უილიამსი-გიორგესი
დაგვიდგა საფრანგეთის ღია პირველობის ერთ-ერთი უმნიშვნელვანესი ეტაპი - მე-3 რაუნდი. უდიდესი ნებისყოფისა და ძლიერი ნერვების წყალობით იულია უკვე მესამე რაუნდშია. ჯილდო მესამე რაუნდისთვის კი სერენა უილიამსია. სერენამ კარგად იცის ვინ ელოდება მესამე რაუნდში, უფრო მეტიც - მას კარგად აქვს შესწავლილი იულიას სათამაშო სტილი. "როდესაც მე ორსულად ვიყავი, ბევრ მატჩს ვუყურე იულიას მონაწილებით, და ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ იგი იგებდა უამრავ თამაშს, რაც შესაბამისად მის უფრო და უფრო მეტ ჩვენებას იწვევდა ტელევიზიაში" - განაცხადა 36 წლის ამერიკელმა.
სერენა და გიორგესი ერთმანეთს სულ ორჯერ შეხვდნენ 2010 წელს როლანდ გაროსზე და 2011 წელს ტორონტოში. ორივე შემთხვევაში გამარჯვებული "სმეშის დედა" გამოვიდა. მაგამ მაშინ სხვა სიტუაცია იყო. ახლა კი სერენა თამაშს 13 თვაინი პაუზის შემდეგ უბრუნდება და იგი ნამდვილად არ არის თავის საუკეთესო ფორმაში.
გიორგიესი: "მე ვფიქრობ, რომ უილიამსის სახელი დიდი სლემებში არის ერთ-ერთი უმაღლესი. თუმცა მსურს სახელს ნაკლები ყურადღება მივაქციო. მე მსურს ჩემი თამაში სრულიად მშვიდად ჩავატარო."