება მთელ ექსტრაქტებს იქიდან. ავი ძაღლივით ხდება, საკმარისია მიუახლოვდე, ღრენით მოკვდება biggrin.gif

Posted by: aseaisea 25 Feb 2012, 13:41
მე ვაძლევ ფაფებს ბანანით ან ბანანის ჰიპის დესერტს. თორემ აქ ნაყიდ ბანას არ ვაძლევ

gvants
მე ვაჭმევ დილას რძე,
1.00 ფაფა
4.00 დესერტი ხილის
5:30 ბოსტნეულის სუპი სუხარით
9.00 ღამის ფაფა და ერთი პეჩენია რძეში

მერე შეიძლება დილას მარტო გერკულესი მივცე და სამაგიეროდ 9ზე პეჩენია მივცე ხილით და რძით დღეგამოშვებით
ისე სუხარი რომ მივეცი დაწყნარდა, აშკარად აღარ ყოფნიდა ეს ცარიელი სუპი. biggrin.gif

Posted by: ათულია 25 Feb 2012, 14:31
მე ვაჭამე აქ ნაყიდი რამე პრობელმაა?

Posted by: tamuska27 25 Feb 2012, 14:31
gvants
QUOTE
რძეს არ სვამს?

კი,სვაავს, მაშ სხვანაირად როგორ ?! smile.gif
იღვიძებს და რძეს სვავს,
მერე ფაფა.
მერე რძე.
მერე სადილი.
მერე რძე.
მერე ხილი.
მერე ისევ რძე და ღამე კიდევ 1-2 ჯერ სვავს smile.gif

ღორმუცელა კაცია smile.gif)

Posted by: trombonelady 26 Feb 2012, 09:43
გოგოებო პირველად ქათმის კვერცხი ჯობია თუ მწყერის? 9 ნახევრისაა და ადრე ხო არაა კვერცხი?
რომელ ყველს აჭმევთ და რა ასაკიდან? სულ უმარილო ყველი ვერ ვიპოვე და ჩავალბობ და ისე მივცემ ხო შეიძლება?

Posted by: mariamiani 26 Feb 2012, 09:57
uma_thurman
მე ვაჭმევდი და აგვწვალდი,გილი.ცხელი ცივი არ ქონდა მნიშვნელობა კურკუშალდებოდა და მერე ი კურკუშალიანს არ ჭამდა და საცერში ვუტაებდი..ისე ეგ ფაფა ყველაზე დიდხანს ჭამა ყველაზე მეტად მოწონდა...

Posted by: uma_thurman 26 Feb 2012, 10:07
mariamiani დილაობით ვაჭმევ 5 მარცვლიანს და ამას ძალიან მოსწონს , მაგრამ ბოლომდე რატომ არ იხსნება ვერ მივხვდი sad.gif
* * *
trombonelady
QUOTE
გოგოებო პირველად ქათმის კვერცხი ჯობია თუ მწყერის?

მწყერის კვერცხი მე არც მიმიცია, ქათმის მივეცი პირდაპირ, ექიმმა ესე მითხრა.

QUOTE
9 ნახევრისაა და ადრე ხო არაა კვერცხი?

7 თვისას ეკუთვნის კვერცხი უკვე yes.gif

Posted by: tikusha 26 Feb 2012, 17:55
წიწიბურა ხომ კუჭში გამათხელებელია და რატომ წერთ რომ კრავს?? ჩემიც შეკრულია და მეუღლეს ახლა სპეციალურად დავაბარე წიწიბურას ფაფა და შევცდი??

Posted by: Free Aquarius 26 Feb 2012, 18:38
QUOTE (trombonelady @ 26 Feb 2012, 09:43 )
გოგოებო პირველად ქათმის კვერცხი ჯობია თუ მწყერის? 9 ნახევრისაა და ადრე ხო არაა კვერცხი?
რომელ ყველს აჭმევთ და რა ასაკიდან? სულ უმარილო ყველი ვერ ვიპოვე და ჩავალბობ და ისე მივცემ ხო შეიძლება?

მეც ვერ ვიშოვე უმარილო ყველი და დედაჩემმა გაუკეთა,კარგი გამოვიდა.კვერცხი შეგიძლია მისცე თუ ალერგიული არაა.

Posted by: tamusinka 26 Feb 2012, 21:27
tikusha

გააჩნია ვიზე როგორ მოქმედებს. ჩემსას კრავდა. თითქმის ამოვიღეთ მენიუდან, მაგრამ ჩემსას მაწონიც კრავდა, როცა პირიქითი უნდა იყოს smile.gif

Posted by: tamo7779 26 Feb 2012, 22:39
ათულია
წელს მეც ვაჭმევ. წლინახევრის გახდა დეკემბერში. შარშან რომმივეცი - პედიატრმა არაო და ისევ ჰიპის ბანანზე გადავიყვანე. წელს შემოდგომიდან ვაძლევ - თოთო აღარაა და შემოდგომაზე ერთი პერიოდი მარტო ბანანს ჭამდა - სხვა ხილზე უარი განაცხადა.
ისე ძუძუზე რომ მყავდა, რაც ბანანი მაქვს ნაჭამი......

trombonelady
არანაირად არაა ადრე 90 თვიდან კვერცხი. გაასინჯე ორივე.

tikusha
მეც პირველად გავიგე რომ წიწიბურამ შეკრა.... თუმცა თუ მიდრეკილება აქვს ადამიანს.....

Posted by: Free Aquarius 26 Feb 2012, 23:24
ბანანს რატომ არ აჭმევთ?რაღაც ბალზამით კი ამუშავებენ მაგრამ მარტო კანზეა,შიგნით არ შედის,კარგად უნდა გარეცხოთ უბრალოდ.ჩემსას დაუნიშნა პედიატრმა და რავიცი...უბრალოდ კუჭში კრავს და ხშირად არ ვაჭმევ.ერთმა ექიმმა მითხრა მდუღარე წყალში ჩადე ცოტა ხანი და გამოვა ყველაფერიო.

Posted by: matmatuna 27 Feb 2012, 00:29
QUOTE (trombonelady @ 26 Feb 2012, 09:43 )
გოგოებო პირველად ქათმის კვერცხი ჯობია თუ მწყერის?  9 ნახევრისაა და ადრე ხო არაა კვერცხი?
რომელ ყველს აჭმევთ და რა ასაკიდან? სულ უმარილო ყველი ვერ ვიპოვე და ჩავალბობ და ისე მივცემ ხო შეიძლება?

ყველიც და კვერცხიც (მხოლოდ გული) შეგიძლია მისცე 8 თვიდან. კვერცხი ალერგიული საკვების ტოპ ათეულშია, არ უნდა იყოს ბავშვი ალერგიული... კვერცხის ცილა 1 წლის რომ გახდება მერე...


Posted by: tamo7779 27 Feb 2012, 12:25
ფინიკი მოიპარა, და პირველივე ჩაკბეჩვაზე სულ მუცელზე იტყაპუნა ხელები რა გემრიალიაო biggrin.gif

Posted by: trombonelady 27 Feb 2012, 13:47
გოგოებო ყველი პირდაპირ მივცე თუ სუპში გავურიო?

Posted by: tamuska27 27 Feb 2012, 19:34
tamo7779
biggrin.gif biggrin.gif
ერთი დამანახა ეგ სცენა lol.gif
რა ასაკისაა???

ნეტა ჩემი როდის იზავს რამეს baby.gif

trombonelady
მე მითხრეს კარტოფილში ჩაუხეხეო, მაგრამ ჯერ ცოტა მეშინია რომ მივცე, ისედავც ამდენ ახალ რამეს ვასინჯებ.
ალბათ 7 თვიდან დავიწყებთ ყველსაც.

Posted by: tamo7779 27 Feb 2012, 20:07
tamuska27
წლის და 9 თვის გახდება 9ში
2 წუთის წინ პუფის ბურთულები ჩაიტენა პირში, გაიქცა კუთხეში დაიმალა და მუცელზე იტყაპუნა ხელები, მამამისი რომ დაადგა ტავზე რას აკეთებო biggrin.gif გემრიელიაო - თუ გინდა ცოტა დამრჩა და შენც გაგასინჯებო
მალე შენც იქნები ჩემს დღეში biggrin.gif

trombonelady
ყველი როცა მივეცი მაგ ასაკში არ იჭერდა ხელში. და ვუხეხავდი სუპ-პიურეში. მერე ომლეტში და ხელშიც უკავია ახლა როცა ხასიათზეა

Posted by: tamuska27 28 Feb 2012, 16:23
პატარა კბილი ნიორი რომ ჩავუგდო ბავშვს ბულიონში, უჭირს რამე თუ იცით???
6 თვის და 1 კვირისაა და გაციებულია, ექიმმა კი წამალი არ დავინიშნა,თავად მორჩებაოოო

Posted by: tamo7779 28 Feb 2012, 18:49
tamuska27
ყოველთვის ვუგდებდი. ისე არასოდეს გამიკეთებია ნისას სადილი

Posted by: tamuska27 28 Feb 2012, 20:13
tamo7779
ხოოო,მეც ეგრე ვიზავ. იმუნიტეტისთვის და გაციებისთვის კარგიაო გამიგია

Posted by: xatika 28 Feb 2012, 22:36
საღამო მშვიდობისა დედიკოებო :* რა უნდა გკითხოთ, საბუკა 9 თვისაა. ფაფას დღეში ორჯერ ვაჭმევ და ბევრი ხომ არაა ? ანუ დილას 1რძე,2ფაფა,3 ბოსტნეული , 4ფაფა და შუალედებში ხილი და პეჩენია ხაჭოთი . - თქვენც ასე კვებავთ ?
tamuska27
მე სულ ნივრით ვუკეთებ დ. როგორც ვეიცი უკეთესია

Posted by: matmatuna 28 Feb 2012, 22:48
QUOTE (xatika @ 28 Feb 2012, 22:36 )
საღამო მშვიდობისა დედიკოებო :* რა უნდა გკითხოთ, საბუკა 9 თვისაა. ფაფას დღეში ორჯერ ვაჭმევ და ბევრი ხომ არაა ? ანუ დილას 1რძე,2ფაფა,3 ბოსტნეული , 4ფაფა და შუალედებში ხილი და პეჩენია ხაჭოთი . - თქვენც ასე კვებავთ ?
tamuska27
მე სულ ნივრით ვუკეთებ დ. როგორც ვეიცი უკეთესია

რძე მეტი არა? ძუძუ უფრო სწორად ან ფორმულა...

Posted by: tamo7779 28 Feb 2012, 22:55
xatika
მეორე ფაფას მაწონი+პეცენია+ხაჭო - არ ჯობია?
ცალკე ხილი შუალედში.
ან
შუალედში ხილი და ფაფა, საღამოთი მაწონი და პეჩენია

Posted by: xatika 29 Feb 2012, 00:17
matmatuna
რძე ცოტაა ხო? დილას ვაძლევ 7ზე მაგრამ 120 მილიგრამდ ჭამს მარტო sad.gif
tamo7779
მადლობა დახმარებისთვის , გავითვალისწინებ

Posted by: matmatuna 29 Feb 2012, 00:55
QUOTE (xatika @ 29 Feb 2012, 00:17 )
matmatuna
რძე ცოტაა ხო? დილას ვაძლევ 7ზე მაგრამ 120 მილიგრამდ ჭამს მარტო sad.gif       

ჩემი აზრით ძალიან მწირია ეს მენიუ..
ნუ რამდენი ბოსტნეული და ხილი შეუძლია მიიღოს ბავშვმა რომ შეივსოს ვიტამინების დღიური ნორმა?! კალცუიმს საიდან იღებს დამატებით? მხოლოდ ხაჭოდან - ცოტაა. შემდეგ - ცხიმები... არც ეს ჩანს.ფაფები თუ ბრინჯი-შვრია-ქერისაა, მაშინ რკინას ასე თუ ისე იღებს. ფორმულას აძლევ? 4-5 ჯერ მეტი რძე უნდა მისცე, იმიტომ რომ ვერცერთი ხილ-ბოსტანით ვერ მისცემ იმდენს რამდენიც მას სჭირდება. ფორმულა შეიცავს ამ ყველაფერს + ომეგა 3 ცხიმები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ტვინის განვითარებისთვის.

ხორცს არ აჭმევ? ან ყველი, კვერცხის გული? პეჩენიების მიცემას ისევ ფორმულა სჯობს... მართლა. მაგ პეჩენიით უბრალოდ ნაყრდება და რძეს იმიტომ აღარ სვამს.
წონაში რამდენია?

Posted by: tamuska27 29 Feb 2012, 02:22
QUOTE
პეჩენიების მიცემას ისევ ფორმულა სჯობს... მართლა. მაგ პეჩენიით უბრალოდ ნაყრდება


იცით რა მაინტერესებს თუ მეტყვით, ეს პეჩენიას რომ ამბობთ ეგ და Wheaty Biscuits ერთია???თუ Heinz ის პეჩენიების მსგავს რამეზეა საუბარი???

Posted by: xatika 29 Feb 2012, 11:32
matmatuna
ხორცს კარგად მიირთმევს, ხბოსაც ვაძლევ დ. ქათამსაც, მალე თევზს დავიწყებთ. რძე არ უყვარსsad.gif რძეს რასაც ტოვებს პეჩენიას იმაში ვულბობ ხოლმე და ისე ვაძლევ.ყველსაც ჭამს. ახლა შევეცდები უფრო მეტი რძე მივცე

Posted by: ninia84 29 Feb 2012, 12:07
9 თვის ბავშვისთვის რომელი ჩაი სჯობია?

Posted by: trombonelady 29 Feb 2012, 12:38
დავწერ ჩემი თითქმის 10 თვის ბავშვის კვების რეჟიმს
09;00 პეჩენია ან სუხარი რძიან ჩაიში დაახლოებით 150 გრ
13;00 რძიანი(რძის ფხვნილისგან დამზადებული) ფაფა სახლში დამზადებული 150-200 გრ
17;00 ბოსტნეულის წვნიანი, ქათმის ხორცით ან ცოტა მინდვრის ლობიოთი+ 1 ნაჭერი ყველი 200 გრამამდე
21;00 მაწონი (რძის ფხვნილის, სახლში ვაყენებ) და პეჩენია ან სუხარი 150 გრამამდე
23:00 ფორმულა 260 გრამი
05:00 ფორმულა 260 გრამი
მემგონი ბევრს ჭამს წონა 10.300
მირჩიეთ რა გავაკეთო რო ღამე არ ჭამოს? ფაფა რო ვაჭამე მაინც იგივე დროს მომთხოვა ჭამა

Posted by: l_i_l_u 29 Feb 2012, 17:07
პატარა ხდება 10 თვის, რძეს აქამდე ბუნებრივს ვაძლევდი, ეხლა ვეღარ მივცემ ძუძუს და რა უნდა მივცე პირველად ხომ ვერ დამაკვალიანებთ? არასოდეს მიყიდია ხელოვნური........ რომელი ფირმის ჯობია? და ა. შ. ...........

Posted by: xatika 29 Feb 2012, 17:54
l_i_l_u
ნუტრილონი, ნუტრილაკი, ჰუმანა ჩემ ირგვლივ ბავშვებს ამას აჭმევენ. მ. ნუტრილაკით გავზარდე . ნუტრილაკი პრემიუმი 6-12
მდე შეგიძლია მისცე. ფაფას ხო აჭმევ ?

Posted by: gvants 29 Feb 2012, 18:22
l_i_l_u
ძალიან ინდივიდუალურია ეგ, ზოგ პატარას რა მოსწონს, ზოგს_რა. მოწონებაში გემოსთან ერთად მონელების აკითხსაც ვგულისხმობ. ჩემი რჩევა იქნება, ისეთი ფორმულა დაუმატო, DHA და ARA რომ იყოს შემადგენლობაში, თევზის ქონია ეს და ძალიან სასარგებლოა ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის.

Posted by: tamo7779 29 Feb 2012, 19:20
ninia84
HIPI
................................

Posted by: ninia84 29 Feb 2012, 19:21
tamo7779
მადლობა

;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;

Posted by: tamuska27 4 Mar 2012, 01:36
დღეს ძროხის ხორციც მივირთვით... ძალიან მოეწონა smile.gif

ისე, კვირაში რამდენჯერ უნდა მივცე ძროხა და ქათამი???
ჯერჯერობით ამ ორ სახეობაზე ვართ შეჩერებულები smile.gif

Posted by: aseaisea 4 Mar 2012, 23:31
tamuska27
QUOTE
ისე, კვირაში რამდენჯერ უნდა მივცე ძროხა და ქათამი

ეს მეც მაინტერესებს. ქათამი ცალკე უნდა დავუბლენდერო თუ სუპთან ერთად? და კვირაში ორჯერ თუ სამჯერ? ხო და კიდე ქათამი რომ მივცე სტაფილოსთან და სუხართან ერთად ან ვთქვათ ბროკოლი და ქათამი ხო მოჟნა?

Posted by: sesililu 4 Mar 2012, 23:39
tamuska27
რახნის არის?

მე წლამდე,კვირაში ერთხელ ვაძლევდი თითო სახეობას

ერთი დღე წიწილა,მეორე დღე ხბო, მესამე დღეს თევზი. მეოთხე დღეს კვერცხიანი სუპი, ყველიანი პიურე :დ

წლის შემდეგ უკვე 2დღის სამყოფს ვაკეთებდი და ამიტომ 2ჯერ გამოდის ერთი და იმავეს მიღება.

Posted by: uma_thurman 4 Mar 2012, 23:47
მე ვაძლევ ერთი დღე ქათამი, ერთი დღე კვერცხი, ერთი დღე ხბო. თევზი არ მიმიცია ჯერ smile.gif


aseaisea
QUOTE
ქათამი ცალკე უნდა დავუბლენდერო თუ სუპთან ერთად?

რა ხნისაა ბავშვი? ნახარში საერთოდ შედარებით გვიან უნდა მისცე, ოღონ ყოველ დღე არა, როგორც მე მითხრეს smile.gif მე კვირასი ერთხელ ვაჭმევ მარტო ბულიონს smile.gif ცალკე მოხარშე ხორცი, ცალკე ბოსტნეული და მერე შეურიე smile.gif

QUOTE
ხო და კიდე ქათამი რომ მივცე სტაფილოსთან და სუხართან ერთად ან ვთქვათ ბროკოლი და ქათამი ხო მოჟნა?

yes.gif სუხარს რატო აჭმევ? biggrin.gif

Posted by: aseaisea 4 Mar 2012, 23:55
uma_thurman
აშვიდი თვისაა. ბულიონს არ ვაძლევ ისე უნდა მოვუხარშო და ცალკე გაკეთებულ სუპთან ერთად მივცემ.
QUOTE
სუხარს რატო აჭმევ?

სუხარს პურის პონტში ვაძლევ, უფრო აძღობს და პური როდიდან შეიძლება არვიცი
მოგეხსენება მსუქანა ბავშვების მადა biggrin.gif

Posted by: matmatuna 5 Mar 2012, 01:01
uma_thurman
QUOTE
ნახარში საერთოდ შედარებით გვიან უნდა მისცე, ოღონ ყოველ დღე არა, როგორც მე მითხრეს smile.gif


რატომო? მე თავიდანვე ვაძლევდი... პირველ წყალს ვღვრი, მდუღარეს ვასხავ და ვაგრძელებ ხარშვას... ბოსტნეულს მხოლოდ ორთქლზე ვუმზადებ. ვაბლენდერებდი ამ ყველაფერს ბულიონთან ერთად და ვაჭმევდი.


aseaisea
QUOTE
სუხარს პურის პონტში ვაძლევ, უფრო აძღობს და პური როდიდან შეიძლება არვიცი
მოგეხსენება მსუქანა ბავშვების მადა biggrin.gif


რა ხნისაა? 7 თვიდან მაკარონს ვაძლევ პურის ნაცვლად... ოღონდ ყავისფერს - whole grans. ბრინჯსაც ყავისფერს და წიწიბურას კიდევ ბოსტნეულთან ერთად

Posted by: l_i_l_u 5 Mar 2012, 12:52
xatika
QUOTE
უტრილონი, ნუტრილაკი, ჰუმანა ჩემ ირგვლივ ბავშვებს ამას აჭმევენ. მ. ნუტრილაკით გავზარდე . ნუტრილაკი პრემიუმი 6-12
მდე შეგიძლია მისცე. ფაფას ხო აჭმევ ?

კი, ვინის ფაფას ვაძლევ, ჯერ სახლის პირობებში გაკეთებული არ მიმიცია,
ისე როდიდან შეიძლება ძროხის რძე რომ მივცე ?

Posted by: tamo7779 5 Mar 2012, 13:29
l_i_l_u
ძალიან საკამათო თემაა,ისევ პედიატრს კითხო ჯობია smile.gif - ძროხის რძეზე



Posted by: l_i_l_u 5 Mar 2012, 15:26
tamo7779
QUOTE
ძალიან საკამათო თემაა,ისევ პედიატრს კითხო ჯობია  - ძროხის რძეზე

კი რა თმქა უნდა ვკითხავ, წლამდე მაინც არ განიხილება ეგ თემა smile.gif
ისე ფაფას სახლში რომ უკეთებთ რძეს რას უშვებით?

Posted by: tamuska27 5 Mar 2012, 15:39
sesililu
QUOTE
რახნის არის?

6 თვე +

კვერცხიან სუპს და ყველიან პიურეს როგორ აკეთებ???

მე ესეიგი როგორ სადილს ვმზადებ:
ჯერ ვხარშავ ხირცს (ქათმის ან ძროხის) სანამ ბოლომდე მოიხარშება ვუმატებ ბოსტნეულს (კარტოფილს,ტკბილ კარტოფილს, სტაფილოს, ძირთეთრას, ბროკოლის,ყვავილოვან კომბოსტოს, ხახვი და ნიორი ) და ერთად ვხარშავ. ნუ ამ ბოსტნეულს ყველას ერთად არ ვუმატეს, 3-4 სახეობას დღეში.
რომ გაცივდება გადავიტან ბლენდერში და ცოტა ნახარშვ ვუმატებ რომ გათხელდეს და ეგააა.
გემრიელად მიირთმევს.

1-2 ჯერ 1 ცალი მაკარონი ჩავუმატე, wheat ის ამბავში.

QUOTE
პირველ წყალს ვღვრი


მე ასე ვაკეთებ (ხორცის ნახარშს)



* * *
l_i_l_u
QUOTE
ისე როდიდან შეიძლება ძროხის რძე რომ მივცე ?

UK ში ამბობენ, 6 თვიდან შეიძლება ძროხის რძის მისცემა როგორც საკვების (აუცილებლად ადუღებული) ანუ რამე რომ მოუმზარო რძეში და არავითარ შემთხვევაში ამ რძემ არ უნდა ჩაანაცვლოს ფორმულა ან დედის რძე.
* * *
აქ ხაჭო არ იყიდება, ამიტომ მე ძროხის რძისგან ვუმზადებ ჩემ 6 თვისას

Posted by: sesililu 5 Mar 2012, 16:05
tamuska27
ცალკე მოხარშე კვერცხი და სუპთან ერYად დააბლენდერე, ოღOნდ მარტო გული,ცილა არა.
თავიდან მეოთხედი კვერცხის გული შეურიე.


პიურეშიც დაბლენდერებისას ჩააგდე ყველის ნაჭერი და ეგაა : )

Posted by: tamuska27 5 Mar 2012, 18:55
sesililu
QUOTE
ცალკე მოხარშე კვერცხი და სუპთან ერYად დააბლენდერე, ოღOნდ მარტო გული,ცილა არა.
თავიდან მეოთხედი კვერცხის გული შეურიე.


პიურეშიც დაბლენდერებისას ჩააგდე ყველის ნაჭერი და ეგაა : )



ოკ. კვირაში ერთხელ ბოსტნეულის პიურესთან 1/4 კვერცხის გული ხოოო???
და ყველიც ეგრე, ბოსტნეულის პიურესთან ერთად გავაბლენდერო???

მე კიდევ მეგონა ხორცი ყოველ დღე უნდა ეჭამა ბავშვს tongue.gif

Posted by: tamo7779 5 Mar 2012, 22:19
l_i_l_u
აჰა smile.gif აუცილებლად დააზუსტე შენს პედიატრთან - თუ ენდობი რა ტქმა უნდა.
1 წლამდე მე ჰუმანას ვაძლევდი. 1 წლიდან სოფლის ნობათის რძეს
და 4 წლამდე არ ვაპირებ სოფლის რძის მიცემას

Posted by: Galo 6 Mar 2012, 17:08
გოგოებო,ვიმნე სოიოს ჰუმანასგან ხომ არ აკეთებთ მაწონს? ჩემსას ძროხის ცილაზე აქვს ალერგია...

Posted by: tamuska27 8 Mar 2012, 19:51
გუშინ ფაფამ მისცა ალერგია sad.gif
მკერდზე ჰქონდა წვრილად გამოყრილი, მარა მალევე გაუარა....
თვალიც რატომღაც ჩაწითლებული ჰქონდა.... sad.gif

Posted by: matmatuna 8 Mar 2012, 19:56
tamuska27
რისი იყო ფაფა?


Posted by: tamuska27 8 Mar 2012, 20:39
matmatuna
cow and gate ის ფირმის ფაფა გავასინჯე... sad.gif
თვეზე მეტია აპტამილის ფაფას ვაძლევ.... ვიფიქრე ცოდოა, სხვა ფაფაცაც მივცემ მრავალფეროვნებისთვისთქო და .... vis.gif
ხილით იყო და ფორთოხალზე მაქვს უფრო ეჭვი, ბანანით და ვაშლით ადრეც უჭამია სხვა რაღაცეები....
თუმცა ზუსტად არ ვიცი, ისე ამას მაგ ფირმის ბევრი რამ არ მოსწონს.
ფორმულა იყო და აღებინებდა, ადრე კიდევ რაღაც გავასინჯე და კუჭი და ნაღვლის ბუშტი გაუღიზიანა.... sad.gif

* * *
უი,ხოოო.... შენ მირჩიე თუ არ ვცედი ორთქლზე მოთუშვა თუ მოხარშვა, ნუ რაც ჰქვია....
გუშინ გავაკეთე ეგრე ბოსტნეული, ბროკოლი მე არ მიყვარს საერთოდ, მაგრამ ეს ორთქლზე მოთუშული რა გემრიელი იყოოოო.... ვიფიქრე გავსინჯავთქო და შემომეჭამა... smile.gif

Posted by: matmatuna 8 Mar 2012, 21:08
tamuska27
QUOTE
ფორთოხალზე

ციტრუსმა იცის ეგრე გამოყრა და მერე მალე გადაივლის ხოლმე. შენი წლამდეა ხომ? იმიტომ არ ვაძლევ მე ჯერ. დახედე შემადგენლობას რა აწერია. რაღაც შემასქელებლებს უმატებენ და შეიძლება მაგაზე ჰქონდა რეაქცია.

QUOTE
უი,ხოოო.... შენ მირჩიე თუ არ ვცედი ორთქლზე მოთუშვა თუ მოხარშვა, ნუ რაც ჰქვია....
გუშინ გავაკეთე ეგრე ბოსტნეული, ბროკოლი მე არ მიყვარს საერთოდ, მაგრამ ეს ორთქლზე მოთუშული რა გემრიელი იყოოოო.... ვიფიქრე გავსინჯავთქო და შემომეჭამა...

biggrin.gif მეც მომწონს. თავისით ჭამას რომ იწყებენ, მაშინ უყვართ მასე მომზადებული ბოსტნეულის ჭამა. ხელში კარად იჭერენ, თან რაღაცნაირად ხასხასა ფერს ინარჩუნებს და იზიდავს პატარებსაც biggrin.gif

Posted by: eleven 9 Mar 2012, 11:57
გოგოებო, პატარები, სადღაც 6-7 თვისები უკვე ძაან ჩაპუსკუნებულ-ჩასუქებულები რომ არიან რისი ბრალია?თავის ნორმალურ წონას რომ აჭარბებენ...

Posted by: tamusinka 9 Mar 2012, 12:35
eleven

თუ ძუძუზეა, დედას აქვს ძალიან ცხიმიანი და ნოყიერი რძე. თუ ხელოვნურზეა, საკვებს გააჩნია, ზოგი ფორმულა ძაან ასუქებს ბავშვს. თან გააჩნია რამდენს ჭამს smile.gif

Posted by: eleven 9 Mar 2012, 14:29
tamusinka

არ შეიძლება თავიდან აცილება ძაან გასუქების? თუ აუცილებლად იმდენი უნდა აჭამო რამდენსაც ითხოვს. თავის ნორმები არ აქვთ კვების, წონის მიხედვით?

Posted by: Brown-eyed Girl 9 Mar 2012, 14:38
eleven
წეღან იყო მაგაზე "სხვა ამბებში" საუბარი smile.gif
დედის რძე ყველაზე სასარგებლოა მაგ დროსო smile.gif და უნდა ვაკონტროლოთ ჭამაო და ჯანსაღი ცხოვრების წესით ვაცხოვროთო ითქვა biggrin.gif

Posted by: gvants 9 Mar 2012, 14:46
eleven
ზოგადად, ფორმულაზე მყოფი ბავშვები უფრო ”ფუვდებიან”. ისე, ყველა ხელოვნურ საკვებს აწერია დოზირება ასაკის მიხედვით.

Posted by: eleven 9 Mar 2012, 14:48
Brown-eyed Girl
ვიცი მაგრამ ძილი მომერია და ვერ ვუყურე biggrin.gif

gvants
მეც ფორმულაზე ვიცი და ძუძუზე არა.

Posted by: tamusinka 9 Mar 2012, 15:03
eleven

ძუძუზე ყავს ჩემ მეგობარს ბავშვი. 8 თვის 11 კილოა. ექიმმა ფაფებიც კი არ აჭამოთ, ამას კიდე ფაფა უნდაო? მხოლოდ ბოსტნეულის სუპი დაუმატეს. ანუ ამ შემთხვევაში დედის რძეა ასეთი ნოყიერი. ჩემი ფორმულაზე იყო, მაგრამ არ გასუქებულა, ზომიერად იკვებებოდა smile.gif

Posted by: eleven 9 Mar 2012, 15:55
tamusinka

QUOTE
8 თვის 11 კილოა.

biggrin.gif ლოქო biggrin.gif

ალბათ ინდივიდუალურია ყველა შემთხვევა. მაგრამ ვერ ვხვდები თუ შეიძლება გაკონტროლება რატო არ აკონტროლებენ.

Posted by: nikmaik 9 Mar 2012, 15:59
eleven
QUOTE
მაგრამ ვერ ვხვდები თუ შეიძლება გაკონტროლება რატო არ აკონტროლებენ.

ამას ვერ გააკონტროლებ. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად იმატებს, ზოგი ბევრს ჭამს და არ სუქდება და ზოგს ცოტაც ასუქებს

Posted by: tamo7779 9 Mar 2012, 20:09
eleven
როგორ არ შეიძლება. რამდენიც უნდაიმდენი აჭამე smile.gif და აი, ერთი კოვზუი დარჩა და 9ს რომ ტენიან, და რაღა დასატოვებელი იყო და ბავშვსმა ე.წ. ნორმა ხომუნდა ჩამოს და რარაც სასწაულები რომ გვჩვევია და უფროსი თაობა რომ გამხდარ ბავშვს ავადმყოფ ბავშვად აღიქვამს და თავს რომ გვავხევს - აი მსგავს მოსაზრებებს არ უნდა ავყვეთ და ეგაა smile.gif
რამდენიც უნდა იმდენი ჭამოს, არ უნდა - ნუ შეჭამს. დღეს არ შეჭამს, სამაგიეროდ ხვალ შეჭამს. არც ხვალ შეჭამს - მაშინ სხვა რამე შევურჩიოთ.
ჩვენთვითონ ვუზრდით კუჭს და მერე გვიკვირს რატომ ჭამენ ბევრს smile.gif

ეს შენ თვლი (და არა მარტო შენ) რომ წონა უნდა კონტროლდებოდეს smile.gif უმეტესობა თვლის რომ რაც უფრო ფუმფულაა ბავშვი, მით უფრო კაია smile.gif
* * *
eleven
ფაფის ორჯელ მიღებაც აფუებს
ფორმულას და რძეს კიდევ ვერ გაიგებ, ბევრს ისეტი ცხიმიანი რძე აქვს რომ.......

Posted by: eleven 9 Mar 2012, 20:42
tamo7779
ანუ დედის რძე ზოგის ცხიმიანია ზოგის არა ხო?
QUOTE
უფროსი თაობა რომ გამხდარ ბავშვს ავადმყოფ ბავშვად აღიქვამს

აუ მამაჩემია ეგრე, ჩემი დისშვილი 5 წლისაა და მაღალია და კარგ ტანზეა, არც მსუქანი არც გამხდარი, ხოდა შეჭამა ჩემი და რამე ხო არ ჭირს ესეთი გამხდარი რომ არისო biggrin.gif

QUOTE
ერთი კოვზუი დარჩა და 9ს რომ ტენიან, და რაღა დასატოვებელი იყო

ხო მარა ზოგი ბავშვი რომ პირიქითაა, ბევრს ჭამს და ვერ ძღება. მაგ შემთხვევაში რა უნდა ქნა? თან პატარაზე

Posted by: matmatuna 9 Mar 2012, 21:28
eleven

მაგ ასაკში დიეტა არ შეიძლება biggrin.gif ჯანმრთელმა ბავშვმა თავად იცის რა, როდის და რამდენი უნდა... შენც უნდა დაემორჩილო, თორემ აგიღებს და გადაგდგამს biggrin.gif

Posted by: eleven 9 Mar 2012, 22:29
matmatuna
QUOTE
თორემ აგიღებს და გადაგდგამს 

ჩამომართმევს დედობას biggrin.gif

Posted by: tamo7779 9 Mar 2012, 22:58
eleven
არა,დიეტებს ვერ ვიტან საერტოდ, ცხოვრებაში არ მიდიეტია და ბავსვსაც რა ტქმა უნდა ვერ დასვამ.... მაგრამ თუ ტანდაყოლილი დარრვევა ან რამე არაა - ბევრს ჭამს ვიტომ და ტავისით?
მე მაინც მგონია, ნუ რასაც ვხედავ, რომ თავად დედები ,,ზრუნავენ,, ტავიდან ტენიან,მერე კუჭი იზრდება და უკვე მეტს თხოულობს

ეს რას გავს იცი, ყველას გაკაჟებული ბავშვი რომ უნდა და 29 მაიკა და შალის ნაქსოვები რომ აცვია biggrin.gif ჯერ შეფუთავენ კომბოსტოსავით, შეაჩვევენ და მერე გადაჩვევა უნდათ,ახლა გაკაჟება უნდა დავიწყოთო
wink.gif

Posted by: tako44 10 Mar 2012, 00:27
მიპასუხეთ ვინმემ, ვისაც ახსოვს smile.gif
2 თვის ბავშვი ფორმულას რამდენს უნდა ჭამდეს თითო ჭამაზე? smile.gif ჩემი 120-130 ჭამს ძირითადად და პედიატრმა გაუზარდე ნელ-ნელა 150 მდეო. არადა კარგი მატება აქვს ზოგადად .

Posted by: matmatuna 10 Mar 2012, 01:17
tako44

თუკი ბავშვს მეტი არ უნდა, მაინც არ დალევს. თუ 130 გრ. უკეთებ და ბოთლს ბოლომდე სცლის, მაშინ სცადე, იქნებ მეტიც უნდა... მაგრამ თუ მშიერია, "გეტყვის" ნუ გეშინია biggrin.gif 4 საათს მაინც აკეთებს შუალედს? ან კარგად სძინავს ჭამის შემდეგ?
გამოთვლას კი აკეთებენ ბავშვის წონის მიხედვით, მაგრამ თვითონ ბავშვებმა ყოველთვის უკეთ იციან smile.gif
მოკლედ, ვეცდები გრამებში და კილოგრამებში გადავიყვანო ამათი უნციები biggrin.gif
საშუალოდ უნდა მიიღოს 150-160 გრ. ფორმულა ბავშვის წონის თითოეულ კგ-ზე.
იმედია გასაგებად დავწერე biggrin.gif

Posted by: tako44 10 Mar 2012, 14:35
matmatuna
3 საათიან შუალედს აკეთებს, აკეთებს რაა, მე ვუკეთებ მასე, ბოლომდე ჭამს იმას, რასაც ვაძლევს, ნუ ხანდახან ნაკლებას, მაგრამ ძირითადა ჭამს ანუ smile.gif ღამით 6 საათი ძინავს გადაბმულად და ჭამის გულისთვის არ ვაღვიძებ. დაისვენოს კუჭ-ნაწლავმა მეთქი. ხოდა რავი, მგონია, რომ 2 თვის ბავშვისთვის ცოტა ბევრია 150 გრ. ვნახოთ, 2 კვირაში ან 3-ში, ცოტა მეტს მივცემ უფრო. დიდი მადლობა smile.gif

Posted by: coroline 10 Mar 2012, 14:45
QUOTE (tako44 @ 10 Mar 2012, 14:35 )
matmatuna
3 საათიან შუალედს აკეთებს, აკეთებს რაა, მე ვუკეთებ მასე, ბოლომდე ჭამს იმას, რასაც ვაძლევს, ნუ ხანდახან ნაკლებას, მაგრამ ძირითადა ჭამს ანუ smile.gif ღამით 6 საათი ძინავს გადაბმულად და ჭამის გულისთვის არ ვაღვიძებ. დაისვენოს კუჭ-ნაწლავმა მეთქი. ხოდა რავი, მგონია, რომ 2 თვის ბავშვისთვის ცოტა ბევრია 150 გრ. ვნახოთ, 2 კვირაში ან 3-ში, ცოტა მეტს მივცემ უფრო. დიდი მადლობა smile.gif

ბავშვი თVითონ მიგახვედრებს, მაგ პერიოდისთვის 150 გრამს ვაჭმევდი მაგრამ 3 საათნახევრიანი შუალედით , მერე ვეღარ ძლებდა და 3 საათიან შუალედზე გადავიყვანე ბოლოს მივხვდი რო მეტი უნდდოდა და ეხლა 180 გრამს ჭამს 4 საათის შუალედით უპრობლემოდ

Posted by: trombonelady 10 Mar 2012, 14:45
tamo7779
QUOTE
ეს რას გავს იცი, ყველას გაკაჟებული ბავშვი რომ უნდა და 29 მაიკა და შალის ნაქსოვები რომ აცვიაჯერ შეფუთავენ კომბოსტოსავით, შეაჩვევენ და მერე გადაჩვევა უნდათ,ახლა გაკაჟება უნდა დავიწყოთო

მე ვარ ახლა მაგ დღეში, მე თვითონ სახლში ისე თბილად ვიცმევ გარეთ რო გავდივარ აღარ ვიცი რა დავიმატო, შესაბამისად ბავშვიც ეგრე მყავს, გაზაფხულის ბავშვია და თავიდანვე მინდოდა გამეკაჟებინა, მაგრამ ვერ დავამუღამე, მე რო ვიყინებოდი ბავშვსაც ბევრს ვაცმევდი. შემდგომში ასე აღარ მოვიქცევი..
ჭამას რაც შეეხება თავის ნებაზე ჭამს არც ვაძალებ და არც ვაკლებ, ისე კი ზომაზე მეტს ჭამს ზუსტად ვიცი. ფორმულას ჭამს 300 გრამს 10 თვისაა და თქვენი ბავშვები რამდენს ჭამდნენ ამ ასაკში მითხარით რა, ბევრი წერს რო მყარი საკვების მერე ბავშვები ფორმულას ძალიან ცოტას ჭამენო, ბოთლი აღარ მოწონთ და ა. შ.

Posted by: ninia84 10 Mar 2012, 19:30
გოგოებო, ყვავილოვანი კომბოსტოთი, სუპის გარდა, რა შეიძლება გავუკეთო? 9-თვენახევრისაა

Posted by: trombonelady 10 Mar 2012, 20:16
ninia84
QUOTE
გოგოებო, ყვავილოვანი კომბოსტოთი, სუპის გარდა, რა შეიძლება გავუკეთო? 9-თვენახევრისაა

ბორში

Posted by: natinati77 10 Mar 2012, 20:44
QUOTE
გოგოებო, ყვავილოვანი კომბოსტოთი, სუპის გარდა, რა შეიძლება გავუკეთო? 9-თვენახევრისაა

მოთუთქე და კვერცხში ამოუვლე და შეუწვი,კვერცხს ხომ აჭმევ?

Posted by: blblbl 10 Mar 2012, 20:49
natinati77
9თვის ბავშვისთვის შემწვარი არ სეიზლება როგორც მე ვიცი

Posted by: natinati77 10 Mar 2012, 20:53
საოცარია ექიმა მირჩია,ძალიან არასოდეს ვუბრაწავ.9 თვის და 1 კვირის იყო რომ დავიწყეთ

Posted by: matmatuna 10 Mar 2012, 20:54
შემწვარი კიდევ არაუშავს biggrin.gif ცილა უფრო საშიშია, თუ აქამდე კვერცხი არ მიუცია, მხოლოდ გული მისცეს.

Posted by: ninia84 11 Mar 2012, 11:32
trombonelady
natinati77
მადლობა

Posted by: Nanuka444 11 Mar 2012, 11:47
ninia84
QUOTE
გოგოებო, ყვავილოვანი კომბოსტოთი, სუპის გარდა, რა შეიძლება გავუკეთო? 9-თვენახევრისაა

პიურე smile.gif ჩვენი უსაყვარლესი საჭმელი smile.gif
ანუ ვხარშავთ კარტოფილს და ყვავილოვანს, ვჭყლეტთ და შემდეგ შეგიძლია რამოდენაირად გაუკეთო:
1. ჩაამატო რძე და/ან კარაქი და გამოვა რძიანი პიურე.
2. ჩაამატო გახეხილი ყველი და გამოვა ყველიანი პიურე (აქ მარილი გააკონტროლე, თუ პიურეს გაუკეთებ და მარილიან ყველს დაუმატებ, მლაშე გამოვა).
3. მოუშუშო ხახვი ზეითუნის ზეთში და ეგ დაამატო, მაგრამ შენი ჯერ პატარაა მოთუშულისთვის (ჩემი აზრით), ამიტომ ეგ ცოტა მოგვიანებით გააკეთე.

Posted by: waiter 11 Mar 2012, 11:51
Nanuka444
QUOTE
3. მოუშუშო ხახვი ზეითუნის ზეთში და ეგ დაამატო, მაგრამ შენი ჯერ პატარაა მოთუშულისთვის (ჩემი აზრით), ამიტომ ეგ ცოტა მოგვიანებით გააკეთე

უი ეგ ჯერ არ გვიცდია, მგონი ჩემსასაც მოეწონება მასე პიურე...

Posted by: tamuska27 11 Mar 2012, 13:11
ესე იგი, ჩვენ რას ვჭამთ და თუ ვინმე გვირჩევს კიდევ რამეს.

ფაფა (ბრინჯის და სიმინდის), "ხლებცი ფორმულით", ხაჭო, მაწონი,
ვაშლი-მსხალი.მანგო,გოგრა,
ქათმის და ძროხის ხორცი,
კარტოფილი,სტაფილო,ძირტკბილა,ტკბილი კარტოფილი.
ხახვი,ნიორი,ქინძი.

10-12 დღეში ხდება 7 თვის.

Posted by: xatika 11 Mar 2012, 13:24
გოგოებო ჩემი შვილი ალერგიულია, კვერცხს ვერ ვაჭმევ, პედიეტრმა მწყერის კვერცხი მიეციო . მშვენივრედ აიტანა, თან უფრო მარგებელი ყოფილა(იქნებ ვინმეს გამოადგეს ჩემი რჩევა )

Posted by: ninia84 11 Mar 2012, 13:26
Nanuka444
ყველს ვუხეხავ ხოლმე ზოგჯერ და მოსწონს, ისე, ყვავილოვანიც რომ ჩავურიო ცოტა, მემგონი ცუდი არ უნდა გამოვიდეს

Posted by: uma_thurman 11 Mar 2012, 14:15
თევზი ვაჭამე გაგას, კინაღამ კოვზიც მიაყოლა ისე მოეწონა biggrin.gif ამ დღეებში საქონლის ენა უნდა გავასინჯო smile.gif

Posted by: Nanuka444 11 Mar 2012, 15:32
waiter
QUOTE
3. მოუშუშო ხახვი ზეითუნის ზეთში და ეგ დაამატო, მაგრამ შენი ჯერ პატარაა მოთუშულისთვის (ჩემი აზრით), ამიტომ ეგ ცოტა მოგვიანებით გააკეთე


უი ეგ ჯერ არ გვიცდია, მგონი ჩემსასაც მოეწონება მასე პიურე...

უფრო მეტსაც გეტყვი, შეგიძლია პომიდორის წვენიც დაუმატო biggrin.gif
ანუ, ვასხამ ზეთს ტაფაში, ვთუშავ ხახვს და მერე ვასხამ 1-2 კოვზ ტომატს, ოღონდ არა ნაყიდს, არამედ სახლში გაკეთებულს, სანელებლების გარეშე. უბრალოდ გადადუღებული პომიდორი გვაქვს შენახული და მაგას ვიყენებ.



ninia84
QUOTE
ისე, ყვავილოვანიც რომ ჩავურიო ცოტა, მემგონი ცუდი არ უნდა გამოვიდეს

იცი რა გემრიელი გამოდის? ნუ, გემოვნებაზე არ დაობენ, ცხადია, მაგრამ ძალიან კარგ სუნს და გემოს აძლევს ყვავილოვანი კომბოსტო, მეც სიამოვნებით ვჭამ ასეთ პიურეს, მაგრამ ტასოს ჯერ არ დაუტოვებია ჯამში ასეთი პიურე, ყოველთვის ბოლომდე ჭამს 300 გრამზე მეტს.





მწყრის კვერცხს მეც ვუწევ რეკომენდაციას, თავიდან ქათმის კვერცხი მივეცი ტასოს და დააყარა, მერე გადავედით მწყრის კვერცხზე, მშვენივრად მიირთმევდა 1 წლამდე, ეხლა უკვე დავუბრუნდით ქათმის კვერცხს, უკვე შემწვარსაც ჭამს და არანაირი რეაქცია.

Posted by: nikmaik 11 Mar 2012, 15:36
QUOTE
მწყრის კვერცხს

სად ყიდულობთ?

Posted by: blblbl 11 Mar 2012, 15:53
nikmaik
ნიკორაში იყიდება

Posted by: ninia84 11 Mar 2012, 16:11
Nanuka444
მადლობა. პიურეს და ბოსტნეულის სუპს მიირთმევს და ცოტა მინდა მენიუ გავუმრავალფეროვნო

Posted by: matmatuna 11 Mar 2012, 17:40
tamuska27
შენ უცხოეთში ხარ ხომ?

მწვანე ლობიო
მწვანე ბარდა
zucchini
ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი
ავოკადო
შავი ქლიავი
1 თვეში უკვე ჟოლო და მოცვიც შეგიძლია აჭამო, ძალიან კარგია. lentils (წითელი) და ისპანახი კიდევ yes.gif

მეტს ვერ ვიხსენებ biggrin.gif

Posted by: trombonelady 11 Mar 2012, 18:17
blblbl
QUOTE
ნიკორაში იყიდება

ვადას დააკვირდით, ერთხელ ვიყიდე და გამოშვების ვადა არ იყო მითითებული და დავაბრუნე.
matmatuna
QUOTE
ისპანახი კიდევ

ისპანახს როგორ აკეთებთ და საერთოდ ბოსტნეულია თუ მწვანილი? ანუ ფოთლებია თუ არ ვცდები ხო?

Posted by: matmatuna 11 Mar 2012, 18:33
trombonelady
QUOTE
ისპანახს როგორ აკეთებთ და საერთოდ ბოსტნეულია თუ მწვანილი? ანუ ფოთლებია თუ არ ვცდები ხო?

8 თვიდან მივეცი, ორთქლზე ვუმზადებდი სხვა ბოსტნეულის მსგავსად და ვაბლენდერებდი. ხშირად baby spinach ვყიდულობ, უფრო ქორფაა და მალეც მზადდება.
რკინას შეიცავს დიდი რაოდენობით და ბავშვისთვის ღვიძლის მიცემას ნადვილად ჯობია ისპანახი აჭამოთ yes.gif

Posted by: tamuska27 11 Mar 2012, 18:35
matmatuna
გმადლობ.
ბროკილი და ყვავილოვანს თითქმის ყოველდღე ვაძლევ, დამავიწყდა დამეწერა.
მწვანე ლობიო-უნდა გავარჩიო თუ ეგრევე მთელი დავსტიმო?
დღეს ისპანახის 2 ფოთოლი შევურიე სადილში.
და ლენტილი როგორ მოვამზადო???


* * *
და ჭარხალი თუ შეიძლება 6თვე ნახევრის ბავშვისთვის???/

Posted by: matmatuna 11 Mar 2012, 19:00
tamuska27
ჭარხალი 8 თვიდანო და მეც მასე მივეცი. მწვანე ლობიოს ვყიდულობ ახალს ან გაყინულს. საქართველოში როგორიცაა აქ ეგეთი არ არის და ამიტომ გარჩევა და "ძაფების" გამოღება არ სჭირდება, უფრო წვრილებია. თავსა და ბოლოს ვაჭრი, ვრეცხავ და ისე ვამზადებ,ძაან მარტივია smile.gif ლენტილი მონახე წითელი ფერის, არის მოყავისფროებიც, რომელიც მოზრდილისთვის ძალიან კარგია, მაგრამ პატარასთვის რთული გადასამუშავებელია, ჩვეულებრივი ლობიოს "პონტშია" რა, პროტეინია და ბოსტნეულთან ერთად შეგიძლია მისცე ხორცის ნაცვლადაც yes.gif წითელი ჩვეულებრივად შვრიასავით მალე იხარშება, მდუღარეში ჩაყრი და ნელ ცეცხლზე მოხარშავ,რომ გასინჯავ მიხვდები, რბილი უნდა იყოს და ადვილად იჭყლიტებოდეს. ისპანახს რაც შეეხება, ამერიკაში ეს მცენარე "dirty dozen" სიაშია, ბევრს წამლავენ და ამიტომ ჯობია ორგანული იყიდო თუ მანდაც ასეა (და სავარაუდოდ ასეა, იმიტომ რომ თვითონ მცენარე მოითხოვს შეწამვლას)

Posted by: arazam 11 Mar 2012, 19:02
tamuska27
ხორბალი,გერკულესი,მანი ესენიც შეგიძლია ნელ ნელა დაუმატო

Posted by: trombonelady 11 Mar 2012, 19:44
matmatuna
მადლობა. უნდა მოვსინჯო.

Posted by: tamuska27 11 Mar 2012, 21:45
matmatuna
ხოო, აქაც სახვადასხვაგვარის მწვანე ლობიოებია,ზოგი ცოტა გრძელი და ბრტყელი ზოგი უფრო პატარა და ბუთქუნა. ჩვენ არ გვიყვარს მვანე ლობიო და არასოდეს მიყიდია, არც ლენტილი გამიკეტებია...
კაცასთვის ყველაფერს ორგანულს ვყიდულობ...

Posted by: aseaisea 11 Mar 2012, 21:52
შვიდი თვის ღორმუცელას მწვანე სალათის ფურცლები შეიძლება ხო მივცე? ვთქვათ ქათამი, სალათრის ფურცლები, სტაფილო. რას იტყვით?

Posted by: Nila 11 Mar 2012, 22:12
aseaisea
QUOTE
შვიდი თვის ღორმუცელას მწვანე სალათის ფურცლები შეიძლება ხო მივცე? ვთქვათ ქათამი

ჩემი 9.5 თვისაა და ჯერ ქათამი არ მიმიცია user.gif
ამის საყვარელი საჭმელია avocado და zucchini .
ხილიდან მხოლოდ ბანანი , ანანასი და ვაშლი უყვარს.
იმიტომაა ასეთი გამხდარი cry.gif

Posted by: tamuska27 11 Mar 2012, 22:14
aseaisea
მოთუშულს აძლევ თუ უმად?

Posted by: Nila 11 Mar 2012, 22:17
tamuska27
QUOTE
კაცასთვის ყველაფერს ორგანულს ვყიდულობ...

მეც , ბავშვისთვის მხოლოდ ორგანულს ვყიდულობ , (მიუხედავად იმისა რომ გულის სიღრმეში მაინც ეჭვი მეპარება
რომ ამერიკაში რაიმე შეიძლება ვნახო ორგანული givi.gif )

Posted by: tamuska27 11 Mar 2012, 22:19
Nila
QUOTE
ჩემი 9.5 თვისაა და ჯერ ქათამი არ მიმიცია 
ამის საყვარელი საჭმელია avocado და zucchini .
ხილიდან მხოლოდ ბანანი , ანანასი და ვაშლი უყვარს.
იმიტომაა ასეთი გამხდარი 


ვეგეტარიანელები ხართ?
ჩემი ვაშლს არ ჭამს, ცოტა მომჟავოა ეს ორგანული ვაშლი და ამიტომ არ ჭამს, ჰიპპის ვაშლის და მსხალის მზა პიურეს ვყიდულობ,ამას მშვენივრად მიირთმევს.
ავოკადო და zucchini ჯერ არ მიმიცია.
როგორ უმზადებ?

* * *
ადრე ჩემი ქმარიც ამბობდა, ყველა ერთია ტყუილად იხდი ზედმეტსო. ეხლა კი ხმას აღარ იღებს smile.gif
QUOTE
ეჭვი მეპარება

რატო? რაც ამერიკას ტერიტორია აქვს, მერე კიდევ მოსავლიანი south მეზობლები....

Posted by: Nila 12 Mar 2012, 01:36
tamuska27
QUOTE
ვეგეტარიანელები ხართ?

არააა,...
უბრალოდ, ამის პედიატრმა მირჩია Table Food მხოლოდ 9 თვიდან მიმეცა. ახლახანს გახდა 9 თვის და ალბათ, მალე ქათმის ხორცსაც გავასინჯებ.

QUOTE
ცოტა მომჟავოა ეს ორგანული ვაშლი

მართლა?. აქ კი, ზედმეტად ტკბილია __, მსხალივითაა, მე არ მომწონს.


QUOTE
ავოკადო და zucchini ჯერ არ მიმიცია.
როგორ უმზადებ?

ავოკადოს უბრალოდ, კანგაცლილს კოვზით ვჭყლეტ, , 1 კოვზ ანადუღარ გაგრილებულ წყალს ვასხავ რომ გათხელდეს,
იმიტომ რომ ჩემსას სქელი კონსისტენციის საჭმელი არ უყვარს და რამდენიმე წვეთ ზეითუნის ზეთს ვასხავ . გიჟდება ისე უყვარს baby.gif
ყოველდღე 2 ცალს მიირთმევს..

კანგაცლილ zucchini -ს კარაქში ვთუშავ (თუ როგორ ქვია...) მერე წყალს ვასხამ ... რომ მოიხარშება კოვზით ვჭყლეტ და მზადაა.

QUOTE
ადრე ჩემი ქმარიც ამბობდა, ყველა ერთია ტყუილად იხდი ზედმეტსო.

მე დამემართა მასე. გუშინ ჩემმა მეუღლემ ჩვეულებრივი (ანუ არა ორგანული) სუპერმარკეტიდან სპეციალურად მომიტანა მაწონი შესადარებლად.
ესეიგი: ბრენდითაც, ფერითაც და წონითაც აბსოლუტურად იდენტურია იმ მაწვნისა, რომელიც წინა დღეს საგანგებოდ ლიმასთვის ვიყიდე ორგანულ სუპერმარკეტში cry.gif და რაშიც სამმაგი ფასი გადავიხადე vik.gif

Posted by: matmatuna 12 Mar 2012, 01:58
Nila

QUOTE
უბრალოდ, ამის პედიატრმა მირჩია  Table Food მხოლოდ 9 თვიდან მიმეცა

რა შუაშია? biggrin.gif table food ისედაც გაუჭირდება ბავშვს 9 თვემდე ჭამა... შენც ადექი და ბეიბი ფუდ მიეცი, დაბლენდერებული smile.gif

QUOTE
გუშინ ჩემმა მეუღლემ ჩვეულებრივი (ანუ არა ორგანული) სუპერმარკეტიდან სპეციალურად მომიტანა მაწონი შესადარებლად.
ესეიგი: ბრენდითაც, ფერითაც და წონითაც აბსოლუტურად იდენტურია იმ მაწვნისა, რომელიც წინა დღეს საგანგებოდ ლიმასთვის ვიყიდე ორგანულ სუპერმარკეტში cry.gif და რაშიც სამმაგი ფასი გადავიხადე vik.gif

სხვა მაღაზიაში იგივე ორგანული მაწონი იაფი ღირდა თუ არაორგანული მოგიტანა შესადარებლად?

Posted by: Nila 12 Mar 2012, 19:03
matmatuna
QUOTE
რა შუაშია?

რა ვერ გაიგე ადამიანო?. biggrin.gif 9 თვემდე ქათამი არ მიმიცია , როგორც კერძი, თორემ baby food-ს ისედაც ვაძლევდი, მაგალითად sweet potato &chicken dinner
ამას მიირთმევდა, მაგრამ მაგას მე ქათმად არ ვთვლი biggrin.gif
საჭმლის დაბლენდერებას კი ვერიდები, მერე სულ მასე არ მომთხოვოს, ამიტომ ვცდილობ მხოლოდ დაჭყლეტილი საკვები მივცე user.gif
QUOTE
სხვა მაღაზიაში იგივე ორგანული მაწონი იაფი ღირდა


yes.gif

Posted by: matmatuna 12 Mar 2012, 19:17
Nila
QUOTE
რა ვერ გაიგე ადამიანო?

თეიბლ ფუდ რა შუაშია ქათამის ხორცთან yes.gif

Posted by: tamuska27 13 Mar 2012, 14:54
QUOTE
საჭმლის დაბლენდერებას კი ვერიდები, მერე სულ მასე არ მომთხოვოს, ამიტომ ვცდილობ მხოლოდ დაჭყლეტილი საკვები მივცე

ეს ბევრისგან გამიგია.
მე კი სულ ვუბლენდერებ sad.gif
ხაჭოს კი კარგად ღეჭავს

Posted by: trombonelady 13 Mar 2012, 17:24
ძალიან გთხოვთ გამარკვიეთ ამ საკითხში! თუ კი ბავშვს იმ რაოდენობით კბილები არ აქვს, რომ კარგად დააქუცმაცოს დაჭყეტილი საჭმელი და აპროტესტებს, დაბლენდერებულს კი გადასარევად მიირთმევს (ბოსტნეულის პიურეს ვგულისხმობ) გერკულესის პატარა ფანტელების ფაფას დაუბლენდერებელს ჭამს, ბანანს, პეჩენიას თავის ხელით ჭამს. რა ვქნა ახლა ძაან კატასტროფაა რო ვუბლენდერებ?

Posted by: matmatuna 13 Mar 2012, 18:09
trombonelady
QUOTE
ძაან კატასტროფაა რო ვუბლენდერებ?

არა biggrin.gif ასეც უნდა. როგორც შეუძლია ისე ჭამს, ეტაპები ყველა ბავშვს სხვადასხვა აქვს. როცა იქნება მზად, თავად გაგრძნობინებს ბავშვი.

Posted by: Blur 13 Mar 2012, 18:20
trombonelady
QUOTE
ძაან კატასტროფაა რო ვუბლენდერებ?

ძალიან კატასტროფა არაა biggrin.gif ნელ-ნელა შეაპარე ნაკლებ დაბლენდერებული. დაბლენდერებულსაც ხო აქვს თავისი კონდიცია. არის ძალიან ერთგვაროვანი, ნაკლებად ერთგვაროვანი. მერე გადახვალ გატარებულზე და ბოლოს ისედაც დაღეჭავს biggrin.gif
ხორცსაც თუ აჭმევ უკვე ორჯერ გატარებული ცადე აბა, ძალიან წვრილია და შეიძლება არ გააპროტესტოს, მაგას რომ მიეჩვევა ერთხელ გატარებულზე გადახვალთ, მერე ხელითაც დაუძიძიგნი უკვე.

Posted by: trombonelady 13 Mar 2012, 18:43
matmatuna
Blur
მეც მაგ აზრზე ვარ რო მაგის დროც მოვა.
QUOTE
ნელ-ნელა შეაპარე ნაკლებ დაბლენდერებული. დაბლენდერებულსაც ხო აქვს თავისი კონდიცია.

ხო 5-10 წამში ვთიშავ და ცოტა უხეში მასა გამოდის და კარგად ჭამს. ხორცის გასატარებელ მანქანას თუ გულისხმობ წარმოდგენაც არ მინდა მაგ პროცესის, ხელით გაატარე ორჯერ, მერე დაშალე ეს მანქანა და ნაწილებად გარეცხე vis.gif
* * *
ხაჭოს როგორ აკეთებთ? კალცით რო იჭრება რძე აფთიაქში როგორ ვიკითხო ?

Posted by: matmatuna 13 Mar 2012, 18:46
trombonelady
QUOTE
ხორცის გასატარებელ მანქანას თუ გულისხმობ წარმოდგენაც არ მინდა მაგ პროცესის


გადასარევია ბლენდერი მაგისთვის, ხორცს ცოტა ბულიონს დაამატებ და ვუალააა... მზადაა biggrin.gif

Posted by: tikusha 13 Mar 2012, 19:31
Nanuka444
პამიდორი რა ხნის ბავშვს აჭამე?Nanuka444
QUOTE
იცი რა გემრიელი გამოდის? ნუ, გემოვნებაზე არ დაობენ, ცხადია, მაგრამ ძალიან კარგ სუნს და გემოს აძლევს ყვავილოვანი კომბოსტო, მეც სიამოვნებით ვჭამ ასეთ პიურეს

ვერ გავიგე, კარტოფილში ყველი და ყვავილოვანი კომბოსტო?? და პლიუს პამიდორი?
* * *
კვერცხს ცალკე აჭმევთ ბავშვებს თუ ბოოსტნეულის პიურეში?

Posted by: Nila 13 Mar 2012, 20:41
matmatuna
QUOTE
თეიბლ ფუდ რა შუაშია ქათამის ხორცთან


სერიოზულად მეკითხები?. biggrin.gif
...........................................................
OK, იმ შუაშია რომ ქათამს როცა იგივენაირად მომზადებულს მივცემ ჩემს შვილს, როგორც მთელი ოჯახი მივირთმევთ,
მაგ შემთხვევაში ქათმის ხორცი , მისთვის იქნება Table Food .
და რასაც აქამდე ვაძლევდი , მაგალითად sweet potatoes & chicken dinner, Chicken & brown rice და ა.შ. __ კი, ესენიც შეიცავს ქათმის ხორცს (იდეაში givi.gif )
მაგრამ მაინც არის baby food იმიტომ რომ ბავშვს ქათმის ხორცი კბილებში არ გაეჩხირება givi.gif

* * *
trombonelady
QUOTE
რა ვქნა ახლა ძაან კატასტროფაა რო ვუბლენდერებ?

არა, რატომ ? თუ მასე მოსწონს მხოლოდ, დაუბლენდერე smile.gif
ისე, მე არასდროს არაფერს ვუბლენდერებ ლიმას. შეიძლება ეს უფრო კატასტროფაა smile.gif

Posted by: matmatuna 13 Mar 2012, 21:20
Nila
ოკ, ვიცი რაც არის თეიბლ ფუდ biggrin.gif ქათამს არ ვაძლევ, იმიტომ რომ არ ვაძლევ ჯერ თეიბლ ფუდსო... იმიტომ გკითხე, რა შუაშია-თქო, თუ ხორცის მიცემა გინდა მიეცი როგორც პიურე/ბეიბი ფუდ-მეთქი biggrin.gif შენ როგორც დაწერე, ვიფიქრე საერთოდ არ აძლევს ამ მიზეზით-თქო, გაიგე ახლა? ე.ი. მზა საჭმელს აძლევ biggrin.gif
აქვს უკვე კბილები ან იცის ღეჭვა?

Posted by: Nila 13 Mar 2012, 21:32
matmatuna
QUOTE
ე.ი. მზა საჭმელს აძლევ

კი biggrin.gif
QUOTE
აქვს უკვე კბილები ან იცის ღეჭვა?

4 კბილი აქვს მაგრამ ღეჭვა ეზარება givi.gif
ვერ იტანს რაღაც მოზრდილი ნაწილი თუ შეხვდა საჭმელში , მაგრამ მაინც არ ვუბლენდერებ არაფერს (ბოროტი დედა biggrin.gif )

Posted by: tamuska27 13 Mar 2012, 22:13
trombonelady
QUOTE
კატასტროფაა რო ვუბლენდერებ?


კატასტროფა ისაა საშუალება რომ აქვთ და ბავშვს რომ ვერ უვლიან სათანადოდ, ჭუჭყიან-ზუნზლიან-ცინგლიანი და მშიერი ბავშვები რომ დაჰყავთ.
იყოს სასარგებლო საკვები და ბავშვი იყოს Happy და სულ არ დავეძებ დაბლენდერებული, დაჭყლეტილი, აზელილი, გატარებული თუ როგორი მდგომარეობის საკვები იქნება.

Posted by: trombonelady 13 Mar 2012, 22:33
გოგოებო მითხარით რა ფარმაკოლოგიურ ენაზე სწორად როგორ ქვია ხაჭოს ამჭრელ კალცს?

Posted by: Nanuka444 14 Mar 2012, 00:06
tikusha
QUOTE
პამიდორი რა ხნის ბავშვს აჭამე?

10 თვისას სუპში ვუკეთებდი.
ხოლო სახლში გაკეთებულ პამიდორის წვენს - 1 წლიდან ვაჭმევ, ოღონდ საჭმელში ვუკეთებ და თან ცოტას.


QUOTE
ვერ გავიგე, კარტოფილში ყველი და ყვავილოვანი კომბოსტო?? და პლიუს პამიდორი?

არა, რას ამბობ.
კარტოფილი და ყვავილოვანი მოხარშე მეთქი და მერე დაუმატე:
ან ყველი
ან პამიდორის წვენში (ტომატში) მოთუშული ხახვი.


ან ერთი უნდა გაუკეთო, ან მეორე.
ტომატით გაკეთბული პიურე 1 წლიდან დავიწყეთ, ყველიანს კი 7 თვიდან ჭამს.

Posted by: merkantil 14 Mar 2012, 05:03
trombonelady
QUOTE
ძალიან გთხოვთ გამარკვიეთ ამ საკითხში! თუ კი ბავშვს იმ რაოდენობით კბილები არ აქვს, რომ კარგად დააქუცმაცოს დაჭყეტილი საჭმელი და აპროტესტებს, დაბლენდერებულს კი გადასარევად მიირთმევს (ბოსტნეულის პიურეს ვგულისხმობ) გერკულესის პატარა ფანტელების ფაფას დაუბლენდერებელს ჭამს, ბანანს, პეჩენიას თავის ხელით ჭამს. რა ვქნა ახლა ძაან კატასტროფაა რო ვუბლენდერებ?


მართლა გგონიათ, რომ სტუდენტი როცა გახდება, მაშინაც დაბლენდერებულ სუპებს მოხვრიპავს საწრუპით? biggrin.gif მე ვუბლენდერებდი ხორციან სუპებს თითქმის 2 წლამდე, იმიტომ რომ ვერ ყლაპავდა და გულს ირევდა. არ მეჭმია საერთოდ ხორცი? ეხლა 2,5 წლის არის და მიიერთმევს ყველაფერს ჩვეულებრივად.

ნუ ნერვიუობ! მთავარია სრულყოფილად კვებავ და როდისმე აუცილებლად გადაეჩვევა და თქვენთან ერთად მოილხენს სუფრაზე gigi.gif

Posted by: Blur 14 Mar 2012, 10:02
trombonelady
QUOTE
ხორცის გასატარებელ მანქანას თუ გულისხმობ წარმოდგენაც არ მინდა მაგ პროცესის, ხელით გაატარე ორჯერ, მერე დაშალე ეს მანქანა და ნაწილებად გარეცხე 

ძალიან დამღლელია ვიცი, მაგრამ ადვილად აჩვევს ბავშვს არაფაფისებური კონსისტენციის საკვებს.

merkantil
QUOTE
მე ვუბლენდერებდი ხორციან სუპებს თითქმის 2 წლამდე, იმიტომ რომ ვერ ყლაპავდა და გულს ირევდა. არ მეჭმია საერთოდ ხორცი?

იმას არავინ ამბობს რომ დაბლენდერებულს შეჭამს მთელი ცხოვრება, მაგრამ 2 წლის ბავშვი ხორცს რომ ვერ დაღეჭავს მგონი ნორმალური არ უნდა იყოს. როცა არ ჭამს სხვანაირად და სხვა გამოსავალი არ არის რომ ხორცი მიიღოს რას იზამ, მაგრამ როცა შეიძლება თავიდანვე მიეჩვიოს ბავშვი რომ ყველაფერს ფაფის კონსისტენცია არ აქვს რატომაც არა?
მასე ჩემი დაქალის ბავშვი 3 წლამდე ოდნავ პატარა რაღაც რო მოხვდებოდა გულს ირევდა, იმიტო რო არ იცოდა რო ფაფის გარდა სხვა სახის საჭმელიც არსებობს.

Posted by: merkantil 14 Mar 2012, 14:06
Blur
QUOTE
მაგრამ 2 წლის ბავშვი ხორცს რომ ვერ დაღეჭავს მგონი ნორმალური არ უნდა იყოს.


ძალიან ნორმალური და ჭკვიანი ბავშვი მყავს wink.gif ყველაფერს ძალიან კარგად ღეჭავდა, მათ შორის გატარებულ ხორცსაც, მაგრამ მოხარშული ხორცი არის მშრალი და ბავშვი რომ ერთი საათი ღეჭავს და მერე გული ერევა, ის არ მიმაჩნია ნორმალურად, რომ აწვალო. ყველა ბავშვი ერთნაირი არ არის. ჩემი დაქალის ბავშვი ერთი წლის იყო, ნახევარ ქათამს რომ ბრდღვნიდა.

QUOTE
მაგრამ როცა შეიძლება თავიდანვე მიეჩვიოს ბავშვი რომ ყველაფერს ფაფის კონსისტენცია არ აქვს რატომაც არა?


მე მქონდა ლაპარაკი მხოლოდ ხორცზე, რომელიც არის მშრალი და არ არის ადვილი გადაყლაპვა. რაც შეეხება თავიდანვე მიჩვევას, როდიდან? თვეების ბავშვს უნდა დაუბლენდერო, იმიტომ რომ ასე უფრო უკეთესია ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. 6 თვის ბავშვს რომ მისცე დაჭყლეტილი, არაა მაინცდამაინც სახარბიელო.

Posted by: Blur 14 Mar 2012, 15:19
merkantil
QUOTE
ძალიან ნორმალური და ჭკვიანი ბავშვი მყავს 

არსად დამიწერია ვინც ხორცს ვერ ღეჭავს უჭკუოათქო.
QUOTE
ბავშვი რომ ერთი საათი ღეჭავს და მერე გული ერევა, ის არ მიმაჩნია ნორმალურად

ამაზე კიდევ მიწერია თუ სხვა გამოსავალი არ არის რას იზამთქო, მაგრამ როცა ბავშვი მოგყვება გატარებულსაც მშვენივრად ჭამს იმიტომ რომ გატარება გეზარება დაბლენდერებული უნდა აჭამო?

QUOTE
თავიდანვე მიჩვევას, როდიდან? თვეების ბავშვს უნდა დაუბლენდერო, იმიტომ რომ ასე უფრო უკეთესია ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის

7-8 თვიდან რომ მიეჩვიოს ამაშI პრობლემურს ვერაფერს ვხედავ, კიდევ ერთხელ ვამბობ თუ არ აპროტესტებს ბავშვი და გულს არ ირევს.

Posted by: nikmaik 14 Mar 2012, 15:24
ე.ი თავიდან ვუბლენდერებდი
მერე ვუჩოპერებდი, წვრილად კუწავდა და არ დღვიბავდა.
მერე უკვე ადვილად მიეჩვია დაჭყლეტილს

Posted by: ingiloo 14 Mar 2012, 18:21
პედიატრმა დაგვინიშნა ჰუმანას ფაფა, მე-5 თვეშია პატარა. ხო ბევრნაირი ფაფებია რომელი ფაფა ჯობია რომ მივცე? smile.gif

Posted by: Nila 14 Mar 2012, 18:29
გოგოებო, ნუ დავობთ დაბლენდერებაზე__ ვისაც უნდა დაუბლენდერებს, ვისაც არა და ჩემსავით დაჭყლეტილ საკვებს მისცემს,
არცერთია ტრაგედია და არც მეორე.
მთავარია ბავშვები იყვნენ მადაზე bis.gif givi.gif

Posted by: tamuska27 14 Mar 2012, 18:41
ingiloo
მე მანდ არ ვიცი რა იყიდება და ისე კი რამდენადაც ვიცი ასაკის შესაფერი უნდა მისცე ანუ მეხუთე თვეში თუა 4თვიდან რომალიცაა ის. და არა ის რომელიც 6 თვის და + ასაკის ბავშვებისთვისაა.
ჩემი 7 ის ხდება და ისევ 4თვე+ ფაფას ვაძლევ.
ხილით და ა.შ. დანამატებითაც ჯერ არ მისცე.
* * *
Nila
QUOTE
მთავარია ბავშვები იყვნენ მადაზე

მე თქვენი ავოკადოს ამბავი მაოცებს.
2 ცალს მე ვერ ვჭამ ისეთი მსუყეა და ეგ ლამაზთვალება და "პრიჩოიანი" გოგო როგორ ახერხებს biggrin.gif

Posted by: ingiloo 14 Mar 2012, 18:50
tamuska27
2kiss.gif
მადლობა

ანუ ის მაინტერესებდა 4 თვიდან რომაა ერთი სახეობისაა ეგ თუ არის სხვადასხვა მეთქი. როგორც მივხვდი მარტო 1 სახის ფაფა ყოფილა smile.gif

Posted by: Nila 14 Mar 2012, 19:31
tamuska27
QUOTE
Nila

QUOTE
მე თქვენი ავოკადოს ამბავი მაოცებს.

QUOTE
2 ცალს მე ვერ ვჭამ ისეთი მსუყეა და ეგ ლამაზთვალება და "პრიჩოიანი" გოგო როგორ ახერხებს 

მეც მიკვირს..
მე ლიმონი თუ არ მოვაწუწე და ბლომად პილპილი და მარილი არ დავაყარე, ისე ვერ შევჭამ, ძალიან მძიმეა ჩემთვის
და ეს კიდევ ეგრევე ჭამს აჭყლეტილს user.gif
ოღონდ ერთ ჯერზე კი არ ჭამს 2-ივეს givi.gif

P.S . შემთხვევით, შენც ამერიკაში ხომ არ ხარ?. smile.gif

Posted by: tamuska27 14 Mar 2012, 20:31
Nila
QUOTE
შემთხვევით, შენც ამერიკაში ხომ არ ხარ?. 


ჩვენ UK ში ვართ

Posted by: Nila 14 Mar 2012, 22:10
tamuska27
QUOTE
ჩვენ UK ში ვართ

კარგია.. მხოლოდ ლონდონის აეროპორტში ვარ ნამყოფი , საშინლად წვიმდა... სამწუხაროდ ლონდონის დათვალიერება ვერ მოვახერხე მაშIნ.

Posted by: matmatuna 15 Mar 2012, 05:48
Nila
QUOTE
მე თქვენი ავოკადოს ამბავი მაოცებს.

მეც user.gif
კი არ გამიბრაზდე, მაგრამ ერთი ცალი არის დიდი ადამიანის ნორმა... თან ავოკადოს ისედაც კარაქს ეძახიან და ზეთის დამატება ზედმეტი არ არის? fingal.gif

Posted by: Nila 15 Mar 2012, 22:33
matmatuna
პატარა ზომის ავოკადოებია რასაც ორგანულ მაღაზიაში ვყიდულობ.
QUOTE
ზეთის დამატება ზედმეტი არ არის?

ერთი-ორჯერ დამავიწყდა ზეთის დასხმა და რადგან მის გარეშეც მშვენივრად მიირთვა, ახლა აღარ ვასხამ smile.gif

Posted by: mariamiani 15 Mar 2012, 23:32
trombonelady
ჩემ გამოცდილებაზე მოგახსენებ, 11 თვემდე არ ქონდა კბილი ამოსული, ძან ვნერვიულობდი, ვერ რეჭავდა, ხელშიც არ იკავებდა არაფერს, ცდებოდა, სულ არებიებდა, მოკლედ ნერვები დაწყვეტაზე მქონდა.... 4 ჭამიდან 1 აღებიებდა ხოლმე,... მაგრამ სადღაც 10 თვიდან თუ ცოტათი უფრო ადრე დავიწტე ძან ძან დაჭყლეტილზე გადასვლა, ხორც ვუბლენდერებდი მაინც, ვერ ჭამდა, ვერ ყლაპავდა.... კი აღებიებდა ლამის 2 საათი ვჭამდით, ამრგამ არ შევეშვი,... ხოც იცი როგორ უკეთებდი ემრე? კარგად მოვხარშავდი და ძან ძან წვრილად ვუჭრიდი, პრინციპში ახალც ასე უშვები, კუბიკებად, და დაჭყლეტილ ბოსტნეულთან ერთად ვურევდი... ოღონდ ხორცი თუ დიდი რაოდენობით იყო ვერ ღეჭავდა სანამ კბილები არ ამოუვიდა)

მე ბევრნაირად ვცადე, და რამაც გაამართლა ის გამოვიყენე ბოლომდე, დაუბლენდერე და ცოტა დაჭყლეტილი შეურიე, რო მიეჩვიოს... ან ყვავილოვან კომბოსტოს არ ჭმევ? მასთან ერთად რო დაჭყლიტო კარტოშკა შედარებით სხვა ტიპის მასა გამოდის, დაბლენდერებულივითაა, და ისე ცადე... დრო უდნა რა, 1-2 ჭამაში ევრ მიეჩვევა, არ უდანდ დანებდე,,,,


და კალცს ა შეეხება , კალცი ქლორიტი 10 %.



პ.ს. სამხარს რო ეძახიან ეგ კვება ვერ მოუწესრიგე რა.... მაწონს არ ჭამს, აძაგძაგებს რო ვაჭმევ, და ისევ ფაფა ჩაუსვი მე-2ჯერ, გერკულესი, და რითი შემიძLია შევცვალოო? ხელოვნურ რძეს არ სვამს, საღამოს პეჩენიასთან ერტად ვაჭმევ კოვზით... ეგ არ მინდა, სხვა რა შეიძლება?? 1 წლისაა...მხოლოდ ხილი რო მივცე არ ეყოფა ნეტაა? და ცოტა ხაჭო?

Posted by: matmatuna 15 Mar 2012, 23:38
mariamiani
მაწონს ხილითაც არ ჭამს?

Posted by: mariamiani 15 Mar 2012, 23:49
matmatuna
არა, თან ვედრიდები მაწონს ისედაც, მაწონი თავისი მჭავიანობის გამო კუჭში დიდხანს ჩერდება და ამას ღებინების რეფლექსის რაგაცა შემოყვა დიდხანს, და აღებიებს ხოლმე პერიოდულად, და ამიტო დიდათ როგორმე შევაყვარო არ ავრ ორიენტირებული....

Posted by: uma_thurman 15 Mar 2012, 23:53
მოკლედ,. გადავწყვიტე საღამოს კვებიდან ფაფა ამოვუგდო. რით შეიძლება ჩავანაცვლო? აქამდე ვაძლევდი ერთი დღე ფაფა, მეორე დღე ხაჭო+ხილი+პეჩენია.

ყველიანი კარტოფილის პიურე ხომ შეიძლებბა?
კიდევ? rolleyes.gif
დამეხმარეთ მენიუს გამრავალფეროვნებაში rolleyes.gif

Posted by: mariamiani 15 Mar 2012, 23:59
uma_thurman
ხაჭო ხილი და პეჩენია ექიმმა დაგინიშნა? ანუ როგროც კვება? ჩემი ექიმი თავს იკლავს ეგ კვება არ არის დესერტიაო....
მეც მრავალფეროვნებსი პრობლემა მაქვს((( როდსი გაიზრდება უფრო....

Posted by: BURTYI 16 Mar 2012, 00:13
mariamiani

მასე
QUOTE
ხაჭო ხილი და პეჩენია ექიმმა დაგინიშნა? ანუ როგროც კვება? ჩემი ექიმი თავს იკლავს ეგ კვება არ არის დესერტიაო....

მარტო ხილიც რომ იყოს - რამდენიმე სახეობა, უკვე - фруктовый обед ქვია და შეიძლება 1 კვებად ჩაითვალოს... 2-3 საათი აღარაფერი უნდა... მით უმეტეს, ხაჭო და პეჩენიაც თუ არის.. .

Posted by: uma_thurman 16 Mar 2012, 00:15
mariamiani
კაი ხანია უკვე მასე ვაძლევ, კვებათა შორის დესერტად მაგას როგორ მისცემ აბა? ძალიან მსუყეა, 3 საათნახევარში ვაჭმევ შემდეგ კვებას და ყოფნის გადასარევად

Posted by: mariamiani 16 Mar 2012, 00:22
uma_thurman
BURTYI
გაიხარეთ გოგოებო.... და ისე ხაჭოს რამდენ უშვებით?

Posted by: uma_thurman 16 Mar 2012, 00:24
mariamiani
მე 100 გრამს smile.gif

Posted by: mariamiani 16 Mar 2012, 00:34
uma_thurman
არა მე მაგდენს ვერ ვაჭმევ, ალერგია აქვს მგონი ხაჭოზე.... ერთI 2 დრე არ უნდა მივცე დავაკვირდე, შუადგიის ჭამის ემრე ძან უწითლდება ლოყები და... დავაკვირდე... თU ეგ არ აძლევს ალერგიას ემრე მეც მაგას ვაჭმევ, თორე მე-2ჯერ ფაფის და ხაჭოს მიცემას მირჩევნია ხილი და ხაჭო მივცე...

Posted by: ingiloo 16 Mar 2012, 10:49
ხაჭო რომელი თვიდან უნდა ჭამოს ბავშვმა? ან გახეხილი ცოცხალი ვაშლი?

Posted by: coroline 16 Mar 2012, 11:27
გოგოებო გავგიჯდი დღეს ძაან მინდოდა გოგრის ფაფის ყიდვა და ვერ ვიშოვე. რომელ ფირმას აქვს? საბოლოოდ ჰიპპ ის ბანანი და ატამი ვიყიდე

Posted by: Nanuka444 16 Mar 2012, 12:01
coroline
ჰიპის აქვს, სიმინდთან ერთადაც აქვს.

ჰუმანასაც აქვს.

ვინის აქვს თუ არა, არ მახსოვს, წესით მაგასაც უნდა ჰქონდეს.



ჰიპის აქვს ბავშვის "პირველი გემო" თუ რაღაც მაგდაგვარი ქვია, მარტო ბანანი, მარტო ვაშლი და მარტო ქლიავი.
სხვა ხილთან არ არის არეული, რადგან ბავშვმა უკეთ მოინელოს.
ზაფხულში აქცია იყო მაგაზე, 2-ის ფულს თუ გადაიხდიდი, 3 ცალს მოგცემდნენ სასაჩუქრე შეფუთვაში.
შეიძლება ეხლაც არის.
* * *
uma_thurman
QUOTE
ყველიანი კარტოფილის პიურე ხომ შეიძლებბა?

მე ვაძლევდი ერთი პერიოდი, მაგრამ მძიმეაო და შევეშვი მერე.
თუმცა არ უჭირდა მონელება, უბრალოდ ძილამდე 2 საათით ადრე ვაჭმევდი.


ალტერნატივად, შემიძლია გირჩიო, მოხარშული ვერმიშელი ყველით ან მის გარეშე.

Posted by: trombonelady 16 Mar 2012, 14:06
mariamiani
QUOTE
და კალცს ა შეეხება , კალცი ქლორიტი 10 %.

მადლობა და როგორ იჭრება ამით ხაჭო? მაწვნით აჭრა ვიცი დუღილის დროს უნდა ჩაასხა და ამაზე რა პრინციპია?
* * *
coroline
QUOTE
გოგოებო გავგიჯდი დღეს ძაან მინდოდა გოგრის ფაფის ყიდვა და ვერ ვიშოვე. რომელ ფირმას აქვს?

ჰეინცს აქვს რძიანია, გოგრა ურევია რომელი ბურღულისაა არ მაქხსოვს მემგონი სიმინდი და კიდე რომელიღაც ხილია, გემრიელია ძაან.


ისპანახი როგორ გავუკეთო? სუპში ჩავახარშო?

Posted by: mariamiani 16 Mar 2012, 16:00
trombonelady
სანამ წამოდუღდება მანამდე, არ უნდა ადუღო,... ანუ ხო გაცხელდება , წამოდუჭებას რო აპირებს, უკვე რო იცი რძე საცაა წამოვა, მაშIნ ვასხამ და რორგოც კი ამოვა რძე ვთიშავ, უნდა ურიო, და აიჭრება, კარგად მოურიე რო კალცი გაიხსნეს კარგად, ... მერე გააციე და გადაწურე და ეგაა... 10-24 სთ. ინახება მარტო ხო იცი, მეტი არ შეიძლება.

ზედმეტი კალცი თU მოგვიიდა ჩასხხმული მწარე გემოს აძლევს, 250 გრამ რძეზე სადრაც 2 სუფრის კოვზს ვუშვები, მემგონი,) რაღაც სხვა საზოვამი მაქვს და იმით მაქვს გამოცდილი, თუ არ აიძრა და რძის ფერი დარჩა მოუმატე ცოტა, მიხვდები შენთითონ როდის არის უკვე საკმარისი, რო აიჭრება, ყველის ამოყვანის მერე რო რჩება მომწვანო ფერი სითხე ისეთი უნდა დარჩეს და არა მოთეთრო

Posted by: GNI100 16 Mar 2012, 16:16
QUOTE
მოხარშული ვერმიშელი

როდიდან შეიძლება?

Posted by: lizaveta 16 Mar 2012, 22:55
ბავშვს ჩაჭყლეტილი როდიდან უნდა ვაჭამო. ეხლა ვაბლენდერებ, მარა იცით როგორ?ერთგვარობანი მასა არაა.ჩაჭყლეტილზე წვრილია.დიდხანს არ ვატრიალებ ბლენდერს

Posted by: tamuska27 16 Mar 2012, 23:53
plum- ქლიავი როგორ მოვუმზადო 7 თვისას???

Posted by: blblbl 17 Mar 2012, 00:00
lizaveta
როცა გინდა,თავიდანვე შეგეძლო ჩაჭლეტილი მიგეცა

Posted by: matmatuna 17 Mar 2012, 01:04
tamuska27
კანს ვაცლი მწიფე ქლიავს ან ჯაგრისით კარგად ვრეცხავ კანიანად და ორთქლზე ვამზადებ. ან ჩირს ვყიდულობ, კარგად რომ გარეცხავ, დაასხი ცხელი წყალი რომ დაფაროს და უნდა გააჩერო მასე სანამ კარგად არ დარბილდება და ჩაიორთქლება. წყალი არ გადაღვარო და დაბლენდერებისას დაამატე მერე რამდენიც გინდა. ჩირისგან მომზადებული უფრო მოსწონდა. ბევრს ნუ მისცემ ოღონდ. სხვა ხილსაც ვურევ და ისეც ჭამს, იოგურტთან ძალიან გემრიელია, ვაშლს და ყველა Berry ხილს უხდება smile.gif

Posted by: Nila 17 Mar 2012, 01:05
გოგოებო, აი ეს ვიპოვე. 8-12 თვის ბავშვების კვების განრიგი. რათქმაუნდა რაღაც შეიძლება დავამატოთ ან მოვაკლოთ











* * *
უპს... ...............არ ჩაჯდა? user.gif

Posted by: trombonelady 17 Mar 2012, 11:58
mariamiani
დიდი მადლობა, დეტალებში ამიხსენი. დღეს გავაკეთებ და ვნახოთ რა გამომივა. მაწონს სახლში ვაყენებ რძის ფხვნილით და ახლა ხაჭოც რო გადავწყვიტე ჩემმა ქმარმა ბარემ ყველიც ამოიყვანეო biggrin.gif
* * *
Nila
QUOTE
უპს... ...............არ ჩაჯდა?

სცადე აბა კიდევ ერთხელ, მაინტერესებს ძაან ან ლინკი დადე

Posted by: ninia84 17 Mar 2012, 12:12
coroline
ვინისაც აქვს გოგრის, შვრიასთან ერთად არის, ძალიან გემრიელია, მე ვყიდულობ ხოლმე

Posted by: dii 17 Mar 2012, 13:34
ფორთოხალს და კივის რა ასაკიდან აძლევენ ბავშვებს?

Posted by: uma_thurman 17 Mar 2012, 13:37
Nanuka444
QUOTE
მე ვაძლევდი ერთი პერიოდი, მაგრამ მძიმეაო და შევეშვი მერე.
თუმცა არ უჭირდა მონელება, უბრალოდ ძილამდე 2 საათით ადრე ვაჭმევდი.

ამასაც მასე მოუწევს, ძილამდე 2, 2,5 საათით ადრე და ესეიგი არ მინდა smile.gif

QUOTE
ალტერნატივად, შემიძლია გირჩიო, მოხარშული ვერმიშელი ყველით ან მის გარეშე.

აი, ზუსტად ამას ვფიქრობდი გუშინ, დღეს უნდა ვაჭამო, ვნახოთ ერთი როგორ მოეწონება smile.gif





წყალს ისევ არ სვავს ხალხნო, რა გავაკეთო? sad.gif
ძალიან მენერვიულება ეს საკითხი, ორგანიზმს ხომ სჭირდება სითხე?! კამპოტიც ვსინჯე,არ მოეწონა rolleyes.gif

Posted by: Nanuka444 17 Mar 2012, 15:04
uma_thurman
QUOTE
წყალს ისევ არ სვავს ხალხნო, რა გავაკეთო?

ძუძუს საერთოდ არ ჭამს?
ტასო (1 წლის და 3 თვის) დღესაც არ სვამს მინერალურ წყალს, წვენებს - კი.
ჰიპის და ვინის წვენებს ვასმევდი ცოტა წყალში გარეულს, მაგათ წრუპავდა ნელ-ნელა, ეხლაც სახლში ვუკეთებ კომპოტებს და მაგათ სვამს.
ექიმებმა იმით დამამშვიდეს რომ ძუძუს ბავშვისთვის წყალი არ არის აუცილებელი, რადგან რძისგან ღებულობსო.
* * *
მაწვნის სუპის რეცეპტი დამიდეთ რა, თუ არ შეწუხდებით.

Posted by: tamuska27 17 Mar 2012, 15:18
matmatuna
გმადლობ. გავაკეთებ და ვნახოთ აბა თუ მოეწონება ამ "კაპრიზნი" კაცს

Posted by: tamo7779 17 Mar 2012, 16:04
uma_thurman
აბა კამპოტი?როგორგაუკეთე?
რამდენიმე ვარიანტი რომ სცადო?
წყალი ნისასაც არ უყვარს მაგრამკამპოტს,ფორთოცხლისწვენს,გრეიტრუტის წვენს, ბროწეულის წვენს მიირთმევს- ცოცხალი წვენებიც არ მოსწონს?
ვაშლი+მსხალი რომ დაუბლენდერო+ ცოტა შაქარი +წყალი= ცეცხლზე. ბუშტებს დაინახავ თუ არა,ეგრევე თიშავ.
2 ვარიანტი: ვაშლი + დარიჩინი
გაუყინულინუ გავქს რამეხილი,უკვე ვერარ მისცემ ცოცხლად და რომ მოუხარშო?
ქაცვი(აბლიპიხა) გაასინჯე?

Posted by: matmatuna 17 Mar 2012, 16:50
uma_thurman
თუ არც ძუძუს ჭამს,არც ფორმულას სვამს და ხილსაც ცოტას იღებს, ბავშვების წვენი სცადე პასტერიზებული. არ მოსწონთ პატარებს ეს წყლის გემო და რა ქნან. უკვე იმ წვენში შეგიძლია წყალი დაუმატო, რაღაც გემოს მაინც მისცემს და შეიძლება დალიოს

Posted by: sesililu 17 Mar 2012, 17:02
uma_thurman
ნატალი ხელვნურზე მყავდა დაბადებიდან.
წყალს და სითხეს ვერაფრით ვაძლევდი.
არ სვამდე.


