Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამირება > რჩევა მჭირდება გამოცდილი ხალხისგან


Posted by: Xashursky 17 Jan 2018, 11:21
რახან უშუალოდ თემაში არავინ მიპასუხა ახალ თემას გავხსნი იქნებ აქ მაინც ნახოს ვინმემ smile.gif

ჩახედულცი, ძალიან მჭირდება თქვენი რჩევა/დახმარება

მოკლედ მინდა ამ მიმართულებით წავიდე, ოღონდ კონკრეტულად რა ვისწავლო ეგ ვერ გადავწყვიტე და ასევე რომელ სასწავლო დაწესებულებაში. 1 ის ვიცი რომ დიზაინი არის ჩემგან ძალიან შორს. მე ვფიქრობ ქსელები ვისწავლო ან უკეთესს შემთხვევაში კოდირება (C# არის ყველაზე "ხადავოი"-ო საქართველოში ასე გავიგე). არის კიდევ მობილური და ვებ პროგრამირება, რომლებთანაც ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს ინტერესის მხრივ და ესეც შეიძლება, მთავარია გავიგო რომელი პროფესიითაა დასაქმება პერსპეკტიული, ანაზღაურების მხრივ როგორაა და სწავლების სირთულე (მაგრამ ეს ალბათ ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, დიდი სხვაობა არ უნდა იყოს წესით, თან ინგლისური და გუგლი ნორმალურზე უკეთ ვიცი, რაც, როგორც გავიგე უმნიშვნელოვანესია ამ სფეროში) . სასწავლო დაწესებულებებს რაც შეეხება ერთი აიტისტეფს ვფიქრობ რომელიც 2.5 წლიანია და ძალიან მებევრება, ვბერდები აღარ მაქვს მაგდენი დრო biggrin.gif და მეორე ვარიანტი ჯეოლაბი სადაც 6 თვეში მორჩები ყველაფერს ( ეს კი მეცოტავება biggrin.gif მაგრამ მაინც ეს ვარიანტი უფრო მიჩევნია).... ჰო კიდევ, უმაღლესი იურიდიული განათლება არ წამადგება ხო ამ სფეროში არაფერში?

დიდი პოსტი კი გამომივიდა მაგრამ იმედი მაქვს პასუხ(ებ)ის იმედი

Posted by: G1oba1 18 Jan 2018, 01:25
Xashursky
ის ისწავლე რისი კეთებაც სიამოვნებას განიჭებს და რაც ყველაზე კარგად გამოგდის
დაანებე თავი იმაზე ფიქრს რა უფრო ხადავოია და ასე შემდეგ , ნუ იფიქრებ ფულის შოვნაზე
უფრო ვერ იშოვი ასე თუ მიუდექი



Posted by: Xashursky 18 Jan 2018, 12:19
G1oba1
არცერთში არ მაქვს გამოცდილება მაგრამ ასე მგონია კოდირება მომეწონება ყველაზე მეტად. ქსელებს და სოციალურ მენეჯმენტსაც დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი, აი ვებ პროგრამირების მუღამი არ მაქვს რატომღაც...
რომელ სასწავლებელში ვისწავლო ეგ უფრო მაინტერესებს პრინციპში

Posted by: ჭელიძე 18 Jan 2018, 12:24
არცერთ სასწავლებელში არ უნდა ისწავლო.

Youtube-ზე და ტორენტზე არის მაღალი ხარისხის ვიდეოკურსები, ასევე კონკრეტულ თემაზე დაგუგლავ და იპოვი უამრავ სტატიას, რომელიც დაწერილია ძალიან გამოცდილი ხალხის მიერ (ხშირ შემთხვევაში კონკრეტული ტექნოლოგიის კონტრიბუტორების) და არა 70 წლის ლექტორის ან 2 + წელი გამოცდილება მქონე PHP დეველოპერის, რომლებიც შეგხვდებიან ზემოაღნიშნულ 'სასწავლო დაწესებულებებში'.

Posted by: Roofus 18 Jan 2018, 13:36
რამე FAQ რომ გაკეთდეს არ შეიძლება? მერამდენე თემა იხსნება ამ კითხვით.
boli.gif

Posted by: Thranduil 18 Jan 2018, 19:05
Xashursky
მეც ზუსტად ეგრე ვარ, ვების მუღამი არ მაქვს საერთოდ.
ყველაფერს მივედ მოვედე, ბევრი ენის სწავლა ვცადე მაგრამ ყველაზე მეტად რატომღაც პითონი დამევასა. თან ბევრი შესაძლებლობა აქვს, ვებშიც გამოიყენება, machine learning, data science, სასწავლადაც არაა რთული, მარტივი სინტაქსი აქვს.
ამ კურსს მივყვები ახლა https://drive.google.com/open?id=1i3jXi0o-COk7L9Mfrg55Ysae8cdEIAHU
არც ვიცი სწორი გზა ავირჩიე თუ არა, დაწერენ ალბათ გამოცდილები ვინც არიან.

