neo>ყველაზე იოლად იკაწრება პლასმასი (იაფი კასიოები, G-Shock-ების დიდი ნაწილი), უფრო გამძლეა აკრილი (თითქმის ყველა ვინტაჟური საათი), კიდევ უფრო გამძლეა მინერალი (დღევანდელი საათების აბსოლუტური უმრავლესობა, მითუმეტეს $250-ს ქვევით). ყველაზე გამძლეა საფირი.
მიუხედავად ამისა - ყველა იკაწრება. რაც უფრო იოლად იკაწრება, მით უფრო იოლად პოლირდება (ამიტომ ხანდახან აკრილი ძალიან მაგარი რამეა).
* * *
სხვა სამაჯურზე:
* * *
მოკლედ ამ კანდინოზე:
კორპუსი
ფოლადის კორპუსი საფირის მინით. შავი ნაწილი ხარისხიანად არის გაკეთებული და ყველა ზედაპირი კარგად არის დამუშავებული. ზედაპირის დამუშავება ორნაირია - ძირითადად პოლირებულია. სამაჯურის სამაგრების ზედა ნაწილი უფრო brushed არის ვიდრე პოლირებული. შავ ბეზელზე რიცხვები brushed არის. crown ხრახნზეა. ვიზუალი გემოვნების ამბავია, მაგრამ მე უფრო და უფრო მომწონს. უარყოფითი მხარეებიდან - 23მმ-იანი სამაჯური უნდა. ამ ზომის სამაჯური უბრალოდ არასდროს მქონია და მომიწევს სამაჯურების კოლექციის განახლება... ინტერნეტ რესურსებში წყალგაუმტარობა 100 მეტრი წერია, თუმცა საათს 20 ატმოსფერო აწერია. ორივე შემთხვევაში - საყვინთად არ ვარგა (ფუნქციურად არ ვარგა, ლუმინისცენტობა სუსტია, ბეზელი არ ბრუნავს) და ზღვაზე ყოფნისას 100 მეტრიც საკმარისია
ციფებრლატი და ისრები
კარგად დამუშავებული, დეფექტების გარეშე ციბერბლატი. ყველაფერი კარგი და ხარისხიანია, თუმცა არაფერი გამორჩეული. ისრები ძალიან კარგად არის დამუშავებული, უდეფექტოდ გაპრიალებული, სწორი და გამოკვეთილი კიდეებით. ლუმინისცენტობა - საშუალო. სეიკოს დონეზე ვერ მიდის, ვერც ტისოს ზოგ მოდელს გაეჯიბრება, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ არის.
მექანიზმი
ეტა 2824-2. უკვდავი, გამოცდილი და ძალიან ზუსტი მექანიზმი. ვერსია "standard", ყველანაირი გაფორმების და ნავაროტების გარეშე. ამ მექანიზმისთვის სტანდარტული მძიმე დაქოქვისთვის (ხელით როდესაც ქოქავ), Crown ძალიან სრიალაა.
სამაჯური
სტანდარტული სამაჯური კარგია. რბილია, მოქნილია და ნახატიც კარგად აქვს დატანილი. შესაკრავი ცუდია - შესადარისად, სეიკო 5-ი სამაჯური სტანდარტული შესაკრავი უკეთესია, თუმცა ამას დამატებითი დაცვაა აქვს. დაცვის ნაწილი კარგად არის გაკეთებული (როცა უკვე პირველი საკეტით დაკეტე), მაგრამ საათის ხელზე გაკეთებისას გიწევს დაუკვირდე რომ მექანიზმი სწორად იხურება და რეალურად დაიკეტება. წინააღმდეგ შემთხვევაში გვერდზე მოექცევა და ალბათ გაიღუნება კიდეც. თვითონ სამაჯურის განიც არასტანდარტულია - 23 მმ. მოკლედ, ეს რომ მცოდნოდა შეიძლება არ მეყიდა. ფოტოზეც ეტყობა - 22მმ-იანი სამაჯური (რაც დღეს ერთერთი ყველაზე გავრცელებული ზომაა) ვიწროა და კარგად არ ზის.
შეჯამება
ამაზე კარგი ხარისხის მექანიკური საათი 500 ლარში უბრალოდ არაფერი მეგულება. გამოცდილი მექანიზმი, რომლის ნაწილების შევნა ყველაზე მარტივია, ფოლადის კორპუსი, მაღალი წყალგაუმტარობა და კარგი ზომა აქვს. რა მინუსებიც ზემოთ აღვწერე - ყველა ასატანია. როგორც წესი 500 ლარში ყველაფერი იდეალური არაფერს აქვს
თუ ჩემსავით სამაჯურების ცვლა გიყვართ, გაითვალისწინეთ, რომ 23-24 მმ-იანი სამაჯურები დაგჭირდებათ და სავარაუდოდ, ეს სამაჯურები მხოლოდ ამ საათისთვის გამოგადგებათ...