წლის და 2თვის იყო რომ დაიწყო წყლის მიღება.

მანამდე კოვზითაც ვერ ვასხამდი.

ასე რომ არ ინერვიულო.

Posted by: trombonelady 17 Mar 2012, 17:06
matmatuna
QUOTE
არ მოსწონთ პატარებს ეს წყლის გემო და რა ქნან.

ჩემი ბიჭი გიჟდება წყალზე თუ არ გამოცალე ხელიდან სულ გამოცლის ბოთლს, მე ძაან მიყვარს წყალი, მაგრამ მეზობელი მყავდა ბებიაჩემის დაქალი, ქალი წყალს მხოლოდ ჩაის, წვნიანების სახით იღებდა, რომელზეც ძაან არ გიჟდებოდა, წამალს თუ მიაყოლებდა ისიც დიდი ზიზღით.

Posted by: uma_thurman 17 Mar 2012, 18:43
Nanuka444
QUOTE
ძუძუს საერთოდ არ ჭამს?

არა, არც უჭამია არასდროს.

tamo7779
ფორთოხლის წვენს ვერ ვასმევ, ალერგიულია. არც ქაცვი მიმიცია, ეხლა სად ვნახო ქაცვი biggrin.gif ვაშლის კომპოტი გავუკეთე, მერე ცოტა კომშიც შევურია , მაგრამ მიფურთხებს, ძალითაც ვერ ვასხავ.

matmatuna
ფორმულას როგორ არ ჭამს, დღეში ორჯერ სვავს რძეს yes.gif

sesililu იმედია, რომ დაიწყებს smile.gif ასე მგონია, რაღაც ძალიან აკლია წყალს რომ არ სვავს

Posted by: matmatuna 17 Mar 2012, 18:49
uma_thurman
თუ ფორმულას საკმარისს იღებს, არაფერია სანერვიულო + ხილსაც ხომ ჭამს? ესეც სითხეა ორგანიზმისთვის yes.gif რაც წყლისგან უნდა მიიღოს ფორმულით აძლევ იმ ყველაფერს ისედაც.

Posted by: uma_thurman 17 Mar 2012, 18:52
matmatuna
კი, ხილსაც ჭამს მაგრამ წყალი ხომ მაინც სხვაა. ვერ დაუმუღამა,გემო რომ არ აქვს არაფრის, ვერ ხვდება მემგონი რატომ უნდა დალიოს biggrin.gif

Posted by: Free Aquarius 17 Mar 2012, 23:17
შეიძლება თუ არა 10 თვის ბავშვს ფაფის ან ხორციანი ბოსტნეულის პიურეს ჭამის შემდეგ დავუმატო ფორმულა?ანუ ერთად თუ შეიძლება.კბილები ამოსდის,ძალიან ცოტას ჭამს და იმიტომ მინდა ესე გავაკეთო.დილით ერთ კვებად ვაძლევ ფორმულას.თან წონა აკლია ისედაც.

Posted by: tamuska27 17 Mar 2012, 23:18
ჩემ კაცასაც არ უყვარს წყლის დალევა, სულ ძალით ვასხავხოლმე kar.gif

Posted by: lizaveta 17 Mar 2012, 23:46
blblbl
5თვისებს დავუწყე ბოსტნეული და შემეცოსნენ....ეხლა ვცდილობ რომ ნელ ნელა მოვუმსხვილო. დღეს მანქანაში გამოვუტარე მსხვილ სეტკაში და უარი არ თქვეს. ჯერ კიჭები არა აქვთ და

Posted by: matmatuna 18 Mar 2012, 06:03
Free Aquarius
თუ გინდა რომ უფრო მეტი დალიოს, ჯერ ფორმულა მიეცი და მერე ხორციანი ან ბოსტნეული. თუმცა ამის შემდეგაც შეიძლება. თუ ბავშვს ფორმულა უფრო მოსწონს და ჭამს, მიეცი ხშირად - ყოველი ჭამის წინ ან შემდეგ რამდენსაც მოისურვებს და როცა მოისურვებს yes.gif
QUOTE
.თან წონა აკლია ისედაც

რამდენია წონაში?

Posted by: Nanuka444 18 Mar 2012, 10:35
uma_thurman
თუ ფორმულას სვამს, კიდევ არა უშავს.
მაგრამ ზაფხულამდე როგორმე შეაჩვიე, თორემ სიცხეში ფორმულა არ ეყოფა.

ჰიპის წვენები სცადე, ძალიან გემრიელია, ნაირნაირია. აი, ტროპიკული ხილი მულტივიტამინებით, უგემრიელესია, ასევე კარგია ცე ვიტამინიანი სხვადასხვა ხილის ნარევი.
თუ ფორთოხალზე ალერგია აქვს, ისეთი შეარჩიე, რომელშიც ეგ არ ურევია.
ჰიპის ვაშლი, ჟოლო, ალუბალი ცოტა მწკლარტე წვენებია და თავიდან შეიძლება არ მოეწონოს.

თუ ხილი არ მოსწონს, ბოსტნეულის წვენი გაასინჯე, ჰუმანას აქვს სტაფილოს წვენი, 100%-ით ნატურალური.

და კიდევ, "ვინის" აქვს მსხლის წვენი 3 თვიდან, ძალიან სასარგებლოა და სპეციფიკური გემო აქვს, ნატურალურია ეგეც, ცხადია.


მოკლედ, ძალიან დიდი არჩევანია, ნელ-ნელა გაასინჯე ყველა.
თან ბავშვებმა იციან უცებ რაღაცის ამოჩემება, ტასო არ ჭამდა ბანანს და 3 დღეა ხელიდან ვერ ვაგლიჯავთ, იმედი მქონდა გადაწურული რომ ოდესმე შეჭამდა.

Posted by: xatika 18 Mar 2012, 11:18
გოგოებო მე 10 თვეში გადავედით უკვე და სოფლის ქათამი რომ არ დავაკვლევინო , და აი ვთვათ მუხრანის ახალი ქათამი ვაჭამო , დაშავდება რამე ? ( დიღომში სირბილი მეზარება sad.gif

Posted by: ninoeqimi 18 Mar 2012, 11:42
xatika
დაშავდებაsmile.gif
რა ზრდის ჰორმონებს და ვიტამინებს აჭმევენ მუხრანის ქათმებს წარმოდეგენა თუ გაქვთ?
მეც ვცდილობ არ ვჭამო ის ქათამი

Posted by: tamo7779 18 Mar 2012, 12:39
xatika
ყოველ ჭამაზე ნუ ირბენ დიღომში. 2-3 კვირის მარაგი იყიდე, ზოგი 1 თვეც ყინავს.
გაასუფთავებ, ცალ ცალკე 1 კვებად შეინახავ პარკში და გაყინავ. ვსიო wink.gif

Posted by: ninia84 18 Mar 2012, 14:44
თეთრი ხორცის გარდა, სხვა ნაჭრები, როდიდან შეიძლება მივცეთ ბავშვს?

Posted by: nikmaik 18 Mar 2012, 15:45
xatika
ქათმის ხორცი ჯერ არ მიგიცია?

Posted by: ლიკლიკა 18 Mar 2012, 15:56
წყლაზე ვისაც აქვს პრობლემა, ჩემიც არ სვამდა, ეხლა ბლომად იღებს წყალს, თავისი ჭიქის ხათრით, ოღონდ საწრუპი მილაკით, პლასტმასის წაგრძელებული ტუჩით არა. ცადეთ თქვენც აბა. თან არც იღვრება იქიდან და ჩმეთვისაც პრაქტიკულია.

ფორმა განსხვავებული აქვს, მაგრამ პრინციპი ერთია

Posted by: matmatuna 18 Mar 2012, 17:20
ninia84
QUOTE
თეთრი ხორცის გარდა, სხვა ნაჭრები, როდიდან შეიძლება მივცეთ ბავშვს?

სხვათაშორის სულაც არ არის აუცილებელი მუდმივად თეთრი ხორცი მისცე.ბავშვს ხორცისგან სჭირდება რკინა და ცხიმი. მკერდის ნაჭერში რკინაც და ცხიმიც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ქათმის მუქ ხორცში, ბარკალში მაგალითად yes.gif თუ ბარკალს მოამზადებ კანის გარეშე, გამოგივა თეთრი ხორცივით უჯანსაღესი საკვები biggrin.gif შეგიძლია დამშვიდებით მისცე smile.gif

Posted by: ninia84 18 Mar 2012, 17:35
matmatuna
მადლობა. 10 დღეში 10 თვის ხდება და საიუბილეოდ გავაკვრევინებ ბარკალზე ერთადერთ კიჭს biggrin.gif

Posted by: basti-bubuuu 18 Mar 2012, 17:55
ვისაც ხელოვნურზე გყავთ 4 თვიდან რისი დამატება დაუწყეთ?

Posted by: blblbl 18 Mar 2012, 18:00
basti-bubuuu
საერთოდ 6თვემდე თუ არ დაუმატებ და ამრტო ხელოვნურზე გეყოლება უკეთესია

Posted by: matmatuna 18 Mar 2012, 18:06
basti-bubuuu
6 თვემდე არაფერი დამიმატებია, მაგრამ აქ გოგოები მგონი აჭმევენ უკვე. დააკვირდი თუ მზადაა შენი შვილი. კისერს ძალიან კარგად უნდა იჭერდეს, დახმარების საშუალებით ზურგსაც უნდა იკავებდეს ჯდომის დროს.შენ რომ რამეს მიირთმევ ინტერეს გამოხატავდეს და იჭყიტებოდეს,რას ჭამენო biggrin.gif კოვზს რომ მიუტან პირს გიღებდეს. ოღონდ ფორმულა არ უნდა შეუმცირო ამ დამატების ხარჯზე no.gif

Posted by: Free Aquarius 19 Mar 2012, 00:41
QUOTE (matmatuna @ 18 Mar 2012, 06:03 )
Free Aquarius
თუ გინდა რომ უფრო მეტი დალიოს, ჯერ ფორმულა მიეცი და მერე ხორციანი ან ბოსტნეული. თუმცა ამის შემდეგაც შეიძლება. თუ ბავშვს ფორმულა უფრო მოსწონს და ჭამს, მიეცი ხშირად - ყოველი ჭამის წინ ან შემდეგ რამდენსაც მოისურვებს და როცა მოისურვებს yes.gif
QUOTE
.თან წონა აკლია ისედაც

რამდენია წონაში?

7.500 იყო ერთი კვირის წინ.ძალიან ცოტას ჭამს,იმასაც სულ გართობით.თან ძაან მოძრავია და როგორ უნდა მოიმატოს facepalm.gif
* * *
გოგოებო დიღომში სოფლის ქათმებს ადგილზე გიკლავენ თუ ცოცხალი უნდა წამოიყვანო? biggrin.gif აქამდე მუხრანის წიწილებს ვაჭმევდი,სოფლის ქათამი ვერ ვნახე ვერსად sad.gif

Posted by: basti-bubuuu 19 Mar 2012, 01:51
სად დიღომში არ ვიცი?აბა მიმასწავლეთ რა

Posted by: Antigone 19 Mar 2012, 01:59
ე.ი. დიღომში თუ არ/ვერ დავრბივარ ქათმებზე, ჩამოვეწერო, როგორც დედა? biggrin.gif

Posted by: mariamiani 19 Mar 2012, 09:42
Antigone
არც მე დავრბივარ,არც ვიცოდი თუ დარბოდნენ და ძან ძან ვაშავებ? აღარ ვიცი რა... იმ სოფლის ქათმებსაც კი აჭმევენ რარაცეებს, მამიდაჩემიც აჭმევს, ნუ ახლა ჰორმონებს არ ვიცი და ვიტამინებს და რაღაცეებს კი, უბრალოდ ქართული ქათმები ჯჯიშად არიან სუსტები,უხორცოები რაღაც.... ანტიქართულში არ ჩამიწეროთ ახლა და არ მიყვარს მე სოფლის ქათამმი))) ძვლების ღრღნა მე არ მიყვარს და ხორცი მაგენს არააქვს)))ცხიმები იცოცცხლხე და კუნთებიი)))

Posted by: veriko_zuka 19 Mar 2012, 11:29
გამარჯობათ გოგოებო,როგორ ხართ? პატერები როგორ გხავთ? მოკლედ პირველი ძალინ უჯმელი მყავდა, სულ წონის დეფიციტი ქონდა, სულ იმაზე ვოცნებობდი იქნებ მეორე შვილი მაინც მყავდეს მჭამელი და პუტკუნა მეთქი, მაგრამ ამაოდ, 3 თვის ხდება 21 მარტს, 3.600 დაიბადა, და 2 თვის 5.200 გრამი იხო, ეხლა ამ კვირაში უნდა ავცრა და ვნახავ ამდენი მოიმატა, მაგრამ პუტკუნა არაა, ძუძუს ვაჭმევ, და ვიცი რო 6თვემდე არაფრის დამატება არ უნდა მაგრამ 4 თვისას ფაფები მინდა დავუმატო, მგომია რო უფრო მოიმატებს ფაფეს რო მივცემ თქო. ექიმს დაველაპარაკები რა თქმა უნდა

Posted by: blblbl 19 Mar 2012, 12:32
mariamiani
ნემსებს უკეთებენ იმ ქათმებს რომ მალე გაიზარდონ.სოფლის ქათმებს ისედაც ეტყობათ რომ არაფერი აქვთ გაკეთებული


Posted by: BURTYI 19 Mar 2012, 12:47
blblbl
QUOTE
ნემსებს უკეთებენ იმ ქათმებს რომ მალე გაიზარდონ.სოფლის ქათმებს ისედაც ეტყობათ რომ არაფერი აქვთ გაკეთებული

ნემსებს და კლიზმებს კიდე... biggrin.gif ნუ გამიხეთქე გული ...2kiss.gif მე წაკითხული მაქვს, რომ ვიტამინებს აჭმევენ - ეგ ჩვეულებრივი ამბავია... და ნუ კიდე ეწერა, რომ ანტიბიოტიკებსაც აძლევენ... ჰორმონებზეც წერენ ხოლმე, მაგრამ ეგ უფრო ჭორი მგონია...

ბავშვისთვის მაინც წიწილებს ვყიდულობ, ხან ცოცხალს ხან გაყინულს... იმ იმედით რომ ნაკლებად არის წიწილის ხორცი გაჯერებული ამ მაიმუნობებით... ბაზარში სამწუხაროდ ვერ დავდივარ სოფლის ქათმების საყიდლად... sad.gif



Posted by: tako44 19 Mar 2012, 13:07
veriko_zuka
ფორმულა რომ მისცე დამატებით? ანუ ძუძუ+ფორმულა. გენახა მაინც. მერე ფაფებსაც დაიწყებთ smile.gif მოიმატებს, აბა სად წავა? რძე ცხიმინოაბზე შემოწმებული გაქვს?

Posted by: ingiloo 19 Mar 2012, 13:32
blblbl
გარწმუნებ არავითარ ნემსებს არ უკეთებენ smile.gif ჯიშია ეგეთი ბროილერის ქათამი, დაგუგლე თუ დაგაინტერესებს და ნახავ რომ 10-ჯერ სწრაფად იზრდება ვიდრე ”სოფლის ქათამი”, მეხორცული ჯიშია. ვიტამინებს აჭმევენ არა იმიტომ რომ მალე გაიზარდონ, არამედ მიიღონ ის ნივთიერებები რასაც ქათამი ეზოში ყოფნისას მიწიდან იღებს, კალცს რათა ძვლები გაუმაგრდეთ. თან იმიტომაა ასეთი დიდი რომ გალიაშია და სიარულით ვერ კარგავს წონას biggrin.gif ასე რომ გაყინულ ქათმებს ნუ შევჭამთ თორემ ფერმის ქათამი სასარგებლოა და არაფერს გავნებთ.

პ.ს კომპეტენტური ვარ ამ საკითხში და თუ დაიჯერებთ არაფერს დაკარგავთ smile.gif

Posted by: BURTYI 19 Mar 2012, 13:36
ingiloo
QUOTE
ასე რომ გაყინულ ქათმებს ნუ შევჭამთ თორემ

გაყინულ კოდას წიწილებს რა სჭირთ???

Posted by: ingiloo 19 Mar 2012, 13:40
BURTYI
კოდას წიწილები არ ვიცი, ნუ ქართულ გაყინულ ქათამზე არ ვიცი რა ხდება. მე ვიგულისხმე შემოტანილი გაყინული ხორცი. ბრაზილიური და თურქული ქათამი. ბარკლები და ა.შ. ეგენი საერთოდ არ უნდა გააკარო ბავშვს. ბავშვს კიარა ჩვენხ არ უნდა ვჭამოთ წესით. მაგას ბლ-ს თქმისა არ იყოს მართლა უკეთებენ ნემსებს biggrin.gif რომ გადაზიდვისას ტემპერატურის ცვლილების დროს ხორცი არ გაფუჭდეს. 1000-ჯერ შეიძლება გალღვეს და გაიყინოს გზაში smile.gif

Posted by: pravinia 19 Mar 2012, 13:41
QUOTE
ჯიშია ეგეთი ბროილერის ქათამი


ვეთანხმები ამხანაგი ინგილოს გამოსვლას
სკოლის ასაკში ხშირად დავდიოდი სოფელში, კი არადა სულ მანდ ვეგდე პრაქტიკულად და მახსოვს ეგ ჯიში, კვერცხსაც კარგად დებენ სხვათაშორის, პლიუს მაგას ვიტამინიზირებულ საკვებს თუ მისცემ არ სჭირდება მეტი არაფერი
სოფელში არაფერს რომ არ აჭმევდნენ 2 თვის ვარიები იმხელები იყვნენ დეიდაჩემის ერთი წლის ქათმების ხელები იყვნენ


ზოგადად სოფელში სიმინდზე გაზრდილი ქათმის ხორცი რომ ჯობია ეგ ბუნებრივია, მაგრამ მე არ მეშინია დიდად ამ ფერმებში გაზრდილი ქათმის ხორცის მოხმარების, ზოგადად გვიყვარს ქართველებს გაზვიადება, შეთქმულების თეორიები და "ევროპა-ამერიკა ნაგავს გვიგზავნის, ჩვენი დახოცვა უნდათ" ტიპის თეორიები
ისიც ბუნებრივია, როცა საკითხი ბავშვის კვებას ეხება ყველა ვპანიკობთ და ვცდილობთ მაქსიმალურად დავიცვათ მავნე პროდუქტების მირებისგან smile.gif

Posted by: ingiloo 19 Mar 2012, 13:47
pravinia
+ 1

კი ყველაფერს ვაზვიადებთ როგორც წესი. მაგრამ რაც შეეხება სიმინდზე გაზრდილ ქათამს, ფერმებში ზუსტად სიმინდს, ხორბალს და მოხალულ სოიოს აჭმევენ. წარმოიდგინეთ ახლა ამას რომ ქათამი შეჭამს, თან იქვე აქვთ საკვებურები, ბევრი სიარული არ ჭირდებათ, გაყოფენ თავს, შეჭამენ და მერე სხედან მთელი დღე. გასივდებიან აბა რა იქნება biggrin.gif

Posted by: veriko_zuka 19 Mar 2012, 15:44
tako44
QUOTE
ძუძუ+ფორმულა.

მასე მივეცი პირველს და საერთოდ აღარ ირებდა ძუძუს, ამან რაც აუცილემლად უნდა მოიმატოს იმას იმატებს ზუსტად პირველ და მეორე ტვესაც 800 გრამები ქონდა მომატებული

Posted by: l_i_l_u 19 Mar 2012, 15:50
ბაზარში ვერც მე ვერ დავდივარ, გუდვილში ვყიდულობ ხოლმე, დაჭრილი ქათმები როა დაფასოებული, გაუყინავი და მაგას ვყინავ ხოლმე აბა ხომ არ გადავყრი დანარჩენს? თევზსაც ასე ვაკეთებ....
გაყინულის ყიდვას ვერიდები მაინც
....და ვაშავებ რამეს გაყინულს რომ ვაძლევ?

Posted by: gvants 19 Mar 2012, 15:51
ჩაი+პეჩენია რომელი თვიდან მიეცით პატარებს?
და რომელი ჩაი?

----

Posted by: nikmaik 19 Mar 2012, 16:55
gvants
ჩაი საერთოდ არ მიმიცია
პირდაპირ მაწონი+პეჩენია მივეცი 6 თვიდან

Posted by: gvants 19 Mar 2012, 16:59
nikmaik
მაწონი არ მინდა და ჩაის ვფიქრობ .

7თვიდან მმინდა მივცე.

Posted by: l_i_l_u 19 Mar 2012, 17:13
gvants
QUOTE
ჩაი+პეჩენია რომელი თვიდან მიეცით პატარებს?
და რომელი ჩაი?

ჰიპის ჩაი ვიყიდე 4+, თუ 5+ აწერია ზედ, პეჩენიით ასე 8 თვიდან მივეცი, ჩაის კი აწერია არაფრით დაატკბოთო, მაგრამ პეჩენია დატკბობად იმედია არ ითვლება fingal.gif

Posted by: elloellonatia 19 Mar 2012, 17:27
QUOTE
ჩაი+პეჩენია რომელი თვიდან მიეცით პატარებს?


7თვიდან მივეცი ორივეს

Posted by: Antigone 19 Mar 2012, 20:48
დღეს დავალევინე პასტერიზებული რძე, 1 წლის ხდება ახლა. ფორმულა უნდა სვას მაინდამაინც?

Posted by: blblbl 19 Mar 2012, 20:51
Antigone
უკეთეია ფორუმლა ვიტამინები აქვს ბევრი smile.gif

Posted by: nikmaik 19 Mar 2012, 20:53
Antigone
QUOTE
პასტერიზებული რძე

შეგიძლია, თუ მოწონს smile.gif
მეც მივეცი 10 თვისას

Posted by: tamo7779 19 Mar 2012, 20:57
Free Aquarius
ვაიმე,არა,ხომგასკდა გული.
იქვე გიკლავენ და გიპუტავენ. სახლში გამოსაშიგნია, მე კანს ვაცლი, ვჭრი პორციებად, პარკებში და ვყინავ.

mariamiani
მეც არ მიყვარს - სოფლის ქათამს ვერ ვიტან საერთოდ

ingiloo
ყველაფერი მჯერა რაც დაწერე. მაგრამ მიწაზე გაზრდილი ქათამი მაინც უფრო სასარგებლოინება ალბათ - მიწაზეგაზრდილში ვგულისხმობ არა დიღომის ქათამს (რომელსაც თავად ვყიდულობ), არამედ სოფელში გაზრდილს.


Posted by: matmatuna 19 Mar 2012, 21:00
Antigone
QUOTE
ფორმულა უნდა სვას მაინდამაინც

არა. ცხიმიანს აძლევ? თუ სხვა მხრივ კარგად იკვებება და დამატებითი კალორიები არ სჭირდება, არ არის აუცილებელი smile.gif

Posted by: Antigone 19 Mar 2012, 21:02
nikmaik
პრეტენზია არ გამოუთქვამს, ძალიან უყვარს რძე. ძილის წინ რიტუალი აქვს და აკანკალებს ხოლმე მოლოდინისგან, სანამ დავალევინებ smile.gif))
ჰო, სპეციალურად მქონდა ნაყიდი ბოტლები, რომლებიც მოსაწრუპ ჭიქად კეთდება და არ იკარებს, არ მოსწონს.

blblbl
ჰო, მეც ვიფიქრე ეგ. მაგრამ როდემდე უნდა სვას ეს ფორმულები? smile.gif

matmatuna
QUOTE
არა. ცხიმიანს აძლევ? თუ სხვა მხრივ კარგად იკვებება და დამატებითი კალორიები არ სჭირდება, არ არის აუცილებელი 

ვაიმე, ეს იკვებება ისე... ბოლომდე ათავებს ყველაფერს - ხაჭოს, ვაშლს, ხილს, ხორცს, ბოსტნეულს, ყველაფერს ავლებს მუსრს და ჯამში იყურება ხოლმე, ღორმუცელაა და მოუსვენარი, კი არ ეტყობა, ამდენს რო მიირთმევს biggrin.gif
ცოტა ფაფას არ ჭამდა ენთუზიაზმით და კარაქიანი ჰერკულესი რო გავასინჯე, გადაირია biggrin.gif

Posted by: blblbl 19 Mar 2012, 21:03
Antigone
ჩემს დაქალს უთხრა ექიმმა ან ძუძუ ან ფორუმულა ორ წლამდეო,რამდენად კომპეტენტური ექიმია ვერ გეტყვი ნამდვილად.

Posted by: ლიკლიკა 19 Mar 2012, 21:15
ჩემი ძილის წინ ითხოვს თავის რძეს (მალიუტკა). აგვწევს რომ არ მივცეთ.

Posted by: matmatuna 19 Mar 2012, 21:39
Antigone
QUOTE
ვაიმე, ეს იკვებება ისე... ბოლომდე ათავებს ყველაფერს - ხაჭოს, ვაშლს, ხილს, ხორცს, ბოსტნეულს, ყველაფერს ავლებს მუსრს და ჯამში იყურება ხოლმე, ღორმუცელაა და მოუსვენარი, კი არ ეტყობა, ამდენს რო მიირთმევს biggrin.gif
ცოტა ფაფას არ ჭამდა ენთუზიაზმით და კარაქიანი ჰერკულესი რო გავასინჯე, გადაირია

პატარა ქუცუნა biggrin.gif
რავიცი, თუ გინდა ჰკითხე პედიატრს.როცა 1 წლის ბავშვი ჭამს ყველაფერს - ხილს, ბოსტნეულს, რძის ნაწარმს, ხორცს, თევზს, კვერცხს და მარცვლეულს, უბრალოდ აღარ არის საჭირო ეს ფორმულა, ვერაფერს განსაკუთრებულს ვეღარ მიიღებს და იმიტომ. მე დამატებით ვაძლევდი 3 თვის განმავლობაში, იმიტომ რომ არ ჭამდა საკმარისს. შენ როგორც გაგიხარდება ისე მოიქეცი, ოღონდ თოდდლერ ფორმულა უნდა მისცე.

Posted by: natinati77 19 Mar 2012, 21:41
ერთი კითხვა მაქვს,ძილის წინ ჩაი და პეჩენიის ნაცვლად რძე და პეჩენია მივცე ნშეიძლება?11თვისაა,დაანაყრებს ნეტავ

Posted by: tamuska27 20 Mar 2012, 00:41
ჩემმა კაცამ ამ ერთ თვეში (6დან - 7 თვემდე) მხოლოდ 300 გრამი მოიმატა sad.gif
რაღაც ისე ვერ ვაჭმევ მგონიააა... punch.gif

Posted by: arazam 20 Mar 2012, 00:44
tamuska27
QUOTE
(6დან - 7 თვემდე)

QUOTE
300 გრამი

ცოტა გგონია? აბა როგორც პირველ თვეებში იმატებდა 1 კილოსდა მეტს მასე ხომ არ მოიმატებს ყოველთვის,
ნორმალური მატებაა smile.gif
natinati77
QUOTE
,ძილის წინ ჩაი და პეჩენიის ნაცვლად რძე და პეჩენია მივცე ნშეიძლება?11თვისაა,დაანაყრებს ნეტავ

ჩაი და პეჩენია თუ ანაყრებს ფაქტიურად წყალი ,რძე არ დაანაყრებს?ჩემსას ძაან უყვარს რძე და პეჩენია,
მაწონს არ აჭმევ?ძილის წინ ყოველ დღე მაწონს და პეჩენიას ჭამს smile.gif

Posted by: gvants 20 Mar 2012, 02:10
l_i_l_u
elloellonatia
მადლობა გოგოებო smile.gif

Posted by: irinka1983 20 Mar 2012, 06:29
Antigone

1 წლიდან შეგიძლია რძე მისცე, ფორმულა აღარ არის საჭირო. თან თუ შენი ბიჭი ყველაფერს კარგად ჭამს.

Posted by: natinati77 20 Mar 2012, 09:50
[quote]ჩაი და პეჩენია თუ ანაყრებს ფაქტიურად წყალი ,რძე არ დაანაყრებს?ჩემსას ძაან უყვარს რძე და პეჩენია,
მაწონს არ აჭმევ?
ძილის წინ ყოველ დღე მაწონს და პეჩენიას ჭამს
მაწონს და პეჩენიას ჭამდა მაგრამ მემგონი მობეზრდა,60 გრამს ჭამს მარტო sad.gif რომელი რძეა კარგი,სოფლის ნობათი მივცე?წუხელ მივეცი ჩაი და პეჩენია და ღამე წუხდა ეტყობა ვერ დაანაყრა

Posted by: l_i_l_u 20 Mar 2012, 10:42
natinati77
QUOTE
რომელი რძეა კარგი,სოფლის ნობათი მივცე?წუხელ მივეცი ჩაი და პეჩენია და ღამე წუხდა ეტყობა ვერ დაანაყრა

მე მგონი ყველაზე კარგი დღესდღეისობით სანტინოა, პლასტმასის ბოთლებში რომ აქვს რძე მაგას ვიყენებ ფაფისთვის, 11 თვის ხდება უკვე და ცოტა ხანში მივცემ მეც მაგ რძეს smile.gif

Posted by: natinati77 20 Mar 2012, 10:49
QUOTE
l_i_l_u

გაიხარე დღეს ვუყიდი,

Posted by: Blur 20 Mar 2012, 10:56
l_i_l_u
QUOTE
სანტინოა,

ეს მგონი პასტერიზებული არაა ხო?
* * *
Antigone
QUOTE
დღეს დავალევინე პასტერიზებული რძე, 1 წლის ხდება ახლა. ფორმულა უნდა სვას მაინდამაინც?

1 წლის რომ მივიყვანე ექიმთან მაშინ ვკითხე მაგ რძეზე და ასე მითხრა 1.5 წლამდე არ გინდა ძროხის რძის მიცემა, ფორმულა მიეცი ნესტლე 3-იო. ასე რომ მე ჯერ არ მიმიცია, თუმცა ბევრი ვიცი ირგვლივ ვინც 8-9 თვის ბავშვებს უკვე სოფლის რძეს აძლევენ

Posted by: natinati77 20 Mar 2012, 11:28
QUOTE
1 წლის რომ მივიყვანე ექიმთან მაშინ ვკითხე მაგ რძეზე და ასე მითხრა 1.5 წლამდე არ გინდა ძროხის რძის მიცემა, ფორმულა მიეცი ნესტლე 3-იო. ასე რომ მე ჯერ არ მიმიცია, თუმცა ბევრი ვიცი ირგვლივ ვინც 8-9 თვის ბავშვებს უკვე სოფლის რძეს აძლევენ

ჩემი ფირმულას აგარ აეკარა ფაფები რომ დავიწყეთ,ძუძუც 2.5თვისამ არ ჩაიდო 3 დღე ვასიმშილე და მაინც არ აგაეკარ.სოფლის ნობათი პასტელიზებული მემგონი,სანტინო არ ვიცოდი თუ არ იყო,ისეთი მჭამელი იყოდა ეხლა ძალით ვაჭმევ

Posted by: tamuska27 20 Mar 2012, 16:31
arazam
QUOTE
ცოტა გგონია?

ხოო,რა ვიცი... არაა ცოტა???
ისე ავადაც კი იყო ამ თვეს sad.gif

Posted by: basti-bubuuu 20 Mar 2012, 18:08
რა არის ეს დიღმის ქათმები გამაგებინეთ რა?

Posted by: tamo7779 20 Mar 2012, 19:15
basti-bubuuu
ჩვეულებრივი ცოცხალი კოკოკოა smile.gif
პროსტა ცოცხალია რა

Posted by: arazam 20 Mar 2012, 20:23
tamuska27
QUOTE
ხოო,რა ვიცი... არაა ცოტა???

არაა ცოტა ნამდვილად,რამდენი თვისაა და რამდენია წონით?

Posted by: Antigone 20 Mar 2012, 20:38
QUOTE
1 წლის რომ მივიყვანე ექიმთან მაშინ ვკითხე მაგ რძეზე და ასე მითხრა 1.5 წლამდე არ გინდა ძროხის რძის მიცემა, ფორმულა მიეცი ნესტლე 3-იო. ასე რომ მე ჯერ არ მიმიცია, თუმცა ბევრი ვიცი ირგვლივ ვინც 8-9 თვის ბავშვებს უკვე სოფლის რძეს აძლევენ

ჰო. არ ვიცი, დღეს აღარ დავალევინე, წუხელ წუხდა ამ რძის მერე, მუცელი აწუხებდა...

Posted by: tamuska27 20 Mar 2012, 23:55
arazam
QUOTE
არაა ცოტა ნამდვილად,რამდენი თვისაა და რამდენია წონით?

7 ის ხდება 3 დღეში და 8400 ია.
1 თვის წინ 8100 იყო.

Posted by: killer 21 Mar 2012, 00:36
მოკლედ ასეთი პრობლემა გვაქვს: ბოლო კვების წინა კვებას ვაძლევ მაწონს და პეჩენიას 150 გრამი მაწონი და 3 ცალი ჰაინცის პეჩენია, სადღაც საათში ისევშივდება. 6 თვის ბავშვებს რამდენს აძლევთ მაწონსდა პეჩენიას?

Posted by: nikmaik 21 Mar 2012, 11:08
killer
მეც მასე ვაძლევ
გუშინ უკვე ერთი ჩაის კოვზი ხაჭოც ჩავუმატე,
თუ არ ყოფნის ერთი პეჩენია კიდევ ჩაუმატე, ანდა ისე გაზარდე პორცია რომ სულ 200 გრამი გამოვიდეს

Posted by: vinnie 21 Mar 2012, 16:13
გოგოებო დამეხმარეთ რაა,1 წლის ხდება ჩემი პატარა მალე და ნუტრილონზე მყავდა აქამდე,რა ასაკამდე უნდა მივცე ხელოვნური რძე????და ძროხის რძის მიცემა როდიდან უნდა დავიწყო?

Posted by: bubu_dato 21 Mar 2012, 16:51
მოკლედ, ერთი სული მაქვს ამ თემაში სრულად როდის გადმოვინაცვლებ. მთელი გულისყურით. 4 ტვის გახდა ჩემი ბაია. ფორმულაზეა და 5.5 მდე არ ვაპირებ არაფრის მიცემას. ისედაც ზომაზე მეტს იმატებს ნუტრილონზეა. ჰოდა აი 5.5 თვიდან რომელი ფაფით დავიწყო მირცIEტ. ან პირველი რა უნდა გავასინჯო?

Posted by: matmatuna 21 Mar 2012, 16:54
vinnie
1 წლიდან შეიძლება ძროხის რძის მიცემა yes.gif

Posted by: nikmaik 21 Mar 2012, 16:59
bubu_dato
თუ კარგი მატება აქ ბოსტნეულით დაწყება ჯობია

Posted by: Blur 21 Mar 2012, 17:04
Antigone
QUOTE
ჰო. არ ვიცი, დღეს აღარ დავალევინე, წუხელ წუხდა ამ რძის მერე, მუცელი აწუხებდა...

რძე დიდსაც კი ბერავს და გაუბერა ალბათ მუცელი. მგონი პატარებს წყლით უზავებენ თავიდან. პედიატრმა რაო რა გითხრა?
vinnie
QUOTE
ძროხის რძის მიცემა როდიდან უნდა დავიწყო?

პედიატრს დაეკითხო ჯობია, წინა გვერდზე არის ჩემი და ანტიგონეს პოსტები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე 1.5 წლამდე მითხრა პედიატრმა არ მისცეო და ჭამს ისევ ფორმულას

bubu_dato
QUOTE
5.5 თვიდან რომელი ფაფით დავიწყო მირცIEტ. ან პირველი რა უნდა გავასინჯო?

ჩვენ ერთკომპონენტიანით დავიწყეთ, მარტო წიწიბურა, ან მარტო ბრინჯი, მარტო ერთი მარცვალი რომ იყოს ხილის გარეშე. შემდეგ მივამატეთ ნელ-ნელა სხვებიც.

Posted by: trombonelady 21 Mar 2012, 19:38
bubu_dato
QUOTE
მოკლედ, ერთი სული მაქვს ამ თემაში სრულად როდის გადმოვინაცვლებ. მთელი გულისყურით. 4 ტვის გახდა ჩემი ბაია. ფორმულაზეა და 5.5 მდე არ ვაპირებ არაფრის მიცემას. ისედაც ზომაზე მეტს იმატებს ნუტრილონზეა. ჰოდა აი 5.5 თვიდან რომელი ფაფით დავიწყო მირცIEტ. ან პირველი რა უნდა გავასინჯო?

მეც გირჩევ ბოსტნეულის პიურეთი დაიწყო, და დაახლოებით 1 თვეში მისცე ფაფა. ხშირად ფაფის მერე ბოსტნეულზე უარს ამბობენ და წონაშიც თუ კარგად იმატებს ჯობია ფაფა ჯერჯერობით გადაავადო

Posted by: ninia84 21 Mar 2012, 20:12
10 თვის ბავშვს ხორბლის ფაფა რომ ვაჭამო, შეიძლება?

Posted by: trombonelady 21 Mar 2012, 20:58
ninia84
QUOTE
10 თვის ბავშვს ხორბლის ფაფა რომ ვაჭამო, შეიძლება?

კი შეიძლება

Posted by: ninia84 21 Mar 2012, 21:01
trombonelady
მადლობა

------------------------

Posted by: vinnie 21 Mar 2012, 22:07
QUOTE
პედიატრს დაეკითხო ჯობია, წინა გვერდზე არის ჩემი და ანტიგონეს პოსტები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე 1.5 წლამდე მითხრა პედიატრმა არ მისცეო და ჭამს ისევ ფორმულას


ხო ეხლა ვნახე,მადლობაsmile.gif
მეც გავაგრძელებ ნუტრილონს


Posted by: tamuska27 22 Mar 2012, 12:28
არის რარაც რაც 7 თვიდან ემატება საკვებ რაციონში????

Posted by: trombonelady 22 Mar 2012, 16:20
tamuska27
ქათმის ან წიწილას ხორცი

Posted by: tamuska27 22 Mar 2012, 16:53
trombonelady
მაგას უკვე ვჭამთ

Posted by: nikmaik 22 Mar 2012, 19:58
tamuska27
რამდენის იყო რომ მიეცი წიწილა?

Posted by: tamuska27 22 Mar 2012, 20:45
nikmaik
6ის.
ჩვენ დამატება 5 თვიდან დავიწყეთ. 6 დან უკვე ჩიჩიას ვჭამთ

Posted by: sosovika 22 Mar 2012, 22:00
ჩემი შვილი 5 თვის ხდება და რა შემიძლია მივცე ეხლა?

Posted by: anuka2009 22 Mar 2012, 23:36
killer
ხატია როგორ ხართ ? 2kiss.gif
მაწონში შაქრის სიროფი რა პროპორციით ჩავასხა, იქნებ მომწეროთ ვინმემ

Posted by: tamo7779 23 Mar 2012, 10:51
tamuska27
რა არის მაგაში სანერვიულო?
300 გრამი ნორმაა.
7 თვისნისა იყო70სმ, 7800გრამი
რატომ უყვართ შარპეის ლეკვის მსგავსი ბავშვები ვერაფრით ვერ ვხვდები, მითუმეტეს რომ მსოფლიოში სიმსუქნის პრობლემაა smile.gif

vinnie
ძროხის რძესთან დაკავშირებით მკვეთრად იყოფა პედიატრების აზრი, ბავშვის პედიატრს ჰკიტხო ჯობია, თუ ენდობი რა თქმა უნდა....
1 წლიდან სოფლის ნობათზე გადავიყვანე, და სოფლის რძეს 4 წლამდე არ მივცემ

ninia84
ჩვენ წიწიბურა, ხორბალი და შვრია დავიწყეთ 5 თვიდან

sosovika
გააჩნია რას მიირთმევს

Posted by: ninia84 23 Mar 2012, 11:09
tamo7779
მე აქამდე არც გამხსენებია ხორბალი user.gif მაკარონი და ვერმიშელი შეიძლება უკვე? სპეციალურად ბავშვებისთვის ხომ არ არის რამე?

Posted by: KaTeRiN 23 Mar 2012, 11:20
anuka2009
QUOTE
მაწონში შაქრის სიროფი რა პროპორციით ჩავასხა


100 გრამ მაწონზე 10 გრამი სიროფი

Posted by: tamuska27 23 Mar 2012, 12:45
tamo7779
ნორმა რამდენია არ ვიცი და ამიტომ 300 გრამი ცოტა მგონია.
ისე, ეს სულ არ არის მსუქანი,
75 სმია სიგრძეში და წონა არ ეტყობა

Posted by: tako123 23 Mar 2012, 16:17
გოგოებო 1 წლის ბავშვის მენიუ დამიწერეთ თუ არ დაგეზარებათ, გთხოვთ რაsmile.gif

Posted by: tamo7779 23 Mar 2012, 18:27
ninia84
კი არის 7 თუ 9 თვიდანაა მგონი. ჰაინცს აქვს. მე არ მიმიცია,ამიტომარ მახსოვს ზუსტად smile.gif

tamuska27
მშვენიერი პარამეტრები აქვს,ნუ უგონებ რაღაცას 2kiss.gif

tako123
საუზმე:
ფაფა (წიწიბურა,ხორბალი,შვრია,გერკულესი,ბრინჯი, კუსკუსი) უკვე მოსახარში

სადილი:
ვარია (მოხარშული, დაძენძილ-დაჭრილი, ბოსტნეულის სუპ-პიურეში,ან ღომტან და ტყემალტან ერთად),
ხბო (მოხარშული, დაძენძილ-დაჭრილი სუპ-პიურესთან ერთადან კატლეტი ორთქლზე, ან ფრიკადელკები ტომატის სიუსში),
არტალა (ნახარში, ჩიჩიასთან ერთად),
კალმახი (ორთქლზემოხარშული, ან წყალში ბოსტნეულ-მწვანილებთან ერთად მოხარშული,ან ფოლგაში),
ომლეტი (+რძე, მარილი, ყველი, მწვანილი,ფქვილი),
მწყერი, კურდღელი - როგორც ქატამს და ხბოს უკეთებ...
ღვიძლი (პაშტეტი სტაფილოთიც შეიძლება ან კვერცხით)
ღომი სულგუნით
გაროხის სუპი, ყაბაყის სუპ-პიურე..... ესენი აღარ მახსოვს უკვე, მსგავსი საკვები ჩემმა შვილმა კატეგორიულად ამოიღო მენიუდან

ვახშამი:
მაწონი+ხაჭო+პეჩენია
იოგურტი
კეფირი+ხილი

შუალედებში:
ხილი (დღეს: ბანანი, ვაშლი, მსხალი, კივი, გაყინულს უკვე ვერაფერს გამოიყენებ,გაუვიდა ვადა)
კომპოტი ან მზა ჰიპის წვენი ან ცოცხალი წვენი -ფორთოხალი, გრეიფრუტი
წყალი
პეჩენია

გამომრჩებოდა რაღაცეები, მაგრამ ძირითადად ესაა

Posted by: ninidediko 23 Mar 2012, 18:34
sosovika
თუ ძუძუზეა 6 თვედე არ უნდა დამატება

Posted by: matmatuna 23 Mar 2012, 20:07
QUOTE
ღვიძლი

sad.gif
არ არის კარგი, პირიქით მავნებელია user.gif

Posted by: trombonelady 23 Mar 2012, 20:51
matmatuna
QUOTE
არ არის კარგი, პირიქით მავნებელია

ეს არ ვიცოდი და რატომღაც თავს ვიკავებდი, რატოა მავნებელი? დედამთილს ეგ რო ვუთხრა გადაირევა, სულ ღვიძლზე მეჩიჩინება, კარგია და რატო არ აჭმევო.

Posted by: dii 23 Mar 2012, 20:53
matmatuna
ღვიძლი რატოა მავნებელი? თუ ახალს იშოვი.. მგონი გემოგლობინისთვის ძალიან კარგია.

Posted by: ninia84 23 Mar 2012, 21:01
tamo7779
მადლობა

-------------------

Posted by: coroline 23 Mar 2012, 21:03
გოგოებო 5 თვის ბავშვებს რას აჭმევთ? მარტო ფაფებს ისევ?

Posted by: tamo7779 23 Mar 2012, 22:15
dii
+1
და სხვაც აქვს დადებითი, ოღონდ ვერ ვიმახსოვრებ ამდენ რამეს biggrin.gif


Posted by: matmatuna 23 Mar 2012, 23:40
trombonelady
dii
ჰო, ჩემს ბავშვობაშიც მახსოვს, გავჭმევდნენ და დღესაც ძალიან პოპოლარულია biggrin.gif მე ძალიან მიყვარს, ძაააალიან, მაგრამ იშვიათად ვჭამ.. ჩემი პოსტი ძალიან კატეგორიული გამოვიდა, ხშირი მოხმარებაც უნდა დამემატებინა.ბოდიში მომითხოვია biggrin.gif ღვიძლი არის სისხლის ფილტრი და ყველაფერ ცუდს იტოვებს შიგნით. ამბობენ, ეს ტოქსინები დიდხანს არ რჩებაო, მაგრამ ეს როგორ გავიგო მე?! biggrin.gif თან ყველაზე ცუდი რაც არის - ერთ-ერთი პროდუქტია, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით ცუდ ქოლეტერინს შეიცავს. ამის გამო უფრო ვერიდები და ბავშვისთვისაც არ მიმიცია არასდროს. კი ბატონო, რკინის საბადოა, მაგრამ არ ჯობია უფრო ჯანსაღი საკვებით შევცვალო და ისე მიიღოს რკინა? user.gif
ორსულ ქალებსაც არ ურჩევენ აქაური ექიმები, A ვიტამინსაც შეიცავს დიდი რაოდენობით და ზედმეტი A ვიტამინი კი სახიფათოა ნაყოფისთვისოოო yes.gif

Posted by: tamuska27 24 Mar 2012, 01:31
matmatuna
QUOTE
ორსულ ქალებსაც არ ურჩევენ აქაური ექიმები,

არც აქაურები....
ღვიძლი, პაშტეტი და მსგავსი რაღაცეები....

Posted by: merkantil 24 Mar 2012, 02:08
matmatuna
QUOTE
ღვიძლი არის სისხლის ფილტრი და ყველაფერ ცუდს იტოვებს შიგნით. ამბობენ, ეს ტოქსინები დიდხანს არ რჩებაო, მაგრამ ეს როგორ გავიგო მე?!  თან ყველაზე ცუდი რაც არის - ერთ-ერთი პროდუქტია, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით ცუდ ქოლეტერინს შეიცავს.




არც აქ აჭმევენ პატარა ბავშვებს. ორსულობაში არ გამირკვევია, მძულს ყველანაირი შიგნეულობა და თან მაშინ რა მაჭმევდა.

Posted by: nikmaik 24 Mar 2012, 10:12
matmatuna
QUOTE
ჰო, ჩემს ბავშვობაშიც მახსოვს, გავჭმევდნენ და დღესაც ძალიან პოპოლარულიამე ძალიან მიყვარს, ძაააალიან, მაგრამ იშვიათად ვჭამ.. ჩემი პოსტი ძალიან კატეგორიული გამოვიდა, ხშირი მოხმარებაც უნდა დამემატებინა.ბოდიში მომითხოვიაღვიძლი არის სისხლის ფილტრი და ყველაფერ ცუდს იტოვებს შიგნით. ამბობენ, ეს ტოქსინები დიდხანს არ რჩებაო, მაგრამ ეს როგორ გავიგო მე?!თან ყველაზე ცუდი რაც არის - ერთ-ერთი პროდუქტია, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით ცუდ ქოლეტერინს შეიცავს. ამის გამო უფრო ვერიდები და ბავშვისთვისაც არ მიმიცია არასდროს. კი ბატონო, რკინის საბადოა, მაგრამ არ ჯობია უფრო ჯანსაღი საკვებით შევცვალო და ისე მიიღოს რკინა?

ეს ყველაფერი ლოგიკურია yes.gif
კარგი გოგო ხარ რომ გვითხარი

Posted by: sosovika 24 Mar 2012, 10:18
ninidediko
tamo7779
ჰუმანა 1 მიირთმევს... ხილის პიუეები ჩამოუტანა ჩემმა მეუღლემ კიდე ვასLის და მსხლის 4 თვიდან და არ მოეწონა.... არც ჩაი მოწონს ჰუმანას sad.gif... რა ვქნა კიდევ რა შემიძლია მივცე ?

Posted by: tamo7779 24 Mar 2012, 18:52
sosovika
ჩვენ
4 თვიდან დავიწყეთ: გახეხილი ვაშლი,სავი ქლიავი,მსხალი,კვახი
5 თვიდან დავიწყეთ გარგარი (ნუ ახლა არაა) ასევე ფაფები - სვრია,ხორბალი წიწიბურა) და ბოსტნეულის სადილები მარტო კარტოფულს ვუჭყლიტავდი თავიდან

Posted by: killer 24 Mar 2012, 20:59
anuka2009
მადლობა, ნე ნელა smile.gif დრეს ეკატერინეს სიცხე აეწია, ვერ გადავრჩით ამ ვირუსსაც, იქნებ მარიამს მაინც არ გადაედოს.

თქვენ როგორ ხართ? smile.gif

Posted by: Nanuka444 24 Mar 2012, 21:53
tamuska27
როგორ მესმის შენი, მაგაზე რომ ნერვიულობ smile.gif
სანამ ტასო 1 წლის გახდებოდა, მეც სულ მანერვიულობდა მისი ნელი მატება.
მაგრამ, თურმე სულაც არ ყოფილა სანერვიულო.
თუ ბავშვი კარგად ჭამს, კარგად სძინავს, კარგად ვითარდება და წონაშიც იმატებს (არა აქვს მნიშნველობა 200 გრამს თუ 800 გრამს), ე.ი. ყველაფერი რიგზეა smile.gif

1 წლის ასაკში ბავშვის საშუალო მასა უნდა იყოს 10 კგ. შენი პატარა კი უკვე 8 კგ-ზე მეტია, თან საკმაოდ მაღალი ბავშვი ყოფილა. ჩემი აზრით სანერვიულო არაფერია.

ჩემი გამოცდილებიდან, შემიძლია ის გითხრა, რომ ტასომ მე-5 თვეს მოიმატა 300 გრამი, სასწრაფოდ დავუწყე ფაფები (მანამდე მთლიანად ძუძუზე იყო), და ასევე დავიწყეთ ჰიპის ნატურალური ხილის წვენები. შედეგი: მე-6 თვეს მატება - 200 გრ biggrin.gif

ზოგადად, პატარა წონით დაბადებული ბავშვები ბევრს იმატებენ, დიდი წონით დაბადებულები - ცოტას. 1 წლის ასაკში მათი წონა ერთმანეთს უტოლდება.
აი, ჩემი ტასო დაიბადა 4.300 კგ, 1 წლისა იყო - 9.900 კგ smile.gif
tamo7779-ს ნისა კი იყო 2.900 (თუ არ ვცდები), ჰოდა მოდი თამო დაწერე ეხლა, რამდენის იყო ნისა 1 წლის smile.gif



Posted by: tamo7779 24 Mar 2012, 22:26
Nanuka444
ახლა ვართ წლის და 9 თვის. 12,500 და 90სმ (შეიძლება ცოტა კიდევ გავიზარდეთ)
1 წლის იყო 77სმ და 9,900
* * *
არაფერი აქვს სანერვიულო smile.gif
უბრალოდ უფროს და არაკომპეტენტურ ხალხს გონია რომ ბავშვი უნდა იყოს ნაკეცებიანი და დიდი წითელი ლოყებით
თუ ეს ასე არაა ე.ი. რაღაცა არაა წესრიგში biggrin.gif

Posted by: trombonelady 24 Mar 2012, 23:19
matmatuna
QUOTE
ჰო, ჩემს ბავშვობაშიც მახსოვს, გავჭმევდნენ და დღესაც ძალიან პოპოლარულიამე ძალიან მიყვარს, ძაააალიან, მაგრამ იშვიათად ვჭამ.. ჩემი პოსტი ძალიან კატეგორიული გამოვიდა, ხშირი მოხმარებაც უნდა დამემატებინა.ბოდიში მომითხოვიაღვიძლი არის სისხლის ფილტრი და ყველაფერ ცუდს იტოვებს შიგნით. ამბობენ, ეს ტოქსინები დიდხანს არ რჩებაო, მაგრამ ეს როგორ გავიგო მე?!თან ყველაზე ცუდი რაც არის - ერთ-ერთი პროდუქტია, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით ცუდ ქოლეტერინს შეიცავს. ამის გამო უფრო ვერიდები და ბავშვისთვისაც არ მიმიცია არასდროს. კი ბატონო, რკინის საბადოა, მაგრამ არ ჯობია უფრო ჯანსაღი საკვებით შევცვალო და ისე მიიღოს რკინა?
ორსულ ქალებსაც არ ურჩევენ აქაური ექიმები, A ვიტამინსაც შეიცავს დიდი რაოდენობით და ზედმეტი A ვიტამინი კი სახიფათოა ნაყოფისთვისო

დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის, მეც დაახლოებით ეგრე ვიცოდი. მე თვითონ ვგიჟდები ქათმის ღვიძლზე, ნ რაოდენობით შემიძლია ვჭამო, აწი მოვერიდები.

Posted by: tako123 24 Mar 2012, 23:55
QUOTE (tamo7779 @ 23 Mar 2012, 18:27 )

საუზმე:
ფაფა (წიწიბურა,ხორბალი,შვრია,გერკულესი,ბრინჯი, კუსკუსი) უკვე მოსახარში

სადილი:
ვარია (მოხარშული, დაძენძილ-დაჭრილი, ბოსტნეულის სუპ-პიურეში,ან ღომტან და ტყემალტან ერთად),
ხბო (მოხარშული, დაძენძილ-დაჭრილი სუპ-პიურესთან ერთადან კატლეტი ორთქლზე, ან ფრიკადელკები ტომატის სიუსში),
არტალა (ნახარში, ჩიჩიასთან ერთად),
კალმახი (ორთქლზემოხარშული, ან წყალში ბოსტნეულ-მწვანილებთან ერთად მოხარშული,ან ფოლგაში),
ომლეტი (+რძე, მარილი, ყველი, მწვანილი,ფქვილი),
მწყერი, კურდღელი - როგორც ქატამს და ხბოს უკეთებ...
ღვიძლი (პაშტეტი სტაფილოთიც შეიძლება ან კვერცხით)
ღომი სულგუნით
გაროხის სუპი, ყაბაყის სუპ-პიურე..... ესენი აღარ მახსოვს უკვე, მსგავსი საკვები ჩემმა შვილმა კატეგორიულად ამოიღო მენიუდან

ვახშამი:
მაწონი+ხაჭო+პეჩენია
იოგურტი
კეფირი+ხილი

შუალედებში:
ხილი (დღეს: ბანანი, ვაშლი, მსხალი, კივი, გაყინულს უკვე ვერაფერს გამოიყენებ,გაუვიდა ვადა)
კომპოტი ან მზა ჰიპის წვენი ან ცოცხალი წვენი -ფორთოხალი, გრეიფრუტი
წყალი
პეჩენია

გამომრჩებოდა რაღაცეები, მაგრამ ძირითადად ესაა

დიდი მადლობაsmile.gif და რა მაინტერესებ ამ ყველაფერს უბლენდერებ თუ ისე აჭ მევ?მე ვუბლენდერებ კიდე და ციტრუსი შეიძლება ხო უკკვე/:)

Posted by: tamuska27 24 Mar 2012, 23:57
Nanuka444
QUOTE
1 წლის ასაკში მათი წონა ერთმანეთს უტოლდება.

დიდი მადლობა,
ცოტა დავმშვიდდი...
ძალლიანაც არ ვნერვიულობდი, მაგრამ მაინც ხინჯად მქონდა გულში, მეგონა ცოტააატქო.
ეს 3.700 დაიბადა, მაგრამ საკვების შერჩევა-გადარჩევაში ძალიან დაიკლო პირველ თვეს,
მერე კი კარგი მატება ჰქონდა. ხან 1კილოზე მეტი, ხან 600-800 გრამი....
ეს ყველაზე ცოტა იყო. თან ეს "მყარი" საკვები რომ დავიწყეთ და ნორმალურად არც ვიცი რა უნდა ვაჭამო.
ექსპერიმენტებს ვატარებ, ხან რას გავასინჯებხოლმე,ხან რას....


Posted by: vinnie 24 Mar 2012, 23:57
1 წლის ბავშვი დღეში კუჭში რამდენჯენრ უნდა გადიოდეს?მიპასუხეთ რააა

Posted by: tamuska27 25 Mar 2012, 00:00
კეთილო ხალხო, იქნებ 7 თვის ბავშვის მენიუც დამიწეროთ.
გმადლობთ

Posted by: matmatuna 25 Mar 2012, 00:40
vinnie
QUOTE
1 წლის ბავშვი დღეში კუჭში რამდენჯენრ უნდა გადიოდეს?მიპასუხეთ რააა

რამდენჯერაც მოისურვებს biggrin.gif მთავარია რამოდენიმე დღის განმავლობაში არ ჰქონდეს აშლილობა, მუდვივად თხელი განავალი... თუ ჭამს ხილს, სვამს სითხეს და იღებს საკმარის უჯრედისებს ბოსტნეულის და მარცვლეულის სახით, შეიძლება ბევრჯერაც გავიდეს კუჭში. ერთხელაც საკმარისია თუკი ლამაზად და კოხტად შეფუთულს დაგვახვედრებენ biggrin.gif

Posted by: Nanuka444 25 Mar 2012, 01:12
tamo7779
Nanuka444
QUOTE
9,900

ხედავ? ზუსტად ერთი წონის იყვნენ ნისა და ტასო 1 წლის ასაკში biggrin.gif

ტასო ეხლა წლის და 3 თვის არის და 10.500 კგ-ია, 81.5 სმ.
მგონი ნისას ასაკში (წლის და 9 თვის) 12 კგ-მდეც ვერ ავა smile.gif
მართლა ძაან ნელა იმატებს, არადა განახა რამდენს ჭამს, განსაკუთრებით ეხლა, როცა ძუძუს თავი დაანება, ყველაფერს პირში იტენის, რაც ხელში მოხვდება. ზოგჯერ მეშინია კუჭი არ გაუდიდდეს და არ ვაჭმევ ხოლმე, გუშინ ხორციანი ბორშჩი ჭამა დაახლოებით 700 გრამი და კიდევ უნდოდა, ცხადია არ ვაჭამე. არადა, არც დამშეული იყო, ძილის წინ მსუბუქად ვაჭამე, მერე 2.5 საათი ეძინა შუადღეს, გაიღვიძა და ამდენი გრამი სადილი მიირთვა.
ასეთი მსუყე სადილის მერე ჯერ 2 ჭიქა კომშის კომპოტი დალია, მერე 1 ჭიქა ყურძნის წვენი (ცოტა წყალ გარეული), ერთბაშად არა, მაგრამ დაჰქონდა მისაწოვრიანი ჭიქა და სვამდა ნელ-ნელა.

Posted by: tamuska27 25 Mar 2012, 01:34
matmatuna
როგორ ხარ?
asparagus 7 თვისას რომ მივცე უჭირს რამე ნეტა???
ეს zucchini რა უგემური რამ არის sad.gif მაგრამ მაინც ვაძლევხოლმე... რა ვიცი, ალბათ სასრგებლოა და იყოს მაინც smile.gif

Posted by: matmatuna 25 Mar 2012, 02:33
tamuska27
გმადლობ, კარგად ვარ 2kiss.gif თქვენ როგორ ხართ, როგორ არის შენი პატარა?
asparagus გადასარევია, სავსეა ც ვიტამინით + პროტეინი. მე 8 თვიდან მივეცი, მაგრამ შენი ბიჭი თითქმის ყველაფერს ჭამს უკვე და თავისუფლად შეგიძლია სცადო.
მიეცი ერთხელ და დააკვირდი აბა... საერთოდ, გაზებს აგროვებს და ბოყინსაც იწვევს ზოგიერთებში, მაგრამ თუ შენსას დიდად არ აწუხებს ეს გაზები და საჭმლის გადამუშავების პრობლემაც არ აქვს, ერთხელ ცდად ნამდვილად ღირს (ჯობია ლანჩზე გასინჯოთ, ნახევარი დღე წინ გექნება დაკვირვებისთვის) კარგად მოხარშული, რბილი მიეცი. ცოტა თეთრ კარტოფილთან, სტაფილოსთან ან სხვა ბოსტნეულთან ერთად შერეულს მგონი გემრიელად შეჭამს yes.gif ყველიც უხდება, ბრინჯიც, პასტაც და ქათამიც.
zucchini უგემურია ჰოო biggrin.gif საერთოდ მწვანე ბოსტნეული ეგეთია, ამიტომ ყოველთვის სხვადასხვა ბოსტნეულს ვურევ და მშვენივრად ჭამს smile.gif
პრასიც Leeks შეგიძლია ცოტა მისცე და თუ გინდა ცოტა ქამა სოკოც (ეს წყალში კარგად მოხარშული და არა ორთქლზე). მწვანე ლობიოს ჭამს?
ბადრიჯანიც შეიძლება უკვე... კუჭის მოქმედებისთვისაა კარგი და თან კალციუმსაც შეიცავს ბლომად. კანის გარეშე ორთქლზე მოუმზადებ და დაამატე მერე რაც გინდა ბოსტნეული და ბრინჯი/პასტა, ყველი. თან ბადრიჯანი არ არის აუცილებელი ორგანული იყოს, კარგად იფუთება კანში.
მე მგონია, რომ შენ ყველაფერს აძლევ და ბავშვიც კარგად იკვებება და ნუ განიცდი რაა... მთავარია ჰქონდეს მრავალფეროვანი საკვები და მიიღოს დღიური ნორმა.სხვასთან შედარებით ცოტას თუ ჭამს, საერთოდ არ არის პრობლემა.მოეშვი, მოდუნდი yes.gif
ხილიდან კენკროვანიც შეგიძლია გაასინჯო, საუზმეზე ფაფასთან ერთად მაგალითად ან იოგურტთან... ჟოლო და ბანანი ან მოცვი. კივი, მანგო, პაპაია (თუ მოეწონა), ატამი, მსხალი... გოგრა გადასარევია და თავისუფლად შეგიძლია მისცე, აქამდე თუ არ გაუსინჯავს.
კიდევ რაც გამახსენდება, მოგაწვდი იდეას biggrin.gif

Posted by: tamo7779 25 Mar 2012, 11:50
tako123
მახევარი ან ერთი ლებანი, თუ რაც ქვია გაასინჯე, ციტრუსის, და ერთიანად ბევრი არ მისცე, ნელა ნელა შეაპარე
პირველი თვე ვუბლენდერებდი ბოსტნეულს,მეორე თვიდან ვუწყლეტდი. ხორცი რომ დავიწყეთ თავიდან ვუბლენდერებდი,იმიტომრომ უწვრილესად დაწრილის ჭამა გააპროტესტა,8 თვის იყო დაახლოებით პირველად რომ შეწამა დაჭრილი smile.gif

vinnie
matmatuna
+1
რამდენჯერაც მოისურვებს smile.gif
რამდენჯერაც იკვებება, შეიძლება იმდენჯერვე გავიდეს.

tamuska27
საუზმე:
მზა რძიანი ფაფა (შვრია,წიწიბურა, ხორბალი)

სადილი:
ბოსტნეულის პიურე (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ბულგარული, ყვავილოვანი ან ბროკოლი, ხახვი, ნიორი,კამა, 2 ჩ.კ. ბრინჯი.+ მარილი ზეითუნის ზეთი. ხახვს და ნიორს არ ვაძლევთ)
ბოსტნეულის პიურეში + კვირაში ორჰ\ჯელ წიწილას ტეთრი ჩიჩია. და კვირაში ერთხელ ხბოს ჩიჩია

ვახშამი
მაწონი + ჰაინცის პეჩენია

გვიან რამით ან გამთენიისას, უფრო გამტენიისას 200მლ - ჰუმანა 2.

შუალედში:
ხილის ან ხილის და ჟოლოს ჰიპის ჩაი


Nanuka444
ჰეჰე smile.gif სასაცილო ქალები smile.gif
გოგო, ყურძნის წვენი არ ბერავს? მე ფელამუში მივეცი ცოტა smile.gif და ჩურჩხელებს იცი როგორ ჭამდა? გახსნიდა, ნიგოზს გადმოყრიდა და წავიდააააააააა biggrin.gif

Posted by: trombonelady 25 Mar 2012, 13:09
ეს ბოლო რამოდენიმე დღეა ჩემი შვილი სუპზე |(სტაფილო, კარტოფილი, ყვავილოვანი, ხბოს ხორცი, ხახვი, მწვანილი, გოგრა, ისპანახი, ყველი) უარს ამბობს. გუშინ ეს ყველაფერი მოხარშული მშრალად გადასარევად შეჭამა, წვნიანის სახით რატო არ ჭამს ვერ გავუგე, ხახვიც გამოვრიცხე და მაინც არ ჭამა, ხელით ვაჭამე და ისეთი მოსახერხებელი ყოფილა, პირს რო აღებს ეგრევე ჩატენი გემოზე biggrin.gif თან საკმაოდ დიდი მაჭრები იყო და კარგად ღეჭავდა, სუპში პატარა ნამცეციც რო მოყვეს გულს ირევს. წვნიანის ნაცვლად ასე მშრალად რო ვაჭამო რა მოხდება? წყალს სვამს ბევრს!

Posted by: nikmaik 25 Mar 2012, 13:57
tamo7779
QUOTE
საუზმე:
მზა რძიანი ფაფა (შვრია,წიწიბურა, ხორბალი)

სადილი:
ბოსტნეულის პიურე (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ბულგარული, ყვავილოვანი ან ბროკოლი, ხახვი, ნიორი,კამა, 2 ჩ.კ. ბრინჯი.+ მარილი ზეითუნის ზეთი. ხახვს და ნიორს არ ვაძლევთ)
ბოსტნეულის პიურეში + კვირაში ორჰ\ჯელ წიწილას ტეთრი ჩიჩია. და კვირაში ერთხელ ხბოს ჩიჩია

ვახშამი
მაწონი + ჰაინცის პეჩენია

გვიან რამით ან გამთენიისას, უფრო გამტენიისას 200მლ - ჰუმანა 2.

შუალედში:
ხილის ან ხილის და ჟოლოს ჰიპის ჩაი

ხაჭო?

Posted by: veriko_zuka 25 Mar 2012, 15:26
ნინო ექიმო რა მაინტერესებს იცით მყავს 2 წლის და 7 თვის ბიჭი, ბაღში აცონეს და 12,500 კგ და 86 სმ–ია, ისე ნორმალური მჭამელია არც ბევრს ჭამს და არც ცოტას მაგრამ ძალიან მოძრავი და აქტიური ბავსვია, ჭიაზეც გავუკეთე ამ თვეში ანალიზი და არ აღმოაჩნდა და მაინტერესებს ცონის და სიმაღლის ჩამორჩენა აქვს? თუ აქვს რამდენად დიდია ეს ჩამორჩენა? დიდი მადლობა

Posted by: tamuska27 25 Mar 2012, 15:43
tamo7779
kiss.gif გმადლობ kiss.gif ბულგარული ჯერ არ მიმიცია, ეხლა გავასინჯებ.... და ჰაინცის პეცენიაც გუშინ ვუყიდე და საუზმეზე უნდა მივცე რძესთან ერთად, მაწონი არ უყვარს sad.gif ემჟავება ...
matmatuna
როგორ ამომწურავად იციხოლმე პასუხის გაცემა kiss.gif
კარგად არის კაცა, ჩვენთან საგრძნობლად დათბა და დღეში 2-3 ჯერ ვასეირნებხილმე. ძალიან უხარია ეს ამბავი, პარკში ხან ჩიტებს უსმენს და გაბრწყინებული სახით მიყურებს და ხან ციყვები უკვირს smile.gif
QUOTE
მთავარია ჰქონდეს მრავალფეროვანი საკვები და მიიღოს დღიური ნორმა

აი,მეც სულ მაგაზე ვფიქრობ. ნორმალური მრჩეველიც არ ვყავს და ჩემი ჭკუით ვითვლიხოლმე, - ეს ნახშირწყლები,ეს ცილა,ეს ვიტამინი ,ეს პროტეინი და ა.შ.
ყოველდღე ჭამს ბრინჯის და სიმინდის ფაფას (აპტამილის) და ამიტომ სადილში ბრინჯს არ ვუმატებ. ძალიან იშვიათად 1 მაკარონი რომ ჩავუგდოხოლმე.
ეხლა ფაფა საღამოხანს გადავიტანეთ,ანაყრებს და ღამე ისე ხშირად აღარ ჭამს, და ამ ფაფაში ხაჭოს დამატება დავიწყე.
ფაფა უფრო მეტი ნახშირწყლებია და ვიფიქრე ხაჭო მეთ პროტეინს შესძენსთქო.
ყოველ საღამოს ასე მიირთმევს....
თან მოსწონს ძალიან.
სადილზე ყოველდღე ვაძლევ ხორცხ. ხან ქათმის თეთრი ხორცი, ხან "ბეიბი ჩიქენის" ბარკალი და ბარკლის ძირი, ხან ძროხის ხორცი და ხან თევზი. + მინიმუმ 5-6 სახეობის ბოსტნეული.
დილით - ხორბლის პეჩემია ქჰვია ალბათ ქართულად Wheat biscuit+ფორმულა და დღეიდან ჰეინცის პეჩენია+ფორმულა , მარა ეს პეჩემია მაფიქრებს,ბევრი შაქარი აქვს sad.gif
ხილსაც ვაჭმევ, დღეში 1 ხელ. ხან რას ხან რას....
გუშინ სადილში ჩაუმატე ნახევარი "ბეიბი ავოკადო".
აი ლენტილი ჯერ არ მიყიდია...facepalm.gif კი მცხვენია, მაგრამ ჯერ იმდენი რამ მაქვს ამისთვის, ვიფიქრე ჯერ ესენი გავასინჯო და მერე ახალ პარტიას შევიძენტქო .
წავედი ეხლა ვაჭამო კაცას
kiss.gif kiss.gif

Posted by: mariamiani 25 Mar 2012, 17:10
Nanuka444
მემგონი ნორმის ფარგლებში ჯდება და ძან ბერვი რო მიმატოს 1 თევში ეგ უფრო საფრთხილო უდნა იყოს...

ისე მარალი ყოფილა, ჩემი 1 წლისაა კია 11 კილო მაგრამ 75 იქნება ალაბთ.... რორგო აგწელო იმას ვფიქრობბbiggrin.gif)))) სტაფილოც ამოვიღეთ რაციონიდან,ალერგია აქვსო და....biggrin.gif))

Posted by: sosovika 25 Mar 2012, 22:11
tamo7779
ანუ ეხლა კარტოფილის პიურე რომ მივცე შეიძლება? 5 ხდება... და როგორ მივცე ზეითუნის ზეთით? აგარაფერი აგარ მახსოვს sad.gif

Posted by: aseaisea 26 Mar 2012, 00:14
matmatuna
QUOTE
asparagus

ეს რა არის? საქართველოში იყიდება?
პრასი მოვუხარშო და ხახვთან და ბრინჯთან ერთად რომ მივცე შეიძლება ხო? ისე პრასის სეზონი როდისაა მითხარით რა, და ისპანახის? ისპანახი შხამ ქიმიკატებითაა სავსეო და მივცე თუ არა ვფიქრობ.
ხო და კიდე გაროხი მინდოდა მიმეცა მაგრამ კონსერვის რომაა მაფიქრებს. ვინმე აძლევთ?

Posted by: trombonelady 26 Mar 2012, 00:19
sosovika
QUOTE
ანუ ეხლა კარტოფილის პიურე რომ მივცე შეიძლება? 5 ხდება... და როგორ მივცე ზეითუნის ზეთით? აგარაფერი აგარ მახსოვს

(6 თვემდე არ არის რეკომენდებული დამატების მიცემა), მაგრამ თუ მაინც გინდა ჯობია ყაბაყით დაიწყო, კარტოფილი ძაან კრახმალია.

Posted by: tamuska27 26 Mar 2012, 00:21
aseaisea
QUOTE
asparagus

სატაცურია

Posted by: aseaisea 26 Mar 2012, 00:23
ააა ეს გამიგია მეც, ჩემთგან ქონდათ სოფელში. მაგრამ ჯერ ადრეა ჩემი კუჭნაწლავ მოუწესრიგებელი გოჭისთვის biggrin.gif

Posted by: matmatuna 26 Mar 2012, 00:51
sosovika
QUOTE
კარტოფილის პიურე

კარტოფილი მაინცდამაინც საკვები ღირებულებებით არ გამოირჩევა და თან ძირითადად სახამებელია. მგონი 5 თვის ბავშვისთვის ძალიან ადრეა კარტოფილის მიცემა, როგორც პირველი დამატება... ტკბილი კარტოფილი არ იშოვება? აი, ეს კი მართლაც ძალიან სასარგებლოა yes.gif
ასე გამოიყურება
https://www.google.com/search?q=sweet+potato&oe=utf-8&rls=org.mozilla:en-US:official&client=firefox-a&um=1&ie=UTF-8&hl=en&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&ei=64JvT_yHL6ng0QHOnMS4Bg&biw=1436&bih=770&sei=7YJvT--ZOJO30QGm7aD_Bg
aseaisea
QUOTE
პრასი

საქართველოში უფრო მწარეა პრასი ხო? აქაურს არ აქვს ისეთი მძაფრი გემო და ჭამენ ბავშვები, მაგრამ კარგად მოხარშული შეიძლება აღარც იყოს მწარე...
QUOTE
გაროხი

ჩემი ძმისშვილისთვის ყიდულობენ მაღაზიაში მწვანეს, გაყინულს ოღონდ. კონსერვის არ მისცე, არაა კარგი.

Posted by: mariamiani 26 Mar 2012, 09:42
matmatuna
კარტოსჰკაზეც მეც ესე ვიცი რომ საკვების 1/3-ზე ემტი არ უნდა იყოს კარტოშკა... სხვას უფრო ეტს ვყრი ხოლმე,..მარტო კარტოშკა ლამის 11 თვიდან მივეცი,ისიც კვირაში ერთხელ... უფრო სტაფილოს ვაწვებოდით მაგრამ ალერგია მოგვცა და ამოვიგეტტ(((( ეჰ...

Posted by: GNI100 26 Mar 2012, 10:34
3 დღეა ფორმულას აღარ ეკარება ჩემი ბიჭი sad.gif (8 თვის) ვინმეს გქონიათ მსგავსი? როგორ მოვიცე?

Posted by: sosovika 26 Mar 2012, 11:49
trombonelady
გასაგებია ანუ ეხლა არაფერი მივცე ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ხომ? ჰუმანა ერთი ჰუმანას ჩაი, რომელიც არ მოწონს ძალით Vთხრი პირში

Posted by: ტატა 26 Mar 2012, 13:42
გოგებო იქნებ მირჩიოთ

წლის გახდა 15 მარტს, მინდა დაბლენერებულს გადავაჩვიო და გულს ირევსsad.gif

არადა, ყველზე და პირზე გიჟდება, პატარა ლუკმებად რომ ვაძლევთ, ვაშლსაც პატარა კუბიკებად დაჭრილს ჭამს, ხაჭაპურიც გავასინჯე ამასწინად და დაღეჭა მშვენივრად, მაგრამ როგორც კი თავის სადილში, ან ფაფაში მოხვდება რაიმე დაუბლენდერებელი მაშIნვე გულს ირევს, ანუ სადილს ხომ ვუბლენდერებ, წიწიბურის ფაფასაც და ჰერკლულესსაც კი

როგორ გადააჩვიეთ მირჩიეთ რა. ოღონდ ჯერ მხლოდ 4 კბილი აქვს და შეიძლება მაგისი ბრალი იყოს?

Posted by: chaPPek 26 Mar 2012, 13:58
ბავშვი ჭამს ჰუმანა პლატინს, 1-ს. და აშკარად არ ანაყრებს.რამე უფრო კალორიული ფორმულა მითხარით რა @D

Posted by: mariamiani 26 Mar 2012, 14:16
ტატა
მე დაუჭყლიტე, ბოსტნეული კი ჭამა დაჭყლეტილი, ამრგამ ხორც არ ჭამდა, და ძან წვრილად ვუჭრიდი, და ისე ვაჩმევდი, უკვე მიეჩვია,,, აბა ცადე დაუჭრა ატარა კუბიკებად საჭმელი.... ჩვენ ლამის 1 თვე ვეჩვეოდით, ძან გაგვიძნელდა.. 1 კბილი ძლისვ ამოგვივიდა ზუსტად აგდაჩვევის დროს, მარგამ მაინც,,, მეშინოდა უფრო რო გადამედო... ჩემიც ირევდ გულს, ამრგამ არ შევეშვი, მაინც არ უბლენდერებდი.. და მიეჩვია რავიცი.... ისე თავიდან ფაფებით დავიწყე, ისინი ხო ისედაც რბილდება და არ ვბლენდერებდი, რო ცოტა პირში მხოვედროდა რამე მყარი...

Posted by: ტატა 26 Mar 2012, 14:40
mariamiani


მადლობა, აბა მეც ვცდი, ჯერ ჰერკულესით შევაპარებ, იქნებ გადაეჩვიოსsad.gif

Posted by: trombonelady 26 Mar 2012, 15:27
sosovika
QUOTE
გასაგებია ანუ ეხლა არაფერი მივცე ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ხომ? ჰუმანა ერთი ჰუმანას ჩაი, რომელიც არ მოწონს ძალით Vთხრი პირში

ხო ჩვეულებრივად გააგრძელე ჰუმანა 1, ჩაი თუ არ მოსწონს ძალით ნუ ატენი, წყალი შესთავაზე, ეგეც შეიძლება არ მოიწონოს და არც ეგაა კატასტროფა, სანამ მხოლოდ ფორმულაზე იქნება იქედან მიიღებს სითხეს და დამატებას რო მისცემ მერე უკვე საჭიროა სითხე.

Posted by: mariamiani 26 Mar 2012, 18:45
ისე 1 წლის აბვშვს ხორცი რამდენჯერ უნდა მივცე კვირაში? ყოველდღე შეიძლება?

Posted by: Nanuka444 27 Mar 2012, 18:44
mariamiani
QUOTE
ისე 1 წლის აბვშვს ხორცი რამდენჯერ უნდა მივცე კვირაში?  ყოველდღე შეიძლება? 

ყოველდღე ნამდვილად არ შეიძლება.
კონკრეტულად კვირაში რამდენჯერ გვირჩევენ გაიდლაინები ხორცის მიცემას, არ ვიცი.
კვირაში 3-ჯერ მინიმუმია ალბათ, და 6-ჯერ - მაქსიმუმი.
ერთი დღე მაინც უნდა დაასვენო.

ჩვენ, მაგალითად, 5-ჯერ მივირთმევთ, მე-6 დღე თევზისაა, მეშვიდე დღეს კი - ვისვენებთ smile.gif


Posted by: AIX-500 27 Mar 2012, 18:57
http://forum.ge/?showtopic=34207067&view=findpost&p=25031486

chaPPek

QUOTE

10 Reasons why you'll want to breastfeed:

1. It's simple and quick (no bottles, measuring or mixing!).
2. It protects your baby from diseases, viruses, stomach pain, and infections, and lowers their risk of allergies and asthma.
3. Your milk contains oxytocin - the "love hormone", which helps you and your baby bond with one another.
4. It also contains over 400 vitamins, minerals, fats, and proteins NOT present in any formula out there.
5. Breastfed babies have higher IQs. (The longer you breastfeed, the higher the IQ of the child.)
6. It's custom-tailored specifically to your child's nutrition and immunity needs.
7. It protects your baby against SIDS (Sudden Infant Death Syndrome).
8. It burns about 500 extra calories a day for YOU. Breastfeeding = quicker postpartum weight loss!
9. It contains special brain-promoting proteins and fats not found in any formula out there.
10. It's 100% free (well, pumps and nursing bras aren't, but they're still cheaper than a year's worth of formula).


გამიკვირდა საერთოდ ფორუმზე მაგ სიტყვა რომ დამხვდა ნახსენები. ოქსიტოცინი არის ჩვეულებრივი ჰორმონი, რომელსაც მართლა სიყვარულის ჰორმონსაც უწოდებენ რადგანაც ეს ჰორმონი გამოიყოფა შეხებისას და კოცნისას როცა განიცდი სიამოვნებას. მოკლედ რომ ვთქვათ ეგ ჰორმონი არის სითბოს აღმძრავი სხეულში. როცა მეძუძური დედა დიდი რაოდენობით განიცდის მეუღლისგან სითბოს, მასში დიდი რაოდენობით გროვდება ოქსიტოცინი, რომელსაც ძუძუთი აძლევს შვილს. რაში ჭირდება პატარა ბავშვს ოქსიტოცინი?
ოქსიტოცინის და სეროტონინის დაბალი დონე ნერვული კვანძების შექმნას აფერხებს რის გამოც ბავშვის განვითარება ფერხდება, ხოლო როდესაც ბავშვი იღებს დიდი ოდენობით ოქიტოცინს ის სწრაფადაც ვითარდება და მასში აგრესიული ნიშნები არ ვლინდება. ხშირად ბავშვებში GAD, AUTISM და ADHD/ADD-ის მიზეზი ზუსტად დედის სიცივეა, ოჯახში ცუდი დამოკიდებულება და არა ძუძუთი კვებაა. ასე რომ ბავშვის კვებას გაგებით მოეკიდეთ.

Posted by: Nanuka444 27 Mar 2012, 19:03
AIX-500
QUOTE
ეგ ჰორმონი არის სითბოს აღმძრავი სხეულში. როცა მეძუძური დედა დიდი რაოდენობით განიცდის მეუღლისგან სითბოს, მასში დიდი რაოდენობით გროვდება ოქსიტოცინი, რომელსაც ძუძუთი აძლევს შვილს

QUOTE
ოქსიტოცინის და სეროტონინის დაბალი დონე ნერვული კვანძების შექმნას აფერხებს რის გამოც ბავშვის განვითარება ფერხდება, ხოლო როდესაც ბავშვი იღებს დიდი ოდენობით ოქიტოცინს ის სწრაფადაც ვითარდება და მასში აგრესიული ნიშნები არ ვლინდება. ხშირად ბავშვებში GAD, AUTISM და ADHD/ADD-ის მიზეზი ზუსტად დედის სიცივეა, ოჯახში ცუდი დამოკიდებულება და არა ძუძუთი კვებაა

smile.gif კარგია!

თქვენ ექიმი ბრძანდებით?

Posted by: AIX-500 27 Mar 2012, 19:11
Nanuka444
საბედნიეროდ ექიმი არ ვარ და მწამს მე თანამედროვე მიღწევების. ბიოპროგრამისტი ვარ.

Posted by: matmatuna 27 Mar 2012, 19:25
QUOTE
ხშირად ბავშვებში  AUTISM ის მიზეზი ზუსტად დედის სიცივეა, ოჯახში ცუდი დამოკიდებულება და არა ძუძუთი კვებაა. ასე რომ ბავშვის კვებას გაგებით მოეკიდეთ.

აღარ დასრულდა ამაზე საუბარი vis.gif
იცით რამდენი აუტისტი ბავშვია, რომელსაც გადასარევი მშობლები ჰყავს, ძუძუსაც ჭამდნენ და არც არაფერი აკლდათ?
რა მიზეზებიც თქვენ დაასახელეთ, 20-30 წლის წინ ფიქრობდნენ ასე და დღეს იგივეს გამეორება, რბილად რომ ვთქვა არის ძალიან ცუდი!
მიბრძანდით და აუტისტის მშობელს პირადად უთხარით ეს სიტყვები!
პირველრიგში გაარკვიეთ - დღეს რას ეწოდება აუტიზმი.

Posted by: AIX-500 27 Mar 2012, 19:38
matmatuna
საქართველოში აუტიზმის დიაგნოზიანი შეიძლება 1000-ზე მეტი ბავშვი იყოს, მაგრამ მათგან 5-6 ქონდეს რეალურად აუტიზმი. თუ აკომენტარებ სხვის პოსტს კეთილი ინებე და სრულყოფილად დააკომენტარე და ნუ ჭრი დანარჩენს. უბრალოდ თვალში ერთი სიტყვა მოგხვდა და აფეთქდი. რაც შეეხება აუტიზმს ეს თემა მას არ შეეხება და სადაც მაგაზეა საუაბრი ცოტა ხანში ძალიან ვრცლად დავწერ და საქართველოში არსებულ აუტიზმის ბიზნესსაც ჩავაგდებ. სამწუხაროდ დღეს უკვე სარეკლამო რგოლი გახდა აუტიზმი და ეიბიეი პროგრამა.

Posted by: mariamiani 27 Mar 2012, 19:55
Nanuka444
უი არ შეიძლება? მე პირიქით მეგონა რო კარგს ვშVებოდი ყოველ დღე რო ავჭმევ... ნუ 6 დღე ერთმანეთის მონაცვლეობით ხან ქათმის ხან ხბოს ხორცი, და მე-7 თევზი.... ანუ გამოდის 1 დრე თევზის, 1 დრე მარტო ბოსტნეულის და დანარჩენი ქათმის და ხბოს ხორცზე აგდავანაცილო ხოო? თუ ბოსტნეულის 2 დრე გავაკეთO? ექიმისთვის არც მიკითხია, არც მეგონა ამას არსებითი მნნიშვნელობა თU ქონდა

Posted by: matmatuna 27 Mar 2012, 20:03
AIX-500
QUOTE
ნუ ჭრი დანარჩენს

მე ვჭრი კიდევ? biggrin.gif არ გაქვს ნახსენები აუტიზმი? რაც აბსურდი იყო, ის გამოვყავი და მაგაზე მიგითითე. თუ აუტიზმს არ ეხებოდა რატომ მოიხსენიე მაშIნ? აქეთ მე მედავები კიდევ...
QUOTE
ცოტა ხანში ძალიან ვრცლად დავწერ და საქართველოში არსებულ აუტიზმის ბიზნესსაც ჩავაგდებ

ოკ
* * *
mariamiani
ბოსტნეული და ხილი ყოველდღე უნდა. ბოსტნეული + მარცვლეული + ხორცი/ თევზი/კვერცხი/ყველი... კვერცხს და ხორცს ერთAდ თუ არ მისცემ უკეთესია.

Posted by: mariamiani 27 Mar 2012, 20:18
matmatuna
ბოსტნეულს ყოველდგე ვადლევ,და ურევ ხორცს მასში,,, ხილსაც, მარცვლეულსაც, თევზს - 1, და კვერცს იშვიათად, ალერგიულიც არის და ზოგჯერ მავიწყდება კიდევაც... ყველსაც ვაჭმევ... 7 თვიდან მოყოლებული ყოველდღე ვაძლევდი ხორცეულს, ახლა ვირაცამ მითხრა კვირაშI 3-4-ჯერს მეტად არ შეიძLებაო და რავიცი მაგიტო ვკითხულობ... ბოსტნეულსი დღე მარტო არ გვაქვს...

Posted by: AIX-500 27 Mar 2012, 20:21
matmatuna
კიდევ ვიმეორებ. აუტიზმის ერთადერთი გამომწვევი მიზეზი არაა მაგრამ ერთ-ერთი არის. და ტან არა მარტო აუტიზმის დანარჩენი სხვა განვიტარების შეფერხებებიც შეიძლება გამოიწვიოს.

პ.ს. არის თერაპიები კოცნით თავის ტკივილს შველიან.
ხოდა მოდი ნუ გამაოფტოპიკებინებთ აქაურობას

Posted by: matmatuna 27 Mar 2012, 20:50
mariamiani
QUOTE
ბოსტნეულს ყოველდგე ვადლევ,და ურევ ხორცს მასში,,, ხილსაც, მარცვლეულსაც, თევზს - 1, და კვერცს იშვიათად, ალერგიულიც არის და ზოგჯერ მავიწყდება კიდევაც... ყველსაც ვაჭმევ... 7 თვიდან მოყოლებული ყოველდღე ვაძლევდი ხორცეულს, ახლა ვირაცამ მითხრა კვირაშI 3-4-ჯერს მეტად არ შეიძLებაო და რავიცი მაგიტო ვკითხულობ... ბოსტნეულსი დღე მარტო არ გვაქვს...

თავისუფლად შეგიძლია გამოტოვო დღეები, ხორცის ნაცვლად მისცე პროტეინის და რკინის შემცველი სხვა პროდუქტები (მაგ. მწვანე ლობიო, სანამ პატარაა, მერე წითელიც შეიძლება, ოსპიც პროტეინია და მწვანე ფოთლოვანი რკინის მისაღებად, მაგ. ისპანახი. კვერცხის გულშიც ბლომად რკინაა, თუ ამაზეც ალერგია აქვს, ნუ მისცემ მაშინ). ორი სახეობა მაინც სხვადასხვა ფერის ბოსტნეული, ყავისფერი ბრინჯი/ ყავისფერი მაკარონი, თუ პურს ჭამს და უყვარს, კარგი ეგეც მიეცი biggrin.gif შვრიასაც ვაძლევ მე ბოსტნეულთან ერთად, წიწიბურა, ჩემო ბატონო biggrin.gif და მშვენიერი თაიგული გამოგივა smile.gif
შენ თუ გულით გინდა ყოველდღე ხორცი აჭამო, თავს ნუ დაიჩაგრავ სურვილებში, უბრალოდ, ლანჩზე მიეცი ბოსტნეული, მარცვლეული და ყველი მაგალითად, ვახშმად უკვე ხორცი მიართვი, ან პირიქით. მაწონს როცა აჭმევ, ხორცი მოარიდე მაშინ და მშვენივრად იქნება შენი შვილი, კმაყოფილი და ბედნიერი biggrin.gif

Posted by: mariamiani 27 Mar 2012, 23:17
matmatuna
მადლობა დაკვალიანებისთვის,, ჩვენ ასეთი მრავალფეროვანი სუფრა არ გვაქვსbiggrin.gif))) შემჯდარი ავრთ ერთI და იგივე საკვებზეეbiggrin.gif))) ბოსტნეულს კი ურევს რაც არის ამ დროს ყევლაფერს,,,,)) სტაფილოს გარდა, გაყინულებს არ ვხმარობ არაფერს...


Posted by: tamo7779 28 Mar 2012, 11:34
mariamiani
კვირაში 2 დღე უხორცო smile.gif ჩვენ ასე ვაკეთებდით


nikmaik
ხაჭო ჩვენ 8 თვიდან დავიწყეთ

trombonelady
წვნიანი სახით წვნიანია და იმიტომ biggrin.gif არ შეჭამა smile.gif ანდაუბრალოდ მობეზრდა, რა შეაწუხეშთ გული ამ სუპებითო wink.gif

tamuska27
ბიფიდოც ემჟავება?

sosovika
ყველა ზემოთჩამოთვლილ ბოსტნეულს ვრეცხავდი, შემდეგ წამოდუღდებოდა თუ არა, ვიცვლიდი წყალს და ვხარშავდი. რომ მოიხარშებოდა თავიდან - (5 თვიდან) ვუბლენდერებდი მარტო კარტოფილს და ვიყენებდი ამავე ნახარშს. ამ დაბლენდერებულ კარტოფილს და ნახარშს ვუმატებდი ოდნავ მარილს და 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთს. - ვსიო smile.gif
2 კვირაში დავუწყე სტაფილოსი, ჭარხლის ყვავილოვანის და ბულგარულის თანმიმდევრულად და ყოველი ახალი პროდუქტის დამატებიდან ინტერვალის შენარჩუნებით, მიცემა.

aseaisea
მე მივეცი რამდენჯერმე კონსერვირებული, დიდად არ მოეწონა და შევერშვი. იგივე რეაქცია ჰქონდა ყაბაყის პიურეზეც. პირველად ორივე ნორმალურად სეჭამა და მერე ეს რა საჭმელიაო - აღარ გაიკარა

Posted by: chaPPek 28 Mar 2012, 20:36
AIX-500

ძალიან დიდი მადლობა საინტერესო პოსტისათვის, მაგრამ ასე ცალსახად აუტიზმის ერთ რამეზე მიწერა არ შეიძლება, მაპროვოცირებელი, ხელშემწყობი ფაქტორი -კიბატონო smile.gif

Posted by: trombonelady 28 Mar 2012, 20:51
tamo7779
QUOTE
წვნიანი სახით წვნიანია და იმიტომარ შეჭამაანდაუბრალოდ მობეზრდა, რა შეაწუხეშთ გული ამ სუპებითო

აღარც ეგრე არ ჭამს, რაც პეჩენიის სიტკბოს გაუგო გემო მის მერე აიცრუა გული ბოოსტნეულზე, პეჩენია შეურიეო მირჩიეს , მაგრამ ტკბილი სუპი რა ჯანდაბაა.
ჩვეულებრივად გაკეთებული სუპი როდიდან შეიძლება? აი მოშუშული ხახვით ?