Posted by: elodin 19 Jan 2018, 11:00
მართლა მერამდენედ უნდა გაიხსნას ესეთი თემა და მერამდენედ უნდა დავწეროთ ერთი და იგივე?
ან ძველები წაიკითხეთ ან აღარ გახსნათ.
ბოლოს აქ საინტერესო თემა როდის გაიხსნა არ მახსოვს.

Posted by: Xashursky 19 Jan 2018, 13:35
ჭელიძე
ინგლისური ან რუსული თუ არ იცი სრულყოფილად იუთუბიდან როგორ უნდა ისწავლო რავი?
და დასაქმების მხრივაც გაცემული სერტიფიკატი არაა საჭირო?

Thranduil
რას ატყობ გებულობ? ან ინგლისური რა დონეზე იცი?

elodin
რამდენიმე მსგავს თემას გადავავლე თვალი და კონკრეტულად ის კითხვები არ იყო დასმული რაც მე მაინტერესებდა, შევედი თემაში იქ ვიკითხე და რახან პასუხი არავინ გამცა აქ გავხსენი თემა და შენ თუ რამე არ მოგწონს ძალიან მარტივად შეგიძლია გაატარო smile.gif

Posted by: elodin 19 Jan 2018, 13:56
Xashursky
სულერთია.
მომწონს არ მომწონ-ამდე საქმე არ მიდის.

რეალობა აღვნიშნე და ხსენით თემები და იყავით.
მთავარი ვერ გაიგეთ რო რისი კეთებაც გინდათ ის უნდა ისწავლოთ და არა ის აქ რას დაგიწერენ.

Posted by: Roofus 19 Jan 2018, 14:13
Xashursky
QUOTE
რამდენიმე მსგავს თემას გადავავლე თვალი და კონკრეტულად ის კითხვები არ იყო დასმული

ხოდა მერე იმ თემაში დაგეწერა... ახალი თემის გახსნა აუცილებელი იყო? boli.gif


აპინეთ რამე მსგავსი თემა და იქ წერონ და იკითხონ ხომ შეიძლება ამ საკითხზე? facepalm.gif


თუთიყუში მგონია თავი უკვე facepalm.gif

ერთი და იგივეს წერა კი არ მეხალისება facepalm.gif

არავის არ ეხალისება მგონი... მარტო არ ვარ ამ საკითხში boli.gif


ეხლა თედოუსა გადაწყვიტავს მესამეჯერ ამ კვირაში პროგრამისტობას და ეგეც თემას გახსნის საღამოზე popcorn.gif
* * *
https://forum.ge/?showtopic=34989269&hl=%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90
https://forum.ge/?showtopic=34977541&hl=%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90
https://forum.ge/?showtopic=34940761&hl=%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90
https://forum.ge/?showtopic=34931575&hl=%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90
https://forum.ge/?showtopic=34921464&hl=%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90
https://forum.ge/?showtopic=34844424&hl=%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90

დანარჩენი 150 000-ი თემის დალინკვა დამეზარა პროსტა.
ცოტახანში ალბათ სკრიპტს დავწერ და ყოველ მსგავს თემაზე ავტომატურად ჩაყრის ლინკებს რა yes.gif


user posted image

ბაზარი არაა ბრატ ... გინდა იკითხო და პასუხიც მოისმინო მაგრამ მე მართლა დავიღალე და სხვისი არ ვიცი.
კონკრეტულად შენს წინააღმდეგ არაფერი არ მაქვს... უბრალოდ გული მიგრძნობს რომ უკანასკნელი არ ხარ ვინც მსგავს თემას ხსნის


და 1 FAQ თემის გაკეთება და აპინვა რა გახდა ვერ ვხვდები რა... facepalm.gif

თან ეხლა ნახე... შენ რომ აქ პასუხს გაგცემენ , მეორე 1 კვირაში გახსნის იგივე შინაარსის თემას...
და ჩვენც ბეჯითად მიუჯდებით keyboard-ს და იმის მაგივრად საქმე ვაკეთოთ თავიდან დავწერთ იგივეს რაც 1 კვირის წინ უკვე დავწერეთ სხვა თემაში.
და ყოველ კვირა ასე გავაგრძელებთ...

old.gif

უფასოდ..