Posted by: basti-bubuuu 28 Mar 2012, 20:56
გოგოებო რა ასაკში წყვეტს ბავშვი ფორმულის ჭამას?

ფაფებზე რომ გადავალთ ბოთლით უნდა მივცე თუ კოვზით?

და ჰუმანას ვინც აჭმევთ საშუალოდ 150 გრამს რამდენ ხანში ჭამს?ეს 15-20 წუთი უნდება ჭამას და აშკარად არ მოსწონს ნელა რომ ჭამს.სოსკის თავიც ვერაფრით შევურჩიე.შემდეგი ნომრიდან ისე ასხამს რომ ჩაყლაპვას ვერ ასწრებს?

Posted by: trombonelady 28 Mar 2012, 21:19
basti-bubuuu
QUOTE
გოგოებო რა ასაკში წყვეტს ბავშვი ფორმულის ჭამას?

ეს მემგონი ინდივიდუალურია, ზოგი ბავშვი მყარ საკვებზე რო გადადის ფორმულა აღარ მოსწონს, ძირითადად 12 ან 18 თვემდე

QUOTE
ფაფებზე რომ გადავალთ ბოთლით უნდა მივცე თუ კოვზით?

კოვზით უნდა მისცე ფაფა, თავიდან თხელს გაუკეთებ და მერე თანდათან ულუფასთან ერთAდ კონსისტენციასაც გაუზრდი

Posted by: Antigone 28 Mar 2012, 21:38
QUOTE
ეგ ჰორმონი არის სითბოს აღმძრავი სხეულში. როცა მეძუძური დედა დიდი რაოდენობით განიცდის მეუღლისგან სითბოს, მასში დიდი რაოდენობით გროვდება ოქსიტოცინი, რომელსაც ძუძუთი აძლევს შვილს

biggrin.gif
საწყალი გნომი, აუტიზმის, ან სულ მცირე, აგრესიულობის პირდაპირი რეციპიენტია biggrin.gif


თემატურად: დღეს ჩემმა მსუნაგმა მჟაუნას სუპი შთანთქა და ძალიან მოეწონა.

Posted by: nikmaik 28 Mar 2012, 22:18
trombonelady
QUOTE
მოშუშული ხახვი

1 წლიდან
თუმცა მე არასოდეს არ მიმიცია შემწვარი, მოთუშული ხახვი ხომ საერთოდ არა
წლის და 10 თვის არის

Posted by: arazam 28 Mar 2012, 22:22
nikmaik
კვერცხს როგორ აჭმევ მხოლოდ მოხარშულს?

Posted by: nikmaik 28 Mar 2012, 22:45
arazam
კვერცხ საერთოდ ვერ ვაჭმევ. ალერგიას აძლევს

Posted by: Nanuka444 29 Mar 2012, 00:15
არაჟანი რა ასაკიდან შეიძლება რომ ვაჭამო?
და რომელი ფირმის?


Posted by: bachi1975 29 Mar 2012, 00:33
Nanuka444
QUOTE
არაჟანი რა ასაკიდან შეიძლება რომ ვაჭამო?
და რომელი ფირმის?

გიოს უკვე 2 - 3 თვეა ვაჭმევ ნანუკა, ოღონდ ცოტას რათქმაუნდა, თორემ ამას კიდევ არაჟანი უნდა

Posted by: Nanuka444 29 Mar 2012, 00:52
bachi1975
რომელს აჭმევ თამო? სოფლის ნობათს?



ცოტა რამდენია მაინც?
50 გრამი?
100?

Posted by: xatika 29 Mar 2012, 11:00
nikmaik
ჩემიც ალერგიულია და ვერ ვაძლევდი, ახლა მწყრის კვეტცხი დავიწყეთ. საერთოდ არაა ალერგიული და მშვენივრად მიირთმევს

Posted by: bachi1975 29 Mar 2012, 12:09
Nanuka444
სანტეს, სოფლის ნობათს, ეკოფუდს ანუ ნებისმიერს ვაჭმევ, ყოველდღე არა, კვირაში 2-3 ჯერ ვაძლევ 50-70 გრამს

Posted by: l_i_l_u 29 Mar 2012, 13:39
xatika
QUOTE
ხლა მწყრის კვეტცხი დავიწყეთ. საერთოდ არაა ალერგიული და მშვენივრად მიირთმევს

სად იყიდება მწყრის კვერცხი? და როგორ აძლევთ?
ჯერ არ მიმიცია კვერცხი, ვერიდებოდი მაინც მაღაზიისას და სოფლისაც ვერ მოვიპოვე smile.gif

Posted by: ninano 29 Mar 2012, 16:14
ჩემი ბიჭი ჯერ შვიდი თვის არ არის. დღეს აწონეს 10 კილო არის ზუსტად. შევიცხადე რა ამბავია მეთქი. პედიატრს გაუკვირდა პირველად ვნახე დედა ამაზე წუხდესო. არ მინდა ძალიან პუტკუნა იყოს.
წუხელ, ძილის წინ ჰუმანას ფორმულის ნაცვლად ჰუმანას ჩაი მივეცი და მთელი ღამე იწკმუტუნა. 4 საათზე მაინც ვაჭამე.
ამ ეტაპზე მიირთმევს ჰუმანა 2, დღეში ერთხელ ჰუმანას ფაფას, ხილიდან - ვაშლს, ბანანს, ბროწეულს (მოეწონა ძალიან).
თქვენ რას მირჩევთ? რა შეიძლება ჩავანაცვლო, ან დავუმატო?
პედიატრმა მითხრა ყველაფერი შეგიძლია ნელ-ნელა მისცეო.

Posted by: tamo7779 29 Mar 2012, 20:47
trombonelady
მე წლიდან დავუწყე მოთუშული ხახვი სუპ-პიურეში

basti-bubuuu
5 თვიდან დავუწყე მზა ფაფები და კოვზით ვცაძლევდი
1 წლიდან დავიწყე მოსახარში ფაფები
1,6 დან დაიწყო ჩაგდებები, მოსახარშზე უარს ამბობდა და მზა ფაფებით ვუცვლიდი ხოლმე
1,8დან ეს ფაფა რა უბედურებაა, შენ ფაფას ჭამ დილითო და საერთოდ ამოიღო.

Posted by: Antigone 29 Mar 2012, 21:51
ninano
ნინ, საწოვარას იდებს? არ გადაიყვანო ჩაიზე, თორემ ახლა მაგას შეეჩვევა. რამდენიმე ღამე საწოვარა ჩაუდე ხოლმე როცა წამოიწკმუტუნებს მხოლოდ. ასე გადავაჩვიე ჩემი სულ 2 ღამეში.

Posted by: Nila 29 Mar 2012, 22:22
trombonelady
QUOTE
Nila

QUOTE
უპს... ...............არ ჩაჯდა?


სცადე აბა კიდევ ერთხელ, მაინტერესებს ძაან ან ლინკი დადე


ლინკი დავკარგე sad.gif
ბროშურა მაქვს, კვების განრიგის, აქედან მეზარებოდა დაწერა, და ლინკი იმიტომ ვცადე, მაგრამ რადგან გაინტერესებს დავწერ,
თუ ამასობაში ლიმამ არ გაიღვიძა smile.gif

Posted by: lizaveta 29 Mar 2012, 22:35
Nila
როგორ ხარ?ლიმა როგორაა?სულ მაინტერესებს თქვენი ამბები მაგრამ არ ჩანხარ და ....

Posted by: Nila 29 Mar 2012, 22:46
lizaveta
კარგად ჩემო კარგო . ხო, ცოტახანს დავიკარგე მაგრამ ახლა აქ ვარ smile.gif ლიმა იზრდება ,ცელქდება და არის საშინლად უჭმელი.
როგორ გყავს პრინცესები?. love.gif love.gif love.gif

Posted by: xatika 29 Mar 2012, 22:57
l_i_l_u
ნიკორაში იყიდება. 2 კვირაში ერთხელ მოაქვთ და სულ ახალს ვუღებ. პატარებია ძალიან . ხარშავ ჩვეულებრივად და გულს აძლევ. პედიატრმა კვერცხი აუცილებელიაო და გამოსავალიც გვინახა. თან მე არ ვიცოდი ეს თუ ალერგიული არ იყო (მწყრის) თან უფრო სასარგებლო ყოფილა. ასე რომ შეგიძლი უყიდო. ჩემი 4 ცალს ჭამს (გულს) თავიდან ნახევარი მიეცი მაინც

Posted by: lizaveta 29 Mar 2012, 22:58
Nila
როგორ მესმის შენი?!ლიზი სულ 2ჯერ ჭამს დღეში. დილას და ბაღიდან რომ მოდის. ყოველი ჭამის წინ მახსენება რომ ხორცი არ უყვარს. სამაგიეროდ შეუძლია სულ ჭამოს ბოსტნეულის სუფები.
ჩემი ტყუპები 7თვის ხდებიან და რამის მეც შემჭამონ.ცარიელი თეფშიც რომ გაუტარო წინ ტირილს იწყებენ. ღამე ძუძუს აღარ ვაჭმევ 2ღამეა და მეც მძინავს და მათაც. აი ასე ვართ.

Posted by: Nanuka444 29 Mar 2012, 23:00
bachi1975
აჰა, გასაგებია, გაიხარე smile.gif
გავასინჯებ მეც ამ დღეებში, ვნახოთ როგორ მოეწონება.





l_i_l_u
QUOTE
სად იყიდება მწყრის კვერცხი? და როგორ აძლევთ?

"ნიკორას" აქვს, სუპერმარკეტებში იყიდება.
3 ლარი ღირს შეფუთვაში და 12 ცალია შიგ.
ვადაც ზედ აწერია და შეამოწმე ხოლმე.


მოხარშულს აძლევენ, ჩვეულებრივად მოუხარშე და აჭამე.
შემწვარიც შეიძლება ალბათ, მაგრამ იმ დროს, როცა მწყრის კვერცხს აჭმევენ ბავშვებს, შემწვარი არ არის რეკომენდირებული.
ანუ 7-8-9 თვის ბავშვებისთვის შემწვარი არ არის სასარგებლო.
1 წლიდან კი უკვე ქათმის კვერცხი შეგიძლია მისცე, ნაკლები შანსია ამ ასაკში ქათმის კვერცხე ალერგია მისცეს.

ჩემსას ჰქონდა ალერგია ქათმის კვერცხზე, 8 თვის იყო, და მწყრის კვერცხი დავიწყეთ. დაახლოებით 1 წლისას ჩვეულებრივ ქათმის კვერცხზე გადავიყვანე და მშვენივრად მიიღო.

Posted by: ninia84 30 Mar 2012, 12:07
სანტისიმოს ხაჭო, ხილით რომ არის, შეიძლება 10 თვის ბავშვისთვის?

Posted by: l_i_l_u 30 Mar 2012, 12:30
xatika
Nanuka444

გაიხარეთ გოგოებო 2kiss.gif ვუყიდი აბა თუ მოეწონება,
ისა და მარტო კვერცხს აძლევთ, თუ რამეში ურევთ?

Posted by: waiter 30 Mar 2012, 12:33
ninia84
არამგონია დიდად სასარგებლო იყოს, შაქრით არის გაჯერებული და კონცენტრატით, არცერთ არა აქვს ნამდვილი ხილის გემო თან შენახვის ვადაც იმ დენად დიდია არ არსებობს დანამატები არ ქონდეს, ჯობია ხაჭოს შენთვითონ შეურიო ცოცხალი ხილი გახეხილი. ეს ჩემი აზრია...smile.gif

Posted by: tamuska27 30 Mar 2012, 13:04
tamo7779
QUOTE
ბიფიდოც ემჟავება?

ეგ რა არის რომ არ ვიცი sad.gif
* * *
ninano
QUOTE
ჩემი ბიჭი ჯერ შვიდი თვის არ არის. დღეს აწონეს 10 კილო არის ზუსტად

კაცია უკვე !!!!
* * *
ეხლა რა მაინტერესებს : კვერცხის გულის მეოთხედი რამდენ ხანს უნდა ვაძლიო. ან ნახევარ ან მთელ კვერცხის გულს რა ასაკიდან ჭამენ?

Posted by: gvants 30 Mar 2012, 13:19
ხაჭოს 7თვის ბავშვს პირდაპირ აძლევთ თU რამესთან უზავებთ?

-------

Posted by: chaPPek 30 Mar 2012, 13:22
gvants

ვაშლში და პეჩენიაში ვურევ.

Posted by: nikmaik 30 Mar 2012, 14:05
gvants
პეჩენიასთან და მაწონთან
QUOTE
ვაშლში

ეს არაო და sad.gif
ვაშლი კალცის შეწოვას ხელს უშლისო

Posted by: ninia84 30 Mar 2012, 14:53
waiter
მადლობა


---------------------

Posted by: gvants 30 Mar 2012, 16:14
chaPPek
nikmaik
ვაშლით მივეცი გუშინ. პეჩენიითაც ვცდი აბა. მაწონისგან წლამდე თავს ვიკავებ .

--------

Posted by: Nanuka444 30 Mar 2012, 17:24
ninia84
QUOTE
სანტისიმოს ხაჭო, ხილით რომ არის, შეიძლება 10 თვის ბავშვისთვის? 
       

მე ვაჭმევდი სანტისიმოს უფრო პატარასაც დაჟე.
ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 8 თვიდან.
ყველას არ ვაძლევდი, მხოლოდ ალუბალს და გარგარს. უფრო მოგვიანებით ვანილიანიც მივეცი.
ამათ გარდა აქვთ კიდევ მარწყვი (ალერგიულია ცოტა და თავი შევიკავე), ატამი, ქიშმიშიანი და დარიჩინიანი.


QUOTE
არამგონია დიდად სასარგებლო იყოს, შაქრით არის გაჯერებული და კონცენტრატით,

რა ვიცი, მე რომ წავიკითხე შემადგენლობაში უწერია: რძე, ბაქტეროლოგიური დედო, მცენარეული ცხიმი და ხილი.
არომატიზატორი არა აქვს მგონი, იმიტომ რომ შიგ ცოცხალი ხილი ურევია ხოლმე.
არომატიზატორი ხომ გემოს აძლევს ხილისას, უშუალოდ ხილი როცაა გარეული არომატიზატორი რათ უნდა?

კონსერვანტები არა აქვს ნამდვილად, ყოველ შემთხვევაშია შეფუთვაზე მსგავსი რამ არ აწერია.

Posted by: tamo7779 30 Mar 2012, 19:43
ninia84
არაფერი კარგი არ წერია შემადგენლობაში sad.gif

tamuska27
მაწონია - ბავშვებს ამით აწყებინებენ ძირითადად.

არ მახსოვს რომელისაა.... შეიძლება ეკოფუდის.


Nanuka444
არომატიზატორი აქვს სამაგირეოდ smile.gif და კიდევ რღაც - არ მახსოვს ახლა. სახლში არ მაქვს როპმჩავხედო smile.gif
არაჟანი მოეწონა? ნისამ არ გაიკარა :")

Posted by: matmatuna 30 Mar 2012, 22:24
tamuska27
QUOTE
ეხლა რა მაინტერესებს : კვერცხის გულის მეოთხედი რამდენ ხანს უნდა ვაძლიო. ან ნახევარ ან მთელ კვერცხის გულს რა ასაკიდან ჭამენ

8 თვის ხდება შენი მალე ხომ? თუ არის უკვე...არაფერი ალერგიის მსგავსი არ შეგინიშნავთ? მთლიანი მიეცი, არაა პრობლემა... ცილა არ მისცე 1 წლამდე!

Posted by: ketketket 30 Mar 2012, 22:29
ჩემს ბავშვს რა არ ვეცადე და ფაფა და მაწონი ვერ ვაჭამე,, რას არ უზავებდი რა ხილს მაწონში ღამე მაინც შეჭამოსთქო და არა მესროდა და ფაფაზე ზედმეტია ლაპარაკი რო დაინახავდა ტირილს იწყებდა... ერთადერთი თავს რითიც ვიმშვიდებ ხორცი უყვარს და სუპები.. მაგრამ მაინც გამხდარია რა ვქნა არ ვიციsad.gif(ეხლა 4 წლისაა, მინდა რო გაიზარდოს სიმაღლეში კარგად და რას მირჩევთ ან წამალს ან რაიმე ნაზავს ნეიტრალურს? სტაფილოს წვენს ვერ ვასმევ ცუდად ხდება..დამეხმარეთ sleep.gif

Posted by: Free Aquarius 30 Mar 2012, 23:53
ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთში მოშუშული ხახვით შეიძლება გავუკეთო სუპი 11 თვის ბავშვს?

Posted by: matmatuna 31 Mar 2012, 00:44
Free Aquarius
თუ გულით გინდა კი biggrin.gif ოღონდ არა მზესუმზირის ზეთში no.gif და არც მთლად მოხრაკვაა კარგი. ცოოოტა მოშუშე
მაგრამ მაინც მოუშუშავი სჯობს biggrin.gif

Posted by: tamuska27 31 Mar 2012, 01:33
matmatuna
QUOTE
8 თვის ხდება შენი მალე ხომ? თუ არის უკვე...არაფერი ალერგიის მსგავსი არ შეგინიშნავთ? მთლიანი მიეცი, არაა პრობლემა... ცილა არ მისცე 1 წლამდე!

7 თვის და 1 კვირისაა...
მეოთხედ კვერცხზე არ ჰქონია ალერგია, არც თევსზე შემინიშნავს რამე.
მაშ ეხლა ნახევარს მივცემ და მერე მთელზე გადავალათ, ამასობაში 8 თვისაც გახდებაsmile.gif

PM ში მოგწერხოლმე ამის მერე smile.gif biggrin.gif

Posted by: matmatuna 31 Mar 2012, 01:51
tamuska27
QUOTE
PM ში მოგწერხოლმე ამის მერე

lol.gif
აი, გადახედე თუ გინდა, რამდენი გვერდია არაფერი დამიწერია biggrin.gif შემოვედი თემაში, შენი პოსტი წავიკითხე და როგორ არ მეპასუხა? biggrin.gif
შენს ბიჭს გადაეცი, რომ ამაგი მაქვს მასზე biggrin.gif

Posted by: tamo7779 31 Mar 2012, 11:19
ketketket
გააჩნია რა სიმაღლის და წონისაა. ვარჯიშებიც კარგია, გაწელვითი და ისედაც - ისეთ სპორტზე სიარული რომელიც ზრდაში უწყობს ხელს. გენეტიკასაც დიდი მნიშვნელობა აქვს....

Free Aquarius
მე 1 წლიდან დავუწყე ხახვის მოთუშვა


Posted by: ninia84 31 Mar 2012, 14:39
Nanuka444
tamo7779
ისე არ ჭამს ხაჭოს და ვიფიქრე, იქნებ მასე მაინც ჭამოს -თქო. ესეთი პატარებისთვის არ აქვს არცერთ ფირმას ხო?

Posted by: ლიკლიკა 31 Mar 2012, 15:09
Free Aquarius
QUOTE
ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთში მოშუშული ხახვით შეიძლება გავუკეთო სუპი 11 თვის ბავშვს?

11 თვიდან დავუწყე ჩვენთვის დიდებისთვის გაკეთებული წვნიანის მიცემა. ნუ, თავისთავად ცხარეს და ზედმეტად მძაფრი გემოს წვნიანს არ ვაკეთებდი.


დღეს პირველად ვაჭამე შემწვარი კარაქიან-ყველიანი პური. ძალიან მოეწონა smile.gif
კარაქი ბევრი არ მიქნია ძალიან რომ არ ჩამდნარიყო და არც ძალიან დავბრაწე,რბილი რომ ყოფილიყო.



რა მაინტერესებს, პური რა რაოდენობითაა მიზანშეწონილი წლის ბავშვისთვის?? ძალიან უყვარს, ზოგჯერ საჭმელზე უარს ამბობს, ძალიან ცოტას ჭამს და პურს რომ მივაწვდი დამშეულივით ჭამს და თან ჭყლოპინებს სიხარულისგან. სადღაც 11,5 თვემდე ძალიან კარგი მჭამელი იყო.

Posted by: tikusha 31 Mar 2012, 16:24
გოგოებო პუირს ბავშვს რომელითვიდან აძლევთ?? სუპში თავიდან სუხარი ხომ არ დავუწყო?? 8 თვის ხდება

Posted by: mushroom11 31 Mar 2012, 16:50
გოგოებო იქნებ 9 თვის ბავშვის მენიუ დამიწეროთ თუ არ გეზარებათ smile.gif

Posted by: trombonelady 31 Mar 2012, 17:41
tikusha
QUOTE
გოგოებო პუირს ბავშვს რომელითვიდან აძლევთ?? სუპში თავიდან სუხარი ხომ არ დავუწყო?? 8 თვის ხდება

თავიდან სუხარი ჯობია, ნუ მეორე დღის პურიც შეიძლება ოღონდ ცოტა, წლის ასაკში ერთ საშუალო ნაჭრამდე რო ახვიდე რა. მე თხელი მასა თუ გამომდიოდა მაგ შემთხვევაში ვულბობდი სუპში სუხარს.
mushroom11
QUOTE
გოგოებო იქნებ 9 თვის ბავშვის მენიუ დამიწეროთ თუ არ გეზარებათ

ჩემი 11 თვისაა მაგრამ თითქმის იგივენაერად იკვებება
9 საათზე სვამდა ფორმულას
1 საათზე ძირითადად შვრიის ფაფას წყალზე მოხარშულს
5 საათისთვის ბოსტნეული პიურე (კარტოფილი, სტაფილო, ცოტა ჭარხალი, ყაბაყი, ყვავილოვანი, ბროკოლი, გოგრა (ეს ყველაფერი ერთად არა როცა რა მქონდა) ქათმის თეთრი ხორცი (ცალკე მოხარშული) მწვანილი,უმარილო.
9 საათზე ფორმულა და ღამეც ჭამდა და ახლაც ჭამს ფორმულას.
შუალედებში ხილი (ვაშლი, ბანანი, ნუ ახლა უკვე დიდი არჩევანი გექნება შენ) პეჩენია
(რძის ფხვნილისგან გაკეთებული) ხაჭოს, მაწვნის და რძეზე დამზადებული ფაფის მიცემა უფრო გვიან დავიწყეთ 10 თვიდან თუმცა წლამდე მაინც არ არის რეკომენდებული ამ ყველაფრის მიცემა, კვერცხიც არ მიმიცია ჯერ, სოფლის კვერცხს ველოდები, თუმცა ამაზეც მითხრა პედიატრმა წლამდე არ არის საჭიროო და მეც არ ვჩქარობ.
შაქარს და მარილს დღემდე არ ვიყენებ არაფერში
ჩამოწერენ კიდევ გოგოები ვინ რას აჭმევს და ნახავ რა

Posted by: xatika 31 Mar 2012, 18:30
tikusha
პიურეს მე 6 თვიდან ვაძლევდი აქტუირად , ახალ ყველს ვუსრისავდი ცოტას და სიამოვნებით ჭამდა. სუხარი მე დღემდე არ მიმიცია , სუპშჰი მაკარონს ვუხარშავ და იმას ვაძლევ უფრო ნოყიერი რომ იყოს. ხაჭოს მარტო ჩემი შვილი დღემდე არ ჭამს. ბანანთან და პეჩენიასთან ვაბლენდერებ

Posted by: tamo7779 31 Mar 2012, 20:17
ninia84
რასწიშკა

ლიკლიკა
ჰოოოოოოოოოოოოოოოოოოოო smile.gifპური და ცომეული smile.gif გიჯდებიან მამა-შვილი smile.gif
პური გემოვნებას უფუჭებს ბავშვს sad.gif
აი ჭკუა ეკეტება და არჩევს,ეს არა,ის პური უნდა,ის არა სხვა პური უნდა და ასე biggrin.gif
დღეს ყიყლიყო გავიკეთე ზემოდან ყველით და ყველი მოისროლ;ა და პური შეჭამა biggrin.gif არადა ყველი უყვარს


tikusha
8 თვიდან დავუწყე - შირნ ჰოფერის ვენური ბატონი.
ალბათ სადღაც წლამდე ვაძლევდი ასე.
მერე უკვე სადილი ცალკე და პურს ცალკე ვაძლევდი და ვაძლევ
სუხარი არ მიმიცია საერთოდ

Posted by: tikusha 31 Mar 2012, 21:00
ყველი რასთან კომბინაციაში შეიძლება მივცე ბავშვს გარდა კარტოფილისა??

Posted by: tamo7779 31 Mar 2012, 21:20
tikusha
ცალკე რომ მისცე? ხელში დაიჭიროს და აცმაცუნოს
ყაბაყთან ერთად ვაძლევდი
მაკარონი, ომლეტი

Posted by: ლიკლიკა 31 Mar 2012, 21:34
tamo7779
გასაგებია facepalm.gif biggrin.gif

tikusha
QUOTE
ყველი რასთან კომბინაციაში შეიძლება მივცე ბავშვს გარდა კარტოფილისა??



ჰერკულესს ვუმზადებ ყველით, ზოგჯერ ძალიან თხელს, ზოგჯერ სქელს ღომის ვარიანტში. ხან ცხელშვე ვურევ და იწელება, ზოგჯერ ცოტა ცივში და ძალიან პატარა კუბიკებად ჩანს ყველი, ასე უფრო მოწონს ჩემსას.

ორი სახის ყველი და კარაქი მაქვს ერთმანეთში გადაზელილი, პურის პატარა ლუკმაზე ვუდებ, ხელით მოვიჭერ, რომ არ დაიყაროს (ბურთულებს ვაკეთებ ) და ისე ვაძლევ.

Posted by: Free Aquarius 1 Apr 2012, 10:12
QUOTE (matmatuna @ 31 Mar 2012, 00:44 )
Free Aquarius
თუ გულით გინდა კი biggrin.gif ოღონდ არა მზესუმზირის ზეთში no.gif და არც მთლად მოხრაკვაა კარგი. ცოოოტა მოშუშე
მაგრამ მაინც მოუშუშავი სჯობს biggrin.gif

ზეითუნის ზეთით ვუკეთებ,ბოლოს ვასხავ,მაგრამ არ ჭამს,მერე ხელით ვაჭმევ მარტო ბოსტნეულს facepalm.gif ვიფიქრე იქნებ ჩვეულებრივი სუპი უფრო ჭამოსთქო.მადლობა 2kiss.gif

Posted by: xatika 1 Apr 2012, 13:32
tikusha
ყველს მე ვუკეთებ ბოსტნეულოს სუპშიც, ბულიონშიც . ჩემსას ძალიან უყვარს ყველის ხათრით ჭამს ხორცის ბულიონს

Posted by: ninia84 1 Apr 2012, 22:18
ბანანმა შეიძლება ალერგია მისცეს ბავშვს?

Posted by: Free Aquarius 1 Apr 2012, 22:58
QUOTE (ninia84 @ 1 Apr 2012, 22:18 )
ბანანმა შეიძლება ალერგია მისცეს ბავშვს?

კი,ბანანი ალერგიულია,თან კუჭშიც კრავს.
* * *
QUOTE (ლიკლიკა @ 31 Mar 2012, 15:09 )




უკვე ვცადე,უკეთესად ჭამა.მადლობა 2kiss.gif

Posted by: Nila 2 Apr 2012, 01:27
lizaveta
QUOTE
Nila
როგორ მესმის შენი?!ლიზი სულ 2ჯერ ჭამს დღეში.

წარმომიდგენია... ნერვები დამაწყვიტა, რა.. ჭამის დრო რომ მოდის, უკვე მეშინია vis.gif გუშინ მყავდა აცრაზე და 10 თვის არის __ 77 სმ და 8 კილო და 600 გრამი weep.gif
გადაირია ჩვენი პედიატრი__ სისხლის ანალიზი გაუკეთეს, იქნებ რაღაც წესრიგში არ არისო, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი ნორმაშია. მაგრამ მაინც მენერვიულება, 9 კილოც კი არ არის sad.gif

კარგია ტყუპებს მაინც რომ აქვთ მადა smile.gif
* * *
გოგოებო, ვისაც გაინტერესებდათ __ ეს არის 8-12 თვის ბავშვის კვების განრიგი.
რათქმაუნდა კორექტივების შეტანა შეგიძლიათ smile.gif

M o n d a y

Breakfast:
Breast milk or formula
Oatmeal cereal
Blueberry
Yogurt(Optional)

Lunch:
Breast milk or formula
Rice cereal with/without chicken
Avocado and/or applesauce
Yogurt or cheese (optional)

Dinner or snack:
Breast milk or formula
tofu cubes
Pear sauce and/or baked squash
Teething biscuits
or yogurt & fruit

Posted by: lizaveta 2 Apr 2012, 02:13
Nila
გოგო ტყუპები 7თვის ხდებიან და 8კილოა ერთი, მეორე 8,300.63 65სმ. და ლოზი 3ხდება 12კილომდეა და 94სმ.მდე ალბათ.

პედიატრები მეუბნებიან არავითარი ვიტამინები და მადის მოსამატებლები არ უნდაო. არ დააძალოო. როცა მოშივდება შეჭამსო. გაამართლა. 2დღე თითქმის მშიერი იყო და დილით მეუბნწბა ბაღშუ რომ მივდივარ საჭმელი არ უნდა ვჭამოთო???

კარგია რომ ანალიზებში ყველაფერი რიგზეა. არ შია ალბათ და არც ჭამს. რა ქნას?!....მარა რა ძნელია დედუათვის??

Posted by: Nila 2 Apr 2012, 02:15
T u e s d a y
Breakfast:
Breast milk or formula
rice cereal or baby cereal pancakes
bananas

Lunch:
Breast milk or formula
Beef and barley
Baked squash and/or pears
Yogurt or cheese (optional)

Dinner or snack:
Breast milk or formula
Rice cereal or chicken & peach delight
Mixed vegetables
Fruits or veggies in a baby safe feeder

* * *
lizaveta
QUOTE
Nila
გოგო ტყუპები 7თვის ხდებიან და 8კილოა ერთი, მეორე 8,300.63 65სმ.

ყოჩაღ, ეტყობათ რომ მადას არ უჩივიან baby.gif baby.gif smile.gif
QUOTE
გაამართლა. 2დღე თითქმის მშიერი იყო და დილით მეუბნწბა ბაღშუ რომ მივდივარ საჭმელი არ უნდა ვჭამოთო???

საყვარელიიი . ალბათ მართალი ხარ__ არ უნდა დავაძალოთ. მთავარია ჯანმრთელები იყვნენ smile.gif 2kiss.gif

Posted by: tamuska27 2 Apr 2012, 17:44
ეხლა კიდევ 1 კითხვა.
აქ რეცეპტების თემაში ეწერა "ბავშვის პეჩენია", ვინმეს თუ გამოგიცხვიათ???

Posted by: Unitended 2 Apr 2012, 17:51
QUOTE
ჰერკულესს ვუმზადებ ყველით, ზოგჯერ ძალიან თხელს, ზოგჯერ სქელს ღომის ვარიანტში. ხან ცხელშვე ვურევ და იწელება, ზოგჯერ ცოტა ცივში და ძალიან პატარა კუბიკებად ჩანს ყველი, ასე უფრო მოწონს ჩემსას.

რამხელაა ბავშVი?

ჰერკულესი ან წიწიბურა როგორ მოვუმზადო ისე რომ რძე არ გამოვიყენო ვერ მასწავლით რამეს?
ყველი არ მიმიცია მე პატარაა ჯერ მგონი
ჭAმას მოუკლოთქო მთლად ვერ ვიტყვი მაგრამ დიდი ტაშ-ფანდურით უნდა ჭამოს ისე აღარ კბილებს დავაბრალო ვითომ?


Posted by: basti-bubuuu 2 Apr 2012, 19:28
სიმილაკს აჭმევთ ვინმე?იშოვება აქ?და რა ღირს?

Posted by: ninia84 2 Apr 2012, 20:07
tamuska27
მე გამოვაცხვე და მსჰვენიერი გამოვიდა

Posted by: ლიკლიკა 2 Apr 2012, 21:43
Unitended
QUOTE
რამხელაა ბავშVი?

წლის და ერთი თვის.

QUOTE
ჭAმას მოუკლოთქო მთლად ვერ ვიტყვი მაგრამ დიდი ტაშ-ფანდურით უნდა ჭამოს ისე აღარ კბილებს დავაბრალო ვითომ?

იცის კბილებმა მადის დაქვეითება.
QUOTE
ჰერკულესი ან წიწიბურა როგორ მოვუმზადო ისე რომ რძე არ გამოვიყენო ვერ მასწავლით რამეს?

წყალზე ვაკეთებ მე. ჰერკულესზე დავწერე უკვე ზემოთ და წიწიბურას ჩვეულებრივ მოხარშულს ვაჭმევ მაწონთან ერთად. დაუბლენდერე თუ პატარაა. რამდენჯერმე გავუკეთე თავისი ხელოვნური რძით, წყალში მოვხარშე,ოდნავ დავატკბე და "მალიუტკის"ფხვნილი ჩავყარე, ოღონდ აღარ ავადუღე.

Posted by: Nila 2 Apr 2012, 23:54
basti-bubuuu
QUOTE
სიმილაკს აჭმევთ ვინმე?იშოვება აქ?და რა ღირს?

შენ თბილისში ხარ, ხომ?.
მანდ რომ ვიყავი რამდენიმე თვის წინ, ჯიპისი -ში ვყიდულობდი სიმილაკს. თუ სწორად მახსოვს 20 ლარი ღირდა.

Posted by: xatika 2 Apr 2012, 23:57
Nila მომენატრა შენი ბარტყი, დადე ახალი სურათები

2kiss.gif გოგოებო საბა 10 თვის ხდება. კარაქი უნდა დავუწყო ? და რომელი კარაქი ჯობია, (თქვენ რომელს აჭმევთ ? )

Posted by: Nila 3 Apr 2012, 00:04
ოთხშაბათი
Breakfast:
breast milk or formula
oatmeal & rice cereal
apples
yogurt

Lunch:
Tofu (mashed) with avocado
Sweet potatoes and /or bananas
Yogurt or cheese

Dinner or snack:
oatmeal cereal & yogurt or turkey
Sweet potato dices
Wheat
Germ & dash of cinnamon
Apples on toast or
peaches &cream cheese on toast



Posted by: Free Aquarius 3 Apr 2012, 00:08
QUOTE (Nila @ 2 Apr 2012, 01:27 )
lizaveta
QUOTE
Nila
როგორ მესმის შენი?!ლიზი სულ 2ჯერ ჭამს დღეში.

წარმომიდგენია... ნერვები დამაწყვიტა, რა.. ჭამის დრო რომ მოდის, უკვე მეშინია vis.gif გუშინ მყავდა აცრაზე და 10 თვის არის __ 77 სმ და 8 კილო და 600 გრამი weep.gif
გადაირია ჩვენი პედიატრი__ სისხლის ანალიზი გაუკეთეს, იქნებ რაღაც წესრიგში არ არისო, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი ნორმაშია. მაგრამ მაინც მენერვიულება, 9 კილოც კი არ არის sad.gif

ძაან კარგი წონა აქვს შენს პატარას,ტყუილად ნერვიულობ smile.gif.ჩემი 11 თვის გოგოა და 7.700 არის.ესეც ნორმის ფარგლებშია ასე თუ ისე.ჭამას არ ვაძალებ,რამდენიც თვითონ უნდა იმდენს ჭამს.აქ არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცხრილები,წონის და სიმაღლის.http://www.loveyourbaby.com/baby-height-and-weight-chart.html

Posted by: Nila 3 Apr 2012, 00:13
xatika
QUOTE
Nila მომენატრა შენი ბარტყი, დადე ახალი სურათები

2kiss.gif
აღარ გადამიღია ბოლო ხანს . ახალი სურათები რომ მექნება, დავდებ ცოტახნით smile.gif
ხათ, კარაქს მე 9 თვიდან ვაძლევ.
აი, ამას ვყიდულობ, უმარილოა .
http://www.radikal.ru
* * *
Free Aquarius
QUOTE
ძაან კარგი წონა აქვს შენს პატარას,ტყუილად ნერვიულობ

გაიხარე დამშვიდებისთვის 2kiss.gif
QUOTE
ჩემი 11 თვის გოგოა და 7.700 არის.ესეც ნორმის ფარგლებშია ასე თუ ისე.ჭამას არ ვაძალებ,რამდენიც თვითონ უნდა იმდენს ჭამს.აქ არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცხრილები,წონის და სიმაღლის.http://www.loveyourbaby.com/baby-height-and-weight-chart.html

შენი უფრო გამხდარი ყოფილა . სიმაღლით რამხელაა?.
ხო, მეც მივხვდი, რომ ჭამის დაძალება არაფრის მომცემია, ტყუილად ნერვებს მოვიშლი. ასე რომ მივუშვი ნებაზე givi.gif
ამის, თითოეული კოვზი საჭMლის შეჭმა მაბედნიერებს __ ზოგჯერ, რა ცოტა გვყოფნის ბედნიერებისთვის givi.gif
გადავხედავ მაგ ცხრილებს, დრო რომ მექნება smile.gif 2kiss.gif

Posted by: tamuska27 3 Apr 2012, 00:33
ninia84
რა ასაკის ბავშვისთვის და რასთან ერთად მიეცით???

Posted by: Nila 3 Apr 2012, 01:57
მოკლედ, მომიტევეთ ასე ნაწილ-ნაწილ დაპოსტვისთვის biggrin.gif
ხუთშაბათი
Breakfast:
Breast milk or formula
egg yolks and cheese
Peaches

Lunch:
breast milk or formula
Red lentils and butternut squash
Green beans and/or peaches
Yogurt or cheese (optional)

Dinner or snack:
breast milk or formula
Barley cereal
Avocado & tofu mush
Soft cooked apple chunks, pear dices


Posted by: basti-bubuuu 3 Apr 2012, 02:58
კი-თბილისში ვარ-მოკლედ წეწვაა რა ამ ბავშვის სმა-ჭამა.

მე როგორც წავიკითხე სიმილაკი ძალიან კარგი საკვებია და რატო არც ერთ პედიატრს არ უთქვამს ნეტა?

ისე კი მეეჭვება რომ ფინანსურად გავქაჩავდი მაგრამ მაინც

Posted by: ninia84 3 Apr 2012, 08:33
tamuska27
9 თვისას მივეცი, მაწონთან ერთად. ჩაის არ სვამს, თორემ მაგასთან ვაპირებდი

Posted by: trombonelady 3 Apr 2012, 13:22
გოგოებო ჩემი 11 თვის ბავშვი ბოსტნეულზე უარს მიცხადებს , გასინჯავს და არაფრით აღარ ჭამს, გუშინ ხახვიც კი მოვუთუშე შედარებით გემრიელი გამოვიდა და მაინც არ ჭამა, ვიფიქრე ცოტა ხანი დავასვენებ იქნებ მობეზრდა, მაგრამ ახლა ახალი საფიქრალი გამიჩნდა რითი შევუცვალე ეს ერთი კვება? დილით მაწონი+ხაჭო+პეჩენიას ჭამს შუადღეზე ფაფას და შემდეგ რა ვაჭამო აღარ ვიცი.
ბლინები შეიძლება ნეტა? და როგორ მზადდება?

Posted by: Free Aquarius 3 Apr 2012, 13:24
QUOTE (Nila @ 3 Apr 2012, 00:13 )


შენი უფრო გამხდარი ყოფილა . სიმაღლით რამხელაა?.
ხო, მეც მივხვდი, რომ ჭამის დაძალება არაფრის მომცემია, ტყუილად ნერვებს მოვიშლი. ასე რომ მივუშვი ნებაზე givi.gif
ამის, თითოეული კოვზი საჭMლის შეჭმა მაბედნიერებს __ ზოგჯერ, რა ცოტა გვყოფნის ბედნიერებისთვის givi.gif

70 სმ. სიმაღლეში.ცოტას ჭამს და სულ მოძრაობს.ძაან მოძრავია,10 თვისამ გაიარა.მთავარია ჯანმრთელია.მოძრავი ბავშვები არ არიან პუტკუნები.როგორ მესმის შენი,ეს რომ რამეს შეჭამს ბედნიერი ვარ.წარმოიდგინე ხან ხელით ვაჭმევ კოვზით თუ არ ჭამს,თან სულ დადის,ვერ ვსვავ ერთ ადგილზე facepalm.gif Mინიმუმ ერთ საათს ვანდომებთ ჭამას
* * *
QUOTE (trombonelady @ 3 Apr 2012, 13:22 )
გოგოებო ჩემი 11 თვის ბავშვი ბოსტნეულზე უარს მიცხადებს , გასინჯავს და არაფრით აღარ ჭამს, გუშინ ხახვიც კი მოვუთუშე შედარებით გემრიელი გამოვიდა და მაინც არ ჭამა, ვიფიქრე ცოტა ხანი დავასვენებ იქნებ მობეზრდა, მაგრამ ახლა ახალი საფიქრალი გამიჩნდა რითი შევუცვალე ეს ერთი კვება? დილით მაწონი+ხაჭო+პეჩენიას ჭამს შუადღეზე ფაფას და შემდეგ რა ვაჭამო აღარ ვიცი.
ბლინები შეიძლება ნეტა? და როგორ მზადდება?

ჩემიც არ ჭამს ბოსტნეულის სუპ-პიურეს.ერთი-ორ კოვზს თუ შეჭამს.ორთქლზე ვუხარშავ ხოლმე ბოსტნეულს,ზეთს მოვუსხავ ცოტას და ეგრე უფრო მოსწონს.თვითონ დაიჭერს ხოლმე და ორი კიჭით აცმაცუნებს სასაცილოდ biggrin.gif

Posted by: Nila 3 Apr 2012, 18:34
basti-bubuuu
QUOTE
მე როგორც წავიკითხე სიმილაკი ძალიან კარგი საკვებია და რატო არც ერთ პედიატრს არ უთქვამს ნეტა?

მეც გამიკვირდა, არადა ამერიკაში საკმაოდ პოპულარულია, სიმილაკი და ინფამილი.

Free Aquarius
QUOTE
ცოტას ჭამს და სულ მოძრაობს.ძაან მოძრავია,10 თვისამ გაიარა.მთავარია ჯანმრთელია.მოძრავი ბავშვები არ არიან პუტკუნები

10 თვისა, შენს დაუხმარებლად დადიოდა?. ყოჩაღ up.gif
ჩემი 10 თვისაა , დამოუკიდებლად ჯერ ვერა, მაგრამ ხელს რომ ვკიდებ, მასე დადის.
ჩემიც ძალიან მოძრავია, ძალიან. .. მართლა მაგიტომ არ სუქდება ალბათ user.gif
QUOTE
წარმოიდგინე ხან ხელით ვაჭმევ კოვზით თუ არ ჭამს,თან სულ დადის,ვერ ვსვავ ერთ ადგილზე  Mინიმუმ ერთ საათს ვანდომებთ ჭამას

შენ კიდევ გაგიმართლა givi.gif __ ჩვენ, ჭამას 2 საათს ვანდომებთ facepalm.gif
* * *
პ ა რ ა ს კ ე ვ ი
Breakfast:
Breast milk or formula
Oatmeal, rice, barley cereal mix
Blueberry, apples,& banana mush
Yogurt

Lunch:
Chicken, peaches and rice
Peas and carrots or apricots
Yogurt or cheese

Dinner or snack:
Red lentil baby soup
Carrot dices and smooshed peas
Banana slices coated with wheat gem

შ ა ბ ა თ ი
Breakfast:
Rice cereal
Avocado

Lunch:
Barley cereal with beef
Peaches and sweet potatoes
Yogurt or cheese

Dinner or snack:
Pork & rice with applesauce
Green beans & yellow squash
Teething biscuits or yogurt & fruit

კ ვ ი რ ა
Breakfast:
Avocado with egg yolks
Peaches & pears
Yogurt

Lunch:
Pork or chicken
Blueberry, applesauce or squash
Yogurt or cheese

Dinner or snack:
Chicken & barley with sweet potatoes
Pears
Fruit or veggies in a baby safe feeder

ბოლოსდაბოლოს დავასრულე givi.gif

Posted by: tamo7779 3 Apr 2012, 19:50
trombonelady
კი, ალადები, რატომაც არა? ჩვენ 1 წლიდან მივირთმევთ,უფროსწორედ წლიდან და 3 თვიდან.
ალადები იმიტომ ვთქვი რომ უფრო კარგად უკავიუა ხელში და კარგად მიირთმევს. მე ბანანით ვუკეთებ - დასწრებაა ვინ შეჭამს biggrin.gif


Posted by: Nila 3 Apr 2012, 21:39
trombonelady
QUOTE
ბლინები შეიძლება ნეტა? და როგორ მზადდება?

მე გავუკეთე (ნუ, ძალები არ დავიშურე, რომ კარგი გამოსულიყო givi.gif ) მაგრამ სასაზე მიეკრო user.gif და შევეშვი. შეიძლება ჯერ ადრეა ამისთვის.

Posted by: mariamiani 4 Apr 2012, 09:45
1 წლისბავშვი დღეეში რამდენჯერ უნდა ჭამდეს?ძილში ჭამის გარრდა?

Posted by: Free Aquarius 4 Apr 2012, 10:01
QUOTE
10 თვისა, შენს დაუხმარებლად დადიოდა?


კი,დადიოდა.მეც უკან მივყვები მაინც,სირბილზე რომ გადადის ეცემა biggrin.gif
* * *
QUOTE (Nila @ 3 Apr 2012, 18:34 )

ჩემიც ძალიან მოძრავია, ძალიან. .. მართლა მაგიტომ არ სუქდება

მირჩევნია ცოტა აკლდეს წონა ვიდრე ზედმეტი ჰქონდეს და იჯდეს უმოძრაოდ და რომ გაიზრდება დიეტებზე იყოს.ეხლა სიმსუქნეა ყველას პრობლემა მაგრამ საქართველოში მაინც ბუნჩულა ბავშვები უნდათ biggrin.gif

Posted by: Blur 4 Apr 2012, 10:18
mariamiani
QUOTE
1 წლისბავშვი დღეეში რამდენჯერ უნდა ჭამდეს?ძილში ჭამის გარრდა?

ჩემი ჭამს 4ჯერ, ღამე არ ჭამს 9-10 საათის მერე დილის 9მდე. ამ რეჟიმზე გადავიდა თვითონ ოღონდ სადღაც 8 თვიდან (თუ სწორად მახსოვს)

Posted by: Mafanya 4 Apr 2012, 14:03
Blur
1 წლიდან ჩვეულებრივი რძე მიეცი თუ ფორმულა გააგრძელე?

Posted by: ninano 4 Apr 2012, 14:53
Antigone
QUOTE
ნინ, საწოვარას იდებს? არ გადაიყვანო ჩაიზე, თორემ ახლა მაგას შეეჩვევა. რამდენიმე ღამე საწოვარა ჩაუდე ხოლმე როცა წამოიწკმუტუნებს მხოლოდ. ასე გადავაჩვიე ჩემი სულ 2 ღამეში.
არაა, არ იდებს, ახალშობილი რომ იყო იდებდა, მერე გადაეჩვია sad.gif

Posted by: mariamiani 4 Apr 2012, 17:50
1 წლიდან მარტო კვერცხის გულს უნდა ჭამდეს თუ ცილც შეუძლება.... არ ვიცი რა ვაჭამო 1 წლიდან..სულ ერთი და იგივეს ჭამს....თან ძან ერFეროვანს და ღარიბულს

Posted by: Blur 4 Apr 2012, 18:11
mariamiani
QUOTE
კვერცხის გულს უნდა ჭამდეს თუ ცილც შეუძლება

მეც ასე მქონდა გაგებული რომ მარტო კვერცხის გულს აძლევენ, ვითომ ცილა ალერგიულიაო. პედიატრმაც როცა გვითხრა კვერცხი დავუწყოთო დავაზუსტე გული ალბათთქო და არა ჩვეულებრივ ნახევარი კვერცხი მიეცი ცილაც და გულიცო. 1 კვირის წინ ვაჭამე და საბედნიეროდ ალერგია არ ჰქონია. ახლა ვფიქრობ ეს კვერცხი უბრალოდ მოხარშულის გარდა სხვა რა სახით შეიძლება მივცე, სუპში ან რამე ეგეთი.Mafanya
QUOTE
1 წლიდან ჩვეულებრივი რძე მიეცი თუ ფორმულა გააგრძელე?

ფორმულა გავაგრძელეთ ოღონდ 1 წლიდან რო აწერია ეგ 3 ნომერი. პედიატრმა პასტერიზებული რძე წლინახევრიდან მივცეთო

Posted by: matmatuna 4 Apr 2012, 18:54
mariamiani
წლამდე კვერცხის გული, მერე ცილაც შეიძლება. ოღონდ დღისით მიეცი, რომ დრო გქონდეს დაკვირვებისთვის. თუ რომელიმე საკვების მიმართ ალერგიულია, ან მშობლებიდან რომელიმე აქვს კვერცხზე ალერგია, მაშინ შენს ადგილას ცოტა ხანი კიდევ შევიკავებდი თავს yes.gif

Blur
QUOTE
ახლა ვფიქრობ ეს კვერცხი უბრალოდ მოხარშულის გარდა სხვა რა სახით შეიძლება მივცე, სუპში ან რამე ეგეთი

ომლეტი შეგიძლია გაუკეთო. მორჩენილ ბოსტნეულს დაასხი ათქვეფილი კვერცხი, დაახურე თავზე და დაბალ ცეცხლზე დადგი ან ჩვეულებრივ, ცხელ ტაფაზე ცოტა ცხიმი, დაასხი კვერცხი და სწრაფად ურიე. 2 წუთში მზადაა... არც შემწვარი გამოდის და არც მოხრაკული smile.gif

Posted by: Free Aquarius 5 Apr 2012, 10:27
გოგოებო ჰიპის ფორმულას აჭმევთ ვინმე?თითქოს წყალში კარგად არ იხსნება,გამჭვირვალე რაღაცეები ჩანს რძეში მაგრამ ხელით არ იგრძნობა.ნორმალურია თუ ეგრე არ უნდა იყოს?პრებიოტიკებით და პრობიოტიკებითაა.

Posted by: ninia84 5 Apr 2012, 11:32
კალმახის გარდა, რომელი თევზი შეიძლება მივცე 10 თვის ბავშვს?

Posted by: Blur 5 Apr 2012, 11:44
matmatuna
ომლეტი კარგი იდეაა, ყველითაც ხო შეიძლება? ყველზე გიჟდება და მაგის გავუკეთებ. თან დიდად მარილის დამატების პერსპეექტივა არ მხიბლავს, აქამდე უმარილოებს ჭამს და ყველიანს აღარ დასჭირდება მარილი

Posted by: Free Aquarius 5 Apr 2012, 12:20
QUOTE (ninia84 @ 5 Apr 2012, 11:32 )
კალმახის გარდა, რომელი თევზი შეიძლება მივცე 10 თვის ბავშვს?

ორაგული smile.gif

Posted by: KaTeRiN 5 Apr 2012, 12:45
Free Aquarius
ძნელად იხსნება.
მე ესე ვშვებოდი. 180 გრამ შეგრილებულ წყალში ვყრიდი ჯერ 3 კოვზ ფხვნილს, ვანჯღრევდი კარგად და დანარჩენ 3 კოვზს მერე ვამატებდი და უფრო მარტივად იხსნებოდა.
* * *
QUOTE
კალმახის გარდა, რომელი თევზი შეიძლება მივცე 10 თვის ბავშვს?


ორაგული

კალმახი ორაგული და სიომგაც დავამატე, ეგეც ორაგულია თუ არ ვცდები

Posted by: Nila 5 Apr 2012, 18:03
Free Aquarius
QUOTE
კი,დადიოდა.მეც უკან მივყვები მაინც,სირბილზე რომ გადადის ეცემა

ნუ ახლა , სირბილს ვერ მოვთხოვთ 10 თვისას. მაინც ყოჩაღი ყოფილა smile.gif
Free Aquarius
QUOTE
ეხლა სიმსუქნეა ყველას პრობლემა მაგრამ საქართველოში მაინც ბუნჩულა ბავშვები უნდათ 

მე არ ვარ საქართველოში, მაგრამ ცოტა ბუნჩულა რომ იყოს, უარს არ ვიტყოდი biggrin.gif ძალიან გახდა ამ ბოლო დროს __ ცოტას ჭამს და ბევრს მოძრაობს user.gif

Posted by: aseaisea 5 Apr 2012, 22:34
Free Aquarius
QUOTE
მირჩევნია ცოტა აკლდეს წონა ვიდრე ზედმეტი ჰქონდეს და იჯდეს უმოძრაოდ და რომ გაიზრდება დიეტებზე იყოს.ეხლა სიმსუქნეა ყველას პრობლემა მაგრამ საქართველოში მაინც ბუნჩულა ბავშვები უნდათ

და რამე პრობლემა გაქვს მსუქანა ბავშვებთან? biggrin.gif
არა აქვს კავშირი მაგას მომავალში ადამიანის სიმსუქნესთან, მთავარია ზომაზე მეტ ჭამას არ მიაჩვიო ბავშვი რომ კუჭი არ გაეზარდოს. ვერ ვიტან ძალით რომ აჭმევენ ბავშვებს და ბავშვი რომ ჭამს და მაინც წუწუნებენ არ ჭამსო. თუმცა მსუქანა ბავშვს რა ჯობია, (სუბიექტურობაში ნუ ჩამომართმევთ biggrin.gif ) კარგად რომ ჩაბურჯგნი და ძვლები არ შეგერჭობა იფ იფ იფ
მე ისეთი ბუნთულა ვყოფილვარ და ახლა საერთოდ არ ვარ მსუქანი და დედაჩემიც. ასე რომ ცელულიტები და ქონები წლამდე კარგია მთავარია მერე არ დარჩეს smile.gif

რვა თვის გავხდით და ხბოს ხორცი უნდა მივცე და რამდენი გრამით დავუწყო? ქათამს კარგად ჭამს უკვე სადილად. და მწყერის კვერცხი უნდა მივცე კიდე.

Posted by: Free Aquarius 5 Apr 2012, 23:04
QUOTE
მე ესე ვშვებოდი. 180 გრამ შეგრილებულ წყალში ვყრიდი ჯერ 3 კოვზ ფხვნილს, ვანჯღრევდი კარგად და დანარჩენ 3 კოვზს მერე ვამატებდი და უფრო მარტივად იხსნებოდა


ვცადე ცოტა გამეხსნა ჯერ მაგრამ მაინც აქვს გამჭვირვალე რაღაცეები.შენ რომ აკეთებ ეგრე არ აქვს?
* * *
QUOTE (aseaisea @ 5 Apr 2012, 22:34 )

და რამე პრობლემა გაქვს მსუქანა ბავშვებთან? biggrin.gif

მე არ მაქვს არანაირი პრობლემა smile.gif ჩემს გარშემო მსუქან ბავშვებს ვისაც ვხედავ უმეტესობას ხელს უშლის წონა განვითარებაში.ვერ ცოცავენ,ვერ ჯდებიან არ ცდილობენ მოძრაობას.უმოძრაობა კი კარგი არ არის smile.gif
* * *
QUOTE
მთავარია ზომაზე მეტ ჭამას არ მიაჩვიო ბავშვი რომ კუჭი არ გაეზარდოს. ვერ ვიტან ძალით რომ აჭმევენ ბავშვებს და ბავშვი რომ ჭამს და მაინც წუწუნებენ არ ჭამსო.


გეთანხმები.ზოგი თვითონ აჩვევს ბევრ ჭამას,მერე უკვე ბავშვი რომ სთხოვს "რა ვქნა უნდაო" biggrin.gif

Posted by: journalist 6 Apr 2012, 20:53
გოგოებ მაღაზიის კვერცხს აჭმევთ ბავშვებს?

Posted by: tamo7779 6 Apr 2012, 23:43
journalist
მაღაზიის კვერცხს გააჩნია და მაღაზიას

Posted by: uma_thurman 6 Apr 2012, 23:47
10 თვიდან რა უნდა დავუმატო კვებაში ?

ჭამს ქათმის და ხბოს ხორცს, კვერცხს, თევზს, ვერმიშელს, ფაფებს კიდე რამე უნდა მივცე?

Posted by: mariamiani 7 Apr 2012, 09:14
journalist
აბა.... არც მიფიქრია სოფლის მეძებნა....მთავარია გაფუჭებული არ იხოს და შენახვის პირობებში იყოს.... მე როგროც ვიცი ქარხნული ჯობია....უფრო დაცულია... და დიდათ არ მიყვარს მითები სოფლის ნატურალურობაზე.... ახლა არავინ არსად არ ზრდის უწამლოდ და დაჩეჩქვილ ჭინჭრის ფხალზე))

Posted by: Free Aquarius 7 Apr 2012, 22:07
QUOTE (Free Aquarius @ 5 Apr 2012, 10:27 )
გოგოებო ჰიპის ფორმულას აჭმევთ ვინმე?თითქოს წყალში კარგად არ იხსნება,გამჭვირვალე რაღაცეები ჩანს რძეში მაგრამ ხელით არ იგრძნობა.ნორმალურია თუ ეგრე არ უნდა იყოს?პრებიოტიკებით და პრობიოტიკებითაა.

მიპასუხეთ რაა smile.gif

Posted by: Nila 8 Apr 2012, 04:48
uma_thurman
QUOTE
10 თვიდან რა უნდა დავუმატო კვებაში ?

ჭამს ქათმის და ხბოს ხორცს, კვერცხს, თევზს, ვერმიშელს, ფაფებს კიდე რამე უნდა მივცე?


ჩემი 10.5 თვისაა და რაც ჩამოთვალე, არაფერს პირს არ აკარებს facepalm.gif

Posted by: vinnie 8 Apr 2012, 14:46
გოგოებო ომლეტს ბავშვებისთვის როგორ ამზადებთ??

Posted by: bubu_dato 8 Apr 2012, 15:42
გოგოებო პირველად რა ხილის მიცემა სჯობს? ჯერ 4.5 ვართ და თAნ როდიდან უნდა მივცე? ის მზა ხილის წვენები რომაა და პიურეები კარგია ?

Posted by: trombonelady 8 Apr 2012, 15:47
Free Aquarius
QUOTE
მიპასუხეთ რაა

ჰიპი 2 ზე რო გადავედით ეგეთი, თითქოს ზეთის წვეთებივით იყო რძეში, სულ 2 ჯერ ვიყიდე ჰიპი 2 და მერე სელიაზე გადავედი, მეც დავსვი მსგავსი შეკითხვა აქ მაგრამ ვერ მიხვდნენ გოგოები რას ვგულისხმობდი. რაც შეეხება გახსნას, რაც მე მაგაზე ვიწვალე სანამ ამას მოვიფიქრებდი : 2-2 ან 3-3 კოვზი გახსენი და უფრო მარტივად გაიხსნება კურკუშების გარეშე.

გოგოებო სანდრო ბოსტნეულს აღარ ჭამს და ვიფიქრე ცოტა ხანი დავასვენებთქო ალბათ მობეზრდა, ბევრი ვიფიქრე და ვერ მოვიფიქრე რითი ჩავუნაცვლო ერთი ჭამა.
დილას- მაწონი+ხაჭო+პეჩენია
შუადღეზე - შვრიის რძიანი ფაფა+ ვაშლი
საღამოს - ბოსტნეულს ვაძლევდი და ახლა ხორბლის რძიანი ფაფა მოხარშული ხბოს ხორცით+ ყველი. (აი აქ რა ვქნა სხვა რა შეიძლება?)
ძილის წინ ფორმულა და ღამეც ფორმულას ჭამს
მაწვნის სუფიც არ მიიკარა, ბოსტნეულის სუფს რა არ ვუქენი და მაინც არ ჭამა, ხახვიც მოვუშუშე და არაო
* * *
bubu_dato
QUOTE
გოგოებო პირველად რა ხილის მიცემა სჯობს? ჯერ 4.5 ვართ და თAნ როდიდან უნდა მივცე? ის მზა ხილის წვენები რომაა და პიურეები კარგია ?

6 თვემდე არანაერი საკვები, დედის რძის ან ხელოვნური ნარევის გარდა არ ესაჭიროება ბავშვს. 6 თვიდან შეგიძლია თანდათან მისცე ბოსტნეულის პიურეები, ფაფები, ხილფაფები, 2 ახალ პროდუქტს შორის რამოდენიმე დღე შუალედი უნდა დაიცვა რო გაიგო ალერგიული რეაქცია ხომ არ აქვს კონკრეტულ პროდუქტზე, თავიდან პატარა ულუფებით უნდა გაასინჯო და თანდათან მოუმატო

Posted by: basti-bubuuu 8 Apr 2012, 16:17
მოკლედ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ხილის პიურეებს არ მივცემ ბავშვს,6 თვემდე მხოლოდ ვაშლს დავუმატებ,და მერე დამატება რომ დაგვჭირდება სოფლის კვერცხს და ხორცს არ მივცემ-ანუ ქარხნული გადავწყვიტე,მაგრამ საკითხავი ის არის რომელი ფირმის-ქათამი მაგალითად,ხაჭო?კვერცხი?მაწონი-ვინც გამოცდილები ხართ უკვე მირჩიეთ რა

Posted by: tamo7779 8 Apr 2012, 17:38
vinnie
ღრმა ჟამში: კვერცხი, მარილი, დაჭრილი მწვანილი, გახეხილი ყველი, რძე და ფქვილი. ქარისაც ვუმატებ ხოლმე

basti-bubuuu
ყველა სხვადასხვანაირად აკეთებს რავი, ჩვენ 4 თვიდან დავიწყეთ ვაშლი, 5 თვიდან ცალობით ვაძლევდი გაყინულ ალუბალს. 5 თვიდან ვაძლევდი მსხალსაც
ბუნებრივ კვებაზე იყო.
ივნისში დაიბადა და ზამთარში ვაძლევდი ჰიპის ხილფაფებს, + ცოცალი ვაშლი, კივი, გაყინული ალუბალი

ქარხნული კვერცხი და ხორცი - ანუ ამაში რა იგულისხმე? კოდა/საგარეჯო და მსგავსი კვერცხი და გუდვილის ხბოს ხორცი?\
ნუ, არტალას და ხბოს ხორცს ისედაც გუდვილში ვყიდულობ ახლაც. მაგრამ კვერცხი მაინც ან ვინმე ბებოსგან ჯობია ან რავი.... მე მწყრის კვერცხზე ვარ უფრო, ნაცნობს აქვს ფერმა ქარელში და იქიდან ვმარაგდები.
ვარია - ცოცხალიმირჩევნია ბაბილოს პირდაპირ ბაზარში ვყიდულობ, გამოსაშიგნია მხოლოდ. იქვე გიქლავენ. თან ვარიაა. გუდვილის ქათამიც მომწონს,მაგრამ ქათმებია და არა წიწილა-ვარიები,

მაწონს რაც შეეხება - ჩვენ ბიფიდო დავიწყეთ და 2 თვეში სოფლისნობათზე გადავედით. ხაჭოს თავიდანვე სოფლის ნობათი

Posted by: Free Aquarius 8 Apr 2012, 22:51
QUOTE

ჰიპი 2 ზე რო გადავედით ეგეთი, თითქოს ზეთის წვეთებივით იყო რძეში, სულ 2 ჯერ ვიყიდე ჰიპი 2 და მერე სელიაზე გადავედი, მეც დავსვი მსგავსი შეკითხვა აქ მაგრამ ვერ მიხვდნენ გოგოები რას ვგულისხმობდი. რაც შეეხება გახსნას, რაც მე მაგაზე ვიწვალე სანამ ამას მოვიფიქრებდი : 2-2 ან 3-3 კოვზი გახსენი და უფრო მარტივად გაიხსნება კურკუშების გარეშე


კარგად იხსნება,მაგრამ წვრილი,გამჭვირვალე რაღაცეებია რძეში და ბოთლზეც რჩება,ოღონდ ხელით ვერ ვგრძნობ.ვიფიქრე გაფუჭებული ხომ არ არის მეთქი.

Posted by: ninia84 9 Apr 2012, 11:06
გოგოებო, ყაბაყს როგორ უკეთებთ პატარებს?

Posted by: Free Aquarius 9 Apr 2012, 22:35
გოგოებო მწყერის კვერცხი რამდენი უნდა მივცე 11 თვის ბავშვს და კვირაში რამდენჯერ?

Posted by: ninobino 10 Apr 2012, 01:42
QUOTE
გოგოებო, ყაბაყს როგორ უკეთებთ პატარებს?


ყაბაყს - ბოსტნეულის პიურესთან ერთად...

Posted by: ninia84 10 Apr 2012, 07:40
ninobino
მადლობა და მემგონი ხბოს ხორცთანაც არ უნდა იყოს ცუდი ხო?

Posted by: ingiloo 10 Apr 2012, 14:54
bubu_dato
QUOTE
გოგოებო პირველად რა ხილის მიცემა სჯობს? ჯერ 4.5 ვართ და თAნ როდიდან უნდა მივცე? ის მზა ხილის წვენები რომაა და პიურეები კარგია ?


მე 4 თვის რომ გახდა ვაშლის წვენი დავუმატე. და დღეში ერთხელ ჰუმანას წიწიბურას ფაფა. ჰიპის ჩაის ისედაც სვავდა. ახლა 5 თვის გავხდით და კიდევ რას გვირჩევს პედიატრი ვნახოთ smile.gif

ისე ძალიან ცოდოა 4-5 თვის ბავშვი მარტო ხელოვნურ რძეზე რომაა, რაღაც დამატება ხილის წვენის სახით აუცილებელია ჩემი აზრით.

Posted by: trombonelady 10 Apr 2012, 19:45
ingiloo
QUOTE
ისე ძალიან ცოდოა 4-5 თვის ბავშვი მარტო ხელოვნურ რძეზე რომაა, რაღაც დამატება ხილის წვენის სახით აუცილებელია ჩემი აზრით.

საერთოდ არ არის ცოდო! პირიქით, ცოდოა როცა დროზე ადრე აძლევენ დამატებას! 6 თვემდე დამატების მიცემა დედის გულის გასახარად უფროა ვიდრე ბავშვისთვის, არც ხელოვნურ და არც ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვს არ ესაჭიროება 6 თვემდე დამატების მიცემა, არც წვენის სახით და არც ხილის!

Posted by: xatika 10 Apr 2012, 20:41
Free Aquarius
2-3 ცალი კვერცხის გული, კვირაში2-3 ჯერ

Posted by: coroline 10 Apr 2012, 22:15
გოგოებო მაწონი რომელი თVიდან დაიწყეთ?

Posted by: Free Aquarius 10 Apr 2012, 22:50
QUOTE
2-3 ცალი კვერცხის გული, კვირაში2-3 ჯერ


მადლობა smile.gif

Posted by: trombonelady 10 Apr 2012, 23:19
გოგოებო ვისაც გაინტერესებთ ბავშვთა კვებაზე ცოტაოდენი ინფორმაცია გადახედეთ
http://allshares.ge/download.php?id=5E48783751

Posted by: vinnie 11 Apr 2012, 00:07
QUOTE
ღრმა ჟამში: კვერცხი, მარილი, დაჭრილი მწვანილი, გახეხილი ყველი, რძე და ფქვილი. ქარისაც ვუმატებ ხოლმე


ქარი რა არის? და ეს ყველაფერი ტაფაში ხო??

Posted by: uma_thurman 11 Apr 2012, 22:16
10 თვის ბავშვისთვის იოგურტი შეიძლება ?

Posted by: xatika 11 Apr 2012, 22:27
uma_thurman
კი მარიკო შეიძლება , მე ჰუმანას იოგურტვს ვაძლევდი მაგრამ აღარ ვაჭმევ . მაგის მაგივრად მაწონს ბანანს და ხაჭოს ჭამს ატQვეფილს და იგივე გამოდის

Posted by: Free Aquarius 11 Apr 2012, 22:34
QUOTE
10 თვის ბავშვისთვის იოგურტი შეიძლება ?


კი,შეიძლება.მე ჰუმანას იოგურტებს ვყიდულობ.დანონის რასწიშკაც კარგია smile.gif

Posted by: tamuska27 15 Apr 2012, 17:09
QUOTE
მაღაზიის კვერცხს

biggrin.gif

8 თვის ხდება ჩემი კაცა და არის რამე რაც ამ ასაკის ბავშვის მენიუში უნდა მივამატო???

Posted by: Ak0 16 Apr 2012, 20:10
ბავშვი ჯერ არ არი 2 თვის და ვერ გადის თავისით, ერთი თვე ჭამდა ძუძუს მერე ვირუსი შეხვდა და ერთი კვირა გვყავდა ჟვანიაში, ანტიბიოტიკების მერე ძუძუს რო ჭამდა გადიოდა თხლაად თითქმის წყალივით
პედიატრმა გვირჩია ჰუმანას AR. მისცა ალერგია, მერე მივეცით ნუტრილაკი და რასაც ჭამდა აღებინებდა მერე მივეცით ფრისო პრებიოტიკებდიით, გავიდა კუჭში მაგრამ დაუგროვდა ბევრი გაზებიი და სტკიოდა მუცელი ეხლა გადავედით მალიუტკაზე მაგრამ მაინც ვერ გადის თავისით ჩვენმა პედიატრმა ანალიზი ჩაგვაბარებინა დიზბაქტერიოზზე იქააც ყველაფერი სუფთა იყო ეხლა რა ვქნა არ ვიცი თუ ვინმეს გქონიათ მსგაგვსი შემთხვევა გთხოვთ დაგვეხმაროოთ

Posted by: tamo7779 16 Apr 2012, 21:21
vinnie
სპეციაა - სუნელი.
გამოიყენება ინდურ და თურქულ სამზარეულოში.

ორთქლზეც შეიძლება ან ტაფაზე - კარაქში

Posted by: mariamiani 17 Apr 2012, 10:15
1.1 წლის ბავშVისთვის პური რამდენი ნაჭერი შეიძლება დრეში? ბულიონშIც მინდა გაუკეთო,მაკარონს არ ჭამს და მინდა ცოტა ნოყიერი გავხადო... იუბილეინის პეჩენიას ჭამს დღეში 4 ცალს და 2 დაჭრილი იფქლის პურის გულს...ნუ დილით ბურღულეული ფაფის სახით...ძან ბევრი ანხშირწყლები არ მინდა გამომივიდეს და მაინტერესებს თქვენ რას შვებით

Posted by: eka3 19 Apr 2012, 23:46

coroline
მე ძუძუზე მყავდა 1,3 თვემდე და იმის მერე მაწონზე მყავს დღემდე ეხლა 1,10-ის არის გამეც ჭამს ძAლიან Uყვარს,იოგურტს ჯობია მაწონი ჭამოს.

Posted by: arazam 20 Apr 2012, 00:25
tamuska27
QUOTE
8 თვის ხდება ჩემი კაცა და არის რამე რაც ამ ასაკის ბავშვის მენიუში უნდა მივამატო???

თევზი smile.gif

Posted by: tamuska27 20 Apr 2012, 15:50
arazam
QUOTE
თევზი 

კვირაში რამდენჯერ?


Posted by: musikebi 20 Apr 2012, 16:43
გოგოებო ეკო ფუდის ბიფოდო მაწონს დაახლოებით 1 თვეა ვეძებ. იქნებ ვინმემ იცოდეს სად შეიძლება ვიყიდოო? სადაც არ ვიკითხე აღარ შემოდისო , მერე დავრეკე ეკო ფუდის საინფორმაციო ცენტრში და გაუკვირდათ ყველგან იყიდებაო smile.gif) ვეღარ გავიგე ვის დავუჯერო.

Posted by: Free Aquarius 20 Apr 2012, 17:20
QUOTE (musikebi @ 20 Apr 2012, 16:43 )
გოგოებო ეკო ფუდის ბიფოდო მაწონს დაახლოებით 1 თვეა ვეძებ. იქნებ ვინმემ იცოდეს სად შეიძლება ვიყიდოო? სადაც არ ვიკითხე აღარ შემოდისო , მერე დავრეკე ეკო ფუდის საინფორმაციო ცენტრში და გაუკვირდათ ყველგან იყიდებაო smile.gif) ვეღარ გავიგე ვის დავუჯერო.

მე გუდვილში ვიყიდე რამდენიმეჯერ.ეხლა არ ვიცი აქვთ თუ არა.თბილისი ცენტრალში და ქარვასლაში რომ გუდვილებია მანდაც ჰქონდათ.

Posted by: musikebi 20 Apr 2012, 17:41
ვიყავი ორივე გუდვილში არ ქონდათ. არც პოპულში sad.gif

Posted by: tikusha 20 Apr 2012, 19:24
ბავშვი 8 თვისაა, შემიძლია თუ არა სუპში ბრინჯის და მაკარონის ჩაყრა?

Posted by: arazam 20 Apr 2012, 20:38
tamuska27
კალმახით დავიწყეთ და კვირაში ორჯერ ვაჭმევდი smile.gif

Posted by: tamuska27 20 Apr 2012, 21:40
tikusha
QUOTE
ბავშვი 8 თვისაა, შემიძლია თუ არა სუპში ბრინჯის და მაკარონის ჩაყრა?

მე ვუყრი. კვირაში 1 ხელ. ჩემი გადაწყვეტილებით.
QUOTE
კალმახით დავიწყეთ და კვირაში ორჯერ ვაჭმევდი

აჰააა... კვირაში 2 ჯერ პედიტრმა გითხრათ.
ეს კალმახსაც მიირთმევს, ორაგულსაც და ვირთევზასაც smile.gif
იშვიათად რა თქმა უნდა. ასე 2 კვირაში 1 ხელ,მაქსიმუმ 2 ჯერ smile.gif

და რა დოზით უნდა ვაჭამო???
50 გრამი??? 100???

Posted by: Clown 21 Apr 2012, 12:17
გამარჯობა. 6თვის ხდება მალე, უნდა დავიწყოთ დამატებითი საკვები და მინდა მარცვლეულის ფაფა რომ მივცე. რომელ ფირმას და რის ფაფას მირჩევთ?

Posted by: gvants 21 Apr 2012, 17:08
Clown
წიწიბურა_ჰიპის ან ჰუმანასი.

Posted by: matmatuna 21 Apr 2012, 17:20
ვისაც 2 წლის ბავშვები გყავთ ან ცოტა პატარები, რამდენს ჭამენ თქვენი შვილები სადილს და ვახშამს? ანუ თუ აგიწონიათ და რამდენი გრამი გამოდის?
გმადლობთ biggrin.gif

Posted by: volkanoo 21 Apr 2012, 17:33
გამარჯობა გოგოებოოო, გამოცდილ დედიკოებს მინდა ვკითხო, 6 თვიდან რა დამატებები უნდა მივცე პატარას?
* * *
QUOTE
Clown

QUOTE

gvants

ეხლა ვნახე თქვენი კომენტარები, მე 4 თვიდან ვაძლევ წიწიბურას და ბრინჯის ფაფას

Posted by: Free Aquarius 21 Apr 2012, 23:35
QUOTE (volkanoo @ 21 Apr 2012, 17:33 )
გამარჯობა გოგოებოოო, გამოცდილ დედიკოებს მინდა ვკითხო, 6 თვიდან რა დამატებები უნდა მივცე პატარას?
* * *

ბოსტნეულის სუპ-პიურე,ხილფაფები smile.gif
* * *
გოგოებო ერთი წლიდან რა შეიძლება დავუმატო?ჩამოვწერ რას ჭამს და იქნებ რაიმე მირჩიოთsmile.gif.რაღაც ერთფეროვანი მეჩვენება.მოკლედ დილით სვავს ფორმულას,შემდეგ ფაფა(წიწიბურა,შვრია,4 მარცვალი ნორდიკის,სიმინდის ფაფა).ფაფაში ხანდახან ვურევ ხაჭოს. შემდეგი კვება ხორციანი ან უხორცო სუპ-პიურე,ან მოხარშული თევზი,ან ქათმის წვნიანი,ან მწყერის კვერცხი ბოსტნეულის პიურესთან ერთად.ბოლო კვება ისევ ფორმულა.მაწონზე უარს მიცხადებს,მაგრამ ვცდილობ ისევ შევაპარო biggrin.gifშუალედები ჭამს ხანდახან ყველს,ხაჭოს+ხილი+პეჩენია,ჰუმანას იოგურტს,ხილს.ამ ყველაფერს ცოტა ცოტას.მივიღებ თქვენს რჩევებს და გემრიელი საჭმელების რეცეპტებს smile.gif

Posted by: Nanuka444 22 Apr 2012, 01:15
tamuska27
QUOTE
კვირაში რამდენჯერ?

ჩვენ კვირაში ერთხელ მივირთმევთ, ძირითადად, კალმახს, ხანდახან - ორაგულს.


matmatuna
QUOTE
ვისაც 2 წლის ბავშვები გყავთ ან ცოტა პატარები, რამდენს ჭამენ თქვენი შვილები სადილს და ვახშამს? ანუ თუ აგიწონიათ და რამდენი გრამი გამოდის?

წლის და 4 თვის არის ჩემი, დილა-საღამოს ჭამს 250-300 გრამ ფაფას (ზოგჯერ მაწონს ან მაკარონს), სადილად 300-350 გრამ სუპს/პიურეს/ბორშჩს. შუალედში ხილის პიურეს/იოგურტს - 100-120 გრამს.
ძირითადად ასე ჭამს, თუმცა არის დღეები როცა ძალიან ცოტას მიირთმევს და უმეტესად ხილზეა, ზოგ დღეებში კი, პირიქით, ვეღარ ვანაყრებ. ერთ დღეს სადღაც 800 გრამი ბორშჩი ჭამა სადილად.

შენ თუ იმაზე ნერვიულობ, რომ შენი შვილი ცოტას/ბევრს ჭამს, მგონი ამას საჭმლის მოცულობით ვერ გაიგებ. თუ ბავშვი ზომა-წონაში კარგად იმატებს, ე.ი. ყველაფერი რიგზეა. 2 წლამდე ასაკში მატება თვეში 200 გრამი და 1 სმ ნორმაა.
* * *
Free Aquarius
QUOTE
მივიღებ თქვენს რჩევებს და გემრიელი საჭმელების რეცეპტებს

მოხარშული მაკარონი გახეხილი ყველით smile.gif

ლობიო მოთუშული ხახვით (ლობიოს მარცვალს კანი შემოაცალე, გაფრცქვენი ანუ, და ისე დაჭყლიტე. ზეითუნის ზეთში მოთუშე ხახვი და სუუულ ცოტა მარილი, მწვანილებსაც თუ უზამ, კარგი იქნება).
თავიდან ცოტა აჭამე და დააკვირდი, გაზები ხომ არ შეაწუხებს.


მწყრის კვერცხს ალერგიის გამო აჭმევ, თუ ისე?
ქათმის შემწვარი კვერცხი თუ ალერგიას არ აძლევს, შეგიძლია შემწვარი მისცე. ათქვიფე, ჩაუხეხე ყველი. შეგიძლია მანამდე ტაფაზე მოთუშო ხახვი და შემდეგ დაასხა ეს ათქვეფილი მასა.

ზოგადად, შემწვარი საკვების მიცემა ყოველდღე არ არის დიდად სასარგებლო, დღეგამოშვებით ან კვირაში 2-3-ჯერ თუ მისცემ, კარგი იქნება.

Posted by: matmatuna 22 Apr 2012, 01:33
Nanuka444
QUOTE
წლის და 4 თვის არის ჩემი, დილა-საღამოს ჭამს 250-300 გრამ ფაფას (ზოგჯერ მაწონს ან მაკარონს), სადილად 300-350 გრამ სუპს/პიურეს/ბორშჩს. შუალედში ხილის პიურეს/იოგურტს - 100-120 გრამს.
ძირითადად ასე ჭამს, თუმცა არის დღეები როცა ძალიან ცოტას მიირთმევს და უმეტესად ხილზეა, ზოგ დღეებში კი, პირიქით, ვეღარ ვანაყრებ. ერთ დღეს სადღაც 800 გრამი ბორშჩი ჭამა სადილად.

შენ თუ იმაზე ნერვიულობ, რომ შენი შვილი ცოტას/ბევრს ჭამს, მგონი ამას საჭმლის მოცულობით ვერ გაიგებ. თუ ბავშვი ზომა-წონაში კარგად იმატებს, ე.ი. ყველაფერი რიგზეა. 2 წლამდე ასაკში მატება თვეში 200 გრამი და 1 სმ ნორმაა.

ძალიან დიდი მადლობა.
ჩემი შვილი 2 წლის ხდება აგვისტოში. არ არის მსუქანი ბავშვი მაგრამ ნორმაშია მისი წონა. ჩვეულებრივად რომ ვაძლევ, ჭამს... უფრო მეტს როცა ვაძლევ, იმასაც ჭამს, მაგრამ მერე ხშირად გადის კუჭში biggrin.gif მოკლედ, თავად ბავშვი ჯერ ვერ მეუბნება/მაჩვენებს, თუ უნდა მეტი ან აღარ უნდა, ამიტომ მაინტერესებდა მისი ასაკის ბავშვები რამდენს ჭამენ, უბრალოდ შედარებისთვის smile.gif
გმადლობ

Posted by: tlikina 22 Apr 2012, 11:01
დედებო თუ იცით უკვერცხო საბავშვო მაკარონი არსებობს?

Posted by: blblbl 22 Apr 2012, 11:40
tlikina
სითი ფარმაში იყიდება ნორდიკის ფაფა დათუნიებია შიგნით სხვადასხვა ფერი ეგაა საბავშვო და ძალიან სასარგებლო როგორც მე ვიცი.

Posted by: tlikina 22 Apr 2012, 12:00
blblbl მე ხო დიეტაზე მყავს ეხლა ალერგიის გამო, კვერცხს არ ვაჭმევ და კიდე ბევრ რამეს და ამიტომ ვიკითხე,როგორც წესი მაკარონში კვერცხი არის და ნეტა ბავშვის ისეთი თუარსებობს უკვერცხო?

Posted by: musikebi 22 Apr 2012, 12:50
გოგოებო პირველად უნდა მივცე ხაჭო, ჩემმა პედიატრმა მითხრა შეგიძლია კრემ-ხაჭო აჭამო ნაყიდიო და რას მირჩევთ? ალერგიას ხო არ მისცემს ნაყიდიი?

Posted by: Free Aquarius 22 Apr 2012, 23:26
QUOTE (Nanuka444 @ 22 Apr 2012, 01:15 )

მოხარშული მაკარონი გახეხილი ყველით smile.gif

ლობიო მოთუშული ხახვით (ლობიოს მარცვალს კანი შემოაცალე, გაფრცქვენი ანუ, და ისე დაჭყლიტე. ზეითუნის ზეთში მოთუშე ხახვი და სუუულ ცოტა მარილი, მწვანილებსაც თუ უზამ, კარგი იქნება).
თავიდან ცოტა აჭამე და დააკვირდი, გაზები ხომ არ შეაწუხებს.


მწყრის კვერცხს ალერგიის გამო აჭმევ, თუ ისე?
ქათმის შემწვარი კვერცხი თუ ალერგიას არ აძლევს, შეგიძლია შემწვარი მისცე. ათქვიფე, ჩაუხეხე ყველი. შეგიძლია მანამდე ტაფაზე მოთუშო ხახვი და შემდეგ დაასხა ეს ათქვეფილი მასა.

ზოგადად, შემწვარი საკვების მიცემა ყოველდღე არ არის დიდად სასარგებლო, დღეგამოშვებით ან კვირაში 2-3-ჯერ თუ მისცემ, კარგი იქნება.

დიდი მადლობა. 2kiss.gif გავითვალისწინებ smile.gif ქათმის კვერცხი ჯერ არ მიმიცია,ცოტა ლოყები უწითლდებოდა და მაგიტომ.მწყერის კვერცხის გულს ვაჭმევ,ცილაც თუ შეიძლება უკვე მაშინ შევუწვავ ხანდახან.შემწვარიც ჯერ არაფერი მიჭმევია.კუჭში იკვრებოდა ადრე და მეშინია ისევ არ ავურიო კუჭ-ნაწლავი.

Posted by: GNI100 23 Apr 2012, 10:15
გოგოებო მწვანე ლობიო როგორ გავუკეთო ბავშვს?? (9 თვე)

Posted by: tlikina 23 Apr 2012, 10:16
GNI100

უკვე შეიძლება მწვანე ლობიო? smile.gif რამაგარიაა, ამ ჩემ შვილს როდის ეღირსება წესიერი საჭმელი რაა

შენ ხოარ აჭმევ მაკარონს შემთხვევით? მაინტერესებს უკვერცხო მაკარონი თუ არსებობს

Posted by: GNI100 23 Apr 2012, 10:34
tlikina
მინდოდა მაკარონი, მაგრამ პედიატრმა რისთვის გინდა- ვერც კარგად დაღეჭავს და არც არაფერია კარგიო და გავჩერდი smile.gif))) მწვანე ლობიო შემოვიდა უკვე და ვიცი რომ ძაან კარგია ბავშვებისთვის, მაგრამ რეცეპტი არ ვიცი... თევზი დაიწყეთ უკვე? გუშინ მივეცით და მოეწონა ძაან smile.gif)) ვერ იტანს ფაფებს და უხორცო სუპს, ხორცებზე გიჟდება smile.gif))

Posted by: tlikina 23 Apr 2012, 10:59
GNI100
ჰაჰჰაჰა, კაცური საჭმელები უყვარს ხო?smile.gif))

მე თევზი და კვერცხი არ მიმიცია,დიეტაზე მყავს ,ალერგიის ამბავში, 1 თვე ურძეო ფაფეფს ვაჭმევდი და რავიცი,არც სტაფილო,არც გოგრა ,ჭარხალი,მოკლედ რას ჭამს უკვე მეც აღარ ვიცი sad.gif
არადა ამასაც დავაკვირდი გემრიელი საჭმელი უყვარს, ცარიელ უმარილო ბოსტნეულს არ ჭამდა, ეხლა რაც ხორცით ვუკეთებ,იმენა დიდების სუპივით და მარილსაც ვუშვები,მაგრა ჭამს, 5 წთ უნდა ათავებს ეგრევე smile.gif))

მაკარონს რაც შეეხება მე სუპში ვიფიქრე, მაინც ხო ყველაფერს ვუჭყლიტავ და იქნებ მოწონებოდა, გემოს ამბავში.
ბრინჯს კი ვუშვები სუპში უკვე

Posted by: GNI100 23 Apr 2012, 11:03
tlikina
QUOTE
ბრინჯს კი ვუშვები სუპში უკვე

მეც, იშვიათად..გამაგიჟა უკვე ამის ჭამამ-ხაჭო და მაწონი არ მინდა ხშირად ვაჭამო და რაღა მოვიფიქრო აღარ ვიცი რაა...მარილს და შაქარს არ ვაძლევ ჯერ. ჩაი პეჩენიით უნდა ვცადო ერთი.

Posted by: tlikina 23 Apr 2012, 11:05
GNI100
ხო აი ჰეინცის პეჩენია ჩაით უყვარს ძალიან,სცადე აბა, ღამე ძილის წინ რომ ჭამს მაგას ვაძლევ.
ხაჭო და მაწონიც აკრძალული გვაქვს, ყველს თუ აჭმევ?

მეც აღარ ვიიც რა ვაჭამო, ყველი რო ეჭმოდეს პიურეს გავუკეთებდი ყველით smile.gif

Posted by: GNI100 23 Apr 2012, 11:11
tlikina
კი ვაჭმევ უმარილოს სამ დღეში ერთხელ. ჩაის და წვენს ვერ ვასმევ ვერაფრით. რომელ ჩაის სვამთ თქვენ?

Posted by: tlikina 23 Apr 2012, 11:22
GNI100

ჰუმანას ძილინებისა ჩაის ,არაფრის გემო არ აქვს რა,მძაფრი ანუ, და ეს ავარჩიე, ამაში პეჩენიას ვულბობ და რაც დარჩება აყოლებს ხოლმე,
ღამეც თუ მოხდა და გაიღვიძა ჩაის მივცემ 50 მლ დალევს და ეგაა

Posted by: Blur 23 Apr 2012, 11:31
musikebi
QUOTE
გოგოებო პირველად უნდა მივცე ხაჭო, ჩემმა პედიატრმა მითხრა შეგიძლია კრემ-ხაჭო აჭამო ნაყიდიო და რას მირჩევთ? ალერგიას ხო არ მისცემს ნაყიდიი?

მე სახლში არ გამიკეთებია არასდროს, სულ ნაყიდს ვაჭმევ. თუ მაინცდამაინც გეშინია ჰუმანასი უყიდე, ეგ არ მისცემს ალერგიას.

Posted by: nikmaik 23 Apr 2012, 11:34
GNI100
არ უნდა იყოს კარგი 9 თვის ბავშვისთვის მწვანე ლობიო

Posted by: gvants 23 Apr 2012, 11:37
1 წლამდე ბავშვისთვის რომელი ხაჭოს მიცემა სჯობს, რძეზე დამზადებულის თუ რძის ფხვნილზე?

Posted by: GNI100 23 Apr 2012, 11:44
nikmaik
"ორსულობა და ბავშვის მოვლა" რომაა წიგნი, იქ წავიკითხე და რავიცი....არავინ აჭმევთ ხალხო??

Posted by: z g a r b i 23 Apr 2012, 13:16
თქვენი რჩევა მინდა გოგოებო. რა ხდება ეხლა: ჩემი ბიჭი ეხლახან გახდა 5 თვის. რძე ნამდვილად არ მასკდება მაგრამ ასე თუ ისე 5 თვემდე მივიყვანე ჩემი რძით და შიგადაშიგ ნუტრილონსაც ვაძლევდი საღამოობით თუ დამაკლდებოდა.
პედიატრმა მითხრა ცოტა რძე გაქვსო და ნელნელა გადაიყვანე მყარ საკვებზეო. ჩამომიწერა მენიუ. 7ზე რძე, მერე 150 გრამი ფაფა, რომელმაც ძუძუ უნდა ჩაანაცვლოს, მერე ბოსტნეულის პიურე, რომელმაც ასევე უნდა ჩაანაცლოს ძუძუ, მერე ძუძუ და ვაშლის პიურე და 23-ზე ისევ ძუძუ რომელსაც აღარ შეჭამს იმიტომ რომ ეს 9-ზე იძინებს და ძინავს დილამდე.
ანუ გამოდის ძუძუს მარტო 2 ჯერ ვაძლევ ბავშვს.
ხომ გამიშრა რძე?? მე კიდევ მინდა 1 წელი ძუძუ ვაწოვო!
როგორც ვიცი ამ მყარ საკვებს დამატების სახით აძლევენ და პირველ მაინც ძუძუ რჩება. აქ კიდევ ფაქტიურად სულ ჩაანაცვლა ძუძუ... ჯერ მარტო ფაფა დავუწყე და 11 -ზე რომ ვაძლევ, სავსე ძუძუს მიტოვებს და მერე მთელი დღე ნორმალურად ვეღარ ცლის ხოლმე საღამომდე.
თქვენ როგორ გადაიყვანეთ მყარ საკვებზე ისე რომ ძუძუს წოვაც არ შეემცირებინა ბავშვს?

Posted by: gvants 23 Apr 2012, 13:31
z g a r b i
6თვემდე არ გინდა ბოსტნეული, ძუძუ და ფაფა მიეცი.

შემდეგ 4 კვებაზე ხომ გადავა, დილით და ძილის წინ ძუძუ, შუალედებში ფაფა და ბოსტნეული მიეცი.

ვაშლი ცაკლე კვება არაა_დესერტია.

არამგონია გაგიშრეს რძე, უმრავლესობა ასე აკეთებს და აქვს ხოლმე დიდხანს.

1 კვება ფაფა და 1 კვება ბოსტნეული აუცილებელია 6 თვიდან,

Posted by: z g a r b i 23 Apr 2012, 13:48
gvants
კი ვაშლი დესერტად ჩავთვალე მეც, იმიტომ დავწერე 2 ჯერ გამოდის-თქო ძუძუ. ღამე აღარ ჭამს ეს.
6 დან დავიწყებ ბოსტნეულს მაგრამ ჯერ ეხლა გახდა 5-ის და რასაც ჭამს აშკარად ყოფნის. ფაფას მივცემ ხოლმე დილით და ეგაა... ნუ ვაშლის მიცემაც შეიძლება საღამოს უკვე ხო?

Posted by: gvants 23 Apr 2012, 13:50
z g a r b i
მე არ მიმიცია 6 თვემდე, მხოლოდ ფაფას და რძეს მიირთმევდა.ზოგიერთი აძლევს ვაშლს.
ექიმმა კი მითხრა, მიეციო, მაგრამ მე რატომღაც არ მინდოდა, ვაშლი ხომ მომჟავოა და ამიტომ.

--------------
ანუ, 4 ჯერ ჭამს უკვე ცოტნე?

Posted by: volkanoo 23 Apr 2012, 15:00
QUOTE
ბოსტნეულის სუპ-პიურე,ხილფაფები 

რა და რა ბოსტნეული უნდა იყოს ერთად? და რომელი ხილი უნდა იყოს? მე ხილიდან ვაძლევ მხოლოდ ვაშლს და ბანანს, ბოსტნეულიდან კარტოფილი და სტაფილო დავიწყეთ, რა დავუმატო 6თვიდან ამეებს?

Posted by: gvants 23 Apr 2012, 15:03
volkanoo
ყვავილოვანი შეგიძლია, ბროკოლი, ყაბაყი.

Posted by: z g a r b i 23 Apr 2012, 15:05
gvants
QUOTE
ანუ, 4 ჯერ ჭამს უკვე ცოტნე?

არა, მარტო ფაფას ვუმატებ დილით, და მერე სულ ძუძუს ვაძლევ. ბოსტნეულის მიცემა არ მინდა 6 თვემდე. 5-6ჯერ გამოსდის ჭამა დაახლოებით.

Posted by: matmatuna 23 Apr 2012, 15:49
GNI100
მე ვაჭმევდი 8 თვიდან მწვანე ლობიოს და ძალიან კარგია, სასარგებლო და მშვენიერი ბოსტნეულია yes.gif

Posted by: GNI100 23 Apr 2012, 16:04
matmatuna
რეცეპტი მითხარი რა როგორ გავუკეთო smile.gif

Posted by: tlikina 23 Apr 2012, 16:06
QUOTE (GNI100 @ 23 Apr 2012, 16:04 )
matmatuna
რეცეპტი მითხარი რა როგორ გავუკეთო smile.gif

მეც მაინტერესებს იქნებ გამოგვადგეს ჩვენც smile.gif

Posted by: matmatuna 23 Apr 2012, 17:03
GNI100
tlikina
მე ორთქლზე ვუხარშავდი, მაგრამ ქართული ლობიო ცოტა მაგარია და შეიძლება წყალში მოხარშვა დასჭირდეს ან ორთქლზეც, ოღონდ უფრო დიდხანს.
თავიდან მოხარშულ სტაფილოსთან, ყვავილოვან კომბოსტოსთან ან სხვა რომელიმე ბოსტნეულთან ერთAდ ვუბლენდერებდი და ხორცთან, რომელიმე მარცვლეულთან ერთად ვაძლევდი. მარტო ლობიო უგემურია და შეიძლება არ ჭამონ პატარებმა.
ახლა გაიზარდა ჩემი ბიჭი და ჩვეულებრივად, მოხარშულს და მერე ხახვთან ოდნავ მოშუშულს ვაძლევ და მიირთმევს მშვენივრად. არაფერი განსაკუთრებული რეცეპტი არ მაქვს user.gif

Posted by: tlikina 23 Apr 2012, 18:19
matmatuna
Mადლობაა, ესეიგი საჩვენოთად შეიძლება რამე მოვიფიქროთ smile.gif

Posted by: Free Aquarius 23 Apr 2012, 23:29
QUOTE (z g a r b i @ 23 Apr 2012, 13:16 )
თქვენი რჩევა მინდა გოგოებო. რა ხდება ეხლა: ჩემი ბიჭი ეხლახან გახდა 5 თვის. რძე ნამდვილად არ მასკდება მაგრამ ასე თუ ისე 5 თვემდე მივიყვანე ჩემი რძით და შიგადაშიგ ნუტრილონსაც ვაძლევდი საღამოობით თუ დამაკლდებოდა.
პედიატრმა მითხრა ცოტა რძე გაქვსო და ნელნელა გადაიყვანე მყარ საკვებზეო. ჩამომიწერა მენიუ. 7ზე რძე, მერე 150 გრამი ფაფა, რომელმაც ძუძუ უნდა ჩაანაცვლოს, მერე ბოსტნეულის პიურე, რომელმაც ასევე უნდა ჩაანაცლოს ძუძუ, მერე ძუძუ და ვაშლის პიურე და 23-ზე ისევ ძუძუ რომელსაც აღარ შეჭამს იმიტომ რომ ეს 9-ზე იძინებს და ძინავს დილამდე.
ანუ გამოდის ძუძუს მარტო 2 ჯერ ვაძლევ ბავშვს.
ხომ გამიშრა რძე?? მე კიდევ მინდა 1 წელი ძუძუ ვაწოვო!
როგორც ვიცი ამ მყარ საკვებს დამატების სახით აძლევენ და პირველ მაინც ძუძუ რჩება. აქ კიდევ ფაქტიურად სულ ჩაანაცვლა ძუძუ... ჯერ მარტო ფაფა დავუწყე და 11 -ზე რომ ვაძლევ, სავსე ძუძუს მიტოვებს და მერე მთელი დღე ნორმალურად ვეღარ ცლის ხოლმე საღამომდე.
თქვენ როგორ გადაიყვანეთ მყარ საკვებზე ისე რომ ძუძუს წოვაც არ შეემცირებინა ბავშვს?

თუ წონაში კარგად იმატებს ესეიგი ჰყოფნის რძეsmile.gif დამატების მიცემა მაინც თუ გადაწყვიტე ჯერ ძუძუ მიეცი და მერე დამატება.რაც მეტს მოწოვს მით მეტი გექნება რძეsmile.gifმე როგორც ვიცი ცხრა თვემდე ჯერ ძუძუ მერე დამატება.ცხრა თვის შემდეგ ჯერ დამატება მერე ძუძუ.

Posted by: Nila 24 Apr 2012, 00:04
ესეიგი, 11 თვის ხდება და რძის ნაწარმს პირს არ აკარებს ამისთVის არც რძე არსებობს, არც ხაჭO, არც ყველი..
და ბოლოსადაბოლოს მივაგენი კალციუმის წყაროს __ რაც იკადრა და მიირთვა bis.gif
საუბარია კალცით გამდიდრებულ rice pudding-ზე . givi.gif

Posted by: z g a r b i 24 Apr 2012, 10:39
QUOTE (Free Aquarius @ 23 Apr 2012, 23:29 )
QUOTE (z g a r b i @ 23 Apr 2012, 13:16 )
თქვენი რჩევა მინდა გოგოებო. რა ხდება ეხლა: ჩემი ბიჭი ეხლახან გახდა 5 თვის. რძე ნამდვილად არ მასკდება მაგრამ ასე თუ ისე 5 თვემდე მივიყვანე ჩემი რძით და შიგადაშიგ ნუტრილონსაც ვაძლევდი საღამოობით თუ დამაკლდებოდა.
პედიატრმა მითხრა ცოტა რძე გაქვსო და ნელნელა გადაიყვანე მყარ საკვებზეო. ჩამომიწერა მენიუ.  7ზე რძე, მერე 150 გრამი ფაფა, რომელმაც ძუძუ უნდა ჩაანაცვლოს, მერე ბოსტნეულის პიურე, რომელმაც ასევე უნდა ჩაანაცლოს ძუძუ, მერე ძუძუ და ვაშლის პიურე და 23-ზე ისევ ძუძუ რომელსაც აღარ შეჭამს იმიტომ რომ ეს 9-ზე იძინებს და ძინავს დილამდე.
ანუ გამოდის ძუძუს მარტო 2 ჯერ ვაძლევ ბავშვს.
ხომ გამიშრა რძე?? მე კიდევ მინდა 1 წელი ძუძუ ვაწოვო!
როგორც ვიცი ამ  მყარ საკვებს დამატების სახით აძლევენ და პირველ მაინც ძუძუ რჩება. აქ კიდევ ფაქტიურად სულ ჩაანაცვლა ძუძუ... ჯერ მარტო ფაფა დავუწყე და  11 -ზე რომ  ვაძლევ, სავსე ძუძუს მიტოვებს და მერე მთელი დღე ნორმალურად ვეღარ ცლის ხოლმე საღამომდე.
თქვენ როგორ გადაიყვანეთ მყარ საკვებზე ისე რომ ძუძუს წოვაც არ შეემცირებინა ბავშვს?

თუ წონაში კარგად იმატებს ესეიგი ჰყოფნის რძეsmile.gif დამატების მიცემა მაინც თუ გადაწყვიტე ჯერ ძუძუ მიეცი და მერე დამატება.რაც მეტს მოწოვს მით მეტი გექნება რძეsmile.gifმე როგორც ვიცი ცხრა თვემდე ჯერ ძუძუ მერე დამატება.ცხრა თვის შემდეგ ჯერ დამატება მერე ძუძუ.

ხო, აი მეც ეგრე წავიკითხე რომ ჯერ ძუძუ, მერე დამატება და იმიტომ არ მომეწონა ეს მიდგომა რომ დამატებამ უნდა ჩაანაცვლოს ძუძუ...
კარგად მიდის მატებაში, ეხლა 5 თვის ხდება 2 დღეში და 8 კილოა თითქმის. 3.100 დაიბადა.
ერთი ისაა პრობლემა, რომ 11-ზე ძუძუს რომ დაცლის, მერე ფაფა შეიძლება აღარ შეჭამოს... ისედაც უგემურად ჭამს, დიდად არ გიჟდება

Posted by: trombonelady 24 Apr 2012, 13:28
z g a r b i
QUOTE
ერთი ისაა პრობლემა, რომ 11-ზე ძუძუს რომ დაცლის, მერე ფაფა შეიძლება აღარ შეჭამოს... ისედაც უგემურად ჭამს, დიდად არ გიჟდება

თუ არ შეჭამს არც არის საჭირო, ფაფა მძიმეა და ისევ დედის რძე ჯობია, მითუმეტეს თუ ღამე შიმშილი არ აღვიძებს. ჩემი შვილი თითქმის 1 წლისაა და ძილის წინ ფორმულას ჭამს და ღამეც მიირთმევს ფორმულას, რამდენიმეჯერ ფაფა მივეცი ძილის წინ და უფრო მალე მომთხოვა ჭამა.

Posted by: Unitended 24 Apr 2012, 14:44
დედიკოებო ჩემ შვილს ამოუვიდა მენიუ ყელში ვატყობ და მეც სულ ერთი და იგივეთი დავიღალე
9 თვის ხდება და ვინ რას აჭმევთ ან აჭმევდით ამ ასაკში იქნებ დამიწეროთ
პედიატრმა თითქმის ყველაფერი შეგიძლია ნელ-ნელა მისცეო და რავიცი აზრად არ მომდის რა შეიძლება გავუკეთო

Posted by: z g a r b i 24 Apr 2012, 22:19
QUOTE (trombonelady @ 24 Apr 2012, 13:28 )
z g a r b i
QUOTE
ერთი ისაა პრობლემა, რომ 11-ზე ძუძუს რომ დაცლის, მერე ფაფა შეიძლება აღარ შეჭამოს... ისედაც უგემურად ჭამს, დიდად არ გიჟდება

თუ არ შეჭამს არც არის საჭირო, ფაფა მძიმეა და ისევ დედის რძე ჯობია, მითუმეტეს თუ ღამე შიმშილი არ აღვიძებს. ჩემი შვილი თითქმის 1 წლისაა და ძილის წინ ფორმულას ჭამს და ღამეც მიირთმევს ფორმულას, რამდენიმეჯერ ფაფა მივეცი ძილის წინ და უფრო მალე მომთხოვა ჭამა.

არა მე დილის 11-ზე მაქვს ლაპარაკი smile.gif
დილით ვაძლევ ფაფას რომ ადვილად მოინელოს

Posted by: despina 25 Apr 2012, 08:38
დედებო
წლის და 4 თვისაა ჩემი ბიჭი, ერთი კვირაა ძუძუს თავი დავანებებინე, მინდა რაღაც ფორმით რძე მაინც მიიღოს, პედიატრმაც ასე მითხრა, მაგრამ არანაირი - არც ქარხნის, არც ფორმულა არ მიიღო, ცოტა ნესკვიკის კაკაოიანი რძე გავასინჯე და მოეწონა, რამეს დავაშავებ კაკაო რომ მივცე ხოლმე? ძალიან ადრე ხომ არაა?

Posted by: tamo7779 25 Apr 2012, 10:36
despina
იოგურტს მაწონს, რასწიშკას, ხაჭოს - არცერთს არ ჭამს? თუ მაინცდამაინც რძე გინდა რომ მიიღოს? რძიანი კოქტეილი რომ გაუკეთო? ბანანთან ერთად დაუბლენდერო? მალე მარწყვიც შემოვა....
ვერ დავიჯერებ, რომ ნესკვიკი სასარგებლოა გინდაც 3 წლის ბავშისთვის smile.gif რა შემადგენლობა აქვს - ე-დანამატები, საღებავები, ნატურალური გემოს მქონე არომატიზატორები, კონსერვანტები, კონცენტრატები,მოკლედ ამ ბუკეტიდან რამე მაინც ექნება biggrin.gif

Posted by: Blur 25 Apr 2012, 10:56
Unitended
QUOTE
9 თვის ხდება და ვინ რას აჭმევთ ან აჭმევდით ამ ასაკში იქნებ დამიწეროთ

რას ჭამს დაწერო იქნებ ეგრე უფრო ადვილია რჩევა.

ჩემსასაც ჰქონდა ეგეთი პერიოდები, ხან რძე მოიძულა, ხან ბოსტნეული, ხან ხაჭო. პერიოდულად რაღაცეები ბეზრდება და იმას ვუცვლი ხოლმე.
მაგხელას შეგიძლია სახლის სუპი გაასინჯო, ჩვეულებრივ სახლისთვის როგორც აკეთებ ისეთი შედარებით ნაკლები მარილით და წიწაკით (მე ცხარე საჭმელს ვაკეთებ ხოლმე და მაგიტომ ვწერ biggrin.gif ), ან ვთქვათ გუფთა რო აჭამო, ოღონდ ნახარშს როგორ აძლევ იმის მიხედვით განსაზღვრე, მე არ ვაძლევდი მაგ ასაკში ნახარშებს და მაგიტომ თავიდან მარტო ხორცები ამოვუღე და ბოსტნეულის ნახარშით გავუზავე, ახლა 1წლის და 3 თვისაა და უკვე თავისივე წვენით ვაძლევ.

Posted by: Unitended 25 Apr 2012, 11:08
Blur
დილით ნორდიკის ფაფა რძეზე მოხარშული
ბოსტნეულის სუპი (ხორცით)
მაწონი+ხაჭო+პეჩენია საღამოს და გვიან ჰიპის რძე (ნუ შIგადაშიგ ვაშლი პეჩEნია და საღირღნი რაღაცეები smile.gif
მაინტერესებს ყველი თუ შეიძლება
მაკარონი
ვერმიშელი
მაწვნის სუპი
წყალზე და კარაქზე რომ გავუკეთო გერკულესი ან წიწიბურა ერთI კვება თუ შეიძლება (სულ რძეზე და საღამოს კიდევ რძე, მაწონი ხაჭო ამოუვიდა ყელში ეტყობა)

ბავშვთა მენიუ თემას გადავხედე ბრინჯი და გოგრა მომეწონა და კიდევ რაღაცეები
არადა ბრინჯი საერთოდ არ მიმიცია ჯერ
თევზს არ ჭამს საერთოდ

Posted by: Blur 25 Apr 2012, 11:13
despina
QUOTE
ცოტა ნესკვიკის კაკაოიანი რძე გავასინჯე და მოეწონა, რამეს დავაშავებ კაკაო რომ მივცე ხოლმე? ძალიან ადრე ხომ არაა?

მე პირადად კაკაოს, შოკოლადს და ეგეთ რაღაცეებს ვერიდები. რასწიშკას აქვს გემრიელი პროდუქტები, იოგურტები, ხაჭოები, ხილიანი რძე. ჰიპის აქვს რძიანი ბისკვიტი, ჰუმანასაც აქვს იოგურტივით ძალიან გემრიელი. ცადე აბა
* * *
Unitended
ფაფას თუ აძლევ რძეზე მოხარშულს ყველი რატო არ შეიძლება? smile.gif მე პირიქით ყველს ვაჭმევდი მაგხელას და ძროხის რძე დღემდე არ გაუსინჯავს (პედიატრის მითითებით რათქმაუნდა) ნორდიკის ფაფაშI ვურევ ხოლმე ყველს და გამოდის ელარჯივით biggrin.gif გიჟდება ისე მოსწონს.
მაკარონიც ცოტა შეიძლება სუპში, მაგით არ გააძღო ბევრი არაფერია სასარგებლო, მაგრამ სუპშI რამდენიმე ცალი თუ შეხვდა არაფერს უზამს, ბრინჯიც შეგიძლია სუპში უქნა. მაწვნის სუპზე ვერ გეტყვი ვერაფერს, მეთვითონ არ მიყვარს, არც ვიცი გაკეთება და არც ბავშვისთვის გამიკეთებია biggrin.gif მგონი მაგას კვერცხი უნდა ხო?
თევზი არ მიმიცია ჯერ, წლამდე არაო პედიატრმა და მერე კვერცხი და რაღაცეები დავამატეთ, ხან ალერგია ქონდა და ვეღარ მოვასწარით თევზის გასინჯვა.
კარაქს არ ვუშვები ხოლმე ფაფაში, ბოლოს ვურევ ზეითუნის ზეთს.
9თვიდან ნელ-ნელა შეგიძლია დიდების საჭმელი გაასინჯო 1-2 კოვზი. ყველიანი მაკარონი, შემწვარი კარტოფილი ტყემლით და ეგეთ რაღაცეებს ვაძლევდი ხოლმე ცოტას და ესეც გიჟდებოდა ახალ გემოებს რომ იგებდა biggrin.gif

Posted by: GNI100 25 Apr 2012, 11:36
ნორდიკის ფაფები როგორი სახითაა, როგორც ნესტლე, ჰაინცი და ა.შ? თუ რძის დამატება უნდა??

Posted by: KaTeRiN 25 Apr 2012, 12:01
GNI100

ჩვეულებრივი ბურღულია.
უნდა მოხარშო წყალში და დაამატო რძე, ან პირდაპირ რძეში მოხარშო

ნესტლე ჰაინცი და ესეთი მზა ფაფა არაა.

Posted by: Unitended 25 Apr 2012, 12:08
Blur
მე მიყვარს მაწვნის სუპი, ვგიჟდები და ერთი სული მაქვს ამას როდის ვაჭმევ smile.gif
კი კვერცხი უნდა და გულს ვუზავთქო ვიფიქრე
მოკლედ სუპებს გავუკეთებ ეს კარგი აღმოჩენაა smile.gif
QUOTE
მე პირიქით ყველს ვაჭმევდი მაგხელას და ძროხის რძე დღემდე არ გაუსინჯავს

არა ძროხის რძეს არც მე ვაძლევ ტავისივე ჰიპის რძეზე ვუხარშავ ან სოფლის ნობათის ხანდახან

QUOTE
9თვიდან ნელ-ნელა შეგიძლია დიდების საჭმელი გაასინჯო 1-2 კოვზი. ყველიანი მაკარონი, შემწვარი კარტოფილი ტყემლით და ეგეთ რაღაცეებს ვაძლევდი ხოლმე ცოტას და ესეც გიჟდებოდა ახალ გემოებს რომ იგებდა

ხოო? მეკიდევ სახლში რომ რამეს გაასინჯებენ ვგიჟდები უცხო არაფერი მისცეთთქო smile.gif

ფანტაზიებსაც მოვუხმობ ეხლა და შევუცვლი ცოტა კვებას თორე მეცოდება უკვე
უღრმესი მადლობა smile.gif

პ.ს ნორდიკს ყველით როგორ უკეთებ შეგიძლია დამიწერო? წყალზე ხარშავ და მერე ახეხავ?


Posted by: Blur 25 Apr 2012, 16:26
GNI100
QUOTE
ნორდიკის ფაფები როგორი სახითაა, როგორც ნესტლე, ჰაინცი და ა.შ? თუ რძის დამატება უნდა??

შეიძლება წყალზე გაკეთება, დაახლოებით ჰერკულესის ფაფის კონსისტენციისაა და მასავით მზადდება

Unitended
QUOTE
ნორდიკს ყველით როგორ უკეთებ

ვხარშავ ჩვეულებრივ და ბოლოს ვურევ ყველს. ჩემსას ჩანგლით ვუჭყლიტავ ღეჭავს კარგად და შენი რადგან პატარაა გახეხილს შეჭამს ალბათ.
QUOTE
ხოო? მეკიდევ სახლში რომ რამეს გაასინჯებენ ვგიჟდები უცხო არაფერი მისცეთთქო

გასინჯებაში იგულისხმება 1-2 კოვზი რამე, მთელი კვება ჯერ ადრეა. ვთქვათ ყველიან მაკარონს ერთ ჭამას ვერ მისცემ ცოტა უნდა გაასინჯო, თან შეხედავ 1-2 დღე კუჭი როგორ გადაიტანს, მერე სხვა რამე გაასინჯე და ა.შ.

QUOTE
კვერცხი უნდა და გულს ვუზავთქო ვიფიქრე

ეს პედიატრს შეუთანხმე, ჩემი ალერგიულია ზოგადად და წლამდე კვერცხი არაო მითხრა პედიატრმა.

Posted by: Unitended 25 Apr 2012, 16:28
QUOTE
გასინჯებაში იგულისხმება 1-2 კოვზი რამე, მთელი კვება ჯერ ადრეა. ვთქვათ ყველიან მაკარონს ერთ ჭამას ვერ მისცემ ცოტა უნდა გაასინჯო, თან შეხედავ 1-2 დღე კუჭი როგორ გადაიტანს, მერე სხვა რამე გაასინჯე და ა.შ.

ხო 1-2 კოვზი ა ერთი ლუკმა რა თქმა უნდა

QUOTE
ეს პედიატრს შეუთანხმე, ჩემი ალერგიულია ზოგადად და წლამდე კვერცხი არაო მითხრა პედიატრმა

პედიატრმა მითხრა გული შეგიძლია მისცეო ალერგიულოც არ არის მგონი რავიცი

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: GNI100 25 Apr 2012, 16:37
KaTeRiN
Blur
მადლობა და ერთსაც გკითხავთ რაა, ეწერება ზედ ფორმულის რძით დანმზადების რეცეპტი??? აფთიაქში რაღაცას რომ ვეკითხები ისეთი დაბნეულები მპასუხობენ ძირითადად...იმ დღეს ერთმა მითხრა ჩვენ ნორდიკი აღარ შემოგვაქვს ჭიები გაუჩნდაო drug.gif

Posted by: Blur 25 Apr 2012, 16:47
GNI100
QUOTE
ეწერება ზედ ფორმულის რძით დანმზადების რეცეპტი

არ აწერია, მე წყლით ვუმზადებ და მერე ვურევ ყველს და მაგიტომ არ ვიცი. პედიატრს კითხე ის გეტყვის, ფარმაცევტებს არ მოეკიტხებათ ეგეთი რაღაცეები.
QUOTE
ისეთი დაბნეულები მპასუხობენ

მაგათ პროდუქციაზე ხანდახან მე უკეთ ვიცი ინფორმაცია biggrin.gif ჰიპის ბისკვიტი როა თუ იცი, რძე და პეჩენიაა, პსპ-ს ფარმაცევტი ჩემს ქმარს უმტკიცებდა ხილფაფააო biggrin.gif სითი ფარმას ფარმაცევტმა კიდევ ლიბეროს ტრუსები არ არსებობსო biggrin.gif კაი მეთქი, რას ვეტყოდი 1 წელია ლამის მაგას ვყიდულობთქო რო მეთქვა მაინც არ დამიჯერებდა biggrin.gif

Posted by: lizaveta 30 Apr 2012, 22:04
გოგოებო, შეგიძლიათ მითხრათ 8თვის ბავშვს დღეში რამდენჯერ, რამდენ გრამს და რას აჭმევთ?ვეჭვობ ჩემი გორმუცელები ბევრს ჭამენ..

Posted by: tlikina 30 Apr 2012, 22:46
lizaveta
ჩემი შვილი 8 თვის. Xდებოდა 4 ჯერად კვებაზე რო გადავიდა, რძეს 210 ჭამდა, ფაფას 4 სუფრის კოვზს, გრამებში არვიცი. Xორცს 40 გრს, ბოსტნეულით , სუცრით

Posted by: gvants 1 May 2012, 00:05
lizaveta
1 კვება _210 გრამი რძე. (180 წყალი+30 ფხვნილი)
2 კვება_200 გრამი ფაფა
3 კვება_ დაახლოებით 300 გრამი ბოსტნეულის სუპი
4 კვება_210 რძე +პეჩენია

–––––––––––

ბოსტნეულს ყოველდღე არ ვაძლევ და ამის მაგივრად მიირთმევს 1 ბანანი+ნახევარი ბრიკეტი ხაჭო+30გრამი რძე .



ხვალიდან ბოსტნეულში დავუმატებ ხბოს ხორცს.

Posted by: eleven 1 May 2012, 00:53
gvants
მუშაობ ხო შენ?
როგორ ანაწილებ დროს, ამ ყველაფრისთვის?

Posted by: gvants 1 May 2012, 01:36
eleven
1კვება უწევს ჩემთან_ძილის წინ. დანარჩენს ძიძა აჭმევს. 10დან 7მდე ვმუშაობ.

--

Posted by: lizaveta 1 May 2012, 01:42
gvants
ბოსტნეულის სუფი თუ პიურე?ჩვენ პიურეს ვჭთ
ანუ 300არ იქნება ხო ბევრი?
რძე ხელოვნური ხო??
ჩვენ ხორცს ვჭამთ. ქათამსაც, საქონელსაც. ბოსტნეულსაც ყოველდღე. ოღონდ რაღაცეებს ვაკლებ ხოლმე მონაცვლეობით.

ესენი მიირთმევენ:
1. ძუძუ(6საათიდან ხან ერთს უდევს ხან მეორეს)
2ფაფა
3მაწონი + ვაშლი ბანანი(2დღეა დავატეთ)
4ბოსტნეული
5პეჩენია
და ძილისწინ ძუძუ
შუალედი 3საათი. 4საათო ვეღარ ვაჩერებ

ხაჭპ შეიძლენა უკვე გვანც? ექიმმა გითხრათ თუ შენით?რომელ ხაჭოს აძლევ?

Posted by: gvants 1 May 2012, 01:48
lizaveta
QUOTE
ბოსტნეულის სუფი თუ პიურე?

სუპს ვეძახი, თორემ პიურეს უფრო გავს.

QUOTE
ანუ 300არ იქნება ხო ბევრი?

თუ შეჭამენ, მაშინ არა. ძალა არ დაატანო ოღონდ biggrin.gif

QUOTE
რძე ხელოვნური ხო??

კი, აღარ მაქვს ბუნებრივი.
lizaveta
ჩემით მივეცი, წაკითხული მქონდა, რომ შეიძლებოდა და მერე ვუთხარი ექიმს, არაფერი უთქვამს. ეკო ფუდის 9% -იანს, ბრიკეტებში რომაა.
ექიმმა მაწონიც მიეციო, მაგრამ თავს ვიკავებ მე.

Posted by: lizaveta 1 May 2012, 01:53
gvants
1-2ჯერ სანტეს რძე შევუდედე და ეხლა სოფლის ნობათის მივეცი.

რქ უნდა დავაძალო გოგო, ცარიელ თეფშსაც რომ ხედავენ ეტირებიან....რამის კოვზიანად შემსანსლონ

Posted by: Tiu 1 May 2012, 07:30
lizaveta
QUOTE
ხაჭპ შეიძლენა უკვე

უბერმა ჩემს ნათლულს 6 თვიდან დაუნიშნა, ოღონდ სახლში მომზადებული და დღეში 1 კოვზიდან დაიწყეს

Posted by: trombonelady 1 May 2012, 09:44
blblbl
წლის და 4 თვისააო

Posted by: basti-bubuuu 1 May 2012, 11:07
5 თვის ვისაც გყავთ პატარა იქნებ დამიწეროთ რას აჭმევთ და რამდენს?მე ძაან დამაბნია ჩემმა შვილმა-ვაშლი მივეცი და კუჭი შეუკრა,ფაფას ხან 200 გრ-ს ჭამს ხან 100გრამს და მერე მალე შივდება

Posted by: gvants 1 May 2012, 11:17
basti-bubuuu
5თვის როცა იყო ჩემი, ჭამდა 1 კვებას ფაფას და 4 კვებას რძეს(ძუძუ და ხელოვნური).
6თვიდან დავუატე ბოსტნეული და ვაშლი.

Posted by: basti-bubuuu 1 May 2012, 11:36

gvants

თუ არ დაგეზარება მიპასუხე რა-რამდენ გრამ ფაფას ჭამდა?შუალედს ჭამებს შორის რამდენს აკეთებდა და ოთხჯერად კვებაზე როდიდან გადავიდა?ვაშლი გახეხილი ხო და რამდენი?

და კიდე ერთი დებილური კითხვა მაქვს-ფაფა რა კონსისტენციის გამოდის?მე ჯერ წ-ჯერ გავუკეთე სულ და სხვადასხვანაირი გამომივიდა-ვერ ვამუღამებ სუფრის კოვზი რას ნიშნავს-სავსეს თუ არა?

Posted by: lizaveta 1 May 2012, 11:47
gvants
ხელოვნურ რძეში უკეთებ პეჩენიას?რონელს ხმარობ?

Posted by: gvants 1 May 2012, 11:48
basti-bubuuu
ფაფას ეწერა, რა რაოდებობაც უნდა მიმეცა ამ ხნის ბავშვისთვის და ზუსტად ვიცავდი მომზადების წესს.
ჰუმანას ფაფას ჭამდა ჩემი, თუ სწორად მახსოვს 4-6თვის ბავშვისთვის იყო 150 გრამი წყალი+50 გრამი ფხვნილი.

სუფრის კოვზით მიჭირს მეც გაზომვა, ჰოდა ფორმულას მოყვება 5 გრამიანი კოვზი და იმით ვყრიდი 10 კოვზ ფხვნილს. 7 თვიდან გადავიდა 4-ჯერადზე.

ფაფის შემდეგ 4 საათში მიირთვევდა რძეს. ფაფა გამოდის კოვზით რომ მისცემ ისეთი ,მაგრამ არა იმდენად სქელი, როგორსაც უფროსები მივირთმევთ.


ვაშლს 1 ცალს ვუხეხავ ხოლმე და დესერტად ვაძლევ, მაგრამ ყოველდღიურად _არა.


lizaveta
ჰო, ჰაინცს ვყიდულობ.

Posted by: lizaveta 1 May 2012, 14:48
gvants
და რომელს აძლევ და რამდენხანს ყოფნის?ამათ რძეა ვერ ვაძლევ. ქეთას ციტა დიათეზი აქვს და კუჭს უშლის და ვფიქრობ ფორმულით თუ შეიძლება პეჩენია მივცემთქო. თან რძე ძაან ცოტაღა მაქ და ვფიქრობ საერთოდ დავანებებინოთქო...არ ვიცი რა ვქნა

Posted by: nikmaik 1 May 2012, 15:13
gvants
QUOTE
ეკო ფუდის 9% -იანს, ბრიკეტებში რომაა.

ამას ნახევარს აძლევ?
100 გრამი გამოდის და ბევრი არაა?
მერიკუნასაც არ ვაძლევ ამდენ ხაჭოს

Posted by: gvants 1 May 2012, 15:45
nikmaik
კი, ნახევარს. რამდენი გრამია ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიზუალურად ნორმალური რაოდენობაა. თავადაც ჭამს, ძალას არ ვატან. 1 კვებად ვაძლევ.

lizaveta
ფრისო 2 ვაძლევ. პეჩენია+ფორმულა შეიძლება.

Posted by: bubu_dato 1 May 2012, 18:55
მოკლედ მივედი იმ დასკვნამდე, რომ პირველი დამატება ბავშვისთვის უნდა იყოს ბოსტნეულის პიურე და არა ფაფა. მარა მანამდე ირაკლი რცხილაძე დამაკვალიანებს. თქვე 5.5 თვისას რომელი ბოსტნეულით დაიწყეთ? შემდეგ რომელი შეურიეთ და რამდენი? და მზა პიურეებს თუ იყენებთ, მაგ. ჰიპის ხილს და ბოსტნეულს?

Posted by: tikusha 1 May 2012, 21:06
ნორდიკის რომელ ბურღულს უკეთებთ ყველში?? ალბათ გერკულესს ხომ?? კიდევ??

ყველი კიდევ რასთან კომბინაციაში შეიძლება მვიცეთ ბავშვს?? მე კვერცხის გულთან და კარტოფილთან ერთად ვაძლევ, სხვა რა შეიძლება?

Posted by: matmatuna 1 May 2012, 21:23
bubu_dato
ბურღულეულის ფაფები არის პირველი საკვები და ძალიან საჭირო yes.gif
ფაფებიც, ბოსტნეულიც და ხილიც შეგიძლია ერთდროულად დაიწყოთ. ბავშვებს მაგ ასაკში ძალიან ესაჭიროებათ რკინა და ამ რკინას სწორედ ბურღულიდან იღებენ, ასე რომ მნიშვნელოვანია.
დაფქვი ბრინჯი, წიწიბურა, ქერი ან შვრია და მოხარშე... დაამატე ფორმულა, გაათხელე და აჭამე... სულ ესაა biggrin.gif

Posted by: Free Aquarius 1 May 2012, 22:30
QUOTE (tikusha @ 1 May 2012, 21:06 )
ნორდიკის რომელ ბურღულს უკეთებთ ყველში?? ალბათ გერკულესს ხომ?? კიდევ??

ყველი კიდევ რასთან კომბინაციაში შეიძლება მვიცეთ ბავშვს?? მე კვერცხის გულთან და კარტოფილთან ერთად ვაძლევ, სხვა რა შეიძლება?

მე სიმინდის ფაფაშიც ვურევ ყველს

Posted by: lizaveta 1 May 2012, 23:23
matmatuna
gvants
ანუ შემუძლია მოხარშული ფაფა ფორმულით გავუთხელო და ისე მივცე?

Posted by: uma_thurman 1 May 2012, 23:40
ფაფებს აღარ ჭამს საერთოდ და დღეს მივეცი გერკულესი, ნორდიკის, დავუმატე ბანანი და რომ არ წამერთმია, თეფშსაც შეჭამდა biggrin.gif

Posted by: Nanuka444 2 May 2012, 00:09
tikusha
QUOTE
ყველი კიდევ რასთან კომბინაციაში შეიძლება მვიცეთ ბავშვს?? 

მაკარონთან, ვერმიშელთან.

Posted by: z g a r b i 2 May 2012, 08:25
დამატება რომელი ფაფით დაუწყეთ? მე ნესტლეს ბრინჯის ფაფას ვაძლევ და დიდად არ მოსწონს, ვფიქრობ, ხოარ შევუცვალო-თქო

Posted by: tlikina 2 May 2012, 15:32
uma_thurman
აუფფ ეხლა 2 დღეა სანდრო ფაფას არ ეკარება, უარს ამბობს sad.gif ე.ი. ვცადო მეც ნორდიკის ფაფა?

z g a r b i
ნესტლე კარგია მაგრამ ბრინჯით რატო დაიწყე? ან წიწიბურა ან ჰერკულესი ჯობია

Posted by: gvants 2 May 2012, 15:34
tlikina
QUOTE
ჰერკულესი

მე როგორც ვიცი, ეს არა. გლუტეინს შეიცავს შვრია და 6 თვიდან ჯობია.

მე წიწიბურა მივეცი პირველად.


Posted by: Iris87 2 May 2012, 15:41
z g a r b i

ვინის წიწიბურა მივეცი პირველად, მერე ნუტრილონის ფაფებზე გადავედით. მაგრამ სულ 4 სახეობის აქვს და შიგადაშიგ ვინის, ფრისოს ან ჰაინცს ვაძლევდი.

Posted by: tlikina 2 May 2012, 15:42
gvants
ხო მართალია წიწიბურა ჯობია,მაგრამ ბრინჯის მიცემას ისევ ჰერკულესი ჯობს მგონი smile.gif

Posted by: gvants 2 May 2012, 15:45
tlikina
ბრინჯიც პირველი საფეხურია, მაგრამ კუჭში კრავს და ვისაც მიდრეკილბა აქვს ყაბზობისკენ, არ უნდა მისცენ.
-----

Posted by: Nila 2 May 2012, 18:29
matmatuna
QUOTE
ბურღულეულის ფაფები არის პირველი საკვები და ძალიან საჭირო 

ჩემი 11 თვემდე ისე მოვიდა, ჯერ არ უჭამია user.gif დასანახად ვერ იტანს weep.gif
ისე, ამ ბოლოდროს, rice pudding მოეწონა და შეცვლის ვითომ, ეგ ბურღულეულს?> rolleyes.gif


* * *
Unitended
QUOTE
პედიატრმა მითხრა გული შეგიძლია მისცეო ალერგიულოც არ არის მგონი რავიცი

კი, გული შეიძლება yes.gif

Posted by: matmatuna 2 May 2012, 21:15
Nila
QUOTE
ჩემი 11 თვემდე ისე მოვიდა, ჯერ არ უჭამია user.gif დასანახად ვერ იტანს weep.gif
ისე, ამ ბოლოდროს, rice pudding მოეწონა და შეცვლის ვითომ, ეგ ბურღულეულს?> rolleyes.gif

როგორ უკეთებ ფაფებს, მოჰყვა აბა!
რა გასინჯეთ, როგორ ვითარებაში და როდის?

Posted by: Nila 2 May 2012, 23:45
matmatuna
არანაირი ფაფა არ უჭამია weep.gif არც ბრინჯი, არც წიწიბურა, შვრია განსაკუთრებით ეზიზღება weep.gif
6 თვემდე ჩვენი პედიატრის რჩევით დამატება არ მიმიცია ( არ გაასუქოო vik.gif მაგას ვაბრალებ , რომ ძალიან გვიან დავიწყეთ დამატება და იმიტომ ასეთი უჭმელი დარჩა rolleyes.gif )
თითქმის ყველაფერი გავასინჯე, მაგრამ არაფერი მოსწონს, ავოკადოს , ბანანის და ზუჩინის გარდა.
ნუ, რა ვითარებაში ვაჭმევ, არ მკითხო__ მაინც არ დაიჯერებ givi.gif facepalm.gif

Posted by: lizaveta 3 May 2012, 00:10
Nila
მახსოვს აქ რომ იყავით არ ჭამდა და შენები ნერვიულობდნენ ხო???
არ დააძალო დამიჯერე. აჭამე ის რასაც შეჭამს და ნელ ნელა გარკვეული დროის შემდეგ შეაპარე ისევ.
პედიატრი რას გეუბნება?

აბა ტყუპებს რომ შიათ რამის მეც შემჭამონ smile.gif
ორივეს ერთად ვაჭმევ და ერთს წინ რომ ჩავუტარებ კოვზს მეორესთვის ის პირველი მიღებს პირს. თუ ძაან ახლოს სხედან(ვცდილობ არ დავსვა) ერთი მეორესთან მიტანილ კოვზს კიდებს ხელს და პირში მიაქვს. სანამ ერთს ჩავუდებ ლუკმას მეორე თავგანწირვით კივის.
ვაიმე ყველაზე მაგარი ისაა ლუკმას რომ ჩავუდებ და სოსკას რომ აყოლებს. საჭმელი გაუთავდება გადმოაგდებს სოსკას(მატყუარას) და ტირის. და საშინელება ისაა რომ გარშემო ყველაფერს საჭმელი უსვია

Posted by: Nila 3 May 2012, 00:58
lizaveta
QUOTE
Nila
მახსოვს აქ რომ იყავით არ ჭამდა და შენები ნერვიულობდნენ ხო???

ხო, მანდ , საერთოდ , ფორმულასაც აღარ ჭამდა (არ მოეწონა მანდაური სიმილაკი), დამატებას ვიღა ჩიოდა.
აქ ფორმულის ჭამას ნელნელა მოუკლო (პრინციპში ნორმალურიცაა, იმიტომ რომ უკვე მე-12 თვეშია და მალე აღარც მივცემ.)
მაგრამ საჭმელი ვერ მოვაწონე vis.gif

QUOTE
არ დააძალო დამიჯერე. აჭამე ის რასაც შეჭამს

საქმეც ეგაა, რომ თავისით, ფაქტობრივად , არაფრის ჭამა არ უნდა user.gif
1 თვის წინ კლებისკენ რომ წავიდა, მაშინ გადავწყვიტე, ძალით მეჭმია.
იცი როგორ ვაჭმევ?. __ სასადილო მაგიდასთან ვზივართ, თვითონ ფეხები მაგიდაზე უწყვია და თავი ჩარგული აქვს ჩემს იღლიაში,
ერთ ხელს მე ვუჭერ და მეორეთი მაგიდას უტყაპუნებს facepalm.gif
აი, ასეთი ზარ-ზეიმით მიირთმევს facepalm.gif
ფაქტობრივად დაძალებაც არ გამოდის__ მაგ პოზაში პირს მიღებს და ჭამს, საკმარისია ადამიანურად დავსვა , რომ კოვზის დანახვაზე ტირილს იწყებს
vis.gif
* * *
QUOTE
აბა ტყუპებს რომ შიათ რამის მეც შემჭამონ
ორივეს ერთად ვაჭმევ და ერთს წინ რომ ჩავუტარებ კოვზს მეორესთვის ის პირველი მიღებს პირს.

შEნ არ იცი, ეგ რამხელა ბედნიერებაა smile.gif კარგები გყვანან baby.gif baby.gif smile.gif

Posted by: lizaveta 3 May 2012, 01:02
Nila
ყოჩაღ შენ. მაგარი მეთოდიაააააა

Posted by: Nila 3 May 2012, 01:05
lizaveta
QUOTE
Nila
ყოჩაღ შენ. მაგარი მეთოდიაააააა

უკვე აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა__ წონაში იკლებდა. ..
მერე მივუშვი თავის ნებაზე და დავაფიქსირე, რომ მაგ პოზაში საჭმელს არ მიპროტესტებდა
და მას შემდეგ ვართ ასეთ " იდილიაში " givi.gif facepalm.gif

Posted by: matmatuna 3 May 2012, 02:39
Nila
რა გაასინჯე, ეგ მაინტერესებს
ეს აჭამე აბა... ორგანიკ არის და გემრიელია, არ ჰგავს სხვა უგემურებს... ბრინჯიც აქვთ ვაშლით და შერეული ბურღულეული ტკბილი კარტოფილით.
ფორმულით გაუკეთე და სცდე. ერთხელ რომ არ შეჭამს, ხომ იცი კიდევ უნდა სცადოთ, ეგრე იციან მაგ მაიმუნებმა vik.gif

http://www.radikal.ru

Posted by: basti-bubuuu 3 May 2012, 15:05
gvants

უი რა კარგი იდეა მომაწოდე-ანუ ჰუმანას რო კოვზი მოყვება ეგ 10 გრამიანია?და შემთხვევით ხომ არ გახსოვს 5 თვის რამდენ მლ ფორმულას სვამდა შენი პატარა?

მოკლედ ყოველდღე ახალ ახალი კითხვები მიჩნდება რა

Posted by: gvants 3 May 2012, 15:46
basti-bubuuu
მე ფრისოს კოვზი მაქვს და 5 გრამიანია. ჰუმანასი_არ ვიცი, ეწერება შეფუთვაზე და ნახე აბა.

5თვის რომ იყო 150 გრამს ვაძლევდი.

Posted by: basti-bubuuu 3 May 2012, 16:08
gvants

ფრისოს კოვზიც მაქვს და მაგით გავუკეთებ

ბოდიში ძალიან გაგიწყალე გული მაგრამ ბოსტნეულის პიურესაც მაგ რაოდენობას ჭამდა?

Posted by: gvants 3 May 2012, 16:11
basti-bubuuu
ბოსტნეულს თვალის ზომით ვუკეთებ. თავიდან 1 სუფრის კოვზი მივეცი და ნელნელა გავუზარდე.
მაგალითად: 2 კარტოფილი, 2 პატარა სტაფილი, მესამედი ჭარხალი.
ხანდახან ყვავილოვანს ვუმატებ ჭარხლის ნაცვლად, ხან_ბროკოლს. სტაფილოსაც მუდმივად არ ვაძლევ.
დაახლოებით 200 დან 300 მლ-მდე გამოდის რა.


მკითხე რამე თუ გაინტერესებს, რა პრობლემაა smile.gif

Posted by: KaTeRiN 3 May 2012, 16:24
Nila

საოცარი მეთოდია biggrin.gif

მეც მსგავს სიტუაციაში ვარ, ზოგჯერ საკუთარი თავი მეცოდება

ვისვამ კალთაში და ვუყურებთ მულტფილმს, მარცხენა ხელის იდაყვით ვუჭერ მარცხენა ხელს და ამავე ხელით ვაღებინებ პირს, მარჯვენა ხელის იდაყვით ვუჭერ მარჯვენა ხელს და ამავე ხელით მიჭირავს კოვზი ფაფით, ვტენი ფაფას პირში და ვუშვებ ხელს. როგორც იქნა გადაყლაპავს და მერე ისევ თავიდან.

ეხლა დაამუღამა როგორ არ უნდა შეჭამოს ფაფა და პირს არ კეტავს, ხო დავაღებინებ პირს და ჩავტენი ფაფას,რცება ესე პირდაღებული და ესე დებილი ბანშვივით არის მანამ სანამ არ გადმოისხმევა ბოლომდე

აი ესეთ შავ დღეში ვარ

Posted by: basti-bubuuu 3 May 2012, 17:41
აქ ერთხელ დაწერეს რომ ალაფრაჰი კარგი საშუალებაა ლაქებისთვის და ფერად ტანსაცმელზე შეიძლება რომ ვიხმარო?

Posted by: Nila 3 May 2012, 18:02
KaTeRiN
QUOTE
Nila

საოცარი მეთოდია

აუ, არ მკითხო biggrin.gif facepalm.gif
ისე, ჩვენი არ იყოს, შენც მხიარულება გქონია ჭამის დროს givi.gif
ნეტავ ოდესმე დაიწყებენ ნორმალურად ჭამას ?. rolleyes.gif თუ სკოლის ასაკამდე ასე უნდა "ვიმხიარულოთ" ? givi.gif

* * *
matmatuna
QUOTE
Nila
რა გაასინჯე, ეგ მაინტერესებს

თევზის, თაფლის, ღორის და ინდაურის ხორცის გარდა ყველაფერი გავასინჯე yes.gif

ეს რამდენიმე დღეა , ზემოთაც დავწერე__ თავისთვის საყვარელ პოზაში მიირთმევს და ისევ თავიდან უნდა მივცე ყველაფერი, რაც არ მეწონა,
იქნებ ახლა ჭამოს rolleyes.gif
QUOTE
ეს აჭამე აბა... ორგანიკ არის და გემრიელია, არ ჰგავს სხვა უგემურებს... ბრინჯიც აქვთ ვაშლით და შერეული ბურღულეული ტკბილი კარტოფილით.
ფორმულით გაუკეთე და სცდე.

ეგ ვცადე 2 თვის წინ, პირი არ დააკარა ...
მაინც ვცდი კიდევ , იქნებ ახლა ინებოს და მიირთვას vis.gif

Posted by: mariamiani 4 May 2012, 13:09
ზეთში მოთUშUლები 1 წლის ზემოთ შეიძლება ისე?დამწვარს არ ვგულისმობ, ოდნა დაბალ ცეცხლზე რო მოუთუშო?

Posted by: Free Aquarius 4 May 2012, 16:40
QUOTE (basti-bubuuu @ 3 May 2012, 17:41 )
აქ ერთხელ დაწერეს რომ ალაფრაჰი კარგი საშუალებაა ლაქებისთვის და ფერად ტანსაცმელზე შეიძლება რომ ვიხმარო?

მე ფერადზეც ვხმარობ.მართლა კარგია smile.gif

Posted by: Blur 4 May 2012, 19:49
mariamiani
QUOTE
ზეთში მოთUშUლები 1 წლის ზემოთ შეიძლება ისე?დამწვარს არ ვგულისმობ, ოდნა დაბალ ცეცხლზე რო მოუთუშო?

ყოველდღე ვერიდები, მაგრამ სუპს როცა ვაკეთებ ოჯახისთვის და ბავშვისთვის ერთად ხახვს ჩვეულებრივ ვთუშავ.

Posted by: z g a r b i 5 May 2012, 15:54
5 თვის ვისაც გყავთ და ფაფას აძლევთ, რომელ ფაფას აჭმევთ?
მე ამას ნესტლეს ბრინჯის ფაფას ვაძლევ და სულ ძალით ჭამს sad.gif

Posted by: ninia84 5 May 2012, 15:56
z g a r b i
ფაფა რომ შეცვალო? შეიძლება ეგ არ მოსწონს. ჩემი ჰუმანას არ იკარებდა. მერე ვინის ფაფა მივეცი და მიირთმევდა გემრიელად

Posted by: z g a r b i 5 May 2012, 16:28
ninia84
ან ფაფა ან ბურღულეული ხოარ შევცვალო-თქო.. იქნებ წიწიბურა უფრო მოეწონოს

Posted by: ninia84 5 May 2012, 16:31
შეიძლება. სხვათაშორის ნესტლეს ბრინჯი მეც მივეცი ცოტა ხნის წინ, ოღონდ ურძეო და არ გაიკარა. ზოგადად, ბრინჯი დიდად არ ხიბლავს. შეიძლება შენიც მასეა

Posted by: bubu_dato 7 May 2012, 11:41
გოგოებო ჰიპის ბოსტნეულის პირეები რომ არი. დახლოებით რამდენი უნდ. მივცე 5.5 თვის ბავშვს, თავიდან მარტო სტაფილო დავუწყე 2 ჩაის კოვზით. 4 მდე ავედით . ახლა მინდ. უკვე კარტოფილიც დავუმატო და რამდენი მივცე?

Posted by: _SisterofNight_ 7 May 2012, 13:16
გოგოები ბავშვი მყავს ხელოვნურზე დაბადებინა, ხოდა 4 თვენახევრისაა დავუწყეთ უკვე ჰიპის ფაფა და სუპი, ხოდა პედიატრისთვის დამავიწყდა მეკითხა ზეითუნის ზეთი რა ასაკიდან შეიძლება რომ ვუქნათ სუპში თუ გახსოვთ? ასევე კომბოსტო-ჭარხალი ესენი როდიდან შEიძლება? 6 -7 თვიდან? პირველი მხავს 4 წლინახევრის და აღარ მახსოვს smile.gif

Posted by: lizaveta 9 May 2012, 00:53
gvants
blblbl და დედებო ვისაც გაქვთ გამოცდილება მომწერეთ.გადავწყვიტე ძუძუ მოვაშირო ამ ღორებს და არ ვიცი მის მაგივრად რა მივცე. ფორმულა ხო ალბათ?და რომელი?რომელს მირჩევთ?ერთი ცოტა დიათეზიანი მყავს. და შეგიძლიათ მითხრათ 1ყუთი რამდენ ხანს გყოფნით?და პირველად რომ მივცემ სრული კვება მივცე თუ ცოტა და რეაქციას უნდა დავაკვირდე?
უკვე საკმაოდ შემიცოტავდა რძე. დილის 5-7მდე ჭამენ ძუძუს მარტო და საღამოს ფორმალურად.ზეგ წავალ პედიატრთან და ვკითხავ მარა იქამდე გამიზიარეთ ცოდნა რა?

Posted by: blblbl 9 May 2012, 01:06
lizaveta
კი ფორუმლა მიეცი მე ჰუმანას გირჩევ ასაკი უთხარი და გეტყვიან რომელია ამ ასაკზე .

QUOTE
შეგიძლიათ მითხრათ 1ყუთი რამდენ ხანს გყოფნით

ამას მგონი ვერ გეტყვიან ზუსტად რადგან გააჩნია ბავშვის ასაკს და იმას რამენჯერ ჭამს დღეში.

Posted by: gvants 9 May 2012, 01:08
lizaveta
თათი, ჰუმანა კარგია და ფასიც მისაღებია, მაგრამ მთავარია ბავშვმა მიიღოს. ლუკას ორჯერ დავალევინე ადრე და საშIნლად შეკრა კუჭში. იყიდე 1 კოლოფი და დააკვირდი. ჰუმანა 2 დასჭირდებათ გოგოებს უკვე.

მე ახლა ვაძლევ ფრისო 2-ს, 400 გრამიანია და ყოფნის 4-5 დღე.

დღის განმავლობაში 2-3 ჯერ სვამს ამას.


Posted by: lizaveta 9 May 2012, 01:26
gvants
blblbl
ესენი სამჯერ ჭამენ საწემელს და დილას ძუძუს 6საათზე და ძილისწინ მარა დილით აშკარად არ ყოფნით მთელი ღამის დამშეულები ვერ კმაყოფილდებიან და ტირიან და მინდა შევეშველო და 6საათზე სხვა რა მივცე ვერ ვხვდები რა..

ჰუმანა თუ შეკრავს არ მინდა. ქეთა სულ წვალობს ისედაც. მაწონს და პეჩენიას ვაძლევ და ხოტა გვასველის მაგაზე. და ეა ფრისო რა ღირს გვანც. და 200რგამს აამევ ერთ დალევაზე?

Posted by: ninitini 9 May 2012, 08:23
გოგოებო 11 თვისაა გაბი და დილით ვაჭმევ გერკულესს, სიმინდის, მანის ფაფას მონაცვლეობით..
კიევ რისი ფფა შეიძლება გავუკეთო?
წიწიბურას არ ეკარება.



Posted by: ლიკლიკა 9 May 2012, 09:59
ninitini
QUOTE
წიწიბურას არ ეკარება

ცარიელი წიწიბურა რომ გასინჯო?
ჩემმა ფაფას პირი არ დააკარა,მაგრამ მაწონთან ერთდ ოდნავ მარილიან წიწიბურას კარგად ჭამდა.

Posted by: gvants 9 May 2012, 13:07
lizaveta
QUOTE
ჰუმანა თუ შეკრავს არ მინდა

არაა აუცილებელი შეკრას, ძალიან ბევრი ბავშვი ჭამს და გადასაევად ერგებათ. იყიდე და ნახე.

ფრისო 12 ლარამდე ღირს, ძვირია ცოტა. შესაძლოა ეს არ მოუხდეთ შენებს, მოკლედ, უნდა ნახო რა.

210 გრამს მიირთმევს ეს_დილით და საღამოს.

Posted by: ninitini 9 May 2012, 13:11
ლიკლიკა
QUOTE
ცარიელი წიწიბურა რომ გასინჯო?

საერთოდ არანაირს არ ჭამს და დავანებე თავი, თინიც ასე იყო და ახლა ისე უყვარს რომ..

Posted by: coroline 9 May 2012, 13:41
ვაშლის გარდა რა ხილი მივცე 6 თვის ბავშვს?

Posted by: mariamiani 9 May 2012, 14:33
ninitini
მე მრავალფეროვნებისტვის ჭვავის ფანტელებს ვყიდულობდი და იმას უმას უხარშავდი, 5 მარცვლიანი რომ არის კიდე ოდრიკის რაღაცეები,,,რო არ მობეზრებოდა...ისე მანი ალერგიულიცაა და კალცსაც აცლის ორგანიზმს და ბევრჯერ არ შეიძლება და ინტენსიურად

Posted by: uma_thurman 9 May 2012, 15:01
coroline
ნელნელა ყველაფერი გაასინჯე smile.gif ბანანი 7-8 თვიდანაა რეკომენდირებული. მსხალი შEგიძლია მისცეsmile.gif

Posted by: bubu_dato 9 May 2012, 21:18
გოგოებო 5.5 თვისას მივეცი სტაფილოს პიურე ჰიპის ქილებში რომაა. დავიწყეთ ნახევარი ჩაის კოვზით და ავედით 5 დღეში 60 გმდე. ყველას უკვირს მარტო სტაფილოს ფაფით რატომ დაიწყეოა და სადაც ვკითხულობ ყველგან წერია რომ ერთკომპონენტიანით დაიწყეთო. ალერგიაც არ მიუცია და რამე პრობლემაა ახლა რომ დავუმატო კარტოფილი და ყვავილოვანი?

Posted by: coroline 9 May 2012, 21:45
uma_thurman
მადლობა და მაწონში რო აურიო ხოოლმე პეჩენიასთან ერთად ვაშლი შეიძლება ხომ არ იცი?

Posted by: bubu_dato 9 May 2012, 21:47
ნეტა დავაშავე რამე მარტო სტაფილო რომ მივეცი პირველად? მიპასუხეთ რა sad.gifsad.gif

coroline
შენ რას აძლევ ბოსტნეულიდან და რამდენს? ჰიპის მზა პიურეებს თუ აძლევ? ხვალ ვაპირებ მარტო ყვავილოვანი რომ მოვუხარშო და რამდენი მივცე აღარ ვიცი.

Posted by: ლიკლიკა 9 May 2012, 21:51
coroline
QUOTE
მაწონში რო აურიო ხოოლმე პეჩენიასთან ერთად ვაშლი

სხვადასხვა კომბინაციები სინჯე და ნახავ რომელი უფრო მოეწონება. ხაჭოსაც ვურევდი ზოგჯერ. ან მხოლოდ პეჩენია და წვნიანი ვაშლი, ოღონდ კარგად დალბობილი უკვე რომ არ გადაცდენოდა და მშრალი არ ყოფილიყო.

Posted by: arazam 9 May 2012, 21:55
ninitini
QUOTE
გერკულესს, სიმინდის, მანის

ხორბლის ფაფა,ბრინჯის კუჭის მოქმედებისთვისაც კარგია smile.gif

QUOTE
წიწიბურას არ ეკარება.

არც დაჩი,საერთოდ არაა პრეტენზიული რასაც აჭმევ ჭამს უპრობლემოდ მაგრამ აი წიწიბურას ვერ გავაკარე საერთოდ , როგორ არ ვცადე მაგრამ არა

Posted by: uma_thurman 9 May 2012, 21:56
QUOTE (coroline @ 9 May 2012, 21:45 )
uma_thurman
მადლობა და მაწონში რო აურიო ხოოლმე პეჩენიასთან ერთად ვაშლი შეიძლება ხომ არ იცი?

კი, როგორ არ შეიძლება smile.gif მე ეხლა დავუწყე მაგისმიცემა, 11 თვისაა და მაწონი ერთი კვირის წინ გასინჯაsmile.gif

Posted by: bubu_dato 9 May 2012, 22:57
გოგოებო 5.5 თვისას მივეცი სტაფილოს პიურე ჰიპის ქილებში რომაა. დავიწყეთ ნახევარი ჩაის კოვზით და ავედით 5 დღეში 60 გმდე. ყველას უკვირს მარტო სტაფილოს ფაფით რატომ დაიწყეოა და სადაც ვკითხულობ ყველგან წერია რომ ერთკომპონენტიანით დაიწყეთო. ალერგიაც არ მიუცია და რამე პრობლემაა ახლა რომ დავუმატო კარტოფილი და ყვავილოვანი?

Posted by: lizaveta 9 May 2012, 23:43
bubu_dato
არაფერი არ დაგიშავებია. პირიქით. 2-3ერთად რომ მისცე როგორ გაიგებ რამ მისცა ალერგია?როცა ერთ ახალ ბოსტნეულს ან ხილს მიეჩვევა მერე დაუმატე სხვა. ორი ახალი ერთად არ მისცე!

Posted by: Blur 10 May 2012, 14:27
bubu_dato
QUOTE
პიურე ჰიპის ქილებში

ჩვეულებრივი სტაფილო გაუკეთე რად გინდა ნაყიდი? 2-3 დღეში მიუმატე ყვავილოვანი ან კარტოფილი, მერე კიდე რაღაცა. ადვილად გაიგებ თუ რამეზე მისცა ალერგია. შეიძლება ქილისაზე არ ჰქონდეს ალერგია და ცოცხალზე მისცეს.
QUOTE
ორი ახალი ერთად არ მისცე!

+1

Posted by: coroline 10 May 2012, 19:29
uma_thurman
ლიკლიკა
მადლობა გოგოებო, მინდა რომ მრავალფეროვანი მენიუ ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ასაკის შესაბამისად.

bubu_dato
მე ნაყიდს არ ვაძლევ, სტაფილო არის საერთოდ ყველაზე მეტად ალერგიული ბოსტნეულს შორის , მე ესე მითხრა ჩემმა პედიატრმა , რომ უმეტეს შემთხვევებშო თუ მისცემს ალერგიას სტაფილოზე აძლევსო. ასე რომ ჯერ სტაფილო გავასინჯე და მერე უკვე რომ არ ჰქონდა ალერგია ყველაფეირ ერთად მივეცი, მივეცი რა ვუხარშავ ყვე;ლაპერს ერთად და მერე მხოლოდ ყვავილოვან კომბოსტოს სტაფილოს, კარტოფილს , მწვანილს ვუჭყლიტავ, ჭარხალმა და ნიორმა გემო მისცა ძაან და აღარ ვაჭამე უგემური იყო.
სტაფილოს გული ამოაცალე შუაზე რომ გაჭრი დაიანახავ გულს და ადვილად ამოსაცლელია. ზეითუნის ზეთს ვამატებ ბოლოს ერთ თავის კოვზს. მარილს ვუშვები ხარშვისას ძაან ცოტას, უმარილო მნინდოდა მაგრამ არ ჭამდა. მერე შემეშინდა საერთოდ ჭამა არ შეეძულებინა, ან ხასიათი არ გაფუჭებოდა და ცოტა მარილი დავუმატე.

Posted by: ლიკლიკა 10 May 2012, 19:47
coroline
QUOTE
მრავალფეროვანი მენიუ ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ასაკის შესაბამისად.

მეც ვცდილობ. ბავშვთა კვების ბროშურა მათხოვეს და ძალიან დამეხმარა,აქაც დავდე რამოდენიმე თვის მენიუ.რამდენისაა შენი?თუ გინდა დავწერ ერთი დღის მენიუს მაგალითისთვის და წაგეხმარება.

Posted by: coroline 10 May 2012, 19:49
ლიკლიკა

აუუ კიიიbis.gif 2kiss.gif თუ არ შეწუხდები რა თქმა უნდაsmile.gif ჩემი 6 თვისააა

Posted by: ლიკლიკა 10 May 2012, 22:59
coroline

6 თვის ბავშვის მენიუს ნიმუში

I კვება
დედის რძე ან 170–200 მლ ხელოვნური ნარევი
1–2 სუფრის კოვზი ბურღულის ფაფა

წახემსება
2–4 სუფრის კოვზი ხილფაფა
1–2 სუფრის კოვზი მაწონი ან ნადუღი

II კვება
დედის რძე ან 170–180 მლ ხელოვნური ნარევი
1–2 სუფრის კოვზი ბურღულეულის ფაფა

III კვება
დედის რძე ან 170–180 მლ ხელოვნური ნარევი
2–4 სუფრის კოვზი ბოსტნეულის პიურე
1/4 მოხარშული კვერცხის გული

წახემსება
60 მლ ხილის წვენი
1/2 ნაჭერი ორცხობილა

IV კვება
დედის რძე ან 170–200 მლ ხელოვნური ნარევი

Posted by: trombonelady 11 May 2012, 10:57
ლიკლიკა
თუ არ დაგეზარება 1 წლის ბავშვის მენიუც დაწერე რა.

Posted by: Free Aquarius 11 May 2012, 13:23
გოგოებო ერთი წლის ბავშვისთვის ომლეტი შეიძლება?და როგორ გავაკეთო?მწყერის კვერცხის გულს ვაჭმევ,ცილა შეიძლება ნეტა უკვე?

Posted by: ლიკლიკა 11 May 2012, 14:25
Free Aquarius
ცილა წლამდე არ შეიძლება ,როგორც მახსოვს,ალერგიულია.

ომლეტს ვუმატებ ცოტა რძეს ან მაწონს, ძალიან ფუმფულა გამოდის და გემრიელად ჭამს. ძალიან ცოტა ზეთში ან ზოგჯერ სულ უცხიმოდ ვუწვავ , სხვადასხვანაირი გამოდის. ყიყლიყო უყვარს ჩემსას უზომოდ smile.gif წლის და ორი თვისაა,ერთი თვე იქნება რაც ყიყლიყო გავასინჯე.

trombonelady
ოკ, დავწერ. 9-12 თვემდე და 1 წლის მენიუ წერია, ორივეს ჩამოვწერ.

Posted by: Unitended 11 May 2012, 14:27
QUOTE
9-12 თვემდ

მეც მინდააა
10 თვის არის ფანტაზია აღარ მყოფნის

Posted by: ლიკლიკა 11 May 2012, 14:38
რაც არ მოგეწონება შენი შვილის მოთხოვნების შესაბამისად ჩაანაცვლებ

9-12 თვის ბავშვის მენიუს ნიმუში

I კვება
დედის რძე ან 170–200 მლ ხელოვნური ნარევი ან ფხვნილის რძე
3-4 სუფრის კოვზი ბურღულეულის ფაფა
2/3 - 1 გასრესილი მოხარშული კვერცხის გული
1/2 ნაჭერი ორცხობილა

წახემსება
საშუალო ზომის მოთუშული ვაშLი
2-3 სუფრის კოვზი ხაჭო

II კვება
50 მლ ბოსტნეულის სუპი
30 გრ დაკეპილი მოხარშული ხორცი
1-2 სუფრის კოვზი მაკარონი
3-4 ნაჭერი უმი კანგაცლილი ხილის ნაჭერი

წახემსება
150 მლ ხილის წვენი
1 ნაჭერი გახეხილი ყველი,1/2 ნაჭერი პური

III კვება
დედის რძე ან 170–200 მლ ხელოვნური ნარევი ან ფხვნილის რძე
50 გრ შემწვარი კარტოფილი

IV კვება
დედის რძე ან 150 მლ ხელოვნური ნარევი ან ფხვნილის რძე
2-4 ნაჭერი მოთუშული ხილი
* * *
შევამოკლე ცოტა smile.gif
12 თვის ასაკი
ამჯამად თქვენი ბავშვი თითქმის ყველაფერს მიირთმევს რაც ოჯახში მზადდება.
ახლა უკვე შეგიძლიათ მისცეთ მთლიანი კვერცხი,ფორთოხლის წვენი ან ნატურალური ძროხის რძე.
თუ ბავშვს რა მოსწონს რაიმე საკვები,ნუ დააძალებთ, მას დრო სჭირდება საკვების შესასწვალად. სცადეთ კიდევ ერთხელ.
ბავშვებს ,რომლებიც ფეხს იდგამენ არ აქვთ კარგი მადა. არ შეშინდეთ ,მათ შეიძლება უარიც კი თქვან ჭამაზე. ამ პერიოდში ბავშVი უფრო მეტად ვითარდება,ვიდრე იზრდება.
* * *
1 წლის ბავშვის მენიუს ნიმუში

I კვება
დედის რძე ან 115 მლ ძროხის რძე
4 სუფრის კოვზი ბურღულეულის ფაფა
1 მთლიანი გასრესილი მოხარშული კვერცხის გული
1/2 ნაჭერი ორცხობილა

წახემსება
150 მლ ხილის წვენი (ციტრუსი)
ფუნთუშა ან ნამცხვარი
2-3 სუფრის კოვზი ხაჭო ან მაწონი

II კვება
70 მლ ბოსტნეულის სუპი
30 გრ თევზი ან ხორცი
1-2 სუფრის კოვზი მოხარშული ბრინჯი
ხილი

წახემსება
100 მლ რძე
ორცხობილა ან პურის ნაჭერი
1 ნაჭერი ყველი

III კვება
2-4 სუფრის კოვზი მოხარშული გოგრის ფაფა
2-4 სუფრის კოვზი მაკარონი გახეხილი ყველით
ჩათუშული ვაშლი

IV კვება
დედის რძე ან 150 მლ ხელოვნური ნარევი
2-4 სუფრის კოვზი მაწონი ხილფაფით

ეს უზრუნველყოფს დააახლოებით 1065 კალორიას 24 საატში (400 რძით ,665 მყარი საკვებით)

Posted by: Free Aquarius 11 May 2012, 16:41
ლიკლიკა

მადლობაsmile.gif ყიყლიყოსაც გავასინჯებ
* * *
შემწვარ კარტოფილს აჭმევ ტყემლით?ჯერ არცერთი არ გაუსინჯავს.მინდა ეგაც ვცადო.

Posted by: ტატა 11 May 2012, 17:11
გოგოებო, ჩემი შვილი წლის და 2 თვისაა, მარწყვს აძლევთ ამ ასაკის ბავშვი ვისაც გყავთ?

Posted by: lizaveta 11 May 2012, 17:31
გოგოებო, როდიდან დაიწყეთ კვერცხის გული?ყველი?და დიდებისათვის განკუთვნილი სუფი როდიდან მიეცით პურჩაყრილი?

Posted by: ლიკლიკა 11 May 2012, 17:31
Free Aquarius
QUOTE
შემწვარ კარტოფილს აჭმევ ტყემლით?

არანორმალურად უყვარს შემწვარი კარტოფილი, კაი გამაძღარიც რომ იყოს ცოტას მაინც შეჭამს. ვცდილობ ხშირად არ მივცე, მაინც არაა ჯანსაღი საკვები. ტყემალი არ მოწონს. ლიმონს ვაშლივით ჭამს. რას გაუგებ smile.gif

Posted by: tamo7779 11 May 2012, 18:00
Free Aquarius
მწყერის კვერცხი რომ დავიწყეთ წლისაც არ იყო და ცილასაც ვაძლევდი. ომლეტი 1 წლიდან: რძე, ფქვილი, კვერცხი, მწვანილი, მარილი, მე სპეციებსაც ვუკეთებ - შეიძლება ორთქლზე და შეიძლება კარაქშიც

ტატა
რა თქმა უნდა. შარშან წლისაც არ იყო და ვაძლევდი მარწყვს, ცოტ ცოტა მიეცი, პირველ დღეს 1 ცალი, მეორე დრეს 1 ცალი, მესამე და მეოთხე დღეს 2 ცალი, მეხუტე და მეექვსე დრეს 3 ცალი, მერე ყოველდღე თითო თითო უმატე.
მარწყვი და მალინა მარწყვი სხვადასხვა პროდუქტია.

Posted by: trombonelady 11 May 2012, 18:23
ლიკლიკა
დიდი მადლობა 2kiss.gif
QUOTE
საშუალო ზომის მოთუშული ვაშLი
2-3 სუფრის კოვზი ხაჭო

ამათ ერთად გულისხმობ თუ ან ერთი ან მეორე? მე როგორც ვიცი ვაშლი და ხაჭო ერთად არ არის კარგი, რკინა კალცს ხელს უშლის შეთვისებაში.
ჩამოვწერ ჩემი 1 წლის ბიჭის მენიუს
10;00 პეჩენია + რძე+ ხაჭო ( რძეს ფხვნილისგან ვაკეთებ და ხაჭოსაც იგივე რძით, კალცით ვჭრი)
14;00 რძიანი შვრიის ფაფა ცოტა შაქრით და მარილით + კარაქი
18;00 რძიანი შვრიის ფაფა ყველით ან რძიანი კარტოფილის პიურე ყველით + კარაქი
საღამოს ძილისწინ ფორმულას ჭამს და ღამეც, ხანდახან თუ აურია რეჟიმს და ცოტა მოგვიანებით შეჭამა ფაფა ძილის წინ აღარ ჭამს და მარტო ღამე ჭამს ფორმულას.
ძალიან დამტანჯა, ადრე კარგად ჭამდა ყველანაერ ბოსტნეულს, ახლა არც ბოსტნეული უნდა და არც ხორცი. წონა საკმაოდ კარგი აქვს, მოძრავიცაა დადის უკვე გამართულად. ხო კიდე შუალედებში ხილს არ ვაჭმევ მერე კარგა ხანს აღარ შივდება და ამიტომ სადილის შემდეგ ეგრევე დესერტად ვაძლევ გახეხილ ვაშლს ან პირდაპირ ჭამს. ბანანიც უყვარს მაგრამ რო შეჭამს ეგრევე კრავს, შვრიის გარდა სხვა ბურღული არ მოწონს, წიწიბურა რო ვაჭამე ეგრევე შეკრა.
სუპის უფრო გემრიელი ვარიანტი მასწავლეთ რა იქნებ სხვანაირად უფრო მოეწონოს.

Posted by: ლიკლიკა 11 May 2012, 19:35
trombonelady
QUOTE
ერთად გულისხმობ თუ ან ერთი ან მეორე?

ერთAდ იგულისხმება.
QUOTE
ვაშლი და ხაჭო ერთად არ არის კარგი,

შეიძლება ამიტომ წერია მოთუშულ მდგომარეობაში,არ ვიცი.
ჩემი იმდენს ჭამს ხაჭოს ერთ ჭამაზე,რომ არაფერს ვაძლევ დამატებით smile.gif
ზუსტად ამ მენიუთი არც მე მისარგებლია, მაგრამ მაინც კარგად დამეხმარა, შენც შენებურად შეცვალე smile.gif

შვრიას ჩემი მხოლოდ ყველით ჭამს, ტკბილი ვერ იგუა.
დილით ვუკეთებ ყველის,კარაქის და პურის პატარა ბურთულებს და ჩAისთან ერთAდ ვაძლევ ან ჰერკულესს ყველით.

Posted by: tlikina 11 May 2012, 21:33
tamo7779
სანდრო ალერიულია და მარწყვი მაინც შეიძლება? თავს ვიკავებ ამის გამო

Posted by: Free Aquarius 11 May 2012, 22:58
QUOTE (tlikina @ 11 May 2012, 21:33 )
tamo7779
სანდრო ალერიულია და მარწყვი მაინც შეიძლება? თავს ვიკავებ ამის გამო

მე როგორც პედიატრმა მითხრა წიპწებია ალერგიული,გათალე და ისე მიეციო.ძაან მოეწონა,ალერგიაც არ მიუცია.კომპოტიც გავუკეთე გათლილით.მერე გაუთლელიც შევურიე,ნორმალურად აიტანა smile.gif

Posted by: basti-bubuuu 12 May 2012, 12:51
ოოოო ჩემს შვიდ ვაჭამე პირველად კარტოფილის პიურე 20 გრამი და ძლივს ჭამა ßგული ერეოდა მგონი.თან პედიატრამ თიო ბოსტნეული 4 დღე უნდა აჭამოო.რა ვქნაßარ შეჭამს ნამდვილად 200 გრამ კარტოფილს
* * *
და მარილი შეიძლება?მგონი არა ხო?ხოდა სტაფილოს რომ დავუმატებ გულიანი უნდა იყოს თუ ამოვაცალო?

Posted by: tlikina 12 May 2012, 13:21
Free Aquarius

ზოგადად ალერგიულია შენი შვილი?

Posted by: nikmaik 12 May 2012, 14:25
basti-bubuuu
2 დღის მერე დაუმატე ცოტა სტაფილოც

Posted by: coroline 12 May 2012, 14:34
ლიკლიკა
ძაან დიდი მადლობააა 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif თითქმის იგივე მენიუ მაქვს უბრალოდ მაწონს ძილის წინ ვაჭმევ

Posted by: Free Aquarius 13 May 2012, 00:17
QUOTE (tlikina @ 12 May 2012, 13:21 )
Free Aquarius

ზოგადად ალერგიულია შენი შვილი?

არფერზე არ აქვს ალერგია.ერთი პერიოდი ჰქონდა დაწითლებული ლოყები,ნიგვზიანები და შოკოლადები ვჭამე უზომოდ და მაგას ვაბრალებ.მაინც ფრთხილად ვარ ალერგიულ პროდუქტებთან

Posted by: tlikina 13 May 2012, 10:53
Free Aquarius
ჩემი ალერიულია და მაგიტომ უფროვფრთხილობ, პარასკევს ექიმთა მიმყავს და ვნახოთ რას მტყვის

Posted by: tamo7779 13 May 2012, 11:15
tlikina
ოოოო,მაშინ ვერ გეტყვი..... ნისა თითქოს არაა ალერგიული, თუმცა პირველ ზამთარს, მტელი ზამთარი წითელი ლაქა უცნდებოდა ხოლმე ერთ ლოყაზე, მეტი არაფერი, და კიდევ ერთი სემთხვევა იყო: მალინა მარწყვის გამო დააყარა. ვსიო.
ყველა ვარიანტში პედიატრთან შეათანხმო ჯობია

Posted by: tlikina 13 May 2012, 12:12
tamo7779
Xო, აუცილებლად ჯერ ექიმსვკითხავ,
Dიეტაზე მყავდა, წამაიცდალია და შედეგი გვაქვს, ნელნელა შევაპარე რძე , ხაჭო, ყველი, ამათზე არ მიცა რეაქცია, გუშინ გოგრა გავასინჯე, ვნახოთ რასიზავს.

Posted by: tikusha 13 May 2012, 12:30
გოგოებო 9 თვის ბავშვს მინდა სუპში გავურიო მწვანე ბარდა, მაგრამ არ ვიცი მხოლოდ კაკლები ამოვაცალო ბარდას თუ მთლიანად ჩავუჩვა და ჩავხარშო??

საერთოდ, მწვანე ბარდასგან რამე გემრიელობა მასწავლეთ

და კიდევ, ხორცის სუპში კვერცხიც რომ შევახარშო კარგი ვარიანტია?

Posted by: ტატა 14 May 2012, 14:15
QUOTE (tamo7779 @ 11 May 2012, 18:00 )


ტატა
რა თქმა უნდა. შარშან წლისაც არ იყო და ვაძლევდი მარწყვს, ცოტ ცოტა მიეცი, პირველ დღეს 1 ცალი, მეორე დრეს 1 ცალი, მესამე და მეოთხე დღეს 2 ცალი, მეხუტე და მეექვსე დრეს 3 ცალი, მერე ყოველდღე თითო თითო უმატე.
მარწყვი და მალინა მარწყვი სხვადასხვა პროდუქტია.

ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვისsmile.gif

Posted by: ninidediko 14 May 2012, 14:20
basti-bubuuu
სტაფილოს გული ამოუღე და მარილის ხსნარი გააკეთე და ის იხმარე თორე ჩვეულებრივ მარილში დიდი რაოდენობით ქვიშაა იმდენი მიწა მრჩება გული მისკდება ხოლმე და პატარას თირკმელებისთვის არ არის კარგი
tikusha
9 თვის ბავშვს ჯობია მოსახარში არდა უყიდო და კანგაცლილი მოუხარშე

Posted by: z g a r b i 14 May 2012, 14:58
გოგოებო, ჰიპის ბრინჯის ფაფა ვიყიდე - ურძეო. ხოდა 4 ნაირი მომზადბის წესი უწერია: ნახევრად რძიანი, ურძეო ხილით, რძიანი და ჰიპოალერგიული. ხოდა რძიანში უწერია ჰიპის რძეზე გააკეთეთო. ჰიპის რძეზე რომ არ გავაკეთო და ნუტრილონის რძეზე გავაკეთო რამე უჭირს ვითომ?

Posted by: Mafanya 14 May 2012, 15:06
z g a r b i
არაფერი არ უჭირს ნუტრილონით რომ გააკეთო, ეგრე ჰუმანას ფაფებს აწერია ჰუმანას წყლით გააკეთეთო biggrin.gif

Posted by: gvants 14 May 2012, 15:18
z g a r b i
არაფერიც არ უჭირს, გაუკეთე.

ურძეო ფაფა ერთხელ მივეცი წყალზე დამზადებული და პირი არ დააკარა, მართლა საშინლად უგემური იყო.

მერე ფორმულაზე მოვუმზადე და მიირთვა მშვენივრად.

Posted by: z g a r b i 14 May 2012, 16:19
gvants
აუ ძაან უგემურია, თან სიტკბოს ნასახი რომ არააქვს biggrin.gif
ეს აშლილი იყო და პედიატრმა დაუნიშნა ურძეო ბრინჯის. 30 გრამი ძლივს ჭამა, ისიც სულ იჭყანებოდა sad.gif არადა მაგრად შიოდა user.gif
მერე შემეცოდა და შევეშვი
თან ამას ბრინჯი ისედაც არ უყავრს, გერკულესზე გიჟდება

Posted by: lizaveta 14 May 2012, 16:25
გოგოებო,გუშინ მივეცი ტყუპებს ნუტრილაკით ფაფა. დღეს კუჭი აქვთ აშლილი. დავაბრალო ნუტრილაკა?

Posted by: Blur 14 May 2012, 17:05
basti-bubuuu
QUOTE
მარილი შეიძლება?მგონი არა ხო?

მე პედიატრმა მითხრა სადამდეც შეძლებ არ აჭამო მარილიანიო. იმ მცირე რაოდენობას რაც სჭირდება ორგანიზმს პურიდან და ეგეთი რაღაცეებიდან მიიღებსო.

Posted by: Nila 14 May 2012, 18:05
Blur
QUOTE
მე პედიატრმა მითხრა სადამდეც შეძლებ არ აჭამო მარილიანიო. იმ მცირე რაოდენობას რაც სჭირდება ორგანიზმს პურიდან და ეგეთი რაღაცეებიდან მიიღებსო.

არც მე მიმიცია არაფერი მარილიანი, მაგრამ ჩემი რომ არც პურს ჭამს?. __ ანუ ვერანაირი საკვებიდან ვერ მიიღებს მარილს, და ნორმალურია ?. rolleyes.gif

Posted by: nikmaik 14 May 2012, 18:10
Nila
QUOTE
ანუ ვერანაირი საკვებიდან ვერ მიიღებს მარილს, და ნორმალურია ?.

მიიღებს
მაგ: კვერცხში მარილის შემადგენლობა არის 0.05
ბოსტნეულში, ხორცში.

Posted by: Nila 14 May 2012, 19:02
nikmaik
მაგაზე აღარ მიფიქრია smile.gif
აბა, არც მივცემ კარგახანს , მარილიან საჭმელს.

Posted by: nikmaik 14 May 2012, 19:41
Nila
PM ნახე smile.gif
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: matmatuna 14 May 2012, 20:39
Nila
QUOTE
არც მე მიმიცია არაფერი მარილიანი, მაგრამ ჩემი რომ არც პურს ჭამს?. __ ანუ ვერანაირი საკვებიდან ვერ მიიღებს მარილს, და ნორმალურია ?.

biggrin.gif
ჰანი, მზა საკვებს რომ აძლევ ქილით, დახედე ერთი რამდენ სოდიუმს შეიცავს chups.gif
შეიძლება ზედმეტსაც კი იღებს smile.gif
დაგუგლე შენი ბრენდი და მოძებნე ინფო, რას და რამდენს ჭამს ბავშვი yes.gif

Posted by: Nila 14 May 2012, 20:46
nikmaik
QUOTE
Nila
PM ნახე
წინასწარ დიდი მადლობა

მოგწერე tongue.gif
matmatuna
QUOTE
ჰანი, მზა საკვებს რომ აძლევ ქილით, დახედე ერთი რამდენ სოდიუმს შეიცავს
შეიძლება ზედმეტსაც კი იღებს


კარგი, ნუ მაშინებ biggrin.gif
QUOTE
დაგუგლე შენი ბრენდი და მოძებნე ინფო, რას და რამდენს ჭამს ბავშვი

კარგი იდეაა bis.gif

Posted by: Niomiro 14 May 2012, 23:00
ნეტა როდის დავწერ ჩემი შვილი ამ ფაფას ჭამს, იმ სუოს, ამ პურს და იმ პურს არა, ან იმას , ან ამას tongue.gif
სულ ძუძუ ძუძუ, როსღა გვეღირსოს ჩვენ საჭმლის ჭამა biggrin.gif

11 თვის არის, და საჭმლისკენ გახედვა არ უნდა, ნუ კი ჭამს ცოტ ცოტას ყველაფერს, ი სულ ყველაფერს, იგივეს რასაც მე, მარა ამას წამა არ ქვია, მახიმუმ ორი კოვზი,
ნორმალურობაა ეხლა ეესსს?

Posted by: ninobino 15 May 2012, 10:17
მალე მომიწევს სამსახურში დაბრუნება და ერთი ან ორი კვება უნდა შევუცვალო ადაპტირებული რძის ნარევით.
რომელს მირჩევთ? დიდი მადლობა...

Posted by: tlikina 15 May 2012, 10:19
ninobino
Eქიმს კითხე ჯობია, თორე ასე ვერ გაიგებ, მე ნესტლე მომწონს, ზოგს ჰუმანა და ზოგს ჰიპი smile.gif

Posted by: uma_thurman 16 May 2012, 00:03
1 წლის ბავშვისთვის, სუფთა პროდუქტით დამზადებული ცოტა ტორტი შEიძ;ლება? biggrin.gif

Posted by: matmatuna 16 May 2012, 00:08
uma_thurman
შეიძლება, შეიძლებაა biggrin.gif
თავიანთ დაბადების დღეზე ბავშვებს ტორტებს აჭმევენ, სულ მუჭებით იტენიან ხოლმე biggrin.gif

Posted by: tamuska27 16 May 2012, 18:16
შეკითხვა :
8-9 თვის ბავშვის სადილში ხორცი (ძროხის,ქათმის,თევზი) დაახლოებით რამდენი გრამი უნდა იყოს?

Posted by: tlikina 16 May 2012, 18:32
tamuska27
მე როგორც მითხრეს 40 გრ

Posted by: tamuska27 16 May 2012, 18:47
tlikina
გმადლობ
.............
.............
.................

Posted by: ninia84 16 May 2012, 21:41
ომლეტი რა ასაკიდან შეიძლება რომ მივცე?

Posted by: Blur 17 May 2012, 10:14
Nila
სანამ მე ვნახე კი დაუწერიათ უკვე პასუხები biggrin.gif
იმდენად მცირე რაოდენობა სჭირდებათ ბავშვებს რომ იმას სხვა საკევბიდან მიიღებს აუცილებლად, კიდევ გარედან მარილის დამატება არ უნდა. დიდისთვის არაა სასურველი და პატარასთვის მითუმეტეს.

Posted by: journalist 17 May 2012, 15:06
მითხარით რა გერკულესის ფაფა როგორ მოვუმზადო წლინახევრის ბავშვს გემრიელად .....

Posted by: trombonelady 17 May 2012, 15:53
journalist
QUOTE
მითხარით რა გერკულესის ფაფა როგორ მოვუმზადო წლინახევრის ბავშვს გემრიელად .....

მე პირადად ასე ვაკეთებ, 2 სუფრის კოვზზე 200 გრამ ან წყალს ან 100გრ რძე/100 გრ წყალი, პრინციპში წლინახევრისთვის სულ რძეზე რო დაუმზადო არ ავნებს, ვასხამ ამ გერკულესს რძეს ან წყალს, მდუღარეს ან ცივს, ვყრი 1 ჩაის კოვზს შაქარს, 1 მწიკვ მარილს, რო მოიხარშება თეფშზე ცოტა კარაქს ვუგდებ. ამას შეგიძლია ვაშლიც ჩაუხეხო, ან უკვე მზას ან მომზადების პროცესში მოითუშება.
მეორე ვარიანტია იგივე, შაქრის და მარილის გამოკლებით ყველს ჩაახეხავ, ძალიან გემრიელი გამოდის.

Posted by: journalist 17 May 2012, 21:48
trombonelady


მადლობა დიდი... კიდევ რის ფაფებს აჭმევ?

Posted by: trombonelady 17 May 2012, 22:36
journalist
QUOTE
მადლობა დიდი... კიდევ რის ფაფებს აჭმევ?

სხვა არ მოწონს და რომც მოწონდეს შეკრულობა ეწყება, ბრინჯის ფაფაც შეგიძლია გაუკეთო ჯერ მოხარშავ ბრინჯს წყალში და ბოლოსკენ ჩაამატებ რძეს, შაქარი, მარილი. წიწიბურაც იგივე პრინციპით, წიწიბურას და ბრინჯს წინადღით თუ ჩაალბობ წყალში მალე მოიხარშება

Posted by: tamo7779 18 May 2012, 00:14
tamuska27
50 გრამი დაახლოებით

ninia84
1 წლიდან ტაფაზე შემწვარი კარაქში


Posted by: ninia84 18 May 2012, 07:42
tamo7779
მადლობა

===============

Posted by: aseaisea 18 May 2012, 14:52
დედიკოებო თევზს ვასინჯებ დღეს პირველად და მოვუხარშე და რასთან ერთად მივცე? როგორც ვიცი რაღაცეებთან ვერ მეგობრობს თევზი და მე ვაპირებ ავურიო სტაფილოში და მწვანილში. მერე ნიორსაც დავუმატებ. რას მირჩევთ? ისე ერთი წლის ბავშვის მენიუ დაწერა ვიღაცამ და კიდევ რომ დაწეროთ ან რამე ლინკი მიმითითოთ ძალიან დამავალებთ.
მადლობა წინასწაარ

Posted by: nikmaik 18 May 2012, 15:18
aseaisea
QUOTE
რასთან ერთად მივცე?

ბოსტნეულის პიურეში აურიე
QUOTE
როგორც ვიცი რაღაცეებთან ვერ მეგობრობს თევზი

yes.gif კარაქი არ უქნა.ზეთით მოამზადე

Posted by: aseaisea 18 May 2012, 17:21
ეჰ არ შეჭამა ჩემმა მსუქანმა sad.gif გულს ირევდა და აქნევდა თავს აქეთ იქეთ. ვერ გავიგე სუნი არ მოეწონა თუ რა იყო. ხბოს და ქათმის ხორცს რომ ენით ლოკავს ბოლოს და თევზი გამოდის არ მოეწონა. არადა როგორ მინდოდა ეჭამა sad.gif

Posted by: Blur 18 May 2012, 17:28
journalist
QUOTE
მითხარით რა გერკულესის ფაფა როგორ მოვუმზადო წლინახევრის ბავშვს გემრიელად .....

მე ყველით ვუკეთებ, ხარშვის პროცესი იგივეა რაც უკვე დაწერეს, უბრალოდ არ ვუშვები მარილს და ბოლოს თეფშზე ვურევ ახალ ამოყვანილ ე.წ გადასაზელ ყველს, თუ შეკრულობა აწუხებს ზეითუნის ზეთის მიმატებაც შეიძლება.

ნორდიკის ყუთზევე აწერია რომ შეგიძლიათ შეურიოთ იოგურტს. ერთხელ ყველი არ გვქონდა და უკვე მოხარშულს და ოდნავ შეგრილებულს დავუმატე რასტისკას ხაჭო, ძალიან მოეწონა, მეც რომ გავსინჯე გემრიელი იყო.

Posted by: Free Aquarius 18 May 2012, 23:41
QUOTE (aseaisea @ 18 May 2012, 17:21 )
ეჰ არ შეჭამა ჩემმა მსუქანმა sad.gif გულს ირევდა და აქნევდა თავს აქეთ იქეთ. ვერ გავიგე სუნი არ მოეწონა თუ რა იყო. ხბოს და ქათმის ხორცს რომ ენით ლოკავს ბოლოს და თევზი გამოდის არ მოეწონა. არადა როგორ მინდოდა ეჭამა sad.gif

ჩემმაც არ ჭამა ბოსტნეულთან ერთად თევზი.მერე ბოსტნეულის გარეშე მივეცი და მიირთვა smile.gif

Posted by: tamo7779 19 May 2012, 00:24
aseaisea
კარტოფილის პიურეში კამა = გარნირი თევზთან. + ტყემალიც შეიძლება
მე არ მომწონს,მაგრამ წიწიბურაც შეიძლება გარნირად(სამშობიაროში იყო მენიუში,იფიფ biggrin.gif უგემრიელესი იყოოოოოო)

Posted by: tamuska27 19 May 2012, 12:29
tamo7779
დიდი მადლობა.
aseaisea
მე თევზს კარტოფილთან,ბროკოლისთან,სიმინდთან და მაკარონთან ერთად ვაბლენდერებ.
ნუ,კბილები არ აქვს და ჯერ ისევ ვუბლენდერებ.
ჩვენ მგონი ერთი ასაკისები გვყავს, არა?!