კი... როგორ არა facepalm.gif

Posted by: syaruna 19 Jan 2018, 18:11
Xashursky
აითი სთეპში კაი სტარტს აძლევენ
მარა ჩემი აზრით ძაან წელავენ დროს როცა რო შეიძლება ბევრი რამის სიღრმისეულად სწავლა ერთ კონკრეტულ რამეს არ გასწავლიან ეხები ძაან ბევრ ტექნოლოგიებს 2.5 წლის მანძილზე მე მაგალითად ლოუ ლეველი თემები უფრო მიზიდავს სი,სიპპ
სი-ს უთმობენ 5 თვეს სიპპ-ს 2-თვენახევარს და მაგ დროში რა უნდა დაამუგამო მითუმეტეს მსგავსი დონის ენებისთვის ძაან ცოტაა.
თუ ინგლისური არ იცი კაი ვარიანტია მარა თუ იცი ინგლისური ფულის ტყუილი ხარჯვაა ისევ ჩაუჯდე წიგნებით უფრო მეტს გაიგებ ჩემზე მაქ გამოცდილი.
ადამიანზეც არის დამოკიდებული თო ყოველთვის ტალჩოკი გჭირდება და სულ მითითება თუ რა უნდა ისწავლო აკადემია და მსგავსი დაწესებულებები ზედ გამოწრილია ეგეთი ადამიანებისთვის.

Posted by: Xashursky 19 Jan 2018, 20:01
Roofus
ცალკე თემად იმიტომ გავხსენი რო ვიფიქრე უფრო თვალშისაცემი იქნებოდა ასე რომ ვთქვათ smile.gif 1 FAQ კი ნამდვილად აუცილებელია

syaruna
ხო მეც რო გადავხედე სილაბუსს ყველაფერს ასწავლიან და ბოლოს ასე მგონია ვერცერთს გაიგებ სიღრმისეულად. ჯეოლაბს ვფიქრობ უფრო რა

Posted by: syaruna 19 Jan 2018, 20:10
Xashursky
მაგ ჯეოლაბს გირჩევნია უედემიზე იყიდო კურსი smile.gif
როგრც აღნიშნე იცი ინგლისური

Posted by: Xashursky 19 Jan 2018, 21:32
syaruna
სრულყოფილად არვიცი რა, ისე რო ყველაფერი გავიგო თორე ჩავუჯდებოდი ჩემ პონტში მართლა

Posted by: syaruna 19 Jan 2018, 21:44
Xashursky
არც ჭირდება სრულყოფილად მეც არ ვიცოდი კარგად რუსული მარა ინტერესი მკლავდა და კითხვა კითხვაში გავიჭერი ნორმალურ დონეზე.

Posted by: Xashursky 20 Jan 2018, 00:34
syaruna
მუშაობ თუ სწავლის პროცესში ხარ ისევ ?

Posted by: syaruna 20 Jan 2018, 01:20
Xashursky
5 თვეა ჯერ რაც ვსწავლობ.

Posted by: giorgi877 20 Jan 2018, 02:37
QUOTE
ის ისწავლე რისი კეთებაც სიამოვნებას განიჭებს და რაც ყველაზე კარგად გამოგდის
დაანებე თავი იმაზე ფიქრს რა უფრო ხადავოია და ასე შემდეგ , ნუ იფიქრებ ფულის შოვნაზე
უფრო ვერ იშოვი ასე თუ მიუდექი


1000000%, კარგს იზავ თუ გაითვალისწინებ

Posted by: Xashursky 21 Jan 2018, 15:52
მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის smile.gif

syaruna
წარმატებები wink.gif

Posted by: sos22 27 Jan 2018, 15:05
ხალხო არსებობს ენა რომელსაც ყველა ოპერაციულზე დავწერ?
რამე დანამატის გარეშე როგორც ჯავას აქ ისე არ მინდა

Posted by: Roofus 27 Jan 2018, 15:34
sos22
კომპილერი გჭირდება სხვადასხვა. C++ ცადე.

Posted by: G1oba1 27 Jan 2018, 16:40
sos22
ბრაუზერია ყველა სისტემისთვის ერთი

დანამატი ყველა ენაში ჭირდება, საინსტალაციოში უნდა ჩადო რა ბიბლიოთეკებსაც იყენებ და დაააინსტალო

QT -ს აქვს ყველა სისტემაზე იგივე API მაგრამ აქაც კი გიწევს თვითონ ამ QT-ს ბიბლიოთეკების ინსტალაცია თუ სისტემაში არ აყენია ეგ
Roofus
QUOTE
sos22
კომპილერი გჭირდება სხვადასხვა. C++ ცადე.