Posted by: ingiloo 19 May 2012, 16:06
6.5 თვის მყავს პატარა. კარტოფილის რძიან პიურეს და დაბლემდერებულ ბოსტნეულს არაფრით არ ჭამს. იტანჯება რასაც ქვია. 3 კოვზს თუ შეჭამს და გულს ირევს. რა ჯანდაბა ვქნა? მარტო ჰუმანას რძეს ჭამს დილით და საღამოს, შუადღეს 2-ჯერ წიწიბურას და ბრინჯის რძიან ფაფებს. ამათზე გიჟდება ისე უყვარს. შუალედებში ვაშლის ან ბანანს მიირთმევს. როგორ შევაჩვიო ბოსტნეულს? user.gif

Posted by: tamuska27 19 May 2012, 16:18
ingiloo
ვაშლთან გადაურიე ცოტა-ცოტა სათითაოდ.
მაგალითად ვაშლი და სტაფილო. მერე ვაშლის,სტაფილო და ცოტა კარტოფილი და ა.შ.

Posted by: ingiloo 19 May 2012, 19:08
tamuska27
არც მაგ ხილს ჭამს მაინცადამაინც დიდი სიამოვნებით, ვაშლის წვენს უფრო სვავს. და მეშინია ეგეც არ შეზიზღდეს ამ სტაფილოს და კარტოფილის გამო.

რომ ეჭამა ბოსტნეული ჭამა თითქმის 1 საათით დავუგვიანე, ვაჭუჭყუნე, მაგრამ მაინც მაფურთხა სახეში rolleyes.gif

Posted by: ninidediko 19 May 2012, 21:06
ingiloo
წვენს ხო უზავებ? ვაშლისას

Posted by: Nila 20 May 2012, 04:03
Blur
QUOTE
Nila
იმდენად მცირე რაოდენობა სჭირდებათ ბავშვებს რომ იმას სხვა საკევბიდან მიიღებს აუცილებლად, კიდევ გარედან მარილის დამატება არ უნდა.
დიდისთვის არაა სასურველი და პატარასთვის მითუმეტეს.

მართალი ხარ.
მაგიტომაც არ ვამატებ მის საჭმელებს მარილს. ის კი არა, კარაქსაც კი უმარილოს ვუშვრები.

Posted by: aseaisea 20 May 2012, 22:33
tamuska27
ჩემი არის ცხრა თვის. ეგრე გავუკეთე უკვე, ბოსტნეულთან, ბროკოლიც იყო და არ ჭამა. ცალკე გავასინჯე ჯერ და დიდი ჯღანვით გასინჯა, მგონი სუნი არ მოწონს. ტყემალის და კამის იდეა მომეწონა მაგრამ ტყემალი შეიძლება ცხრა თვის ბავშვისთვის?
დაბლენდერებით არ ვუბლენდერებ, ვუჭყლეტ ხოლმე, ერთი ხორცს ვაბლენდერებ ოდნავ, აი ქათმის სალათას რომ ჭირდება ხოლმე ისე


Posted by: z g a r b i 21 May 2012, 11:54
ninidediko
QUOTE
ingiloo
წვენს ხო უზავებ? ვაშლისას

ვაშლის წვენს გაზავება უნდა? მე გაუზავებელს ვაძლევ.. rolleyes.gif

Posted by: ninidediko 21 May 2012, 12:06
z g a r b i
ახალგამოწურული წვენი უნდა განაზავო წყლით 1:1. ეს იმიტომ, რომ კონცენტრირებული წვენი თრგუნავს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას, ხოლო განზავებული, პირიქით, ასტიმულირებს. კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება კი კუჭის ფერმენტული აქტივობის შემცირებას იწვევს. ეს აბსოლიტურად ყველა წვენს ეხება. ხილფაფას კი არა რადგან ის ბოჭკოვანი შემადგენლობისაა

Posted by: tikusha 21 May 2012, 20:46
ომლეტი ვერ გავიგე რა არის, რამდენი ხანია ვკითხულობ და არავინ მპასუხობს

Posted by: nikmaik 21 May 2012, 20:48
tikusha
შემწვარი კვერცხი smile.gif

Posted by: Free Aquarius 22 May 2012, 01:00
QUOTE (Nila @ 20 May 2012, 04:03 )

მაგიტომაც არ ვამატებ  მის საჭმელებს მარილს. ის კი არა,  კარაქსაც  კი  უმარილოს  ვუშვრები.


იქნებ მაგიტომ არ ჭამს საჭმელს?როგორც მახსოვს შენიც უჭმელია.ბაკურ კოტეტიშვილი მელაპარაკა ბავშვის კვებაზე.რასაც თქვენ ჭამთ ის აჭამეთ ბავშვსაცო.მე ვუმატებ მარილს.ასე თუ ისე რაღაცას მაინც ჭამდა.ეხლა კბილი ამოსდის და საერთოდ არაფერი უნდა facepalm.gif ხილს ჭამს მარტო ცოტას და ფორმულას სვამს.ძალიან ვნერვიულობsad.gif

Posted by: freecooler 22 May 2012, 16:39
!!!!! იცით რა მაინტერესებს სად შეიძლება ადამიანმა იაფად იყოს ბავშვის კვება, რამე ოპტავოი არის ?....
ჩემს ბაჭიას ვაჭმევთ - Celia Expert - 1-ს..................!!!!!!!!!!!!!

Posted by: trombonelady 22 May 2012, 16:46
freecooler
QUOTE
Celia Expert - 1-ს..................!!!!!!!!!!!!!

სელიას ოფისში იყიდი თავის ფასში 900 გრამიანს მემგონი 24 ლარად. "ფორტუნა + " ის შენობაშია პირველ სართულზე დიღომში. უფრო დეტალურად თუ გაინტერესებს ფეისბუკზე დაიმატე Celia BaByfood

* * *
გოგოებო ახლა რო ალუჩა და ბალია შეიძლება 1 წლის ბავშვს რო ვაჭამო თუ დაველოდო ?


Posted by: Nila 25 May 2012, 16:10
Free Aquarius
QUOTE
იქნებ მაგიტომ არ ჭამს საჭმელს?როგორც მახსოვს შენიც უჭმელია

რა ვიცი, არც ყველს ჭამს__ ის ხომ მაინც არის მარილიანი rolleyes.gif

ისე, ვცდი ცოტა მარილიანს, იქნებ მოეწონოს...
ესენი ვუყიდე მაწყვის , ბანანის და ატმის..
სხვა ყველაფერს პირისკენ მიაქანებს და ესენი, ცოცხალი თავით პირამდე ვერ მივატანინე facepalm.gif

http://pix.ge/

Posted by: matmatuna 25 May 2012, 16:30
Nila
ჩემი არც არაფერს მიაქანებს პირისკენ და შესაბამისად არც ეგ უჭამია თAვისით, მაგრამ სნაკზე მაინც ვხმარობთ... იოგურტში ვუმატებ ხოლმე და ვაპარებ ასე biggrin.gif

Posted by: gvants 25 May 2012, 16:33
trombonelady
"ფრისოს" დისტრიბუციაც ხომ არ იცი სადაა? ახლა მიწევს ყიდვა მთელი თვის მარაგის.

---------

Posted by: Nila 25 May 2012, 16:36
matmatuna
იოგურტთან ერთად არც მფიქრია.
ისე, მე უფრო იმიტომ მინდოდა მოსწონებოდა, რომ როცა მოლში ვართ , მაგის ჭამით გაერთოს, მზესუმზირის პონტში biggrin.gif
ისე, ჭამა არც შენსას უყვარს?
* * *
matmatuna
QUOTE
Nila
ჩემი არც არაფერს მიაქანებს პირისკენ

ანუ ნებისმიერ ნივთს მიაქანებს პირში, თორემ საჭმელს კი არა vis.gif

Posted by: Free Aquarius 25 May 2012, 16:43
QUOTE (Nila @ 25 May 2012, 16:10 )


ისე, ვცდი ცოტა მარილიანს, იქნებ მოეწონოს...
ესენი ვუყიდე მაწყვის , ბანანის და ატმის..
სხვა ყველაფერს პირისკენ მიაქანებს და ესენი, ცოცხალი თავით პირამდე ვერ მივატანინე facepalm.gif

მე თავიდანვე მარილწყალს ვუმატებდი გამზადებულ საჭმელს.მერე მარილს ვუყრიდი.ცოტა მარილი დასაშვებია,მითუმეტეს თუ არ ჭამს.უმარილო უგემურია მაინც.თუ ორთქლზე ვუხარშავ ბოსტნეულს,ეგრევე ვაჭმევ,უმარილოს.ზეითუნის ზეთს ვუსხავ ზემოდან.სადილებში ჩვეულებრივად ვუმატებ უკვე.სხვა როცა ჭამს ამასაც აინტერესებს და ითხოვს,თავის საჭმელს სულ დადის და ისე ჭამს,ცოტა ხნით ჩერდება თავის სკამ-მაგიდაში.ხან ხელში უჭირავს რაღაცეები დადის და თან აცმაცუნებს.biggrin.gif ნინო ექიმს მივწერე,ნუ ნერვიულობ ნორმის ქვედა ზღვარზეა წონაო.8.200 იყო და ეხლა 8 არის.სამი კბილი ერთად ამოსის და დაიკლო,არაფერს ჭამს. facepalm.gif
ხილიც არაფერი უყვარს?რა ასაკისაა და რამდენი კილოა?

Posted by: tamo7779 25 May 2012, 17:20
trombonelady
ალუჩა კი. ბალი - დაელოდე ცოტა

Nila
უი, ამმარწყვზე გამახსენდა, მარწყვის ორგანულ ტყლაპს ათოხლავებს ქალი, აუ როგორ მოეწონა smile.gif ისე რა ამბავია, ფასი აქვს ცეცხლი უკიდია

gvants
ფრისო ყველაზე იაფი ღიპუცაში ღირდა ჩემს დროს
ნიკალას შესახბებში, მარცხენა მხარეს, დასაწყისშივეა

Posted by: gvants 25 May 2012, 17:30
tamo7779
QUOTE
ფრისო ყველაზე იაფი ღიპუცაში ღირდა ჩემს დროს

მეც მათი კლიენტი ვიყავი და დაიხურა sad.gif ბაზრობაზე ვყიდულობ ახლა, მაგრამ დისტორებთან ალბათ უფრო იაფი იქნება.

---------

Posted by: trombonelady 25 May 2012, 18:14
gvants
QUOTE
"ფრისოს" დისტრიბუციაც ხომ არ იცი სადაა? ახლა მიწევს ყიდვა მთელი თვის მარაგის.

ქსნის 36
ტელ: 260 11 22
მობ: 577 26 27 11

Posted by: gvants 25 May 2012, 18:15
trombonelady
მადლობა 2kiss.gif


-----------

Posted by: matmatuna 25 May 2012, 18:42
Nila
QUOTE
ანუ ნებისმიერ ნივთს მიაქანებს პირში, თორემ საჭმელს კი არა

ასეა ზუსტად biggrin.gif

Posted by: basti-bubuuu 25 May 2012, 21:37
დავრეკე ეხლა ფრისოს დისტრიბუციაში და არ გავყიდით კერძო პირზეო-გიყიდიათ ვინმეს მაქედან?
და ჰუმანას დისტრიბუციაც ხომ არ იცით სადაა-და არც მაქედან გამომატანენ ნეტა?
* * *
და კიდე მაქვს ბეეეეეეეეეეეევრი კითხვა

1.მაწონს ვინც აჭმევთ უნდა გავათხელო და შევანჯღრიო ძალიან თუ პირდაპირ მივცე?

2.მაწონი,ხაჭო,ძროხის ხორცი,ქათმის ხორცი-ამათი შენახვა შეიძლება თუ ახალი ნაყიდი უნდა მივცე?მაგალითად მაწონი 500 გრამიანებია და ყოველდღე ახალი?პედიატრმა მითხრა ხორცის გაყინვაც არ შეიძლებაო და 30 გრ უნდა ვიყიდო ყოველდღე?

3.6 თვისაა და ხილი რომ შემოვა ეხლა რა შეიძლება ვაჭამო?
* * *
ხოდა კიდე 750 გრამი მოიმატა თვეში და ცოტაა?
* * *
აუ კიდე გამახსენდა-ვიცი ბევრგან წერია მაგრამ იქნებ ვინმე დამეხმაროს და ამიხსნას დაწვრილებით-როგორ გავაკეთო ხაჭო და მაწონი სახლში

Posted by: tamo7779 25 May 2012, 22:53
basti-bubuuu

1. კოვზით ვურევდი მაწონს და 3 ცალ ჰაინცის პეცენიას ვუმატებდი. ან ვუმატებდი 1-2 ცალ პეცენიას და 1 რასწიშკას. ან ვუმატებდი ჩვეულებრივ ხაჭოს და პეჩენიას. ისეთი სქელი არაა რომ ვერ ჭამოს ბავშმა

2. 1 მაწონი 2 დღე ყოფნიდა და არ იყო პრობლემა./ მესამე დრეს არ ვაძლევდი. ხაჭო 3 დრეზეც გამიყვია. ძროხის და ქათმის ხორცი - საყინულეში. ოღონდ რომ გავალ;ღვობდი მაშინვე ვაკეთებდი, და მეორეჯერ არავიტარ შემთხვევაში - ჩემთვისაც არ ვყინავ. 1 წლამდე ყოველ დღე ახალ საჭმელს ვუკეთებდი. 2 დღეზე სადილის გაკეთება 1 წლიდან დავიწყე.


ჰაააააააააააა? 3,6 თვე ეს რამდენია?

750 გრამი რამხელაც არ უნდა იყოს ცოტა მატება არაა.

სახლში არ გამიკეთებია მაწონი და ხაჭო.

Posted by: basti-bubuuu 25 May 2012, 23:29

tamo7779

მადლობთ გამოხმაურებისთვის

6 თვისაა.ხო მეც ესე ვფიქრობდი 2-2 დღეზე გამეყო მაწონიც და ხაჭოც და ხორციც გამეყინა მაგრამ კატეგორიულად არაო პედიატრმა.გავოცდი

ხოდა კიდე ხაჭო ჩაახეხეო და ეგ რას ნიშნავს?

აუუუუუუ გადამიყოლებს ეს ბავშვი-გაიზარდოს ცოტა დროზე თორე ნევროოოოზ.არადა რას ვერჩი ენაცვალოს დედა.ანგელოოოზიიიი

Posted by: tamo7779 26 May 2012, 00:25
basti-bubuuu
ააა,უკვე მაწონი მიეცი.....
ხაჭოს ჩახეხვა ნიშნავს წვრილ - ძუის რა ქვიაამას: საცერივით რომაა რა,მაგაში გატარებას. აი ხაჭოს რომხორხოშები აქვს, რომ არ ჰქონდეს და კრემის მსგავსი მასა იყოს.

აი არ გაუყინოო - ეგ კატასტროფაა. გამოდის რომ კვირაში 4ჯერ, თუ რამდენჯერაც აძლევ ხორცს - ბაზარ/გუდვილში უნდა ირბინო. და რამდენს მოგყიდიან? აი წარმოდგენიტაც ვერ წარმოვიდგენ - ფანტასტიკის სფეროა. ანდა მტელი ოჯახი უნდა აეწყოთ წიწილების და ხბოს ხორცის ჭამაზე.
შენ არ გეწყინოს და მგონი პედიატრი მიწაზე დაეშვას უკეტესი იქნება wink.gif

პ.ს. ისიც გაითვალისწინე რომ თეთრი ხორცი უნდა მისცე ბავშვს და წიწილის - იმენნა ფანტასტიკის სფეროა.........

Posted by: basti-bubuuu 26 May 2012, 01:08

tamo7779

არა-ჯერ ძროხის ხორციო და ყოველდღეო.და მაწონზე რას მეტყვი-მეორე დღეს შეიძლება მივცე წინა დღით გახსნილი?

ვაიმე-წვრილი ძუის რა არის-საწური?ე

Posted by: trombonelady 26 May 2012, 10:20
basti-bubuuu
ჩემი აზრით ადრეა მაწონი, წლამდე არ არის რეკომენდებული. თუ მაინც აჭმევ ყოველდღე ახალ ახალი უნდა მისცე, მე სახლში ვუყენებდი მაწონს პატარა ულუფებით რძის ფხვნილისგან. თუ გადაწყვეტ სახლში გაკეთებას რძე წყალთან განაზავე და ისე გააკეთე, წლამდე მხოლოდ განზავებული შეიძლება.
ხორციც ჩვენ მოგვიანებით დავიწყეთ, 6 თვიდან მივეცი დამატება და ხორცი 8 თვიდან, 7 თვიდან შეიძლებაო პედიატრმა და სანამ სოფლის წიწილამდე მივაღწიე 8 თვის გახდა, სულ ერთხელ ვიყიდე წიწილა, მერე სოფლის ქათამს ვყიდულობდი, თეთრ ხორცს ვანაწილებდი ნაჭრებად და საკვების პარკი როა იმაში ვახვევდი და ვყინავდი. ხბოს ხორცი გუდვილში იყიდება, რამდენსაც გინდა აგიწონიან და ამასაც ვყინავდი.

Posted by: makuna33 26 May 2012, 11:21
კარაქის მიცემა უნდა დავუწყო და რომელს მირჩევთ?

Posted by: Mafanya 26 May 2012, 11:26
basti-bubuuu
QUOTE
არა-ჯერ ძროხის ხორციო და ყოველდღეო.და მაწონზე რას მეტყვი-მეორე დღეს შეიძლება მივცე წინა დღით გახსნილი?ვაიმე-წვრილი ძუის რა არის-საწური? 

ყოველ დღე ძროხის ხორცი დიდისთვისაც მძიმე მოსანელებელია რამე ხომ აერია შენს პედიატრს?

წვრილი ძუის საწური არის საცერი wink.gif

Posted by: coroline 26 May 2012, 11:32
გოგოებო წიწიბურას და გრერკულესს შეფუთვაში ყიდულობთ თუ წონით? სიმინდის ფაფას როგორ აკეთებთ?

Posted by: tlikina 26 May 2012, 13:43
Mafanya
Mე ყოველდღე ვაჭმევ ხორც,ხან წიწილის,ხან ხბოს ხორცს. 40 გრ დღეში შეიძLებაო, 2 პედიატრმა მითხრა,ორივეს ვენდობი

Posted by: trombonelady 26 May 2012, 13:47
tlikina
QUOTE
Mე ყოველდღე ვაჭმევ ხორც,ხან წიწილის,ხან ხბოს ხორცს. 40 გრ დღეში შეიძLებაო, 2 პედიატრმა მითხრა,ორივეს ვენდობი

ხბო და წიწილა ხო, და თან 40 გრამი, მაგრამ 6 თვის ბავშვისთვის ძროხის ხორცი ყოველდღე მძიმეა, + ამას მაწონიც

Posted by: tako44 26 May 2012, 14:08
ბოსტნეულის ფაფა როგორ უნდა მოვუმზადო? ბოსტნეულის ფაფით დავიწყოთ დამატებაო, პედიტრმა, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ფაფები ძალიან გემრიელია და მერე ბოსტნეული შეიძლება აღარ შეჭამოსო. ხოდა როგორ უნდა მოვუმზადო?

Posted by: matmatuna 26 May 2012, 15:45
ჩვეულებრივად მოხარშე ერთი სახის ბოსტნეული და დააბლენდერე. მერე ფორმულით გაუთხელე და შეჭამს, მითუმეტეს ფორმულას გემო ნაცნობი იქნება ბავშვისთვის და ცოტა დაატკბობს კიდეც. ორთქლზე თუ მოუმზადებ, უკეთესი იქნება, შეინარჩუნებს ბევრს ვიტამინებს smile.gif
ისე პირველ საკვებად მაინც ბურღულეული ითვლება. ესეც შეგიძლია სახლში გაუკეთო. მე ბლენდერში ვფქვავ შვრიას და ვხარშავ. ბრინჯიც შეგიძლია დაფქვა და ქერიც yes.gif გაითვალისწინე, რკინა სჭირდება ბევრი და სანამ ხორცს დაიწყებს, ეგ ფაფები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბოსტნეული...

* * *
basti-bubuuu
QUOTE
პედიატრმა მითხრა ხორცის გაყინვაც არ შეიძლებაო

სად დაიბადე-თქო, ერთი ჰკითხე შენს პედიატრს, ჩემს მაგივრად biggrin.gif
6 თვის ბავშვისთვის ძალიან ადრეა ხორცი... სად გეჩქარება, არსად გარბის, მაგის დროც მოვა და აცალეთ ამ ბავშვებს "აღუობა" biggrin.gif

Posted by: Nila 26 May 2012, 16:19

Free Aquarius
QUOTE
სხვა როცა ჭამს ამასაც აინტერესებს და ითხოვს

ჩემიც მასეა, მაგრამ რომ გასინჯავს, გვაფურთხებს biggrin.gif
QUOTE
ხილიც არაფერი უყვარს?რა ასაკისაა და რამდენი კილოა?

ხილი კი უყვარს, მაგრამ აბა, ხილი რას გაასუქებს?. sad.gif
1 წლის გახდა.
ზუსტ წონას ახლა აცრაზე რომ მივიყვან, გავარკვევ.
ისე , 11 თვის 8 . 600 იყო.

Posted by: lizaveta 26 May 2012, 16:30
Nila
ტყუპები 6-7თვისები იყვნენ მაგხელები :

აი ლიზი 3წლის გახდა და 14კგ.მდეა და 95სმ.მდე

Posted by: basti-bubuuu 26 May 2012, 18:33
ოოოოოოოოო სულ დავიბენი ეხლა.

ისე მე ბოსტნეული პიურეს თავისივე წყლით ვუთხელებ-არა?

matmatuna

სახლში დამწადებულ ბურღულის ფაფას ფორმულით ათხელებ?

Posted by: matmatuna 26 May 2012, 19:08
basti-bubuuu
QUOTE
სახლში დამწადებულ ბურღულის ფაფას ფორმულით ათხელებ

თავიდან სანამ პატარა იყო და ვერ ავუდიოდი ბევრ საქმეს, ყუთით ვყიდულობდი საბავშვო ფხვნილს - ბრინჯი, შვრია, ქერი და შერეული (ცოტა გვიან უკვე ხილიანსაც ვყიდულობდი) და ის პირდაპირ თბილ ფორმულაში იხსნებოდა. ინსტრუქციას უნდა გადახედო პროდუქტისას და იმის მიხედვით მოამზადო. თუ გინდა თვითონ დაფქვი, ოღონდ ხარშვა უნდა მასე მომზადებულს 10-20 წუთი. წყალში რომ მოხარშავ, ისეთ სქელს ხომ ვერ აჭმევ, ჰოდა ფორმულით გაათხელებ თან გემოსაც მისცემს.
QUOTE
ისე მე ბოსტნეული პიურეს თავისივე წყლით ვუთხელებ-არა?

კიიი, თუ მასე გირჩევნია და ჭამს რატომაც არა. შენი სურვილის მიხედვითაა.

Posted by: tlikina 26 May 2012, 19:45
trombonelady
არა,ძროხის ხორცს ეხლაც არ ვაჭმევს 10 თვისა, არც მაწონს,
საერთოდ 6 თვის ხორც არ ვაძლევდი, 8 თვის ხდებოდა რო მივეცი,ისიც წიწილის ხორცი

Posted by: tamo7779 26 May 2012, 21:29
basti-bubuuu
ვერ გავიგე, ყოველდღე ხორცი?!

makuna33

ვალიო
Nila
სიმაღლესაც აქვს მნიშვნელობა

Posted by: arazam 26 May 2012, 22:57
tlikina
QUOTE
არა,ძროხის ხორცს ეხლაც არ ვაჭმევს 10 თვისა

ხბო და თევზი//?

Posted by: Free Aquarius 26 May 2012, 23:20
Nila
QUOTE

ჩემიც მასეა, მაგრამ რომ გასინჯავს, გვაფურთხებს 


რა ძნელია როცა არაფერი მოსწონს sad.gif დღეს დილის 9 ზე რომ დალია რძე 4-მდე არაფერი უჭამია.მწყერის კვერცხი შევუწვი ყველთან ერთად და მიირთვა თავისი ხელით,თან გულზე ხელს იდებდა მიყვარსო biggrin.gif:D:D

QUOTE
ისე , 11 თვის 8 . 600 იყო


იდეალური წონა აქვს შენს გოგოს,რასაც ჭამს ყოფნის ალბათ,არ ინერვიულო smile.gif ცხრილში ეგ წონაა ნორმა მაგ ასაკის ბავშვზე.
Ipad-დან ვერ ვდებ ცხრილს

Posted by: lineika 26 May 2012, 23:32
გოგოებო ნესკვიკის კაკაო შეიძლება 2 წლის ბავშვისთვის?? ნუ 2წლის და 2 თვის.
რძეს ვერ ვასმევ სხვანაირად ვერაფრით. ნესკვიკზე გადაირია ისე მოსწონს.

აუ არ მითხრათ, რომ არა :შ

Posted by: tlikina 26 May 2012, 23:36
arazam
ხბო და წიწილი კი ,თევზი არა,ალერგიულია და 1 წლამდე არ მისცეო, არც კვერცხი sad.gif

Posted by: trombonelady 27 May 2012, 11:18
lineika
QUOTE
რძეს ვერ ვასმევ სხვანაირად ვერაფრით. ნესკვიკზე გადაირია ისე მოსწონს.

ნესკვიკი შეიძლება თუ არა არ ვიცი, მაგრამ არ არის კატასტროფა რძეს თუ არ სვამს, ყველს ჭამს? სხვა რძის ნაწარმს ჭამს? თუ კი მაშინ არ არის საჭირო რძე

Posted by: Free Aquarius 27 May 2012, 11:48
QUOTE (tlikina @ 26 May 2012, 23:36 )
arazam
ხბო და წიწილი კი ,თევზი არა,ალერგიულია და 1 წლამდე არ მისცეო, არც კვერცხი sad.gif

მწყერის კვერცხი შეგიძლია მისცე,არაა ალერგიული

Posted by: lineika 27 May 2012, 11:53
trombonelady
კი ყველს ჭამს,ზოგჯერ მაწონსაც და ნაჭოს დესერტს.რა ვიცი,მეგონა რძე აუცილებელი იყო.და ერთი წლის მერე,ძუძუს რო თავი დაანება, საერთოდ არ სვამს.

Posted by: tlikina 27 May 2012, 15:53
Free Aquarius
უკვე ნელნელა ვიწყებთ ახალი საკვების გასინჯვას, კვერცხზეც რო მივალთ,მეც ვფიქრობ მწყრის კვერცხი გავასინჯო

Posted by: Free Aquarius 29 May 2012, 00:34
გოგოებო მწვანე ხახვს უმად აჭმევთ ბავშვებს?ჩემსას ძაან უყვარს.ნეტა კუჭს ხომ არ გაუღიზიანებს?

Posted by: keme-keme 29 May 2012, 00:38
ჩემი დღეს გახდა 7 თვის და ხორცს ჭამს უკვე,ჰიპის ბანკებიდან,მაგარი გამოგონებაა ისე,არც გაზები აწუხებს და არაფერი.

Posted by: tako44 29 May 2012, 00:52
matmatuna
მადლობა ძალიან დიდი.
2kiss.gif

Posted by: bubu_dato 29 May 2012, 08:56
გოგოებო მაინტრესებს ჰეინცის პეჩენიას როგორ უმზადებთ. 6 თვის ვართ და რცხილაძემ ხაჭო და მაწონი არ მისცე ჯერო და თავის რძეში გავურიო? ან ხილფაფებში არ შეიძლება?

Posted by: arazam 29 May 2012, 10:57
Free Aquarius
QUOTE
გოგოებო მწვანე ხახვს უმად აჭმევთ ბავშვებს?ჩემსას ძაან უყვარს.ნეტა კუჭს ხომ არ გაუღიზიანებს?

ჩემიც ჭამს ხახვსაც და ნიორსაც smile.gif

Posted by: basti-bubuuu 29 May 2012, 12:42
bubu_dato

ხილფაფას რას აძლევ?

მე კიდევ დამიმატა ჩემმა შვილმა სადარდებელი ჭამასთან დაკავშირებით-6 თვის და 5 დღისაა.და აქამდე ფრისო 1-ს ვაჭმევდი ფაფას და ბოსტნეულის პიურეს ხოდა შუალედებს მაქსიმუმ 3 საათს აკეთებდა.გადავედით ფრისო 2-ზე,ფაფაც 6 თვიდან მისაცემი მივეცი და პიურესაც ცოტა მეტს ვაძლევ.ხოდა აკეთებს შუალედს 3,5-4 საათს,მაგრამ მეხუთე კვება ამოაგდო.ხოდა ისედაც არაფერს სვამს-არც წყალს არც წვენს-და კიდე ეს 210 მლ ფორმულა რომ ამოაგდო რა უნდა ვქნა ნეტა?

Posted by: gokieli 29 May 2012, 13:10
დედებო,

თევზს რა ასაკიდან აძლევთ? და რომელ თევზს?

კიდევ ერთი. მარწყვი წლამდე ასაკის ბავშვისთვის შეიძლება?

Posted by: arazam 29 May 2012, 14:26
gokieli
QUOTE
თევზს რა ასაკიდან აძლევთ? და რომელ თევზს?

8 თვისას მივეცი კალმახი
QUOTE
მარწყვი წლამდე ასაკის ბავშვისთვის შეიძლება?

მარწყვი 10-11 თვისას მივეცი ოღონდ რძე დავასხი ცოტა ხანს გავაჩერე და მერე ვაჭმევდი

Posted by: ათულია 29 May 2012, 14:31
gokieli
თევზი მივეცი 7 თვიდან
QUOTE
მარწყვი წლამდე ასაკის

ოთო 8 თვისაა და სამიდღის წინ გავასინჯე
სახლის იყო მაგარამ დავასხი რძე გავაჩერე ცოტა ხანი რომ ამოვიღე მერე გავთალე და მშვენივრად მიირთვა

Posted by: Unitended 29 May 2012, 16:21
QUOTE
თევზს რა ასაკიდან აძლევთ? და რომელ თევზს?

წლამდე არაო თუმცა 7-8 თვიდანაც აძლევენ და ძირითადად კალმახს
QUOTE
კიდევ ერთი. მარწყვი წლამდე ასაკის ბავშვისთვის შეიძლება?

გაასინჯო შეგიშლია და თუ ნახე ალერგია არ მისცა აჭმევ ჩვეულებრივ


QUOTE
მარწყვი 10-11 თვისას მივეცი ოღონდ რძე დავასხი ცოტა ხანს გავაჩერე და მერე ვაჭმევდი

მეც ასე ვაპირებდი მაგრამ ვინ მაცალა, პირდაპირ მიუციათ სახლში
რომ ვნახე ტუჩებს აწკაპუნებდა მოთხუპნული და კიოდა ბოლო ხმაზე კიდევ უნდოდა


მემგონი ძალიან დაფეთებაც არ ვარგა რავიცი ყველაფერი უნდა მისცე თუ მიიღო

Posted by: arazam 29 May 2012, 16:27
Unitended
ყველაფერი უნდა მისცე ოღონდ არა ისეთები რაც მომწამვლელია,
რძეს განა მარტო პირველ 2 ჭამას ვასხავდი ,2 წლის ხდება და ეხლაც ასე ვაკეთებ, კლავს მომწამვლელ ბაქტერიებს და დღეს ნაყიდი მარწყვით მომეწამლება თუ ხვალ არ ვიცი,ამიტომ ვიზღვევ თამს, თორე ყველაზე ნაკლებად ფეთიანი დედა ვარ

Posted by: Clown 29 May 2012, 16:29
7 თვის ბავშვს რა ვაჭამო მირჩიეთ რა ბუნებრივ კვებაზეა და ჰუმანას შვრიის ფაფის და ბრინჯის ფაფის გარდა არ იკარებს არაფერს. ბოსტნეულის სუპიც გავუკეტე, მარტო კარტოფილი და სტაფილოც, კარტოფილი და ყველიც არაფერი არ უნდა. არც მაწონი და პეჩენია

Posted by: arazam 29 May 2012, 16:31
Clown
გერკულესიი,წიწიბურა გიცდია?
/...........................................

Posted by: Unitended 29 May 2012, 16:37
arazam
ზოგადად დავწერე შენზე არ მიმინიშნებია smile.gif
მე ვარ ფეთიანი ზუსტად


Posted by: arazam 29 May 2012, 16:38
Unitended
2kiss.gif
......................................................................

Posted by: matmatuna 29 May 2012, 16:52
arazam
QUOTE
რძე კლავს მომწამვლელ ბაქტერიებს

eek.gif ეს როგორ?

Posted by: trombonelady 29 May 2012, 16:52
bubu_dato
QUOTE
გოგოებო მაინტრესებს ჰეინცის პეჩენიას როგორ უმზადებთ. 6 თვის ვართ და რცხილაძემ ხაჭო და მაწონი არ მისცე ჯერო და თავის რძეში გავურიო? ან ხილფაფებში არ შეიძლება?

კი შეიძლება ხილფაფაშიც და თავის რძეშიც და ძალიანაც მოეწონება პატარას. ჩაიშიც შეგიძლია სცადო, ჰიპის ჩაიში ჩაუფუნჩხე მაგრამ აფუებას არ ელოდო ჰეინცის პეჩენიისგან.

Posted by: ninia84 29 May 2012, 19:23
arazam
ცივ რძეს ასხამ და მერე რეცხავ თუ როგორ აკეთებ?

Posted by: gokieli 29 May 2012, 21:05
arazam
ათულია

მადლობა.))
რძეზე პირველად გავიგე. გავაკეთებ მაგასაც.

Posted by: arazam 29 May 2012, 23:30
ninia84
QUOTE
ცივ რძეს ასხამ და მერე რეცხავ თუ როგორ აკეთებ?

ხო ცივ რძეს ვასხავ,გავაჩერებ 5 წუთი და გადავწურავ, აღარ ვრეცხავ მერე

Posted by: tamuska27 30 May 2012, 01:12
gokieli
QUOTE
თევზს რა ასაკიდან აძლევთ? და რომელ თევზს?

6 თვის და 1 კვირის იყო პირველად რომ მივეცი და დღემდე კვირაში 1 ხელ ვაძლევ, ხან კალმახს,ხან ორაგულს,მაგრამ უფრო ხშირად ვირთევზას(cod).
თავიდან თეთრი თევზი მიეციო მე ასე მირჩიეს.
QUOTE
მარწყვი წლამდე ასაკის ბავშვისთვის შეიძლება?

ჩემი ჭამს მარწყვს, ოღონდ სხვა ხილთან ერთად ნაზავს მზა ფაფას.
* * *
Clown
QUOTE
7 თვის ბავშვს რა ვაჭამო

სხვადასხვა ხილი-ბოსტნეული გაასინჯე ....
რაც მეტს გაასინჯებ მეტი შანსია რომ რამე მოეწონოს smile.gif
* * *
ეხლა მე რა მაინტერესებს...

სადილის მომზადების წესი იქნებ ვინმემ მირჩიოთ სხვაგვარი და სასარგებლო.

მე ხორცხ ვხარშავ.(თევზი,ქათამი,ძროხა)
ბოსტნეულს ორთქლზე ვთუშავ და მერე ორივეს ვაბლენდერებ.
easy peasy lemon squeezy... smile.gif

Posted by: matmatuna 30 May 2012, 06:11
arazam
ვაიმე, რძით ბაქტერიებს როგორ ხოცავ, მითხარი თორემ გადავირიე biggrin.gif
რანაირად ხდება, ამიხსენით mo.gif

Posted by: ninia84 30 May 2012, 07:16
arazam
მადლობა

============

Posted by: basti-bubuuu 31 May 2012, 00:25
და ეს ორთწლზე მოხარშვა როგორ ხდება?

Posted by: Nila 31 May 2012, 00:46
tamo7779
QUOTE
Nila
უი, ამმარწყვზე გამახსენდა, მარწყვის ორგანულ ტყლაპს ათოხლავებს ქალი, აუ როგორ მოეწონა

ყოჩაღ. რა ასაკისაა?. ალბათ ბევრი კბილი აქვს უკვე, თორემ ტყლაპს როგორ შეჭამდა , არა? smile.gif
* * *
lizaveta
QUOTE
Nila
ტყუპები 6-7თვისები იყვნენ მაგხელები :

შენ კარგები გყავს love.gif ნერვებს არ გიშლიან ჭამის დროს smile.gif

Posted by: tamo7779 31 May 2012, 10:21
Nila
კი, თუმცა 10 თვისას ამოგვივიდა პირველი კიჭი, ახლ;ა აშკარად ბევრი გვაქვს smile.gif
ქართულ ტყლაპს არ გავს, უფრო სქელია, თუმცა ეს ქალბატონი ჩვენს ტყლაპსაც იპარავდა ზამთარში და წუწნიდა smile.gif
2 წლის ხდება 1 კვირაში

Posted by: ninidediko 31 May 2012, 17:04
gokieli
თევზი 8 თვიდანაა რეკომენდირებული

Posted by: tamuska27 31 May 2012, 17:49
basti-bubuuu
QUOTE
და ეს ორთწლზე მოხარშვა როგორ ხდება?

აი დაახლოებით ასეთ ქვაბში ქვევით ისხმევა წყალი და სეტკებიანში აწყობ ბოსტნეულს
* * *
ნუ კიდევ არის სხვა გზებიც....
მე აქ მირჩიეს ორთქლზე მოთუშული ბოსტნეული და ხილი, უფრო მეტ ვიტამინს ინარჩუნებსო matmatunaმ მითხრა smile.gif biggrin.gif

და სადილის მომზადების წესს არავინ მეტყვის 9 თვის ბავშვისთვის???


Posted by: matmatuna 1 Jun 2012, 02:25
tamuska27
QUOTE
და სადილის მომზადების წესს არავინ მეტყვის 9 თვის ბავშვისთვის???

რაიმე განსაკუთრებულს გულისხმობ?
როგორც აქამდე ამზადებდი,ისე გაგრძელება სჯობს, არა? შემწვარ-მოხრაკულები მგონი ადრეა შენი მრგვალისთვის... სუნელები დაამატე კერძში, მწვანილი და ეყოფა ამ ეტაპზე biggrin.gif

Posted by: tako44 1 Jun 2012, 02:35
დედაჩემი მიკეთებდა მასე მარწყვს ბავშვობაში, დღემდე ისე თუ შევჭამე და დამინახა, გიჟს გავს facepalm.gif lol.gif

ლოგიკაში ვერ ჩავსვი, მარა ბევრისგან გამიგია.

Posted by: tamuska27 1 Jun 2012, 12:34
matmatuna
OK.
აქ თვალი მოვკარი კარაქში მოშუშულ ხახვს და ვიფიქრე სხვაგვარად ხომ არ მოვუმზადოთქო ....smile.gif
ხო, ასე მგონი ყველაზე სასარგებლოა.
რაც მთავარია healthy balanced diet აქვს

Posted by: Nila 3 Jun 2012, 17:46
Free Aquarius
QUOTE
რა ძნელია როცა არაფერი მოსწონს

ხო, საშინელებაა.. გუშინ საზამთრო გავასინჯე, ძალიან მოეწონა __ თავის ხელით ჭამა. მაგრამ მარტო ხილი რას უშველის ?. sad.gif
წესით, ფორმულის მიცემა უნდა შემეწყვიტა 1 წლის რომ გახდა, მაგრამ ისევ ვაგრძელებთ , იმიტომ რომ საჭმელს არ ეკარება vis.gif
Free Aquarius
QUOTE
მწყერის კვერცხი შევუწვი ყველთან ერთად და მიირთვა თავისი ხელით,თან გულზე ხელს იდებდა მიყვარსო biggrin.gif:D

რა ბედნიერი იქნებოდი, წარმომიდგენია smile.gif
QUOTE
იდეალური წონა აქვს შენს გოგოს,რასაც ჭამს ყოფნის ალბათ,არ ინერვიულო  ცხრილში ეგ წონაა ნორმა მაგ ასაკის ბავშვზე.

გაიხარე, დავმშვიდდი .
ახლა კიდევ ცოტა მოძლიერდა, ადრე ისეთი სუსტი იყო, თავს ვერ იმაგრებდა , რომ ფეხზე დამდგარიყო .

Posted by: merkantil 3 Jun 2012, 19:17
tamuska27
QUOTE
მე აქ მირჩიეს ორთქლზე მოთუშული ბოსტნეული და ხილი, უფრო მეტ ვიტამინს ინარჩუნებსო

მართალიაsmile.gif თითქმის წლამდე ვუმზადებდი ორთქლზე ბოსტნეულს. ეხლაც თუ მშრალად უწევს ბოსტნეულის ჭამა, მაგალითად ხორცთან ერთად, მაშინაც ორთქლზე ვუმზადებ. უფრო გემრიელიც არის.

Posted by: tamuska27 3 Jun 2012, 20:57
merkantil
ხო, ამასაც მოსწონს და გემრიელად მიირთმევსხოლმე.
კარგი მატებაც აქვს, 9 თვისა 9,5 კგ და 73 სმ არის.



Posted by: Nila 5 Jun 2012, 05:33
tamo7779
QUOTE
Nila
ქართულ ტყლაპს არ გავს, უფრო სქელია, თუმცა ეს ქალბატონი ჩვენს ტყლაპსაც იპარავდა ზამთარში და წუწნიდა
2 წლის ხდება 1 კვირაში

მასეთი უნდა იყოს ბავშვი, ჭამაზე დაძალება არ სჭირდებოდეს up.gif smile.gif

ისე, გოგოებო, ეს მარწყვზე რძის დასხმა პირველად გავიგე user.gif
მე, ჩვეულებრივ გარეცხილი მივცი და დავიღუპე?. givi.gif rolleyes.gif ალერგია არ მიუცია...
ხილიდან მხოლოდ კივზე ჰქონდა ალერგია..

Posted by: matmatuna 5 Jun 2012, 06:21
Nila
QUOTE
ისე, გოგოებო, ეს მარწყვზე რძის დასხმა პირველად გავიგე

მეც და ძალიან მაინტერესებს როგორ ხდება... ალბათ რძის ბაქტერიები ებრძვიან მარწყვისას და ყველა ბაქტერია ამ ბრძოლაში იღუპება mo.gif
tamuska27
QUOTE
აქ თვალი მოვკარი კარაქში მოშუშულ ხახვს და ვიფიქრე სხვაგვარად ხომ არ მოვუმზადოთქო

წლამდე ბავშვს? არ ვიცი, თუ გინდა გაასინჯე... ოდნავ მოშუშული.
QUOTE
კარგი მატებაც აქვს, 9 თვისა 9,5 კგ და 73 სმ არის.

მრგვალი... თAვიც,თვალებიც, პირიც მრგვალი აქვს და ფეხები - ბოტოტა love.gif

Posted by: irinka1983 5 Jun 2012, 07:08
Nila

რძე რომ მოსცე უკვე, ხომ არის უკვე 1 წლის? და იქნებ ფორმულას რომ შეუწყვიტავ, მოუმატოს ჭამას? ჩემმა რომ ძუძუს თავი დაანება, გააუმჯობესა ჭამა(ჩემიც ძაან ფიქიაbiggrin.gif)

Posted by: Nila 5 Jun 2012, 08:25
matmatuna
QUOTE
ალბათ რძის ბაქტერიები ებრძვიან მარწყვისას და ყველა ბაქტერია ამ ბრძოლაში იღუპება

რაც არ ვიცი, არ ვიცი biggrin.gif rolleyes.gif
irinka1983
QUOTE
Nila

რძე რომ მოსცე უკვე, ხომ არის უკვე 1 წლის? და იქნებ ფორმულას რომ შეუწყვიტავ, მოუმატოს ჭამას?

რძეს ვაძლევ უკვე.
ნუ , რძეს რა__ თბილ რძეში ვურევ Shortbread Cookies და კრემივით რომ გახდება, მასე ვაჭმევ. მაინც ხომ ითვლება რძედ?.
პირველ 2-3 კოვზს თავისით ჭამს, მერე უკვე ვატენი biggrin.gif facepalm.gif
ფორმულას დილა-საღამოს სვამს. ზოგჯერ შუადღესაც. . ისე ვერ კმაყოფილდება sad.gif
QUOTE
ჩემიც ძაან ფიქია)

ამაზე "ფიქი" თუ ვინმე შეიძლება იყოს , აღარ მგონია.. vis.gif

Posted by: matmatuna 5 Jun 2012, 15:23
Nila
რამით რომ გაართო? არ არის კარგი ასე შეჩვევა, მაგრამ თუ სხვა გზა არ არის და ბავშვი მართლა არ ჭამს საკმარისს? მე დუდუს სხვანაირად ვერ ვაჭმევ, აი არ ჭამს და მორჩა! თAვისი მულტფილმები აქვს, ცოტა განსხვავებული და ისინი უნდა. მასე ვაჭმევ მე, წყალსაც კი კოვზით ვასმევ, თორემ გახმებოდა აქამდე mo.gif

Posted by: irinka1983 5 Jun 2012, 15:28
Nila

რომელ ფორმულას აჭმევ? 12 თვემდე რომ არის ის მგონი აღარ შეიძლება, ეხლა 24 თვემდე რომ აწერია ის მიეცი.

ეგრეც იღებს რძეს ფაფის სახით, მარა ბოთლში რომ ჩAუსხა, არ დალევს?


Posted by: Nila 5 Jun 2012, 19:12
matmatuna
QUOTE
Nila
რამით რომ გაართო?

შენ რომ ჩვენი ჭამის პროცესი განახაა... ფაქტობივად კონცერტს ვუდგამ givi.gif facepalm.gif ტელევიზორიც ჩართულია მაგ დროს cartoon channel-ზე.

matmatuna
ფორმულას კიდევ აგრძელებთ ?.
შენ წყალზეც წვალობ თურმე.. sad.gif ჩემი წყალს კი შეეჩვია__ ბოთლიდან უპრობლემოდ სვამს, მაგრამ საჭმლის დანახვაც არ უნდა. მხოლოდ ხილი და ავოკადო.
irinka1983
QUOTE
Nila

რომელ ფორმულას აჭმევ? 12 თვემდე რომ არის ის მგონი აღარ შეიძლება, ეხლა 24 თვემდე რომ აწერია ის მიეცი.

სიმილაკს.
არც დავკვირვებულვარ, ამას 24-თვემდე თუ აქვს rolleyes.gif
* * *
irinka1983
QUOTE
ეგრეც იღებს რძეს ფაფის სახით, მარა ბოთლში რომ ჩAუსხა, არ დალევს?

ანუ ფორმულა რომ რძით ჩავუნაცვლო, მაგას ამბობ?.

Posted by: irinka1983 5 Jun 2012, 19:23
Nila


შენ უკვე ალბათ ეს უნდა მისცე, კითხე მაინც პედიატრს.
http://similac.com/baby-formula/similac-go-and-grow

მე არ ვაჭმევდი ფორმულას, მაგრამ მახსოვს პედიატრმა მითხრა თუ რძეს არ დალევს მაშინ თოდლერის ფორმულა მიეციო. შენც გადაამოწმე მაინც



ხოო რძით რომ შეუცვალო უკვე ფორმულა, უკვე წლიდან შეიძლება რძე, ჩემმა რძე უპრობლემოდ მიიღო

Posted by: matmatuna 5 Jun 2012, 19:51
Nila
QUOTE
ტელევიზორიც ჩართულია მაგ დროს cartoon channel-ზე.

ამაზე არ ჭამს, Iპადზე აქვს აპლიკაცია და იმას უყურებს. იმ მულპფილმებში არ არის ბევრი მოქმედება და არ აღიგზნება ხოლმე ზედმეტად და ჭამს.
QUOTE
შენ წყალზეც წვალობ თურმე..

ჰო, არ სვამს სხვანაირად... ბოთლიდან მხოლოდ რძეს სვამს, იმასაც ცოტას.
QUOTE
ფორმულას კიდევ აგრძელებთ ?.

არა, რძეს 2%
1 წლის რომ გახდა, მივეცი ძროხის რძე და სვამდა, მაგრამ რადგან დიდი მჭამელი არ იყო, პედიატრმა საჭირო კალორიები რომ მიიღოს, ისეც ფორმულა მიეციო და გადავედით თოდლერზე, როგორც ირინკამ გითხრა. ახლა ისევ რძეზე გადმოვედით და ვართ ასე biggrin.gif
1 წლის გახდა და ფორმულით აღარ უნდა "გაძღეს", ხვდები? თAვიდან შეამცირე ფორმულა და იქნებ მოშივდეს და ჭამოს... გადახედე ნეტში უამრავი ნიმუშია და რეკომენდაციებია ამასთAნ დაკავშირებით, რომელიმეს მოირგებთ
იქნებ სახლში შენს მიერ მომზადებული ჭამოს? იქნებ ეს ჯარფუდი არ მოსწონს ბავშვს boli.gif

Posted by: Free Aquarius 6 Jun 2012, 00:41
Nila

QUOTE
გუშინ საზამთრო გავასინჯე, ძალიან მოეწონა __ თავის ხელით ჭამა. მაგრამ მარტო ხილი რას უშველის ?

ჩემსასაც უყვარს ხილი.მაგედან მაინც მიიღებს ვიტამინებს.არ ვაძალებ საჭმელს,თუ უნდა ჭამს ხოლმე.თუ ცოტა ზედმეტად შევაწუხე მეჩხუბება biggrin.gif


QUOTE
წესით, ფორმულის მიცემა უნდა შემეწყვიტა 1 წლის რომ გახდა, მაგრამ ისევ ვაგრძელებთ


მეც ვასმევ 12 თვიდან რომ არის ნუტრილაკი.ძროხის რძეც მინდა მივცე და არ ვიცი რა ვქნა,ადრე შეკრულობა ჰქონდა და მეშინია ისევ არ შეკრას.

QUOTE
ახლა კიდევ ცოტა მოძლიერდა, ადრე ისეთი სუსტი იყო, თავს ვერ იმაგრებდა , რომ ფეხზე
დამდგარიყო

შეეცვლება გემოვნება და დაიწყებს ჭამას smile.gif ბავშვი თვითონ ხვდება ორგანიზმს რა დროს რა სჭირდება.მთავარია არ დავაძალოთ რომ არ შევაძულოთ საჭმელი.ესე ლაპარაკი ადვილია მაგრამ რა ძნელია შესრულება biggrin.gif

Posted by: Nila 6 Jun 2012, 06:38
irinka1983
QUOTE
ხოო რძით რომ შეუცვალო უკვე ფორმულა, უკვე წლიდან შეიძლება რძე, ჩემმა რძე უპრობლემოდ მიიღო

ვცდი , იქნებ მოეწონოს .

matmatuna
QUOTE
არა, რძეს 2%

რატომ 2 %-იანს?. ბავშვისთვის whole milk აუცილებელია . ის კი არა , მაწონსაც მხოლოდ whole milk -ზე დამზადებულს ვყიდულობ.

QUOTE
1 წლის გახდა და ფორმულით აღარ უნდა "გაძღეს", ხვდები?

კი, ვიცი, მაგიტომ ვნერვიულობ user.gif
QUOTE
იქნებ სახლში შენს მიერ მომზადებული ჭამოს? იქნებ ეს ჯარფუდი არ მოსწონს ბავშვს 

ამის გულისთვის საჭმელების კეთება ვისწავლე givi.gif
Free Aquarius
QUOTE
ძროხის რძეც მინდა მივცე და არ ვიცი რა ვქნა,ადრე შეკრულობა ჰქონდა და მეშინია ისევ არ შეკრას.

რძე შეკრულობას არ იწვევს, __ მგონი პირიქით .
QUOTE
მთავარია არ დავაძალოთ რომ არ შევაძულოთ საჭმელი.ესე ლაპარაკი ადვილია მაგრამ რა ძნელია შესრულება 

მართალი ხარ, შესრულებაა ძნელი biggrin.gif
QUOTE
შეეცვლება გემოვნება და დაიწყებს ჭამას

იმედი მაქვს smile.gif

Posted by: matmatuna 6 Jun 2012, 08:43
Nila
QUOTE
რატომ 2 %-იანს?. ბავშვისთვის whole milk აუცილებელია . ის კი არა , მაწონსაც მხოლოდ whole milk -ზე დამზადებულს ვყიდულობ.

18 თვიდან ახალი რეკომენდაციაა და 1-2% რძეო თლა უმფროსმა პედიატრებმა biggrin.gif თქვენ ჯერ არა და ალბათ მაგ დროისთვის გაგაფრთხილებთ პედიატრი yes.gif
იოგურტს ისევ ცხიმიანს ვაძლევ ჯერ-ჯერობით, ვაპირებ მაგის ნაკლებცხიმიანზე გადაყვანას მალე. ვარკვიე ბევრი ამასთAნ დაკავშირებით და არა რაა... როგორც ჩანს არ არის კარგი ეს ცხიმიანი რძე და მისი ნაწარმი user.gif

Posted by: veriko_zuka 6 Jun 2012, 15:01
გოგოებო რა მაინტერესებს 4 თვიდან ვაჭმევ ფაფებს, მეუღლეს აფთიაკში შემთხვევით სხვა ფაფა გამოანეს რაც დავაბარე ის არა ანუ 6 თვიდანაა ის ფაფა ჩვენ 21 ში ვხდებით 6თვისები და რო მივცე რამე ხომ არ იქნება? 5 ტვის და 2 კვირისები ვართ

Posted by: nikmaik 6 Jun 2012, 15:24
veriko_zuka
მე დავიცდიდი 6 თვემდე

Posted by: tamuska27 6 Jun 2012, 16:15
veriko_zuka
nikmaik მართალს ამბობს
* * *
matmatuna
Nila

ეს რა დღეში ყოფილხართ.

ჩემიც არ სვავდა ხოლმ წყალს.
რა აღარ ვაცადე - კოვზით, საწოვარა ბოთლით, ბავშვის ჭიქით, ჩვეულებრივი ჭიქით და ერთ მშვენიერ დღეს გარეთ რომ ვიყავით მე დავლიე სპორტული ბოთლიდან და გამოიწია ბოთლისკენ.
იმის მერე სპორტული ბოთლიდან სვავს სიხარულით, დღეში რამონიმეჯერ.

ჭამას რაც შეეხება, ვიტამინები დაუნიშნეს (აქ როგორც ყველას) 6 თვიდან და ამის მერე საგრძნობლადე მოუმატა ჭამას.

Posted by: Nila 6 Jun 2012, 20:02
matmatuna
QUOTE
18 თვიდან ახალი რეკომენდაციაა და 1-2% რძეო თლა უმფროსმა პედიატრებმა

ჰოო, ესეიგი ჩვენთვის ჯერ ადრეა.

ისე, რატომ არაა კარგი ცხიმიანი რძე? არ მიძებნია მაგაზე ინფო

tamuska27
QUOTE
Nila

ეს რა დღეში ყოფილხართ.

ჩემიც არ სვავდა ხოლმ წყალს.
იმის მერე სპორტული ბოთლიდან სვავს სიხარულით, დღეში რამონიმეჯერ.

რა მაგარია. რა ასაკისაა შენი?. smile.gif
ჩემმა წყლის სმა ფაქტობრივად 10 თVიდან დაიწყო, იქამდე საერთოდ არ დაულევია user.gif

Posted by: ლუნა 6 Jun 2012, 20:25
veriko_zuka

შენი გადასაწყვეტია მაგრამ ჩემი 18 ში ხდება 6 თვის და გუშინ მივეცი ნესტლეს წიწიბურის ფაფა 6 თვიდან..


გოგოებო ჩემი შვილი მარტო ტკბილ ფაფებს ჭამს, რაც ტკბილი არ არის პირს არ იკარებს (მაგ. პიურეს) და როგორ მოვანდომო?

Posted by: tamuska27 6 Jun 2012, 21:35
Nila
QUOTE
რა მაგარია. რა ასაკისაა შენი?. 
ჩემმა წყლის სმა ფაქტობრივად 10 თVიდან დაიწყო, იქამდე საერთოდ არ დაულევია 


9 თვის და 2 კვირისაა.

* * *
ლუნა
QUOTE
მარტო ტკბილ ფაფებს ჭამს


ტკბილი ფაფა რას ნიშნავს? შაქრითაა?

Posted by: ლუნა 6 Jun 2012, 23:29
tamuska27
QUOTE
ტკბილი ფაფა რას ნიშნავს? შაქრითაა?

ნესტლეს წიწიბურის, ბრინჯის და ვინის სიმინდის მზა ფაფებს ვგულისხმობ, რაც დამტკბარია რათქმაუნდა..
მე დამატებით არაფერს ვუმატებ ცხელი წყლის გარდა..


Posted by: matmatuna 6 Jun 2012, 23:31
tamuska27
QUOTE
ვიტამინები დაუნიშნეს (აქ როგორც ყველას) 6 თვიდან და ამის მერე საგრძნობლადე მოუმატა ჭამას.

რატომ ნიშნავენ? ვერ იღებს საკვებიდან საკმერის თუ რად უნდა ეს სინთეტიკა?

Posted by: Free Aquarius 7 Jun 2012, 00:27
Nila

QUOTE
რძე შეკრულობას არ იწვევს, __ მგონი პირიქით


როგორც მე ვიცი იწვევს შეკრულობას.აღარ მომიწევს ძროხის რძის მიცემა.თხის რძეს ვასმევ დილით და ძილის წინ ფორმულას smile.gif

Posted by: tamuska27 7 Jun 2012, 01:18
matmatuna
QUOTE
რატომ ნიშნავენ? ვერ იღებს საკვებიდან საკმერის თუ რად უნდა ეს სინთეტიკა?


აქ არიან დაპროგრამირებულები.
A,C,D აუცილებლად უნდა მიიღოსო და ყველას 6 თვიდან 5 წლამდე უნიშნავენ ამ ვიტამინებს.
ზოგს უფრო ადრეც, თუ დედა ვეგეტარიანელია და ბავშვი ძუძუზეა, თუ ბავშვი ნაადრებად დაიბადა და ა.შ.

მე აღარ ვაძლევ.
თითქმის 3 თვე ვაძლიე ყოველ მეორე დღეს.
თან სხვა HV მ მითხრა შეგიძლია არც მისცე სანამ ფორმულაზეაო.
ფორმულაზე 2-3 წლამდე კი მეყოლება.
თან მგონი ყველაფერს ვაჭმევ, ვცდილობ მაინც.
ეს 2-3 კვირა კაი ამინდები იყო და ფეხების ტკივილამდე ვსეირნობდით.დე საც მგონი გამოიმუშავებდა.


* * *
ლუნა
QUOTE
ნესტლეს წიწიბურის, ბრინჯის და ვინის სიმინდის მზა ფაფებს ვგულისხმობ, რაც დამტკბარია რათქმაუნდა..


აწერია შაქარი აქვს დამატებულიო?

რამდენადაც ვიცი, დამატებული შაქრით არ ვარგა.
მიდრეკილება ექნება ბავშვს ტკბილისკენ და კბილების პრობლემაც შეიძლება ჰქონდეს მომავალში.

საქართველოში ჰეინცის პროდუქცია მგონი ძალიან პოპულარულია. ეგენი თითქმის ყველაფერში უმატებენ შაქარს sad.gif

Posted by: matmatuna 7 Jun 2012, 01:43
tamuska27
არადა აქ პირიქითაა, არ ნიშნავენ ვიტამინებს. ეგ ვიტამინები მართლაცაა ფორმულაში და რად უნდა? + საჭმლიდანაც იღებს. ფორმულას შემდეგ ძროხის რძეზე რომ გადავა D ვიტამინი იქაცაა საკმარისი smile.gif

Posted by: Nila 7 Jun 2012, 01:59
tamuska27
QUOTE
9 თვის და 2 კვირისაა.

პატარა ყოფილა baby.gif smile.gif
matmatuna
QUOTE
რატომ ნიშნავენ? ვერ იღებს საკვებიდან საკმერის თუ რად უნდა ეს სინთეტიკა?

გინდა თქვა რომ უსარგებლოა?. rolleyes.gif თქვენთვის არასდროს დაუნიშნავთ ?.

tamuska27
QUOTE
აქ არიან დაპროგრამირებულები.
A,C,D აუცილებლად უნდა მიიღოსო

მეც მაგ ვიტამინებს ვასმევ, პედიატრის რჩევით . ანუ რამდენიმე თVის წინ მირჩია და დღემდე ვაგრძელებთ user.gif
1 კვირაშI აცრაზე მივიყვან და ვკითხავ, კიდევ გვჭირდება თუ არა..

Posted by: matmatuna 7 Jun 2012, 02:32
Nila
QUOTE
გინდა თქვა რომ უსარგებლოა?. rolleyes.gif თქვენთვის არასდროს დაუნიშნავთ ?.

ჩვენს შემთხვევაში არ დაუნიშნავს არაფერი no.gif აგვისტოში ხდება 2 წლის და 11 კილოგრამია mo.gif თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ არის და ბავშვი საკვებიდან საკმარისს იღებს, რატომ უნდა აყლაპო სინთეტიკა? შეიძლება მილა ყველაფერს რომ არ ჭამს, იმიტომაც გირჩიათ პედიატრმა... თამუსკამ რომ თქვა, როგორც ყველას, ისე ჩვენც დაგვინიშნაო, იმიტომ ვიკითხე...

Posted by: irinka1983 7 Jun 2012, 05:26
ისე არც ჩვენმა პედიატრმა დაგვინიშნა ვიტამინები, მიუხედავად იმისა რომ ანკა ცეროდენა იყო მართლაbiggrin.gif არ სჭირდება ვიტამინები, დააცადე თვითონ აკრიფავს წონასაც და ვიტამინებსაც კვებიდან მიიღებსოbiggrin.gif ხოდა კი გავს ეხლა 6 წლის ბავშვსbiggrin.gif აქ ეტყობა ზოგადად პედიატრზეა დამოკიდებული, ჩვენსას არ უყვარს ანტიბიოტიკები და ვიტამინები(ანუ უპრაგუნოდ არ ნიშნავს ყველაფერზე)

Posted by: Nila 7 Jun 2012, 06:11
matmatuna
QUOTE
ჩვენს შემთხვევაში არ დაუნიშნავს არაფერი


irinka1983
QUOTE
ისე არც ჩვენმა პედიატრმა დაგვინიშნა ვიტამინები, მიუხედავად იმისა რომ ანკა ცეროდენა იყო მართლა

რა საინტერესოა rolleyes.gif
QUOTE
შეიძლება მილა ყველაფერს რომ არ ჭამს, იმიტომაც გირჩიათ პედიატრმა...

მილა არა __ ლიმა yes.gif wink.gif
QUOTE
ხოდა კი გავს ეხლა 6 წლის ბავშვს

რა ასაკისაა?.
ისე, ბოლო დროს , (რაც ათასნაირ პოზაში დავუწყე ჭმევა biggrin.gif ) , ცოტა მოვაფერიანე givi.gif
მართალია ნერვები დამაწყვიტა, მაგრამ რაღას დავეძებ__მთავარია საჭმელი კუჭს მიეწოდოს givi.gif bis.gif

Posted by: matmatuna 7 Jun 2012, 06:32
irinka1983
QUOTE
ჩვენსას არ უყვარს ანტიბიოტიკები და ვიტამინები(ანუ უპრაგუნოდ არ ნიშნავს ყველაფერზე)

ზუსტად ასეა ჩვენთანაც. ისე მომწონს ეს ექიმი და გული მწყდება შეცვლა რომ გვიწევს sad.gif იქნებ არც შევცვალო და რამე მოვიფიქრო rolleyes.gif
როქვილში დადიხართ თქვენ პედიატრთან?
Nila
QUOTE
მილა არა __ ლიმა

ვაიმე gigi.gif არადა ლიმა ვიგულისხმე mo.gif სორი...

Posted by: irinka1983 7 Jun 2012, 17:51
matmatuna


კი როქვილში დავდივართ. მეც ძაან მიყვარს ჩვენი პედიატრი. იქნებ არ შეცვალო და რამე მოიფიქრო, ძნელია კარგი პედიატრის "შოვნა":D ჩემი მეგობრის ბავშვს ყავს ისეთი პედიატრი, ყველა სიცხეზე და გაციებაზე ანტიბიოტიკს უნიშნავს.

Nila

4 წლისაა.
ჩემი შვილი არ იკლავს ჭამით თავს, მარა ვცდილობ სულ ჯანსაღი რაღაცეები ვაჭამო, უყვარს ბროკოლიbiggrin.gif ბევრ რამეს ჭყანვით ჭამს, მაგრამ უკვე ესმის რომ ამით დედას გულს უხარებს და თვითონაც უხარია ეს ფაქტი. შენიც ცოტა ხანში აზრზე მოვა. მთავარია არ შეეშვა, ყოველდღე შესთAვაზე სხვადასხვა საჭმელი და რაღაცას დაამუღამებს

Posted by: tamuska27 7 Jun 2012, 17:54
matmatuna
Nila
irinka1983
უფ, კარგი ვქენი ამ ვიტამინებს რომ აღარ ვაძლევ chups.gif

აქ რადგან მზე ძალიან მცირედია უმრავლესობას D ვიტამინის დეფიციტი სჭირსო.
ესენი ასე ამბობენ. თუმცა მე უკვე 5 წელია აქ ვარ და არასოდეს მსგავსი პრობლემა არ მქონია.
ეს A და C რკინის შეწოვას უწვობს ხელს და ანემია რომ არ დაემართოსო მაგოტომ.
სახელმწოფოს პროგრამა ...თუ ბრძანება.... თუ დარიგებაა ასეთი.

ჩემი კაცა კარგად ჭამს, ვცდილობ კარგად ბალანსირებული დიეტა ჰქონდეს.
ციტრუსებს კი არ ვაძლევ, მაგრამ სხვა რაღაციდან მიიღებს C ს.
სხვა თითქმიე ყველაფერს ჭამს.

ლიმა ისეთ უჭმელად დაახასიათე, რომ წესით მთელი ვიტამინების ნაკრები უნდა დაენიშნათ.
თუმცა თუ ხილს იღებს ეგ დიდი +ია.

ვინმე მეზობლის ან მეგობრის ბავშვი რომ ნახო და მასთანე ერთად კოლექტიურად რომ აჭამოხოლმე?
იქნებ სხვისი ხათრით და შემხედვარე უფრო მიონდომოს.

Posted by: Nila 8 Jun 2012, 08:01
მოკლედ დღეს მხოლოდ დილას და საღამოს დავალევინე ფორმულა, ხვალ__ მხოლოდ საღამოს დავალევინებ და ასე, თანდათან გადავაჩვევ .

matmatuna
QUOTE
არადა ლიმა ვიგულისხმე  სორი...

არაუშავს tongue.gif
irinka1983
QUOTE
უყვარს ბროკოლი ბევრ რამეს ჭყანვით ჭამს, მაგრამ უკვე ესმის რომ ამით დედას გულს უხარებს და თვითონაც უხარია ეს ფაქტი.

ჩემი დასანახად ვერ იტანს ბროკოლს vis.gif
კარგია, მაგ ასაკის რომაა__ უკვე ხვდება როგორ გასიამოვნოს__ ჩვენ, მაგ დრომდე ბევრი გვიკლია .

tamuska27
QUOTE
ლიმა ისეთ უჭმელად დაახასიათე, რომ წესით მთელი ვიტამინების ნაკრები უნდა დაენიშნათ.

ჰოო givi.gif მართალი ხარ.
QUOTE
ვინმე მეზობლის ან მეგობრის ბავშვი რომ ნახო და მასთანე ერთად კოლექტიურად რომ აჭამოხოლმე?
იქნებ სხვისი ხათრით და შემხედვარე უფრო მიონდომოს.

სხვათაშორის, მამამისის თანდასწრებით უფრო ჭამს__მაგრამ მის , სამსახურიდან სახლში დაბრუნებას რომ ველოდო, დამრჩება ბავშვი მშიერი ...
ისე, ჩემს მეგობარს (მეზობლად ცხოვრობს) ყავს 2 წლის გოგონა__ მომიწევს მათთან ერთად საუზმობა და ვხშმობა...
დღეს , ახალი წარმოდგენა "გავუმართე " და სულ სიცილ-კისკისით ვაჭამე givi.gif facepalm.gif
ვაიმე რა მაცინებს__ რა დღეშI ვარ facepalm.gif

* * *
tamuska27
QUOTE
ჩემი კაცა კარგად ჭამს


რა ბედნიერი ხარ, არ იცი smile.gif

Posted by: gvants 8 Jun 2012, 11:00
http://pharmalink.ae/portals/0/Images/PediaVit%20ADC.png

ასეთი ვიტანიმი შეგხვედრიათ სადმე?


Posted by: z g a r b i 8 Jun 2012, 11:38
გოგოებო, 150 გრამ სუპ-პიურეზე პროდუქტების დაახლოებითი დოზები მითხარით რა.
და კიდევ, ხორცს როგორ აჭმევთ, სუპის ბოსტნეულთან ერთად უბლენდერებთ თუ ცალკე უკეთებთ?

Posted by: gvants 8 Jun 2012, 11:40
z g a r b i
დოზას თვალის ზომით ვაკეთებთ მეც და ძიძაც.

ხორცს ცალკე ვხარშავ და ერტად ვუბლენდერებ.

-------

თევზი ცალკე მიეცით თუ ბოსტნეულთან ერთად?


Posted by: z g a r b i 8 Jun 2012, 13:26
QUOTE (gvants @ 8 Jun 2012, 11:40 )
z g a r b i
დოზას თვალის ზომით ვაკეთებთ მეც და ძიძაც.

ხორცს ცალკე ვხარშავ და ერტად ვუბლენდერებ.

-------

თევზი ცალკე მიეცით თუ ბოსტნეულთან ერთად?

ხო,მეც თვალზომით მაგრამ რავიცი მაინც რამე მეტი არ მომდიოდეს-თქო..

ისე თევზი აღარ გინდა ეხლა გვანც, ცხელა..

Posted by: gvants 8 Jun 2012, 14:05
z g a r b i
QUOTE
ისე თევზი აღარ გინდა ეხლა გვანც, ცხელა..

პრობლემაა სიხცე?
მინდოდა გამემრავალფეროვნებინა მენიუ.

Posted by: sophya 8 Jun 2012, 14:11
gvants
QUOTE
თევზი ცალკე მიეცით თუ ბოსტნეულთან ერთად?

მე ცალკე მივეცი და დღემდე ძალიან უყვარს, გამიმართლა. არასოდეს ამბობს უარს, მაგრამ მარტო სკუმბრია და კალმახი biggrin.gif

Posted by: arazam 8 Jun 2012, 14:14
z g a r b i
QUOTE
ისე თევზი აღარ გინდა ეხლა გვანც, ცხელა..

QUOTE
ისე თევზი აღარ გინდა ეხლა გვანც, ცხელა..

ჯერ სად ცხელა ისერომ თევზი აკრძალოთ,ივნისში თუ არ მიეცი გამოდის სექტემბრის ბოლომდე სიცხე იქნეება და ამდენი თვე არ აჭმევთ?

Posted by: infuzoria 8 Jun 2012, 15:17
QUOTE
ჯერ სად ცხელა ისერომ თევზი აკრძალოთ,ივნისში თუ არ მიეცი გამოდის სექტემბრის ბოლომდე სიცხე იქნეება და ამდენი თვე არ აჭმევთ?

ისე ,მგონი თუ ცოცხალი თევზია,სიცხეშიც შეიძლება ალბათ.

Posted by: uma_thurman 8 Jun 2012, 15:21
gvants
QUOTE
თევზი ცალკე მიეცით თუ ბოსტნეულთან ერთად?

კარტოფილთან ერთად ვაძლევ მე თევზს, გადასარევად მიირთმევს smile.gif


Posted by: gvants 8 Jun 2012, 15:55
sophya
uma_thurman
arazam
ifuzoria
მივცემ თევზს, ცოცხლად იყიდება და მერე კლავენ.

გმადლობთ.

Posted by: uma_thurman 8 Jun 2012, 17:07
gvants
მე გაყინულს ვყიდულობ, აკვარიუმის კალმახს ეგ სჯობს

Posted by: arazam 8 Jun 2012, 18:58
uma_thurman
გაყინული რატო ჯობია ცოცხალ კალმახს?
რა თევზია ან რა იცი რამდენი ხნის გაყინულია?

gvants
ბულიონს ვუკეთებ თევზისას და ისე ჭამს დაჩი

Posted by: uma_thurman 8 Jun 2012, 19:32
arazam
არაგვის კალმახზე არ გეუნები,, ბასეინის კალმახი სუფთა ჩალაა. ნებიემისერი ოკეანის თევზი ჯო ბია მაგას . ჩემთან რომ მოაქვთ მაღაზიაშიუ მინახავენ, როცა კარგია

Posted by: gokieli 8 Jun 2012, 20:09
uma_thurman

გაყინულს რომელს ყიდულობ?
და როგორ ამზადებ?

Posted by: coroline 8 Jun 2012, 20:33
თევზს როდიდან უწყებთ? რომლით?
,,,,,,,

Posted by: arazam 8 Jun 2012, 21:00
coroline
8 თვიდან კალმახით

uma_thurman
რა ქვია გაყინულს რასაც ყიდულობ?

Posted by: uma_thurman 8 Jun 2012, 21:46
gokieli
arazam
წითელი თევზია როა, აღარ მახსოვს ეხლა სახელი, მგონი სტავრიდა , შეიძლება ვცდები..



ვხარშავ ცალკე და კარტოფილის პიურეში ვურევ და ვაჭმევ smile.gif

Posted by: ათულია 8 Jun 2012, 23:00
ზოგადად ზაფხულის თვეებში თევზი რამდენად რეკომენდირებულია?
ხიზილალა ხომ არ ჯობს?

uma_thurman
QUOTE
წითელი თევზია როა, აღარ მახსოვს ეხლა სახელი, მგონი სტავრიდა , შეიძლება ვცდები..

ორაგულია წითელი

Posted by: Nila 9 Jun 2012, 18:02
არც კი მიოცნებია, რომ თევზს შეჭამს user.gif

Posted by: agr_bak 9 Jun 2012, 22:03
აფ-------------------------------------

Posted by: ლუნა 10 Jun 2012, 12:30
6 თვის ბავშვმა შეიძლება ოდნავ ტომატიანი სუპი და საღამოობით რძე და პეჩენია ჭამოს?

Posted by: blblbl 10 Jun 2012, 12:35
ლუნა
ტომატიანი არ ღირს მგონი ჯერ პატარაა,რძე სანტე და მასეთები შეიძლება ამ ასაკში ძროხის არა და თუგ აწყობს ეგ რძე

Posted by: kkatrin 10 Jun 2012, 12:48
4 თვის გახდა დღეს ჩემი შვილი და აზრზე არ ვარ რა უნდა ვაჭამო biggrin.gif ხვალ ექიმთან მივდივართ და იმედია მეტყვის მაგრამ თქვენი რჩევებიც მჭირდება.იქნებ ჩამოწეროთ 4 თვეზე რის მიცემა შეიძლება პლზ.

Posted by: blblbl 10 Jun 2012, 12:49
kkatrin
ისე 6თვემდე თუ მხოლოდ ფორუმლაზე გეყოლება ბევრად უკეთესია smile.gif

Posted by: basti-bubuuu 10 Jun 2012, 12:50
გოგოები 6.5 თვის ბავშვა რა ხილი შეიძლება ჭამოს,ან კომპოტი-ალუბალს ვაჭმევ მარტო.გარგარი შეიძლემა?მაყვალი?


Posted by: kkatrin 10 Jun 2012, 13:00
blblbl
QUOTE
ისე 6თვემდე თუ მხოლოდ ფორუმლაზე გეყოლება ბევრად უკეთესია

ხოო? რავიცი ბოლოს რო ვიყავი ექიმთან მითხრა 4 თვიდან აფაფები დაუცყეო .150 მლ-ს ვაჭმევ და არ ყონის გიჯს გავს ხოლმე ,არ დაუმატო დიდიაო და ვეღარ გავიგე რა ვქნა. მოვკლა ბავშვი შიმშილით?

Posted by: blblbl 10 Jun 2012, 13:11
kkatrin
ბავშვის კუჭნაწლავისთვის უეთესია,საძღვარგარეთ ისედაც 6თვიდან უწყებენ და ჩვენთანაც უვკე ბევრი პედიატრი იქცევა მაგ გაიდლაინის მიხედვით.ნუ სენიგ ადასაწყვეტია რა თქმა უნდა უბრაოდ ასეა და იცოდე მაინც ექიმსაც ჰკითხეsmile.gif ფორუმულას რაც შეეხება სხვა ნომერი ხო არ სწირდება მისი ასაკის შესაბამისი?ისე 150 ცოტაა მგონი ჩემი მეგობრის 180ს ჭამდა მაგ ასაკში.ნახე აბა ყუთს უდნა ეწეროს ასაკის სესაბამისად დოზები

QUOTE
არ დაუმატო დიდია

ეს ვერ გავიგე ანუ წონაში დიდიაო?ხოდა ანუ კარგად იმატება ბავშვი და მატება თუ კრგი აქვს ეათ გინდატ კუჭის დამძიმება რავიცი აბა smile.gifხილი დაამატებინე რაც მაგ ასაკში შეიძლება

Posted by: kkatrin 10 Jun 2012, 13:15
blblbl
ხო თუ მასეა საქმე დაველაპარაკები , საერთოდაც მინდა ეს საკვები შევუცვალო,ძაან მიჩირს 4 დღეში ერთხელ 24 ლარის მიცემა.ნუ რათქმაუნდა თუ ბავშვის ჯანმრთელობისათვის ასე იქნება საჭირო არაფერს დავზოგავ მაგრამ თუ შესაძლებელია რამე შედარებით დაბალპასიანის მიცემა შევცვლი მაშინ.

Posted by: ლუნა 10 Jun 2012, 13:18
blblbl
ფორმულაში ჩავულბობ პეჩენიას, მგონი კარგი უნდა იყოს..

QUOTE
ბოლოს რო ვიყავი ექიმთან მითხრა 4 თვიდან აფაფები დაუცყეო .150 მლ-ს ვაჭმევ და არ ყონის გიჯს გავს ხოლმე ,არ დაუმატო დიდიაო და ვეღარ გავიგე რა ვქნა. მოვკლა ბავშვი შიმშილით?


თუ ბავშვი ხელოვნურზეა აუცილებლად სჭირდება ფაფების სახით დამატება 4 თვიდან.. ფაფების დიდი არჩევანია ნესტლე, ვინი, კროშკა, ჰიპი და ა.შ.
წიწიბურა, ბრინჯი ან ჰერკულესი დაუწყე თავიდან, (თავიდან ჯობია ურძეო იყოს , безмолочная აარჩიე ჩემსას მაგალითად რძიან ფაფაზე დააყარა პირველი 2 კვირა)

6 თვემდე დამატება არ სჭირდებათ მხოლოდ ძუძუზე მყოფ ბავშვებს, ისიც თუ კარგი მატება აქვთ.. ჩემსას მაგალითად ბოლო თვეში არ ჰქონდა კარგი მატება და 5 თვიდან დავუწყე ფაფები..
* * *
QUOTE
ძაან მიჩირს 4 დღეში ერთხელ 24 ლარის მიცემა


თურმე რამხელა ეკონომია გამიკეთა ძუძუთი კვებამ მაგ დროს.. გამიჭირდებოდა ამხელა თანხის გადახდა. დაბალფასიანის მიცემა მომიწევდა..

Posted by: kkatrin 10 Jun 2012, 13:22
ლუნა
კი ხელოვნურზეა და 6 თვის ბავშვის წონა აქვსო. ურძეო რათქმაუნდა თორე ძროხის რძის აუტანლობა აქვს გიორგის.

Posted by: blblbl 10 Jun 2012, 13:23
ლუნა
QUOTE
თუ ბავშვი ხელოვნურზეა აუცილებლად სჭირდება ფაფების სახით დამატება 4 თვიდან..

QUOTE
6 თვემდე დამატება არ სჭირდებათ მხოლოდ ძუძუზე მყოფ ბავშვებს,

არა ასე ,აუცვილებლად ძალიან ხმამაღალი ნათქვამია და ისიც რომ მხოლოდ ძუძუს ბავშვებს,ეგ იყო ადრე,დიდი ხანია უკვე დამკვიდდრდა რომ 6თვემდე არც ხელოვნურს და არც ძუძუს არ სჭირდება დამატება თუ ბავშვს აქვს კარგი ,მმატება,უამრავი ინფორმაციაა ამაზე ინტერნეტში შეგიძლია გადახედო yes.gif აქაც არიან გოგოები რომლებსაც 6თვრმდე არაფერი დაუმატებიატ და ფორუმულაზე ჰაყვადათ yes.gif

Posted by: kkatrin 10 Jun 2012, 13:25
QUOTE
თურმე რამხელა ეკონომია გამიკეთა ძუძუთი კვებამ მაგ დროს.. ძალიან გამიჭირდებოდა ამხელა თანხის გადახდა. დაბალფასიანის მიცემა მომიწევდა..

რას ამბობ ძალიან დიდი შეღავათია ,რავიცი რძე მქონდა ბლომად მაგრამ ზროხის რძის აუტანლობა აქვსო და ზუზუს თავი დაანებეო, ძროხის რზე ხო არ მედგა ძუძუებში?biggrin.gif

Posted by: blblbl 10 Jun 2012, 13:27
kkatrin
QUOTE
ზროხის რძის აუტანლობა აქვსო და ზუზუს თავი დაანებეო, ძროხის რზე ხო არ მედგა ძუძუებში?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif ისე მგონი არაასწორად გირჩია რა შუაში იყო შენი რძე ძროხის რძესთან რა საერთო გაქვთ lol.gif

Posted by: kkatrin 10 Jun 2012, 13:31
blblbl
რავიცი ალბათ დიდი ჯიქნებით შემადარა ძროხას biggrin.gif

Posted by: Barklai 10 Jun 2012, 13:42
თავიდანვე მხოლოდ ხელოვნურზე გყოლიათ ვინმეს?

რძის მოსაყვანად რა არის კარგი?

Posted by: tlikina 10 Jun 2012, 16:26
kkatrin
Dედის რძის შEუთAვსებლობაც არსებობს

Posted by: kkatrin 10 Jun 2012, 16:55
tlikina
QUOTE
Dედის რძის შEუთAვსებლობაც არსებობს

შეთავსებადია ჩვენი

Posted by: tlikina 10 Jun 2012, 17:03
kkatrin
Aბა რატო დაგანებებინეს ?

Posted by: trombonelady 10 Jun 2012, 17:14
გოგოებო 13 თვის ბავშვს ვუკეთებ სუპს პამიდორიანს, კანგაცლილ და გულამოღებულს და შეიძLება? ახლა ვხარშავ და გავასინჯებ მაგრამ ხომ შეიძლება ნეტა?


kkatrin
რომელ ფორმულას აჭმევ? სელიას აქვს 900 გრამიანი შეფუთვა, პირდაპირ დისტრიბუტორიდან რომ იყიდო 24 ლარი ღირს სელია ექსპერტ 1
ძალიან კარგია შემადგენლობითაც და ეკონომიურობითაც.
დამატების შეყვანას რაც შეეხება დღევანდელ დღეს ყველა ევროპული ქვეყნის წარმოების ფორმულა მიახლოებულია დედის რძესთან და შესაბამისად 6 თვემდე სრულებით საკმარისია მხოლოდ დედის რძე ან ფორმულა.
ირგვლივ ყველა დაგიწყებს მტკიცებას, რომ ბავშვი კვდება შიმშილით და ადამიანური საჭმელი აჭამეო. ნუ პრინციპში შენი გადასაწყვეტია.
მე 4-5 თვემდე ძლივს გავქაჩე ჩემი რძით, მერე გამიშრა და 6 თვემდე მხოლოდ ფორმულაზე მყავდა ეს 2 თვე საიდან ვქექავდი ფულს არ ვიცი, მაგრად გვიჭირდა ,მაგრამ მაინც მხოლოდ ფორმულაზე მყავდა

Posted by: Nila 10 Jun 2012, 17:45
ლუნა
QUOTE
თუ ბავშვი ხელოვნურზეა აუცილებლად სჭირდება ფაფების სახით დამატება 4 თვიდან..

სწორად გითხრათ blblbl-მ, ამერიკაში მაგალითად, მნიშვნელობა არ აქვს ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა თუ ხელოვნურზე , დამატებას 6 თვიდან ნიშნავენ yes.gif
* * *
blblbl
QUOTE
აქაც არიან გოგოები რომლებსაც 6თვრმდე არაფერი დაუმატებიატ და ფორუმულაზე ჰაყვადათ 

მაგალითად მე biggrin.gif

trombonelady
QUOTE
გოგოებო 13 თვის ბავშვს ვუკეთებ სუპს პამიდორიანს, კანგაცლილ და გულამოღებულს და შეიძLება? ახლა ვხარშავ და გავასინჯებ მაგრამ ხომ შეიძლება ნეტა?

ჩVენმა პედიატრმა თაფლის გარდა ყველაფერის მიცემა მირჩია.
გუშIნ ისეთი საჭმელი გავასინჯე ჩემსას (ერთი წლისაა), რომ თვალებს არ ვუჯერებდი, რომ შეჭამა__ ბადრიჯნის, ყველის , სოკოს, წითელი და მწვანე წიწაკის, ათასნაირი სუნელების , ნივრის, ჯინჯერის, ტომატ-პასტის და ცოცხალი პამიდვრის კომბინაცია იყო__ჩვენთვის გამოვაცხე ღუმელში და ამანაც სიამოვნებით მიირთვა bis.gif

Posted by: kkatrin 10 Jun 2012, 18:24
tlikina
განავალს აყოლებდა სისხლს ხან კუჭი ქონდა აშლილი და ვერ ვიგებდით ჩემი კვების ბრალი იყო თუ მისი კუჭნაწლავის ,ამიტომ აღარ მიმეცა ძუძუ .
trombonelady
QUOTE
kkatrin
რომელ ფორმულას აჭმევ? სელიას აქვს 900 გრამიანი შეფუთვა, პირდაპირ დისტრიბუტორიდან რომ იყიდო 24 ლარი ღირს სელია ექსპერტ 1
ძალიან კარგია შემადგენლობითაც და ეკონომიურობითაც.

2 კვირის რომ მყავდა მაშინ ვუყიდე ეგ სელია ექსპერტ 1 900 გრამიანი და ვერ მიიღო , აღებინებდა ,3 ჯერ მივეცი და უკან ამოქონდა სულ. ოღონდ 24 ლარი კი არა 32 ლარი მივეცი და დამრჩა ასე მთელი ყუთი ავდექი და 20 ლარად გავყიდე biggrin.gif

Posted by: Free Aquarius 11 Jun 2012, 00:41
Nila
QUOTE
გუშIნ ისეთი საჭმელი გავასინჯე ჩემსას (ერთი წლისაა), რომ თვალებს არ ვუჯერებდი, რომ შეჭამა

გილოცავ! biggrin.gif რაღაც მაინც მოეწონა smile.gif

QUOTE
ბადრიჯნის, ყველის , სოკოს, წითელი და მწვანე წიწაკის, ათასნაირი სუნელების , ნივრის, ჯინჯერის, ტომატ-პასტის და ცოცხალი პამიდვრის კომბინაცია იყო__ჩვენთვის გამოვაცხე ღუმელში და ამანაც სიამოვნებით მიირთვა 


მე ვერ გავრისკავდი biggrin.gif მერე როგორ აიტანა?

Posted by: Nila 11 Jun 2012, 01:32
Free Aquarius
QUOTE
გილოცავ!  რაღაც მაინც მოეწონა

აბააა biggrin.gif
QUOTE
მე ვერ გავრისკავდი  მერე როგორ აიტანა?

მშვენივრად jump.gif
რატომ ვერ გარისკავდი? ამ ასაკიდან ხომ ყველაფრის მიცემა შეიძლება?.
ისე, ომლეტი მინდა გავასინჯო, იქნებ მოეწონოს rolleyes.gif

Posted by: chaPPek 11 Jun 2012, 10:13
Nila

ღუმელშI თუ გააკეთებ ომლეტს, შეიძლება - ან ტაფაზე, უცხიმოდ, უბრალოდ 2 წლამდე ( მე თუ მიითხავ მერეც) არაა ენდოკრინოლოგების და ბავშვტა დიეტოლოგების მიერ რეკომენდებული ცხიმსი შემწვარი საკვები. ანუ მე არვიცი შენ როგორ ამზადებ ომლეტს, მაგრამ კარაქთან ერთად შემწვარს, ან მითუმეტეს ზეთთან ერთად შემწვარს არ ურჩევენ.

ანუ ნებისმიერი საკვები, აი თყნდაც ზემოთ რაც დაწერე, ღუმელში გამომცხვარი ბადრიჯანი - დასაშვებია, იგივე ბადრიჯანი, ზეთში შემწვარი -არა. შემწვარი კარტოფილი - არა, ანუ, არ შეიძლება გაცხელებულ ცხიმში მომზადებული საკვები ))

იმედია სწორად ავხსენი. 2kiss.gif

Posted by: Free Aquarius 12 Jun 2012, 00:11
Nila
QUOTE
რატომ ვერ გარისკავდი? ამ ასაკიდან ხომ ყველაფრის მიცემა შეიძლება?.


ტომატიანი არ არის კარგი.თან ერთად ამდენი რამე...რავიცი smile.gif სოკოც არ ვიცი თუ შეიძლება...ისე მე ძალიან მიყვარს.შეიძლება ჩემს შვილსაც მოეწონოს smile.gif


QUOTE

ისე, ომლეტი მინდა გავასინჯო, იქნებ მოეწონოს 


მე მწყერის კვერცხის ომლეტს ვუკეთებ და მიირთმევს smile.gif
* * *
chaPPek

QUOTE
მაგრამ კარაქთან ერთად შემწვარს, ან მითუმეტეს ზეთთან ერთად შემწვარს არ ურჩევენ


მე კარაქში ვწვავ.უცხიმოდ როგორ შეიწვება?შეგიძლია დამიწერო შენ როგორ ამზადებ smile.gif

Posted by: chaPPek 12 Jun 2012, 09:30
Free Aquarius

ტეფლონის საფარიან ტაფაზე დაასხამ ათქვეფილ კვერცხს, თუ ბოსტნეულს, სოკოს, ან ყველს უმატებ იმასაც დაუმატებ - იწვება უპრობლემოდ, რავიცი, კარაქს არ ითხოვს.

Posted by: mushroom11 12 Jun 2012, 13:59
გოგოებო ნორდიკის ფაფა როგორ უნდა მოვამზადო დოზები იქნებ მომწეროთ? შაქარი რამდენი უნდა და ასე შემდეგ.. ნესტლეს რძის ფხვნილები რომ არის ჯუნიორი იმაზე მოუმზადეო პედიატრმა

Posted by: infuzoria 12 Jun 2012, 14:11
QUOTE
გოგოებო ნორდიკის ფაფა როგორ უნდა მოვამზადო დოზები იქნებ მომწეროთ?

მაგას რაიმე ფიქსირებული დოზები არ აქვს ,როგორც ფორმულას,ჩვეულებრივად იმის მიხედვით თუ რა სისქის გინდა,რომ გამოვიდეს
ისე ,მე ერთ ჭიქა წყალზე სადღაც 4 სუფრის კოვზს ვყრი,შაქარს საერთოდ არ ვხმარობ,თაფლით ვუტკბობ(ნახევარი ჩაის კოვზი)

Posted by: mushroom11 12 Jun 2012, 17:53
ifuzoria
დიდი მადლობა და ბოლოს რძე უნდა დავასხა ხო?

Posted by: Free Aquarius 12 Jun 2012, 23:58
QUOTE (chaPPek @ 12 Jun 2012, 09:30 )
Free Aquarius

ტეფლონის საფარიან ტაფაზე დაასხამ ათქვეფილ კვერცხს, თუ ბოსტნეულს, სოკოს, ან ყველს უმატებ იმასაც დაუმატებ - იწვება უპრობლემოდ, რავიცი, კარაქს არ ითხოვს.

მადლობა 2kiss.gif

Posted by: basti-bubuuu 13 Jun 2012, 01:03
გოგოებოოოო-6.თვის ბავშვს ხილის პიურე რამდენი უნდა მივცე?

ალუბალს შეიძლება კუჭში რომ შეეკრა?

მაწვნის და ხაჭოს ცხიმიანობას მნიშვნელობა აქვს-რამდენ პროცენტიანი უნდა ვაჭამო?

სანტე და ეკოფუდი არ მოსწონს და სოფლის ნობათი შეიძლება?

ფორმულას 210 მლ-ს ჭამს და მაწონიც იგივე რაოდენობა უნდა ჭამოს ხო?

გადამიყოლებს უეჭველი ამ ქალბატონის ჭამა-სმა.ტვინი დამეღალა სულ ამაზე ფიქრით


Posted by: tamuska27 13 Jun 2012, 03:14
basti-bubuuu
QUOTE
გოგოებოოოო-6.თვის ბავშვს ხილის პიურე რამდენი უნდა მივცე?


იმაზეა დამოკიდებული, დამატებითი კვების მიცემა როდის დაიწყეთ.

პირველი დღეები 2-3 კოვზი უნდა. შემდეგ 4-5 კოვზი და ასე ნელ-ნელა გაზრდი დოზას.

QUOTE
მაწვნის და ხაჭოს ცხიმიანობას მნიშვნელობა აქვს-რამდენ პროცენტიანი უნდა ვაჭამო?


ამ ასაკის ბავშვებს მახსიმალურად ცხიმიანი რძე უნდათო ასე მითხრეს მე პროფესიონალებმა (full fat).

QUOTE
სანტე და ეკოფუდი არ მოსწონს და სოფლის ნობათი შეიძლება?


რატომ არ შეიძლება ვითომ?

QUOTE
ფორმულას 210 მლ-ს ჭამს და მაწონიც იგივე რაოდენობა უნდა ჭამოს ხო?


რატომ აძლევ მაწონს?

QUOTE
გადამიყოლებს უეჭველი ამ ქალბატონის ჭამა-სმა.ტვინი დამეღალა სულ ამაზე ფიქრით


ჩემი თითქმის 10 თვისაა და დღემდე ასე ვარ.


* * *
Nილა
QUOTE
ბადრიჯნის, ყველის , სოკოს, წითელი და მწვანე წიწაკის, ათასნაირი სუნელების , ნივრის, ჯინჯერის, ტომატ-პასტის და ცოცხალი პამიდვრის კომბინაცია იყო


ამდენი სახეობის ბოსტნეულს ჭამს ბავშვი და შენ კი უჩიოდი.... :ნო:

ბევრნაირი ხილის მიქს-მილკშეიკით უნდა აღნიშვნოთ შენ და ლიმამ ეგ ამბავი
kiss.gif

Posted by: infuzoria 13 Jun 2012, 10:13
mushroom11
ორ წლამდე რძე მაინც არ არის სასურველი ,რავიცი ,მე არ ვაჭმევდი რძიანს. ეხლა გაიზარდნენ და ცოტას ვუმატებ smile.gif

Posted by: basti-bubuuu 13 Jun 2012, 10:49
tamuska27

რავიცი-პედიატრმა დაუნიშნა ერთი კვება მაწონი და პეჩენია

ჯერ ვაშლის პიურე დავუწყე 4.5 თვისას-შეკრა კუჭში,მერე ალუბალი 1 კვირის წინ-ანუ 6 თვის რომ იყო-3 კოვზს ვაძლევდი გახეხილს,მაგანაც შეკრა,ეხლა მინდა ადამი და გარგარი ვცადო.

Posted by: tamuska27 13 Jun 2012, 13:17
basti-bubuuu
ჩემზე უკეთ პედიატრმა იცის....

სხვა ხილ-ბოსტნეული სცადე, რაც იცი რომ შხამ-ქიმიკატებით არაა გაჟღინთული ყველაფერი მიეცი.

Posted by: tamo7779 13 Jun 2012, 15:19
ქამა სოკო მიირთვა ჩემმა ქალბატონმა, ლამის თეფშიც ზედ მიაყოლა biggrin.gif

Posted by: ათულია 13 Jun 2012, 15:30
tamo7779
რა ხნისაა რომ სოკოს აძლევ?

ქამა რისი იყო სათბურის?

Posted by: volkanoo 13 Jun 2012, 16:27
გოგოებო კარტოფილის პიურე ყველით რა ასაკიდან უნდა მივცე ?

Posted by: Nila 13 Jun 2012, 18:34
chaPPek
QUOTE
Nila

ღუმელშI თუ გააკეთებ ომლეტს,

როგორც წესი, ტაფაში ვწვავ, კარაქში.
ღუმელში არასდროს მიცდია rolleyes.gif
ისე, რამდენიმე დღE მაინც თავს ვიკავებ ომლეტისგან__ ალერგია მისცა მარწყვმა ან საზამთრომ . ორივე ერთ დღEს ვაჭამე facepalm.gif
და ვერ გავიგე რომელმა გამოიწვია..

Free Aquarius
QUOTE
ტომატიანი არ არის კარგი

ისე, ეგ მეც გამიგია, მაგრამ ისე დაინტერესდა ჩვენ რას ვჭამდით, რომ მასაც გავასინჯეთ და სულ პირს იტკბარუნებდა tongue.gif
* * *
tamuska27
QUOTE
ამდენი სახეობის ბოსტნეულს ჭამს ბავშვი და შენ კი უჩიოდი.... :ნო:

ჰოო smile.gif მგონი ესეც თანდათან ხვდება , რომ ჭამა სიამოვნებაა givi.gif
tamuska27
QUOTE
ბევრნაირი ხილის მიქს-მილკშეიკით უნდა აღნიშვნოთ შენ და ლიმამ ეგ ამბავი

ნამდვილად დაიმსახურა smile.gif 2kiss.gif

Posted by: mushroom11 13 Jun 2012, 19:15
ifuzoria
აბა წყალზე უკეთებ? ნესტლეს ჯუნიორი რომ არის რძის ფხვნილი 1 წლიდან მაგას გაუწია რეკომენდაცია ჩემმა პედიატრმა

Posted by: kkatrin 13 Jun 2012, 20:53
გოგოებო დღეს პირველად მივეცი ჩემ პატარას ფაფა (ფრისო და კაია ნეტა?)და მიირთვა გემრიელად კოვზით,თავიდან ვერ ხვდდებოდა რა უნდა გაეკეთებიონა პირში რომ ვუდებდი არც ყლაპავდა არც უკან გამოქონდა და იყურებოდა ასე პირღია მერე მიხვდა რაც უნდა გაეკეთებინა და ვეღარ ვასწრებდი მიცემას
ექიმმა მითხრა 1 კვირაში კართოპილის პიურე მიეციო და ცოტა ადრე ხომ არ არის 4 თვისთვის? და კიდე ხილიც მიეციო ალუბალი,ატამი,გარგარი,ალუჩა და თქვენ აძლევდით ამ ასაკში ამეებს?

Posted by: tlikina 13 Jun 2012, 23:14
basti-bubuuu
Mე პედიატრმა მითხრა ეხლა რა ხილიც არის ერთად აურიე და ხილფაფის სახით მიეციო, მართლა გემრიელად მიირთმევს smile.gif

Xაჭოშიც ვურევ ხილს

Posted by: ninia84 14 Jun 2012, 09:23
Katleti minda shevuwva bavshvs, ogond ucximod, eleptro gumelshi da kargad sheiwveba? ramden gradusze unda shevwva?

Posted by: basti-bubuuu 14 Jun 2012, 13:57
tlikina

რამხელაა შენი ბავშვი?და რა რაოდენობით აძლევ ჯამში პიურეს?

Posted by: tlikina 15 Jun 2012, 10:05
basti-bubuuu
11 თვის ხდება 21 ივნისს, მაგრამ 1 თვეა რაც ესე დავუწყე ხილის მიცემა, რაოდენობას ზუსტად ვერ გეტყვი,მაგრამ 100-150 გრ მაინც იქნება, თავის ხაჭოიანად smile.gif

იქამდე ვაჭმევდი ჰიპის ხილფაფებს 120 გრამიანი ქილებია და სულ ჭამდა ერთ ჭამაძე, ასე მიირთმევს 6 თვიდან

Posted by: basti-bubuuu 15 Jun 2012, 14:39
tlikina

გასაგთთებია-დიდი მადლობა და ხომ არ იცით ხაჭო და მაწონი რამდენ პროცენტისნი ცხიმიანობით უნდა იყოს?

Posted by: tlikina 15 Jun 2012, 16:30
basti-bubuuu
მაწონს არ ვაჭმევ მე ჯერ, და ხაჭოს ჰიპის და ნესტლესას ვყიდულობ, მართალი გიტხრა რა დავკვირებივარ რამდენ პროცენტიანია, 2 ჯერ ვაჭამე სანტესი და მგონი 6 %იანი იყო

Posted by: volkanoo 16 Jun 2012, 14:23
გოგოებო დამეხმარეტ , როგორ შევაყვარო ჩემს შვილს ბოსტნეულის პიურე? თქვენ რა ხერხებს მიმართავთ?

Posted by: kkatrin 16 Jun 2012, 14:44
გოგოებო იქნებ დაწეროტ რა შეიძლება ჭამოს 4 ,5,6,7 თვის ასაკში ბავშვმა ,რამდენ ხანში რა სეიძლება მიემატოს მაგალითად 5 თვის მერე რა სეიძლება მიემატოს მერე 6 ტვის მერე ,რეცეპტებიც დაწერეთ თუ არ დაგეზარებათ რა sad.gif

Posted by: Nila 20 Jun 2012, 23:26
გადავედით ძროხის რძეზე__ მშვიდობით ფორმულა tongue.gif
გოგოებო, გემოვნება თვენს ბავშვებსაც ეცვლებათ? rolleyes.gif
* * *
volkanoo
QUOTE
გოგოებო დამეხმარეტ , როგორ შევაყვარო ჩემს შვილს ბოსტნეულის პიურე? თქვენ რა ხერხებს მიმართავთ?

არც ჩემსას უყვარს. ამიტომ ცალკე ვაძლევ მოხარშულ სტაფილო-ჭარხალს და ცალკე კარტოფილს კარაქთან ერთად.
ცადე, აბა. ____სულ არჭამას , ცალკე რომელიმე რომ ჭამოს, ხომ ჯობია?> smile.gif
* * *
basti-bubuuu
QUOTE
ხომ არ იცით ხაჭო და მაწონი რამდენ პროცენტისნი ცხიმიანობით უნდა იყოს?

ბაშვისთვის აუცილებელია 100%-იანი რძე (whole milk) , შესაბამისად ხაჭოც და მაწონიც yes.gif

Posted by: Free Aquarius 21 Jun 2012, 00:15
Nila

QUOTE
გადავედით ძროხის რძეზე__ მშვიდობით ფორმულა


რძის ფხვნილისგან დამზადებულს ასმევ თუ ნატურალურ რძეს? ნეტა ძილის წინ თუ შეიძლება.ჩემი 1 წლის და 2 თვის გახდება და ისეევ ფორმულას ვასმევ.ალბათ მეც მალე აღარ დავალევინებ

Posted by: Nila 21 Jun 2012, 04:08
Free Aquarius
აქ, რძის ფხვნილისგან დანზადებული არც შემხვედრია__ ძროხის რძეს ვაძლევ ,ორგანულს (organic whole milk ასეთი წარწერა აქვს და მინდა მჯეროდეს,
რომ მართლა ნატურალურია givi.gif ).
QUOTE
ნეტა ძილის წინ თუ შეიძლება.ჩემი 1 წლის და 2 თვის გახდება და ისეევ ფორმულას ვასმევ.ალბათ მეც მალე აღარ დავალევინებ

მე დილას და საღამოს (დაძინებამდე 1 საათით ადრე) ვაძლევ და მხოლოდ 2 ჭამას ვაძლევ (თუ ამას ჭამა ქვია) სხვა რამეს.
რამდენიმე დღის წინ აცრაზე მყავდა, 9,600 -ია (ცოტა მოვაფერიანე givi.gif ) და ჩვენმა პედიატრმა მითხრა__ ერთი თვე რძე მიეცი და მერე თანდათან გადააჩვიეო.


* * *
Free Aquarius
შენი რამდენია წონით? თითქმის ტოლები არიან ჩვენი უჭმელი შვილები smile.gif

Posted by: ani1989 21 Jun 2012, 04:16
ვინმეს ხილი თუ გაგიყინავთ ზამთრისთვის და თუ იცით რომელი ინახება კარგად? ჩემსას ზამთარში მოუწევს ხილის გასინჯვა და მარტო ვაშლზე ცოდოა((

Posted by: tamo7779 21 Jun 2012, 11:04
volkanoo
ჭამს - ჭამს.
არ ჭამს - არ ჭამს.
1 წლამდე მიირთმევდა. წლის და4 თვის იყო უარი რომ გაბნაცხადა და ვსიო.
ზოგი ვაშლს უმატებს, ზოგი შაქარს - მე კატეგირულად არ ვეთანხმები შაქრის დამატებას.

kkatrin
ბუნებრივ კვებაზე.
4 თვიდან: ვაშლი, ქლიავი, მსხალი, ალუბალი
5 თვიდან: გარგარი. რძიანი ფაფები: წიწიბურა, შვრია, ხორბალი - 160-180გრამი. ბოსტნეულის პიურე 50გრ. (თავიდან მარტო კარტოფილს უჭყლიტავ, დანარჩენის მარტო ნახარშს იყენებ. უცვლი I წყალს და ხარშავ: კარტოფილს, ხტაფილოს, ჭარხალს, ყვავილოვანს, ბულგარულს, ხახვს, ნიორს, კამას, 2ჩ.კ. ბრინჯს. პიურეში +მარილი და 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი)
6 თვიდან: წიწილას თეთრი ხორცი კვირაში ერთხელ. მაწონი 200გრ + 2 ჰაინცის პეჩენია. ხილის ჩაი - ჰიპის
7 თვიდან: ქათმის ჩიჩია კვირაში ორჯელ. ხბოს ჩიჩია კვირაში ერთხელ.


ani1989
კი. ვუყინავ. ალუბალს და ქაცვს.
და + ჰიპის კონსერვირებულ ხილ-ფაფებზე მყავდა პირველი ზამთარი

Posted by: basti-bubuuu 21 Jun 2012, 14:55
მე არ ვუცვლი პირველ წყალს ბოსტნეულს-ძაან ვაშავებ?პედიატრმა არ გამოცვალოო.

Posted by: Free Aquarius 21 Jun 2012, 15:23
Nila

QUOTE
მე დილას და საღამოს (დაძინებამდე 1 საათით ადრე) ვაძლევ და მხოლოდ 2 ჭამას ვაძლევ (თუ ამას ჭამა ქვია) სხვა რამეს.


ზუსტად ეგრე ვაჭმევ მეც.დილით თხის რძე,ძილის წინ ფორმულა და ამის გარდა ორი კვება.

QUOTE
9,600 -ია (ცოტა მოვაფერიანე


ამდენი რომ იყოს წონით რა უჭირს biggrin.gif 8.400 იყო,გუშინ ავწონე.ერთი თვის წინ 72 სმ. იყო.შენი ელბათ უფრო მაღალია

Posted by: Nila 21 Jun 2012, 16:06
Free Aquarius
შენი უფრო გამხდარი ყოფილა.
QUOTE
ერთი თვის წინ 72 სმ. იყო.შენი ელბათ უფრო მაღალია

კი, ჩემი 80 სანტიმეტრია.

Posted by: Free Aquarius 22 Jun 2012, 00:19
Nila
[quote]შენი უფრო გამხდარი ყოფილა[/quote]

თავის სიმაღლესთან შედარებით კარგი წონა აქვს.სიმაღლეც ნორმის ფარგლებში აქვს.ნუ ეს წუწუნი მაინც ვერ მოვიშალე რაა biggrin.gif რა ვქნა უფრო დიდი მინდა იყოს biggrin.gif[quote]

[quote]კი, ჩემი 80 სანტიმეტრია[/quote]

მაღალი გოგო ყოფილა smile.gif 1 წლის და 5 თვის ბავშვის სიმაღლე აქვს.

Posted by: Nila 22 Jun 2012, 22:47
Free Aquarius
QUOTE
თავის სიმაღლესთან შედარებით კარგი წონა აქვს.სიმაღლეც ნორმის ფარგლებში აქვს.ნუ ეს წუწუნი მაინც ვერ მოვიშალე რაა  რა ვქნა უფრო დიდი მინდა იყოს

კარგად მესმის შენი biggrin.gif
QUOTE
1 წლის და 5 თვის ბავშვის სიმაღლე აქვს.

მართლა?.
ისე, გარეთ რომ გამყავს ყველა რაღაცას ეკითხება, ჰგონიათ რომ უკვე ლაპარაკობს__ ასაკით დიდი ჰგონიათ baby.gif smile.gif

Posted by: ninia84 23 Jun 2012, 09:23
1 წლის ბავშვისთვის მწვანე ლობიო შეიძლება?

Posted by: kkatrin 23 Jun 2012, 11:05
tamo7779
QUOTE
კი. ვუყინავ. ალუბალს და ქაცვს.

როგორ ყინავ?

Posted by: glamo 23 Jun 2012, 13:04
მოგვადგა ჩვენც კვების პრობლემა. გუშინ ექიმთან მყავდა ლილე და ზომა-წონა ჩამორჩება 4წლის ასაკს, დღეში 4ჯერ მაინც უნდა ჭამოსო მინიმუმ და აი 2ჯერ რომ ვაჭმევ ( რასაც ქვია სადილი და ვახშამი, წვრილმანი წახემსება არ ითვლება) იმ დღეს წარმატებულად ვთვლი ისეთი უჭმელია.. ახლა ვზივარ და ტვინი მაქვს გადამწვარი ინტენეტში მენიუების ძებნით, ისეთები წერია ფაქტიურად სამზარეულოში უნდა გადავცხოვრდე ამან რომ სრულფასოვნად იკვებოს. რა ვქნა არ ვიცი, ან მადისთვის რა შეიძლება მივცე.. ვეწუწუნე ე ვიტამინი მაინც მინდა მივცეთქო და არაო sad.gif რა მოხდა ეხლა თევზის ქონი რომ დავალევინო ბავშვს, თან ხომ უჭმელია, მე ხომ ვიცი რომ ნამდვილად ვერ ივსებს მარაგს! მოკლედ ძალიან არეული ვარ და თუ ვინმეს გყავთ ამ ასაკის ბავშვი დაწერეთ რა მიახლოებითი ვარიანტები მაინც როგორ კვებავთ.

Posted by: tamo7779 23 Jun 2012, 15:32
kkatrin
ვრეცხავ. ვაშრობ, ვდებ პლასმასის კონტეინერებში და პირდაპირი რეისით ვუშვებ საყინულეში. როგორც კურკიანს,ასევე უკურკოს
თუ სუფრისთვისმინდა და მინდა რომლამაზი იყოს, მაშინ გარეცხილ-გამშრალს (აი წვეთები რომ არ ჰქონდეს) ვდებ სინაზე და ისე ვყინავ - რომ ფორმა არ დაიჭყლიტოს, და უკვე გაყინულს ვდებ პლასმასის კონტეინერში.

Posted by: arazam 23 Jun 2012, 15:58
GLAMOROUS
რამდენია სიმაღლეში და წონა?

Posted by: kkatrin 23 Jun 2012, 16:25
tamo7779
შაქარი არ უნდა ხო, აბა ერთი ვცდი მეც ვნახავ ზამთარში რა გამოვაbiggrin.gif ისე შარშან მარწყვი გავყინე ეგრე ოღონდ ბლომად შაქარი დავაყარე,ასე მიდევს საყინულეზში მეშინია გახსნის და ჭამის biggrin.gif

Posted by: glamo 23 Jun 2012, 17:04
arazam
QUOTE
რამდენია სიმაღლეში და წონა?

13,100 97 სმ user.gif

Posted by: arazam 23 Jun 2012, 17:20
GLAMOROUS
ხო ცოტა მოცუცქნულია მაგრამ ულამაზესია love.gif
ისე კი აღნაგობა გენეტიკაზეც ხოა,ჩემირო სულ ჭამს იმიტოა ბევრი biggrin.gif

Posted by: glamo 23 Jun 2012, 17:31
arazam
QUOTE
ხო ცოტა მოცუცქნულია მაგრამ ულამაზესია love.gif
ისე კი აღნაგობა გენეტიკაზეც ხოა,ჩემირო სულ ჭამს იმიტოა ბევრი biggrin.gif

მადლობა smile.gif
ვაიმე შენი რასაც ჭამს ორჯერ მეტს ხარჯავს ენერგიაში biggrin.gif რა დაეტყობა 2kiss.gif
მე ერთ საათიან რეჩს მოვარტყავ ჭამის წინ და ბოლოს პასუხი : მაგრამ მე არ მინდა დედიკო facepalm.gif

Posted by: Neno_ 23 Jun 2012, 17:34
GLAMOROUS
QUOTE
13,100

მგონი, ლიკლიკას 1 წლისა შენს 4 წლისაზე მძიმეა lol.gif

ვაიმე, ლილე! რამდენი უნდა იყოსო ნეტა? ბევრად პატარაა? biggrin.gif
მინიატურკა love.gif

სალმონი ხო უყვარს, წითელი ხორცი და მეტი რა გინდათ? biggrin.gif

Posted by: glamo 23 Jun 2012, 17:40
Neno_
QUOTE
მგონი, ლიკლიკას 1 წლისა შენს 4 წლისაზე მძიმეა

ვაიმე ეგ ბისკვიტი ეგა love.gif
QUOTE
ვაიმე, ლილე! რამდენი უნდა იყოსო ნეტა? ბევრად პატარაა? biggrin.gif
მინიატურკა love.gif

3კილოთი მეტი და 3-4 სანტიმეტრით მაღალი biggrin.gif ეხლა უნდა ამოვტენო biggrin.gif ოქტომბერში გვაქვს ვიზიტი და ნორმაში უნდა მივიყვანო, ჰიჩკოკებს ვუყვები, ვაშინებ მუცელში მილს შეგიერთებენ და ისე გაჭმევენთქო და შველის biggrin.gif რავქნა აბა სხვა გამოსავალი არ დამრჩა facepalm.gif

Posted by: Neno_ 23 Jun 2012, 17:44
GLAMOROUS
QUOTE
ეხლა უნდა ამოვტენო  ოქტომბერში გვაქვს ვიზიტი და ნორმაში უნდა მივიყვანო, ჰიჩკოკებს ვუყვები, ვაშინებ მუცელში მილს შეგიერთებენ და ისე გაჭმევენთქო და შველის  რავქნა აბა სხვა გამოსავალი არ დამრჩა 

ვაიმე, ჩავქვესკნელდი lol.gif

დედა-შვილი რა დღეში ხართ, ბედნიერებო biggrin.gif

გოგო, ფაფებს არ აჭმევ დილაობით? biggrin.gif საკმაოდ კალორიულია ფაფა და თან მაინცდამაინც დიდხანსაც არ განაყრებს, რავი მე ეგრე ვარ biggrin.gif

Posted by: glamo 23 Jun 2012, 17:53
Neno_
გულს ირევს ფაფაზე facepalm.gif უნდა ვცადო იქნებ რამე ისეთს მივაგნო რომ შეჭამოს, ფაფა სასარგებლოა ძალიან და მინდა რომ ჭამოს.

Posted by: Neno_ 23 Jun 2012, 17:58
GLAMOROUS
QUOTE
გულს ირევს ფაფაზე

ტკბილებს ხო არ აჭმევ ან მანის, მაგაზე მეც გულს ვირევ biggrin.gif

გემრიელი შვრიის ფაფა, რძით და ყველით როგორ არ უნდა მოგეწონოს, რავიცი biggrin.gif


Posted by: glamo 23 Jun 2012, 18:04
Neno_
არა მანის არ ვაძლევ, შვრია ვცადე და პატარა კი ჭამდა ხოლმე კარგად, ჭერმის ჩირს ვუთქვეფდი შიგნით, ხან ბანანს და ვაშლს, ახლა არ მიირთმევს, დატკბობით არ დამიტკბია. წიწიბურას ჭამს ერთადერთი და მაგითაც მაინც ვარ კმაყოფილი, მდიდარია ვიტამინებით წიწიბურა.

Posted by: Neno_ 23 Jun 2012, 20:54
GLAMOROUS
QUOTE
წიწიბურა

ვაიმე, ისე მომენატრა, 10 თვეა არ მიჭამია, არადა ვგიჟდები (აქაური არ მომეწონა!), რომ ჩავალ 2 თვე მარტო გრეჩიხა უნდა ვჭამო გარნირად biggrin.gif

Posted by: matmatuna 23 Jun 2012, 21:16
Neno_
QUOTE
(აქაური არ მომეწონა!),

რისერჩი ჩავატარე და გაირკვა,რომ სწორედ აქაურ-მანდაური ყოფილა კარგი და სასარგებლო, ვიდრე მუქიო mo.gif მე მაინც ვერ ვჭამ გემრიელად, მაგრამ დუდუს კი ვაყლაპებ მშვიდად user.gif

Posted by: Neno_ 23 Jun 2012, 21:29
matmatuna
QUOTE
რისერჩი ჩავატარე და გაირკვა,რომ სწორედ აქაურ-მანდაური ყოფილა კარგი და სასარგებლო, ვიდრე მუქიო  მე მაინც ვერ ვჭამ გემრიელად, მაგრამ დუდუს კი ვაყლაპებ მშვიდად 


------

რას ამბობ და რატოო? (გარდა რადიაციული უკრაინიდან იმპორტისა biggrin.gif).. ყველაფერი ქერქიანი უფრო სასარგებლოა და მაინცდამაინც გრეჩიხა დაჩაგრეს? biggrin.gif


Posted by: glamo 23 Jun 2012, 22:07
Neno_
QUOTE
ვაიმე, ისე მომენატრა, 10 თვეა არ მიჭამია, არადა ვგიჟდები (აქაური არ მომეწონა!), რომ ჩავალ 2 თვე მარტო გრეჩიხა უნდა ვჭამო გარნირად biggrin.gif

აქ მეც ვიყიდე და მომწვანო იყო, სულ სხვა გემოთი biggrin.gif ჰოოდა რუსების მაღაზიაა მადრიდში და იქ აქვთ ხოლმე! მე სულ რუსებთან ვყიდულობ smile.gif

Posted by: matmatuna 23 Jun 2012, 22:11
Neno_
QUOTE
გარდა რადიაციული უკრაინიდან იმპორტის

ზუსტად ამის გამო არ ვყიდულობ რუსულ მაღაზაიში.
QUOTE
რატოო?

დაუმუშავებელია და იმიტომო. სახლში რომ ჩავალ მაინც შევჭამ boli.gif ჯერ მაწვნით, მეორე დღეს პომიდვრებით, მერე შემწვარ კვერცხთან და ა.შ.

Posted by: Neno_ 23 Jun 2012, 22:14
matmatuna
QUOTE
ჯერ მაწვნით, მეორე დღეს პომიდვრებით, მერე შემწვარ კვერცხთან და ა.შ.

givi.gif

ყველი არ დამიჩაგრო! biggrin.gif გრეჩიხა ყველით და აჯიკით (სახლში გაკეთებული არომატულით) + თუ ცოტა კარაქსაც ჩაუდებ (ეს აუცილებელი არაა, მარა აგემრიელებს) არის ცხონება! biggrin.gif რა ბრინჯი, რის მაკარონი!




QUOTE
ზუსტად ამის გამო არ ვყიდულობ რუსულ მაღაზაიში.

ძალიან შეუშინებიხარ biggrin.gif

GLAMOROUS
QUOTE
ჰოოდა რუსების მაღაზიაა მადრიდში და იქ აქვთ ხოლმე! მე სულ რუსებთან ვყიდულობ

შემთხვევით მისამართი ხო არ გახსოვს? 3 წელია რუსულ მაღაზიას "ვეძებ" აქ biggrin.gif


Posted by: glamo 23 Jun 2012, 22:18
Neno_
გაგიგებ და მოგწერ smile.gif

Posted by: Neno_ 23 Jun 2012, 22:20
GLAMOROUS
QUOTE
გაგიგებ და მოგწერ

bis.gif

2kiss.gif

ვაოფებთ ისე biggrin.gif

Posted by: Nila 24 Jun 2012, 00:57
GLAMOROUS
შენც რა დღეში ყოფილხარ sad.gif
მეგონა, ჩემი, ცოტა რომ წამოიზრდებოდა, ლაპარაკით "შევაბამდი" რომ ეჭამა, მაგრამ შენმა "ისტორიამ" ეგ ბოლო იმედიც მომისპო givi.gif
ვაიმე, რა დღეში ვარ facepalm.gif 2 დღეა დილა-საღამოს 180 გრამ რძეს სვამს და ეგ არის სულ ამის საუზმე, ლანჩი, სადილი და დესერტი vis.gif

Posted by: ani1989 24 Jun 2012, 03:29
ვინმე ნესტლეს ალფავარეს აჭმევთ ან აჭმევდით პატარას???? მე ვაჭმევ და მარტო ერთ აფთიაქში მივაგენი და იქაც რაც მარაგი იყო სულ მე ამოვუწურე, ეხლა მეშინია სანამ გამოელევა, რომ არ მიიღოს იმ აფთიაქმა რა ვქნაა??? იქნებ მითხრათ თქვენ სად ყიდულობთ

Posted by: trombonelady 24 Jun 2012, 09:19
Nila
შენი ლიმა ძუძუს ბავშვივით ყოფილა, ძუძუს გარდა რო არაფერს არ ჭამენ, არ მისცე რძე აშიმშილე 6 საათი, საერთოდ არაფერი არ მისცე სასუსნავი. და 6 საათის მერე გამგელებული შეჭამს, ჩემი ერთი პერიოდი ეგრე უჭმელობდა და შეიძლება დღEში 2ჯერ ეჭამა მაგრამ დიდი ულუფებით ჭამდა და ასე თუ ისე ყოფნიდა. ისე სიარულს თუ სწავლობს ან ახალი დაწყებული აქვს უმადობა მაგასაც შეგიძლია დააბრალო, მაგრამ როგორც მახსოვს შენ სულ წუწუნებ smile.gif
წარმატებები

Posted by: glamo 24 Jun 2012, 13:03
Nila
QUOTE
2 დღეა დილა-საღამოს 180 გრამ რძეს სვამს და ეგ არის სულ ამის საუზმე, ლანჩი, სადილი და დესერტი

აჭამე ძალით yes.gif იტიროს არაუშავს, მე რომ ვეკონცერტებოდი და ვეფერებოდი ახლა ორმაგად ვიმკი, პირველ რიგში მისთვის არის საჭირო, თითონ ვერ აცნობიერებენ, ჩვენ -კი, ასე რომ smile.gif

Posted by: Nila 24 Jun 2012, 19:00
trombonelady
QUOTE
Nila
შენი ლიმა ძუძუს ბავშვივით ყოფილა, ძუძუს გარდა რო არაფერს არ ჭამენ, არ მისცე რძე აშიმშილე 6 საათი, საერთოდ არაფერი არ მისცე სასუსნავი. და 6 საათის მერე გამგელებული შეჭამს

ეს ბოლო დღეები არაფერმა უშველა sad.gif ადრე "კონცერტებით მაინც ვაჭმევდი ცოტ-ცოტას, ახლა ცოცხალი თავის პირს ვერ ვაღებინებ, კბილებს ერთმანეთზე აჭერს ,
რომ კოვზი არ ჩავუდო vis.gif
თან ვფიქრობ, შეიძლება კბილი ამოსდის (5 აქვს ჯერ) ხოდა იქნებ მაგის ბრალია-თქო rolleyes.gif

მართალი ხარ, ამის გადამკიდე, სულ უმადობაზე ვწუწუნებ biggrin.gif
სიარულს რაც შეეხება, დამოუკიდებლად მხოლოდ დგება, 2 -3 ნაბიჯს დგამს, მერე უკვე რამეს ეჭიდება და ისე დადის .
არ ვიცოდი , რომ მაგის გამოც შეიძლებოდა მადის დაკარგვა smile.gif
* * *
GLAMOROUS
QUOTE
აჭამე ძალით  იტიროს არაუშავს

გეთანხმები. smile.gif
მაგიტომაცაა მთელი დღეები ხან ძალით, ხან მოტყუებით ვატენი საჭმელს . მხოლოდ ეს ბოლო რამდენიმე დღე ვეღარ ვიმორჩილებ rolleyes.gif

Posted by: trombonelady 24 Jun 2012, 19:13
GLAMOROUS
QUOTE
აჭამე ძალითიტიროს არაუშავს,

არ შეიძლება ბავშვისთვის დაძალება, თვითონ ჭამის პროცესი შეზიზღდება,უნდა აშიმშილო, შეახალისო, თქვენი ბავშვი უკვე დიდია და ლამაზად გაფორმებული კერძი მიიზიდავს და ხალისით შეჭამს, სასუსნავი უნდა ამოიღოთ, მხოლოდ დესერტად. კარგად უნდა დაიღალოს ბავშვი, მოშივდეს და კარგადაც შეჭამს.
სხვათაშორის ბევრს ავიწყდება იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ ყველა ერთნაერად გემრიელად ვერ ამზადებს საჭმელს, იქნებ თქვენი მომზადებული არ მოსწონს. იქნებ ერთად მოამზადოთ რაიმე კერძი, მაგალითად აიღეთ რამოდენიმე სახეობის ბოსტნეული და თავად მიეცით უფლება აირჩიოს სტაფილო თუ კომბოსტო, კარტოფილი თუ ყაბაყი და დაჭრას თვითონ. შეიძლება კიტრი პომიდვრის სალათის გაკეთება, ასე თუ ისე რაიმეს შეჭამს თავისი სურვილით და ბევრად კარგად შეერგება ვიდრე დაძალებული.
კიდევ ერთი რამ კვების დროს ერთად მიუჯექით ოჯახი სუფრას და ბედნიერი სახეებით ჭამეთ, არ ელოდოთ როდის ჩაიდებს ლუკმას პირში, უბრალოდ მოიწონეთ ის რასაც ჭამთ და მასაც დააინტერესებთ.
არასწორია კითხვა: შეჭამ საჭმელს? ყოველთვის კითხეთ მისი აზრი რომელ საჭმელს შეჭამს სუპს თუ ომლეტს? ვაშლს თუ ბანანს? აუცილებლად აირჩევს რომელიმეს.

Posted by: Nila 24 Jun 2012, 19:14
შეიძლება სიცხის გამოცაა__ ბოლო რმდენიმე დღე, ტემპერატურა თითქმის 40 გრადუსს აღწევდა და ფაქტობრივად სუფთა ჰაერი არ უსუნთქია,
სულ კონდიცირებაში იყო sad.gif

Posted by: trombonelady 24 Jun 2012, 19:20
Nila
QUOTE
თან ვფიქრობ, შეიძლება კბილი ამოსდის (5 აქვს ჯერ) ხოდა იქნებ მაგის ბრალია-თქო

ხო შეიძლება კბილის ბრალი იყოს ჩემიც უჭმელობდა კბილის ამოჭრისას, სირულის დაწყებას რაც შეეხება ინტერნეტში მოვიძიე ეგ ინფო და თავს ვერ დავდებ რომ ნამდვილად ეგრეა, მაგრამ ჩემს შემთხვევაშI დაემთხვა.

Posted by: glamo 24 Jun 2012, 21:10
trombonelady
QUOTE
არ შეიძლება ბავშვისთვის დაძალება, თვითონ ჭამის პროცესი შეზიზღდება,უნდა აშიმშილო, შეახალისო, თქვენი ბავშვი უკვე დიდია და ლამაზად გაფორმებული კერძი მიიზიდავს და ხალისით შეჭამს, სასუსნავი უნდა ამოიღოთ, მხოლოდ დესერტად. კარგად უნდა დაიღალოს ბავშვი, მოშივდეს და კარგადაც შეჭამს.
სხვათაშორის ბევრს ავიწყდება იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ ყველა ერთნაერად გემრიელად ვერ ამზადებს საჭმელს, იქნებ თქვენი მომზადებული არ მოსწონს. იქნებ ერთად მოამზადოთ რაიმე კერძი, მაგალითად აიღეთ რამოდენიმე სახეობის ბოსტნეული და თავად მიეცით უფლება აირჩიოს სტაფილო თუ კომბოსტო, კარტოფილი თუ ყაბაყი და დაჭრას თვითონ. შეიძლება კიტრი პომიდვრის სალათის გაკეთება, ასე თუ ისე რაიმეს შეჭამს თავისი სურვილით და ბევრად კარგად შეერგება ვიდრე დაძალებული.
კიდევ ერთი რამ კვების დროს ერთად მიუჯექით ოჯახი სუფრას და ბედნიერი სახეებით ჭამეთ, არ ელოდოთ როდის ჩაიდებს ლუკმას პირში, უბრალოდ მოიწონეთ ის რასაც ჭამთ და მასაც დააინტერესებთ.

გადაზეპირებული მაქვს ეს ფსიქოლოგიური სტატიები smile.gif ზოგის ბავშვი ჭამს, ზოგის ბავშვი არა, შიმშილი არ შველოდა სამწუხაროდ,ეს ახლაა დიდი ასაკით მაგრამ ახლა არ დაუწყია პრეტენზიულობა, დაიწყო სადღაც წლინახევრიდან.

Posted by: coroline 24 Jun 2012, 21:51
trombonelady
კარგი რა მაია სიმიას ყუთზე რო ოჯახია ეგ გამახსენდა. მყავს ნანახი უჭმელი ბავშვი და რაის გაღIმებული სახით ჯდომა. ბავშვებს მთელი დღე შეუძლიათ არ ჭამონ და არ აწუხებთ

Posted by: trombonelady 25 Jun 2012, 11:18
coroline
QUOTE
კარგი რა მაია სიმიას ყუთზე რო ოჯახია ეგ გამახსენდა.

ხო ცოტა სასაცილოა, მაგრამ ოჯახის წევრების კარგი განწყობა ბევრს ნიშნავს ბავშვისთვის, ჭამის დროს არ უნდა განიხილებოდეს პრობლემები, ეგ ვიგულისხმე მე თორე სხვა კი არაფერი

Posted by: arazam 25 Jun 2012, 11:56
trombonelady
ბავშვი რომელიც უჭმელია ის უჭმელია და არც ერთად მომზადება უშველის და არც არჩევა გადარჩევა,

Posted by: coroline 25 Jun 2012, 11:58
ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვაირანტია დაანებო ბავშვს თავი , როცა უნდა შეჭამს და რამდენსაც, ალბათ იღებს იმდენს რამდენიც სჭირდება, 8 თვის არის და ეხლაც არ ვაძალებ ჭამას.

Posted by: arazam 25 Jun 2012, 12:05
coroline
QUOTE
ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვაირანტია დაანებო ბავშვს თავი , როცა უნდა შეჭამს და რამდენსაც, ალბათ იღებს იმდენს რამდენიც სჭირდება, 8 თვის არის და ეხლაც არ ვაძალებ ჭამას.

არ გყავს უჭმელი ბავშვი ეტყობადა არ იცი რა ძნელია მშიერი რო დადის, 3 დღე არ ჭამდა მოწამვლის გამო და ისე გახდა გული მისკდებოდა ,
დიდხანს რო გაეგრძელებინა გავგიჟდებოდი

Posted by: Nila 26 Jun 2012, 06:49
2 ახალი კბილი ამოსვლია, თურმე იმიტომ არ ჭამდა და მე დღესღა შევნიშნე facepalm.gif

Posted by: tamo7779 27 Jun 2012, 00:03
arazam
,,მშიერი დადის,, ეს ყველასთვის რადიკალურად განსხვავებულ მშიერად ყოფნას ასახავს

coroline
იასნია.
რაც უფრო დააძაებ, მით უფრო შეაძულებ.

Posted by: Free Aquarius 27 Jun 2012, 00:36
მეც ძალიან უჭმელი შვილი მყავს მაგრამ არასდროს არ ვაძალებ.ვთავაზობ მრავალფეროვან საკვებს და თვითონ ირჩევს რა ჭამოს.თავისი ხელით ჭამს,მეც ცოტა ცოტას ვაჭმევ ამ დროს.როცა აღარ უნდა წინსაფარს იხსნის და დგება.მეც აღარ ვაძალებ smile.gif
arazam
QUOTE
3 დღე არ ჭამდა მოწამვლის გამო

ავადმყოფობის გამო უმადობა ჩვეულებრივი მოვლენაა.გამოკეთდება და შეჭამს ისევ smile.gif
GLAMOROUS
QUOTE
აჭამე ძალით  იტიროს არაუშავს


ეგეთი მიდგომით უარეს შედეგს მივიღებთ,არ შეიძლება ადამიანს აიძულო ის რისი გაკეთებაც არ უნდა.მერე რა რომ ბავშვია?! ის დაბადებიდან უკვე პიროვნებაა.
QUOTE
თითონ ვერ აცნობიერებენ, ჩვენ -კი, ასე რომ


ბავშვი თვითონ ხვდება რა სჭირდება მის ორგანიზმს და რამდენი smile.gif

Posted by: matmatuna 27 Jun 2012, 00:41
Free Aquarius
QUOTE
ბავშვი თვითონ ხვდება რა სჭირდება მის ორგანიზმს და რამდენი

კი, ტკბილეული რომ ურჩევნიათ ბოსტნეულს, ესეც მათი ორგანიზმის გამოძახილია biggrin.gif

Posted by: Nila 27 Jun 2012, 00:50

coroline
QUOTE
ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვაირანტია დაანებო ბავშვს თავი , როცა უნდა შეჭამს და რამდენსაც, ალბათ იღებს იმდენს რამდენიც სჭირდება,
8 თვის არის და ეხლაც არ ვაძალებ ჭამას.

ვერ დაგეთანხმებით ვინც ფიქრობს რომ ბავშვი თავის ნებაზე უანდა მიუშვა. რაღაც პერიოდი მასე მოვიქეცი, მაგრამ გახდა, გაილია,
ფეხზე დგომის თავიც არ ჰქონდა.
ამიტომაც ვაძალებ ჭამას, მაგრამ ისე არ გაიგოთ, თითქოს ეს ტირის და მე მაინც ვაჭმევ. no.gif როცა კატეგორიულად არ უნდა, რაც არ უნდა ვცადო, მაინც არ შეჭამს.
უბრალოდ, როცა კოვზს ხედავს და თავს არიდებს, მაგ დროს ვცდილობ ათასი რამის მოფიქრებას, რომ ჭამაზე დავიყოლიო. საბედნიეროდ ტირილამდე არასდროს მისულა__ ასე, დაძალება-მოტყუებით და თავის შექცევით ვაჭმევ givi.gif
ისე, დღეს კარგად იქცევა, ვერ ვიჯერებ, რომ რაც შევთავაზე, ყველაფერი შეჭამა ყოველგვარი ხვეწნის გარეშე bis.gif

Posted by: tako44 27 Jun 2012, 01:39
ხვალიდან ვიწყებთ დამატების მიღებას bis.gif ვნახოთ, როგორ შეჭამს biggrin.gif ხილი უნდა გავასინჯო ხვალ

Posted by: coroline 27 Jun 2012, 10:24
Nila
არ დაძალებაში მაგას ვგულისხმობდი ზუსტად ბავშვები რო ტირიან და თავგადაწეულებს მაინც რო აჭმევენ , თორე ეგრე ერთი კოვზის გამოც კი ვაწყობ ხომე კონცერტებს და ვეთამაშები , ეგ დედის ინსტიქტია მგონი რო ბავშვი სულ მშიერი გონიაsmile.gif)

მეზიზღება ბავშვებს ლიფტებში და ეგეთ ადგილებში რო აჭმევენ , სხვაგან არ ჭამსო. ვინ მოიგონა გეხვეწები ბავშვისთVის ლიფტში ჭმევაsad.gif((( ეს უკვე მარაზმია

Posted by: arazam 27 Jun 2012, 13:43
Free Aquarius
QUOTE
მეც ძალიან უჭმელი შვილი მყავს მაგრამ არასდროს არ ვაძალებ.

QUOTE
თვითონ ირჩევს რა ჭამოს.თავისი ხელით ჭამს,

არაა ეგ უჭმელი რადგან ირჩევს თავისით და ჭამს,
უჭმელები იცი როგორები არიან? აი რო არ აირჩევენ და 2-3 დღე რო არ დააძალო მაინც რომ არ შეჭამენ,
ასეთებზეა ლაპარაკი და არა იმაზე ბავშვს რა კუთხით მიუდგე და როგორ მოერგო,

QUOTE
ბავშვი თვითონ ხვდება რა სჭირდება მის ორგანიზმს და რამდენი

ვაიმე კაი რაა, აი ძალიან მჭამელია ჩემი შვილი მაგრამ სადილი და შოკოლადი რო დავუდო და ვარჩევინო შოკოლადს აიღებს,
რა ხვდება biggrin.gif

Posted by: regenbogen 27 Jun 2012, 13:57
arazam
ირმა, მოწამლული იყო დაჩი?მეგონა ენტერო იყო ,გუშინაც სულ დამავიწყდა მეკითხა მაგაზე

Posted by: arazam 27 Jun 2012, 14:18
regenbogen
ჰოო მოწამლული იყო ის საღამო აღებინა არც სიცხე მიუცია არც კუჭი აშლია,
მეორე დღიდან კარგად იყო

Posted by: KaTeRiN 27 Jun 2012, 14:29
ძალიან გთხოვთ რაა
უჭმელობაზე არ დამაწერინოთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Pumpula 27 Jun 2012, 14:33
KaTeRiN

ვიცი მე შენი გოგოს ამბები biggrin.gif

Posted by: KaTeRiN 27 Jun 2012, 14:45
არც ჰაერის გამოცვლამ უშველა

უკვე აღარც ქრთამი ჭრის აღარც ჩემგან გაღებული დიდძალი ხარკი

Posted by: ინი44 27 Jun 2012, 15:14
გოგოებო ხილის ცვენს როგორ ასმევთ? 8 თვის ბავშვი მკავს და ვერაფრით მივაღებინე გამოწურული წვენები, შაქარი გავუკეთო?

Posted by: @@@@ 27 Jun 2012, 16:35
iini44
ხილი აჭამე პირდაპირ

Posted by: glamo 28 Jun 2012, 01:40
Free Aquarius
QUOTE
ეგეთი მიდგომით უარეს შედეგს მივიღებთ,არ შეიძლება ადამიანს აიძულო ის რისი გაკეთებაც არ უნდა.მერე რა რომ ბავშვია?! ის დაბადებიდან უკვე პიროვნებაა.

უფლებებზე ლაპარაკიღა მაკლდა რა, ყველა კონკრეტული შემთხვევა განსხვავებულია და არ ჯდება ბატონო სტანდარტებში და რავქნათ? შიმშილით დავხოცოთ ბავშვები? შუბლზე იარაღს არ ვადებ და ისე არ ვაჭმევ, დაძალებით კიდევ დავაძალებ, იმიტომ რომ თავის უაზრო სიჯიუტით ჯანმრთელობა არ დაიზიანოს.
QUOTE
ბავშვი თვითონ ხვდება რა სჭირდება მის ორგანიზმს და რამდენი smile.gif

ამაზე კომენტარს აზრი არააქვს..

Posted by: tamar1586 28 Jun 2012, 12:09
Free Aquarius
QUOTE
მეც ძალიან უჭმელი შვილი მყავს მაგრამ არასდროს არ ვაძალებ.ვთავაზობ მრავალფეროვან საკვებს და თვითონ ირჩევს რა ჭამოს.თავისი ხელით ჭამს,მეც ცოტა ცოტას ვაჭმევ ამ დროს.როცა აღარ უნდა წინსაფარს იხსნის და დგება.მეც აღარ ვაძალებ     


საერთოდ რომ არ ჭამდეს მაინც ამ აზრზე იქნებოდი:
QUOTE
არ შეიძლება ადამიანს აიძულო ის რისი გაკეთებაც არ უნდა
?
არა მგონია.

მაგ ლოგიკით არც დილით ადრე ადგომა არ უნდა დავაძალოთ სკოლაში წასასვლელად, არც მეცადინეობა და რა პიროვნებას მივიღებთ ალბათ გასაგებია.
საკვების მოთხოვნილება არ ვიცი და სწავლის მოთხოვნილება ბევრ ბავშვს ნამდვილად არ აქვს და არ ვატაროთ სკოლაში? დედაჩემს რომ არ დაეძალებინა ჩემთვის მეცადინეობა, არც ვიცი სად ვიქნებოდი.


iini44
QUOTE
გოგოებო ხილის ცვენს როგორ ასმევთ? 8 თვის ბავშვი მკავს და ვერაფრით მივაღებინე გამოწურული წვენები, შაქარი გავუკეთო? 

5 თვიდან ვაძლევ ჩემს შვილს გახეხილ ვაშლს. რად გინდა წვენი? გაუხეხე ხილი და მიეცი ისე. თანაც უკვე 8 თვის ყოფილა smile.gif

Posted by: basti-bubuuu 28 Jun 2012, 13:01
გოგოებო იბერულაში ნაყიდ ხორცს აჭმევთ ვინმე-როგორია ნეტა?

Posted by: gvants 28 Jun 2012, 13:04
tamar1586
თამო, მაწონს აძლევ? თუ კი , როდიდან და თუ არა, როდის აპირებ?

-----------

Posted by: tamar1586 28 Jun 2012, 13:17
gvants
კი, გვანცა, ვაძლევ მაწონს:
ძალიან ცოტა მაწონს ვურევ ხაჭოში. ალბათ ასე 1 თვეა ან ცოტა მეტი რაც ხაჭოს მიირთმევს.
კვებას ვერ უცვლის მაგრამ 2 კვებას შორის ჭამს ამ ხაჭოს. ვუტკბობ ოდნავ და ძალიან მოსწონს.

Posted by: gvants 28 Jun 2012, 13:21
tamar1586
ხაჭის ესეც მიირთმევს, 2-3 თვეა. ამ ბოლო დროს რძე აღარ უნდა და აღარ ვიცი რა ვქნა, რით ჩავუნაცვლო. ქალაქგარეთ გაყვანის იმედად ვრჩები, იქნებ იქ დალიოს-მეთქი.

Posted by: tamar1586 28 Jun 2012, 13:46
gvants
გვანცა, რძეს რამდენ კვებაზე იღებს?
მე მითხრა პედიატრმა თავის დროზე რომ დღეში 2-ჯერ ფაფა მიეცი და ერთხელ ბოსტნეულის სუპი(პიურეო). მაგრამ მე ერხელ ვაძლევ ფაფას რადგან 3-ჯერ დედის რძეს იღებს. ლუკა დიდი ბიჭია უკვე და რამე სხვა ალტერნატივა არ არის რძის მაგივრად?

Posted by: gvants 28 Jun 2012, 13:51
tamar1586
დილით და საღამოს ვაძლევ რძეს_210 და ჩამოვედით 150მლ-ზე, 1 კვება ფაფა და 1_სუპი. 9თვისაა ჯერ და მინდა, რომ წლამდე მაინც მიმეცა რძე.

QUOTE
ლუკა დიდი ბიჭია უკვე და რამე სხვა ალტერნატივა არ არის რძის მაგივრად?

აი ეგ მაინტერესებს მეც.

Posted by: chaPPek 28 Jun 2012, 14:02
gvants

რძიან ფაფებს ხო ჭამს? მაგით ირებს იმ რძეს, რაც აუცილებელია. დუდამ რო მიკრა ხელი ბოთლზე, არ დამიძალებია, რავიცი. მაწონი სიმართლე გითხრა მე 6 თვიდან დავიწყე მარა ხან კუჭი აეშალა, ხან მჟავამ ნიკაპი გაუღიზიანა და შევეშვი. 1 წლიდან ჩვეულებრივ ჩავურთავ კვებაში.


Posted by: Unitended 28 Jun 2012, 14:05
ყველი რა ფორმით მივაღებინო 11 თვის ბავშვს
ფანტაზია აღარ მყოფნის უკვე რა ვაჭამო

Posted by: PooPoo 28 Jun 2012, 14:09
Unitended
QUOTE
ყველი რა ფორმით მივაღებინო 11 თვის ბავშვს
ფანტაზია აღარ მყოფნის უკვე რა ვაჭამო

კარტოფილის პიურე, გერკულესის ფაფა

Posted by: gvants 28 Jun 2012, 14:56
chaPPek
კი, ფორმულით ვუზავებ ფაფას, 100 გრამს ვამატებ და გავუზრდი დოზას აქ. არ გამხსენებია ეს.

მადლობა smile.gif

Posted by: infuzoria 28 Jun 2012, 16:01
QUOTE
ყველი რა ფორმით მივაღებინო 11 თვის ბავშვს
ფანტაზია აღარ მყოფნის უკვე რა ვაჭამო

ნორდიკის ბრინჭის ფაფაში გახეხილი ყველი ჩაამატე,ოღონდ ცხელში არა ცოტა რომ გაცივდება მერე ,და ცოტა ხმელი პიტნის ჩადებაც შეიძლება -ნუ ეგ უკვე გემოვნების ამბავია smile.gif

Posted by: Unitended 28 Jun 2012, 16:34
QUOTE
კარტოფილის პიურე, გერკულესის ფაფა

პიურეს არ მიირთმევს დიდად

QUOTE
ნორდიკის ბრინჭის ფაფაში გახეხილი ყველი ჩაამატე,ოღონდ ცხელში არა ცოტა რომ გაცივდება მერე ,და ცოტა ხმელი პიტნის ჩადებაც შეიძლება -ნუ ეგ უკვე გემოვნების ამბავია 

აი ეს მომეწონა რაღაც დღეს გავასინჯებ ნეტა მოეწონოს smile.gif

Posted by: nikmaik 28 Jun 2012, 19:03
ifuzoria
QUOTE
ნორდიკის ბრინჭის ფაფაში გახეხილი ყველი ჩაამატე,ოღონდ ცხელში არა ცოტა რომ გაცივდება მერე ,და ცოტა ხმელი პიტნის ჩადებაც შეიძლება -ნუ ეგ უკვე გემოვნების ამბავია

რა კარგი აზრია
იცი რა მაინტერესებს? ნორდიკის ბრინჯის ფაფა როგორი სახისაა? დაფქული დაღერღილი თუ როგორი?

Posted by: Nila 28 Jun 2012, 20:25
coroline
QUOTE
Nila
არ დაძალებაში მაგას ვგულისხმობდი ზუსტად ბავშვები რო ტირიან და თავგადაწეულებს მაინც რო აჭმევენ , თორე ეგრე ერთი კოვზის გამოც კი ვაწყობ ხომე კონცერტებს და ვეთამაშები , ეგ დედის ინსტიქტია მგონი რო ბავშვი სულ მშიერი გონია)

ჩემი ისეთია, თუ კატეგორიულად აღარ უნდა, პირს ვერ გააღებინებ, ტირილითაც კი მოკუმული პირით ტირის lol.gif ასე რომ ჭამის დროს ტირილამდე თუ მივიდა, ფარხმალს მაყრევინებს biggrin.gif
KaTeRiN
QUOTE
არც ჰაერის გამოცვლამ უშველა

თქვენც ისევ მასეთ დღეშI ხართ ?. sad.gif
* * *
Unitended
QUOTE
ყველი რა ფორმით მივაღებინო 11 თვის ბავშვს
ფანტაზია აღარ მყოფნის უკვე რა ვაჭამო

მე მდნარ ყველს ვურევ უკვე მომზადებულ zucchini-ს . მაგას, ასეთუისე, ჭამს , კონცერტების ფონზე facepalm.gif
ისე, გუშინ და დღეს ცოტა გამოსწორდა, ყველაფერი ჭამა (ულუფის ნახევრებს კი ტოვებდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ) .
ნეტავ გვეშველა თუ დროებითია?. rolleyes.gif

Posted by: Free Aquarius 29 Jun 2012, 00:07
arazam
რაც დამატება მივეცი სულ კონცერტებით და გართობით ვაჭმევ.ძალიან მოძრავია და სულ რაღაცას აკეთებს.ხან დადის და ისე ვაჭმევ.არ მახსოვს გართობის გარეშე ამას ეჭამოს.თავისი ხელითაც ცოტას ჭამს.რამდენიმეჯერ 3-4 დღე არაფერი ჭამა,მარტო ფორმულა და ძუძუ.ხან ცოტა უკეთესად ჭამს.
* * *
tamar1586
QUOTE
საერთოდ რომ არ ჭამდეს მაინც ამ აზრზე იქნებოდი


არ მეგულება დედამიწაზე ცოცხალი არსება რომ არ იკვებებოდეს და არსებობდეს smile.gif მე დაძალებაში ვგულისხმობ ბავშვს რომ არ უნდა და მაინც სტენიან,ცხვირზე ხელის მოჭერით რომ აღებინებენ პირს და ეგეთები.უნდა ვაცადოთ ბავშვს მოშიება და აუცილებლად შეჭამს მაგრამ დაძალებით სულ შევაზიზღებთ ჭამას.მეზობლის ბავშვს სულ კოვზით დასდევდნენ ეზოშიც კი და არ ჭამსო იძახდნენ.არადა ბავშვი მსუქანი იყო და ეხლაც წონის პრობლემა აქვს.ბავშვები კი მსუქანას ეძახიან და ეხლა ბებიას და დედას საყვედურობს რომ აძალებდნენ.აი ესეთ შემთხვევებზე მაქვს ლაპარაკი.
* * *
arazam
QUOTE

ვაიმე კაი რაა, აი ძალიან მჭამელია ჩემი შვილი მაგრამ სადილი და შოკოლადი რო დავუდო და ვარჩევინო შოკოლადს აიღებს,
რა ხვდება


GLAMOROUS
QUOTE
ბავშვი თვითონ ხვდება რა სჭირდება მის ორგანიზმს და რამდენი smile.gif

ამაზე კომენტარს აზრი არააქვს..


ჩემი მოგონილი ნამდვილად არ არის smile.gif
ერთი წლის ბავშვი ჭამას სულ სხვაგვარად ეკიდება - მას ახლა ისე ძალიან აღარ შია და კვებისას ჭირვეულობს. არც არის გასაკვირი: იმდენი რომ ჭამოს, რამდენსაც ადრე სანსლავდა და წონაშიც ისევე სწრაფად მოიმატოს, როგორც წლამდე, რამხელა გახდება?! პატარას უკვე შეუძლია, ყურადღებით შეისწავლოს თავისი მენიუ და განსაზღვროს, რა მოსწონს და რა - არა. კბილების ამოსვლის პერიოდში ბავშვს მადა ხშირად უფუჭდება, შესაძლოა, ულუფის მხოლოდ ნახევარი მიირთვას ან საერთოდ უარი თქვას კერძზე. საზოგადოდ, მადა კვირიდან კვირამდე, დღიდან დღემდე ეცვლება და ეს ბუნებრივია. შესაძლოა, ზედიზედ რამდენიმე დღე მწვანილი ჭამოს, მერე უცებ სახამებლის შემცველ პროდუქტებს - კარტოფილს, მაკარონს მიეძალოს...

ზოგჯერ სადილად მხოლოდ სტაფილოს შეჭამს, თანაც ოთხჯერ მეტს, ვიდრე ეკუთვნის, არც ღებინება შეაწუხებს, არც ფაღარათი და არც მუცლის ტკივილი. მშობელს, ბუნებრივია, უჭირს ასეთ რეჟიმთან შეგუება. მაშ, როგორ მოიქცეს? გამოსავალი მარტივია: არჩევანი ბავშვს მიანდოს. დაე, ჭამოს ის, რაც სურს. ნუ შეშინდებით, თუ თქვენი პატარა რომელიმე პროდუქტს ჩვეულებრივზე მეტად მიეძალა ან რომელიმე შესძულდა, - ბავშვი თვითონვე ხვდება, რა სჭირდება მის ორგანიზმს. მას, ასე ვთქვათ, ინტუიციური ცოდნა აქვს. თუ ბავშვმა უცებ აიკრძალა იმ ბოსტნეულის ჭამა, რომელსაც წინა კვირას სიამოვნებით მიირთმევდა, ძალას ნუ დაატანთ - გავა ხანი და ისევ შეიყვარებს. ძალდატანებით კი მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ დროებითი გულგრილობა მუდმივ სიძულვილად გადაექცევა. თუ ბავშვმა ზედიზედ ორჯერ თქვა უარი რომელიმე კერძზე, ორიოდე კვირას ნუღარ აჭმევთ. თუ ზოგიერთი ბოსტნეული უყვარს, ზოგს კი ვერ იტანს (წლიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ასეთი რამ დამახასიათებელია), მიეცით ის, რომელიც უყვარს. თუ ბოსტნეულს საერთოდ არ ეკარება, უფრო მეტი ხილი აჭამეთ. თუ საკმაო რაოდენობით მიიღო რძე, ხილი და ვიტამინები, ბოსტნეულში არსებული ნივთიერებების დანაკლისს იოლად აინაზღაურებს.

როცა ფაფა ბეზრდება
ზოგიერთ ბავშვს სიცოცხლის მეორე წელს ფაფა ბეზრდება. თუ ჭამას აიძულებთ, შესაძლოა, აღებინოს კიდეც. არსებობს ფაფის შემცვლელი უამრავი პროდუქტი: პური, მაკარონი, კარტოფილი, ნამცხვარი... რამდენიმე კვირის განმავლობაში სახამებლის შემცველი სურსათი სულაც რომ არ მიიღოს, არც ამით დაშავდება რამე, მით უმეტეს, თუ ასაკთან შედარებით კუთვნილზე მეტს იწონის. ჩავთვალოთ, რომ ეს პერიოდი მისი ორგანიზმისთვის განტვირთვის ტოლფასია. თუ, პირიქით, ბავშვი კუთვნილზე ნაკლებს იწონის, სცადეთ, ფაფას დაამატოთ ხილი, მაგალითად, გახეხილი ვაშლი ან ბანანი. ეს ფაფას გემოს შეუცვლის, პატარები კი, ნუ გაგიკვირდებათ და, საოცარი გურმანები არიან.

რძე არ გინდა?
რძე ძალზე ფასეული პროდუქტია, განსაკუთრებით ბავშვისთვის. ის აუცილებელ ნივთიერებათა უმრავლესობას შეიცავს. ერთიდან სამ წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისთვის, თუ მისი რაციონი მრავალფეროვანია, დღე-ღამეში 750მლ რძე სავსებით საკმარისია. თუ ამაზე ნაკლებს იღებს, ცუდია, მაგრამ ძალას ნუ დაატანთ. შესაძლოა კიდევ უფრო ნაკლები დალიოს, აცადეთ, ვიდრე თვითონ მოითხოვს, დანაკლისის ასანაზღაურებლად კი რძის ნაწარმი (ყველი, ხაჭო, მაწონი) მიეცით. ყველი ძალიან სასარგებლოა. 30 გრამი იმდენსავე კალციუმს შეიცავს, რამდენსაც 230გ რძე. ბავშვისთვის ნაკლებად ცხიმიანი და ნაკლებად მარილიანი ყველი ჯობს. ხაჭოში ცოტა ცხიმია, ამიტომ ორგანიზმი მას ბევრს და ადვილად ითვისებს. 300გ ხაჭო 1 ჭიქა რძეს უდრის. ოღონდ ეცადეთ, არ დაუტკბოთ. კარაქს ბავშვი თანდათან შეაჩვიეთ: შეურიეთ ბოსტნეულის პიურეში, თხლად წაუსვით პურზე ან ყველიანი ბოსტნეული მოუმზადეთ. კარგი იქნება, კარაქიან პურს სათამაშოს ან ცხოველის ფორმა მისცეთ, რომ პატარას მისთვის გემოს გასინჯვის სურვილი გაუჩნდეს. კარაქისგან დროებით თავის შეკავებას გირჩევთ კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს, მწვავე პერიოდში. პროცესის ნორმალიზების შემდეგ შეგიძლიათ კვლავ დაიწყოთ კარაქის მიცემა ულუფის თანდათან მომატებით. დღიური ულუფა 1 ჩაის კოვზს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ბავშვმა მთელი თვის მანძილზე არ მიიღო რძის ნაწარმი, სასურველია, პირად პედიატრს მიმართოთ. ის პატარას კალციუმს დაუნიშნავს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ნუ დააძალებთ პატარას ჭამას, როცა თავად არ სურს. უმჯობესია, მრავალფეროვანი და სრულფასოვანი რაციონით უზრუნველყოთ და არ გაგიკვირდეთ, როცა შეამჩნევთ, რომ თქვენს შვილს გემოვნება ეცვლება. დაე, პატარამ თვითონ შეარჩიოს მენიუ.

Posted by: trombonelady 29 Jun 2012, 09:28
Free Aquarius
დიდი მადლობა საინტერესო პოსტისთვის smile.gif

Posted by: Unitended 29 Jun 2012, 12:37
QUOTE
მე მდნარ ყველს ვურევ უკვე მომზადებულ zucchini-ს . მაგას, ასეთუისე, ჭამს , კონცერტების ფონზე 
ისე, გუშინ და დღეს ცოტა გამოსწორდა, ყველაფერი ჭამა (ულუფის ნახევრებს კი ტოვებდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ) .
ნეტავ გვეშველა თუ დროებითია?.



უმარილო ყველით გავუკეთე მგონი მოეწონა smile.gif

QUOTE
ისე, გუშინ და დღეს ცოტა გამოსწორდა, ყველაფერი ჭამა (ულუფის ნახევრებს კი ტოვებდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ) .
ნეტავ გვეშველა თუ დროებითია?. 

ყოველთვის უჭმელი იყო ანუ ვთქვათ 6 თვის ასაკშიც?

ბავშვები ასაკის მიხედვით იცვლიან ხასიათს ( ნუ მადას smile.gif
ჩემი მულიშვილი წლამდე გადასარევად მიირთმევდა ყველაფერს ეხლა რომ ვუყურებ როგორ იტაჯებიან იმის კვებაზე სულ გული მისკდება ნუთუ მეც იგივე მელოდება და შეიცვლის ესეც რამეს facepalm.gif

Posted by: tamo7779 29 Jun 2012, 13:04
Unitended

ნაჭერი რომმისცე ყველის არა, ვერ მოცუცნის? ისე კარტოფილის პიუირეში, გერკულესში, მაკარონში, ომლეტში - ორთქლზე. 1 წლიდან უკვე ალადები და ტვაროჟნიკებიც შეიძლება გაუკეთო

Posted by: Unitended 29 Jun 2012, 13:06
QUOTE
ნაჭერი რომმისცე ყველის არა, ვერ მოცუცნის

კი მიირთმევს მასე საკვების გამრავალფეროვნებისთვის მინდა რამეს შევურიო
QUOTE
მაკარონში, ომლეტში - ორთქლზე

მაკარონი კი არ მიმიცია ჯერ და ნეტა რატო smile.gif

ომლეტი ორთქლზე – ეს შეგიძლია მითხრა რა არის

Posted by: Free Aquarius 29 Jun 2012, 13:20
QUOTE (trombonelady @ 29 Jun 2012, 09:28 )
Free Aquarius
დიდი მადლობა საინტერესო პოსტისთვის smile.gif

არაფრის smile.gif

Posted by: basti-bubuuu 29 Jun 2012, 13:32
საქონლის ხორცს სად ყიდულობთ?მე იბერულაში ვუყიდე და გავყინე თან.კვირაში ორჯერ ხო?

Posted by: ათულია 29 Jun 2012, 14:27
გოგოებო თუ არ დაგეზარებათ იქნებ ვინმემ დამიჯწეროთ 9 თვის ბავშვის მენიუ

Posted by: nikmaik 29 Jun 2012, 14:36
Unitended
QUOTE
ომლეტი ორთქლზე – ეს შეგიძლია მითხრა რა არის

ჩემი აზრით იგივე რაც მოხარშული კვერცხი biggrin.gif

Posted by: glamo 29 Jun 2012, 17:31
Free Aquarius
ვიცი რომ შენ არ მოგიგონია,მაგრამ რადგან შენს ფანტაზიაში დაძალება აუცილებლად ცხვირზე მოჭერასთან და შენობის გარშემო კოვზით სირბილთან ასოცირდება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ასე იქცევა, უბრალოდ არ ჯდება ამ ინსტრუქციებში და სტატიებში სიტუაციების უმეტესობა, ბავშვი რომელიც ირჩევს რა ჭამოს და ბავშვი რომელიც არ ჭამს საერთოდ სხვადასხვა რამეა. რჩევა ერთია და რეალობა მეორე, რამდენი პედიატრია იმდენი აზრი არსებობს, ცდა რომ ჩაატარო დასკვნას ვერ გამოიტან რა სჯობს, ასე რომ არსებობს მომენტები როცა ლოგიკური მოქმედებაა საჭირო და არა ვინმეს მიერ განსაზღვრული გეგმის განხორციელება.

Posted by: uma_thurman 29 Jun 2012, 17:37
პრობლემა მაქვს biggrin.gif შუადღისით, როგორც წესი სადილზე გაგას ვაჭმევ სუპ-პიურეს, მონაცვლეობით ქათმ,ის, ხბოს, თევზის ხორცით, კვერცხით და ბოსტნეულით. ხოდა, ამ ბოლო დროს აღარ ჭამს ამ სუპებს sad.gif აუცილებელია ყოველდღე სუპი რომ ჭამოს? შემომთავაზეთ ალტერნატიული სადილი რა rolleyes.gif

Posted by: Free Aquarius 29 Jun 2012, 20:02
GLAMOROUS
QUOTE
Free Aquarius
ვიცი რომ შენ არ მოგიგონია,მაგრამ რადგან შენს ფანტაზიაში დაძალება აუცილებლად ცხვირზე მოჭერასთან და შენობის გარშემო კოვზით სირბილთან ასოცირდება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ასე იქცევა

არსად მითქვამს რომ ყველა ეგრე იქცევა.მე კონკრეტული მაგალითები მოვიყვანე თუ როგორ აძალებენ ბავშვებს რაც ჩემთვის მიუღებელია.
QUOTE
ბავშვი რომელიც ირჩევს რა ჭამოს და ბავშვი რომელიც არ ჭამს საერთოდ სხვადასხვა რამეა.


გამიგია უჭმელი ბავშვი მაგრამ საერთოდ რომ არ ჭამს ეგ რაღაც ახალია biggrin.gif

QUOTE
ასე რომ არსებობს მომენტები როცა ლოგიკური მოქმედებაა საჭირო და არა ვინმეს მიერ განსაზღვრული გეგმის განხორციელება.

შენთვის ლოგიკური მოქმედებაა ბავშვი რომ ტირის და მაინც აჭმევ?ბიბისის დოკუმენტური ფილმები გადიოდა სადაც ძნელად აღსაზრდელ ბავშვებთან ოჯახში მიდიოდა ფსიქოლოგი.კამერებით იღებდნენ ბავშვების და მშობლების ურთიერთობას და შემდეგ მშობლებთან განიხილავდა ამ ყველაფერს ფსიქოლოგი.უხსნიდა რას აკეთებდნენ არასწორად და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.მშობლების დამოკიდებულების შეცვლის შემდეგ ბავშვებიც იცვლებოდნენ,ანუ კარგად იქცეოდნენ.იმის თქმა მინდა რომ მშობელი უნდა მიუდგეს ბავშვს სწორად და აღარ იქნება საჭირო დაძალება.

Posted by: glamo 29 Jun 2012, 21:13
Free Aquarius
QUOTE
არსად მითქვამს რომ ყველა ეგრე იქცევა.მე კონკრეტული მაგალითები მოვიყვანე თუ როგორ აძალებენ ბავშვებს რაც ჩემთვის მიუღებელია.

შენთვის ზოგადად დაძალებაა მიუღებელი, უფლებებზე ტყუილად არ დაგიწყია საუბარი წინა პოსტებში.
QUOTE
გამიგია უჭმელი ბავშვი მაგრამ საერთოდ რომ არ ჭამს ეგ რაღაც ახალია biggrin.gif

ძველია yes.gif
QUOTE
შენთვის ლოგიკური მოქმედებაა ბავშვი რომ ტირის და მაინც აჭმევ?

არა ჩემთვის ლოგიკურია 4წლის ბავშვის პროტესტები უგულებელვყო და ცოტაოდენი სიმკაცრე გამოვიჩინო რითაც მივაღწევ რომ საკვები ულუფა მიიღოს.
QUOTE
ბიბისის დოკუმენტური ფილმები გადიოდა სადაც ძნელად აღსაზრდელ ბავშვებთან ოჯახში მიდიოდა ფსიქოლოგი.კამერებით იღებდნენ ბავშვების და მშობლების ურთიერთობას და შემდეგ მშობლებთან განიხილავდა ამ ყველაფერს ფსიქოლოგი.უხსნიდა რას აკეთებდნენ არასწორად და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.მშობლების დამოკიდებულების შეცვლის შემდეგ ბავშვებიც იცვლებოდნენ,ანუ კარგად იქცეოდნენ.იმის თქმა მინდა რომ მშობელი უნდა მიუდგეს ბავშვს სწორად და აღარ იქნება საჭირო დაძალება.

რთულად აღსაზრდელი რა შუაშია საერთოდ ამ სიტუაციაში ვერ ვხვდები. მეტისმეტად ხარ მედია-ბეჭდური საშუალებების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული, ლოგიკა სწორედ ამ შემთხვევისთვის მოვიყვანე მაგალითად.

Posted by: Free Aquarius 29 Jun 2012, 23:54
GLAMOROUS
QUOTE
გამიგია უჭმელი ბავშვი მაგრამ საერთოდ რომ არ ჭამს ეგ რაღაც ახალია biggrin.gif

ძველია 


რავიცი მე არ მინახავს ცოცხალი არსება რომელიც არ ჭამს biggrin.gif

QUOTE
რთულად აღსაზრდელი რა შუაშია საერთოდ ამ სიტუაციაში ვერ ვხვდები

დავწერე რა შუაშიცაა
QUOTE
იმის თქმა მინდა რომ მშობელი უნდა მიუდგეს ბავშვს სწორად და აღარ იქნება საჭირო დაძალება.


QUOTE
მეტისმეტად ხარ მედია-ბეჭდური საშუალებების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული


აი ეს მართლა რა შუაშია?ან საიდან დაასკვენი?! biggrin.gif არაფრის და არავის ზეგავლენის ქვეშ არ ვარ.მემგონი ინტერნეტით ინფორმაციის მიღება ჩვენს დროში ჩვეულებრივი მოვლენაა biggrin.gif როგორც აღნიშნე ყველა ექიმს თავის აზრი აქვს,ამიტომ ბრმად რომ არ დავუჯეროთ ჩვენც რაღაც უნდა ვიცოდეთ smile.gif

Posted by: tako44 30 Jun 2012, 00:44
ჰაინცის პეჩენია სად ვიყიდო? გუდვილში დამავიწყდა დღეს ყიდვა და ეს დღეები სახლში ვარ და სად იქნება? ჩვეულებრივ მარკეტში თუ აფთიაქში?

Posted by: glamo 30 Jun 2012, 00:52
Free Aquarius
QUOTE
რავიცი მე არ მინახავს ცოცხალი არსება რომელიც არ ჭამს biggrin.gif

უი მართლა? მე მინახავს ეს ერთი და მეორე ძალიან სწორად ვუდგები შვილის აღზრდას, ამისთვის ინტერნეტიდან ინსტრუქციები არ მჭირდება. შეგიძლია მორალი შენთვის შეინახო და აღარ დამთაგო. არანაირი სურვილი არ მაქვს წყალი ვნაყო.

Posted by: coroline 30 Jun 2012, 09:58
tako44
თაკო ნებისმიერ აფთიაქში აქვთsmile.gif

Posted by: anuka2009 30 Jun 2012, 11:21

ათულია
QUOTE
გოგოებო თუ არ დაგეზარებათ იქნებ ვინმემ დამიჯწეროთ 9 თვის ბავშვის მენიუ



1. 9-10 სთ - საუზმე - ფაფა (რძეზე მოდუღებული) გერკულესი, ბრინჯი, წიწიბურა, 4 კომპონენტიანი.
2. 1-2 სთ - სადილი -ბოსტნეულის პიურე (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი, ყაბახი, ბროკოლი, კამა)+წიწილის ხორცი/ხბოს ხორცი, კვირაში ერთხელ არტალის ბულიონი (ვაკეტებ და 2 დღეს მიირთმევს), წიწილის ბულიონიც ვაჭამე 1-2 ჯერ, თუმცა ხშირად არ ვაძლევ, რადგან ამოღებულიია რაციონიდან და არ ვრისკავ, ბოსტნეულის პიურეში კვერცხსაც ვურევ კვირაში 1-2 ჯერ, კვირასი 1-ხელ თევსი ხარტოფილის პიურესთან ერთად
3. 5-6 სთ სამხარი - მაწონი და პეჩენია, მაწონში ვურევ ხაჭოს ხშირად. ხანდახან მაწონში ვუთქვეფ ქლიავის ჩUრს, კურაგას ქიშმიშს smile.gif
4.9-10 ჰუმანა და ძილი smile.gif
შუალედებში ხილფაფა ხაჭოთი (ვაშლი, გარგარი, ატამი, ალუჩა, ალუბალი), კომპოტი,

ესაა ძირითადად, რამე თუ გაინტერესებს დაწვრილებით მომწერე და ოთო ბიჭს უბწკინე ლოყაზე.

ჰო, მთავარი, მენიუ რა თქმა უნდა პედიატრთანაა შეთანხმებული და თვითშEმოქმედებას არ ვეწევი smile.gif



Posted by: tamo7779 30 Jun 2012, 11:26
Unitended

ჩვეულებრივი ომლეტი (კვერცხი, მარილი, რძე, ფქვილი, მწვანილები, სანელებლები) ოღოინდ კეთდება ორთქლზე. ან ელექტრო ქვაბში, ან გაზზე დასადგმელ ქვაბში. არ იწვება - ამითაა კარგი


Posted by: nikmaik 30 Jun 2012, 11:29
anuka2009
4 ჯერ ჭამს?
ჩვენც ასე ვიკვებებით და + გამთენიის 6 საათზე სელია

Posted by: anuka2009 30 Jun 2012, 11:42
nikmaik


ხო გამთენიისას ჰუმანა 6 ზე smile.gif ეგ გამომრჩა smile.gif


თუ რამეს აძლევ ისეთს რასაც მე არა, დამიწერე მაინც პლზ smile.gif

Posted by: ათულია 30 Jun 2012, 12:20
anuka2009
მადლობა ჩემო კარგო დაახლოებით ასე ვკვებავ მეც გამთენიისას ესეც გეახლება თავის ფორმულას
მაგრამ აი ხაჭო მაწონს ვაძლევ თუ არა ეგრევე კუჭში იკვრება


დანარჩენს უპრობლემოდ მიირთმევს დაუპრობლემოდ ინელებს


2kiss.gif

Posted by: nikmaik 30 Jun 2012, 13:35
ათულია
QUOTE
მაგრამ აი ხაჭო მაწონს ვაძლევ თუ არა ეგრევე კუჭში იკვრება

ამასთან რამე ისეთი ხილი მიეცი რაც ხსნის კუჭს
მაგ: გარგარი, ალუბალი, ატამი
anuka2009
QUOTE
თუ რამეს აძლევ ისეთს რასაც მე არა, დამიწერე მაინც პლზ

არაა. მეტს მეც ვერაფერს ვაძლევ smile.gif

Posted by: ათულია 30 Jun 2012, 13:38
nikmaik
გარგრით ვაძლევ და ალუბლით ატმით არ მიცდია მაგრამ მაინც

არ მივცემ კაი ხანი ხაჭო მაწონს

Posted by: nikmaik 30 Jun 2012, 13:46
ათულია
ხაჭო კრავს და მარტო მაწონი მიეცი მაშინ პეჩენიით

Posted by: Free Aquarius 30 Jun 2012, 15:07
GLAMOROUS
QUOTE
ძალიან სწორად ვუდგები შვილის აღზრდას, ამისთვის ინტერნეტიდან ინსტრუქციები არ მჭირდება.

რისთვის ხარ მაშინ ფორუმზე? ალბათ იმდენი იცი რომ მარტო რჩევებს არიგებ biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
შეგიძლია მორალი შენთვის შეინახო და აღარ დამთაგო. არანაირი სურვილი არ მაქვს წყალი ვნაყო.

მორალი არავისთვის წამიკითხავს.ისე ცოტა კორექტულობა არ გაწყენდა.არც მე მაქვს შენთან საუბრის გაგრძელების სურვილი,ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო.

Posted by: glamo 30 Jun 2012, 15:36
Free Aquarius
გითხარი აღარ დამთაგო მეთქი, აზრის გამოტანა გიჭირს ნაწერიდან?
QUOTE
რისთვის ხარ მაშინ ფორუმზე? ალბათ იმდენი იცი რომ მარტო რჩევებს არიგებ biggrin.gif biggrin.gif
QUOTE

არა არაფერი არ ვიცი და ინტერნეტით ვსწავლობ ბავშვი როგორ უნდა გავზარდო..
ეგ შენი ცინიზმი შენთვის შეინახე და შემეშვი მერამდენედ გითხრა?

Posted by: Free Aquarius 30 Jun 2012, 16:35
GLAMOROUS
ძაან აგრესიული ხარ.დამშვიდება არ გაწყენდა.მოვრჩი შენთან ლაპარაკს.აზრი არ აქვს როვორც ვხედავ fig.gif

Posted by: journalist 1 Jul 2012, 11:04
გოგოებო მიუსლი როგორ გავაკეთო ? იქნებ მასწავლოთ

Posted by: Nila 2 Jul 2012, 05:07
Unitended
QUOTE
უმარილო ყველით გავუკეთე მგონი მოეწონა

მშვენიერია. ახლა უკვე იცი, რა სახით მისცე ყველი smile.gif
Unitended
QUOTE
ყოველთვის უჭმელი იყო ანუ ვთქვათ 6 თვის ასაკშიც?

კი sad.gif
6 თვის ასაკში ბავშვები ფაფებს, ხილს , ბოსტნეულის სუპს და ა.შ რომ ჭამენ, ამან 9 თვისამ დაიწყო vis.gif
13 თვისაა და ჯერ თევზი, ძროხის ხორცი, კვერცხი არ უჭამია weep.gif

Posted by: coroline 2 Jul 2012, 10:12
გოგოებო ვისაც არ გეზარებათ 8 თვის ბავშვის კვება ჩამომიწერეთ რა ძაან გთხოვთ

Posted by: ათულია 2 Jul 2012, 10:55
nikmaik
QUOTE
მაწონი მიეცი მაშინ პეჩენიით

მადლობა ვცდი და ვნხაოთ აბა

Posted by: Unitended 2 Jul 2012, 12:51
QUOTE
6 თვის ასაკში ბავშვები ფაფებს, ხილს , ბოსტნეულის სუპს და ა.შ რომ ჭამენ, ამან 9 თვისამ დაიწყო vis.gif 13 თვისაა და ჯერ თევზი, ძროხის ხორცი, კვერცხი არ უჭამია weep.gif

აბა რას ჭამს კი მაგრამ smile.gif

პრინციპში მთავარია რაღაცას ჭამდეს ყვეალფერი ვერ ეყვარება მაგრამ სულ რომ თეფშებით დასდევენ და მთელი 3 დღე შეუძლიათ მშიერი იყვნენ აი ამ ასაკის მეშინია ....

QUOTE
ჩვეულებრივი ომლეტი (კვერცხი, მარილი, რძე, ფქვილი, მწვანილები, სანელებლები) ოღოინდ კეთდება ორთქლზე. ან ელექტრო ქვაბში, ან გაზზე დასადგმელ ქვაბში. არ იწვება - ამითაა კარგი


გასაგებია, ისე ერთი ორჯერ შემწვარი კვერცხი (ოღონდ გული) მიოუციათ სახლში ჩემს არ ყოფნაში ვეღარ ავტეხე განგაში რაღA აზრი თორე კი
გუშინ თუთა ჭამა გასკდა, მეჩხუბებოდა რომ აღარ ვაძლევდი, რამე ვიტამინი არ მგონია ქონდეს სასარგებლო

Posted by: kkatrin 3 Jul 2012, 17:50
გოგოებო ჩემი პატარა 5 ტვის ხდება და ბრინის ფაფა რომ მივცე შავი ქლიავით შეილება?

Posted by: Nila 3 Jul 2012, 19:11
Unitended
QUOTE
აბა რას ჭამს კი მაგრამ

ძირითადად რძეზეა (ძროხის). დამატებით zucchini-ს და ავოკადოს, ხანდახან ბოსტნეულის სუპს მიირთმევს. ისე, ხილი უფრო მოსწონს.
ეს ბოლო დღეები ცოტა გამოსწორდა, ქათმის და ინდაურის მზა საბავშვო საჭმელიც კი მიირთვა , თვალებს არ ვუჯერებდი .
რადგან მზა მიირთვა, ახლა ჩემითაც გავუკეთებ,(ადრე სახლში რომ ვუკეთებდი და პირს არ აკარებდა, მოტივაცია დამიკარგა,მაგრამ ახლა ისევ დავიწყებ სახლში მომზადებას.
თუ ასე გააგრძელა, ჩემს წუწუნს ვეღარ გაიგებთ biggrin.gif

Posted by: mushroom11 4 Jul 2012, 21:22
გოგოებო წლის ბავშვი მენიუს ვერ მეტყვით?

Posted by: tamo7779 6 Jul 2012, 14:33
mushroom11
ყველაფერი შეიძლება უკვე.
არ უნდა იყოს ძალიან ცხიმიანი, მარილიანი
და ცხარე
შეიძლება შემწვარიც - თუმცა ნაკლებ სასურველია.

Posted by: vinnie 7 Jul 2012, 23:10
იცით რა მაინტერსებს შეიძლება კვერცხის ჭამიდან მესამე დღეს გამოაყაროს ბავშვს?თუ აუცილებლად მალევე უნდა მისცეს ალერგია,მიპასუხეთ რაა

Posted by: tamuska27 13 Jul 2012, 02:25
vinnie
ჩემმა HV მ მითხრა, თუ ალერგიულია მაშინვე შეამჩვევო და რა გითხრა აბააა....

ნასიცხი ხომ არ აქვს, ჩემსას ერთხელ ნასიცხი ჰქონდა და მე ალერგია მეგონა.

2 კვირაში ნახევარი პორცია მიეცი აბა და ნახე

Posted by: freecooler 13 Jul 2012, 14:27
დღეს ვიყავი ვაგზალზე-ბაზრობაზე:
დინამოს ზემოთ ადიხარ ტანსაცმლის ბაზრობაზე შედიხარ - მერე სადაც იყიდება ჭურჭელი იქ არის ბავშვის კვება, ემილი ქვია იმ ბიჭს (ჭურჭელი სადაც არის დასაწყისში) - ნასკების და ტრუსიკების წინ, ის ყიდის იაფად პამპერსებს და ბავშვის კვებას,
მე აფთიაქში ვიხდიდი - სელია ექსპერტში 1-ში 900-ში: 31,15 ლარს, იქ ვიყიდე 26 ლარში.
პამპერსი - კან-ბებე: 4ზომა აფთიაქში 19 ლარი ღირს, იქ: 14,5 ლარი........

Posted by: taktakuna 13 Jul 2012, 14:44
5 თვის ბავშვს რას აჭმევდით?
ჩემი ჭამს ჰუმანა ერთს და გრეჩიხის ან გერკულესის ფაფას, ბოსტნეულის პიურეც მიეციო პედიატრმა, მაგრამ არ ჭამდა და შევეშვი ცოტა ხნით. ბოსტნეულის პიურეს როგორ ამზადებდით ეგეც მაინტერესებს.

Posted by: kkatrin 13 Jul 2012, 15:25
taktakuna
QUOTE
5 თვის ბავშვს რას აჭმევდით?
ჩემი ჭამს ჰუმანა ერთს და გრეჩიხის ან გერკულესის ფაფას, ბოსტნეულის პიურეც მიეციო პედიატრმა, მაგრამ არ ჭამდა და შევეშვი ცოტა ხნით. ბოსტნეულის პიურეს როგორ ამზადებდით ეგეც მაინტერესებს.

ცჰემიც 5 თვის არის და ვაჭმევ: დილით ფორმულა შემდეგ კვებაზე კარტოფილის პიურე,შემდეგ ჰუმანას ფაფა (ხან წიწიბურა,ხან სიმინდი),შემდეგ ბოსტნეულის პიურე ,ასე ვამზადებ:ჭარხალი+სტაფილო+ბულგარული+ყვავილოვანი ,ხან კომბოსტო+კარტოფილი+1პატარა ხახვი+1კბილი ნიორი+1 ღერო ოხრახუში და კამა+1 კოვზი წიწიბურა ხან ბრინჯი ხან გერკულესი ვყრი ადუღებულ წყალში,რომ მოიხარშება ამოვიღებ მწვანილებს,ხახვს და ნიორს და გადავყრი,დარჩენილ ბოსტნეულს ვაბლენდერებ რადგან სახეხი არ მაქ და ვერ დავადე საშველი რომ გავიდე გუდვილში და ვიყიდო,ვათხელებ ადუღებული წყლით და არა ტავისი ნახარშით სემდეგ ცოტა ზეტი და მარილი,საღამოს ისევ ფორმულა, + დღე-ღამეში 50 მლ ხილის წვენებს,ალუჩა,ალუბალი,ატამი,გარგარი.

Posted by: trombonelady 13 Jul 2012, 15:47
freecooler
QUOTE
მე აფთიაქში ვიხდიდი - სელია ექსპერტში 1-ში 900-ში: 31,15 ლარს, იქ ვიყიდე 26 ლარში.

მეც მაქ ვყიდულობ პამპერსს, მაგრამ სელიას, სელიას დისტრიბუტორთან 24 ლარად იყიდი 900 გრამიანს.

Posted by: ai-t-ai 13 Jul 2012, 16:49
vinnie

მე კვერცხი, რომ მივეცი პირველად, მაშინ მითხრა პედიატრმა სამი დღე დააკვირდიო და მართლაც მესამე დღეს ცოტა გამოაყარა და მერე აღარ მიმიცია კაი ხანს.

Posted by: gvants 13 Jul 2012, 17:02
taktakuna
არცაა საჭირო 6 თვემდე სხვა რამეების დამატება. მხოლოდ ჰუმანას საკმარისიადა შენ რაგდან ფაფასაც აძლევ, მით უმეტეს, არაფერი უნდა სხვა.

Posted by: KaTeRiN 13 Jul 2012, 17:09
ნუტრილაკის დისტრიბუცია იცის ვინმემ სადაა? ან დისტრიბუტორის ნომრები?

Posted by: Unitended 13 Jul 2012, 17:11
თაფლი რატომ არ შეიძლება შეგიძლიათ მითხრათ?

Posted by: infuzoria 13 Jul 2012, 17:29
QUOTE
თაფლი რატომ არ შეიძლება შეგიძლიათ მითხრათ?

ალერგიულია და იმიიტომ ,მაგრამ ისე ინდივიდუალურია
შეგიძლია გაასინჯო ცოტა,რექციას დააკვირდე ,თუ არაფერი, ესეიგი შეგიძლია აჭამო,მაგრამ ზომიერად (1-2) ჩაის კოვზი დღეში

Posted by: matmatuna 13 Jul 2012, 19:05
Unitended
QUOTE
თაფლი რატომ არ შეიძლება შეგიძლიათ მითხრათ?

ბოტულიზმი... ძალიან საშიშია. 1 წლის შემდეგ შეგიძლია უკვე მისცე, ჯობია პასტერიზებული yes.gif

Posted by: trombonelady 13 Jul 2012, 19:05
KaTeRiN
ნუტრილაკის დისტრიბუცია იცის ვინმემ სადაა? ან დისტრიბუტორის ნომრები?
ვინის და ნუტრილაკის დისტრიბუცია
კოსტავას 40
ტელ 292 37 44

Posted by: taktakuna 13 Jul 2012, 22:34
kkatrin
კარგი განსხვავებული მენიუ აქვს შენას, ამას 4 თვისას დაუნიშნა ხაჭო, ვუკეთებდი და ერთი ჩაის კოვზი უნდა ეჭამა და არ ჭამა, გავანებე მერე თავი, ბოსტნეულის პიურესაც ჭამს უხალისოდ, მაგრამ მალევე შივდება და ვერ ქაჩავს სამი საათიც კი.
gvants
ვეღარ გავიგე რაა ერთი ექიმი ერთს ამბობს, მეორე მეორეს და რა ჯობია ვერ გავარკვიე sad.gif
p.s კარგი პედიატრი ვინაა ხომ ვერ მეტყვით? მინდა მივიყვანო და გავასინჯო მაინც.