არ არის მთლად ეგრე მარტივი ეგ საქმე , მასე რომ იყოს ნებისმიერი თამაშის და პროგრამის დაკომპილირება შეიძლება სხვადასხვა სისტემისთვის


Posted by: Roofus 27 Jan 2018, 19:03
G1oba1
QUOTE
არ არის მთლად ეგრე მარტივი ეგ საქმე , მასე რომ იყოს ნებისმიერი თამაშის და პროგრამის დაკომპილირება შეიძლება სხვადასხვა სისტემისთვის

კაი რასლაპარაკობ boli.gif

Posted by: G1oba1 27 Jan 2018, 19:36
Roofus
QUOTE
კაი რასლაპარაკობ

არა?
დამიკომპილირე მაშინ ეს ლინუქსისთვის
https://github.com/notepad-plus-plus/notepad-plus-plus

Posted by: Roofus 27 Jan 2018, 21:02
G1oba1
QUOTE
დამიკომპილირე მაშინ ეს ლინუქსისთვის

ბონუსად ბიტკოინიც ხო არ გადმოგირიცხო? boli.gif
ბარემ მისამართი დამიწერე.

მანდ ის DLL-ებია რომლებიც ლინუქსზე არ არის.
და საერთოდ DLL-ები არ არის ლინუქსში. lib-ებია.
DLL-ები დაწერე ლინუქსისთვის და დაგიკომპილირებ.

Posted by: G1oba1 27 Jan 2018, 23:18
Roofus
QUOTE
ბონუსად ბიტკოინიც ხო არ გადმოგირიცხო?
ბარემ მისამართი დამიწერე.

არ გინდა ეს ირონია, მოეშვი და დამშვიდდი.
QUOTE
მანდ ის DLL-ებია რომლებიც ლინუქსზე არ არის.
და საერთოდ DLL-ები არ არის ლინუქსში. lib-ებია.
DLL-ები დაწერე ლინუქსისთვის და დაგიკომპილირებ.

მერე მე სხვა რამე დავწერე ?

Posted by: Roofus 28 Jan 2018, 01:24
G1oba1
QUOTE
არ გინდა ეს ირონია, მოეშვი და დამშვიდდი.

ნუ მიძაბავ რა ბრატ boli.gif
QUOTE
მერე მე სხვა რამე დავწერე ?

შენ დაწერე:
QUOTE
არ არის მთლად ეგრე მარტივი ეგ საქმე , მასე რომ იყოს ნებისმიერი თამაშის და პროგრამის დაკომპილირება შეიძლება სხვადასხვა სისტემისთვის


Posted by: G1oba1 28 Jan 2018, 01:43
QUOTE (Roofus @ 28 Jan 2018, 01:24 )
G1oba1
QUOTE
არ გინდა ეს ირონია, მოეშვი და დამშვიდდი.

ნუ მიძაბავ რა ბრატ boli.gif
QUOTE
მერე მე სხვა რამე დავწერე ?

შენ დაწერე:
QUOTE
არ არის მთლად ეგრე მარტივი ეგ საქმე , მასე რომ იყოს ნებისმიერი თამაშის და პროგრამის დაკომპილირება შეიძლება სხვადასხვა სისტემისთვის

facepalm.gif facepalm.gif pop.gif

Posted by: ბიჭური 28 Jan 2018, 01:44
Windows-ს თავისი API აქვს, Linux-ს თავისი. ერთადერთი ვარიანტი პროგრამისა, რომელიც ორივეზე გაეშვება, არის მაღალი დონის ბიბლიოთეკების გამოყენება, რომლებიც API-სგან და რეალიზაციისგან გამოყოფენ შენს პროგრამას, რა საკვირველია ორივე სისტემისთვის განსხვავებული ბილდი გექნება.

მაგალითად ქსელთან სამუშაოდ Asio-ზე დავწერ პროგრამას და არ გამოვიყენებ სუფთა სოკეტებს.
ბიბლიოთეკის რეალიზაცია უკვე დააჯდება ვინდოუსზე winsock-ს და ლინუქსზე ლინუქსის ბერკლის სოკეტების ინტერფეისებს, ეგ არ მაინტერესებს.
აი ხელით პირდაპირ თუ ვიყენებ პროგრამაში რომელიმე winapi/linux api specific ფუნქციონალს, შესაბამისად ვერ იქნება ჩემი პროგრამა მარტივად გადატანილი სხვა სისტემაზე.
რაზე დაობთ საერთოდ?


P.s
ასევე დიდი განსხვავებაა კომპილატორებს/build სისტემებს შორის.

Posted by: Roofus 29 Jan 2018, 00:21
ბიჭური
არ ვდაობ ვაბშე არანაირად.
კაცს უთხარი თუ ჯავა არ მოგწონს C++ ცადე მეთქი. მეტი არაფერი. boli.gif

აბა ეხლა პროგრამები თავისით რომ არ იწერება და კომპილირდება ეგ მეც ვიცი facepalm.gif

Posted by: elodin 29 Jan 2018, 16:15
ამ ფორუმზე რეალური საკითხი განხილულიყოს პროგრამირებაში არ მახსოვს.
ყოველთვის მსგავსი თემებია ამ განყ-ში. რა ვისწავლო, როგორ და ა.შ
მერე წავა მე ის ვიცი მე ეს ვოცო და ა.შ


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)