Posted by: kkatrin 14 Jul 2012, 10:03
taktakuna
ეს თავიდანვე გემრიელად ჭამდა ყველაპერს.ზეთს ხომ უშვები ბოსტნეულს? მარილიც შეუმოცმე,შეიძლება აკლია და უგემურიას.თუ უხალისოდ ჭამს მაშინ ბოთლით მიეცი და უცებ ჩამოცლის ,მიეჩვევა გემოს და მერე მიეცი კოვბზით.ეხლა ვაპირებ უკვე კვერცხის გული მივცე 1/8-დი და თუ კარგად მიიღო ნელ-ნელა გავზრდი,ხაჭოს და მაწონის მიცემას 6 თვიდან ვაპირებ

Posted by: tlikina 14 Jul 2012, 12:51
Hუმანას ბიო ბრინჯი, არიცით სად ვიყიდო? ძალიან მჭირდება, პსპ ჯიპისი, ავერსი, არცერთს არ აქვს, იქნებ რამე წარმომადგენლობაა ?

Posted by: taktakuna 14 Jul 2012, 15:31
kkatrin
დღეს მყავდა პედიატრთან, მიეცი მაწონი და ხაჭოვო, ბოსტნეულის პიურეს მე კარაქით ვუკეთებდი, ცოტას ვუგდებდი და მწიკვ მარილსაც ვუშვებოდი. ბოთლით იკლავს თავს და არც ფაფას ჭამს და არც პიურეს. ხვალიდან მივცემ ისევ იქნებ მოეწონოს.

Posted by: იასამანი 14 Jul 2012, 23:35
გოგოებო, სამი თვის ბავშვმა დღეში რამდენჯერ უნდა ჭამოს?

Posted by: tlikina 15 Jul 2012, 02:32
იასამანი
Xელოვნურზე თუა 3 საათში ერთხელ და ღამე ინდივიდუალურია შუალედს როგორ გააკეთებს, 6 მაინც თუ გააკეთებს კაია

Posted by: იასამანი 15 Jul 2012, 10:05
tlikina
QUOTE
Xელოვნურზე თუა 3 საათში ერთხელ და ღამე ინდივიდუალურია შუალედს როგორ გააკეთებს, 6 მაინც თუ გააკეთებს კაია

ძუძუზე მყავს. ღამე მიკეთებს დიდ შუალედს. დღისით კი ვცდილობ ყოველ სამ საათში ვაჭამო. ხანდახან არ ჭამს და ვნერვიულობ.

Posted by: tlikina 15 Jul 2012, 11:15
იასამანი
ძუძუზე თუ გყავს, გრაფიკი არ უნდა, თვითონ როცა შეჭამს მაშინ აჭამე smile.gif. Eს ხელოვნურზეა საჭირო გრაფიკი

Posted by: იასამანი 15 Jul 2012, 11:54
tlikina
QUOTE
ძუძუზე თუ გყავს, გრაფიკი არ უნდა, თვითონ როცა შეჭამს მაშინ აჭამე . Eს ხელოვნურზეა საჭირო გრაფიკი

გრაფიკზე კი არ ვნერვიულობ, მგონია რომ უფრო მეტს უნდა ჭამდეს. 4-5 ჭამა გამოსდის 24 საათის მანძილზე.

Posted by: tlikina 15 Jul 2012, 12:04
იასამანი
თუ მატება აქვს, რატო ნერვიულობ? ჩემი შვილი ხელოვნურზე იყო მართალია მაგრამ ეგრე ჭამდა 4-5 ჯერ, უკვე 3 თვეზე მეტია 4 ჯერ ჭამს, თან როგორც თქვი ღამე აკეთებს დიდ შუალედს, ნორმალურია მგონი

Posted by: ninia84 15 Jul 2012, 15:48
წიპწის ზეთი შეიძლება 1.1 წლის ბავშვისთვის?

Posted by: tamuska27 19 Jul 2012, 19:53
11 თვის ხდება ჩემი კაცა რამოდენიმე დღეში... ნუ, თითქმის ყველაფერს ჭამს.
ოღონდ ერთი პრობლემა მაქვს. Gასულ კვირას 10 თვის ბავშვის მზა საკვები ვუყიდე და დაბლენდერება მომიწია, გულს ირევდა ბოსტნეულის ცოტა დიდ ნაჭრებზე. Mუსლიც არ ჭამა ხოლიხ კოლტების გამო,ამიტომ ცოტა-ცოტას ფაფაში ვურევხოლმე და ეგრე ვაჭმევ.
რა ვქნა,როგორ მივაჩვიო ცოტა სქელ საჭმელს?

Posted by: Free Aquarius 20 Jul 2012, 00:46
QUOTE (tamuska27 @ 19 Jul 2012, 19:53 )
11 თვის ხდება ჩემი კაცა რამოდენიმე დღეში... ნუ, თითქმის ყველაფერს ჭამს.
ოღონდ ერთი პრობლემა მაქვს. Gასულ კვირას 10 თვის ბავშვის მზა საკვები ვუყიდე და დაბლენდერება მომიწია, გულს ირევდა ბოსტნეულის ცოტა დიდ ნაჭრებზე. Mუსლიც არ ჭამა ხოლიხ კოლტების გამო,ამიტომ ცოტა-ცოტას ფაფაში ვურევხოლმე და ეგრე ვაჭმევ.
რა ვქნა,როგორ მივაჩვიო ცოტა სქელ საჭმელს?

იქნებ ნელ-ნელა გეცადა გადაჩვევა.თანდათან მიაჩვიე უფრო ნაკლებად დაბლენდერებულ საჭმელს.ან იქნებ რაიმე მისცე და თვითონ ჭამოს,შეიძლება მოეწონოს smile.gif

Posted by: tamuska27 20 Jul 2012, 01:21
Free Aquarius
თავისი ხელით არაფერს ჭამს.
ბავშვის პეჩენიები თუ რაღაც მსგავსებიროა,არაფერს ჭამს. არც სტაფილოს |ჩხირებს sad.gif


Posted by: trombonelady 20 Jul 2012, 09:52
tamuska27
ჩემი 1.2 თვისაა და სუპს პიურეს სახით ჭამს მარტო, არ მოსწონს სხვანაირად და მოკალი. კიტრს ჩამს თავისი ხელით, ხილს და ბევრ ისეთ რაღაცას რასაც ღეჭვა უნდა, ოღონდ სუპს არა და არც ვნერვიულობ მაგ საკითხზე, მოვა დრო და შეჭამს. გემრიელობები მიეცი რაც მოწონს იმის დაღეჭვას შეეცდება და ასე ნელნელა დაამუღამებს ღეჭვას.

Posted by: tamuska27 20 Jul 2012, 12:33
trombonelady
Mე მიძვრება პირში ვაშლს ან ყველს ვაძველ დ. 1-2 ლუკმას ღეჭAვს, მერე Eზარება და აფურთხებს

Posted by: z g a r b i 21 Jul 2012, 23:45
გოგოებო, ჩემით მინდა ვუკეთო ჩემს ბაიას ფაფები და დამიწერეთ რა როგორ უნდა დავუმზადო გემრიელი რომ იყოს და არ აფურთხოს smile.gif)

Posted by: Katerina :-) 22 Jul 2012, 00:43
გამოცდილო დედიკოებო, "ვინიზე" რა აზრის ხართ? მე პატარა ლამის დაბადებიდან ხელოვნურზე მყავს, ეხლა პრე ჰიპპის ვაჭმევ (მალე ერთი თვის გახდება) და მერე ვფიქრობ ეგებ ვინიზე გადავიდეთთქო - ასე 3 თვის შემდეგ, გამიგია კარგიაო, მაგრამ უფრო კვალიფიციური აზრიც მაინტერესებს:-) ვისაც გქონიათ ვინსთან შეხება, მომწერეთ რაა

პ.ს. ცოტა არ იყოს მწეწავს ჰიპი, 4 დღე ძლივს მყოფნის და 10 ლარი ღირს sad.gif

Posted by: nusa 22 Jul 2012, 17:00
z g a r b i
ცირა, მზა ფაფებს არ მიირთმევს თუ? 2kiss:
ჩვენ ზოგჯერ ნორდიკის ფაფებს ვჭამთ. არის სხვადასხვა სახის ბურღულისგან და მომზადების წესი ზედვე აწერია.
სიტკბო და კარაქი გემოვნებით, ისე რომ შენვე არ დაიწყო ფურთხვა :პ :

Posted by: z g a r b i 23 Jul 2012, 00:07
nusa
მიირთმევს მაგრამ გავიყიდე biggrin.gif
თან ბაზალეთში მივდივართ და იქ ვერ ვიყიდი ეგრე..
ნორდიკი რა არის? ეგეც მზაა თუ დაფქვილია უბრალოდ? სად ვიყიდო, აფთიაკში?

Posted by: trombonelady 23 Jul 2012, 07:49
Katerina :-)
QUOTE
ცოტა არ იყოს მწეწავს ჰიპი, 4 დღე ძლივს მყოფნის და 10 ლარი ღირს

ძაან კარგად მესმის შენი, მეც ეგრე ვიყავი ალტერნატივის ძებნაში გადავედი იაფიან მალიუტკაზე და მეორე კოლოფზე დაუწითლა ლოყები, ალერგია მისცა. ვიფიქრე და მივედი დასკვნამდე რომ 6 თვემდე მაინც მიმეცა კარგი ფორმულა და ბევრად იაფად გამოვდიოდი სელიაზე. დისტრიბუტორიდან რო იყიდო ბევრად იაფი ჯდება, ახლა თან ფასდაკლება აქვთ სელია ექსპერტ 1 ზე 18 ლარი ღირს 900 გრამიანი, ფასდაკლების გარეშე 24 ლარი ღირს. ისე ჰიპი1 800 გრამიანიც არის ისიც იაფი გამოდის

Posted by: nusa 23 Jul 2012, 09:59
z g a r b i
იყიდება აფთიაქში და მაღაზიებშიც ბევრგან. დაფქვილი არა, უფრო დაღერღილი მარცვლეულია და თავად უნდა მოხარშო. დუღილის დრო მითითებულია შეფუთვებზე.
ისე იასნო სოლნიშკას ფაფებიც შეგიძლია მისცე.
https://goodwilldelivery.ge/category.aspx?id=30&page=2
აქ არასრულადაა, ისე უფრო ბევრი სახეობა იშოვება.

Posted by: Katerina :-) 23 Jul 2012, 17:43
QUOTE (trombonelady @ 23 Jul 2012, 07:49 )
. ისე ჰიპი1 800 გრამიანიც არის ისიც იაფი გამოდის

ვაა, 1800 გრამიანი ჰიპს სად მივაგნო და რა ღირს?? სელიას დისტრიბუტორზეც დამაკვალიანიე რა :-)

დიდდი, დიდი მადლობა, გაიხარე!!!!

Posted by: trombonelady 24 Jul 2012, 11:18
Katerina :-)
QUOTE
1800 გრამიანი ჰიპს სად მივაგნო და რა ღირს??

biggrin.gif 1800 არა ჰიპი 1 - 800 გრამიანი პსპ აფთიაქში ვყიდულობდი ფასი არ მახსოვს დარეკე პსპში და იკითხე ან პირდაპირ დისტიბუტორთან დარეკე
ჰიპის დისტრიბუცია - მისამართი - თბილისი, წერეთლის 116
ტელ: (995 32) 255 05 10
593 123 222
სელიას დისტრიბუცია - მისამართი - მ.გელოვანის 2 (რადიო ფორტუნას შენობის პირველ სართულზეა)
ტელ: (+995 32) 236 84 84, (+995 32) 237 19 97

Posted by: ინი44 24 Jul 2012, 13:22
QUOTE
ჰიპის დისტრიბუცია - მისამართი - თბილისი, წერეთლის 116

თუ ჰიპიზე ხართ ღირს აქ მისვლა, საწყობიდანვე ყიდიან ბევრად იაფად. მე სულ მანდ დავდიოდი

Posted by: Katerina :-) 24 Jul 2012, 16:06
trombonelady
iini44

დიიდი, დიდი მადლობა გოგოებო!!!!

* * *
trombonelady
iini44

დიიდი, დიდი მადლობა გოგოებო!!!!

Posted by: AnDy_ 26 Jul 2012, 15:36
დედიკოებო თქვენი რჩევა მჭირდება, 6 თვის გახდა ჩემი ბასასო და მაინტერესებს თქვენ როგორ მიეცით დამატება თAვიდან ან რა მიეცით პირველად , სქემის სახით თU შეგიძLიათ ჩამომიწეროთ

Posted by: nusa 27 Jul 2012, 14:12
AnDy_
ჩვენმა პედიატრმა თავიდან წიწიბურას ფაფის მიცემა გვირჩია.
მერე ბევრი დრო დაგვჭირდა ნიკუშას მოსაწონი მწარმოებელი და ფაფის სახეობა/გემო რომ შეგვერჩია.
პატარებს უფრო ხილიანი ფაფა მოწონთ და ჩვენც ნელ-ნელა გავამრავალფეროვნეთ მენიუ smile.gif
მზა ფაფები 4 თვიდან იწყება და 6 თვემდე რასაც აწერია ნებისმიერი შეიძლება მიირთვას პატარამ.

ისე, დამატებით კვებას პედიატრი ნიშნავს, რადგან იცის ბავშვის მგდომარეობა, ალერგიულია თუ არა, კუჭის მოქმედება და ა.შ.

Posted by: Princess 27 Jul 2012, 14:19
AnDy_
4 თვიდან მივეცი ბელაქტის გრეჩიხის ფაფა. თავიდან 30 მგრ. ეხლა 120 გრ ჭამს + სელია.
ჯერჯ ჯერობით ასეტი სქემა აქვს

6სთ-ზე ძუძუ
9-10 ზე 180 გრ სელია
1-2ზე 60 გრ სელია+120 გრ ფაფა (კოვზით ვაჭმევ)
6-7ზე სელია 150 გრ (საღამოს ნაკლებს ჭამს)
9-10ზე ძუძუ
12-1ზე სელია 120გრ

მალე დავუმატებ ბოსტნეულის პიურეს, ჯერ არ ვიცი როგორ ავაწყობ ახალ სქემას smile.gif

10 აგვიტოს გახდება 5 თვის

Posted by: tamuska27 30 Jul 2012, 15:55
Gოგოებო, არაჟანი რა ასაკიდან შეიძლება?

Posted by: lal77 4 Aug 2012, 15:28
გამარჯობათ, კარაქზე მომზადებული საკვები რა ასაკიდან შეიძლება დარომელი კარაქია კარგი?

Posted by: Princess 6 Aug 2012, 17:43
ბელაქტის ფირმის ფაფას ვინმე აჭმევთ?
პედიატრმა დაგვინიშნა გრეჩიხის ფაფა

Posted by: bancura 6 Aug 2012, 22:12
გოგოებო ხილი რომელი თვიდან დაიწყეთ ? და რა მიეცით თავიდან? შერეულ კვებაზე მყავს ( ძუძუ+ჰუმანა) და 3. თვე ნახევრისები ვართ smile.gif

Posted by: trombonelady 6 Aug 2012, 22:28
bancura
QUOTE
გოგოებო ხილი რომელი თვიდან დაიწყეთ ? და რა მიეცით თავიდან? შერეულ კვებაზე მყავს ( ძუძუ+ჰუმანა) და 3. თვე ნახევრისები ვართ

საერთოდ ჯობია 6 თვემდე არაფერი არ მისცე, შენი რძის ან ხელოვნურის გარდა. ყველა ევროპული ფორმულა ახლოსაა დედის რძესთან და შესაბამისად ადრე თუ ითვლებოდა რომ ხელოვნურზე მყოფ ბავშვებს 4 თვიდან ეძლევა დამატება, ახლა უკვე აღარაა საჭირო და პირიქით 6 თვემდე ყველანაერი სახის დამატება ფორმულის გარდა ითვლება არასწორად, თუმცა ეს მხოლოდ შენი გადასაწყვეტია, ისე კი ხილის, ფაფების, სუპების და ჩახოხბილების ჭამას მოესწრებიან და სანამ მშობელს აქვს საშუალება ბავშვს სწორი კვება ჩამოუყალიბოს, სერიოზულად უნდა მიხედოს ამ საკითხს.
მაგალითად ჩემი დედამთილის მოსაზრება ასეთია: ბავშვი პატარაობიდანვე უნდა მიეჩვიოს იმ საკვებს რასაც მის ქვეყანაში ჭამენ. იგულისხმება შემწვარ-მოხრაკული, ბევრი ცხიმით, კალორიული, სოსისი, ტკბილი გაზიანი სასმელები, საწუწნავი კანფეტები. მე არ ვეთანხმები და გვაქვს სახლში ერთი ამბავი.
გადახედე ინტერნეტში სანდო ინფორმაციებს ბავშვის კვებასთან დაკავშირებით და ზუსტად გაიგებ თუ რატომ არ შეიძლება 6 თვემდე რაიმეს მიცემა

Posted by: matmatuna 6 Aug 2012, 22:28
bancura
QUOTE
3. თვე ნახევრისები ვართ

რა დროს ხილია... rolleyes.gif ერთი ცუცქნაა და სად შეუძლია ამდენი.
რაც სჭირდება უკვე აძლევ
QUOTE
( ძუძუ+ჰუმანა)

მეტი არაფერი უნდა 6 თვემდე მაგის მუცელს no.gif

Posted by: bancura 7 Aug 2012, 10:50
QUOTE (trombonelady @ 6 Aug 2012, 22:28 )

გადახედე ინტერნეტში სანდო ინფორმაციებს ბავშვის კვებასთან დაკავშირებით და ზუსტად გაიგებ თუ რატომ არ შეიძლება 6 თვემდე რაიმეს მიცემა

შეგიძლია ზუსტად დამიწერო სად ვნახო ინფორმაციეებიი?? მადლობაა

Posted by: tamuska27 7 Aug 2012, 15:37
2 კვირაში 1 წლის გახდება ჩემი კაცა.
ყველაფერს ვაჭმევ, ოღონდ მისთვის საგანგებოს გამზადებულებს.

ეხლახანს ტაფაზე ზეთში შემწვარი მჭადი მიირთვა და სულგუნიც დააყოლა smile.gif

დღეს შემწვარ ახალ კარტოფილს ვუმზადებ კამით და ვნახოთ აბა.

ორიოდე დღის წინ ინდაურის ხორცის კატლეტი გავუკეტე ორთქლზე და პიურესთან ერთად ძალიან გემრიელად მიირთვა.

უფფფ.... ჩემი საჭმელის ჭამას იმედი მაქვს მალე დაიწყებს.

დავიღალე რაააა, ამისთვის ცალკე, მამამისისთვის ცალკე და ჩემთვის მზას ვყიდულობ - ვდიეტობ biggrin.gif

Posted by: Splash 7 Aug 2012, 15:47
bancura
გუგლი და მისი ჯანი :დ ჩაწერე გუგლში ,,ბავშვის კვება” და ამოგიგდებს ათასგვარ ინფოს. თუ რომელიმე უცხო ენა იცი, შესამაბის ენაზეც მოიძიე smile.gif
* * *
http://www.similia.ge/index.php?option=com_content&view=article&id=119&Itemid=133 კარგი საიტია. აკაა პედიატრებისთვის გაიდლაინები და პროტოკოლები, მაგრამ დედებისთვისაც გამოდგება. მაგ., კვებასთან დაკავშირებით. მოცემულია პირამიდა ბავშვთა კვების.

Posted by: ლიკლიკა 9 Aug 2012, 02:35
ერთად შევკრიბე.მე ძალიან წამხმარა და იქნებ თქვენც გამოაგდეთ, საკუთარი სურვილის მიხედვით შეცვლით მენიუს smile.gif

5 თვის ბავშვის მენიუს ნიმუში

I კვება
დედის რძე ან 170-200 მლ ხელოვნური ნარევი

I I კვება
დედის რძე ან 180 მლ ხელოვნური ნარევი
1-2 ს/კ ბოსტნეულის პიურე

I I I კვება
დედის რძე ან 170მლ ხელოვნური ნარევი
2 ს/კ გახეხილი ხილი

წახემსება
30 მლ ხილის წვენი(გაზავებული წყლით)

IY კვება
დედის რძე ან 170-180მლ ხელოვნური ნარევი
1-2 ს/კ ბურღულეულის ფაფა

Y კვება
დედის რძე ან 170-200 მლ ხელოვნური ნარევი

Posted by: glamo 9 Aug 2012, 02:43
ლიკ მემგონი დავაგვიანე ხო? mo.gif

Posted by: ლიკლიკა 9 Aug 2012, 02:46
6 თვის ბავშვის მენიუს ნიმუში

I კვება
დედის რძე ან 170-200 მლ ხელოვნური ნარევი
1-2 ს/კ ბურღულეულის ფაფა

წახემსება
2-4 ს/კ ხილფაფა
1-2 ს/კ მაწონი ან ნადუღი

I I კვება
დედის რძე ან 170-180მლ ხელოვნური ნარევი
1-2 ს/კ ბურღულეულის ფაფა

I I I კვება
დედის რძე ან 170-180მლ ხელოვნური ნარევი
2-4 ს/კ ბოსტნეულის პიურე
1/4 მოხარშული კვერცხის გული

წახემსება
60 მლ ხილის წვენი
1/2 ნაჭერი ორცხობილა

IY კვება
დედის რძე ან 170-200 მლ ხელოვნური ნარევი

Posted by: glamo 9 Aug 2012, 02:49
------------------------------------------------------------------------

Posted by: ლიკლიკა 9 Aug 2012, 02:51
7 თვის ბავშვის მენიუს ნიმუში

I კვება
დედის რძე ან 150-200 მლ ხელოვნური ნარევი
1-2 ს/კ ბურღულეულის ფაფა

წახემსება
1/2 ნაჭერი ყველი
1/2 ნაჭერი პური, ხილის წვენი ან დამტკბარი ჩაი ან 1/2 ს/კ მაწონი
1/2 ს/კ ხილფაფა

I I კვება
დედის რძე ან 150-160 მლ ხელოვნური ნარევი
1-2 ს/კ გატარებული ხორცი ან ლობიო +1/3 კვერცხის გული
1-2 ს/კ ბრინნჯის ფლავი
1-2 ს/კ ხილფაფა

წახემსება
85 მლ ხილის წვენი
ორცხობილა

I I I კვება
დედის რძე ან 150-200 მლ ხელოვნური ნარევი
2-4 ს/კ ბოსტნეულის პიურე
1-2 ს/კ ხილფაფა

IY კვება
დედის რძე ან 150-200 მლ ხელოვნური ნარევი

Posted by: glamo 9 Aug 2012, 02:53
-------------------------------------------------------

Posted by: ლიკლიკა 9 Aug 2012, 02:54
8 თვის ბავშვის მენიუს ნიმუში

I კვება
დედის რძე ან 150-170მლ ხელოვნური ნარევი ან ფხვნილის რძე
2-3 ს/კ ბურღულეულის ფაფა

წახემსება
1-2 ს/კ მაწონი ან 1 ს/კ ხაჭო
1-2 ს/კ ხილფაფა

I I კვება
დედის რძე ან 150-200 მლ ხელოვნური ნარევი
2-3 ს/კ მოხარშული ბოსტნეული(დაკეპილი ან პიურეს სახით)
2-3 ს/კ მოხარშული ხორცის პიურე

წახემსება
ორცხობილა ან საბავშვო ნამცხვარი
120-150 მლ წვენი

I I I კვება
დედის რძე ან 150-200 მლ ხელოვნური ნარევი ან ფხვნილის რძე
1-2 ს/კ ბოსტნეულის ფაფა
1-2 ს/კ ხილფაფა

IY კვება
დედის რძე ან 150 მლ ხელოვნური ნარევი
2-3 ნაჭერი მოშუშული ხილი

Posted by: glamo 9 Aug 2012, 02:56
////////////////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: ლიკლიკა 9 Aug 2012, 02:57
9-12 თვის ბავშვის მენიუს ნიმუში

I კვება
დედის რძე ან 170-200 მლ ხელოვნური ნარევი ან ფხვნილის რძე
3-4 ს/კ ბურღულეულის ფაფა
2/3-1 გასრესილი მოხარშული კვერცხის გული
1/2 ნაჭერი ორცხობილა

წახემსება
საშუალო ზომის მოთუშული ვაშლი
2-3 ს/კ ხაჭო

I I კვება
50 გრ ბოსტნეულის სუპი
30 გრ დაკეპილი მოხარშული ხორცი
1-2 ს/კ მოხარშული მაკარონი
3-4 მაჭერი უმი კანგაცლილი ხილის ნაჭერი

წახემსება
150 მლ ხილის წვენი
1 ნაჭერი გახეხიი ყველი,1/2 ნაჭერი პური

I I I კვება
დედის რძე ან 170-200 მლ ხელოვნური ნარევი ან ფხვნილის რძე
50 გრ შემწვარი კარტოფილი

IY კვება
დედის რძე ან 150 მლ ხელოვნური ნარევი ან ფხვნილის რძე
2-4 ნაჭერი მოთუშული ხილი

Posted by: glamo 9 Aug 2012, 03:06
-----------------------------------------------------------------------

Posted by: ლიკლიკა 9 Aug 2012, 03:06
1 წლის ბავშვის მენიუს ნიმუში

I კვება
დედის რძე ან 115 მლ ძროხის რძე
4 ს/კ ბურღულეულის ფაფა
1 მთლიანი გასრესილი მოხარშული კვერცხის გული
1/2 ნაჭერი ორცხობილა

წახემსება
150 მლ ციტრუსის წვენი
ფუნთუშა ან ნამცხვარი
2-3 ს/კ ხაჭო ან მაწონი

I I კვება
70 მლ ბოსტნეულის სუპი
30 გრ თევზი ან ხორცი
1-2 ს/კ მოხარშული ბრინჯი
ხილი

წახემსება
100 მლ რძე
ორცხობილა ან პურის ნაჭერი
1 ნაჭერი ყველი

I I I კვება
2-4 ს/კ მოხარშული გოგრის ფაფა
2-4 ს/კ მაკარონი გახეხილი ყველით
ჩათუშული ვაშლი

IY კვება
დედის რძე ან 150 მლ ხელოვნური ნარევი
2-4 ს/კ მაწონი ხილფაფით

Posted by: chaPPek 9 Aug 2012, 09:29
ლიკლიკა
QUOTE
ძროხის რძე
1 წლის ბავშვის მენიუში კი არა, ჩემთვსაც ძნელი მოსანელებელია smile.gif



Posted by: Princess 9 Aug 2012, 10:38
ლიკლიკა
რა გოგო ხააარ 2kiss.gif

Posted by: GNI100 9 Aug 2012, 10:43
გოგოებო, მაწვნის სუპის რეცეპტი დამიწერეთ რაა, ხო შეიძლება უკვე 1 წლის ბავშვისთვის?

Posted by: ლიკლიკა 9 Aug 2012, 12:10
chaPPek
QUOTE
1 წლის ბავშვის მენიუში კი არა, ჩემთვსაც ძნელი მოსანელებელია

წყალში გაზავებულს აძლევენ.
მე 1.4 წლამდე არ მიმიცია საერთოდ არანაირი.
QUOTE
იქნებ თქვენც გამოაგდეთ, საკუთარი სურვილის მიხედვით შეცვლით მენიუს

smile.gif

Posted by: chaPPek 9 Aug 2012, 12:38
GNI100

ესეიგი, ვყიდულობ ნორდიკის ბრინჯის ბურღულს, ბიფიდო მაწონს, სოფლის კვერცხს, ცოტა კარაქს (5 გრამამდე), კამა და ქინძი, ხახვი

წყალგარეულ მაწონში ვყრი ბრინჯის ფანტელებს ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს (ძალიან ცოტა), რომ მოიხარშება ათქვეფილი ქვეკრცხის გული + წვრილად დაჭრილი მწვანილი და გამზადებულში ვაგდებ კარაქს და ვაცივებ.


Posted by: Unitended 9 Aug 2012, 12:49
---------------------------------

Posted by: natia2203 9 Aug 2012, 12:54
GNI100
ხახვი დაჭერი წვრილად, მოშუშეთ ქვაბში ზეთთან ერთად.ცალკე მოხარშე ბრინჯი.
მაწონი გახსენით 150 მლ. თბილ წყალში და დაასხი ქვაბში მოშუშულ ხახვს, თან მუდმივად ურიე კოვზით. დაუმატეთ წინასწარ მოხარშული ბრინჯი და მარილი გემოვნებით. არაჟანს თუ დაუმატებ კიდე გემრიელი გამოდის.
რომ წამოდუღდება, ათქვეფილი კვერცხი დაუმატე (შეგიძლია არც უქნა კვერცხი თუ ბავშვს არ აჭმევ).
შემდეგ ჩააყარე წვრილად დაჭრილი ქინძი და კამა. რამდენიმე წუთი ადუღე და მზადაა.


ისე ბავშვისთვის კი შეიძლება, მამგარმ მე ვერ ვნახე ჯერ ბავშვი მაწვნის სუპი რო მოსწონნდესsmile.gif კარგი მჭამელი ბავშვები მყავს, ყველაფერს ჭამენ მაწვნის სუპის გარდა smile.gif))))

Posted by: ai-t-ai 9 Aug 2012, 13:14
ლიკლიკა

ერთი წლისამ ამდენი უნდა ჭამოს? გამოდის ჩემს შვილს ვაშიმშილებდი? sad.gif
ოთხჯერადად კი ჭამდა, მაგრამ ამდენ რამეს არა...

Posted by: GNI100 9 Aug 2012, 13:14
natia2203
chaPPek
მადლობა გოგოებო :*
QUOTE
ისე ბავშვისთვის კი შეიძლება, მამგარმ მე ვერ ვნახე ჯერ ბავშვი მაწვნის სუპი რო მოსწონნდეს

მართლა? biggrin.gif უნდა ვცადო აბა ეგება მოეწონოს ჩემ ბიჭს, დიდი ენთუზიასტი მჭამელი არც ეგაა ზოგადად

Posted by: ლიკლიკა 9 Aug 2012, 15:00
ai-t-ai
QUOTE
ერთი წლისამ ამდენი უნდა ჭამოს? გამოდის ჩემს შვილს ვაშიმშილებდი?

10 თვის ორ ამდენს ჭამდა მგონი ჩემი ძროხა, სამაგიეროდ 11,5 თვიდან უჭმელი გახდა და ეხლაც ასეა. ასე, რომ ეს უბრალოდ ნიმუშია და დედამ ყოვეოთვის უკეთ იცის რა და რამდენი აჭამოს 2kiss.gif

Posted by: Free Aquarius 10 Aug 2012, 00:25
გოგოებო სოფლის კვერცხს სად ყიდულობთ? ჯერ ისევ მწყერის კვერცხს ვაჭმევ და მინდა ქათმისაზე გადავიყვანო.

Posted by: tamuska27 10 Aug 2012, 04:22
ლიკლიკა
Eს მენიუ პედიტრს გამოართვი,ნეტში ნახე თუ საკუთარი გამოცდილებით დაწერე?


Posted by: ლიკლიკა 10 Aug 2012, 04:33
tamuska27
ბროშურაა " ბავშვთა ჯანსაღი კვება" ჯანდაცვის პროექტი იყო .
QUOTE
საკუთარი გამოცდილებით

სიმართლე გითხრა ,ზუსტად ამ მენიუთი არ ვხელმძღვანელობდი, მაგრამ მრავალფეროვნებაში როცა ვიჭედებოდი გადაღლილობის გამო ,მეხმარებოდა ხოლმე.

Posted by: tamuska27 10 Aug 2012, 04:39
ai-t-ai
Bევრია ვითომ ეგ?!

ჩემი შვილი ასე ჭამს:
საუზმე
120მლ ფორმულაში გაზავებული ფაფა+ხილი
ძირითადათ ვაჭმევ შვრიის ფაფას ბანანით და ქიშმიშით და სხვადასხვა ბურღულეულის ფაფას თავად ვახეხავ დაახლოებით 1 ბანანს ან 1 ატამს.
ჯამში 200-250 გრამი საუზმე იქნება.

შუადღის ძილის წინ 120-150 მლ ფორმულა.

სადილი
200-300 გრამი (ხორცი ბოსტნეულით)

ვახშამი

ხვებცი (ასე ჰქვია მგონი ქართულად) იოგურტით და ხილით
Aმასაც 200-300 გრამს მიირთმევს.

ძილის წინ 150 მლ ფორმულა

Dა ღამე 2 ჯერ კიდევ ჭამს 150-150 მლ ფორმულას

Posted by: ai-t-ai 10 Aug 2012, 10:32
tamuska27

ეს შენ რაც დაწერე არ არის ბევრი და ზემოთ რაც ეწერა, თავის წახემსებებით მე ბევრად მეჩვენა თითქოს, რა ვიცი ყველა თვითონ წყვეტს რა და რამდენი აჭამოს საკუთარ შვილს smile.gif თან ბავშვსაც ხომ გააჩნია, ჩემი შვილი სადილის შემდეგ მხოლოდ წვენს თუ დალევს, სხვა არაფერს იკარებს.

Posted by: Princess 10 Aug 2012, 11:30
tamuska27
რამხელაა შენი?

QUOTE
Dა ღამე 2 ჯერ კიდევ ჭამს 150-150 მლ ფორმულას

ეს რატომ? ღამე 2 ჯერ ითხოვს ჭამას?
ჩემი 12ზე ჭამს და 6-7თვის რომ იქნება ამასაც მინდა გადავაჩვიო.

Posted by: gokieli 10 Aug 2012, 13:03
ხალხო, თქვენმა ბავშვებმა საჭმლის ამოჩემება იციან?

ჩემი გადაირია ყველიან მაკარონზე, მეტი აღარაფერი უნდა, აი საერთოდ ,ყვლაფერს აფურთხებს და კივის, სანამ მაკარონს არ მოვუხარშავ facepalm.gif

რამდენ ხანს შეიძლება ჭამოს მარტო მაკარონი user.gif

Posted by: ai-t-ai 10 Aug 2012, 13:06
gokieli
QUOTE
ჩემი გადაირია ყველიან მაკარონზე,


ეს არ მიხსენო smile.gif)))))) ბოლო ორი კვირაა მარტო ყველიანი მაკარონით იკვებება, ვეცადე ვერმიშელით მაინც ჩამენაცვლებინა (ვითომ მრავალფეროვნება შევიტანე), მაგრამ არაა, მხოლოდ ყველიანი მაკარონი smile.gif რამხელაა შენი?

Posted by: tamuska27 10 Aug 2012, 13:13
Princess
2 კვირაში წლის ხდება sad.gif
Yოველ 4 საათში ჭამს ისევ sad.gif
ტრიალებს,წრუკუნებს და თუ ძალიან დაღლილი ვარ და ვერ გავიგე რომ შია იღვიძებს.


ai-t-ai
ამისი 1 კვება საათი-საათნახევრიანია და წახემსებებიც რომ დავიწყოთ ესე იგი მთელი დღე ორივე სკამზე უნდა ვიყოთ მიჯაჭვულები sad.gif

Mე მგონი ბავშვებ უფრო წყვეტენ რამდენი ჭამონ, ამას თუ სადილი არ მოეწონა შანსი არაა შეჭამოს და ამიტომ 2-3 ნაირი მზა კვება რაც ვიცი რომ მოსწონს ყოველთვის მაქვს სახლში
* * *
gokieli

6 წლის გოგო ვიცი 2 წელია ყოველდღე ვერმიშელს ჭამს

Posted by: matmatuna 10 Aug 2012, 18:05
tamuska27
მე მგონია, რომ ვახშამი აქვს მწირი შენს მრგვალს... იმიტომაც ითხოვს ღამით ამდენ ჭამას yes.gif

Posted by: akmanagement 12 Aug 2012, 08:12
gogoebo gexvecebit mitxarit raa 6 tvis pavshvis meniu risgan unda shedgebodes ra unda miigos aucileblad... madloba cinascar

Posted by: Free Aquarius 12 Aug 2012, 15:29
QUOTE (akmanagement @ 12 Aug 2012, 08:12 )
gogoebo gexvecebit mitxarit raa 6 tvis pavshvis meniu risgan unda shedgebodes ra unda miigos aucileblad... madloba cinascar

ხილფაფა,მარცვლეულის ფაფა,ბოსტნეულის სუპ-პიურე

Posted by: AnDy_ 14 Aug 2012, 01:06
nusa

მეც წიწიბურა მირჩIა პედიატრმა, ჰიპის ურძეო ვუყიდე და ჭამა ოღონდ დიდად არ გადარეულა, ეხლა შვრიის ფაფას ვაჭმევ ოღონდ ვინის რძიანს და ეს უფრო მოწონს , კიდე ატმის ხილფაფას მე თითონ ვუხეხავ და ისე ვაჭმევ , ჯერ ბოსტნეულის სუპი არ მიმიცია . 6 თვე ნახევრისაა smile.gif

დილით მეორე ჭამას ვაჭმევ ფაფას დანარჩენი სულ ძუძუ , და ხილფაფა ჭამათა შორის . ცოტა ხო არ არის?

Posted by: tamuska27 14 Aug 2012, 01:30
matmatuna
QUOTE
მე მგონია, რომ ვახშამი აქვს მწირი შენს მრგვალს... იმიტომაც ითხოვს ღამით ამდენ ჭამას 

ცოტა მეტი თუ მოუვიდა ჭამა, მერე მუცელი ტკვივახოლმე და ამიტომ ვუკონტროლებ, რომ 300 გრამზე მეტი არ ჭამოს.

არადა მატება აქვს მშვენიერი...

Posted by: felooon 14 Aug 2012, 23:42
მთელი ვეფხისტყაოსანი დავწერე,ჩემი ვაჟბატონის პრობლემაზე და ვითომ ავტვირთე.მაგრამ სადაა??არაა cry.gif cry.gif

Posted by: tamuska27 15 Aug 2012, 00:14
felooon
sad.gif sad.gif sad.gif

.........................

Posted by: AnDy_ 15 Aug 2012, 21:54
QUOTE (AnDy_ @ 14 Aug 2012, 01:06 )
nusa

მეც წიწიბურა მირჩIა პედიატრმა, ჰიპის ურძეო ვუყიდე და ჭამა ოღონდ დიდად არ გადარეულა, ეხლა შვრიის ფაფას ვაჭმევ ოღონდ ვინის რძიანს და ეს უფრო მოწონს , კიდე ატმის ხილფაფას მე თითონ ვუხეხავ და ისე ვაჭმევ , ჯერ ბოსტნეულის სუპი არ მიმიცია . 6 თვე ნახევრისაა smile.gif

დილით მეორე ჭამას ვაჭმევ ფაფას დანარჩენი სულ ძუძუ , და ხილფაფა ჭამათა შორის . ცოტა ხო არ არის?

აუ მიპასუხეთ 6 თვის და 2 კვირის ბავშვისთვის ცოტაა მარტო ფაფას რო ვაჭმევ?

Posted by: Princess 16 Aug 2012, 10:31
AnDy_
QUOTE
აუ მიპასუხეთ 6 თვის და 2 კვირის ბავშვისთვის ცოტაა მარტო ფაფას რო ვაჭმევ?


კვებაზე პედიატრს შეუთანხმდი ჯობია, გეტყვის როდის რა დაუმატო
მე 4.5თვიდან ვაჭმევ წიწიბურას რძიან ფაფას, 5 თვიდან დავუმატე ხილის პიურე და ბოსტნეულის პიურეც. ძუძუს აღარ ვაჭმევ უკვე. 4.5თვე ვაჭამე

Posted by: nusa 16 Aug 2012, 14:30
AnDy_
წონაში როგორი მატება აქვს გააჩნია.
მაგ ასაკზე ბოსტნეულის სუპ/პიურეც შეგიძლია დაუმატო შუადღის ჭამაზე.
ატამთან ერთად სხვა ხილიც რომ მისცე - ვაშლი, ბანანი?
მგონი 6.5 ასაკისთვის ხაჭოც შეიძლება ხილით და პეჩენიით.
მაგრამ ეს ყველაფერი სჯობს მაინც პედიატრთან შეათანხმო.



Posted by: felooon 16 Aug 2012, 16:18
ეხ რამდენი ვწერე რომ იცოდეთ და... sad.gif sad.gif sad.gif .რა მეტი გზაა,დავიწყებ ახლიდან.
პირველ რიგში მოგესალმებით.ვკითხულობ ვკითხულობ თქვენს პოსტებს და თანდათან ვრწმუნდები,თუ რაოდენ ცუდად ვზრდი ბავშვს,ძალიან მცხვენია მაგრამ უნდა ვაღიარო facepalm.gif facepalm.gif .ნიკოლოზი ეხლახანს გახდა 9 თვის.არის 8,400 კგ და სიმაგლეზუსტად ჯერ არ ვიცი.ბოლოს 2 თვის წინ მყავდა პედიატრთან და 70 სმ იყო.დაიბადა 48 სმ.სასწორი მაქვს და ავწონე,მაგრამ სიმაღლეში ვერ გავზომე.თუმცა ვატყობ რომ პირველი 6 თვე სასწაული სისწრაფით იზრდებოდა სიმაღლეში,ეხლა ცოტა შეფერხდა.არ ვიცი რისი ბრალია.არის სასწაულად ცელქი,წარმოუდგენლად მოუსვენარია... facepalm.gif facepalm.gif .აქვს 8კბილი,პირველი კბილი ამოუვიდა 4 თვის ასაკში. ამ ბოლო 2 კვირის გამავლობაში ძალიან გაუფუჭდა ხასიათი,ჭუჭყუნებს ძალიან ბევრს,ღამეც აღარ სძინავს ისე კარგად.საქართველოში პედიატრთან ვაკითხინე და უკანა კბილები ამოსდისოოო...(გადამიყვანა ამისმა კბილებმა ჭკუიდან,სოკოებივით ამოულაგდა).ხო ფეხზე ვერ დადის ჯერ,მაგრამ დივანთან ადგება,მერე მაგიდას ჩაეკიდება და ასე რაც შეხვდება იმას კიდებს ხელს და მიყვება.ხელს რომ ვკიდებ მაშვებინებს და მეჩხუბება.
ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით ,რომ მცირედი წარმოდგენა შეგქმნოდატ ჩემს ტერორისთზე.ეხლა კი რაც შეეხება პრობლემას.6 თვემდე მიირთმევდა მხოლოდ ძუძუს და Bოსტნეულის პიურეებს (მზას ვყიდულობდი,4-6 თვეზე გათვლილს),6 თვისა რომ მივიყვანე პედიატრთან და კვებაზე ვკითხე.რომ შეხედა და 5 კბილი ჰქონდა,ფეხზე დააყენა და დგებოდა,მატყუარას ახლოს არ იკარებდა...ასე შემდეგ,რომელი ერთიღა ჩამოვთვალო.მომიბრუნდა და მიპასუხა:ყველაფერი აჭამეამ ბავშვსო,ხორცი,თევზი,ბოსტნეული,ხილი...და 1თვეში თვენახევარში იგივე აჭამე რასაც თქვენ ჭამთ,ნაკლები მარილით,არაცხარე და ზედმეტად მკვეთრი გემოს გარეშეოო.მეც დავბრუნდი სახლში და ნელ ნელა დავუწყე რაღაც რაღაცების მომზადება.მოკლედ რომ ვთქვა ბოლოს ჩემი ვაჟბატონი მიირთმევდა ხორციანს,თევზიანს,სუპებს მაკარონით,მაწვნის სუპს,ბულიონებს,ბოსტნეულს,ხილს,მოთუშულ ხახვსაც facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif .რათქმა უნდა არა დაბლენდერებულებს.ოდნავ დაჭყლეტილს ან წვრილად დაჭრილს.
* * *
კვერცხს 6 თვიდან ჭამს,თევზსაც,ბულიონებსაც,თაფლს 7 თვიდან,წყალს საერთოდ არ სვავს.კომპოტებს ვუხარშავ უშაქროდ და ამ წვენს მიირთმევს ძალიან კარგად.ერთი პერიოდი თაფლით ვუტკბობდი.ეხლა პირდაპირ სვავს.ხაჭოს მე თვითონ ვუკეთებ(აქ ვერ ვიშოვე,საქართველოში არ ვარ).ეხ მოკლედ მე კიდევ მსუბუქად და მოკლედ მოვყევი რას ვაჭმევდი,და ესეც გულიანად მიირთმევდა.ხილს კი თავისი ხელით მიირთმევს.ხელში მივცემ და მიირთმევს. facepalm.gif facepalm.gif .მოკლედ ბავშვის კვების მაგივრად კაცივით ვკვებავდი cry.gif cry.gif .ნუ მწარე,მლაშე,შაქრიანებით არა რა თქმა უნდა.ეხლა კი ბოლო 2 კვირაა საჭმელს აღარ ჭამს.3-4 კოვზი და ეგაა.რასაც ვუმზადებ,აღარც ბოსტნეულს,აღარც სუპებს,აღარც პიურეს...იოგურტს ჭამს(უზომოდ უყვარს) და რძეს სვავს,.სპეციალური ბავშვის რძეა.მართალია 10 თვიდანაა და ეს 7 იდან მიირთმევს.ამავ დროულად ძუძუსაც გეახლებათ ისევ.ბევრს არ ჭამს მაგრამ ,დესერტად თუ არ დააყოლა საღამოობით.ვერაფრით ვერ ვაძინებ ისე.დილითაც ჭამს და სულ ესაა.ეს 3 დღეა ვცდილობ ჯანმრთელად ვკვებო.ფაფას არ ჭამდა და გუშინ შეჭამა.მოთუშული ხახვი ამოვუღე მენიუდან.იქნებ მირჩიოთ რა და როგორ მივცე ეხლა??უკვე დავიბენი...აღარ ვიცი რა ვაჭამო.კვერცხი როგორმივეცი ასეთ პატარას და როგორ არ აწყინა ეხლა ვფიქრობ.მარტო გული მივეცი მაგრამ პირველივე ჯერზე ნახევარი მიირთვა და 3 მიცემის მერე მთლიან კვერცხზე გადავიდა და დაჯე 2-ს მიირთმევდა.
არ ვიცი ავხსენი თუ არა და გამოვეცი ყველაფერი,ვნერვიულობ და თუ რაიმე გამომრჩა,ან გასაგებად ვერ ვთქვი მკითხეთ....უმორჩილესად გთხოვთ ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ.ესე რამმიგაცემინა,როგორ აჭმევდი,რამ გადაგრია და ასე შემდეგ.ამას მე თვითონაც მივხვდი cry.gif .რჩევა უფრო მჭირდება ამ ეტაპზე.გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანებისგან help.gif help.gif .

Posted by: matmatuna 16 Aug 2012, 17:19
felooon
ვაიმე biggrin.gif
დამშვიდდი, ნერვიულობით ვერაფერს უშველი და ვერც ინ შეჭმულ კვერცხებს და ხორცებს ამოუაყრევინებ უკან მუცლიდან biggrin.gif
ერთ ჯერზე 2 კვერცხი რამ მიგაცემინა ისე givi.gif კვირაში 3 მეტი არ შეიძლება... ან თაფლი. გადარჩენილი ხარ, ფაქტიურად biggrin.gif
რომელ ქვეყანაში ხარ და ინგლისური თუ იცი? მოგაწვდიდი რაიმე ლინკებს

Posted by: felooon 16 Aug 2012, 18:11
matmatuna
რავიცი რამ მიმაცემინა cry.gif cry.gif ,რომ ჭამდა და კიდევ ითხოვდა, cry.gif cry.gif .თან სიამოვნებისაგან ტუჩებს იტლეკდა rolleyes.gif rolleyes.gif .თაფლი კი ვიფიქრე შაქრიანები არ ვაჭამო,პატარაათქო და...იმაზე აღარ მიფიქრია რომ თაფლისთვის უფრო პატარა იყო sad.gif .
მეც კი გადავქექე ნეტი,მაგრამ სახარბიელო ვერ ვიპოვე ვერაფერი.საფრანგეთში ვარ.მაგრამ ინგლისურს კი ვახერხებ იმდენს რომ ეგ გავიგო.ერთი ესაა ვეღარ ვენდობი ამ უცხოელ სპეციალისტებს რაა.ამისმა პედიატრმა ისე დამიბერტყა ყველაფერი აჭამეო,ისტერიკა მოვუწყე,რასქვია ყველაფერი ბავშვს ძუძუს მეტი არაფერი უჭამიათქო და ამ დროს ესვაჟბატონი თითზე ისე დასწვდა და უკბინა ,ქალი გადაირია დედაა სამკურნალო,შიმშილით კლავს ბავშვსო.კი გაიცინა თან მაგრამ mad.gif .რომ ვკითხე თუ როგორი სახით მიმეცა,მიპასუხა...ჩოპერში გაატარე ყველაფერი ,რა ბოსტნეულიც გექნება.რამოდენიმე სახეობა ერთად,ხორცი,თევზი.
* * *
ანუ ან ხორცი და ბოსტნეული,ან თევზი და ბოსტნეული,ან მარტო ბოსტნეული.მოხარშავ ყველაფერს,ან ორთქლზე მოამზადე .ჩოპერში გაატარე დამიეციო.ერთი ტვის მერე კი იგივე აჭამე რასაც შენ ჭამო.სტეიკს რომ ვერ შეჭამს კი იცი და სუპებიო.ნკლებ ცხარე.ხოდა მეც მივადექი დაა... sad.gif sad.gif .ეხლა რომ მოუკლო ამ ჭამას იმიტომ გადმოვინაცვლე ამ თემაში,მენიუ მობეზრდა ალბათ და გავუმრავალფეროვნებო.თორემ ერთი წუთითაც კი არ მეპარებოდა ეჭვი რომ ბავშვს საუკეთესოდ ვკვებავდი biggrin.gif .ახალი ხილი,ახალი ხაჭო,კომპოტები...ყველაფერს ვუკეთებდი მეგონა...
ისე კარაქი ხომ ეჭმევა ერთი ესეც მითხარით რაა. გერლულესის ფაფას უკარაქოდ არ ჭამს.და კიდევ ახალი მოცარელა?გმადლობთ წინასწარ,ინფორმაციაზე და
ლინკებზეე...

Posted by: nikmaik 16 Aug 2012, 20:40
felooon
ერთ ჯერზე 2 კვერცხს ნუ მისცემ, მხოლოდ კვირაში 2-3ჯერ მხოლოდ გული
თაფლი არ მისცე წლამდე
ხახვს ნუ მოუშუშავ ზეთში, ბოსტნეულის პიურეში ჩაუგდე და ამოიღე დაბლენდერებამდე, ასევე მწვანილიც
კარაქიც გამოიყენე რა პრობლემაა
დანარჩენი რაც გიწერია ისე აჭამე
აი მოცარელაზე არ ვიცი, საქართველოში გვაქვს იმერული ყველი და ........ ამაზე მატმატუნა გიპასუხებს
აბა წარმატებები smile.gif

Posted by: matmatuna 16 Aug 2012, 22:49
felooon
QUOTE
ანუ ან ხორცი და ბოსტნეული,ან თევზი და ბოსტნეული,ან მარტო ბოსტნეული.მოხარშავ ყველაფერს,ან ორთქლზე მოამზადე .ჩოპერში გაატარე დამიეციო.

ასეა yes.gif ოღონდ 6 თვის ბავშვს ხორცს და თევზს არ აჭმევენ biggrin.gif
ბურღულეულის ფაფები (შვრია, ბრინჯი, ქერი, წიწიბურა და ა.შ) ყველაფერი შეგიძლია მისცე კარაქით... მოხარშული მაკარონიც.
ხილიც თითქმის ყველაფერი - ყურძენი, ვაშლი, მსხალი, ატამი, ბანანი, მარწყვი, კენკრა (ციტრუსს მოერიდე ჯერ). ვაშლი შეგიძLია გაუხეხო, დაუჭრა თხელ ნაჭრებად ან ორთქლზე მოუმზადო ოდნავ დარბილებამდე და ისე აჭამო.
ბოსტნეულიც სტაფილო, ხახვი, მწვანე ლობიო, ბადრიჯანი, სოკო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, გოგრა, ცუკინი, ტკბილი კარტოფილი, ბარდა შეგიძლია მისცე... ასევე ქათმის/საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხის გული, ინდაური.
ყველი მხოლოდ პასტერიზებული, არავითAრი რბილი ყველი ბრაი და ასეთი მაიმუნობა no.gif მოცარელა რათქმაუნდა შეგიძლია მისცე (პასტერიზებული), ხაჭოც თუ გინდა და თუ იპოვი უმარილოს. სხვა ცხიმიანი ყველიც მიეცი რომელიმე.
ეცადე მოხრაკული ხახვი და ასეთები არ მისცე... მე ხახვსაც და ნიორსაც ორთქლზე ვამზადებდი და სხვა ბოსტნეულთან ერთAდ ვაბლენდერებდი ცოტას, მშვენიერ გემოს აძლევდა. თუარადა ოდნავ შეგიძლია მოშუშო, არ მოხრაკო და ათუხთუხო ცხიმში.

Posted by: felooon 16 Aug 2012, 23:11
nikmaik
2kiss.gif 2kiss.gif ვცდილობ მასე.ეს 4 დღეა აღარ ვაჭმევ მოთუშულ ხახვს.

* * *
matmatuna
მარტო მოცარელას ვაჭმევ.სხვანორმალური ყველი ჯერ არმინახია მე აქ.უფრო სწორად ჩემი მოსაწონი.ფეტაც მომწონს მაგრამ მარილიანია და არ ეჭმევა ხომ??ხილს რაც შეეხება.მოკლედ აქაც ვიჩქარე და ხილსაც და ყველაფერს მიირთმევს პირდაპირ.ვიფიქრე ნამეტანი დაბლენდერებულს არ მიეჩვიოსთქო და ნელ ნელა გადავიყვანე მსხვილ საჭმელზე.ხელში რასაც დააკავებინებ ყველაფერს კბეჩავს და ჭამს,აგერ უკვე 1 თვეზე მეტია.სუპებსაც სულ ოდნავ ვუჭყლეტავ და ეგაა.ნეტავ ამისი კუჭისთვის ასეთი რამე შეიძლება??ხომ შეძლებს მონელებას??ნუ იმიტომ გავუთამამდი ასე რომ კუჭის მოქმედება დღეში ორჯერ,დილის 12საათისთვის და საღამოს 10 საათისთვის აქვს ყოველთვის.პლიუსმინუს 30 წუტის სხვაობით.ძალიან მიკვირს ასეთგრაფიკში როგორ ჩასვა მაგრამ რავიცი აბაა... rolleyes.gif rolleyes.gif .თან ძუძუსაც წოვს ისევ.საწყალი მეორე ბაია მიცელში.ვის ახსოვს საერთოდ... sad.gif sad.gif .

Posted by: tamuska27 16 Aug 2012, 23:55
matmatuna
QUOTE
ოღონდ 6 თვის ბავშვს ხორცს და თევზს არ აჭმევენ

9 თვისაააოოო........

felooon
არ ინერვიულო და არ იდარდო.
matmatuna 2kiss.gif ექსპერტია smile.gif wink.gif

მეც ეგრე მითხრეს აქ, მგონი ევროპის სენია ეგ: 6 თვემდე მხოლოდ რძე და 6 თვიდან დღეში 3 ჯერ ყველაფერი არა ცხარე, არა მწარე, არა ტკბილიო.




* * *
felooon
QUOTE
საწყალი მეორე ბაია მიცელში.ვის ახსოვს საერთოდ...    .


wow.gif wow.gif wow.gif wow.gif

Posted by: blblbl 17 Aug 2012, 00:05
felooon
რომ არ უბლენდერებ მაგაში საგანგაშო არაფერია,პირიქით დაჭყლეტილი სჯობს დაბლენდერებულს მერე ბავსვები აღარ ჭამენ დაბლენდერებულის გარეშე,ნუ ნერვიულობ

ისე არ ანებებინებ ძუძუს?მაინც მავნებელი არ იყოს მეორესთვის სტიმულირებას იწვევს ყელის და საშიშია მაგ მხრივ ცოტა.

Posted by: matmatuna 17 Aug 2012, 00:18
tamuska27
QUOTE
9 თვისაააოოო.

ეს ახლაა 9 თვის, თორემ ხორცი რომ მისცა 6-7 თვის ყოფილა biggrin.gif
felooon
თუ კბილები აქვს და კარგად ღეჭავს, მიუშვი პატარები მოკბიჩოს, ხელში დაიჭიროს და ისე ჭამოს. მთAვარია კუჭში კარგად გადიოდეს და იმ მოკბეჩილებს პამპერსში არ პოულობდე მერე biggrin.gif
ფეტა ძალიან მარილიანია...
QUOTE
საწყალი მეორე ბაია მიცელში.ვის ახსოვს საერთოდ..

მეორეს აჩენ? ყოჩაღ შენ biggrin.gif

Posted by: felooon 17 Aug 2012, 00:45
tamuska27
ხო 6 თვის იყო რომ მითხრა და მეც მივადექი და ვუმზადე ნაირ-ნაირებიიი.აქამდე ბავშვი შორიდან მყავდა დანახული მხოლოდ,უცებ რომ ჩემი პაწაწუნა მომაჩეჩს.კაციშვილი გვერდით არ მყავს,ვინმეს ის მაინც ეთქვა რებს აჭმევ ასეთ პატარასო.ერთი ქმარი მყავს და ისიც ყოველ დღე სამსახურშია biggrin.gif

Posted by: tikusha 17 Aug 2012, 00:55
გოგოებო ჩემი შვილი უკვე წლისაა და მოთუშულ ხახვიანი სუპები რომ ვაჭამო რა უჭირს?? პირველს როდიდან დავუწყე მოთუშულ ხახვიანი კერძები აღარ მახსოვს

Posted by: felooon 17 Aug 2012, 00:57
blblbl
მაგასმეც ვფიქრობ.ვცადე თითქოს და ისეთ ამბებს აწყობს,გაჰკივის შუაღამისას.რძე მივეცი რომ ამას შეშვებოდა და...იმასაც მიირთმევს და აბჩენს პირს.ძუძუც უნდა.თან იმ რძესაც ისე შეეჩვია მთელი ამბით ელოდება საღამოს 10 საათს.სანამ მე რძეს ვამზადებ რაც რაიმე იცის ყველა სიტყვას ყვირის...მამა,პაპა,ბაბა,მომე,ადე,მეე,გოგო,დედა,და ათასი აბდა-უბდა კიდევ.მაგრამ აი თუ ძუძუ არ დააყოლა ისტერიკებს მერე იწყებს ისეეეთს...აქეთ ეს მყავს დასამშვიდებელი იქეთ მამამისი.
22 ში მივდივარ ექიმთან და ვნახოთ რას მეტყვის.თან მკერდზე ფიბროადენომა მქონდა და ოპერაცია მაქვს 2-ჯერ გაკეთებული.მაქსიმუმამდე აჭამე ძუძუვო და თითქოს ასეთავს უფრო დაცულად ვგრძნობ.თან აქ არ მიკრძალავენ და.
ისე ხილს არა მაგრამ ისპანახები ვუპოვე პამპერსში sad.gif sad.gif .თან ტოქსიურიავო და ვერიდებისავით.

Posted by: blblbl 17 Aug 2012, 00:59
felooon
QUOTE
სანამ მე რძეს ვამზადებ რაც რაიმე იცის ყველა სიტყვას ყვირის...მამა,პაპა,ბაბა,მომე,ადე,მეე,გოგო,დედა,და ათასი აბდა-უბდა კიდევ

biggrin.gif

ისე წივილ კივილის და ისტერიკების გარეშე არ მგონია ძუძუს გადააჩვიო,რაც გაიზრდება მით უფრო გაუჭირდება

Posted by: felooon 17 Aug 2012, 01:05
matmatuna
QUOTE
მეორეს აჩენ? ყოჩაღ შენ

yes.gif yes.gif რა მეტი გზაა.უკვე მუცელში იყო და რაღას ვუზავდი...ბრინჯისტოლა თუ ამხელა მაინც ხომ ჩემი შვილუკაა და ცოცხალი არსება დაა.გავიჭირვებ ცოტას.უფრო სწორად ცოტაზე მეტს sad.gif sad.gif .ისიც თუ ასეთი ცელქი იყო,აი მერე მიმაბარებენ უფალს და ეგ იქნებაა wink.gif wink.gif .ჯერ არც კი ვფიქრობორივეს ერთად მარტო მე რას მოვუხერხებ.
მოკბეჩილები არმიპოვია ჯერ.უი ხო ბულგარულის პაწაწუნები ვუპოვე და ისპანახის კიდევ.ისპანახს აღარც ვაძლევ.მეშინია. baby.gif baby.gif
* * *
QUOTE
ისე წივილ კივილის და ისტერიკების გარეშე არ მგონია ძუძუს გადააჩვიო,რაც გაიზრდება მით უფრო გაუჭირდება

ალბათ yes.gif sad.gif .თან მიყურებს და ხელს მირტყავს,ტირილს უმატებს ნელ-ნელა და ბოლოს დასაბმელია ხოლმე.მივცემ ძუძუს,ცოტას მოწოვს.იმდენად ცოტას რომ ფაქტიურად მიკვირს რის გამო ჩხაოდა ასე.გადაბრუნდება გვერდზე და მშვიდად იძინებს.ღამეგაიღვიძებს 4 საათზე.ისევ იკივლებს ისევ ისე ცოტას მიირთმევს გადაბრუნდება და დაიძინებს დილის 8 საათამდე.ხოდა ალბათ ჩემი სიზარმაცის ბრალიცაა.მეზარება ამისი წივილკივილის და ღამეების თენების ატანა.როცა ასე მშვიდად ძინავს.აი ექიმი რასმეტყვის,ან ეხოზე რა იქნება და თუ პაწაწუნასთვის საშიშია დავანებებინებ აუცილებლად yes.gif yes.gif

Posted by: blblbl 17 Aug 2012, 01:17
felooon
თუ მასე ორ წამიანი წოვა აქვს არ მგონია ეგ საშიში იყოს,ინტენსიური წოვაა ხოლმე საფრთხილო თორემ შენ რასაც აღწერ მე მგონი არაა პრობლემა,უბრალოდ მერე დიდ ორსულს უფრო გაგიჭირდება გადაჩვევა თან მეორე რომ დაიბადება ორივეს ხომ ვერ აჭმევ და უფრო არ გაუჭირდეს smile.gif

Posted by: ketketket 17 Aug 2012, 01:22
felooon
ჩემი ახლობელი მეორეზე დაორსულდა მშობიარობიდან 1 თვის შემდეგ, სანამ გაჩნდებოდა ბოლომდე მთელი ორსულობა აწოვა პირველ ბავშვს ძუძუ თან მაგრად ქონდა რძე და მერე იმას კვება შეურია, მარტო ღამე ითხოვდა ძუძუს, მეორე ბავშვიც ძუძუთი გაზარდა

Posted by: felooon 17 Aug 2012, 13:26
blblbl
მეც ამით ვიმშვიდებ თავს...დღე საერთოდ არ ითხოვს.საღამოს ცოტა,ღამეც ასევე. ერთი ესაა დილის 8 საათზე მიირთმევს ცოტა მეტს.სულესაა ამის ძუძუთი კვება.
* * *
ketketket
ეხ რძის ქონა აღარ მკითხოთ.მთელი 6-7 თვე სულ ვიწველიდი.მერე დავანებე თავი და სულ მიმაგრდება.დატანჯული ვარ რაა sad.gif sad.gif .ეს აღარ წოვს იმდენს და ნელ-ნელ ჩამოვიყვანე ესე ცოტაზე.რძე ვერ დავაცოტავე.ანუ ბოლოს ორივეს ერთად აჭმევდა თუ დიდს დაანებებინა??

ის ნეტავ ნიკოლოზი ასე ცოტას რომ ჭამს ძუძუს რძეს,საღამოს 10 საათზე 150 მლ ბავშვის რძესაც გეახლებათ.ფორმულის დამატება უნდაა??

Posted by: LOTUSi 17 Aug 2012, 17:41
QUOTE
.თან ძუძუსაც წოვს ისევ.საწყალი მეორე ბაია მიცელში.ვის ახსოვს საერთოდ...


ასეთ პოსტებს რომ ვკითხულობ მიხარია biggrin.gif ე.ი. ტყუილად არ ვხმარობ კონტრაცეპტივებს biggrin.gif

Posted by: ketketket 17 Aug 2012, 17:56
felooon
ორივეს ოღონდ პირველს ღამე მარტო, მეც ეგრე ვიყავი იმდენი რძე მქონდა 3 თვემდე მიმაგრდებოდა

Posted by: felooon 17 Aug 2012, 23:20
L0TUS
მე ცოტახანი ვსვი კონტრაცეპტივი და ისეთი საშინელება იყოოოოოოო...თუმცა აწი გავითვალისწინებ,რომელიმე სხვა ალტერნატიული საშვალებით შევცვალო.თორემ მომიწევს ფეხბურთის გუნდის აღზრდა.
* * *
ketketket
მეორე რომ ეყოლა ხსენი საშიში არ იყო უფროსისთვის??ანუ მეც ასე რომ მომიწიოს იმას ვდარდობ sad.gif sad.gif .საშიში არ იქნება ის რძე უფროსისთვის ხომ??მართალია ძალიან ცოტა მაგრამ,მაინც ხომ შეჭამს დაა...უფრო სწორად ვაი თუ მომიწიოს და წინასწარ ვიცოდეე baby.gif baby.gif

Posted by: ketketket 18 Aug 2012, 21:48
felooon
რძე არ შემცირებია, ოდნავ ფერი შეეცვალა სუ ხსენი არ იყო, რატო არის საშიშI პირიქით ეგ უფრო სასარგებლოა, მაგაში უფრო ბევრი ვიტამინებია... არანარი უკუჩევენბა არ ქონია და აბა რა გითხრა პირველად გავიგე რომ ხსენი საშიშIაsmile.gif დიდი ცვლილება არ ქონია, ბავშვი რო გააჩინა ტავები არ დახეთქვია პირიქით ყველაზე ბევრი რძე მაგას ქონდაsmile.gif

Posted by: Princess25 19 Aug 2012, 17:23
გამარჯობათ გოგოებო,

გთხოვთ მითხარით 2 თვის ასაკში რომელ საჭმელს აძლევდით პატარას? ჩვენმა პედიატრმა ჰუმანა დაუნიშნა,მემგონი მაგან შეკრა ბავშვი კუჩში...დახმარების გარეშე არაფრით გადის თავისით sad.gif აღარ ვიცი რა ვუყო....

Posted by: felooon 19 Aug 2012, 17:53
ketketket
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif მადლობაააააააა.რა ვიცი ვინც გაიგო ისევ რომ ვაჭმევ, ისე შეიცხადა,მაგისთვის კარგი არაა.არმოწამლოსო რომ შემეშინდა ცოტა არ იყოს.

Posted by: ketketket 19 Aug 2012, 18:43
felooon
მე ეგ პირველად გავიგე, მაინც კითხე თუ გინდა ექიმს მაგრამ, რამოდენიმე ვიცი ვინც ბოლო წუთამდე (სანამ სამშობიაროში წაიყვანდნენ) აჭმევდაsmile.gif თან ნელ-ნელა დაუწყებ შერევას და არამგონია პრობლემა შეგექმნას, შენ უნდა გენახა რამდენი მეუბნეუდა როგორ შეიძლება 3 წლამდე ბავშვს აჭამოო რძე უკვე წამლავო ბავშსო სასარგებლო აღარ არისო, არადა სიცხე რომ მიცემდა არანაირი წამალი შველოდა რძეს მივცემდი თუ არა ეგრევე კარაგდ ხდებოდა თან არაჩვეულებრივი კუჭნაწლავი აქვს, არასოდეს ქონია კუჭში გასვლის პრობლემა... 1 წლის მერე აღარ უნდა აჭამოო (ყველა საქმეში რო ბრძენები არიან ეგეთი ხალხი მეუბნეოდა) მაგრამ ნამდვილად არ მოწამლულა ჩემი გოგოsmile.gif

Posted by: felooon 19 Aug 2012, 22:51
[b]ketketket[/
ხო ეგ მართალია.არც ნიკოლოზს არ ჰქონია ეგ პრობლემა ჯერ.დღეში ორჯერ დაპროგრამებულივით ერთი და იგივე დროს აქვს ყოველთვის.არც რაიმე საზიანო შემიმჩნევია.ნუ კი ვიცი მეორე ორსულობისას მაინცდა-მაინც სასურველი არ არის.მაგრამ...

Posted by: blblbl 19 Aug 2012, 22:57
felooon
მთლად ბოლომდე ნუ მიიყვან და ეცადე გადააჩვიო,არ ვიცი სხვა რას შვრებოდა მაგრამ ფაქტი ისაა რომ ექიმები კრძალავენ ძუძუს თავების დამუშავებას რადგან შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ხოდა წოვა უფრო მეტი სტიმულირებაა ამიტომ ბოლომდე ნუ მიიყვან მასე ადრეულია რ გამოიწვიო


მოწამვლაზე მეც გამიგია ქართველი ექიმებისგან მაგრამ მაგის არ მჯერა.

Posted by: amoeka 19 Aug 2012, 23:16
გამარჯობათ გოგოებო...
3 თვის ბავშვი მყავს და ექიმმა სელია დაგვინიშნა დამატებით საკვებად, ვინმეს გამოგიყენებიათ? 2 დღეა რაც მივირთმევთ და მოგვწონს ჯერჯერობით

Posted by: tamuska27 19 Aug 2012, 23:34
amoeka
რამდენადაც მე ვიცი 17 კვირაზე ადრე დამატებითი კვების მიცემა არაფრით არ შეიძლება.
17 კვირა 4 თვეა

Posted by: Free Aquarius 20 Aug 2012, 00:26
ketketket
QUOTE
შენ უნდა გენახა რამდენი მეუბნეუდა როგორ შეიძლება 3 წლამდე ბავშვს აჭამოო რძე უკვე წამლავო ბავშსო სასარგებლო აღარ არისო, არადა სიცხე რომ მიცემდა არანაირი წამალი შველოდა რძეს მივცემდი თუ არა ეგრევე კარაგდ ხდებოდა თან არაჩვეულებრივი კუჭნაწლავი აქვს, არასოდეს ქონია კუჭში გასვლის პრობლემა... 1 წლის მერე აღარ უნდა აჭამოო (ყველა საქმეში რო ბრძენები არიან ეგეთი ხალხი მეუბნეოდა) მაგრამ ნამდვილად არ მოწამლულა ჩემი გოგო

ჩემს გარშემოც ბევრია ეგეთი მრჩეველები,ზოგს რომ ჰკითხო 6-7 თვის მერე გინდ მიგიცია ძუძუ გინდ არა biggrin.gif უკვირთ წლის და სამი თვის ბავშვს რომ არ "ვანებებინებ თავს" biggrin.gif
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 2 წლამდე და უფრო ზემოთაც უწევს რეკომენდაციას ძუძუთი კვებას.

Posted by: blblbl 20 Aug 2012, 00:28
tamuska27
საუბარია ფორმულაზე,ხელოვნურ რძეზე როცა დედას რძე არ აქვს და არა მყარ საკვებზე smile.gif



QUOTE
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 2 წლამდე ძუძუთი კვებას უწევს რეკომენდაციას.

yes.gif yes.gif yes.gif თუმცა მე ალბატ არ მივცემ ამდენ ხანს არ მიყვარს დიდი ბავშვები რომ წოვენ ძუძუს biggrin.gifწლამდე საკმარისია biggrin.gif

Posted by: Free Aquarius 20 Aug 2012, 00:42
blblbl
QUOTE

    თუმცა მე ალბატ არ მივცემ ამდენ ხანს არ მიყვარს დიდი ბავშვები რომ წოვენ ძუძუს წლამდე საკმარისია


ერთი პერიოდი ყველგან ძუძუს მთხოვდა,თუ უარს ვეტყოდი მაგლიჯავდა ტანსაცმელს,ხელებს მიყოფდაbiggrin.gif:D:D ეხლა თავისით გადაეჩვია,აღარ მთხოვს,მარტო დილით და ღამე ძილის წინ.წლის მერე ერთხელ ან ორჯერ სრულიად საკმარისია.
Re: Are there benefits of breastfeeding beyond 12 months?

All the health benefits of breastfeeding continue after baby's first birthday, including offering fabulous nutritional content and improved resistance to infections. Children who are still breastfeeding and attend daycare are known to have fewer and less severe infections than non-breastfeeding kids, meaning mama has to take fewer days off work.

Some parents worry that extending breastfeeding could hamper baby's independence, but breastfed toddlers prove the opposite. Children who wean on their own time often seem to gain confidence by taking this step themselves. (And children who are weaned before they’re developmentally ready can sometimes become extra-clingy.)

Breastfeeding can also be a sort of secret weapon for the mom of a toddler; nothing soothes a sick, scared, hurt, or upset child (or their mom) better than nursing. Plus, mom and baby get to continue to enjoy the intimacy of their breastfeeding relationship. As Dr. Jack Newman says in his article, Breastfeeding a Toddler -- Why on Earth?, "Breastfeeding is a life-affirming act of love."

In our culture breastfeeding moms of toddlers sometimes catch some flack, but these policy statements from major health organizations affirm that there are, indeed, benefits to breastfeeding for the long haul:

The World Health Organization says:

"Exclusive breastfeeding is recommended up to six months of age, with continued breastfeeding along with appropriate complementary foods up to two years of age or beyond."

According to the American Academy of Pediatrics:

"Breastfeeding should be continued for at least the first year of life and beyond for as long as mutually desired by mother and child....Increased duration of breastfeeding confers significant health and developmental benefits for the child and the mother....There is no upper limit to the duration of breastfeeding and no evidence of psychological or developmental harm from breastfeeding into the third year of life or longer." (AAP 2005)

According to the American Academy of Family Physicians:

"Breastfeeding beyond the first year offers considerable benefits to both mother and child and should continue as long as mutually desired….If the child is younger than two years of age, the child is at increased risk of illness if weaned." (AAFP 2001)

Erin van Vuuren | July 08 , 2010 2:44 PM

Posted by: ketketket 20 Aug 2012, 01:17
Free Aquarius
წლის მერე მეც მაქსიმუმმ 2 ჯერ ვაჭმევდი ძირითადად ღამეsmile.gif საერთოდ არ ვიყავი განწყობილი რომ წლამდეც კი ვაჭმევდი ვერც მე ვერ ვიტანდი 1 წლის ბავშვი ძუძUს რომ წოვდა, მაგრამ ისეთი საცოდავი თავლებით შემომხედავდა რომ მეცოდებოდა თან არც მიშრებოდა ბოლოს 3 წლის ხდებოდა ისიც წამალი დავლიე რაღაც უბედურება 2 აბი დამინიშნა დავარაშვილმა ას რაღაცა მივეცი და 2 კვირა ფეხზე ძლივს ვდგებოდი ისე მეხვეოდა თავბრუ

Posted by: blblbl 20 Aug 2012, 01:23
Free Aquarius
ჩემი ძმა ჭამდა 3 წლამდე ბოლოს ავტობუსში რომ გაიპარჭყა და მაისურს ახევდა ზუძუ მინდაო სასწრაფოდ დაანებებინა დედაჩემმა biggrin.gif

Posted by: ketketket 20 Aug 2012, 01:26
blblbl
lol.gif lol.gif lol.gif არა ეგრე არასოდეს გაპარჭყულა მაგრამ ღამე მთხოვდა, და რამექნა rolleyes.gif

Posted by: Princess 20 Aug 2012, 12:53
amoeka
QUOTE
3 თვის ბავშვი მყავს და ექიმმა სელია დაგვინიშნა დამატებით საკვებად, ვინმეს გამოგიყენებიათ? 2 დღეა რაც მივირთმევთ და მოგვწონს ჯერჯერობით


მე ვაჭმევ სელიას, 2 კვირის იყო რომ დაუნიშნა ექიმმა, ჩემი რძე არ იყო ნოყიერი და არყოფნიდა, მატება არ ჰქონდა კარგი.ასეთ შერეულ კვებაზე მყავდა ტავიდანვე, ძუძუსაც ჭამდა და სელიასაც. ეხლა 5თვის არის ძუძUს აღარ ვაჭმევ, სელიას ჭამს + ბოსტნეულის პიურე, ფაფა, ხილი. ძალიან კარგი საჭმელია, ბავშვსაც უყვარს






Posted by: lika_n 20 Aug 2012, 17:34
ჩვენც სელიას ვჭამთ, თავიდან ჰუმანა გვქონდა და ძალიან გვიჭირდა, მუცელიც უფრო ტკიოდა და უკან იღებდა , მერე სელიაზე გადავედით, უკვე სამი თვის ვართ, სელიას ანტი კოლიკს ვჭამთ დღეში ერთხელ, გაზებისთვის და ეხპერტს დანარჩენი დღე, ძალიან კარგი საკვებია,

Posted by: felooon 20 Aug 2012, 18:18
blblbl
ხო ეგ მართალია,მეც ვიცი რომ კერტების სტიმულაცია იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას.22-ში ექიმთან მივდივარ და რასმეტყვის ერთი მოგახსენებთ.ნაადრვზე კი ეს ვაჟბატონი 42 კვირა ვატარე მუცლით.ბოლო 2 კვირაში ცოტა სტრიებიც გამიჩნდა ჭიპის გარშმო.არა და რაც მე არ ვისვიიი...ნაშა მამას პროდუქციის იყო მგონი.საქართვლოდან წამოვიღე კრემები.ასე 180 ლარის(მკერდისა ცალკე,მუცლის ცალკე და ასე),კიდევ სპეციალური დუშ გელები.მოვიკალი მთელი 9 თვე თავი.დილა-საღამოს არვაგდებდი და რაა....სულ ტყუილად... sad.gif sad.gif mad.gif არა და 40 კვირაზე არაფერი მქონდა და უცებ 2 კვირაში რა მეტაკა არ ვიცი...ნუ 2 კვირაში და ასე 3-4 დღეში ალბათ რა.ხოდა ასე რომ ცოტა ნაადრევი არ მაწყენს მგონი.ასე 39-40 კვირა.ეხლაც კი ვისმევ რაღაცას.მაგრამ აღარ მაქვსიმედი რომ უარესობა არ დამემართება.გავაჩენ 4 შვილს (ნუ თუ დაიმსახურეს rolleyes.gif wink.gif wink.gif ) მერე კი ქირურგიულით მოვიშორებ.ას ვგეგმავ და ვნახოთ ვნახოოთ...

Posted by: ketketket 20 Aug 2012, 18:33
felooon
მე რომ გავაჩინე მერე გამიჩნდა. ნამდვილად არ მქონდა, არ ესმის ამ ხალხს რომ ეს კრემები და ზეთები სისულელეა მაგაზე არ არის დამოკიდებული სტრია

Posted by: felooon 20 Aug 2012, 19:47
ketketket
აბა არავის რომ არ აქვს ჩემიანებს,რაღა მე მეტაკაა?? sad.gif sad.gif .მე მაინც ვფქრობ რომ კანის მოვლაზეცაა მცირე პროცენტი დამოკიდებული.ის თუ რამდენადაა კანი დანოტივებული.კანის ტიპზე აუცილებლად.თუ რმდენად მშრალია კანი და რაღაც პროცენტიც გენეტიკასზე.ვინაიდან გენი ისეთი რამეა 7 თაობაზ გადადის.ასე რომ რომელი წინაპრისაგან რა ტიპის კანი გერგება საჩუქრად კაცმა არ იცის.თუმცა თუ ხელს შეუწყობ ალბატ შედარებით ელასტიური გახდება.

Posted by: Free Aquarius 21 Aug 2012, 01:08
ketketket
ორივე მკერდში ერთნაირად გქონდა რძე?მე ერთში აშკარად უფრო მეტი მაქვს,მეორეს თუ არ მოვაწოვებ არც მაქვს სისავსის შეგრძნება,თან დამიპატარავდა მეორესთან შედარებით.

blblbl
QUOTE
Free Aquarius
ჩემი ძმა ჭამდა 3 წლამდე ბოლოს ავტობუსში რომ გაიპარჭყა და მაისურს ახევდა ზუძუ მინდაო სასწრაფოდ დაანებებინა დედაჩემმა

ეს ჯერ მანიშნებდა პირის წკლაპუნით რომ უნდოდა ძუძუ,თუ უარს ვეტყოდი შეტევაზე გადმოდიოდა biggrin.gif ერთი-ორჯერ ხალხში გადამიხსნა მაისური biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კიდევ კარგი გადაეჩვია
* * *
QUOTE (felooon @ 20 Aug 2012, 18:18 )
.არა და რაც მე არ ვისვიიი...ნაშა მამას პროდუქციის იყო მგონი.საქართვლოდან წამოვიღე კრემები.ასე 180 ლარის(მკერდისა ცალკე,მუცლის ცალკე და ასე),კიდევ სპეციალური დუშ გელები.მოვიკალი მთელი 9 თვე თავი.დილა-საღამოს არვაგდებდი და რაა....სულ ტყუილად... sad.gif sad.gif mad.gif არა და 40 კვირაზე არაფერი მქონდა და უცებ 2 კვირაში რა მეტაკა არ ვიცი...ნუ 2 კვირაში და ასე 3-4 დღეში ალბათ რა

რას არ ვისმევდი მთელს ტანზე,დილა საღამოს,არაფერი მქონდა საერთოდ,მიხაროდა მეთქი გადავურჩი სტრიებს.მერე რამდენიმე დღე არაფერი წამისვამს,ნაყოფს ჟანგბადის ნაკლებობა ჰქონდა და ნემსებს ვიკეთებდი,ჰოდა მაგ დროს უცებ მოვიმამატე.ჩავიხედე სარკეში და საჯდომზე მქონდა წითელი ზოლები,მერე მუცელზეც შევამჩნიე facepalm.gif არადა როგორ ვცდილობდი user.gif თან მე ძაან ბევრი მოვიმატე 22 კგ.უზარმაზარი მუცელი მქონდა
* * *
QUOTE (felooon @ 20 Aug 2012, 19:47 )
.მე მაინც ვფქრობ რომ კანის მოვლაზეცაა მცირე პროცენტი დამოკიდებული.ის თუ რამდენადაა კანი დანოტივებული.კანის ტიპზე აუცილებლად.თუ რმდენად მშრალია კანი და რაღაც პროცენტიც გენეტიკასზე.

yes.gif
5-6 დღე არ წავისვი არაფერი და ზუსტად მაშინ გამიჩნდა სტრიები,საერთოდ რომ არ წამესვა წარმომიდგენია...ვიქნებოდი ზებრასავით lol.gif

Posted by: felooon 21 Aug 2012, 13:31
Free Aquarius
ხო მეც მაგას ვამბობ,ვისმევდი და მაინც გამიჩნდა.რომ არ წამესვა საერთოდ ხომ მართლა მეც მასე ვიქნებოდი.ბავშვს ძუძუთი რომ ვკვებავ,შესაძლოა გამიჩნდეს მკერდზეც?ცოტა გამიჩნდა ისედაც.უფერულები.
ისე მგონი ეს სტრიების თემაში უნდა განვიხილოთ.იმედია შენიშვნას არ მივიღეებ.მეტი აღარ ვიზაავ no.gif no.gif

Posted by: ketketket 21 Aug 2012, 15:19
Free Aquarius ხო ეგ შეგრძნება მქონდა მარცხენაში უფრო მეტი რძე მიგროვდებოდაsmile.gif 2 თვე ვერ მიწოვდა ბავშვი ბოლომდე და მრჩებოდა რო არ გამმაგრებოდა ცხელი წყლის ქვეშ ვიწველიდი, ზოგჯერ არც მიდნდოდა გამოწველა დავდგებოდი თუ არა ცხელი წყლის ქვეშ იხსნებოდა სადინარები და მომდიოდა თავისითsmile.gif

Posted by: _SisterofNight_ 21 Aug 2012, 22:43
გოგოებო, 8 თვიდან შეიძლება ბავშვს პეჩენია მივცე ჰიპის ან ჰუმანას რძეში? ქათმის ხორცს მიირთმევს უკვე, ძროხაც ვიცი რომ შეიძლება და 9 თვიდან თევზი, რუსულ საიტებზე წერია რომ პეჩენია 10 თვემდე არ არის რეკომენდირებული რადგან მძიმეაო. რას ფიქრობთ?

Posted by: nikmaik 21 Aug 2012, 22:46
_SisterofNight_
QUOTE
გოგოებო, 8 თვიდან შეიძლება ბავშვს პეჩენია მივცე ჰიპის ან ჰუმანას რძეში?

კი.
ჰეინცის პეჩენია 5 თვიდან არის

Posted by: _SisterofNight_ 21 Aug 2012, 22:47
nikmaik

აჰა ოკ კი ჰაინცის პეჩენიით ვაპირებ მეც, მაგრამ მახსოვს პირველს 5 თვიდან არ მივეცი, ხელოვნურზე მყავს ბავშვი თავიდანვე, ხოდა თან ცოტა მომატებულია წონაში, ვფიქრობ დავიცდი და ბარემ სექტემბრიდან დავუწყებ, რაღა დარჩა smile.gif

Posted by: AnDy_ 29 Aug 2012, 01:02
7 თვის ბავშვის სუპ პიურეს როგორ აკეთEბთ დამიწერეთ რა, მწვანილს ცოცხლად უჭრით თუ როგორ? დაწვრილებით დამიწერეთ რაა

Posted by: ლიკლიკა 29 Aug 2012, 01:17
AnDy_
მწვანილს, ხახვს, ნიორს (ნიორი მგონი ცოტა გვიან დავუწყე,არ მახსოვს) ჩავხარშავდი ბოსტნეულთან ერთად დაუჭრელს და მერე ვიღებდი, დანარჩენს ვაბლენდერებდი.

Posted by: tamar1586 29 Aug 2012, 10:29
AnDy_
კამა, ოხრახუში, ნიახური, ქინძი - ორ-ორი ღერი, მთლიანად
ხახვი - საშუალო თავი, მთლიანად
ნიორი- 1 კბილი, მთლიანად
კომბოსტო - 2 პატარა ფოთოლი,
კარტოფილი - 1 საშუალო ზომის
ჭარხალი - 1 საშუალო ჭარხლის ნახევარი,
სტაფილო - 1 საშუალო smile.gif

ეს ყველაფერი ჩაყარე პატარა ქვაბში და მოხარშე კარგად.
ცოტა გვიან კვერცხი და ხორციც დავუმატე(მონაცვლეობით).

აქედან ჭარხლის ნაწილის(მთლიანად მგონი ბევრი იქნება), კარტოფილს და სტაფილოს ვიღებ და ან ვაბლენდერებ, ან სამზარეულოს ბადიანი საცერში ვჭყლიტავ (არ ვიცი რა ქვია, თეთრი პლასტმასის საცერივითაა გრძელი ტარით, გექნება აუცილებლად).

ზედ ვასხავ ნახარშს და ზეთს ან კარაქს, ოდნავ მარილს ვაყრი და ეგაა.
მიირთმევს გემრიელად biggrin.gif

პ.ს. კომბოსტო ზუსტად არ მახსოვს, მგონი ესეც ცოტა გვიან დავუმატე.

Posted by: nikmaik 29 Aug 2012, 10:43
tamar1586
QUOTE
ნიახური, ქინძი

no.gif

Posted by: tamar1586 29 Aug 2012, 10:44
nikmaik
რატო? არ უნდა? rolleyes.gif

Posted by: nikmaik 29 Aug 2012, 10:46
tamar1586
არ შეიძლება წლამდე ბავშვისთვის

Posted by: tamar1586 29 Aug 2012, 10:53
nikmaik
QUOTE
არ შეიძლება წლამდე ბავშვისთვის

უი, არ ვიცოდი. პედიატრსაც არ გავუფრთხილებივართ. შეიძლება 4-ვე მწვანილს არ ვუკეთებდით თავიდან, არ მახსოვს ზუსტად.

ისე, რატომ არ შეიძლება, იცი მიზეზი?

AnDy_
დიდი ბოდიში, ამ რეცეპტით ახლა ვუმზადებ სუპ-პიურეს და 7 თვის ასაკისთვის ალბათ არ მახსოვს ზუსტად. ის ნამდვილად ვიცი რომ მწვანილს თავიდანვე ბოსტნეულთან ერთად ვხარშავდი და მერე ვაგდებდი, ნახარშით კი ვუზავებდი მიღებულ ფაფას.

Posted by: nikmaik 29 Aug 2012, 11:05
tamar1586
ადრე ვკითხე პედიატრს და მგონი ალერგიულია და თირკმელსაც ტვირთავს

Posted by: tamar1586 29 Aug 2012, 11:08
nikmaik
QUOTE
ადრე ვკითხე პედიატრს და მგონი ალერგიულია და თირკმელსაც ტვირთავს

მადლობა wink.gif

Posted by: ლიკლიკა 29 Aug 2012, 12:02
ნიახურს არა და ქინძს ვაძლევდი. ქინძის გარეშე სუპს არ ჭამდა facepalm.gif

Posted by: tamar1586 29 Aug 2012, 12:07
ლიკლიკა
QUOTE
ქინძის გარეშე სუპს არ ჭამდა

ბავშვმა იცის პირის გემო! up.gif 2kiss.gif

ისე, მე ქინძზე წავიკითხე ამწუთას, ალერგიულია და იმიტომ არაა რეკომნდებულიო.

Posted by: taktakuna 29 Aug 2012, 12:44
7 თვის ხდება ჩემი გოდორა და რას აჭმევთ ამ ხნის ბავშვს? ჩემი ჰუმანას, ფაფას და ბოსტნეულის პიურეს ჭამს, ექიმმა კი მითხრა მაწონი მიეციო და არ მიმიცია, არც ხაჭო, მეგონა ადრე იყო და თქვენ რას აჭმევთ?
tamar1586
ნიახური კარგია, მაგრამ ქინძი ალერგიულია და არ შეიძლება თავიდან. სულ თავიდან მარტო ოხრახუში და კამა მივეცი, მერე ხახვიც დავუმატე, მაგრამ ნიორი არ უთქვია პედიატრს და არ მიმიცია, კომბოსტოც გვიან მიეცი, გაზებს აგროვებსო და ჯერ არც კომბოსტოს არ ვუშვები.

Posted by: gvants 29 Aug 2012, 12:46
ოხრახუშს და კამას ვადგებდი თავიდან სუპში, მდაბლენდერამაბდე ვიებდი. მერე დავუმატე ქინძი, მგონი 9 თვიდან.
ახლა ამ ყველაფერს ერთად ვაძლევ, აღარ ვახარისხებ.

Posted by: ლიკლიკა 29 Aug 2012, 13:19
tamar1586
QUOTE
ბავშვმა იცის პირის გემო!

არ თქვა facepalm.gif
არაყი,აჯიკა და ცხარე კეტჩუბი გავასინჯე, ისიც იმიტომ რომ გვიძვრებოდა თეფშებში და ვიფიქრე სჯობს ერთხელ დაეწვას პირი და შეგვეშვასთქო. იმის მერე ვუმალავთ, უყვარს სამივე facepalm.gif არ ვხუმრობ facepalm.gif

QUOTE
ქინძი ალერგიულია

არ ვიცოდი და ყოველთვის ვუგდებდი ერთ-ორ ღერს, ნუ მერე თვითონ არ ჭამდა ქინძის გარეშე.

Posted by: Princess 30 Aug 2012, 10:53
taktakuna
ხორცს არ აჭმევ? მე მინდა 6თვიდან უკვე მივცე, აღარ ყოფნის ჩემსას ბოსტნეულის პიურე და ფაფა აშკარად, 200გრ.მდე ჭამს და მალე შივდება ძალიან. მე ჰაინცის პეჩენია დავუმატე უკვე 5თვიდან აწერია, 2 ცალს ვუბლენდერებ სელიაში და ვაჭმევ ღამე, ცოტა დიდხანს რომ ეყოს, მაგრამ მაინც 5 საათზე იღვიძებს და ყვირის ჭამა უნდაbiggrin.gif facepalm.gif რა ვქნა აღარ ვიცი, ისე მიჭირს სამსახურში, მთელი დღე მეძინება.

ქინძზე არც მე ვიცოდი, 1 ფოთოლს ვუდგებ მე ოხრახუშს, ქინძს და კამას, ხახვსაც თავიდანვე ვუგდებდი, ნიორზე პედიატრმა მირჩია ცოტა გვიან ჯობია, კუჭს აღიზიანებსო. პიურეში ვუგდებ კარტოფილს, ჭარხალს, სტაფილოს, ყვავილოვან კომბოსტოს. კიდე რა შეიძლება დავუმატო? ერთი დღე ზეითუნის ზეთით ვაჭმევ მეორე დღეს კარაქით.
ფაფაშიც კარაქს ვუგდებ, კიდე რა ვქნა? biggrin.gif რა ვაჭამო ნოყიერი რომ იყოს? 6თვის არ არის ჯერ

Posted by: ლიკლიკა 30 Aug 2012, 11:50
Princess
QUOTE
ნიორზე პედიატრმა მირჩია ცოტა გვიან ჯობია, კუჭს აღიზიანებსო

აღიზიანებს და ამიტომ ცოტა გვიან დავიწყე და ისიც ზამთრის პერიოდში იმუნიტეტისთვის.
QUOTE
ცოტა დიდხანს რომ ეყოს, მაგრამ მაინც 5 საათზე იღვიძებს და ყვირის ჭამა უნდა

lol.gif lol.gif
როგორ მომეწონა შენი დავითი 2kiss.gif ანასტასია მაგრად გაბრაზდა რომ წაიყვანე და არ მიეცი სათამაშოდ lol.gif

Posted by: taktakuna 30 Aug 2012, 13:01
Princess
არა, ჯერ არ უთქვია ექიმს. ჰაინცის პეჩენია და მაწონი მივეცი წეღან და მოეწონა, პირველად შეჭამა. კვერცხის გული მითხრა გუშინ 1/8 ბოსტნეულის პიურესთან ერთად. შეგიძლია პაწია ნაჭერი ყაბაყი დაუმატო და პატარა ბულგარული წიწაკის ნაწილი, მწვანე ოღონდ.ღამე ესეც იღვიძებს, უფრო სწორად 4 საათიდან იწყებს წუწუნს, ვცდილობ 6-მდე გავაქაჩინო და მერე ვაჭამო, ვერც ოთხ საათიან შუალედს ვერ აკეთებს, ხან 6-ჯერ ჭამს sad.gif
7 კილო და 500 გრამია,66 სანტიმეტრი, ჭამს კარგად, მაგრამ 200 გრამი აქვს მატება, ძალიან მოძრავია და იმას ვაბრალებ რომ ვერ ირგებს, 5 წუთი გაჩერებულს ვერ ნახავ, ქანცი გამაძრო უკვე, ექიმმა ვაცადოთ კიდევ ვნახოთ როგორ მოიმატებს და წამლები მერე მივაშველოთო, არადა ქუჩაში ყველა ბომბორას ეძახის, ეს კიდევ 7 თვის ხდება და 8 კილოც არაა sad.gif

Posted by: Princess 30 Aug 2012, 13:10
ლიკლიკა
გუშინ ვაჭამე გვიან, 1ზე და აღარ მოითხოვა ღამის 5 საათძე ჭამა-სმა biggrin.gif მაგრამ მაინც იღვიძებს, ლაპარაკობს , ფეხებს იქნევს! რატომ შვება ხომ არ იცი? biggrin.gif წყალი დავალევინე მარტო, ასე ითამაშა დაახლოებით ერტი საათი და ისევ დაიძინა 8ამდე ეძინა. რა უნდა ხო არ იცი? biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
როგორ მომეწონა შენი დავითი  ანასტასია მაგრად გაბრაზდა რომ წაიყვანე და არ მიეცი სათამაშოდ

გამოგვიარეთ რაა, ძალიან გამეხარება, თან შორსაც არ ვართ 2kiss.gif

taktakuna
მე არც ვიცი ჩემი რამდენი კილოა, ისე დამძიმდა ვეღარ დავათრევ, წელის ტკივილები დამეწყო( მე მინდა უკვე პედიატრს დავამატებინო, სექტემბერში მიწევს აცრაზე მიყვანა და მენიუც მინდა დამიწეროს.

ხოო ბულგარული კარგი გამახსენე, 2kiss.gif ყაბაყი ვერ ვიშოვე, არ იყიდება ჩემსკენ არსად.

Posted by: blblbl 30 Aug 2012, 13:18
Princess
თამაშობს biggrin.gif სხვა რა უნდა უნდოდეს biggrin.gif

QUOTE
შენი დავითი  ანასტასია მაგრად გაბრაზდა რომ წაიყვანე და არ მიეცი სათამაშოდ

მეც მანახეთ ბავშვები mad.gif 2kiss.gif

Posted by: Diamond Girl 30 Aug 2012, 16:54
გოგოებო 4 თვიდან სამსახურში მიწევს გასვლა,ბუნ.კვებაზე მყავს და პედიატრმა მითხრა შუალედში ფაფები მივცეთო,რომელი ფირმის გინდა ეგ შენ თვითონ გადაწვიტეო,რას მირჩევთ თქვენ, რომელია კარგი და ხელმისაწვდომ ფასებში?

Posted by: tamuna ge 30 Aug 2012, 17:06
ალბათ ჰუმანა ყველაზე კარგი ვარიანტია, თვეების მიხედვით აარჩიე. მთავარია რუსული არ იყოს, არავინ აკონტროლებს მაგას

Posted by: tamar1586 30 Aug 2012, 18:09
tamuna ge
Diamond Girl
მე გამაფრთხილა პედიატრმა რომ ჰუმანამ შეიძლება კუჭი შეუკრას და არ გირჩევო.
არ ვიცი, არ გაგვისინჯავს, თავს ვერ დავდებ,

Posted by: trombonelady 30 Aug 2012, 19:57
Diamond Girl
სანამ სახლში ხარ იქნებ გამოიწველო და გაყინო საყინულეში დიდი ხნით ინახება ეგრე რძე, და პლიუს დამატება მიეცი რომელიმე ფორმულა. 6 თვემდე მაინც რო გაქაჩოთ როგორმე კარგი იქნება ბავშვისთვის და უკვე მერე მისცემდი ფაფას.
რატო ეჩქარებათ ამ პედიატრებს ეს ფაფები და სუპები, თითქოს ალტერნატივა არ არსებობს!

Posted by: blblbl 30 Aug 2012, 20:59
trombonelady
QUOTE
რატო ეჩქარებათ ამ პედიატრებს ეს ფაფები და სუპები, თითქოს ალტერნატივა არ არსებობს!

მეც ეს მაოგნებს,დამატება და ეგრევე ფაფა,შე დალოცვილო დამატების სახით პირველი რომ ფორუმულა ეძლევა ეგ ხომ ისედაც ცხადია და საერთოდაც რა მოხდება ენტა რომგადახედონ ცოტა და განიახლონ ცოდნა,რაზეც ჩვენ მიგვიწვდება იმას ვკითხულობთ და ვიგებთ და რამდენია მხოლოდ მათ რომ მიუწვდებათ ხელი და ბევრად უფრო სასარგებლო მასალაა გადაავლონ თვალი.

Posted by: Tiu 31 Aug 2012, 10:45
AnDy_
QUOTE
7 თვის ბავშვის სუპ პიურეს როგორ აკეთEბთ დამიწერეთ რა, მწვანილს ცოცხლად უჭრით თუ როგორ? დაწვრილებით დამიწერეთ რაა

შენი პატარა ჩემს გოგოზე 1 თვით დიდია. ანუ 6 თვის გახდა 22 აგვისტოს.
დაგიწერ ჩემმა პედიატრმა როგორ დაგვიწერა:
დავიწყეთ სტაფილოთო და 4 დღე ვაჭმევ მხოლოდ სტაფილოს 4 ჩაის კოვზს, ანუ დაახლოებით 20 გრამს.
4 დღის მერე ვუმატებთ კარტოფილს 4 ჩაის კოვზს.
4 დღის მერე - ჭარხალს 4 ჩაის კოვზს.
4 დღის მერე - კომბოსტოს 4 ჩაის კოვზს.
ასე ავდივართ 16 ჩაის კოვზ ბოსტნეულის პიურეზე, ამ დროს ვუმატებთ ზეითუნის ზეთს და იოდიზირებულ მარილს.
ასე ვამატებთ ყოველ 4 დღეში 4 ჩაის კოვზს და ავდივართ 32-34 კოვზამდე.
მომზადება:
გარეცხილ, გათლილ ბოსტნეულს ვაწყობ მომინანქრებულ ქვაბში (სტაფილოს გულს ვაცლი), ვასხამ ადუღებულ წყალს და ვხარშავ ძალიან დაბალ ცეცხლზე თავდახურულად. მოხარშულ ბოსტნეულს ვხეხავ წვრილ სახეხზე (შეგიძლია დააბლენდერო), მერე ვასხამ თავისივე ნახარშ წყალს და ერთხელ წამოვადუღებ, ვაჭმევ თბილს.
***
გოგოებო, ზოგი მეუბნება, ბოსტნეულს პირველი ნახარში უნდა გადაუქციოო, როგორც დავწერე, მე არ ვაქცევ და ვიყენებ იმ ნახარშ წყალს. თქვენ როგორ უმზადებდით? აქცევთ პირველ ნახარშ წყალს?

Posted by: AnDy_ 31 Aug 2012, 11:10
მადლობა გოგოებო ძალიან დამეხმარეთ 2kiss.gif ჩემი პედიატრი ისეთI სახით მპასუხობს ხოლმე რაღAცას რო ზედმეტად შევეკითხები თავი სულელი მგონია ,ჩამომიწერა რა დროს რა უნდა მივცე და ვსო smile.gif))) თქვენ ძან დამეხმარეთ 2kiss.gif 2kiss.gif


6 თვიდან დავიწყე მე წიწიბურის ფაფით ჰიპპის ურძეო თAვიდან 30 გ და მერე ნელ ნელა ვამატებდი 5 დღის განმავლობაში 200 გ-მდე მერე შვრიის , სიმინდის და ბრინჯის ფაფებიც იგივენაირად დავუმატე 5 დღის შუალედით არა ცოტა გამეწელა. ჰიპპის ფაფა არ მომეწონა და ვინის ფაფა ვიყიდე დანარჩენი რძიანები და მაგრად ჭამს , ეს ორი კვირაა მაწონი ხაჭო და ჰეინსის პეჩენიაც დავუმატე მე-5 ჭამა , 3 დღეა რაც კარტოფილის პიურეს ვუკეთებ და ეგეც ძან მოწონს , შუალედებში ატამს და ვაშლს ვუხეხავ და ეგეც მაგრად მოწონს ხან ვაშლს ვუწურავ და იამს სვავს ოღOნდ კოვზით სვავს ბოთლს ვერ მივაჩVიე არ იცის რა არი smile.gif)) არც სოსკა და არც ბოთLი ძალით ვუთხრი ხოლმე smile.gif) სათამაშო გონია და თამაშობს smile.gif)) კიდე წიწილის ბულიონიც მითხრა ჩემმა პედიატრმა მარა ჯერ არ მიმიცია
* * *
ლიკლიკა
tamar1586
Tiu

2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: taktakuna 31 Aug 2012, 12:40
Tiu
მე არ ვუღვრი, ეგრე ვხარშავ და ვუბლენდერებ.
რა მაინტერესებს, ასე ნაწილ-ნაწილ მიცემაზე ბოსტნეულის პიურის და ფაფის არც პედიატრს უთქვია რამე და არც ოჯახის ექიმს, ჩვეულებრივ მოვუხარშე და მივეცი 150 გრამი.ისე კომბოსტო ცოტა გვიან მიეციო მითხრა, გაზებს აგროვებსო და გუშინ მივეცი პირველად ყვავილოვანი.

Posted by: Princess 31 Aug 2012, 12:49
Tiu
უიმე რა არის ეს 4 4 4 )) და კოვზების თვლა?
ყველა პედიატრს თავისი წიკები აქვს როგორც ვხედავ

taktakuna
მეც ზუსტად შენნაირად. ყველაფერი ერთდ მივეცი, 50 გრამით დავიწყე, ეხლა უკვე 200გრამს ჭამს. მეც ყვავილოვანი ამ კვირაში დავამატე. ნახარს არ ვღვრი, ჯერ ისედაც რა არის ბოსტნეული, და კიდე წყალგამოცვლილი?რა აზრის აქვს ასეთის ჭამას

მე ბელაქტის ფაფები მირჩია პედიატრმა, ახალი შემოტანილია და კარგიაო. ძალიან კარგად ჭამს ჩემი ბიჭი, მეც გავსინჯე და მომეწონა ), განსაკუთრებით სიმინდის

Posted by: taktakuna 31 Aug 2012, 15:05
Princess
მეც ბელაქტისას ვაჭმევ, მაგრამ ვინიც მოგვწონს და ჰაინციც. სხვადასხვა ფირმის, სხვადასხვა ასორტით ვუყიდე და ხან გერკულესს ვაჭმევ, ხან ხორბალს და ასე, ძალიან მოსწონს ყველა. თავიდან ფაფა 30 გრამი გავუკეთე და გაგიჟდა კინაღამ, საჩქაროდ გავუკეთე კიდევ და მას მერე 170 გრამს ვუკეთებ და ჭამს კოხტად.

Posted by: Princess 31 Aug 2012, 16:15
taktakuna
მე ჯერ მარტო გრეჩიხას და სიმინდის მივეცი, 6თვიდან სხვასაც გავასინჯებ. ვინი და ჰაინცი არ მიცდია, მაგასაც შევურევ, ჰიპის გრეჩიხა ვუყიდე და არ მოეწონა. ჩემი ავიდა უკვე 200გრ-ზე facepalm.gif

Posted by: ninoeqimi 31 Aug 2012, 16:52
სანამ ბავშვის ფაფა იყიდით კარგად წაიკითხეთ როგორი რძით არის დამზადებული, თუ აწერია, რომ ნატურალური რძისგანაა დამზადებული, მაშინ წლამდე მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული. უნდა ეწეროს რომ ადაპტირებულ რძეს შეიცავს, ეს არის მთელი საიდუმლო ფაფის შერჩევის, ჰიპს, ჰეინცს და ჰუმანას ფაფებს აწერია, რომ ადაპტირებული რძისაგან მზადდება, აი ვინი კი მე რომ ვიყიდე წავიკითხე და ნატურალური რძე ეწერა და არ მივეცი ბავშვს, ისე გაუვიდა ვადა და გადავაგდე არც გამისხსნია, როგორც კი წლის გახდა, მას მერე ვყიდულობ სოფლის ნობათის რძეს, ნორდიკის ბურღულს და ახალ გაკეთებულ ფაფას ვაჭმევ
* * *
და კიდევ ერთი პატარა საიდუმლო. ჯობია რძეც და ფაფაც ერთი ფირმის ჭამოს, მაგალითად ჰიპის რძეს თუ ჭამს ფაფაც ჰიპის უნდა შეურჩIოთ, ჰუმანას თუ ჭამს ფაფაც ჰუმანასი, იმიტომ რომ რძიანი ფაფები იგივე რძეზეა დამზადებული და ალბათობა იმისა, რომ კარგად აიტანს უფრო დიდია.

Posted by: taktakuna 31 Aug 2012, 18:11
ninoeqimi
მაგას არ დავკვირვებივარ, ვინიც ვაჭამე ერთი კოლოფი, აწი დავაკვირდები ხოლმე. თითქმის ყველა ფირმის ფაფა გავასინჯე, ყველა მოსწონს და იტანს, აწი ჰუმანასაც გავასინჯებ, მაგის ფორმულას სვავს. ისე ჰუმანა ერთს ჭამს და ჰუმანა 2 ზე რომელი თვიდან უნდა გადავიყვანო?

Posted by: Tiu 31 Aug 2012, 18:39
taktakuna
Princess
QUOTE
მე არ ვუღვრი, ეგრე ვხარშავ და ვუბლენდერებ.

QUOTE
ნახარს არ ვღვრი

მადლობთ , გოგოებო :*
QUOTE
უიმე რა არის ეს 4 4 4 )) და კოვზების თვლა?

biggrin.gif:D:D
ხო, რა ვიცი, ვიცოდი ეს პედიატრი ასე რომ ნიშნავდა და მაინც ამასთან დამყავს მარიამი. ბავშვთა დიეტოლოგია smile.gif
ისე, ბევრი ვიცი, ჩემს პედიატრს ამ კოვზებისა და გრამების დათვლის გამო რომ გაექცა smile.gif)
ახლა წავაწყდი ამ სტატიას, საინტერსოა მგონი:
http://www.marao.ambebi.ge/pediatria/3065-pirveli-damatebithi-sakvebi-bostneulis-piure.html
აქ რომ მომზადების წესი უწერიათ, ასე ვამზადებ მეც.
AnDy_
QUOTE
კოვზით სვავს ბოთლს ვერ მივაჩVიე არ იცის რა არი

ჩემიც ასეა
გამოწველილ რძესაც კი კოვზით ასმევენ. არ იკარებს ბოთლს.

Posted by: Princess 31 Aug 2012, 19:43
Tiu
biggrin.gif მეც გავექცეოდი მასეთს
იცი რა ვერ გავიგე, სტატიაშიც ასე წერია, მოვხარშოთ, დავაბლენდეროთ, გავათხელოთ ნახარშით და კიდე წამოადუღეთო...
ეს მეორეჯერ წამოდუღება რატომ უნდა? rolleyes.gif ჩემთვის არ უთქვამს ეს პედიატრს
გოგრა რომელითვიდან შეიძLება არ წერია

Posted by: taktakuna 31 Aug 2012, 20:27
Tiu
biggrin.gif ასე ცალ-ცალკე არ მიმიცია, თავიდან მარტო კარტოფილი, სტაფილო და ცოტა ჭარხალი მივეცი, მერე მივუმატე ხახვი და რაღაცეები. ისე სტაფილოზე გამაფრთხილა ბევრი არ მისცე, ალერგიულიაო.
Princess
მეორეჯერ წამოდუღება არ ვიცი, ორი პედიატრი მყავს და ორივესთან ვამოწმებ, ვინაიდან ყველას თავისი შეხედულება აქვთ, შევაჯამებ ხოლმე და ისე ვიქცევი. თუ რძით ვუთხელებ მაგ შემთხვევაში ვადუღებ ხოლმე რძესთან ერთად განმეორებით.
ჰუმანას არ ჭამს 180 გრამს, მაინც ტოვებს ცოტას, სამაგიეროდ შივდება მალევე, ვერ ვაკეთებთ 4 საათიან შუალედს, არც ფაფა აძღობს და არც ბოსტნეული, მალევე შივდება, რა ვუყო?

Posted by: AnDy_ 31 Aug 2012, 21:43
Princess

მე არ ვადუგებ მეორეთ , კანიანად ვხარსჰავ ჯერ სანამ მოიხარშება ვიღებ ვფრცქვნი და მერე ვხარშავ კარგად და მერე ვუჭყლიტავ ჩანგლით და ნახარშით ვათხელებ ( ბლენდერი არ მინდა მერე მყარ საკებზე გადასვლა რო გაუჭირდეს მეშინია ესეც მშვენივრად ჭამს)

Posted by: tako44 2 Sep 2012, 00:58
გოგოებო, იქნებ მიპასუხოთ smile.gif
ნორდიკის ფაფების მიცემა მინდა ბავშვისთვის, 8 თვის ხდება მალე და როგორ მზადდება? ან თU შეიძლება ასეთ ასაკში მიცემა? ჰუმანას ფაფებს ჭამს შესანიშნავად.

Posted by: gvants 2 Sep 2012, 01:05
tako44
აადუღებ 200 მლ წყალს, დაუმატებ 50მლ ფაფუს ფანტელ და 3 წუთს ადუღებ . გაგრილდება და ფაფა მზადაა.

თუ რძეზე გინდა მომზადება, წყლის მაგივრად რძე უნდა აადუღო,

მაგრამ, მგონი ჯერ ადრეა რძე 8თვის ბავშვისთვის.

ამიტომაც, მე უკვე მომზადებულს ფაფას ფორმულაში ვურევდი. ფორმულას ცალკე ვამზადებდი 60-90 გრამს.

Posted by: tako44 2 Sep 2012, 01:27
gvants
ძალიან დიდი მადლობა. ანუ ჰუმანას ფაფა მაგით რომ ჩავუნაცვლო, უკეთესია ხომ? smile.gif
არა რძე არა, ალერგიული მგონია რატომღაც.
ანუ დღეში ერთხელ ჭამს ფაფას, მთლიან კვებას და ნორდიკის ფაფით ჩავუნაცვლებ მაგას ხომ? smile.gif

Posted by: ninoeqimi 2 Sep 2012, 12:51
tako44
წლამდე ბავშვისათვის ფაფის მომზადებას არ გირჩევთ, ნატურალურ რძეს მაინც ვერ მისცემთ და ფორმულაში გარევა ზედმეტი წვალება მგონია მე პირადად, ჯერჯერობით ჭამეთ მზა ფაფები და წლიდან, როცა უკვე ძროხის რძეს მისცემთ , მერე მოამზადეთ ნორდიკით. მაგრამ ბრინჯის და მანის გარდა ყველა ბურღულს ჭირდება დაქუცმაცება, მე ჩOფერში ვატარებ, შაქარიც უნდა დაამატოთ, ჯორჯიტაში აღმოვაჩIნე ბიო შაქარი, კარაქს აღარვამატებ, რძეს ისედაც აქვს ცხიმი.

Posted by: gvants 2 Sep 2012, 22:41
tako44
მე დავიწყე და დასასვენებლად რომ ვიყავი, გამიჭირდა იქ მომზადება. ისევ მზა ფაფას დავუბრუნდი. ახლა უკვე ნორდიკს ვაძლევ,

Posted by: tikusha 2 Sep 2012, 23:52
Tiu
QUOTE
გოგოებო, ზოგი მეუბნება, ბოსტნეულს პირველი ნახარში უნდა გადაუქციოო, როგორც დავწერე, მე არ ვაქცევ და ვიყენებ იმ ნახარშ წყალს. თქვენ როგორ უმზადებდით? აქცევთ პირველ ნახარშ წყალს?

მე არასოდეს გადამიქცევია, მაგრამ ვიცი რომ ნახარშში გადადის ნიტრატები და ამ მხრივ თუ გამოუცვლი კარგია

Posted by: aseaisea 3 Sep 2012, 00:02
ninoeqimi
გამარჯობა
ჯორჯიტა სადაა? მაგ ბიო შაქარს მეც ვიყიდდი. ისედაც რამდენ ნაგავს ვაჭმევ ვინ იცის და ცოტა შაქარს მაინც მივცემ ბიოს. ისე ბიო ბოსტნეული საქართველოში არაა ხო?

Posted by: gvants 3 Sep 2012, 00:13
aseaisea
ეკა, გუდვილშიცაა ბიო შაქარი.

----------

Posted by: Tiu 3 Sep 2012, 13:54
tikusha
QUOTE
მე არასოდეს გადამიქცევია, მაგრამ ვიცი რომ ნახარშში გადადის ნიტრატები და ამ მხრივ თუ გამოუცვლი კარგია

გმადლობ გამოხმაურებისათვის :*

Posted by: ninuwki 3 Sep 2012, 14:56
გოგოებო შოკოლადი მინდა რაღაც უაზროდ და რომ ვჭამო ბავშვისთვის არ შეიძლება ხო?? help.gif

Posted by: Tiu 3 Sep 2012, 15:00
ninuwki
QUOTE
გოგოებო შოკოლადი მინდა რაღაც უაზროდ და რომ ვჭამო ბავშვისთვის არ შეიძლება ხო?? 

ძუძუზე გყავს ალბათ ხომ?
6 თვის წინ დავწერე ზუსტად შენნაირი პოსტი smile.gif))
ცოტა შეჭამე, არაფერი მოუვა.
შიძლება ოდნავ სახეზე გამოაყაროს, მაგრამ გაუვლის smile.gif))

Posted by: ninuwki 3 Sep 2012, 15:02
Tiu
ხოოო...ეგ ალერგიის გამო არ შეიძლება??

Posted by: ninoeqimi 3 Sep 2012, 15:20
ninuwki
ცოტა კარგი ხარისხის შოკოლადი და დღეში ერთი ფინჯანი რძიანი ყავა არაფერს არ ვნებს არც ორსულობის და არც ძუძუთი კვების დროს არც ბავშვს და არც დედას, ალკოჰოლიანი არ იყოს და მთლად 70% იანი, რძIანი ყავა და შოკოილადი შეიძლება.
aseaisea
ჯორჯიტა წერეთელზეა, გამოფენასთან, ნახევარკილოიან ყუთებშია. გუდვილში რა ღირს?

Posted by: gvants 3 Sep 2012, 16:33
ninoeqimi
ფასი არ ვიცი, ვნახავ და გეტყვით. ბიო პროდუქციის კუთხე აქვთ და ჰქონდათ შაქარიც.

Posted by: amoeka 3 Sep 2012, 17:07
გამარჯობათ...

ფაფები რომელი თვიდან უნდა დავაწყებინო ბავშვს? ახლა 3 თვის და 13 დღის არის

Posted by: blblbl 3 Sep 2012, 18:17
amoeka
6თვიდან .

Posted by: tako44 3 Sep 2012, 18:36
ninoeqimi
დიდი მადლობა smile.gif ანუ სხვა ბურღულის ფაფებს რომ ვიყიდი, ისინი უნდა დავაქუცმაცო მაინც?
ჯორჯიტა ჩემი სახლთან ახლოსაა, მშვენიერი პროდუქცია აქვთ smile.gif დიდი მადლობა პასუხისათვის smile.gif

Posted by: tamo7779 3 Sep 2012, 21:17
aseaisea
დიდუბე პლაზაშია ჯორჯიტა

amoeka
5 თვიდანმივეცი.
მაგრამ პედიატრთან რომ გაიარო კონსულტაცია არ ჯობია?

შოკოლადი ცოტა შეიძლება smile.gif და სასარგებლოცაა


Posted by: tako44 3 Sep 2012, 23:32
aseaisea
ზუსტი მისამართი : წერეთლის 116. დიდუბე პლაზას შენობაში.

გოგოებო შავი ქლიავი რომ ვაჭამო, შეიძლება? 8 თვიაა თითქმის.

Posted by: gvants 4 Sep 2012, 23:57
ninoeqimi
გუდვილში ვიყავი დღეს. ბიო განყოფილებაში ჰქონდათ რძის შაქარი_ასეთი სახელწოდებით, 11 ლარამდე ღირდა. მგონი, სხვა რამეა ეს და არა ჩვეულებრივი ბიო შაქარი.

Posted by: trombonelady 5 Sep 2012, 15:26
gvants
ბიო შაქარსა და ჩვეულებრივ შაქარში რა განსხვავებაა?

Posted by: ninoeqimi 5 Sep 2012, 15:49
gvants
რძის შაქარი სხვააა, ეს ჩვეულებრივი ლერწმის შაქარია, ოღონც არარაფინირებულია, ყავივსფერი და ბიო, როგორც აწერია, ანუ სუფთა, გენური ინჟინერიის, სასუქების და ჯანდაბების გარეშე

Posted by: gvants 5 Sep 2012, 15:51
ninoeqimi
ჰო, ბიო რაცაა კი ვიცი. იმ კუთხეში რომ იდო, ამიტომ ამერია .

----

Posted by: chaPPek 5 Sep 2012, 16:20
ninoeqimi

მოკლედ, არ მინდოდა დიდად ამ შაქრის მიცემა, მარა ნორდიკის ფაფებს ვუმზადებ უკვე რძეზე, და მეც ამ ბიოშაქარს ვხმარობ, ყავისფერს. ერთ კუბიკს ვაგდებ მთელ ფაფაში (1 პორციაში). და რომ ვსინჯავ სულაც არაა ძაან ტკბილი, ანუ რაღაც სხვანაირი გემო აქვს, არა თეთრი შაქრით დამტკბარის. თითქოს ეს შვრია თვითონაა ტკბილი, ან რძე,. მოკლედ, როგორ ავხსნა არვიცი,მარა მგონია რომ კარგი და ზომიერ ტიპია ეს შაქარი smile.gif

Posted by: gvants 5 Sep 2012, 16:21
chaPPek
რა ღირს ეგ?

-------

Posted by: buskunia 5 Sep 2012, 16:50
გოგოებო,ვისაც ხელოვნურ კვებაზე გყავთ ბავშვი თვეში რამდენი გიჯდებათ? დაახლოებით რა ღირს და რამდენი ხანი ყოფნის?

Posted by: trombonelady 5 Sep 2012, 20:13
buskunia
QUOTE
გოგოებო,ვისაც ხელოვნურ კვებაზე გყავთ ბავშვი თვეში რამდენი გიჯდებათ? დაახლოებით რა ღირს და რამდენი ხანი ყოფნის?

მე ზუსტად აგარ მახსოვს, მაგრამ სელია ექსპერტზე რო გადავედით გაცილებით იაფი გვიჯდებოდა 900 გრამიანი შეფუთვას 24 ლარად ვყიდულობდი დისტრიბუტორთან (აფთიაქში 27,70 ღირდა) და 2 კვირანახევარს მყოფნიდა. ოღონდ 6 თვიდან ვაძლევდი და შესაბამისად ბევრს ჭამდა, შენ თუ პატარა გყავს უფრო დიდხანსაც გეყოფა.

Posted by: T@D 5 Sep 2012, 23:40
გოგონებო ჰუმანას ფაფებს შეღავათიან ფასში ყიდულობთ სადმე?

Posted by: chaPPek 6 Sep 2012, 10:26
gvants

10 დან 15 ლარამდე, ზუსტად არ მახსოვს. მარა ერთი 6 თვე ეყოფა ამას smile.gif მწვანე შეფუთვაშია. სახელს ვნახავ სახლში რომ მივალ

Posted by: buskunia 6 Sep 2012, 10:32
trombonelady

ჯერ ფეხმძიმედ ვარ,ოქტომბერში ველოდები smile.gif მაგრამ მაინტერესებს წინასწარ ფასები,უარყოფითი ვარ და შეიძლება არც მაწოვებინონ და რომ ვიცოდე.. smile.gif თავიდან არ გახსოვს რამდენი სჭირდებოდა?

Posted by: Princess 6 Sep 2012, 11:04
buskunia
მეც სელიას ვაჭმევ.2 კვირიდან შერეულზე მყავდა და დაახლოებით 1 კვირა მყოფნიდა 1 კოლოფი. მერე უკვე სანამ სხვა საწმელს დაუმატებ დახლოებით 4 თვემდე 4-5 დღე მყოფნიდა. 15ლარი ღირს, ფარმადეპოში ვყიდულობ

Posted by: buskunia 6 Sep 2012, 11:08
Princess

4-5 დღეში 15 ლარს კიდე არაუშავს,ისეთები მითხრეს 12ლარი ღირს და 2 დღე ძლივს ყოფნისო...შემაშინეს smile.gif მადლობა ჩემო კარგო
2kiss.gif

Posted by: Princess 6 Sep 2012, 11:14
buskunia
თუ გექნება რძე ცოტა რომ მოაწოვო, მაინც კარგი იქნება
მგონი არ უნდა გქონდეს პრობლემა, გამიგია რეზუს უარყოფითი აქვთ გოგოებს მაგრამ მაინც აწოვებენ პატარებს smile.gif
მეც ცოტა მქონდა, ნოყიერიც არ იყო მაგრამ მაინც ჯიუტად ვაწოვე 5 თვემდე biggrin.gif

სხვაც არის ხელოვნურები, ზოგი ჰუმანათი ზრდის, ზოგი ნუტრილაკით, გააჩნია რომელი უფრო მოეწონება

Posted by: ninuwki 6 Sep 2012, 12:20
Princess
buskunia

მე ვარ უარყოფითი და ვაჭმევ ძუძუს smile.gif

Posted by: gvants 6 Sep 2012, 12:22
QUOTE (chaPPek @ 6 Sep 2012, 10:26 )
gvants

10 დან 15 ლარამდე, ზუსტად არ მახსოვს. მარა ერთი 6 თვე ეყოფა ამას smile.gif მწვანე შეფუთვაშია. სახელს ვნახავ სახლში რომ მივალ

ოკ. მადლობა smile.gif

6თვისთვის ძალიან კარგი ფასია.

Posted by: fin girl 6 Sep 2012, 14:53
QUOTE
მე ვარ უარყოფითი და ვაჭმევ ძუძუს 

+1 უარყოფითი smile.gif
* * *
და + მილიონი კიდევ

მე მგონი, არანაირი კავშირი არ არის რეზუსსა და კვებას შორის.


Posted by: ingiloo 6 Sep 2012, 15:02
fin girl
QUOTE
QUOTE
მე ვარ უარყოფითი და ვაჭმევ ძუძუს

+1 უარყოფითი smile.gif
* * *
და + მილიონი კიდევ

მე მგონი, არანაირი კავშირი არ არის რეზუსსა და კვებას შორის.




მეც უარყოფითი ვარ და ვაჭმევდი ჩვეულებრივად, მაგრამ თუ დედასა და ბავშვს შორის შეუთავსებლობაა მაშინ არ შეიძლება. ამას ანალიზებით სამშობიაროშივე ადგენენ.

Posted by: Free Aquarius 7 Sep 2012, 00:40
buskunia
QUOTE
მაგრამ მაინტერესებს წინასწარ ფასები,უარყოფითი ვარ და შეიძლება არც მაწოვებინონ და რომ ვიცოდე..

მეც უარყოფითი რეზუსი მაქვს,ჩემს ქმარს დადებითი,ბავშვი უარყოფითით დაიბადა.
თუ შენს და შენს შვილს შორის მოხდა რეზუს კონფლიქტი,ანუ რეზუს დადებითი დაიბადა,მაგ შემთხვევაში გაიკეთებ იმუნოგლობულინს.ძუძუთი შეგიძლია კვებო როგორც რეზუს დადებითი ასევე რეზუს უარყოფითი ბავშვი smile.gif

Posted by: ketketket 7 Sep 2012, 01:19
buskunia
მე დადებითი ვარ, ბავშვი უარყოფითია, კონფლიქტი არ გვქონია გავიკეთე მაინც ანალიზი და რაანაირი კონფლიქტი არ იყო ძუძუთი კვებაზეsmile.gif

Posted by: buskunia 7 Sep 2012, 10:29
ingiloo
Free Aquarius
ketketket

მადლობთ გოგოებო 2kiss.gif

Posted by: trombonelady 7 Sep 2012, 18:17
buskunia
QUOTE
ჯერ ფეხმძიმედ ვარ,ოქტომბერში ველოდებიმაგრამ მაინტერესებს წინასწარ ფასები,უარყოფითი ვარ და შეიძლება არც მაწოვებინონ და რომ ვიცოდე..თავიდან არ გახსოვს რამდენი სჭირდებოდა?

თავიდან არ ვიცი მე 5 თვემდე ძუძუზე მყავდა

Posted by: Janiss 9 Sep 2012, 03:19
ჩვილი ბავშვის კვების გრაფიკი არავინ იცით?
რა რაოდენობის ხელოვნური საკვები უნდა მიიღოს?
მე ბუნებრივზე მინდა მყავდეს მთლიანად ,მაგრამ ხანდახან ხელოვნურის მიცემაც დავიწყე,იმიტომ რომ ვერ გამოაქვს საკმარისი რაოდენობით მგონი და ტირის ჭამის მერე.
ჯერ ერთი კვირისაა.
ის ვიცი რომ 3 საათიანი შუალედები აუცილებელია და 24 სთ-ის განმვალობაში ერთხელ 6 საათი უნდა გამოუვიდეს შიმშილის ხანგრძლივობა.ექიმმა მითხრა ეს სამშობიაროში.
სანამ პედიატრთან მივალ აღრიცხვაზე და ჩვენებაზე,მინდა გავეცნო,იქნებ დამეხმაროთ. მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: tlikina 9 Sep 2012, 10:56
Janiss
Aსეთ ახალ დაბადებულს 6 საათიან შუალედს შენით ნუ გაუკეთებ, 3 საათიანი კი კარგია თუ ექნება. Mერე თავისით დაირეგულირებს კვების რეჟიმს.
ძუძუზე თუ გეყოლება რეჟიმი საერთოდ არ უნდა, რამდენჯერაც მოითხოვს , აჭამე

Posted by: blblbl 9 Sep 2012, 12:47
Janiss
მიცი ძუძუ როცა იტხოვს,ნუ უმატებჯერ ხელოვნურს,სიმშილის გამო სეიძლეაბა სულაც არ ტირის,მოიცადე პედიატრთან ვიზიტამდე და წონაში თუ ჩAმორჩენა იქნება მხოლოდ შემდეგ დაუმატე.რეჟიმს შეეშვი არ უნდა პაწაწოა

Posted by: Princess 10 Sep 2012, 14:52
Janiss
QUOTE
ის ვიცი რომ 3 საათიანი შუალედები აუცილებელია და 24 სთ-ის განმვალობაში ერთხელ 6 საათი უნდა გამოუვიდეს შიმშილის ხანგრძლივობა.ექიმმა მითხრა ეს სამშობიაროში.


იტირებს აბა რას იზამს. არ უნდა რეჟიმი, ჯერ ძალიან პატარაა, ცოტა მოიზრდება და დაარეგულირებს თითონ. როცა მოგთხოვს უნდა აჭამო, ასეა ახალი თანამედროვე გაიდლაინებით. ესპანეთში ასე რომ გასწავლა პედიატრმა ძალიან მიკვირს.

Posted by: Janiss 11 Sep 2012, 18:13
tlikina
blblbl
Princess
გუშინ ვიყავით პედიატრთან ვიზიტზე და ზუსტად ასე მითხრა:
QUOTE
არ უნდა რეჟიმი, ჯერ ძალიან პატარაა, ცოტა მოიზრდება და დაარეგულირებს თითონ. როცა მოგთხოვს უნდა აჭამო,

აუცილებლად აჭამე ჯერ ძუძუ და თუ მაინც იტირებს, დაუმატე 30 მლ ხელოვნურიო.
გუშინ და გუშინწინ მთელი დღეები ყველა ჭამაზე ვაძლევ ძუძუს.წოვით ისე იღლება რომ 10 წუთზე მეტს ვერ წოვს, ხელოვნურის თავი აღარ აქვს და იძინებს ეგრევე.სამაგიეროდ შედარებიტ მალე ირვიზებს ხოლმე მოშიებული.ერთადერთხელ მივამატე მარტო ხელოვნური,წუხელის ღამით.
მგონი ავუწყვე ცოტათი მის ნება-სურვილს და ისე ბედნიერად ვგრძნობ თავს რომ რა ვიცი,მეც და მამამისიც კარგად ვგრძნობთ თავს როცა ანა მშვიდადაა. smile.gif

Posted by: basti-bubuuu 12 Sep 2012, 09:53
ხაჭოს ვინც კალცით უკეთებთ სახლში გამარკვიეთ რა როგორ გავუკეთო?

მოკლედ ჭამს ოთხჯერ-დილას ფორმულა მერე ბოსტნეული მერე ფაფა და მეოთხე კვება რა მივცე?მაწონს არ ჭამს,მერე ჩაი პეჩენიით ვცადე და ცოტა ფაფასავით რომ გამომსვლოდა მგონი 8 ცალი დასჭირდა ჰაინცის პეჩენია.მოკლედ რა შეიძლება ძილის წინ რომ ჭამოს?10 თვის ხდება

Posted by: trombonelady 12 Sep 2012, 09:58
basti-bubuuu
რძე რო ადუღდება ჩაასხამ კალცს და აიჭრება, მე 200 გრამ რძეზე 1 ამპულას (10%-იანი 10 მლ-იანი) ვუკეთებდი

Posted by: Princess 12 Sep 2012, 10:07
Janiss
QUOTE
მგონი ავუწყვე ცოტათი მის ნება-სურვილს და ისე ბედნიერად ვგრძნობ თავს რომ რა ვიცი,მეც და მამამისიც კარგად ვგრძნობთ თავს როცა ანა მშვიდადაა.

ძალიან კარგი smile.gif
ისე გირჩევ დღე დაუმატო ხელოვნური, თუ არ ყოფნის და ღამე უკვე ძUძუზე გეყოლება, აღარ მოგიწევს ადგომა wink.gif თან ღამე რომ მოაწოვებ, უფრო ჩადგება რძე smile.gif

Posted by: basti-bubuuu 12 Sep 2012, 11:00

trombonelady

და რო ჩავასხამ ადუღებულში ეგრევე უნდა გამოვრთო?
* * *
აუ აზრზე არ ვარ გამომივა-ყველაზე რთული რამე მგონია გასაკეთებლად

Posted by: Janiss 12 Sep 2012, 18:26
Princess
QUOTE
სე გირჩევ დღე დაუმატო ხელოვნური, თუ არ ყოფნის და ღამე უკვე ძUძუზე გეყოლება, აღარ მოგიწევს ადგომა

დღეს საერთოდ არ გაიკარა არც ერთხელ ბოთლი და აშკარად მოუმატა ძუძუს წოვის დროს.20 წუთამე მაინც წოვს ყოველ ჯერზე.ეტყობა ამაყოფილებს უკვე ძუძუთი წოვით მირებული რაოდენობა.ასე თუ გააგრზელა მგონი საერთოდ ამოვიღებტ დამატებას.
QUOTE
თან ღამე რომ მოაწოვებ, უფრო ჩადგება რძე

ღამით უფრო დგება?
წუხელის ყოველ საათში გვაღვიძებდა.ძუძუს ითხოვდა და მეც ნახევრად მზინარე ვაძლევდი აბა რა მექნა biggrin.gif
მაგარი მსუნაგი მყავს chups.gif
ეტყობა ორსულობაში ჩემმა ნახევრად შიმშილმა დაბადა ასეთი ღორმუცელა gigi.gif

Posted by: l_i_l_u 13 Sep 2012, 11:09
შემწვარ საჭმელს რა ასაკიდან აძლევთ ბავშვს?
წლის და 4 თვისაა და რამოდენიმეჯერ შეჭამა შემწვარი კარტოფილი, ყოველდღიურად თუ შეიძლება მიცემა შემწვარი კერძების?
ამ ასაკის ბავშვი ვისაც გყავთ, როგორია თქვენი მენიუ?

Posted by: arazam 13 Sep 2012, 11:16
l_i_l_u
QUOTE
ყოველდღიურად თუ შეიძლება მიცემა შემწვარი კერძების?

და რა უნდა მისცე ყოველ დღე შემწვარი?
დიდისთვისაა ცუდი და პატარას რათ გინდა რო აჭამო smile.gif
1წლიდან შიგადაშიგ ვაჭმევდი შემწვარ კვერცხს შემწვარ კარტოფილს მაგრამ ეს ხდებოდა კვირაში 1ხელ ან 2 ჯრ

Posted by: Princess 13 Sep 2012, 11:31
Janiss
QUOTE
წუხელის ყოველ საათში გვაღვიძებდა.ძუძუს ითხოვდა და მეც ნახევრად მზინარე ვაძლევდი აბა რა მექნა

ძალიან კარგი! რძე მოგემატება და კარგია, თU მატება ექნება რად გინდა ხელოვნური? დედის რძეს არაფერი ჯობია
კარგია რომ ღOრმუცელაა biggrin.gif მალე მოიმატებს პატარა გოჭი 2kiss.gif

Posted by: l_i_l_u 13 Sep 2012, 11:31
arazam
QUOTE
და რა უნდა მისცე ყოველ დღე შემწვარი?
დიდისთვისაა ცუდი და პატარას რათ გინდა რო აჭამო

სულ შემჭვარი ვაჭამო თქო ეგ კი არ მიკითხავს biggrin.gif
1-2 ჯერ გავასინჯე და თუ შეიძლება აწი მიცემა

Posted by: arazam 13 Sep 2012, 11:33
l_i_l_u
QUOTE
ყოველდღიურად თუ შეიძლება მიცემა შემწვარი კერძების?

ეს ყოველ დღე შემწვარს არ გულისხმობს?

Posted by: ninoeqimi 13 Sep 2012, 15:47
QUOTE (T@D @ 5 Sep 2012, 23:40 )
გოგონებო ჰუმანას ფაფებს შეღავათიან ფასში ყიდულობთ სადმე?

მე საწყობში ვყიდულობდი, ხშირად ქონდათ დაზიანებული მუყაოს კოლოფებით, ფაფა ისედაც ფოლგაშია და კოლოფი თუ შეილახა საკვებსარაფერი არ მოსდის, 5 ლარი ღირდა ერთი კოლოფი, დაუზიანებელი 5,50 ლარი, ერთბაშად მომქონდა 10-15 კოლოფი და ვიზოგებდით, თორე აფთიაქში 6,20 ღირს და საკმაოდ დიდ ეკონომიას ვაკეთებდით.

Posted by: Janiss 13 Sep 2012, 16:31
Princess
QUOTE
მალე მოიმატებს პატარა გოჭი

დღეს გვყავდა პედიატრთან.აწონა და 4.200 -ია.200 გრამი არ ჩაუთვალა პამპერსის ტანსაცმლის გამო.
რომ დაიბადა 3.700 იყო და ცაუთვალა ნამატი 300 გრამი.და მიტხრა რომ საკმაოდ ომატებულია მაგრამ საგანგაშოც არაფერიაო user.gifრა ღორმუცელა მყავს,ჭამის ტომარაა სუფთა biggrin.gif
იქვე 2 თვის ბავშვი ყავდათ.5 და რაღაც არის წონაშიო.არადა ისეთი პაწუკა იყო,მასეთი პატარა არ დაბადებულა ჩემი.გაუკვირდათ მშობლებს ანაზე რომ ვუთხარი 13 დღისაათქო. rolleyes.gif
სულ არ მინდა დიდი და მსუქანა რომ იყოს facepalm.gif ვეცდები არ გასუქდეს mo.gif

Posted by: Princess 13 Sep 2012, 16:43
Janiss
biggrin.gif გასუქდეს რა ერრჩი ))) კარგი საჩქმეტი იქნება :*
კარგი მსუქანა დაბადებულა და ცოტა ხანში ნახე რა გოდორი იქნება ))))))))
ჩემი ბიჭი პატარა დაიბადა 2950 იყო, მერე კიდე დაიკლო 2770 გამოვიყვანე სამშობიაროდან, ცარიელი ტანსაცმელი და ადიალა იყო biggrin.gif

Posted by: l_i_l_u 13 Sep 2012, 17:07
arazam
QUOTE
ყოველდღიურად თუ შეიძლება მიცემა შემწვარი კერძების?


ეს ყოველ დღე შემწვარს არ გულისხმობს?

ვაიმეეე, სწორი ფორმულირება ვერ დავწერე, სხვა რამეს ვგულისხმობდი, ბოდიში, მაპატიე user.gif

Posted by: Janiss 13 Sep 2012, 17:20
Princess
QUOTE
გასუქდეს რა ერრჩი ))) კარგი საჩქმეტი იქნება :*
კარგი მსუქანა დაბადებულა და ცოტა ხანში ნახე რა გოდორი იქნება )))))))

კი,გორდის(ბუთხუზას) ეძახდნენ ექიმები და ეფერებოდნენ :დ მგონი ეს და ჩემს ოტახში მყოფის ბიჭი იყვნენ ყველაზე დიდები და პუტკუნბი ისეტი რეაქციები ქონდათ მედიკებს biggrin.gif
QUOTE
ჩემი ბიჭი პატარა დაიბადა 2950 იყო, მერე კიდე დაიკლო 2770 გამოვიყვანე სამშობიაროდან, ცარიელი ტანსაცმელი და ადიალა იყო

ვაიმე საყვარელი love.gif მჭამელი ბაია არაა ეტყობა.მინდა რომ ამას მივაღწიო მერე,ცოტა რომ წამოიზრდება biggrin.gif
ბოლო წლებსი დავიტანჯე წონით და არ მინდა როდესმე ესეც ამ პრობლემამ შეაწუხოს user.gif

Posted by: იასამანი 16 Sep 2012, 16:57
გოგოებო აქ რაც ვნახე, ბოსტნეულის პიურეში ყველგან ჭარხალიც გიწერიათ. გამორჩა ჩვენს პედიატრს??
კარტოფილი, სტაფილო, უყვავილო ყვავილოვანი კომბოსტო, კანგაცლილი ქართული ბულგარული წიწაკა (ერთი კვირის მერე),ხახვი, ნიახური, კამა, ოხრახუში.
ასევე დაგვინიშნა ბურღულეულის ფაფები ხილით. არაკენკროვანი და ეგზოტიკურიდან მხოლოდ ბანანი. რომელი ფირმის ფაფებია უფრო კარგი?

გამოცდილო დედიკოებო, გაგვიზიარეთ თქვენი მენიუ. პირველად რა მიეცით? როდიდან დაიწყეთ ბოსტნეულის პიურე?? რა ინტერვალებით და რა რაოდენობით?? ერთი სიტყვით ყველაფერი მაინტერესებს. რატომღაც ვნერვიულობ. მეშინია რამე არასწორად არ ვაჭამო. თან ერთი სული მაქვს როდის გავა ორი კვირა. ვაშლი უნდა გავასინჯო და მაინტერესებს მოეწონება თუ არაsmile.gif


Posted by: tako44 16 Sep 2012, 18:00
იასამანი
პირველად მივეცი მოხარშული პროკოლი, ოღონდ ნაყიდი, ტლიკინამ მირჩია სემპერის მზა ბოსტნეულის ფაფები და მთელი ორი თვე მასე ვაჭმევდი, ჯერ ორი კოვზი გავასინჯე, მერე დავაკვირდი კუჭის მოქმედებას და ზოგადად რეაქციას და მეორე დღიდან მოვუმატე. ანუ დღეში რომ უწევს 4 ჯერ ჭამა, ერთ ჭამას მთლიანად ბოსტნეულის ფაფას ვაჭმევ, მაგრამ 160 გრამს, მეტს არაფრით არ ჭამს.
უყვავილო ყვავილოვანი არ ვიცი მე, ჩვეულებრივად ვუკეთებ ყვავილოვანს, ასევე ბროკოლს. ჭარხალი რატომღაც არ მიფიქრია biggrin.gif biggrin.gif ბულგარულს კანს არ ვაცლი biggrin.gif სტაფილოს გულს ამოვაჭრი ხოლმე და ისე ვუკე?თებ. სულ ესაა. ორი დღისას ვაკეთებ, ვაბლენდერებ, ვახმას ჭურჭელში და ვინახავ მაცივარში.

Posted by: taktakuna 16 Sep 2012, 22:35
იასამანი
ოთხი თVისას მივეცი წიწიბურას ფაფა რძიანი, ბოსტნეულის პიურე ნელ-ნელა გავამრავალფეროვნეთ, თავიდან დავიწყეთ ერთი ღერი კამა, ოხრახუში, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი+ზეთი ან კარაქი, მერე ნელ-ნელა ჩავამატეთ პაწია ნაწილი ბულგარულის და ხახვი პაწია თავი, სულ ბოლოს ყაბაყი და ყვავილოვანი კომბოსტო, რომელიც გაზებს აგროვებს და თუ პატარაა და გაზების პრობლემა ისედაც აქვს არ უნდა ჯერ.
ჩემსას ეს ბოლო კვირაა აღარ ვაძლევ ბოსტნეულს, ჭარხალი და ზეთი ამოვაკელით, კუჭში გადიოდა დღეში 6-ჯერ, ეხლა დაურეგულირდა და ორამდე შემცირდა, ყოველი ინგრედიენტი დაამატეთ სათითაოდ და დააკვირდით ხომ არ აქვს ალერგია.

Posted by: იასამანი 16 Sep 2012, 23:52
tako44
taktakuna
მადლობა გოგოებო
taktakuna
QUOTE
სათითაოდ და დააკვირდით ხომ არ აქვს ალერგია.

ისე მგონი რომ არის ალერგიული. ერთხელ მოხარშული კვერცხი ვჭამე და დააყარა.
QUOTE
ყვავილოვანი კომბოსტო, რომელიც გაზებს აგროვებს და თუ პატარაა

მეექვსე თვეში ვართ უკვე. 2 თვემდე ისე რა აწუხებდა გაზები. ბორჯომს 3 თვიდან ვსვამ და არანაირი რეაქცა არ აქვს.
QUOTE
ვეცი წიწიბურას ფაფა რძიანი

თუ ერთხელ მაინც შეამჩნიე გამონაყარი სახეზე, რძიანი არაო პედიატრმა.
* * *
ვაშლი როდოდან დაიწყეთ?? ჩვენ ჯერ ვაშლით უნდა დავიწყოთ, 10 დღის მერე ფაფები და მერე ბოსტნეულის პიურეო.

Posted by: tamo7779 17 Sep 2012, 11:15
იასამანი
3 თვიდან ვაძლევდი ვაშლის აფხეკს

Posted by: taktakuna 30 Sep 2012, 08:59
იასამანი
ოთხი თვისას წვრილ სახეხზე ვუხეხავდი და ისე ვაძლევდი, მანამდე წვენს ვაძლევდი ცოტას კოვზით.
8 თვის ბავშვს რას აჭმევთ, იქნებ მენიუ გაგვიზიაროთ? smile.gif
მუხრანის წიწილა რომ მივცე თუ ივარგებს ხომ არ იცით? ვერანაირ ფორმაში ვერ ვიტან ქათამს, მაგრამ მაგას კიდევ გავაკეთებ და ცოცხალს ვერც დავკლავ და ვერც დავპუტავ sad.gif კიდევ ერთიც მაინტერესებს, ქათმის ღვიძლს როდიდან აძლევთ და სად ვიყიდო?

Posted by: ninuwki 30 Sep 2012, 15:02
გოგოებო დამატებით საერთოდაც როდიდან შეიძლება წვენი ან ჩაი ან რამეე ეგეთი?? ფაფებამდე ხო ჭამენ რამეს??

Posted by: nusa 30 Sep 2012, 16:01
taktakuna
მუხრანის ქათამი რომ იყიდება იმას ხომ მოყვება ღვიძლი თუ არა? :?

გუდვილში იყიდება ცალკე დაფასოებული ქათმის ღვიძლი, ოღონდ დილის საათებში გვაქვსო ასე მითხრეს.


Posted by: makuna33 2 Oct 2012, 14:34
გუშინ გავხსენი სითი-ფარმაში ბავშვისთვის ნაყიდი ნორდიკის შვრიის ფაფა და სავსე იყო მატლებით. ვიღას უნდა ვენდოთ და სად შევიძინოთ უსაფრთხო პროდუქტი აღარ ვიცი.

Posted by: tako44 2 Oct 2012, 15:37
makuna33
ვადაგასული ხომ არ იყო? რა მატლები, ნუ გადამრიეე..

Posted by: tlikina 2 Oct 2012, 22:10
Nორდიკზე ბევრჯერ გამიგია მალები რომ Eპოვნოთsmile.gif ამიტომ არვჩქაობ ეგეთ ფაფებზე გადასვლას, ნესტლეს ფაფები მშვენიერიაsmile.gif

Posted by: tamu-tam19 3 Oct 2012, 15:56
გოგოებო 8 ტვის ბავშვის მენიუ რომ ჩამოწეროთ შეეგიძლიატ? საათებით. smile.gif

Posted by: aseaisea 4 Oct 2012, 16:53
მატლი ყველა ფაფაში ჩნდება შენახვის პირობებია მთავარი და ვადები.
მასე ჰიპის ფაფა მედო კარადაში ზაფხულში და კიდევ კარგი შეხედა ჩემმა ძიძამ პატარა შავი ჭიები გაუჩნდა სიცხისგან.
მე მუდამ გუდვილში ვყიდულობ ნორდიკს და ძალიან კმაყოფილი ვარ.

Posted by: coroline 4 Oct 2012, 17:46
aseaisea
+1


მეც ვაჭმევდი ნორდიკის ფაფას და არადროს ეგეთი რამე არ მოხდარა. ზუსტად უნდა დაიცვათ შენახვის წესები და ვადას დააკვირდეთ. მატლები ნორდიკს კი არა ნებისმიერ ბურღულეულს შეიძლება გაუჩნდეს .

Posted by: bancura 4 Oct 2012, 18:02
გოგოებო გთხოვთ არ დაიზაროთ და 6 თვის ბავშვის დღის მენიუ (რას რამდენ გრამს აჭმევთ +ხილიც) საათებით დამიწერეთ რა 4 თვიდან ხელოვნურ კვებაზეა.

Posted by: zedka 4 Oct 2012, 22:08
ჩემი არის შვიდი თვის და ჭამს :

8ზე რძე
9ზე ნესტლეს ფაფა(ბრინჯის )
1ზე ბოსტნეულის პიურე( კარტოფილი , სტაფილო,ყვავილოვანი კომბოსტო,ხანდახან გოგრა,ერთდღიანი შესვენებებით ხორცი ,ერთხელ ქათმის , მეორედ საქონლის)
4ზე მაწონი და პეჩენია( სოფლისნობათის და ჰაინცის)
7ზე ისევ ნესტლეს ფაფა

შუალედებში ხილი : ბანანი , ქლიავი, ვაშლი წვრილად გახეხილი


აი ესეთია ჩვენი ჭამის რეჟიმი smile.gif მინდა საღამოს ფაფა რაიმეთი შEვუცვალო მრავალფეროვნებისთვის. დღეს ხაჭო და ბანანი გავასინჯე და მოეწონა და ამას რომ მივაჩვევ შეიძლება ერთერთი ჭამა ჩავუნაცვლო ? თუ როგორც დესერტი ისე მივცე ჭამათა შორის შუალედში ?

Posted by: ათულია 4 Oct 2012, 23:39
taktakuna
QUOTE
მუხრანის წიწილა რომ მივცე თუ ივარგებს ხომ არ იცით? ვერანაირ ფორმაში ვერ ვიტან ქათამს, მაგრამ მაგას კიდევ გავაკეთებ და ცოცხალს ვერც დავკლავ და ვერც დავპუტავ  კიდევ ერთიც მაინტერესებს, ქათმის ღვიძლს როდიდან აძლევთ და სად ვიყიდო?

შეიძლება ძალიანაც ივარგოს მაგრამ თუ მხოლოდ დაკვლა-გაპუტვის პრობლემა გაქვს დიღმის ბაზარში იყიდე ცოცხალი ვარია და იქვეგაგიკლავენ, გაგისუფთავებენ და ღვიძლიან კუჭიანად გამოგატანენ

Posted by: Princess 5 Oct 2012, 10:30
7ის ხდება ჩემი ბიჭი და მაწონი მინდოდა დამემატებინა, მაგრამ არ ჭამს არაფრით, რა არ ვცადე, ხან ხაჭოთი და პეჩენიით, ხან შაქრით. რით ჩაუნაცვლო რა ვაჭამო საღამოს არ ვიცი (

Posted by: Tiu 5 Oct 2012, 14:05
taktakuna
QUOTE
ოთხი თVისას მივეცი წიწიბურას ფაფა რძიანი

ჰუმანას წიწიბურას ვაჭმევ, რძიანს, დიდიად არ მოსწონს, მაგრამ 40-50 გრამს თამაშით ვახერხებ რომ შეჭამოს. დავაკვირდი, სახეზე სადაც ს ფაფა მოხვდება, კანი უწითლდება, შენსასაც ჰქონდა ასე? დღეს ხელი ჩამიყო ფაფაში, მერე თვალიმოფხანა და მთელი თვალი ჰქონდა გაწითლებული, დაახლოებით 1 საათში თავისით გასდის. ვითომ ალერგიას აძლევს რძე?
იასამანი
QUOTE
პირველად რა მიეცით?

6 თვიდან ბოსტნეული, 7 თვიდან ფაფები

Posted by: ლუნა 5 Oct 2012, 14:16
Tiu
QUOTE
დავაკვირდი, სახეზე სადაც ს ფაფა მოხვდება, კანი უწითლდება, შენსასაც ჰქონდა ასე? დღეს ხელი ჩამიყო ფაფაში, მერე თვალიმოფხანა და მთელი თვალი ჰქონდა გაწითლებული, დაახლოებით 1 საათში თავისით გასდის. ვითომ ალერგიას აძლევს რძე?

ზუსტად მასე ჰქონდა ჩემსასაც, 5 თვიდან მივეცი ნესტლეს ფაფები და 1 თვე ჰქონდა ალერგიული რეაქცია, (ფაფის მოხვედრის ადგილზე დაწითლების გარდა თვალების ფშვნეტასაც იწყებდა ხოლმე) პედიატრმა დროებით ურძეო ფაფა მიეცით და მალე გაუვლისო, ასეც მოხდა..

Posted by: eleven 5 Oct 2012, 14:40
ძროხის რძიანს ხო არ ძლევთ?

აუ მე არ ვიცი რა ვქნა, 2-3 კოვზს ჭამს თავიდან მერე ძალით კიდე 2-3 -ს და მეერ აღარ აღებს პირს, ბოსტნეულის პიურეზე მაქვს საუბარი,.

Posted by: tamusinka 5 Oct 2012, 14:48
eleven

სულ უმარილოს ხომ არ აძლევ? მწიკვით შეგიძლია მოაყარო.


QUOTE
ძროხის რძიანს ხო არ ძლევთ

ეს რა არის?

Posted by: zedka 5 Oct 2012, 15:34
Princess

ჩემი გიჟდებამაწონზე და პეჩენიაზე , ოღონდ ჰაინცის ბანანითდა ვააშლით როა ის მოსწონს : )

Posted by: Tiu 5 Oct 2012, 18:27
ლუნა
QUOTE
პედიატრმა დროებით ურძეო ფაფა მიეცით და მალე გაუვლისო

ახლა აძლევ ჩვეულებრივ რძიან ფაფას? აღარ აქვს რეაქცია? ანუ შევწყვიტო ამ ფაფის მიცემა? მე ჰუმანას ვაჭმევ და გახსნიდან მხოლოდ 3 კვირა აქვს ვადა sad.gif
eleven
QUOTE
ძროხის რძიანს ხო არ ძლევთ?

ჰუმანას ფაფას ვაჭმევ, 4 თვიდან აწერია. ძროხის რძეზეა ვითომ? უცხიმო რძეს შეიცავსო, ასე აწრია
QUOTE
აუ მე არ ვიცი რა ვქნა, 2-3 კოვზს ჭამს თავიდან მერე ძალით კიდე 2-3 -ს და მეერ აღარ აღებს პირს, ბოსტნეულის პიურეზე მაქვს საუბარი,.

ჩემიც ზუსტად ასეა. მეორე თვეა, ბოსტნეულს ვაჭმევ და არ მოსწონს, ჩვენ იოდიზირებული მარილი და ზეითუნის ზეთი დავამატეთ უკვე და მაინც აპროტესტებსzedka
მგონი შენი პატარაც 22 თებერვლისააა (თუ სწორად მახსოვს), ჩვენ ჯერ არ გაგვისინჯავს მაწონი და პეჩენია. დიდი ხანია აჭმევ?

Posted by: ლუნა 5 Oct 2012, 21:17
Tiu

ჩემი ახლა უკვე დიდია 9.5 თვის, 5 თვისას მივეცი პირველად და 6 თვისას უკვე აღარ ჰქონდა რეაქცია..
ჩემი რჩევა იქნება ახლა ჩაუმთავრო ეგ ჰუმანა და შემდეგი ურძეო უყიდო, ჰუმანას არ ვიცი მაგრამ ნესტლეს ააქვს безмолочная ფაფები.. yes.gif

Posted by: lizaveta 5 Oct 2012, 22:09
დამეხმარეთ რა???აღარ ვიცი ამ ერთი წლის ღორმუცელებს რა ვაჭამო. სადილი ყველანაირი მოწონთ, ხორციანი,უხირცი,ბოსტნეულის. უყვართ მაწონი,იოგურტი,ხაჭო ხილით,მაწვნით. მშვენივრად ჭამდნენ ხოლმე გერკულესს და ყველა რძიან ფაფას მარა ეს ფაფები აღარ მოსწონთ და რით შევუცვალო?? აღარ ვიცი რა ვაჭამო...

Posted by: Tiu 5 Oct 2012, 22:48
ლუნა
QUOTE
ჩემი რჩევა იქნება ახლა ჩაუმთავრო ეგ ჰუმანა და შემდეგი ურძეო უყიდო

დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის 2kiss.gif
ახლა ისიც მადარდებს, ამ რძიანი ფაფის ჭამით რამე არ ვავნო, აშკარად რეაქცია აქვს sad.gif ხვალ დავურეკავ პედიატრს და ვკითხავ

Posted by: Tamo_Tiko 5 Oct 2012, 23:07


eleven

ხელოვნური რძით სცადე ბოსტნეულის განზავება, ჩემს გოგონას ასე უფრო ეგემრიელება
კრემ_სუფი smile.gif

Posted by: eleven 5 Oct 2012, 23:38
ჩვენც ვუკეთებთ ზეითუნს და მარილს.

Tamo_Tiko
ვცდი აბა მადლობა. ხელოვნურ რძეში რას გულისხმობ? არასდროს მიმიცია.

Posted by: Tamo_Tiko 5 Oct 2012, 23:48
eleven

ფორმულა ვიგულისხმე,მე ფრისო 1 ვამჯობინე. (30 მლ. ბოსტნეულისვე ნახარშ წყალში - 1 კოვზი). ზეითუნს მეც ვამატებ,მაგრამ მარილს_ არა. იმედია, მოეწონება პატარას
smile.gif

Posted by: kkatrin 7 Oct 2012, 13:06
ურძეო ფაფა აქვს ჰუმანას,ნესტლეს, ვინის,ჰიპის, მეც სულ ურძეოს ვაჭმევ

Posted by: ლუნა 7 Oct 2012, 22:26
გოგოებო კვერცხის გული რასთან ერთად შეიძლება მივცე ბავშვს? ცალკე არ ჭამს.

Posted by: arazam 8 Oct 2012, 01:24
ლუნა
QUOTE
გოგოებო კვერცხის გული რასთან ერთად შეიძლება მივცე ბავშვს?

მახსოვს ცოტა მაწონში ვუხსნიდი ხოლმე,
ხან ბოსტნეულის პიურეში
მშრალად ცოდოა ვერ შეჭამს

Posted by: tamuska27 8 Oct 2012, 03:11
lizaveta
QUOTE
დამეხმარეთ რა???აღარ ვიცი ამ ერთი წლის ღორმუცელებს რა ვაჭამო. სადილი ყველანაირი მოწონთ, ხორციანი,უხირცი,ბოსტნეულის. უყვართ მაწონი,იოგურტი,ხაჭო ხილით,მაწვნით. მშვენივრად ჭამდნენ ხოლმე გერკულესს და ყველა რძიან ფაფას მარა ეს ფაფები აღარ მოსწონთ და რით შევუცვალო?? აღარ ვიცი რა ვაჭამო...

საუზმეზე ამბობ ხოო?
ჩემიც როცა ფაფას არ ჭამს ხან ბლინჩიკებს ვუცხობ (მომზადების წესი თუ არ იცი დაგიწერ) ქიშმიშს ვუკეთებ,რომ უფრო გემრიელი იკოს.
ხან მდრარი (საბავშვო) ყველი პურზე.
ხან შემწვარი კვერცხი ყველით ან უყველოთ.
ჩვეულებრივ საუზმეს ვაჩვევ ნელა-ნელა

Posted by: Princess 8 Oct 2012, 10:05
Tamo_Tiko
QUOTE
ხელოვნური რძით სცადე ბოსტნეულის განზავება, ჩემს გოგონას ასე უფრო ეგემრიელება


ეს ვერ მივიფიქრე...უნდა ვცადო
არ ჭამს არაფით ბოსტნეულს. ნაყიდი მივეცი და მთელი ქილა შეჭამა ეგრევე. ტყუილად ვწვალობ, თან ამდენ პროდუქტს ვაფუჭებ.
უნდა ვცადო ეხლა რძეში გაზავება, თუ არადა ჭამოს ნაყიდი!

Posted by: zedka 10 Oct 2012, 20:31
Tiu
დაახლოებით სამი კვირაა რაც მაწონს და პეჩენიას ჭამს . სწორად გახსოვს , ტოლები არიან ზუსტად ჩემი სანდრო და შენი მარიამი ხო ? smile.gif ისე წიწიბურა ჩემსას არ მოეწონა , თავიდან ურძეოდ ვუკეთებდი წიწიბურას , მაგრად ვხარშავდი და მერე ვაბლენდერებდი. ისე მოსწონდა , ლუკმას არ ტოვებდა . მერე ექიმმა გვირჩია მზა ფაფები მიეციო და გადავედით ნესტლეზე . ნესტლეს წიწიბურა არ მოეწონა და ბრინჯი მოსწონს ბანანით. ეხლა მინდა ისევ შევუცვალლო , ესეც რომ არ მობეზრდეს .

გოგოებო მოხარშულ კარტოფილს და უმარილო ყველს აძლევთ ? და როდიდან შეიძლება ? რაღაც ახალი მინდა გავასინჯო . 7 თვის და ორი კვირისაა

Posted by: ingiloo 10 Oct 2012, 22:25
1 წლის ხდება უკვე ჩემი გოგო და შემწვარი კვერცხი როდიდან შეიძლება რომ ვაჭამო? რამდენიმე დღის წინ გავასინჯე და ისე მოეწონა გაგიჯდა სულ ხტუნვა-ხტუნვით მთხოვდა სანამ შევჭამე, მაგრამ აღარ მივეცი შემეშინდა chups.gif

Posted by: coroline 11 Oct 2012, 01:38
08:00 ფაფა
12:00 -???
5:00 სუპი
08:30 მაწონი და ხაჭო


რა ვაჭამო ფაფის მერე?sad.gif აქამდე დილაობით რძეს ვაჭმევდი და ახლა აღარ ვიცი რითი შევცვალო


Posted by: gvants 11 Oct 2012, 01:40
coroline
და რატომ ამოუგდე რძე? მე ვასმევ ისევ, წლის და 1 თვისაა.

Posted by: Diamond Girl 12 Oct 2012, 14:32
6 თვიდან ფაფებს რომ დავუწყებ რა ჯობია ნაყიდით დავიწყოთ თუ სახლში გაუმზადო?

Posted by: z g a r b i 12 Oct 2012, 15:19
გოგოებო, 11 თვის ბავშვის კვების რაციონი დამიწერეთ რა.. 5 ჯერადს ვერ მოასწრებს ოღონდ, 4 ჯერ უნდა ჭამოს.
და თითო კვება რამდენი გრამი უნდა იყოს დაახლ.

Posted by: coroline 12 Oct 2012, 16:15
gvants
წლის არის უკვე და აღარ ჩავთვალე საჭიროდ ყოველდღე ფორმულის მიღება. თან ბავშვის რაციონიც მდიდრდება და ივსება ვიტამინებით, მაგრამ მე არ მყოფნის ფანტაზია მოვიფიქრო რითი ჩავუნაცვლო. წლამდე პატიოსნად ვაჭმევდიsmile.gif

Posted by: blblbl 12 Oct 2012, 16:45
coroline
QUOTE

წლის არის უკვე და აღარ ჩავთვალე საჭიროდ ყოველდღე ფორმულის მიღება.

2წლამდე ფორმულა ძალიან კარგია,ზოგი ექიმი აუცილებლადაც კი მიიჩნევს

Posted by: nikmaik 12 Oct 2012, 16:50
coroline
08:00 ფაფა (ყოველთვის ჰერკულესი რძით)
12:00 სუპი და კვირაში ერთხელ ლობიო
5:00 კარტოფილის პიურე ყველით ან მაწვნის სუპი ხშირად არა მაგრამ ხანდახან სიმინდის ფქვილით ფაფას ვაკეთებ და ყველს ვუხეხავ შიგნით ასევე ხანდახან წიწიბურა ყველით)
08:30 მაწონი და ხაჭო
მაგალითად თუ ლიბიოს ვაჭმევ შუადღეს შემდეგ კვებას კარტოფილის პიურეს გავუკეთებ რომ კარტოფილიანი ორჯერ არ მოუწიოს

შენ რადგან რძეს აღარ ასმევ შენი საათები ჩამოვწერე მე ამ ყველაფერს + ერთი კვება ფორმულა

Posted by: z g a r b i 12 Oct 2012, 19:56
ბოსტნეულის პიურეს რომ აკეთებთ ყველა ბოსტნეულს ერთად ურევთ თუ ერთ დღეს რაღაც ბოსტნეულებს და მეორე დღეს სხვებს?...

და მაწონს და პეჩენიას რომ აძლევთ, რამდენ გრამ მაწონზე რამდენ პეჩენიას უშვებით? ჰეინცზე მაქვს ლაპარაკი

Posted by: nikmaik 12 Oct 2012, 21:15
z g a r b i
QUOTE
ყველა ბოსტნეულს ერთად

მაგრამ როცა თევზი უნდა გავურიო მაშინ მხოლოდ კარტოფილს და სტაფილოს ვუკეთებ

QUOTE
და მაწონს და პეჩენიას რომ აძლევთ, რამდენ გრამ მაწონზე რამდენ პეჩენიას უშვებით? ჰეინცზე მაქვს ლაპარაკი

250გრ მაწონი - 4 პეჩენია

Posted by: z g a r b i 12 Oct 2012, 21:30
nikmaik
QUOTE
z g a r b i
QUOTE
ყველა ბოსტნეულს ერთად

მაგრამ როცა თევზი უნდა გავურიო მაშინ მხოლოდ კარტოფილს და სტაფილოს ვუკეთებ

მე თევზთან მარტო კარტოფილს და ხახვს ვურევდი, არ ვიცოდი სტაფილოც თუ მიდიოდა.
და ხორცს როცა ვუკეთებ მაშინაც მარტო კარტოფილს, ხახვს და მწვანილებს ვურევ ხოლმე. ანუ სხვა ბოსტნეულიც მოუხდება ხორცს?

QUOTE

QUOTE
და მაწონს და პეჩენიას რომ აძლევთ, რამდენ გრამ მაწონზე რამდენ პეჩენიას უშვებით? ჰეინცზე მაქვს ლაპარაკი

250გრ მაწონი - 4 პეჩენია


უი ამდენი? 11 თვისაა ჩემი და 200 გრამს ვაძლევ. აქედან 140 გრამი მაწონია და დანარჩენი 5 პეჩენია. ანუ პეჩენია ბევრი მომდის? rolleyes.gif

––––––
ეს ორთქლზე მომთუთქულიო რომ წერთ, სპეციალური ქვაბი გაქვთ თუ როგორ უთუთქავთ?

Posted by: nikmaik 12 Oct 2012, 22:01
z g a r b i
QUOTE
ანუ სხვა ბოსტნეულიც მოუხდება ხორცს?

კი. კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო.

QUOTE
უი ამდენი? 11 თვისაა ჩემი და 200 გრამს ვაძლევ. აქედან 140 გრამი მაწონია და დანარჩენი 5 პეჩენია. ანუ პეჩენია ბევრი მომდის?

ჩემი წლის და 1 თვისაა
140გრამს+ 5 პეჩენია არის 165 გრ. 1 პეჩენია 5 გრამამდეა
თქვენ გეკუთვნით 180 გრ მაწონს+4 პეჩენია

შენ პედიატრს უნდა მიყვე მე უბრალოდ გაგიზიარე ჩვენი გრაფიკი

Posted by: z g a r b i 12 Oct 2012, 22:10
nikmaik
QUOTE
140გრამს+ 5 პეჩენია არის 165 გრ. 1 პეჩენია 5 გრამამდეა
თქვენ გეკუთვნით 180 გრ მაწონს+4 პეჩენია

მე პეჩენიას თბილ წყალს ვასხამ და ისე ვარბილებ და ამიტომ უფრო მეტი გამოდის.

Posted by: nikmaik 12 Oct 2012, 22:13
z g a r b i
QUOTE
მე პეჩენიას თბილ წყალს ვასხამ და ისე ვარბილებ და ამიტომ უფრო მეტი გამოდის.

მე პირდაპირ ვფშვნი მაწონში 15 წუთით ადრე და სულ იშლება

Posted by: z g a r b i 12 Oct 2012, 22:17
nikmaik
QUOTE
მე პირდაპირ ვფშვნი მაწონში 15 წუთით ადრე და სულ იშლება

ხოო? ვცდი აბა ეგრეც. და მაწონს როგორ ათბობ? მომკლა ამ მაწონის გათბობამ, მაცირავში რომ მიდევს ისეთი ცივია ვერ მივცემ პატარას...

Posted by: nikmaik 12 Oct 2012, 22:18
z g a r b i
მდუღარეში ვდგამ ჯამს

Posted by: z g a r b i 12 Oct 2012, 22:24
QUOTE (nikmaik @ 12 Oct 2012, 22:18 )
z g a r b i
მდუღარეში ვდგამ ჯამს

ხო მეც ეგრე ვაკეთებ, უბრალდ მეშინოდა არ ავამჟავო-თქო smile.gif)))

Posted by: coroline 14 Oct 2012, 10:55
blblbl
2 წლამდე? მე წლამდე მითხრა. ვიკითხავ კიდეsmile.gif მადლობა ინფოსთვის.


nikmaik
მეც ეს დღეები პიურეს და ყველს ვაჭმევდი და ერთხელ ლობიო ვაჭამე. შენი რამხელაა?
რომელ თევზს ყიდულობ? ორაგული მივცე რას მეტყვით?

z g a r b i
მე მდუღარეში მაშინ ვდგამ როცა ვერ ვასწრებ, ან გვიან შევალთ სახლში საღამოს სეირნობიდან. შეგიძლია 1 საათით ადრე გამოიღო მაცივრიდან და ოთახის ტემპერატურაზე გათბება. ამჟავების არ შეგეშინდეს

Posted by: nikmaik 14 Oct 2012, 16:44
coroline
QUOTE
მეც ეს დღეები პიურეს და ყველს ვაჭმევდი და ერთხელ ლობიო ვაჭამე. შენი რამხელაა?
რომელ თევზს ყიდულობ? ორაგული მივცე რას მეტყვით?

წლის და 1 თვისაა
თევზი ცოცხალი კალმახი, ორაგული გაყინულია და არ მინდა გაყინული მივცე

Posted by: z g a r b i 15 Oct 2012, 00:19
QUOTE (nikmaik @ 14 Oct 2012, 16:44 )
coroline
QUOTE
მეც ეს დღეები პიურეს და ყველს ვაჭმევდი და ერთხელ ლობიო ვაჭამე. შენი რამხელაა?
რომელ თევზს ყიდულობ? ორაგული მივცე რას მეტყვით?

წლის და 1 თვისაა
თევზი ცოცხალი კალმახი, ორაგული გაყინულია და არ მინდა გაყინული მივცე

მეც ცოცხალ კალმახს ვაჭმევ, ნავთლუღიდან მოაქვს ხოლმე ჩემ ქმარს. 3 ნაწილად ვჭრი და საყინულეში ვინახავ.

გოგოებო გამარკვიეთ რა ეს მოფუფქვაო რომ წერთ როგორ აკეთებთ? ქვაბი გაქვთ სპეციალური ორთქლზე რომ ფუფქავს?

Posted by: basti-bubuuu 15 Oct 2012, 00:25
წლის არ არის ჯერ ჩემი და ყველი უმარილო ვუყიდო?არ არის საშიში?თუ მარილიანი და მდუღარე დავასხა?

Posted by: nikmaik 15 Oct 2012, 09:52
basti-bubuuu
QUOTE
თუ მარილიანი და მდუღარე დავასხა?

მე ეს მირჩევია. ასე ვაკეთებ. მარილში გამოყვანილი ჩემი აზრით უფრო უსაფრთხოა

Posted by: basti-bubuuu 15 Oct 2012, 12:38
ხო-მეც ესე ვფიქრობ.............

Posted by: coroline 15 Oct 2012, 17:29
nikmaik
მადლობააა:*:*:*

Posted by: natuka_ra 15 Oct 2012, 17:32
coroline
blblbl
QUOTE
coroline
QUOTE

წლის არის უკვე და აღარ ჩავთვალე საჭიროდ ყოველდღე ფორმულის მიღება.

2წლამდე ფორმულა ძალიან კარგია,ზოგი ექიმი აუცილებლადაც კი მიიჩნევს



რჩევაა რომ ბავშვმა დღეში 250-400 მლგრამამდე რძე მიიღოს.

Posted by: nikmaik 24 Oct 2012, 11:52
გოგოებო კარაქი ,პრეზიდენტი, კარგია?
ვალიოსთან შედარებით

Posted by: Diamond Girl 24 Oct 2012, 15:09
2 კვირაში ექვსი თვის გავხდებით , უკვე დავიწყეთ ფაფები, ნესტლეს რძიანი წიწიბურა მივეცი და გაგიჟდა ისე მოეწონა, გამოცილო დედიკოებო სხვა სახის ფაფები როდიდან უნდა მივცე?ან პიურე? და სახლში გაკეთებულ ფაფებზე როდიდან შემიძლია გადავიყვანო?

Posted by: tamo7779 24 Oct 2012, 15:47
nikmaik
ხარისხი ერთია

Diamond Girl
მოსახარში ფაფები 1 წლიდან.
ნებისმიერი ფაფა სეგიზლიამისცე. ტუ სეკრულობა აქვს - ბრინჯს მოარიდე

Posted by: nikmaik 24 Oct 2012, 16:24
tamo7779
რომ იცოდე შენ გელოდებოდი smile.gif
შენ მაგას აჭმევ?
მახსოვდა რომ შენ ახსენე ადრე

Posted by: tamo7779 24 Oct 2012, 17:24
nikmaik
გავჩნდი კიდეც biggrin.gif არადა, ამ თემაში ძალიან-ძალიან იშვითად შემოვდივარ smile.gif
ახალი თაობა წამოვიდა, ახალი biggrin.gif ჩვენ უკვე გავიზარდეთ wink.gif


ქალს არ უყვარს კარაქი, არაჟანი, საწებლები biggrin.gif
მარტო შეწვის დროს ვიყენებ სამწუხაროდ

Posted by: ლუნა 24 Oct 2012, 22:54
Diamond Girl

თავიდან მეც ნესტლეს ფაფებით დავიწყე, წიწიბურა, ბრინჯი, გერკულესი, დღეში 2 კვება ჩავუნაცვლე ფაფებით.. 2 კვირაში კარტოფილის, ბოსტნეულის პიურე მივეცი. ხილის წვენებიც..
ბევრი თავიდანვე უკეთებს სახლში ფაფებს, უბრალოდ ნესტლეს შემდეგ (რომელიც ძალიან გემრიელია) ნაკლებად მოსალოდნელია მოეწონოს. ჩემსას არ მოეწონა არადა ძალიან მინდოდა ეჭამა თორემ ლამის გამყიდა პაკეტის ფაფებმა.. biggrin.gif


Posted by: Diamond Girl 25 Oct 2012, 13:18
ლუნა
QUOTE
Diamond Girl

თავიდან მეც ნესტლეს ფაფებით დავიწყე, წიწიბურა, ბრინჯი, გერკულესი, დღეში 2 კვება ჩავუნაცვლე ფაფებით.. 2 კვირაში კარტოფილის, ბოსტნეულის პიურე მივეცი. ხილის წვენებიც..
ბევრი თავიდანვე უკეთებს სახლში ფაფებს, უბრალოდ ნესტლეს შემდეგ (რომელიც ძალიან გემრიელია) ნაკლებად მოსალოდნელია მოეწონოს. ჩემსას არ მოეწონა არადა ძალიან მინდოდა ეჭამა თორემ ლამის გამყიდა პაკეტის ფაფებმა..


ა ანუ ერთ პაკეტს რომ ჩავამთავრებთ შემიძლია მერე უკვე გერკულესიც მივცე, ბრინჯიც, თუნდაც წიწიბურა ისევ ოღონდ ხილის რომ არის?


tamo7779
QUOTE
Diamond Girl
მოსახარში ფაფები 1 წლიდან.


მოსახარში ფაფა რას ნიშნავს? იყიდება ეგენი?თუ მე შემიძლია გავაკეთო?

Posted by: nikmaik 25 Oct 2012, 13:51
Diamond Girl
ნორდიკი იგულისხმა მგონი
მოსახარში ფაფაა, კარგი ხარისხის

Posted by: ლუნა 25 Oct 2012, 14:03
Diamond Girl
QUOTE
ანუ ერთ პაკეტს რომ ჩავამთავრებთ შემიძლია მერე უკვე გერკულესიც მივცე, ბრინჯიც, თუნდაც წიწიბურა ისევ ოღონდ ხილის რომ არის?

კი, არ ხარ შეზღუდული.. yes.gif რა ფაფაც არის 6 თვიდან ყველა შეგიძლია გაასინჯო, ნესტლეს ფაფების საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს..

Posted by: Diamond Girl 25 Oct 2012, 14:05
ლუნა
nikmaik


მადლობა გოგოებო :*

Posted by: basti-bubuuu 26 Oct 2012, 11:36
გოგოებო ქათმის და ძროხის ხორც ვიყინავ და მერე ვაჭმევ და თევზიც სეიძლება რომ გავყინო?

Posted by: tamo7779 26 Oct 2012, 14:23
Diamond Girl
გინდ ნორდიკი და გინდ ასაწონი ან საფასოებული: ბრინჯი, წიწიბურა, კუსკუსი......

basti-bubuuu
ვყიდულობ გაუყინავს. მერე ვყინავ
ნებსიმიერ ხორცს.

Posted by: kkatrin 28 Oct 2012, 14:21
Diamond Girl
QUOTE
2 კვირაში ექვსი თვის გავხდებით , უკვე დავიწყეთ ფაფები, ნესტლეს რძიანი წიწიბურა მივეცი და გაგიჟდა ისე მოეწონა, გამოცილო დედიკოებო სხვა სახის ფაფები როდიდან უნდა მივცე?ან პიურე? და სახლში გაკეთებულ ფაფებზე როდიდან შემიძლია გადავიყვანო?

აფთიაქში რომ შეხვალ უთხარი ფაფა მინდა 6 თვიდან შემდეგ 7თვიდან,8 ტვიდან და ა.შ,უკვე სეგიძლია მისცე ფაფებიც,კარტოფილის პიურეც და ბოსტნეულის პიურეც

Posted by: Diamond Girl 28 Oct 2012, 17:31
kkatrin

მადლობააააა :*

Posted by: taplika 30 Oct 2012, 21:49
გამარჯობათ გოგოებო smile.gif თქვენი რჩევა მჭირდება. ჩემი გოგო 1 წლისაა და ცოტა უცნაურად იკვებება. ალერგიული არაა და თითქმის ყველაფერს ვაჭმევ, ფაფებს, ხილს, პიურეს, ქათამს, ხორცს, კარტოფილს, კვერცხს, ბურღულეულს. უბრალოს ვერაფრით ვერ ვაჭამე სუპები და წვნიანები. რამოდენიმე კოვზს შეჭამს და იფურთხება. არც თამაში ჭრის და არც გართობა. გიჟდება ტკბილეულზე და მსგავს სისულელეებზე. ვცადე და რამოდენიმე საათი (ანუ ნორმაზე მეტი) ატაფერი ვაჭამე, მაგრამ წვნიანი მაინც არ შეჭამა. მირჩიეთ რაა, იქნებ ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა და რა მეთოდი გამოიყენეთ. მადლობა წინასწარ ყველას smile.gif)))))

Posted by: ninoeqimi 31 Oct 2012, 00:15
taplika
ჭიქაში ჩაუსხი ბულიონი,მეტიშანსია რომ დალევს

Posted by: taplika 31 Oct 2012, 12:11
ninoeqimi
ვცადე ჭიქაშიც და დაბლენდერებული ბოთლშიც ჩავუსხი, მაგრამ არ ჭამს sad.gif ისე, არც შეკრულობა აწუხებს, არც მსგავსი არაფერი, მაგრამ მაინც მგონია, რომ არ შეიძლება ბავშვმა წვნიანი არ ჭამოს.

Posted by: trombonelady 31 Oct 2012, 19:22
taplika
QUOTE
ვცადე ჭიქაშიც და დაბლენდერებული ბოთლშიც ჩავუსხი, მაგრამ არ ჭამსისე, არც შეკრულობა აწუხებს, არც მსგავსი არაფერი, მაგრამ მაინც მგონია, რომ არ შეიძლება ბავშვმა წვნიანი არ ჭამოს.

სისულელეა, ბავშვმა შეიძლება არ ჭამოს სუპი, მაგალითად სტაფილო შეიძლება უმიც შეჭამოს, ან მოხარშული კარტოფილი, ან მოთუშული კარტოფილი, ყვავილოვანი მოუთუშე, ანუ სხვა სახით შესთავაზე ბოსტნეული. ბავშვებს აქვთ პერიოდი როცა რაღაც კონკრეტულ საჭმელს აიჩემებენ ან პირიქით აღარ ეკარებიან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი : ყველა ადამიანი სხვადასხვანაერად ამზადებს, ზოგს გემრიელად გამოსდის ზოგს ვერა. სცადე იქნებ სხვისი მომზადებული ჭამოს, ზოგი ხახვს თუშავს ზოგი ხარშავს და ესეთი დეტალები კერძს განსხვავებულ გემოს აძლევს და ამ პატარა მაიმუნებს გემოვნება აქვთ! biggrin.gif

Posted by: z g a r b i 31 Oct 2012, 20:06
უი მე სულ არ მიფიქრია რომ წვნიანი კერძი უნდა მიმეცა biggrin.gif
ანუ ბოსტნეულის სუპს ვაძლევ, მაგრამ წვენს იმდენს ვამატებ რომ ფაფის კონსისტენციის მასა გამოდის.
რატომღაც მგონია რომ ძალიან თხელი რომ მივცე არ დაანაყრებს-თქო.

პ.ს. 11 თვისაა ჩემი შვილი

Posted by: matmatuna 31 Oct 2012, 20:08
taplika
ბევრი ბავშვი გინახავს 1 წლის ასაკში იჯდეს და სუპს ხვრეპდეს? biggrin.gif
ბოსტბეული, ხილი, ხორცი, ბურღული და ა.შ
სითხეს იღებდეს საკმარისს რძის, წყლის, წვენების და ხილის სახით და საერთოდ არაა აუცილებელი ბულიონი დაგიხვრიპოს კოვზით no.gif

Posted by: Janiss 31 Oct 2012, 21:10
კითხვა მაქვს. ორი თვისაა ბავშვი,ძუძუთი იკვებებოდა დაბადებიდან მაგრამ ეს ოთხი დღეა ხელოვნურზე მოგვიწია გადაყვანა. 60 მილილიტრს ვაჭმევდით და ყოველ ორ საათ ნახევარში, სამ საათში ითხოვდა. დღეს უფრო მალ მალე ითხოვს და რო მორჩება ჭამას აშკარად კიდევ უნდა, ისე ექაჩება მატყარას. არ აკმაყოფილებს მგონი. რამდენი უნდა ვაჭამო იქნებ მითხრათ ან მირჩიოთ რამე? ერთი ორი კვირა დაახლოებით და მერე კვლავ ძუძუზე გადავა

Posted by: matmatuna 31 Oct 2012, 21:17
Janiss
თავად ბავშვი გაჩვენებს რამდენიც უნდა... 20-30 მაინც დაუმატე და ნახეთ... ჩემი აზრით 60 ცოტაა, ჩემი შვილი ახალშობილი სვამდა მაგდენს და გათვლილიც მასე იყო, 60 მლ მაინც უნდა დაელია rolleyes.gif

Posted by: z g a r b i 1 Nov 2012, 19:56
გოგოებო, ნორდიკის დათუნია მაკარონი რომაა ის ვიყიდე.
აწერია 6 წუთი ხარშეთო. უკვე 15 წუთი გავიდა მაგრამ ჯერაც არაა მოხარშული..
იქნებ 6 წუთი უნდა მეხარშა და ეგრე ნახევრად უმი უნდა მეჭმია ჭარხალივით რავიცი biggrin.gif უჯრედისი რომ არ დაიკარგოს ანუ rolleyes.gif

Posted by: tamo7779 1 Nov 2012, 20:52
taplika
თუ იმ ყველაფერს ჭამს, რაც ზემოთ ჩამოთვალე,
მაშინ პრობლენმა რაშია? კონკრეტულად სუპს რომ არ ჭამს?

Posted by: ciko_88 3 Nov 2012, 16:22
გამარჟობათ ყველას 4 თვისაა ჩემი ბიჭი და წიწიბურას ფაფას ვაწყებინებ გუსჰინ და დგეს 2 კოვზი მივეცი და რძე დავაყოლებინე როდიდან შეილება მთლიანი 150 მლ_ს მიცემა?? ტუ იცით ვინმემ იკნებ მიტხრად?
* * *
და კიდევ ისე კარგი იკნება 'კვების დასაწყისი ეტაპის' თემა გაიხსნას ჰაა??

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)